მუშტარ მააკლდა კაფიას, ენა იბლაგვეს ქალებმა, პოლტერი დაჯდა მარტო და მგონი გონებაც აებნა. არ უწყის რა მოუხერხოს, დადუმებულსა ერსაო, მხოლოდ კაფია გათალა და დაამღერებს დღესაო. სადახარ ქალო, დიაცო? ენა რომ გედო მახარზედა კაფია გადი გამოდის, ლამაზთვალება ქალზედა. თქვენ რა გამუნჯებთ უსერნო, განა არაგაქვთ ძალაო, ერთი კაფია შემატოთ ამ გვერდის ანა-ბანაო. ნუ იმალებით შემოდით ლექსი გვაწიეთ კვალშია, ბანს მოცემთ არას დაგრჩებით, არც ქალს არც კაცსა ვალშია