-
პოსტები
3.462 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
24
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი mtidan
-
სოსო რობაქიძე სცემეს 16:37 14.12.2010 [ნინო მიქიაშვილი] პატრულის მიერ, 6 წლის წინ მოკლულ ამირან (ბუტა) რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს 13 დეკემბერს, საღამოს ცხრა საათზე, საკუთარ სახლთან ახლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შესახებაც მას პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და ხელებაწეულს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. მას ორი ტყვია მოხვდა და იქვე გარდაიცვალა. მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ გადაცემა “პატრულის“ ეთერში განაცხადეს, რომ რობაქიძე პოლიციელებმა მაშინ მოკლეს, როცა ისინი “ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაკავებას ცდილობდნენ. “პატრულში“ აჩვენეს ცეცხლსასროლი იარაღი და მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ “ბანდიტების“ მანქანიდან ამოიღეს. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ “პატრულში“ ნაჩვენები იარაღი ამირან რობაქიძესა და მის მეგობრებს არ ეკუთვნოდათ; საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გრიგოლ ბაშალეიშვილმა კი განაცხადა, რომ მან ბუტა რობაქიძე “შემთხვევით“ მოკლა. ბაშალეიშვილი 19 წლის ბუტა რობაქიძის “გაუფრთხილებლობით მკვლელობის“ ბრალდებით გაასამართლეს; 2006 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ამოიწურა და გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ იგი თავისუფალია. ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები დღემდე უშედეგოდ მოითხოვენ იმ პირების დასჯას, რომლებმაც მტკიცებულებები გააყალბეს. ისინი შსს–ს პრეს-სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, გურამ დონაძისა და საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსის, ზურაბ მიქაძისკენ ათითებენ. ბატონო სოსო, რა მოხდა გუშინ საღამოს? სოსო რობაქიძე: გუშინ კეკელიძის ქუჩის გვერდით, ჟვანიას ქუჩაზე ფეხით მივდიოდი. მე იქვე, დაახლოებით 200 მეტრში ვცხოვრობ. ცხრას აკლდა 10–15 წუთი, როცა “ემელის“ ჯიპი გაჩერდა; მანქანიდან ორი ტიპი გადმოვიდა და ერთმა მცემა. რაიმე გითხრათ და მერე მოგაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა, თუ როგორ იყო? – მანქანა ჩემგან ორ მეტრში გააჩერა, ის ტიპი გადმოვიდა და შემომატრიალა. ამ დროს პერანგზე ღილები შემომაწყდა. ნიღაბი ეკათა? – არავითარი ნიღაბი არ ეკეთა; რომ ჩამარტყა, თვალში ჩამიბნელდა; ერთი თვალი გაფუჭებული მაქვს. იცით მანქანის ნომერი? – ტრანზიტული ნომერი ჰქონდა. რას უკავშირებთ ამ ფაქტს? – ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ახლახანს პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სარიშვილმა, ბუტას ამბავზე მიქაძეს ხელი დაადო. 23 ნოემბერს, ბუტას გარდაცვალების დღეს მოვითხოვე მიქაძე პროკურატურამ დაკითხოს–მეთქი. სააკაშვილის რეზიდენციაში “ღირსების ულტიმატუმი“ მაქვს ჩაბარებული; მე ვიყავი მაგის თავმჯდომარე და შემდეგ ეს “ღირსების ულტიმატუმი“ შალვა ხაჭაპურიძემ ჰააგის სასამართლოში გაგზავნა. ამის გარდა, ვმუშაობ იმაზე, რომ შეიქმნას ირინა ენუქიძის სახელობის მოძრაობა, არასამთავრობო ორგანიზაცია. ის რაც გუშინ მოხდა, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა, ვინც მტრულად არის განწყობილი. დღეს ვინმესკენ ვერ მივათითებ და ვერ ვიტყვი, რომ ეს ფაქტი კონკრეტულად ამის და ამის ბრძანებით მოხდა–მეთქი. ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა, პოლიციას ხომ არ მოსულა? – პოლიციაში განცხადება არ შემიტანია და საერთოდ, ამ ამბავზე პოლიციას არ ვეკონტაქტები, რადგან 2007 წელს აგერ, მეზობელ სადარბაზოში იარაღი, რომ დამადეს, ის საქმე დღესაც გამოუძიებელია. რომელი საქმე აქვთ გამოძიებული, რომ ეგ გამოიძიონ?! პოლიციას უბრალოდ უნდობლობას ვუცხადებ. http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2411
-
კახა შარტავა: "ეროვნული ფორუმის" შესაძლო დაშლის შესახებ განცხადება საახალწლო ხუმრობა იყო" 16:37 14.12.2010 [პირველი] "ეროვნული ფორუმის" შესაძლო დაშლის შესახებ განცხადება კახა შარტავას საახალწლო ხუმრობა აღმოჩნდა. ასე განმარტა დღეს გაკეთებული განცხადება "პირWელთან" საუბრისას თავად შარტავამ. "როგორ შეიძლება, დაიშალოს პარტია, რომელიც ხელისუფლების შესაცვლელად ერთდროულად 2 ფრონტზე იბრძვის და უამრავი ადამიანის მხარდაჭერა და ნდობა გააჩნია?! როგორ ფიქრობთ, ხალხის ამხელა ნდობას "ეროვნული ფორუმი" ასე უპასუხებს?! საარჩევნი გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა ჩვენი ავტორობით დაიწყო და 7 პარტიის სახით თანაავტორები შემოგვიერთდნენ. ამისათვის ცხელ ზაფზულში, ფაქტობრივად ცარიელ ქალაქში 130 ათასი ხელმოწერა მოვაგროვეთ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში და ფიქრობთ ამხელა ნდობას უპასუხისმგებლოდ დავტოვებთ?! შევეცდებით, პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. მართალია, ხელისუფლებას ამ პროცესში ღიად არ ველაპარაკებით, რადგან ჩვენ პოლიტპატიმარი ზაზა ჩაკვეტაძე გვყავს და ამიტომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესს არ ვესწრებით, თუმცა ჩვენი მანდატით აღჭურვილია დანარჩენი 7 პარტია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენთან შეთანხმებით მიიღება", - განუცხადა "პირWელს" შარტავამ. გარდა ამისა, მისივე თქმით, "ფორუმი" ასევე აქტიურად იბრძვის და თანაავტორია წარმომადგენლობითი სახალხო კრებისა, რომლის ფარგლებშიც ხალხის ასევე დიდი ნდობა გააჩნია და მას არასოდეს უღალატებს". "ეს არის კიდევ ერთი ფრონტი, რომლის მიზანს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მოშორება წარმოადგენს. ჩვენ ორივე ეს პროცესი დავძარით და თუ ქართველი ხალხი და "ფორუმის" რიგითი წევრები გამოიტანენ დასკვნას, რომ "ფორუმს" არაფერი გაუკეთებია, მაშინ ყრილობაზე სხვაგვარ გადაწყვეტიულებას მივიღებთ, რასაც პარტიის თვითლიკვიდაცია ჰქვია. თუმცა შემიძლია, მოგაწოდოთ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ პარტიის რიგები დღითიდღე იზრდება, განსაკუთრებით - 25 ნოემბრის შემდეგ. სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო", - დასძინა მან. http://www.presa.ge/new/?m=news&NID=3248 ვიხუმრეო.
-
Lo Janko გილოცავ.ბედნიერებას გისურვებ.
-
საზოგადოების ამოძრავება შესაძლებელია?!
mtidan replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
analgin მიწოლით ან დაგორებით -
newstudio პადოშაც ეგრე ხსნიდა თავის პარლამენტში შEსვლის აუცილებლობას. გუბაზის მაგარი იმედი მქონდა, მაგრამ........
-
Siknadmo ჩატარდეს ახალი ვადამდელი არჩევნები და ავირჩიოთ საზოგადოება.
-
აბა არჩევნებით არ მიდიან და... კარგად მოჯდებიან ხოლმე. არ აგვირჩევია, მაგრამ მაინც "გაიმარჯვეს".
-
ANDRIA64 კიდევ კარგი, სანდრა ჩინელი არ არის, თორემ რა დატევდა იმდენ ჩინელს ჩვენს ხელის დადება ტერიტორიაზე.
-
T_A_T და მოხდება ჯიპების რევოლუცია. პ.ს. ვარდს ჯიპი არ სჯობია?
-
T_A_T სამაგიეროდ, წინ ელოდებათ სკოლის გახსნის ცერემონიალის ბედნიერება.
-
უახლოეს ხანში მიშა იმღერებს კლარნეტის თანხლებით: ეს პატარა მინდორ-ველი ჩემია....... ეს წყარო და ეს მდინარეც ჩემია......... ჩემია.......ჩემია.........ჩემია............. ლალა-ლალა-ლალა...........
-
giauridia მსგავსი გამოგონება ჰქონდათ ძმებ მაისურაძეებს, დაახლოებით 1988 წ. ძაბრის პრინციპით,
-
პარლამენტმა 8 ახალი ელჩი ერთხმად დაამტკიცა
mtidan replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi ვგრძნობდი, რომ დღეს რაღაც გამეხარდებოდა. -
giauridia მაღლა ატანილი წყალს პოტენციური ენერგია გააჩნია და თავისუფლად შეიძლება ელ-ენერგიის მიღებაც. უნიკალური გამოგონებაა.
-
giauridia მიკრო ჰესზე ვერ გაქაჩავს?
-
T_A_T რომ გაიგო მხსნიანო, ისე აირია რომ გარემო და ვერა ერთმანეთში ეშლება.
-
Ostap სილამაზის რა მოგახსენო, მაგრამ ძალიან ეკონომიური ყოფილა. ერთი დატენვით კანადიდან საქართველომდე ჩამოვიდა.
-
babuagiorgi არა მგონი რთული იყოს. ვანო დაუძახებს: პრემიერი გავხდი და ტანსაცმელი ჩაალაგეო. -ზამთრისა თუ ზაფხულისაო. -ორივე ჩაალაგე და დაახვიე აქედანო.
-
ერთი შედარება მხოლოდ, საქართველოს და რუსეთს შორის.
mtidan replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აქ პრემიერ-მინისტრი გაზით იგუდება იქ -სიცილით. -
ერთი შედარება მხოლოდ, საქართველოს და რუსეთს შორის.
mtidan replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T :givi: -
ერთი შედარება მხოლოდ, საქართველოს და რუსეთს შორის.
mtidan replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ის რუსსკაია ვოდკას სვამს, ეს პოლუსუხოეს. -
მაინტერესებს: ვეროჩკას ერთი ”დატენვა” რამდენი საათი ჰყოფნის.
-
babuagiorgi ჩინური ანდაზაა: მთავარია კატამ თაგვი დაიჭიროს და კატის ფერს მნიშვნელობა არა აქვსო.
-
ის დრო სჯობდა, 2 ლარად შალახოს რომ იცეკვებდა გაის ინსპექტორი.