ძლივს მამივიდა მკაფველი ხმალი ულესავს ქვაზედა, ახლა ენაც კი შევნიშნე გადაუგდია მხარზედა. თუმცაღა ფარი არააქ, გულ-მკერდს გაუნგრევ ენითა, მერე შემხედავს ძმობილი, უპატიებლად, წყენითა. მაგრამ იცოდე ძმობილო, წყენა არ ახსოვს ლექსობას აქა ლაქუცი კი არა, მწარე სიტყვა არ მერსობა