სააკაშვილი - ორ წელიწადში საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით კვლავ ორციფრიან ნიშნულს მიაღწევს ორ წელიწადში საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით კვლავ ორციფრიან ნიშნულს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია Bloomberg-ის ეთერში განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანიას მაროკოს ეკონომიკური ფორუმიდან ჩაერთო, რომელშიც 62 ქვეყნის 1000-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წელს ქვეყანა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, მომავალი წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 8%-მდე გაიზრდება. "წელს ჩვენ დაახლოებით 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ველით. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია. გაისად კი ეს მაჩვენებელი 7-8% იქნება, თუმცა ვფიქრობ, ორ წელიწადში ჩვენ კვლავ ეკონომიკური ზრდის ორციფრიან ნიშნულს მივაღწევთ. რა თქმა უნდა ეს ძირითადად უცხოური ინვესტიციების ხარჯზე მოხდება, რომელიც განსაკუთრებით უკანასკნელი ორი კვარტლის განმავლობაში გაიზარდა, ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. http://www.ambebi.ge/ekonomika/27506-saakashvili-or-tselitsadshi-saqarthvelo-ekonomikuri-zrdis-thvalsazrisith-kvlav-orcifrian-nishnuls-miaghtsevs.html ასეთი წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის პრეზიდენტი ნამდვილად ღირსია, რომ ყვალაზე მდიდარი იყოს მსოფლიოში. მგონი მიშას საქართველოს და საკუთარი ეკონომიკა ერთი და იგივე ჰგონია.