Jump to content
Planeta.Ge

giorgi qadagishvili

პლანეტელი
  • პოსტები

    107
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი giorgi qadagishvili

  1. არსად არ გავდივარ მასონი კი არ ვარ ლუციფერის საუფლოში ვიბოდიალო
  2. შენთვის შეიძლება მაგრამ მრავალია ისეთი სანამ თავის თვალით არ იხილა სიბნელეში იმყოფება თუ ასე გგონია რაღად მწერ?
  3. ვინ რა კვეთებულის ლოცვებს ატარებს? ეგ მამა აკაკი დასაცინია ბელზებელისგან რადგან ეგზორციზმი ან ბელზებელის ეშმაკთა მთავრის ან კიდევ სულიწმინდის ძალით ხდება როდესაც არც ერთი გყავს და არც მეორე და თან წინასწარ შერჩეულ და ფსიქოლოგიურად დამუშავებელ მრევლს აღრიალებ მხოლოდ დასაცინს იხდი თავს ეშმაკისაგან და ღვთისგან კიდევ საძულველს. ზუსტად ეგრეა იმიტომ რომ მე თუ ფეხით დავდივარ ეგ ბოლო მოდელის მერსედესით დადის მე თუ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობ მაგან 5 სახლი აქ იყიდა 2 ვილა კარიბის კუნძულებზე და 8 სახლი აქვს მარტო იერუსალიმში მასონებს რომ შეეკრა და სული დაიღუპა აი ასეა.
  4. უფლის ანგელოზი რომელიც მფარველად მყავს მისგან მოჩენილი ლოცვად რომ ვდგები მაშინ ცხადდება და შეგიძლია ნახო, დაცემულ ანგელოზს კი ვინაიდან ამ ბეჭდების ახსნით და უფლის მადლით ძალაუფლება მაქვს მათზე ნებისმიერ მომენტში გაჩვენებ იმიტომ რომ პირველსავე დაძახებისთანავე დაუყოვნებლივ ხდება ხილული ჩემთვისაც და ირგვლივ მყოფებისთვისაც რომ იცოდე როგორ მეხვეწებოდნენ მათი საქმეები არ გამემხილა და არ დამემცირებინა თქვენს თვალში ამას აღარ დამიწერდი, თქვენ სასწაულები გიზიდავთ და გართობთ, როგორც დასდევდნენ იესოს გვაჩვენე ნიშანი, მისი საქმეები ნიშანი იყო ზუსტად აღადგენ მკვდარს? ის კი ამბობდა ჩემი მორწმუნეები ამასაც გააკეთებენ და კიდევ მეტსაც, რომელ თქვენ ეპისკოპოსს აღუდგენია მკვდარი? ამის ძალაუფლებაც მაქვს ღვთისგან მოცემული, მაგრამ თქვენ ყველას ღვთის მორჩილება კი არა ზოგს ფული უნდა ზოგს სასწაული ზოგს კი ამპარტავნება. თუ ღმერთი საჭიროდ არ ჩათვლის აბა როგორ გიჩვენებ როდესაც მისი ნების გარეშე ერთი ღერი თმაც კი არ ჩამოგვარდება თავიდან და თუ გიჩვენე ესე იგი იმიტომ რომ საჭიროდ ჩათვალა
  5. იმას ვუცდი რომ ადრეც ვთქვი ამ ცოდნით რომ ფულის გაკეთება მინდოდეს მასონი მერქმეოდა და არა ქრისტიანი, პირადად თქვენ რომ დარწმუნდეთ იმაში რომ ღმერთი არსებობს უკვე გითხარით ადრე მისი ანგელოზის ხილვით ეს დადასტურდება თქო მაგრამ შენ ღვთის რწმენა კი არა ფულის კეთება გინდა და არ გადავაქცევ ღვთის მადლს ფულის საჭრელ დაზგად თუმცა საინტერესო რამ მითხარი და მაგ ჰიპოთეზაზე პასუხს აუცილებლად გავიგებ
  6. აი ამ რიმანის ჰიპოთეზაზეა სწორედ შესაძლებელი პასუხის გაცემა, მაგრამ საქმე იმაშია რომ პირველი რაც აზრად მოგივიდა ის კი არ არის რომ ღმერთი იწამო და ადიდო არამედ ის რომ ფული გააკეთო ამ ცოდნით, ცდი ღმერთს. შიზოფრენია არ გაწუხებთ უბრალოდ ურწმუნო ხართ.
  7. შესაძლო შიზოფრენიით დარვინი და მისი მხარდამჭერები ბოდავენ არარსებულ სიცრუეს
  8. ჰო აღარ არსებობს სულ რაღაც 20 წელია მაგრამ ჰკითხე იმათ ვინც კომუნისტების მმართველობის დროს ცხოვრობდა სწირავდნენ თუ არა სპეციალურად მოწყობილ სამსხვერპლოებზე მსხვერპლს მართლმადიდებელი მღვდლის მოთხოვნით, ეს წარმართული გადმონაშთი დღესაც აქტიურად მოქმედებს მთის ქართველებში ფშავ ხევსურეთში საქართველო ხომ მარტო თბილისი არ არის არა? რატომ არ უშლის მართლმადიდებელი მღვდელი ლაშარის ჯვრის სათაყვანებლად მისულ ხევსურს საკლავის შეწირვას? იმიტომ რომ იცის მთელი ხევსურეთი ფეხებით დაკიდებს ხეზე ეს რომ ქნას და ამ ეშმაკის მსხვერპლს იღებს და აკურთხებს კიდეც, დაესწარი ლომისობის დღესასწაულს და ნახე ვიღაც ლომისას როგორ სცემენ თაყვანს ასევე სცემენ თაყვანს ლაშარის ჯვრებს, ხევის ანგელოზს, ბუას და ასე შემდეგ და მასხარად ასაგდებები იმიტომაც ხდებიან, ეგ აქ არის თბილისის ტაძრებში რომ ამბობენ ყელმოღერებულები მსხვერპლთშეწირვა აღარ გვაქვს თორემ ალავერდობას დაესწარი აბა და ნახავ თუ აღარ გაქვთ.
  9. ელია ჩვენი მსგავსი კაცი არ იყო ღვთის წინასწარმეტყველი იყო და მიცემული ჰქონდა უფლისგან იგივე მადლი რას მოსესა და სოლომონს, ნებისმიერი ვისაც ეს მადლი აქვს სწორედ მასავით იქცევა ლოცულობს და ღმერთს სთხოვს იმის ძალაუფლების მიცემას რაც ელიას მიეცა. როგორ ფიქრობ ვინ შეკრა ცა რომ წვიმა არ მოსულიყო? ან ვინ გახსნა ის? თავად ღმერთმა? თუ მისმა ანგელოზებმა? რაც ელიას მართალი ლოცვის პასუხი იყო? დადექი აბა ილოცე გამუდმებით ხომ იძახი ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარო მიიღებ ასეთ ან თუნდაც მცირე შედეგს? ხატი ასევე არ არის ვინაიდან იძახით ხატი წმინდაა, ჯვარს ძალა აქვს და ამის მსგავს ათას ცრუ სიწმინდესა და ძალებს მიაწერთ ნივთებს რომელსაც სინამდვილეში არ შეიცავენ, რწმენას კი ნივთი არ სჭირდება.
  10. მაგ სიტყვებში სიბრძნე იგულისხმება შესაძლოა შენს კითხვაზე პასუხის გაცემა
  11. ამ ბეჭდებს განა იმიტომ ვერ წაიკითხავ რომ კითხვა არ იცი აქ მთლად ბეჭდებში არ არის საქმე თუ ღვთისგან არ გაქვს მოცემული ძალაუფლება ბოროტზე ისევე როგორც თავის მოწაფეებს მისცა მარტო ბეჭდებით თავს დაიღუპავ მხოლოდ შენ კი ეს ძალაუფლება არ გაქვს იმიტომ რომ არც სულიწმინდა გყავს და იესოც მთავარანგელოზი მიქაელი გგონია.
  12. ჰო კიდევ ინტერნეტში ნუ მოძებნი იმიტომ რომ აქ რაც დევს სოლომონის ბეჭედი კი არა სატანის მიერ სოლომონის ბეჭდად გასაღებული შავი მაგიის ერთი დიდი წიგნია. ბიბლიას არ შეესაბამებაო რომ წერ როგორ უნდა შეესაბამებოდეს როდესაც ბიბლიის წიგნების ერთად ამკინძავმა საეკლესიო კრებამ ეს წიგნები არ ჩადო მასში? სადღაც ეკლესიასტესა და იგავნს შორის რომ ყოფილიყო ჩადებული მაშინ რაღას იტყოდი?
  13. ყველაზე კარგი მტკიცებულება ამისა თავად ის სულები არიან რომლებსაც ამ ბეჭდით იმორჩილებ ხომ ასეა? ჰო და სადმე კი არ გავრბივარ აქ ვარ თბილისში და ნებისმიერ ადამიანს მათი ხილვით ვაჩვენებ რომ სიმართლეს ვწერ, შენ რომ ათეისტი გეუბნება მაჩვენე მტკიცებულებაო ხომ ვერაფერს პასუხობ გარდა ღვთის ქმნილებით შეიცნობა მისი არსებაო, მე კიდევ ვუპასუხე შემიძლია გაჩვენო, გასაუბრო დაგანახვო რომ დარვინი ვინც აათამაშა იმის დამორჩილება შესაძლებელია უფლის ბოძებული ბეჭდით, დავუძახო და პირველსავე დაძახებაზე ხილული ფორმით გამოცხადდეს, იმას კი ეს როგორ ხდება და რანაირად პირდაპირ გითხარი არ გეტყვი და არ გასწავლი და არც არავის ვასწავლი შენ ვერ წაიკითხავ სოლომონის ბეჭდებს ამის პირობას გაძლევ, დანარჩენი კი რაც გითხარი რომ შეცდომაში ხარ შეყვანილი იმიტომ გითხარი რომ მართლაც ხარ რომ არ იყო გეტყოდი რომ არ ხარ.
  14. სოლომონის გამოცხადება ანუ დიდი გრიმუარი 2 ტომეულია წიგნებისა სადაც თითოეული ტომი მცირე და დიდი ბეჭედის ახსნა განმარტებას არის მიძღვნილი, ასევე სოლომონის თითოეულ მოქმედებაზე და იმ პროცესებზე მოგვითხრობს თუ როგორ დაიმორჩილა სოლომონმა წყვდიადის მთავრები და რა საქმეები აკეთებინა მათ, შემდეგ ეს წიგნები და არა მარტო სოლომონის, არამედ მოსეს გამოცხადებაც სინაის მთაზე და სხვა კიდევ მრავალი, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ აღმოსავლეთის ორთოდოქსულ ეკლესიასთან შეთანხმებით კარგად დაცულ არქივებში შეტენა და სამაგიეროდ ის 66 წიგნი რომელსაც დღევანდელი სახით ბიბლია ჰქვია და რომლის დიდი ნაწილიც ძველ აღთქმაზე მაქვს საუბარი არის ისეთი ზღაპრების კრებული რომ ათეისტებისთვისაც კი დასაცინია ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა და ისიც ისეთი სახით, როგორადაც თავიანთი ცრუ სწავლების მართებულებას გაამართლებდნენ, მსოფლიო საეკლესიო კრებებზე სხვას კი არაფერს აკეთებდნენ სიმართლეს მალავდნენ და ყალბ დოგმატებს თხზავდნენ, მართლმადიდებლური კატეხიზმო შენ გგონია ამ გრიმუარის გარკვეულ ნაწილზე არ არის დაფუძნებული? აბა რად იმკობს მღვდელთმსახური გვირგვინით თავს და სტიქარი სად დაესიზმრათ? ან სკიპტრას რომ ატარებს ეპისკოპოსი ყავარჯნის დანიშნულებით კი არ ხმარობს. რად დამალეს ეს წიგნები? იმიტომ რომ მერე სოლომონი წმინდა მეფე ვეღარ იქნებოდა, იმიტომ რომ მერე ყველას ეცოდინებოდა რომ სოლომონის მიერ 46 წელს ნაშენები ტაძარი სინამდვილეში დემონების ნაშენებია, აი ასეთი ამბები ხდება და ამ დროს რომ შუაში ბაბტისტი, იეჰოვას ვითომ მოწმე და ორმოცდაათიანელი გამოეჩხირება და ყვირილს დაიწყებს მე ვარ მართალიო უნდა შეიბრალო მხოლოდ. შენ გინდა რომ სოლომონის გამოცხადება მოგცე პირდაპირ გეტყვი არ მოგცემ მიუხედავად იმისა რომ მაქვს ბიბლიოთეკაში და იმიტომ არ მოგცემ რომ თავის დასაღუპავად არ გადაიქციო.
  15. იქიდან ვიცი რომ პროფესიით თეოლოგი ვარ და მრწამსით ქრისტიანი სოლომონის გამოცხადებიდან უფრო კონკრეტულად.
  16. რა არის ოკულტიზმი რელიგიური მიმდინარეობა თუ? ამას ვერ აღიქვავ თუ არ იცი რას ნიშნავს კაბალა, ანუ საიდუმლო ებრაული სწავლება რომელიც მრავალი მისტიკური სწავლების საფუძველს წარმოადგენს. იგი წარმოიშვა ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე, განსწავლულ იუდეველთა გარემოში რომლებიც მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობდნენ. ამ სწავლებამ იმ დროს არსებული სხვადასხვა რელიგიური სწავლების იდეები შეითვისა მასში ჩვენ ვიპოვით მსგავსებას ბუდიზმსა და დაოსიზმთან ელინურ ფილოსოფიასთან ეგვიპტურ არკანებთან თუ ქალდეურ მაგიასთან. შემდგომში კაბალა მრავალი საიდუმლო სწავლების მათ შორის ოკულტიზმისა პირველი ქრისტიანული მწვალებლობების ( ერესის )გნოსტიციზმისა და ჰერმეტიზმის, შუასაუკუნეების ასტროლოგიის, ალქიმიისა და თანამედროვე მაგიის საფუძვლად იქცა. კაბალაში დევს მასონური ეზოთერიზმის გაგების გასაღები. კაბალა ორ ძველ ტრაქტატს ეფუძნება მეშვიდე საუკუნის რაბი აკიბის ,, სეფერ იაცირასა" ( შექმნათა წიგნი) და 1300 წელს რაბი შიმონის მიერ დაწერილ ,, ზოგარს" ნათება რომლისთვისაც თანამედროვე პოლონელმა კაბალისტმა რაბი აშალაგმა 21 ტომიანი კომენტარები დაწერა. კაბალისტები მიიჩნევდნენ რომ მოსემ თორაში არაგანდობილთა თვალთაგან დაფარა მატერიალური და სულიერი სამყაროს აგებულების, სულთა სამყაროში შეღწევისა და მათი ( სულების ) მართვისა და დამორჩილების ხერხების შესახებ საიდუმლო ცოდნა. ეს საიდუმლო სწავლება ეფუძნება ღმერთის, სულებისა და სტიქიების სახელების წარმოთქმასა და დაწერას, რიტუალურ და პრაქტიკულ მაგიას. კაბალა ყოველთვის იყო ებრაული ხალხის ყველაზე დაფარული სწავლება. ის გადაეცემოდა მასწავლებლიდან მოსწავლეს, რჩეულს მრავალი ხნის შემოწმების შემდეგ. კაბალისტები მოსწავლეთა შერჩევასთან დაკავშირებით იღებდნენ უმკაცრეს ვალდებულებას და ყოველ თაობაში ის ერთეული განდობილები, რომლებიც დაშვებულნი ხდებოდნენ კაბალას შესასწავლად დებდნენ უმკაცრეს ფიცს, რომელიც კრძალავდა სწავლების თვით უმნიშვნელო დეტალის გამომზეურებასაც კი. ახლა რა ხდება? რატომ არის რომ ყოველთვის გულმოდგინედ დაფარული საიდუმლო სწავლება ღიაა ყველასათვის? რატომ გამოიყარა მშრალ ხიდძე ოკულტური ინფორმაციი შემცველი წიგნები რატომ აღარ ცეკვავს ცანგალა და გოგონას 14 წლის მოზარდი ამის მაგიერ კი შავი მაგიის მესაში სარიტუალო ფერხულში ებმევა? მიზეზი ერთია კაბალისტებმა გადაწყვიტეს რომ დადგა მოქმედების ჟამი ფართო მასებისთვის გახსნან საიდუმლო სწავლება რითაც დააჩქარებენ მესიის მოსვლას, რომელსაც ისინი ელიან. აქვე განვმარტავ ებრაელები კერძოდ იუდეველები რომელთაც ვერ შეიცნეს ჭეშმარიტი მესია იესო თვლიან რომ მესია ჯერ არ მოსულა ისინი ელიან მხსნელს ეს მათი მოლოდინი ვის წისქვილზეც ასხავს წყალს ალბათ ხვდებით მათი მესია სხვა არაფერია თუ არა ანტიქრისტე რომელიც მართლა მოვა და პირველები მხსნელად მას სწორედ ეს ებრაელი მასონ კაბალისტები აღიარებენ პირველები ისინი დაიწყებენ ყვირილს ქრისტე მოვიდაო და ანტიქრისტესკენ გაიშვერენ თითს აი ისიცო რაღა თქმა უნდა თუ იეღოველებმა არ დაასწრეს თავიანთი უმეცრობით. მიუხედავად იმისა რომ ძირეულად მაქვს შესწავლილი როგორც კაბალიზმი ასევე მისგან გამომდინარე სხვა მისტიკური სწავლებები ჩემი მონოლოგი აქ უნდა შევწყვიტო და აღარ გავაგრძელო ვინაიდან ვისაც ეს საკითხი აინტერესებს უჩემოდაც მშვენივრად მიიღებს სათანადო ცოდნას და არ მინდა სატანის მწვალებლობების ქადაგად დავეცე თორემ ქართველების ხასიათი რომ ვიცი ბოლოს ეგზორციზმის რიტუალის ჩატარებასაც მომთხოვენ აზაზელის აბადონის ძალით განსადევნად, აი ეს ვრცელი მიმოხილვა ადრე დავწერე, ეხლა კი საჭიროდ მივიჩნევ რაღაცეები დავაკონკრეტო რომ ცხადი გახდეს ვინ როგორ და რისთვის იყენებს ამ ცოდნას, იუდეველთა მეფის სოლომონის მაგალითის განხილვამ დაგვანახა რომ ამ ცოდნას ღმერთი იძლევა თავად და საერთოდ ყოველგვარი ცოდნა ღვთისგან მოდის, მაგრამ ცოდნამ რომლის ძალითაც ადამიანს თავი უნდა დაეცვა ბოროტის შეტევისგან, როგორც ჩვეულებრივ ადამიანმა ფულის კეთების საშუალებად აქცია. ებრაელები, მასონები, ხეზე კი არ კრეფენ მილიონებს? ამ ცოდნის ძალით იძენენ სიმდიდრეს და მაღალ თანამდებობებს მიწიერ ხელისუფლებაში, თავად ცოდნა კი არ არის ეშმაკეული? ვერ იტყვი სიბრძნეზე ეშმაკეულიაო რადგან ეშმაკმა კი არ მოიგონა ეს სიბრძნე არამედ ღმერთისგან მოდის ყოველი ცოდნა, აი ამ ცოდნის ბოროტის მიზნებისთვის გამოყენებაა ეშმაკეული და ცოდვილი საქციელი, იპოვა კაცმა რკინის მადანი, ისწავლა ფოლადის წრთობა? ზოგმა სახნისი გამოჭედა მისგან ამ ცოდნით მიწის დასამუშავებლად ზოგმა მახვილი დაამზადა ამავე ცოდნის წყალობით რასაც ფოლადის წრთობის ტექნოლოგია ჰქვია, ასევეა კაბალაც ვიღაცამ ბოროტეულისაგან ადამიანების დაცვა ისწავლა ვიღაცამ დემონების დახმარებით ფულის კეთება. ძალაუფლება რომ მისცა დემონებზე იესომ თავის მოციქულებს სწორედ ეს ცოდნა გაუზიარა როგორ უნდა განედევნათ და დაემორჩილებინათ დემონები, დემონი ადამიანი არ არის რომ პატრულით შეაშინო და შენს ნებაზე ათამაშო ამას სხვა ცოდნა და სხვა ძალაუფლება ჭირდება აქ კი სხედხართ და ყველა თავისას ყვირის მე ვარ მართალი შენ კი მტყუანიო უყურებს ამას ბოროტი და ხარხარებს რადგან მიზანი მისი ეს არის ერთმანეთთან კინკლაობაში ჩაბმულმა ადამიანებმა მისი მზაკვრული გეგმები ვეღარ დაინახოს.
  17. იესოსგან, ვინაიდან კაცი წყლით ნათლავს, იესო კი ცეცხლით და სულიწმინდით, ხოლო ვინც სულით არ მოინათლება ვერ შევა ცათა სასუფეველში.
  18. ბეჭედი არის სიმბოლოების კრებული უფრო კარგად რომ გაიგო ღვთიური დამწერლობა ასეთი სიმბოლოების ნაკრები სოლომონს ღმერთმა მისცა 2 დიდი და მცირე, მცირე იმიტომ ეწოდა რომ ამ მცირეს საშუალებით სინათლის ანგელოზებს იხმობდა ღვთის ნებართვით, ხოლო დიდი ბეჭდის საშუალებით რომელსაც მოხმობილი სინათლის ანგელოზი ხსნიდა ანუ ცოდნას აძლევდა სოლომონს რა უნდა ეთქვა ან რა გაეკეთებინა რომ წყვდიადის მთავრები მორჩილებაში ყოლოდა, არსებობს სულ 4 წყვდიადის მთავარი ესენია: ლუციფერი, ლევიათანი, სატანა და ბელიარი, იგივე ბელზებელი და 8 თავადი ასტორატი, ორიესი, მაგოტი, პაიმონი, ასმოდეი, აპითონი, აზაელი და ამამონა. აი ეს მთავრობა დაიმორჩილა და შესაბამისად მთელი დემონთა საუფლო, მაგრამ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და არა ღვთიური მიზნისთვის. ამ ბეჭდებს ეხლავე დავდებ აქ მაგრამ თუ არ იცი როგორ გამოიყენო მხოლოდ გაუგებარ სიმბოლოების კრებულად მოგეჩვენება, ხოლო როგორ გამოიყენო ამას ასწავლის კაბალა და კიდევ სეფერ იაცირაში რაც წერია ის არ არის მთლად კაბალა, და კიდევ ამ 2 ბეჭდის გარდა კიდევ არსებობს სხვებიც. ეგ რომ გარდაიცვლები შენი სულის მომკითხავ დემონს დააბარე და შეიძლება გიპასუხოს. მილიონები რომ მდომოდა და ღვთის ნებისა და საკუთარი რწმენის გაყიდვა ქრისტიანი კი აღარ მერქმეოდა არამედ მასონი.
  19. არ მეზარება და აგიხსენი კიდეც რა არის მაგრამ შენ არ წაიკითხე იმიტომ რომ ჩასაფრებული ხარ და ერთი სული გაქვს რომ ვინმეს რამე შეეშალოს რომ მერე დასცინო და ამით შენი ნიჭიერება წარმოაჩინო მოკლედ, დარჩი შენს დარვინთან შენ არ ეძებ ჭეშმარიტებას და თეორიები გაკმაყოფილებს მხოლოდ.
  20. გიპასუხე მაქვს ნასაუბრები როგორც უფლის ანგელოზთან ასევე დაცემულ ანგელოზთანაც ანუ დემონთან და ამათ ვგულისხმობ. მაგაში გაუგებარი არაფერი მიწერია
  21. მე უფლის მადლს სამასხარო თამაშად ან ფანტასტიური ჟანრის დოკუმენტურ ფილმად ვერ გადავაქცევ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემს ნათქვამში ლოცვად რომ დავდგები დამესწროს და დარწმუნდება ღმერთია მართალი თუ დარვინი. უფლის ანგელოზს ან დაცემულ ანგელოზს კი ნასაუბრები მაქვს.
  22. პატივს კი არ სცემთ, თაყვანს სცემთ რადგან რელიგიური პატივისცემააა სწორედ თაყვანისცემა, და თუნდაც ხეს ან ლითონს არ სცემდეთ თაყვანს განზოგადებულად მასზე გამოსახულს ხომ სცემთ? ესეც ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას თორემ ალვის ხეს და რკინის გისოსებს რომ არ სცემთ თაყვანს ეგ მეც ვიცი.
  23. მოციქულების ნივთებით კი არა რწმენით ინკურნებოდნენ იესოს ტანსაცმელს რომ შეეხო სისხლმდენი ქალი და განიკურნა ტანისამოსმა კი არ განკურნა არამედ იმ რწმენამ რაც მას გააჩნდა.
  24. ნუ დაწერ ეს ვავა და მამამია ბევრს უთქვამს შენნაირად მაგრამ შეპირებულის ჩვენების შემდგომ საცერივით გადიდებული თვალებიც ბევრი მინახავს.
×
×
  • შექმენი...