გაზაფხულის ბრალია თმაში ჩაგიკონავს ვარსკვლავები, ჭერამს მიგამგვანე ყვავილიანს, შენმა გამოჩენამ, მოთმინება, ერთი შემოხედვით დამილია. ლურჯი თვალები თუ გიელავენ, კაბაც თუ ჩაგიცვამს შესაფერი, თურმე გაზაფხულის ბრალი არის, რაც კი შეიცვალა, ყველაფერი. ქვევრში დაღვინებულ მაჭარივით, დატკბა შენი ტუჩი ალიანი, სხეულს იასამნის სუნი ასდის, თურმე გაზაფხულის კვალი არის. გული ამიძგერდა ძველებურად, სული კვლავ დაუსხლტა გალიას, ჩემში სიყვარული რომ ბობოქრობს თურმე გაზაფხულის ბრალია. გზა რომ დავივიწყე სიმშვიდისკენ, გულმა რომ დაკარგა მოსვენება, თურმე გაზაფხული შევისუნთქე, და ეს სილამაზე მეჩემება. აჰა მე ჩემი ლექსით დავიწყებ და ამყევით