ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ღია შეთანხმების ეტაპი იწყება დაიგეგმა შემდეგი: სახელგატეხილი ოპოზიცია ხალხის იმ რაოდენობას ვერ გამოიყვანს, ესკალაცია რომ შექმნას. ამიტომ ხელისუფლება სოციალურ ფონს ამწვავებს ხელოვნურად. ხალხს არც ოპოზიციის დანახვის სურვილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისეთი გაუსაძლისი ვითარება უნდა იყოს, სახლში დარჩენაც აღარ შეეძლოს. ამისთვის ემზადებიან და სწორედ ამიტომ დაიწყო ოპოზიციაში კომპრომატების ომი 3 წლის დაგვიანებით. დარწმუნებული ვარ, ამჯერად ბურჯანაძის მისამართით გაახსენდებათ ის, რაც აქამდე არ "ახსოვდათ". არაა გამორიცხული, "ახლებმა" გაიხსენონ, პარლამენტში პლედი რომ არ გადააფარა. ვინ ვისი ბოსტნიდან და რა მიმართულებით დაიწყებს ქვების სროლას, არავინ იცის. ფაქტია, ეს გადამწყვეტ ფაზაში თებერვლისთვის შევა. ყველაფერი რაც ხდება, ხელისუფლების და ოპოზიციის საერთო თამაშია. რაც კიდევ უფრო მკვეთრი გახდება და უკვე ღია შეთანხმებები დაიწყება. უკვე მესმის ყურში "გამარჯვებული" ოპოზიციის ყიჟინა, იმის თაობაზე, თუ როგორ დანიშნავს სააკაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და როგორ მიიღებს დათრგუნულ სიტუაციაში, ხმათა უმრავლესობას. 2007 წლისგან განსხვავებით, ამჯერად ოპოზიციაც ცოტას იხეირებს. II, III ადგილზე ვინ გავა, აი, ამის გამო დაიწყო კომპრომატების ომი. რეალური ბრძოლის დრო მოვიდა. ამ შემთხვევაში კი, ტრადიციულად დაბნეულია "ფორუმი," http://www.ambebi.ge/politika/30030-khelisuflebasa-da-opozicias-shoris-ghia-shethankhmebis-etapi-itsyeba.html პატარა ამონარიდი მოვიყვანე. თუ არ დაგეზარათ წაიკითხეთ, საინტერესო მოსაზრებებია. ბევრ რამეში მგონი მართალი უნდა იყოს.