Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ბლოგ პოსტები დაპოსტილი PLANETA_INFO -ს მიერ

  1. PLANETA_INFO
    დაპირება ამომრჩევლის მიმართ - არა! "პორტირებულებს" და "კითხვის ნიშნიანებს", როგორც ჩანს, მხოლოდ
     
    ნაციონალური მოძრაობის ყოფილ კადრებს შეეხო. კალაძის მიერ კატეგორიულად "დაწუნებული" შიხიაშვილის
     
    აქტიური თანამებრძოლი და მარჯვენა ხელი - ჯაბა სამუშია მაინც მოხვდა ოცნების სიაში.
     
    კახა კალაძის არაერთი დაპირებისა, რომ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან პორტირებულები "ქართული ოცნების" სიაში არ მოხვდებოდნენ, თბილისის საკრებულოში, საარჩევნო ბლოკ ,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია–ქრისტიან–
    დემოკრატიული გაერთიანების" წყალობით მოხვედრილი ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი სამუშია ( რომელიც ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი იყო, ვიდრე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები’’ სახელს შეიცვლიდნენ და ,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო'-ს დაირქმევდნენ) თემქაზე იყრის კენჭს.
     
    კულუარული ინფორმაციით, შიხიაშვილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე ჯაბა სამუშიას
     
    სიაში მშვიდად და უმტკივნეულოდ მოხვედრა ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყო. სამუშია ხადურის პროტეჟე
     
    ყოფილა. იმასაც ამბობენ, ხადური გიორგი თარგამაძეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების
     
    სიაში პირველ ხუთეულში ყავდაო და მისი ოცნების სიით არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება იმდენად
     
    მოულოდნელი იყო ქრისტიან-დემოკრატების ლიდერისთვის, რომ კარგა ხანს ყოფილა შოკში (არაა გამორიცხული
     
    შოკი მოდელირებულიც ყოფილიყო.)
     
    როგორ აღმოჩნდა უცებ ახლანდელი ფინანსთა მინისტრი "ოცნების" საპარლამენტო სიაში, ეს
     
    თავად უკეთ მოეხსენება. მერე ჯაბა სამუშიაც პარტია „ქართულ ოცნებაში“ მოხვდა, სადაც ხადური პოლიტსაბჭოს
     
    წევრია. მერე ჯაბა იმ სახელმწიფო კომისიის წევრად შეიყვანა სადაც თვითონაა თავმჯდომარე-ეს ის კომისიაა,
     
    საშინაო ვალის პრობლემებს რომ სწავლობს...
     
    "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარ კანდიდატთა სია ასეთია: მოსკოვის გამზირი-ლია ჯახველაძე, მესამე მასივი -ლევან დარახველიძე, ვარკეთილის 3-ი-ია მაკასარაშვილი, თემქა-ჯაბა სამუშია, ნაძალადევი-გივი გოგლიძე, ვაზისუბანი-ირაკლი აბუსერიძე, ლოტკინი-დავით ჭელიძე. მთამინდა- ჯაბა ჯიშკარიანი , ვაკე- გიოგი მუსხელიშვილი, საბურთალო/ვაჟა- გოჩა ბაბუნაშვილი, საბურთალო/ვეძისი- გივი ჭიჭინაძე, საბურთალო/ბახტრიონი-დავით ზურაბიშვილი, ს აბურთალო/დიდი დიღომი- შორენა ბუხრაშვილი, დიდუბე- ზაზა ჭილაძე , დიღომი-ზაზა კოლელიშვილი, კრწანისი- ბექა ნაცვლიშვილი, ავლაბარი/მეტრომშენი- ლია ჯიშკარიანი, „ბოგდან ხმელინცკი"- ზურაბ ნეფარიძე, ავჭალა-თემურ გოცირიძე, მუხიანი-ქეთი ჯოხაძე, გლდანი/ლუწი-ნინო გოგუაძე, გლდანი/კენტი- მურთაზ შელია. ლილო-გულიკო ზუმბაძე.
     

  2. PLANETA_INFO
    ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სიის მიღმა რჩება.
    "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული წყაროს ცნობით, მასთან დაკავშირებით პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
    რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებით შიხიაშვილი კმაყოფილი ვერ იქნება, მითუმეტეს იმ აქტივობების ფონზე, რომელსაც ის ბოლო პერიოდში იჩენდა, მაგრამ უკმაყოფილების ხმამაღლა გამოხატვას აზრი არ აქვს.
    რამდენიმე დღის წინ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიები დაკომპლექტდება მხოლოდ იმ ადამიანებით, რომელთა მიმართ საზოგადოებას კითხვები არ აქვს. ასეთ ადამიანებში მან, ცხადია, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, აქტვისტები და შემდეგ უმრავლესობაში პორტირებული პერსონებიც იგულისხმა.
  3. PLANETA_INFO
    თბილისის საკრებულომ, სამთვიანი ბატალიების შემდეგ, როგორც იქნა, 7 მარტს ქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა.
    უკვე წლებია, ბიუჯეტის უმწვავეს საკითხად რჩება კოოპერატიული ბინათმშენებლობის თემა, რომელსაც წინა ხელისუფლება დიდი წარმატებით იყენებდა წინასაარჩევნოდ, როცა სპეკულირებდა ამ საკითხის უახლოეს მომავალში მოგვარების პერსპექტივთ. იყო ცალკეული გამონათებებიც, როცა, მართალია, მთელი რიგი დარღვევების ფონზე, მაგრამ მაინც ხდებოდა "დაზარალებულთა" გარკვეული ნაწილის დაკმაყოფილება. თუმცა, ამ კატეგორიის მოქალაქეების უმრავლესობისთვის საკითხი ისევ ღიად და პრობლემად რჩება.
    საინტერესო ისაა, რომ მთელი სამი თვის მანძილზე საკრებულოს თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში წარმატებით "პორტირებული" ბატონი შიხიაშვილი, მერიის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაუმჭვირვალეობას აპროტესტებდა და წარმოდგენილ თანხებს საეჭვოდ მიიჩნევდა.
    მოხდა ისე, რომ საკრებულოს მიერ გასულ კვირას დამტკიცებულ ბიუჯეტში, კონკრეტულად მის ხარჯვით ნაწილში, გაცილებით მეტი ბუნდოვანებაა თუნდაც 46 მილიონთან დაკავშირებით, რომელიც , როგორც ბატონი ჯაბა სამუშია განმარტავს, შემდგომში უნდა ჩამოიშალოს.
    ჩვენს არასტაბილურ და იმედგაცრუებებით სავსე ქვეყანაში ლოგიკურად ჩნდება კითხვა - ვაიდა, არ ჩამოიშალოს?
    როცა უმწვავესი პრობლემა, რომელიც წლობით ქუჩაში დარჩენილ და სახელმწიფოს მიერ დაზარალებულ ადამიანებს ეხება ჩამოშლა-არჩამოშლაზეა დამოკიდებული, ცხადია, საზოგადოება გულდამშვიდებული ვერ იქნება.
     
    თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯაბა სამუშიას კვირა დღეს გამართული შეხვედრა დაზარალებულებთან, იმედის საფუძველს ჯერ-ჯერობით ვერ იძლევა. შეხვედრას ასზე მეტი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ესწრებოდა და მათ იმ კორპუსების ჩამონათვალი წარუდგინეს, რომელთა დასრულებაც წელს იგეგმება. სამუშიას თუ დავუჯერებთ, 2014 წლის ბიუჯეტში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემების მოსაგვარებლად 3 მილიონი ლარია გამოყოფილი და, შესაბამისად, 7 მარტს დამტკიცებული ბიუჯეტი წინგადადგმული ნაბიჯია. სამუშია დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ თავის დროზე თბილისის ბიუჯეტიდან გიგი უგულავას მიერ გაყინული თანხები, დღევანდელმა საკრებულოს უმრავლესობამ ბიუჯეტში შესაბამისი პუნქტის გაჩენით გაალღო და რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის მოგვარება დაიწყება. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისგან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მადლობებიც მიიღო იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც, ჯაბა სამუშია წლების განმავლობაში ეწეოდა მათი პრობლემის მოსაგვარებლად.
    ეს ამბავი, ცხადია ყველას გაგვიხარდებოდა, რომ არა ერთი საეჭვო დეტალი - მერიის მიერ 28 თებერვლით დათარიღებულ, ბიუჯეტის რიგით მე-4 ვარიანტის პროგრამული ნაწილი და საკრებულოს მიერ 7 მარტს დამტკიცებული, საკრებულოს ვარიანტის ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი აბსოლუტურად იდენტურია, ხოლო ხარჯვით ნაწილში, გაცილებით გამჭვირვალედ გამოიყურება მერიის ვარიანტის პუნქტი 2.2.-რომელიც თავიდანვე ჩამოშლილია ქვეპუნქტებად, და, ერთ-ერთი, 2.2.3.-კოოპერატიული კორპუსების დასრულებაა,თანხით 3 მილიონი ლარი.
    საკრებულოს ვარიანტის პუნქტი 2.2. არ არის გაშიფრული და მითითებულია მხოლოდ თანხა - 46 მილიონი ლარი.
    ჩნდება მარტივი კითხვა - რატომ უნდა ვენდოთ სამუშიას სიტყვაზე, როცა შესაძლებელია, ამ სიტყვების გადატანა ფურცელზე და განმტკიცება დოკუმენტალურად. რატომ ართულებს საკრებულო დოკუმენტს, როცა შესაძლებელია მისი გამარტივება?
    ხომ არ არის ეს რიგითი წინასაარჩევნო სვლა, რომ მოცემულ ეტაპზე გაიმყარონ დაზარალებულთა ნდობა და არჩევნების შემდეგ, აღმოჩნდეს ისე, რომ ჩაივლის არჩევნები და ეს მუხლი კი არ ჩამოიშლება, მის ნაცვლად ჩამოიშლება ის დასამთავრებელი კორპუსები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ?
    სასაცილოა, როცა მერიის მრავალწლიანი, ყველასთვის კარგად ცნობილი "მოღვაწეობის" ფონზე დღევანდელი საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ეჭვს ბადებს. არადა, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ვარიანტის უპირატესობა მოცემულ ნაწილში აშკარაა, სამწუხაროდ. რას ემსახურება საკრებულოს დოკუმენტის ამ ფორმით ჩამოყალიბება, იმედია, საკრებულოში იციან. არადა, იყო იმის საშუალებაც და მოვალეობაც, რომ ქალაქის ძირითადი კანონი ყოფილიყო უფრო გამჭვირვალე და თვალსაჩინოდ გაწერილი, რაც, რატომღაც არ მოხდა. მოხდება თუ არა კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარის ჯერ ჩამოშლა და მერე მისი რეალობაში განკარგვა, ეს შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ.
  4. PLANETA_INFO
    ანუ, როგორ და რატომ განკარგავდა ბიუჯეტის თანხებს დაზარალებულთა ინტერესების "დამცველი" არასამთავრობო ორგანიზაცია?
     
     
    გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ქვეყანას, სხვა პრობლემების პარალელურად, მოყვება ერთ-ერთი დიდი, გადაუჭრელი და ქრონიკულად სადავო პრობლემა - კოოპერატიული ბინათმშნებლობა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ხმაურიანი აქციების, სასამართლო დავების, კორუფციული გარიგებების და თაღლითებისთვის ხელის მოთბობის საფუძველი.
    თავის დროზე,უბინაო და ახალი ბინის მაძიებელმა მოსახლეობამ, სახელმწიფო ბანკებში შეიტანა თანხები. სახელმწიფომ, თავის მხრივ, აიღო მათი ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება. თავიდან პროცესი დაიძრა - დაიწყო კოოპერატიული ბინათმშენებლობა, რომელთა უმრავლესობა ვერ დაამთავრეს, ბევრი, არც დაუწყიათ. მშენებლობებიც გაჩერდა და მას შემდეგ დარჩა ეს ხალხი ღვთის ანაბარა... ზოგი დასამთავრებელ კორპუსებში შესახლდა, ზოგი ნაქირავებ ბინაში ან ნათესავის სახლში ცხოვრობს დღემდე და ასეთი რამდენიმე ათასია.
    ჩამოყალიბდა გარკვეული მავნე ტრადიცია ხელისუფლების მხრიდან, საბჭოთა ანაბრების თემასავით ეს თამაც მუდმივადაა წინასაარჩევნო სპეკულაციის და პოპულიზმის საგანი. არადა პრობლემის მიღმა ცოცხალი ადამიანები დგანან უკვე სერიოზულად დანგრეული ჯანმრთელობით და მომავლით.
    საქართველოში ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით შეცვლისთანავე, ანუ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ამბობენ, რომ თანხები გაქრა.. 1998 წელს შევარდნაძის მთავრობამ აღნშნული თანხა სახელმწიფო ვალად აღიარა. ფინანსთა სამინისტროს დაევალა ვალის გადახდის „წესის“ შემუშავება და მისი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დასამტკიცებლად წარდგენა. წესი შეიმუშავეს, თუმცა "მაცნეში" არ დაბეჭდილა და ამიტომ კანონის ძალა არ ჰქონდა. მართალია ვალის გადახდის „წესი“ არ გამოქვეყნდა,მაგრამ რამდენიმე კორპუსის მშენებლობა დასრულდა და 2 მილიონ ლარამდე კომპენსაცია გაიცა დაზარალებულებზე 2003 წლამდე. მას შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია არაერთი დადგენილება, განკარგულება, ავანსად გაცემულია არაერთი ოპტიმისტური დაპირება, მაგრამ...
     
    თემა დღესაც ისევ მწვავე და აქტუალურია, გაცილებით გაზრდლი მასშტაბებით.
    "პლანეტას" დაუკავშირდა ერთ-ერთი დაზარალებული, ქალბატონი ირინა თაბუაშვილი, რომლის აზრითაც გილაურის მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის დადგენილება მხოლოდ უგულავას პიარ-კამპანიის ნაწილი იყო. რომელშიც ჩართული იყო მერია და დაზარალებულთათვის ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთების გადაცემას ითვალისწინებდა. თუმცა, როდესაც დაზარალებულებმა მერიას მიმართეს, მათთვის მხოლოდ მაშინ გახდა ცნობლი, რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და, ნუსხაში ნაკვეთების დაზუსტებამდე, მათ ვერავინ დააკმაყოფილებდა.
     
    გარვეული პეროდის შემდეგ, მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 332 პირს მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადასცა. ნაკვეთების გადაცემა ეტაპობრივად, პრეზიდენტის რამდენიმე განკარგულების საფუძველზე მოხდა და ადგილობრივი თვითმმართველობის და თბილისის მერის 2010 წლის არჩევნებს "დაემთხვა". არჩევნების დამთავრებიდან ზუსტად 10 დღეში კი, გილაურის განკარგულებაში ცვლილებები შევიდა და კომპენსაციების გაცემის პროცესი შეჩერდა.
    2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ კვირაში, პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ნიკა გილაურის განკარგულება საერთოდ გააუქმა.
    2010 წელს თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დაახლოებით 4500 პირი იყო აღრიცხული.
    რა პრინციპით შეირჩა ამ 4500-დან 332 და როგორ განისაზღვრა გადასაცემი მიწის ფართები?
     
    ამ საკითხზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს, დავით ჭედიას, აქვს მარტივ პასუხი - შერჩევის პროცესს მართავდა "საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია", რომელიც მერიის შენობაში ფუნქციონირებდა. ჭედიას თქმით სწორედ ამ ასოციაციმ მიაწოდა სები და დოკუმენტაცია და მერია პროცესშ არ ერეოდა.
     
    პრივატიზაციის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ვაშაყმაძის განცხადებთ, - კოოპერატივების წევრები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის აღების, სწორედ ამ ასოციაციაში გაერთიანდნენ, ანუ მას მიმართეს და პროცესს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელები ნანა წიქარიშვილი და ქეთევან ოსიყმიშვილი წარმართავდნენ. 1998 წლიდან. სახელმწიფომ ისინი, რატომღაც, აღიარა „შუამავლად“ მთავრობასა და დაზარალებულთა შორის და მიანდო მათ საბიუჯეტო სახსრების,ასევე ქ.თბილისის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა.
     
    ქეთევან ოსიყმიშვილის თქმით, კომპენსაციის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის აღების მსურველი მხოლოდ 1500 დაზარალებული აღმოჩნდა..
     
    თუმცა, საეჭვოა მსურველთა რიცხვი მეტი არ ყოფილიყო, სწორი ინფორმირებულობის შემთხვევაში.
     
    ოსიყმაშვილის განცხადებით, კომპენსაცია მიიღო იმან, ვინც მოასწრო და დროულად შეიტანა მოთხოვნა მერიაში. ანუ 332 ადამიანმა.
    ნანა წიქარიშვილი არ მალავს, რომ მერიის ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ იყო გამიზნული.. ასოციაციის გამგეობის ერთერთი წევრი ამბობს, რომ საქმე მოსწრებაზე არ ყოფილა და მიწები განაწილდა ვალის დაფარვის წესის მიხედვით, ანუ რიგითობა დადგინდა ქვითრების, თანხის შეტანის დროის მიხედვით..
    კოოპერატიული ბინათმშენებლობის ცენტრ „ერთობის“ თავმჯდომარის, ლაშა გეგეჭკორის აზრით, - საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ასოციაციის თავმჯდომარე ქეთევან ოსიყმიშვილი N632 კოოპერატივის თავჯდომარეცაა. მისი კოოპერატივის 253 წევრიდან, 104 წევრმა მიიღო კომპენსაცია ნაკვეთების სახით... საინტერესოა რა პრინციპით შეარჩია ქალბატონმა ქეთევანმა ეს 104 ადამიანი?? .. მართლაც საეჭვოა რომ 332 ადამიანიდან, სწორედ ოსიყმიშვილის კოოპერატივის წევრები დაკმაყოფილდნენ.. რა პრინციპით შეირჩნენ თავად ამ კოოპერატივის წევრებიც?
    ასოციაციის წინა თავმჯდომარეს - ნანა წიქარიშვილს - სახელმწიფოსგან 12 100$ კომპენსაცია აქვს მიღებული 2000 წელს, რაც ასოციაციის დოკუმენტებით დასტურდება. თუმცა 2004 წელს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მიერ შედგენილ სიაში ნანა წიქარიშვილი ისევ ფიქსირდება, როგორც დაზარალებული.
    წიქარიშვილი განმარტავს, რომ კოოპერატივის საერთო კრებამ დაადგინა რიგითობა და მას მიანიჭეს რიგით პირველი 154 წევრს შორის, კომპენსაციის მიმღებთა სიაში.
    დაზარალებული დალი გაბეჩიას თქმით.. წიქარიშვილმა, რომელიც ჩაუდგა ასოციაციას სათავეში და გამგეობამ, მერიასთან შეთანხმებით სრულიად უგულებელყო წესდება, ხელში ჩაიგდო, მერიასთან ერთად, კომპენსაციების თუ ქონების გაცემის პროცესი. მათ კომპენსაციები გასცეს წიქარიშვილთან დაახლოებული კოოპერატივების თავმჯდომარეების კოოპერატივების წევრებზე. წიქარიშვილის ასოციაცია დაბინავებული იყო მერიის შენობაში, სადაც ხვდებოდა კოოპერატივების წევრებს, ავსებდა საბუთებს და პირდებოდა კოოპერატივების წევრებს, რომ აუცილებლად მოხდებოდა მათთვის ქონების გადაცემა. ანუ ნანა წიქარიშვილი ფაქტიურად მერიის პიარს ეწეოდა წინასაარჩევნოდ. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის წიქარიშვილის ასოციაციას მერიაში ოფიციალურად საოფისე ფართიც კი ჰქონდა გამოყოფილი მეორე სართულზე.
     
    იურისტთა აზრით, ამ ისტორიაში აშკარად იკვეთება კორუფციის ნიშნები. საეჭვოა, რის საფუძველზე და რა ნიშნით გამოარჩია მერიამ ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და, კანონის გვერდის ავლით, გადასცა უფლება, თვითონ განესაზღვრა კომპენსაციის მიმღებთა რიგითობა.
     
    აღნიშნული კანონდარღვევის გამო, რა თქმა უნდა, არავის პასუხი არ უგია.. არც მერიაში და არც ასოციაციაში..
     
    არსებობს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წელს გამოცემული განკარგულება, მოქალაქეებისთვის პირდაპირი განკარგვის წესით ქონების გადაცემის შესახებ, რის მიხედვითაც ქონება 20-მდე დაზარალებულს გადაეცა. რაც ასევე კორუპციის უტყუარი ფაქტია, რადგან ყველა ამ შემთხვევაში გადაცემა მოხდა, ვალის გადახდის წესის გარეშე.
    ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეებიც და არასამთავრობო ორგანიზაციაც შეიძლება მივიჩნიოთ კორუფციული გარიგების მხარეებად.
     
    თუმცა, ამ არაჯანსაღი ქმედებების სათავე უფრო შორიდან იწყება, მაშინ, როდესაც ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის დაფარვის წესის შემუშავება დაევალა. მან კი 1999 წლის 18 ოქტომბრის N226 ბრძანებულებით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას გადასცა კომპენსაციის მიმღებთა რიგითობის დადგენის უფლება, რიგითობა წესების უხეში დარღვევით დადგინდა ასოციაციის მიერ, ყოველგვარი კრებების და ოქმების გარეშე, წიქარიშვილისა და ოსიყმიშვილის შეხედულებისამებრ. დღემდე კომპენსაცია მხოლოდ 800-მდე ოჯახს აქვს მიღებული.. 7500-ზე მეტი დაზარალებული კვლავ უშედეგოდ ელოდება ქონების დაბრუნებას..
     
    ყველას კარგად ახსოვს, რომ 2011 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაცემული დაპირებების ნუსხაში, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო კოოპერაციული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა პირველი რიგის ამოცანად განსაზღვრა..
    მთავრობის 2004 წლის 108 დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საბინაო სამშენებლო კოოპერატივების პრობლემების შემსწავლელი კომისია. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ესაა ყოვლად უშედეგო კომისია, სადაც წევრების გარდა, არაფერი იცვლება.
    ​პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 105-ე დადგენილებით უკვე შეცვალა კომისიის წევრთა შემადგენლობა..
     
     
    დაზარალებული ირინა თაბუაშვილი აცხადებს, რომ წიქარიშვილისა და ოსიყმიშვილისთვის დღემდე პასუხი არავის მოუკითხავს კანონდარღვევის გამო. მეტიც! ისინი დღესაც გვევლინებიან შუამავლად ბინათმშენებლობით დაზარალებულებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის.. ისინი წარმოადგენენ დაზარალებულებს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ტელევიზიების თოქ-შოუებში.. ანუ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია დღესაც მონოპოლისტია დაზარალებულების უფლებათა დამცველებს შორის და საინტერესოა ეხლა ვის ინტერესებს იცავს??
     
    კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობის“ მიმართულების კოორდინატორი ლაშა გეგეჭკორი მიიჩნევს, რომ არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და საინიციატივო ჯგუფს არ აქვს უფლება, განკარგოს სახელმწიფო სახსრები და ქონება. მთავრობის მხრიდან ეს აშკარა კანონდარღვევაა. ეს კორუფციის გამოვლინებაა.
    "რა დარღვევები იყო აქამდე ამ თემასთან დაკავშირებით, ეს შესაბამისი ორგანოების გასარკვევია. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა ორ ნაწილად იყოფა: დაზარალებულთა ინფორმირებულობის უზრუნველყოფა-იურდიულად სწორად იცოდნენ თავიანთი პრობლემის არსი და, მთავრობასთან მათი საკითხის მიტანა.
    ბატონმა ხადურმა ეს ვალი მილიარდ ცხრაას მილიონად შეაფასა. კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ვალშია. ბინები-ასაშენებელია 800.000 კვმ..ერთი კვადრატი ჯდება შავი კარკასი, მაქსიმუმ 300$. თუ გავითვალისწინებთ არაპირდაპირ ხარჯებსაც, გამოდის მაქსიმუმ 300-350 მილიონი $. ააშენონ ბინები: ხალხი დასაქმდება, ხელფასიდან გადასახადები ისევ უკან დაუბრუნდება ბიუჯეტს.გააკეთონ 5 წლიანი პროგრამა და დაიწყონ. როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ცენტრმა მიმართა მთავრობას და პარლამენტს ამ წინადადებით. ვიცოდით რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ და შევთავაზეთ ერთობლივად მუშაობა. ჩვენი შეთავაზება უპასუხოდ დარჩა.
    ასევე გადაუჭრელი რჩება პრობლემაც"...
  5. PLANETA_INFO
    რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში მოსკოვი გაიმარჯვებს, - განუცხადა "პლანეტა.გე"-ს პოლიტიკურმა ექსპერტმა, კონფლიქტოლოგმა, გია აბაშიძემ.
    მისი თქმით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები, რაც რუსეთს გააჩნია უკრაინაში - უძლიერესი სამხედრო ფლოტი, ბირთვული რაკეტების მატარებელი წყალქვეშა ნავები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მრეწველობის დარგები, რომლებიც პირდაპირაა მიერთებული რუსეთის ეკონომიკაზე. როგორც ჩანს, დასავლეთი ეკონომიკური სანქციების იქეთ, რუსეთს ვერაფრით უპასუხებს, რაც ძალიანაც არ დააზიანებს კრემლს მოკლე ვადაში.
    ექსპერტი აქცენტს აკეთებს ევრაზიის გადანაწილების ხელახლა ამოქმედებულ გეგმაზე.
    ‘’რუსეთი ნაწილობრივ აღიდგენს გავლენას საბჭოური ეპოქის ტერიტორიების ნაწილზე, ხოლო აშშ და ევროპა, გლობალური თამაშის ფონზე, სხვა დათმობებს მიიღებენ პუტინისაგან’’, განაცხადა აბაშიძემ.
    მისი აზრით, მოვლენათა ამგვარი, არასახარბიელო სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს [არ აქვს მნიშვნელობა რომელი მთავრობაა სათავეში], ვეღარ ექნება რუსეთთან მაღალ ტონალობაში საუბრის შესაძლებლობა და დათანხმდება ჩრდილოეთიდან თაფლაკვერის პრიზმით მოწოდებულ ნებისმიერ წინადადებას.
    აბაშიძის აზრით,- სამწუხაროდ, ქართულ საექსპერტო-მედია წრეებში რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ჯანსაღი ანალიზი მწირია. იგი რუსულ-ინგლისურენოვან დაინტერესებულ თანამოქალაქეებს ურჩევს ინტერნეტში მოიძიონ შესაბამისი რუკები, რუსეთის ბიუჯეტი და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ისტორია.
  6. PLANETA_INFO
    უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება. უკრაინის რადამ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. შესაბამისად, იანუკოვიჩს მან უფლებამოსილება შეუჩერა. ასევე დანიშნა უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები.
     
    ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. შესაბამისად, არც გადადგომას აპირებს და არც ქვეყნის დატოვებას.
     
    როგორც მან დღეს, კიევის დროით, 16 საათზე განაცხადა, - უკრაინაში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალებას. თავს დამნაშავედ არ გრძნობს. სიუჟეტში იანუკოვიჩის ადგილ-სამყოფელად მითითებული იყო ხარკოვი - ქალაქი აღმოსავლეთ უკრაინაში.
  7. PLANETA_INFO
    პუტინის საყვარელ და ერთგულ "კამსამოლკას" გამოუსწორებელი შეცდომა გაეპარა -
    კრემლმა იჩქარა პუტინის გეგმის შესრულებისას. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავიდა რეპორტაჟი "რადიკალების მიერ უმაღლესი რადას აღების შესახებ"
     
    "ლაივ ჟურნალი" ავრცელებს შემდეგ სკანდალურ ინფორმაციას:
    "ესეც ბოლო ფაქტი კრემლის აქტიურ მონაწილეობისა კიევის მოვლენებში.
    როგორც დილით ვწერდი, კრემლის გეგმა ძალიან მარტივი იყო - ძალოვანების აგდება, ნებისმიერი გზით მათი იარაღით უზრუნველყოფა და ამ დროს პარალელურად ღია მკვლელობების დოკუმენტური კადრებით პროვოცირება.
    ამით მათ გზას უხსნიდნენ რადისკენ და მინისტრთა კაბინეტისკენ, საიდანაც წინასწარ მოახდინეს "ღირებული" და "მნიშვნელოვანი" თანამშრომლების ევაკუირება.
    ძალიან მეშინოდა, რომ ოპოზიცია წავიდოდა ამ სცენარით, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა.
     
    სამაგიეროდ, კრემლმა ჩაისვარა - პუტინს ყველაფერი გეგმიური უყვარს, საათებში და წუთებში გაწერილი და ზუსტად კონკრეტულ მითითებულ დროს "კომსომოლსკაია პრავდამ" გაავრცელა მასალა რადიკალების მიერ დაპყრობილი უმაღლესი რადიდან, რომელსაც თან დაურთეს საშინელებების ამსახველი კომენტარები.
    ვინმეს კიდევ დარჩა ეჭვი სახელმწიფო გადატრიალების ავტორზე?
     
    ახლა ეს მასალა საიტზე უკვე აღარ დევს, მაგრამ სიტყვა-სიტყვით იგივე ინფორმაცია გავრცელდა რუსული რადიოსადგურების მიერ", - წერს "ლაივ ჟურნალი".
  8. PLANETA_INFO
    როგორც ამჟამად მაიდანზე მყოფი ქართველი იტყობინება, კიევში დაღუპულთა რაოდენობა ორივე მხრიდან გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური წყაროებით ვრცელდება.
    "ქართული ბრიგადიდან", რომელიც ადგილობრივი ქართველებითაა დაკომპლექტებული, დაღუპულია 14 ქართველი.
    ფლობს თუ არა ამ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, მიმდინარეობს თუ არა საქართველოს დიპკორპუსის მიერ გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა და რა ღონისძიებებს ატარებს ამ მხრივ, უცნობია.
    შეიარაღება დიდი რაოდენობით აქვს ორივე მხარეს. ძალიან ორგანიზებულები არიან.
    სახელისუფლებო მხრიდან განსაკუთრებით აქტიურობს იანუკოვიჩის ვაჟი. პრაქტიკულად ის მართავს ვითარებას.
    მეორე მხარეს "ბენდერების" დაჯგუფება აკონტროლებს. ისინი ახდენენ მაიდანზე მყოფი ხალხის სურსათით და წყლით მომარაგებას. სასტიკად აკრძალულია ალკოჰოლი.
    "ტიტუშკა" ხელისუფლების ზონდერ-ბრიგადა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, და პოლიცია განაპირა რაიონებში უსაფრდება მომიტინგეებს, და ადგილზე უსწორდებიან და არ აძლევენ ცენტრისკენ გადაადგილების საშუალებას.
    ირგვლივ ყველაფერი იწვის. არეულობას კახი კალაძის რამდენიმე რესტორანიც ვერ გადაურჩა და დაიწვა.
    უკრაინელი ხალხი პოზიციების დათმობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას.
  9. PLANETA_INFO
    პუტინის საყვარელ და ერთგულ "კამსამოლკას" გამოუსწორებელი შეცდომა გაეპარა -
    კრემლმა იჩქარა პუტინის გეგმის შესრულებისას. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავიდა რეპორტაჟი "რადიკალების მიერ უმაღლესი რადას აღების შესახებ"
     
    "ლაივ ჟურნალი" ავრცელებს შემდეგ სკანდალურ ინფორმაციას:
    "ესეც ბოლო ფაქტი კრემლის აქტიურ მონაწილეობისა კიევის მოვლენებში.
    როგორც დილით ვწერდი, კრემლის გეგმა ძალიან მარტივი იყო - ძალოვანების აგდება, ნებისმიერი გზით მათი იარაღით უზრუნველყოფა და ამ დროს პარალელურად ღია მკვლელობების დოკუმენტური კადრებით პროვოცირება.
    ამით მათ გზას უხსნიდნენ რადისკენ და მინისტრთა კაბინეტისკენ, საიდანაც წინასწარ მოახდინეს "ღირებული" და "მნიშვნელოვანი" თანამშრომლების ევაკუირება.
    ძალიან მეშინოდა, რომ ოპოზიცია წავიდოდა ამ სცენარით, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა.
     
    სამაგიეროდ, კრემლმა ჩაისვარა - პუტინს ყველაფერი გეგმიური უყვარს, საათებში და წუთებში გაწერილი და ზუსტად კონკრეტულ მითითებულ დროს "კომსომოლსკაია პრავდამ" გაავრცელა მასალა რადიკალების მიერ დაპყრობილი უმაღლესი რადიდან, რომელსაც თან დაურთეს საშინელებების ამსახველი კომენტარები.
    ვინმეს კიდევ დარჩა ეჭვი სახელმწიფო გადატრიალების ავტორზე?
     
    ახლა ეს მასალა საიტზე უკვე აღარ დევს, მაგრამ სიტყვა-სიტყვით იგივე ინფორმაცია გავრცელდა რუსული რადიოსადგურების მიერ", - წერს "ლაივ ჟურნალი".
  10. PLANETA_INFO
    როგორც ამჟამად მაიდანზე მყოფი ქართველი იტყობინება, კიევში დაღუპულთა რაოდენობა ორივე მხრიდან გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური წყაროებით ვრცელდება.
    "ქართული ბრიგადიდან", რომელიც ადგილობრივი ქართველებითაა დაკომპლექტებული, დაღუპულია 14 ქართველი.
    ფლობს თუ არა ამ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, მიმდინარეობს თუ არა საქართველოს დიპკორპუსის მიერ გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა და რა ღონისძიებებს ატარებს ამ მხრივ, უცნობია.
    შეიარაღება დიდი რაოდენობით აქვს ორივე მხარეს. ძალიან ორგანიზებულები არიან.
    სახელისუფლებო მხრიდან განსაკუთრებით აქტიურობს იანუკოვიჩის ვაჟი. პრაქტიკულად ის მართავს ვითარებას.
    მეორე მხარეს "ბენდერების" დაჯგუფება აკონტროლებს. ისინი ახდენენ მაიდანზე მყოფი ხალხის სურსათით და წყლით მომარაგებას. სასტიკად აკრძალულია ალკოჰოლი.
    "ტიტუშკა" ხელისუფლების ზონდერ-ბრიგადა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, და პოლიცია განაპირა რაიონებში უსაფრდება მომიტინგეებს, და ადგილზე უსწორდებიან და არ აძლევენ ცენტრისკენ გადაადგილების საშუალებას.
    ირგვლივ ყველაფერი იწვის. არეულობას კახი კალაძის რამდენიმე რესტორანიც ვერ გადაურჩა და დაიწვა.
    უკრაინელი ხალხი პოზიციების დათმობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას.
  11. PLANETA_INFO
    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს, კვირას, გაიმართება, იტყობინება სარწმუნო წყარო “ქართული ოცნებიდან”.
     
    თვითმმართველობის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, 2014 წლის არჩევნებზე აირჩევა მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგებლები, მერები. თბილისელები ასევე აირჩევენ უბნის საბჭოებსაც.
    არჩეული კანდიდატების უფლებამოსილების ვადა იქნება 3 წელი.
     
    პრემიერის ინიციატივით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს სთავაზობს, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდეს. ღარიბაშვილმა მმართველი კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე დაითანხმა.
    ახალი კოდექსით თვითმმართველობის შესახებ, მომავალ არჩევნებზე პირდაპირი არჩევნებით აირჩევა უკვე ცნობილი 5 თვითმმართველი ქალაქის მმართველობა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და დაემატა ის ქალაქები, რომელთა მოსახლეობა 15 000-ზე მეტია: თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი.
    არჩევის წესს დაარეგულირებს საარჩევნო კოდექსი, რომელიც ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესშია.
    გუშინ შედგა საკომიტეტო მოსმენა, დღეს კოდექსი მიიღეს პირველი მოსმენით.
     
    ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით საარჩევნო კანონმდებლობა 6 თვით ადრე უნდა შეიცვალოს ქვეყანაში.
     
    საინტერესოა, კანდიდატის წარდგენის უფლება მხოლოდ პარტიებს ექნებათ თუ საინციატივო ჯგუფებსაც.
  12. PLANETA_INFO
    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის სამი კანდიდატი (23-დან) უკვე შეარჩია პრეზიდენტმა მარგველაშვილმა
     
    და გადაუგზავნა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისთვის.
     
    ესენი არიან:
     
    ვახტანგ აბაშიძე - 2000-2004 წლებში იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი და თავმჯდომარე.
     
    ამჟამად მუშაობს კომპანია "სილქნეტში"სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ.
     
    ვახტანგ ხუნდაძე - 1979-1974, 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში 2011 წელს იყო გაზეთ "დრონის" ჟურნალისტი ;
     
     
    ხათუნა მაისაშვილი - 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფო კანცელარიის ანალიტიკოსი. 2003-2010 წლებში ილიაუნის მასწავლებელი
     
    2011 დან დღემდე ჯავახიშვილის უნივერსტეტის მოწვეული პროფესორი; 1997 წლიდან დღემდე გაზეთ "7 დღის" დამფუძნებელი და თანარედაქტორი .
     
     
    იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი დაეთანხმება, კანდიდატურები დასამტკიცებლად გადაეგზავნება პარლამენტს.
     
    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია ექვსწლიანი ვადით დანიშნული ხუთი წევრისაგან შედგება.
     
    საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო.
     
    გიორგი ჩიქოვანის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ კომისიის წევრის ადგილი ვაკანტური გახდა.
     
    კომისიის ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის:
     
    - ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა;
     
    - თანასწორუფლებიანი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა;
     
    - თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;
     
    - მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა.
     
     
    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა
     
    და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების,
     
    სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
     
    აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.
     
     
    https://www.president.gov.ge/ge/PressOffice/Documents?8641
     
    საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 3 იანვრის N 03/01/01 განკარგულებით გამოცხადებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სია
     
    1. ბორის ჯანჯალია
    2. ხათუნა მაისაშვილი
    3. ვახტანგ აბაშიძე
    4. გიორგი ხონელია
    5. დავით თუთბერიძე
    6. მერაბ ქათამაძე
    7. თეიმურაზ ბერიანიძე
    8. დავით წივწივაძე
    9. ვახტანგ გეგელია
    10. ტარიელ გვალია
    11. მამუკა ლობჟანიძე
    12. დავით ცინცაძე
    13. ბეჟან ხარებაშვილი
    14. არჩილ ძიძიგური
    15. ვახტანგ ხუნდაძე
    16. გიორგი ნაჭყებია
    17. გიორგი ლეონიძე
    18. სოფიო ხორგუანი
    19. მიხეილ გოთოშია
    20. ავთანდილ ცაგარეიშვილი
    21. ნათია კუპრაშვილი
    22. ლია მუხაშავრია
    23. ავთანდილ კახნიაშვილი
  13. PLANETA_INFO
    საკრებულოს უმრავლესობის განცხადებაში აღნიშნულია:
    "29 დეკემბრის სხდომის შემდეგ, როცა თბილისის საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა თბილისის მერიის მიერ შემოთავაზებულ 2014 წლის ბიუჯეტის პროეტქს, მერიის ხელმძღვანელობასა და საკრებულოს უმრავლესობას შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეები შევთანხმდით, რომ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები და კომისიები საკრებულოს სხდომის დღემდე ინტერნსიურად ვიმუშავებდით იმისთვის, რომ მერიისთვის შეგვეთავაზებინა ბიუჯეტის პროექტში იმ საკითხების ასახვა, რომელიც თბილისელების დაკვეტა და მოთხოვნა არის.
    საკრებულოს უმრავლესობამ ამ დროის განმავლობაში კონსტრუქციულ და საქმიან რეჟიმში იმუშავა და შედეგადად თბილისის მერიას ჩვენგან გაეგზავნა წინადადებების პაკეტი, რომელთა ბიუჯეტის პროექტში გათვალისიწინებაზე თბილისის მერიის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა.
    საკრებულოს უმრავლესობა დაინტერესდა თუ რის ხარჯზე და რა ფინანსური რესურსების საშუალებით აპირებდა მერია ჩვენი მოთხოვნების და წინადადებების გათვალისწინებას.
    აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ აირჩია სრულიად უპრეცედენტო გზა და ჩვენი მოთხოვნების “დაკმაყოფილებას” არ არსებული თანხებით ცდილობს, რამდენადაც მოთხოვნების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ისინი საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე აპირებენ გაყიდონ თბილისელების ქონება, მიწები და შენობები, მაგალითად ჭადრაკის სასახლე, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის ტერიტორიები და სხვა და სურთ ამ მეთოდით გააჩინონ განცდა იმისა რომ ფული არსებობს.
    გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” ავანტურისტული გეგმა, რადგან იმ შემთხვევაში თუ ობიექტები არ გაიყიდა და ფული არ გაჩნდა, ბიუჯეტს ელოდება გარღვევა, ბიუჯეტი არ შედგება და ამას თვითმმართველობის არჩევნებით მოსულ ქალაქის ახალ ხელისუფლებას გადააბრალებენ.
    იმის ნაცვლად, რომ მერიას ჩვენი შეთავაზებები რეალურად არსებული ფულადი რესურსის ფარგლებში მოექცია, მათ გადაწყვიტეს მიმართონ გზას, რომელსაც წინასწარ განწირული ბიუჯეტისკენ მიყავს ქალაქი.
    გვინდა ვუთხრათ თბილისელებს, მერია არ აპირებდა არცერთი თქვენი მოთხოვნის გათვალისწინებას, მათ ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობის, კოოპერატიული ბინათმშენებლობის, გაზის, შუქის და წყლის დავალიანების მქონე ოჯახების დახმარების, ავარიული სახლების გამაგრების, უსახლკაროთათვის ბინების მშენებლობის შესაძლებლობას უპასუხეს ფარსით.
    მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საბოტაჟური და ავანტიურისტული ბიუჯეტის მომწონებული თბილისის მთავრობა არ იმსახურებს დედაქლაქის წარმომადგენლობითი ორგანოს და თბილისელების ნდობას და ეს ფაქტი კიდევ უფრო ლეგიტიმურს ხდის ჩვენს მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით".
  14. PLANETA_INFO
    საკრებულოს უმრავლესობის განცხადებაში აღნიშნულია:
    "29 დეკემბრის სხდომის შემდეგ, როცა თბილისის საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა თბილისის მერიის მიერ შემოთავაზებულ 2014 წლის ბიუჯეტის პროეტქს, მერიის ხელმძღვანელობასა და საკრებულოს უმრავლესობას შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეები შევთანხმდით, რომ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები და კომისიები საკრებულოს სხდომის დღემდე ინტერნსიურად ვიმუშავებდით იმისთვის, რომ მერიისთვის შეგვეთავაზებინა ბიუჯეტის პროექტში იმ საკითხების ასახვა, რომელიც თბილისელების დაკვეტა და მოთხოვნა არის.
    საკრებულოს უმრავლესობამ ამ დროის განმავლობაში კონსტრუქციულ და საქმიან რეჟიმში იმუშავა და შედეგადად თბილისის მერიას ჩვენგან გაეგზავნა წინადადებების პაკეტი, რომელთა ბიუჯეტის პროექტში გათვალისიწინებაზე თბილისის მერიის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა.
    საკრებულოს უმრავლესობა დაინტერესდა თუ რის ხარჯზე და რა ფინანსური რესურსების საშუალებით აპირებდა მერია ჩვენი მოთხოვნების და წინადადებების გათვალისწინებას.
    აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ აირჩია სრულიად უპრეცედენტო გზა და ჩვენი მოთხოვნების “დაკმაყოფილებას” არ არსებული თანხებით ცდილობს, რამდენადაც მოთხოვნების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ისინი საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე აპირებენ გაყიდონ თბილისელების ქონება, მიწები და შენობები, მაგალითად ჭადრაკის სასახლე, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის ტერიტორიები და სხვა და სურთ ამ მეთოდით გააჩინონ განცდა იმისა რომ ფული არსებობს.
    გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” ავანტურისტული გეგმა, რადგან იმ შემთხვევაში თუ ობიექტები არ გაიყიდა და ფული არ გაჩნდა, ბიუჯეტს ელოდება გარღვევა, ბიუჯეტი არ შედგება და ამას თვითმმართველობის არჩევნებით მოსულ ქალაქის ახალ ხელისუფლებას გადააბრალებენ.
    იმის ნაცვლად, რომ მერიას ჩვენი შეთავაზებები რეალურად არსებული ფულადი რესურსის ფარგლებში მოექცია, მათ გადაწყვიტეს მიმართონ გზას, რომელსაც წინასწარ განწირული ბიუჯეტისკენ მიყავს ქალაქი.
    გვინდა ვუთხრათ თბილისელებს, მერია არ აპირებდა არცერთი თქვენი მოთხოვნის გათვალისწინებას, მათ ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობის, კოოპერატიული ბინათმშენებლობის, გაზის, შუქის და წყლის დავალიანების მქონე ოჯახების დახმარების, ავარიული სახლების გამაგრების, უსახლკაროთათვის ბინების მშენებლობის შესაძლებლობას უპასუხეს ფარსით.
    მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საბოტაჟური და ავანტიურისტული ბიუჯეტის მომწონებული თბილისის მთავრობა არ იმსახურებს დედაქლაქის წარმომადგენლობითი ორგანოს და თბილისელების ნდობას და ეს ფაქტი კიდევ უფრო ლეგიტიმურს ხდის ჩვენს მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით".
  15. PLANETA_INFO
    ინტერვიუ ,,სახალხო კრების" ერთ–ერთ ლიდერ ლაშა ამირეჯიბთან
     
    ,, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ ოპოზიციას არ შექმნის, ამიტომ ამბობს, მე კოალიციაში მაქვს საამისო რესურსიო. მიდის გარე ძალების აბსოლუტური იგნორირება. ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხებს ამერიკის ელჩი წყვეტს. ბიძინა ივანიშვილს მეტი გამოსავალი არა აქვს. ეყოლებათ ,,ნაციონალები" კიდევ 3 წელი და 3 თვე პარლამენტში, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. თუმცა აქ ერთი პრობლემაა, ამ ეტაპზე ძალიან სერიოზულად მუშაობენ, ყველაფერს თითზე იხვევენ, ყველაფერზე პრეტენზიები აქვთ. წესით, არ უნდა მისცე ამის საშუალება, თორემ ყველაფერს აქეთ შემოგიტრიალებენ. მე ვეჭვობ, როდესაც ბატონმა ბიძინამ თქვა, პროკურატურა სუსტიაო, აქ სხვა საქმეებიც იგულისხმა, პროკურატურა ისეთ ნაბიჯებს დგამს, კარგად არ დამთავრდება ეს ყველაფერი, ისე არ მიდის საქმე, როგორც საზოგადოება ელოდა. აქ ისევ ამერიკელებთან მივდივართ, მათ ასე მოისურვეს. ...
    ბატონი ბიძინა სამართლიანი კაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოუყარა თავი სამართლიანობას, ზედა ეშელონებში უსამართლობა გუგუნებს...იგივე პროკურატურაში, იგივე ბიზნესში და ასე შემდეგ.
    ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ივანიშვილმა უნდა დაიხუროს ქუდი და წავიდეს ჭორვილაში, უარი თქვას ხელისუფლებაზე. ამასობაში, არ არის გამორიცხული, აგრესიული ძალებიც შემოვიდნენ საქართველოში და მერე რა სიტუაცია იქნება, ძალიან რთული სათქმელია. ივანიშვილს შეეძლო, წასულიყო და წყნარად ეცხოვრა, მაგრამ ახლა მიხვდა, რა პრობლემები დაიკიდა კისერზე. მანამდე ეგონა, რომ შეძლებდა ქვეყნის მართვას...ახლა დაინახა ღალატის ელემენტები და ამან ცოტა დათრგუნა. ამიტომ ხშირად იმეორებს, მე თავი გავწირეო. რა თქმა უნდა, მან არა მხოლოდ თავი გაწირა, მთელი ოჯახი დარტყმის ქვეშ დააყენა. ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, როდესაც შემოვიდა პოლიტიკაში, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ღალატი, ზურგის შექცევა, საქმის არგაკეთება და ასე შემდეგ. ამერიკელები ეუბნებიან, ეს ლიბერალური ჯგუფი, თინა ხილაშელი, მისი ქმარი ად დანარჩენები უნდა იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. პარლამენტს დღეს ქართული ელემენტები აკლია".
     
    (,,ალია"N76; ავტორი:გელა ზედელაშვილი)
  16. PLANETA_INFO
    ინტერვიუ უმრავლესობის წევრ გია ცაგარეიშვილთან
     
    ,,კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის დანაშაული გამოიკვეთება,ვინც იყო დამკვეთი სახელმწიფოს მხრიდან, ვინც რიცხავდა თანხებს, ვინც იღებდა და ანაწილებდა და ვინც აშენებდა პარლამენტს. ასე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში და დაისაჯოს ამ უმსგავსოების გამო. პარლამენტის შემთხვევა არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ რა ჯაჭვურად იყო დამნაშავეთა წრე ერთმანეთთან გადაბმული კორუფციის მიზნით...
    ლაშა თორდიას განცხადება იმას ნიშნავს, რომ ,,დრონი მეფობენ და არა მეფენი"...ლაშა თორდიას მსგავსად გაოცებას ვერ მალავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კიდევ ბევრი ადამიანი სხვანაირად უყურებს ამ პროცესებს. მე ამით ვერ გამაკვირვებენ, ასევე თქვენც არ გაგიკვირდებათ, ბევრი გვინახავს ადამიანთა გადასხვაფერება. ზოგადად, ჩვენ შანსს მივცემთ ადამიანს, რომ გამოსწორდეს და მართალ გზაზე დადგეს. იმუშაონ და გამოადგნენ ქვეყანას. მაგალითად, თუ ლაშა თორდიას, რომელიც იყო ,,ნაციონალური მოძრაობის" სახე, არა აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, იმუშაოს, მაგრამ დამნაშავე ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს.
    აქვე მინდა გითხრათ, რომ დაიწერა 160–გვერდიანი დასკვნა, რომელიც თავიდან ბოლომდე ასახავს იმ დარღვევასა და პრობლემას, რაც 2012 წელს იყო კონტროლის პალატაში ბეჟაშვილისა და მოგელაძის გადამკიდე. მიხეილ სააკაშვილის ხელში ის გამოიყენებოდა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად. სახელიც შეუცვალეს, კონტროლის პალატას უწოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. მერე სადამსჯელო სამსახური შეიქმნა აუდიტის წიაღში, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ავაზაკი ქალბატონი მოგელაძე.
    იცით, პრივატულ საუბრებში კომისიის წევრებს რას ეუბნებოდა ქალბატონი მოგელაძე?..მე რომ ვაჯარიმებდი ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ისინი არ მეცოდებოდნენ, რადგან ვიცოდი, მათ ივანიშვილი გადაარჩენდა. უყიდდა ბინებს, მანქანებს, მიწას...რატომ უნდა ეყიდა ბიძინა ივანიშვილს ,,ოცნების" წევრებისთვის ბინები ან მანქანები, ეს ხომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მოგელაძე ასე ლაპარაკობდა კულუარებში,– ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და კოალიციის წევრებს დაეხმარებაო. იმასაც ამბობდა, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები მეცოდებოდნენ, რადგან სააკაშვილი არაფერს უყიდდათო. ამ ლოგიკით არ აჯარიმებდა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. წარმოიდგინეთ რა მორალი აქვს ამ ქალბატონს? ასე რომ, მასალები, რომელიც გამომზეურდა, რას სჩადიოდა აუდიტის სამსახური, არის საგანგაშო. ეს მასალებიც გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას. არის უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი.
    თქვენ უნდა ნახოთ, როგორ იყო აწყობილი პრემიების სისტემა ბატონი ბეჟაშვილის ხელში, რომელიც ხელმძღვანელობდა აუდიტის სამსახურს. 10 ათასობით და 100 ათასობით ლარს იღებდნენ პრემიებს ის ადამიანები, ვინც აუდიტის სამსახურში ლევან ბეჟაშვილის მიყვანილები იყვნენ. ნათესავები, მისი მეგობრის მეუღლეები, მეგობრები, თუ ნაცნობები. 5000 და 7000 ლარს ყოველთვიურად პრემიებს იღებდნენ მაშინაც კი, როცა შვებულებაში იყვნენ. სიაში ვის არ შეხვდებით. მაგალითად, მარიამ საჯაიას დედას – ნაზი არონიას, რომელზეც გაცემულია დიდი რაოდენობის პრემია...
    ბეჟაშვილისა და მოგელაძის ბედი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს ძიება... დარწმუნებული ვარ, შედეგებს საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს".
     
    (,,ალია"N74; ავტორი:ნინო სამხარაძე)
  17. PLANETA_INFO
    ინტერვიუ მოძრაობა ,,თეთრებისა" და ,,სახალხო კრების" ლიდერ თემურ შაშიაშვილთან
     
    ,,დღეს საქართველოს გადარჩენა გადის ეკონომიკაზე. ამ ეკონომიკას ჰყავდა ძალიან დიდი მტერი – ვანო მერაბიშვილი. ამ ადამიანს კიდევ ბევრი საშინელება უკავშირდება თავის სოფელშიც კი, მაგრამ ახლა მაგაზე არ მინდა საუბარი. ის, რაც მერაბიშვილს ნაკეთები აქვს, ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი რამისთვის სამუდამო პატიმრობაა. უცხოელი პატრონები ვეღარ დაიცავენ. ბიძინა ივანიშვილის ვიზიტებმა შედეგი გამოიღო. მან დაუდო უცხოელებს მაგიდაზე მასალები. საშინელებები აქვთ გაკეთებული ბოკერიას, უგულავას, მერაბიშვილსა და სხვებს. მილიონობით დოლარს ისე ხარჯავდნენ, არავის არაფერს ეკითხებოდნენ. ამ ხალხის დაცვა არანაირად არ შეიძლება...
    ჩვენ გვეუბნებიან, ბიუჯეტი გაგიფლანგეს და მოითმინეთო, ესე იგი, მონები ხართო! გამოიძიონ, როგორ მიჰყიდეს არაბებს მიწები, როგორ გააიაფეს, როგორ შემოუერთეს მცხეთის ტერიტორიის ნაწილი თბილისს. ამ ყველაფერს ვანო მერაბიშვილი აკეთებდა. იძახიან, ვანოს სახლი არ ჰქონიაო, მაშინ წავიდეთ, გადავიღოთ მისი ექვსი სასახლე და მერე დავსვათ კითხვა – ვისია? იგივე მახათას მთაზე რომ აიშენა, მართლა ვისია? ამათ ეგონათ, რომ 50 წლით მოვიდნენ, თორემ ხალხს ქონებას რომ ართმევდნენ და დანაშაულს სჩადიოდნენ, ძალიან კარგად იცოდნენ. როგორ შეიძლება მიტაცებული აგარაკები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფულით გაარემონტო? გერმანიაში ერთ–ერთმა ადამიანმა ბანკიდან სესხი აიღო და ვიღაც მაღალჩინოსანი მიეხმარა. როგორც კი ეს გაიგეს, კაცი პასუხისგებაში მისცეს. გერმანიის პრეზიდენტმა დისერტაცია დაიცვა, ერთ ადგილზე ნაშრომში ავტორი არ მიანიშნა და ამას გადააყოლეს. გესმით რას ნიშნავს ევროპული დემოკრატია? ამას დავანებოთ თავი, უფრო მძიმე თემები გვაქვს წინ: ჩვენი თავდაცვის მინისტრი რომ იყო და მერე ამერიკაში გაიქცა, იცით, სად დაინიშნა? მარშალის ფონდის თავმჯდომარის მოადგილედ. ეგ ფონდი ამერიკაშია. რატომ წაიყვანეს სააკაშვილის აპარატის უფროსი რომ იყო და არჩევნების დროს ფულს ჩემოდნებით არიგებდა, დათო ტყეშელაშვილი ამერიკაში? ნახევარს ჯიბეში იდებდა, ნახევარს თავიანთ მომხრეებს აძლევდა. როგორც ჩანს, ამერიკაშიც არ აწყობთ ამათი დაჭერა. იმ 4 მილიარდს რატომ არავინ კითხულობს, ამათ რომ გაფლანგეს? ვინც ეს 4 მილიარდი დახარჯა, მათთან შეხება ძალიან გაუჭირდება ბიძინა ივანიშვილს. პირველ რიგში, ამერიკელებსა და ბარაკ ობამას უნდა აინტერესებდეთ, როგორ გაიფლანგა 4 მილიარდი. მაშინ, როცა აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში კრიზისი იყო, ესენი თავიანთ სასახლეებს აშენებდნენ იმ ფულით! მე მაქვს ეჭვი, რომ იქიდან ფულის ნაწილი ამერიკაშია დაბრუნებული. როგორც წესი, 30 პროცენტი უკან ბრუნდება ხოლმე...დღეს მერაბიშვილის პატრონები უნდა ამბობდნენ, ეს რა გიქნია ვანო, ამდენი ფული სად წაიღე?! არა, დაუკვირდით, არც იცავენ, არც ხმას იღებენ, გასუსულები არიან, ერთი–ორი ადამიანის გარდა. რა თანხებია გასული უშიშროების საბჭოდან, ვინმეს წარმოუდგენია? რასაც თავიანთ ქვეყნებში არავის პატიობენ, საქართველოში შეიძლება თურმე იმის პატიება. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ, თუ ამათ არ აპატიებს ხალხი, არც ამერიკა დაიცავს!...ვერც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გაბედავდა იმას, რაც სააკაშვილმა გაბედა... რკინიგზა რომ გაიყვანა აეროპორტამდე, იმ მატარებელში ჩამჯდარი გინახავთ ვინმე? ეს უბედურება 30 მილიონი დაჯდა. გომბორის გზა რომ გააკეთა, 65 მილიონი დაჯდა. აბა, ერთი ჰკითხე კახელებს, ამ გზის გაკეთება ამდენი ღირს? არ არსებობს არცერთი სკვერი, შეღებილი სახლი, დარგული ხე, სადაც 40 პროცენტი კორუფცია არ იყო...ახლა ისეთ რამეს გეტყვით, დაუჯერებელი იქნება, მაგრამ უნდა დამიჯეროთ: როცა მე გუბერნატორი ვიყავი, გზის დაგება კვადრატული მეტრი ღირდა 20–22 ლარი, ასე გავაკეთეთ ჩვენ ქუთაისში აღმაშენებლის გამზირი. მოვიდა თუ არა სააკაშვილი, სამ თვეში 120–130 ლარი დაადო. ამათ აღმაშენებლის ძეგლის გადატანა უფრო ძვირი დაუჯდათ, ვიდრე ჩვენ დადგმა!".
     
    (,,ალია"N52; ავტორი: გელა ზედელაშვილი)
  18. PLANETA_INFO
    ინტერვიუ მოძრაობა ,,ეროვნულების" ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან
     
    ,,ჩემი ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილს რამდენჯერმე აქვს გამოცხადებული თავის გარემოცვაში, რომ ის გადადგება, მას უნდა შეეშვას პოლიტიკას და ყველაფერს თავი მიანებოს!...მიშას იმდენი ფული აქვს, რომ, ალბათ, სადმე კურორტზე უნდა წასვლა, სადაც თავის გარემოცვას ხელიდან დაუსხლტება და დაემალება, მაგრამ სააკაშვილი თავისი გარემოცვის ტყვეა!...მან შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებისგან მიიღოს იმუნიტეტი, რათა არ აღმოჩნდეს გისოსებსმიღმა, რასაც ვერ ვიტყვით მერაბიშვილის, ადეიშვილის, ბოკერიას, უგულავასა და სხვა დამნაშავეებზე. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი ყველანაირად ცდილობს, მიშასთან ახლოს იყოს, რათა სააკაშვილი ხელიდან არ დაუსხლტეთ და მარტონი არ დარჩნენ!..ეს ადამიანები აშანტაჟებენ კიდეც სააკაშვილს და ეუბნებიან,- შენ ან ბოლომდე იბრძოლებ, ან ჩვენ მოვაღებთ პირს და ყველაფერს ვიტყვით, რომ სუყველაფერი შენი ბრძანებით კეთდებოდაო!... გარემოცვას შესაძლოა ძალიანაც აძლევდეს ხელს სააკაშვილის თავიდან მოშორება, მაგრამ ამ ეტაპზე მიშა მაგათთვის არის ფარი და მაგარი ,,ქოლგა"!...ვიდრე მიშას პრეზიდენტი ჰქვია, ,,ნაცმოძრაობისათვის" ძალიან ადვილია ელჩებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობა, მაგრამ მიშა არის ჩიხში,- არ იცის რა გააკეთოს!...დღეს მე პირველად დავინახე, რომ ბატონი ბიძინა მიხეილ სააკაშვილს აღიქვამს არასერიოზულ ადამიანად!...რაც შეეხებათ ,,ნაციონალებს", ბუნებრივია, მათში არიან ადამიანები, რომლებიც არ მოინდომებენ, საფლავში ჩაყვნენ ახალაიებს, ადეიშვილსა და მერაბიშვილს, რომლებსაც უსასტიკესი დანაშაული აქვთ ჩადენილი...ამდენად, მე ,,ნაციონალებში" დაპირისპირების გაღრმავებას ველოდები და სავარაუდოდ, შემოდგომისთვის ,,ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, აღარ იარსებებს!...მე, მაგალითად, იმის მომხრე ვიქნები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც, დამერწმუნეთ, ,,ნაციონალური მოძრაობა" ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს და აღმოჩნდება პარლამენტსმიღმა!...
     
    (,,ალია"N16(2770); ავტორი: დიტო ჩუბინიძე)
  19. PLANETA_INFO
    ინტერვიუ ,,სახალხო კრების" წევრ ლაშა ამირეჯიბთან
     
    ,,როგორც იქნა, ვადამდელ არჩევნებზე დაიწყეს ლაპარაკი, გაბედეს. ეს, აუცილებელია, ვინც არ მუშაობს, ის არც ჭამს...ასეა იდეაში. ესენი არ მუშაობენ და მაინც ჭამენ, თან ზიან და ზიანს აყენებენ ქვეყანას. აუცილებელია, ოქტომბერში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეჭვი არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას გააკეთებს.ამას ისე არ ვლაპარაკობ, მაქვს ინფორმაცია. ძალიან დიდი შანსია, რომ საპარლამენტო არჩევნები მიებას საპრეზიდენტოს. იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში მუშა ხალხი შეკრებილიყო და კარგად ემუშავა, შეიკრიბნენ არაფრისმკეთებლები. შეხედე, უმრავლესობიდან სულ 5–6 კაცი ლაპარაკობს – უსუფაშვილი, მისი ცოლი, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური და მანანა კობახიძე, დანარჩენები რას აკეთებენ, სად დადიან საერთოდ? მოდი, რა, ასე ვთქვათ, ნუკრი ქანთარია რეჟისორია, ქალების თვალიერების გარდა რამე სხვა მოვალეობა აქვს? ან ის რომ არის, ახმეტელი მოჭიდავე, ზურაბ ზვიადაური...რომელი ერთი ჩამოვთვალო? მოვიდა, ძმაო, იმის დრო, რომ გადახალისდეს პარლამენტი.
    კულუარებიდან ვიცი, რომ ივანიშვილი უკმაყოფილოა დღევანდელი პარლამენტით".
     
    (,,ალია"N56; ავტორი:გელა ზედელაშვილი)
  20. PLANETA_INFO
    ინტერვიუ ,,სახალხო კრების" წევრ ლაშა ამირეჯიბთან
     
    ,,ცოტა ზედმეტად ხომ არ გადავიხარეთ ამერიკელებისკენ? რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ერთ წელიწადში ნატოში შევალთო? მე, გაოცებული ვარ, ჩვენ ნატოში კარგა ხანი არ მიგვიღებენ და ივანიშვილი ასე რატომ ლაპარაკობს? რუსებმა ეს ჩვენზე კარგად იციან, უბრალოდ ძალას გვაჩვენებენ, გვეუბნებიან, თუ გვინდა, თბილისამდე მოვალთო. ახლა აუცილებელია პუტინთან დაჯდომა და დალაპარაკება, თორემ შეიძლება მართლა თბილისამდე მოვიდნენ თავიანთი მავთულხლართებით. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს მოსახლეობაში უკმაყოფილებას და უფრო მეტი აგრესია გაჩნდება ახალი ხელისუფლების მიმართ. ისიც ფაქტია, რომ ვანო მერაბიშვილი ყოველთვის იყო რუსეთის კაცი და ასრულებდა მათ დავალებებს. არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში ის გადმოკვეთილი 300 მეტრი რუსებმა ვანოში გაგვიცვალონ. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ასეთი პირობა წამოაყენონ. თუმცა, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ამაზე არ დათანხმდება, ის ძალიან ჯიუტია....დღეს საქართველოში ისეთი რაღაცეები ხდება, არ არის გამორიცხული ვანო მართლა გამოუშვან და საპრეზიდენტო კანდიდატადაც წარადგინონ. სხვათა შორის, ამ ეტაპზე მერაბიშვილის დაპატიმრება არ იგეგმებოდა, პირველი გიგი უგულავა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ,,კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნდა და მეც ვადასტურებ, რომ ვანო მერაბიშვილი აპირებდა გაქცევას. თუ რუსებისთვის სერიოზული ფიგურაა, ჩვენ ცოტა ხანში კიდევ ვიქნებით აგრესიის მოწმეები. ახლა შეიძლება დაუჯერებელი რაღაც ვთქვა, მაგრამ კულუარებში იმასაც ამბობენ, ზეწოლა მიდის, უცხოელებიდან ,,ქართულ ოცნებაზე", რომ პრეზიდენტის პოსტი ,,ნაციონალების" სასარგებლოდ დათმონ. რა თქმა უნდა, არ გამოვა, მაგრამ თუ ესენი გარიგდნენ, რაღაც ფანდს გაგვითამაშებენ. შეიძლება ივანიშვილს ურჩევნია, რომ ვანო ბოლომდე ეგდოს ციხეში, რუსები სხვანაირად ფიქრობენ და ეგენი 300 მეტრის გადმოწევით არ დაკმაყოფილდებიან. ყოველ შემთხვევაში, ეს აგრესია ამისთვის დაიწყო, რომ ჩვენ რაღაც დავთმოთ. ნუ დაგავიწყდება, რომ სააკაშვილი ეხვეწება ივანიშვილს შეხვედრაზე, მას მაინც იმედი ჰქონდა, რომ ვანოს არ დაუჭერდნენ. ახლა ივანიშვილს ერთი–ერთზე უნდა სთხოვოს, რომ გამოუშვას. თუმცა მიშას საკუთარი თავიც ჰყავს გადასარჩენი, ვანოს თავი ნამდვილად არა აქვს, მაგრამ რა ქნას, როცა მის გარშემო წრე ნელ–ნელა პატარავდება? ახლა ის ფიქრობს იმაზე, როგორ აიცილოს ტრიბუნალი. მას ეს სასჯელი ეკუთვნის, როდესაც ტელევიზიით ამბობდა, აფრასიძეების ჩახოცვის ბრძანება მე გავეციო. ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ეს ჩანაწერი ოდესღაც ჯოჯოხეთად ექცეოდა. ამ ადამიანმა დანაშაული თავისი პირით აღიარა. აქედან გამომდინარე, ბიძინას ძალიან მარტივად შეუძლია დაპატიმრება, თუნდაც არჩევნების შემდეგ. თუ ამას მივუმატებთ გირგვლიანის საქმეს და 2008 წლის ომს, ნამდვილად არ უნდა ასცდეს ტრიბუნალი".
     
    (,,ალია"N56; ავტორი:გელა ზედელაშვილი)
  21. PLANETA_INFO
    ,,17 მაისის აქციამ ყველას დაანახვა, რომ ცეცხლთან და ქართველის რელიგიურ გრძნობებთან თამაში ერთია. რაკიღა ბოკერია უკვე მეშვიდე თვეა, სამოქალაქო დაპირისპირებაზე ოცნებობს, მიხვდა, რომ საამისოდ საუკეთესო საშუალება ხალხის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. ხარს წითელი ნაჭერი აღიზიანებს, ქართველ ხალხს – უტიფარი და აგრესიული პედარასტები და მათი აღლუმი რუსთაველზე. ბოკერიას გუნდი ახლა მუშაობს გეგმაზე, რომ გეიაქციებს მუდმივი ხასიათი ჰქონდეს, იქნებ როგორმე საქმე მსხვერპლამდე და მართლა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ. მართალია ქვეყანაში არ არის დაპირისპირების რეალური საფუძველი და დღეს, არც იმ ერთ მუჭა გეებს ერჩის ვინმე, მაგრამ მათთვის მთავარია, ეს დაპირისპირება ხელოვნურად დაიწყოს და მერე, პროცესების ესკალაციასა და მომხრეებსაც გაიჩენენ.
    ბოკერის გეგმის ერთი ნაწილია, მისი მომხრეების მიერ სექსუმცირესობების დევნა და შევიწროება, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეებს დაჰბრალდებათ. უკვე შეიქმნა რამდენიმე დაჯგუფება, რომლებიც გეებსა და ლესბოსელებს, მათ მხარდამჭერებს, ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდებიან. ეს მოხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ ვინმე დააკავა პოლიციამ, ცხადია, ადმინისტრაციული ჯარიმით გამოუშვებენ, ლიბერალებს ამ ჯარიმის გადახდა არ გაუჭირდებათ, დაიხსნიან და მერე გაემიჯნებიან, მათ საქციელს დაგმობენ და რელიგიურ ექსტრემიზმზე ააყეფებენ ,,ნაციონალურ მედიას". ეს მოძალადე ადამიანები კი თავს გაასაღებენ რელიგიის დამცველებად, რომელიმე ეკლესიის მრევლად. ისინი კონკრეტული სასულიერო პირებისკენ გაიშვერენ ხელს და იტყვიან, რომ მათ დავალებებს ასრულებდნენ, მათთან შეთანხმებით სცემდნენ კონკრეტულ გეებსა და ლესბოსელებს და ამით შეეცდებიან, მეორე კურდღელიც დაიჭირონ – ხალხში სასულიერო პირების მიმართ უნდობლობა და აგრესია გააჩინონ. ამ დღეებში უთუოდ მოხდება სერიოზული თავდასხმები სექსუმცირესობებზე და წინასწარ იცოდეთ, ამას ისევ მათი მხარდამჭერები განახორციელებენ. ამ საცოდავებს, ქართველ გეებსა და ლესბოსელებს, თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ბოკერია და ესენი ვერაფერს ხვდებიან. 6–ფერიანი დროშის ფრიალი და რუსთაველზე აღლუმის გამართვა მართლა საკუთარი უფლებების დაცვა ჰგონიათ.
    ბოკერიას დაჯგუფების გეგმის ერთი ნაწილი ის არის, რომ სექსუმცირესობების აქციები დაამთხვიონ დიდ რელიგიურ დღესასწაულება, რათა მორწმუნეები და სასულიერო პირები კიდევ უფრო შეურაცხყონ, ხალხს მოთმინების ფიალა აუვსონ და დიდი შუღლი გამოიწვიონ.
    ერთ–ერთი ასეთი, მეტ–ნაკლებად მასშტაბური აქცია 5 ივნისს, მცხეთაშია დაგეგმილი...
    გიგა ბოკერია ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ის შეხვდა ამერიკელ ნეოლიბერალ პოლიტიკოსებს, მათ შორის სააკაშვილის ერთ–ერთ მამობილს, სენატორ ჯოზეფ ლიბერმანს.ლიბერმანი და ბოკერია არაოფიციალურად შეხვდნენ ერთმანეთს. ბოკერიამ დახმარება და მისი, ყველაზე პროამერიკული გუნდის გადარჩენა სთხოვა ლიბერმანს. ამას კი, ცხადია, დიდი ფული და გავლენის უზარმაზარი მანქანის ამუშავება სჭირდება. ლიბერმანი თანახმაა ყველაფერი გააკეთოს ბოკერიას ანტიქართული გუნდის გადასარჩენად, მაგრამ მარტო ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს. პირადად ლიბერმანმა ბოკერიას დიდი შემწეობა აღუთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ის ბრძოლას არ შეწყვეტს ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. ამერიკაში, არც რესპუბლიკური და არც დემოკრატიული პარტიის ლიდერებში, არც თეთრ სახლში, ამის წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ საქმე მაინც მაშინ გადაწყდება, როცა ბოკერია სხვა ლიდერებსაც შეხვდება. ერთ–ერთი მათგანი, ვისაც ბოკერია ამ დღეებში ეახლება, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სენატორი, ჯონ მაკკეინია. სწორედ მაკკეინთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს გიგა ბოკერია კონკრეტულ პასუხს და ,,სამოქმედო გეგმას". როგორც ჩანს, ბოკერიას ამერიკაში კარგად მიუდის საქმეები, იქიდან დამაიმედებელ მესიჯებს უგზავნის თანაგუნდელებსაც. ესენიც იმიტომ არიან, რომ აქ არავინ და არაფერს ეპუებიან..."
     
    (,,ალია"N51; ავტორი:ხათუნა ელბაქიძე)
  22. PLANETA_INFO
    ინტერვიუ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავასთან
     
    ,,ნათქვამია, რასაც დასთესავ, იმას მოიმკი...ვანო მერაბიშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, წვრილი კრიმინალით დაწყებული, სახელმწიფო დანაშაულებით დამთავრებული...26 მაისის ბრალდება გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება ვითომ დასაქმების პროგრამას, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასალების გარკვეული ნაწილი გამოძიებას გარედან მიეწოდა. მე არ ვიცი, კონკრეტულად ეს ახალაიამ მიაწოდა, თუ ვინ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ გარედანაა მიწოდებული. ნუ ეგონება გიგი უგულავას, რომ ის გადარჩება. მისი პასუხისმგებლობა დიდი ხანია დგას. იმედი მაქვს, რომ სასამართლო დღეს მაინც გაუსწორებს თვალს რეალობას, მიხვდებიან, რომ სააკაშვილისა და კუბლაშვილის მონობის დრო დამთავრდა და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. ყველამ გაითვალისწინოს, ძალიან მალე თვით სააკაშვილი და კუბლაშვილი წარსდგებიან გამოძიების წინაშე იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი....უგულავა უნდა იჯდეს მერაბიშვილის გვერდზე, ეს აუცილებლად მოხდება და თანაც, ძალიან მალე. სხვათა შორის, ამერიკელების რუპორი– დიმიტრი შაშკინი ღიად აცხადებს,– ის დარწმუნებულია, რომ გიგი უგულავას ძალიან მალე დააკავებენ. უგულავას დაპატიმრებას წინ არაფერი უდგას...
    ოქტომბრამდე სააკაშვილის დაპატიმრება არ მოხდება, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდეს, თუმცა ისე იქცევა, რომ არც ესაა გამორიცხული, მაგრამ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს დაკითხვებზე სიარული, მერაბიშვილი ისეთ თემებზე ალაპარაკდება, რომ საზოგადოება შოკში ჩავარდება. ამას თავის გადარჩენის მიზნით გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, ვანო სააკაშვილს თან გაიყოლებს.
    რაც შეეხება გირაოთი განთავისუფლებულ ზურაბ ჭიაბერაშვილს, მისი მთავარი ამოცანაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მაგას გადაწყვეტილების გამოტანას არავინ ეკითხებოდა, რასაც ავალებდნენ, იმას ასრულებდა. თავისთავად ესეც დანაშაულია, მაგრამ არ მგონია, ის სადმე გამქცევი იყოს. მერაბიშვილი კი ნამდვილად უნდა იჯდეს ციხეში, მას გვერდით უნდა მიუსვან ბოკერია, სააკაშვილი, ლომაია და არც ბენდუქიძეს აშორებს ციხემდე შორი მანძილი".
     
    (,,ალია"N51; ავტორი:ნინო სამხარაძე)
  23. PLANETA_INFO
    ,,ნაციონალები" ,,ქართულ ოცნებას" ფარული ჩანაწერებით დააშანტაჟებენ?
     
    ,,გავრცელებული ინფორმაციით, უცხოეთში გაქცეული სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას განთავისუფლებას ითხოვს. თუ მაისში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს არ გაანთავისუფლებენ და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვას არ შეეშვებიან, ის კომპრომატებს გაავრცელებს ფარული ვიდეოჩანაწერების სახით. დღეს ბევრი იცინის, მეგის ქარდავას რამე რომ ჰქონდეს, ან აქ დაატოვებინებდნენ, ან კიდევ, სადაც არის იქ მიიმწყვევდნენო. ფაქტია, არც ერთი გაკეთებულა და არც მეორე...მეტიც, საქართველოს მთავარი პროკურატურა კარგა ხანია, შეეშვა მაღალჩინოსნების დაბარება–დაკითხვებს და მთელი უმრავლესობა ლამისაა გადაჰყვეს ,,ნაცმოძრაობის" ,,გაპატიოსნებას".
    რა კომპრომატები შეიძლება ჰქონდეს მეგის ქარდავას? როგორც ,,ალიას" სანდო წყარო აცხადებს, ეს სწორედ ის ვიდეოჩანაწერებია, რომლის არსებობა ბიძინა ივანიშვილმაც ვერ დამალა ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე. ივანიშვილის თქმით, აჩვენეს ჩანაწერები და ნახა, რომ მისი გუნდის წევრები ხშირად ღალატობენ ცოლებს...,,ალიას" ინფორმატორის მტკიცებით, აქ მხოლოდ კაცებზე არ არის საუბარი, ფირზე დაფიქსირებული ყოფილა რამდენიმე მაღალჩინოსანი ქალბატონის უხერხული სექსუალური მომენტი. ცხადია, როცა მეგის ქარდა ,,ფილმებს" იღებდა, ეს ქალბატონები მაღალჩინოსნები არ იყვნენ, ზოგი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, ზოგი – მაღალი თანამდებობისთვის ემზადებოდა...როგორც კი ივანიშვილს ვიდეოჩანაწერები აჩვენეს, ეგრევე დაუბარებია ,,გოგოები" თავისთან და უკანასკნელი სიტყვებით გამოულანძღავს კულტურულად, მე თქვენ პატიოსანი ქალები მეგონეთო.
    ამას ივანიშვილის პოლიტიკურ ,,სასტავში" არავითარი ცვლილებები არ მოჰყოლია, მაგრამ 10 აპრილის პრესკონფერენციაზე, როცა ტელევიზიებისა და გაზეთების ხელმძღვანელებს შეხვდა, ერთი–ორი მინისტრი შემთხვევით არ უხსენებია. რა შეკითხვები და პრეტენზიები უნდა ჰქონდეს ივანიშვილს ერთი–ორ მინისტთან? ისეთი არაფერი, ის ჯერ კიდევ ვერ ,,ხარშავს" ცოლებისა და ქმრების ღალატს. ამ ეტაპზე ხარკი უკვე გადახდილია, დადგა დრო, სულ მცირე, ოთხი–ხუთი სექსუალური მოღალატე მოიშოროს. დროში ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა მეგის ქარდავას მოთხოვნა და ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ამ უკანასკნელს არ უნდა, ვიღაც მეგისამ დააშანტაჟოს და დიდ სკანდალში გაეხვიოს. თუკი ის ,,სექს–მოღალატეებს" მოიშორებს, მერე რაც უნდა, ის ატვირთოს ქარდავამ ინტერნეტ–სივრცეში. მაქსიმუმ, რამდენიმე მაღალი რანგის მოხელის ოჯახი დაინგრევა საქართველოში, მაგრამ ეგ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
    რატომ არ იჭერენ მეგის ქარდავას, რომელზეც ,,ინტერპოლით" ძებნაა გამოცხადებული? ამბობენ, რომ ამისთვის თავად ბიძინა ივანიშვილი არ იწუხებს თავს. მეტიც, შესაძლოა, მის ინტერესებშიც იყოს ბაჩო ახალაიას გამოშვება, რათა მიხეილ სააკაშვილი შეაჭმევინოს ცოცხლადო. ეს უკვე წყაროს ვარაუდია, მაგრამ არცთუ უსაფუძვლო.... ასე, რომ ,,ქართულ ოცნებას" სასაცილოდ ნამდვილად არა აქვს საქმე, დღეს თბილისში თითქმის ყოველმა მეორემ იცის რაღაც ფარული ჩანაწერების შესახებ, მაგრამ თუ ყველაფერი გამომზეურდა, ამას დიდი სკანდალი მოჰყვება...ისე, უკეთესი იქნება, ვინც უკვე დიდ სკანდალშია გახვეული, თავად გადადგეს, ანუ ჩუმად გაიპაროს ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან, სხვათა შორის, თურმე ივანიშვილის კარზე თითქმის ყველამ იცის, რა ფარული ვიდეოჩანაწერები აქვს გატანილი მეგის ქარდავას".
     
    (,,ალია"N32 (2786); ავტორი: გელა ზედელაშვილი)
  24. PLANETA_INFO
    ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან
     
    ,,ივანიშვილი ემზადება სერიოზული ნახტომისთვის. ეს არის სერიოზული საკადრო წმენდა და საკუთარი გუნდის სერიოზული გადახალისება. კულუარული თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები უკვე მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ პიარჯგუფებმა მუშაობა დაიწყეს. ეს ძალიან მნისვნელოვანი საკითხია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. პიარ–ჯგუფი სერიოზულ მონიტორინგს ახორციელებს. როგორც ვიცი ივანიშვილის გაღიზიანების ხარისხი მისი ზოგიერთი თანაგუნდელის მიმართ გაიზარდა...კონკრეტული გვარ–სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რომ დავასახელო, ისინი პრევენციულ ღონისძიებას გაატარებენ და მოემზადებიან კრიზისული სიტუაციისთვის. გაიხსენეთ ბატონი ბიძინას ინტერვიუ, ახსენეთ საგარეო საქმეთა მინისტრის გვარიც. შესაძლებელია ივანიშვილის უკმაყოფილების ადრესატი ფანჯიკიძეც იყოს. მე შემიძლია მხოლოდ ირიბი მაგალითები მოვიყვანო, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ მიმითითებს ამაზე. როგორც ვიცი, დაახლოებით 4–5 მინისტრის გადაყენება არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ,,ნაციონალების" წისქვილზე დაასხამს წყალს. ასევე სააკაშვილს მისცემს საშუალებას, თვითონაც გადააყენოს რამდენიმე მინისტრი, რომლის გადაყენების უფლებაც მას კონსტიტუციურად აქვს. კერძოდ, სამი ძალოვანი მინისტრი თუ გადააყენა სააკაშვილმა, დამთავრდება ამბავი, მთავრობა გადაყენებულია. ისე, რამდენიმე მინისტრის მიმართ გაღიზიანება აშკარად იგრძნობა ივანიშვილის ქმედებაში. არ მინდა ზედმეტად ვილაპარაკო და ზედმეტი მტრები გავიჩინო, ჩვენი ამოცანაა პროცესების განვითარებას შევუწყო ხელი და არა ის, რომ ზოგიერთი ადამიანი დაისაჯოს".
     
    (,,ალია"N19(2773);ავტორი: ნინო სამხარაძე)
  25. PLANETA_INFO
    ინტერვიუ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ სულიკო ყამარაულთან
     
    ,,პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მითითებით, საქართველოს მთავრობამ აგრარული უნივერსიტეტი და მასში შემავალი 14 სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი თავისი შენობა–ნაგებობებით, მიწითა და სხვა ქონებით, საკუთრებაში გადასცა ბატონ კახა ბენდუქიძეს, ჩვენ მიერ მოკვლეული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ეს ქონება შედგება 974 230 კვმ მიწის ფართობისგან, რომელიც უმნიშვნელო ფასად – 4 მილიონ აშშ დოლარად – გადაეცა ბატონ კახა ბენდუქიძეს, თანაც – განვადებით ( მან ეს თანხა 2 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს). მარტივი გამოთვლებით გამოდის, რომ ბენდუქიძემ 1 კვმ მიწის ფართობი 4,1 აშშ დოლარად შეისყიდა. არადა, ამ ზონაში ერთი კვ. მეტრი მიწის მინიმალური საბაზრო ფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს, ანუ ბენდუქიძისთვის გადაცემული ფართობის რეალური ფასია 194, 8 მლნ დოლარი. ამაში არ არის გათვალისწინებული დაახლოებით 120 ათასი კვმ შენობა–ნაგებობების ღირებულება და იმ მოძრავი ქონების საფასური, რომელიც გააჩნდა იმ დროისათვის საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და მასში შემავალ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებს. ამ შენობა–ნაგებობის 1 კვმ ფართობის ფასი, სულ მცირე, 500 დოლარადაც რომ ვიანგარიშოთ, შეადგენს 60 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მოძრავი ქონების რეალური ფასია 25 მლნ დოლარი. ანუ მთლიანად იმ ქონების ღირებულება, რაც გადაეცა ბატონ ბენდუქიძეს, არის 280 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ,,დიდსულოვანმა" ბენდუქიძემ თანხმობა განაცხადა მხოლოდ 4 მილიონის გადახდაზე და თანაც – განვადებით....ბენდუქიძემ ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში სახელმწიფო საკუთრება. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, რომელიც ე.წ. აგრარული განათლების რეფორმის ,,ნაციონალისტურ" რიტორიკაშია გახვეული.
    ქონების დასაკუთრების შემდეგ, ბატონმა კახა ბენდუქიძემ ჩაატარა ე.წ. რეფორმები და გააუქმა უნიკალური ლაბორატორიებით, სამეცნიერო–კვლევითი ბაზებით აღჭურვილი თითქმის ყველა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, დაანგრია ზოგიერთი კვლევითი ინსტიტუტის შენობა, დაითხოვა საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები, სამაგიეროდ, სამსახურში მიიღო ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, აწ უკვე ყოფილი მაღალჩინოსნები: ანდრია ურუშაძე, ხატია დეკანოიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, ვატო ლეჟავა, შოთა უტიაშვილი და სხვ. ყოფილი მაღალჩინოსნების ერთად თავშეყრის პოლიტიკა რასაც მოუტანს სოფლის მეურნეობასა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას, ალბათ, ყველასათვის გასაგებია".
     
    (,,ყველა სიახლე"N11(357); ავტორი: ნანა ფიცხელაური)
×
×
  • შექმენი...