გაველ ველზედა საკაფად, არვინ დამიხვდა გზაზედა, ნეტაი ვინმე შემომხვდეს, გაჩერებული სკამზედა. ათამაშებდეს მაუსსა, კაფიას კრეფდეს ფორუმზე, მოვურაკუნებ დოლსა და ცეკვას ვასწავლი ხორუმზე. ლოდებს დავკიდებ გულზე და, ძილსაც დავუფრთხობ მძინართა, კაფიის მადლით ვაპურებ, ყველა ლექსითა მშივანსა.