Jump to content
Planeta.Ge

mtidan

პლანეტელი
  • პოსტები

    3.462
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    24

ყველა პოსტი mtidan

  1. ამერიკელები ოკუპაციას დემოკრატიის და ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ნიღბავენ და ამიტომ ჩანს შორიდან ლამაზად. თორემ ოკუპანტი-ოკუპანტია.
  2. სრულიად გეთანხმები. მოვიშველიებ სტატიას: „თეატრთან ახლოს ვცხოვრობ. საღამოს 7 საათისთვის გარეთ გავიხედე, ჩემი ყურადღება მინდორზე გაშხლართულმა მამაკაცმა მიიპყრო, რომელსაც ზემოდან ქერათმიანი ქალი აჯდა. თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი მივხვდი, სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ. გავიფიქრე, იქვე საბავშვო ატრაქციონი მდებარეობს და ამ ყველაფერს ბავშვები შეესწრებიან–მეთქი. ეზოში ჩავედი. სეირის მაყურებელი ბავშვები იქაურობას გავარიდე, სწორედ ამ დროს ერთ–ერთმა მითხრა ესენი ჩვენს სკოლაში ასწავლიან ინგლისურს და მათ კარგად ვიცნობო. როცა ყველაფერს მორჩნენ და წასვლა დააპირეს შევატყვეთ, რომ მთვრალები იყვნენ...“ – ამბობს რესპოდენტი. სხვათაშორის, ეს მიშას უცხოელი პედაგოგების მიერ მოწყობილი პირველი სკანდალი არ არის. "ღია ბოქლომმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ფალოიმიტატორების ბუმი ზუგდიდში - ახალი სკანდალი ინგლისურენოვანი პედაგოგების გარშემო (+18)" – სადაც საუბარია 26 წლის ავსტრალიელი მარიას მიერ ბავშვებში გარყვნილების დანერგვის მცდელობას და ქართული ოჯახის დანგრევაზე; ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში, ტომას ფლეჩერი კი საკუთარ პირველკლასელ მოსწავლეებში, Facebook–ის მეშვეობით გავრცელებული ფოტოებით, თავისი ჰომოსექსუალური წარსულის დემონსტრირებას ახდენდა.
  3. აი ფაქტი მას ეზიზღება საქართველო, მისი კულტურულ-ისტორიული ღირებულებები. მას სძულს ქართული საზოგადოება".
  4. http://s47.radikal.ru/i116/1006/55/09e94047d715.jpg ლევონ ასრატიანცი.
  5. გამყრელიძე ;ბრძოლას; განაგრძობს, საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად.!
  6. ესენი ისე გააძვირებენ ხორცს, რომ მალე მყიდველიც აღარ ეყოლება. მიხო ამბობდა: შევარდნაძის დროს მე და ვანოს, ხორცის გემო რომ არ დაგვიწყებიყო ერთმანეთს პირში ვაძლევდითო. :givi:
  7. პუტინმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო ალბათ. ერთი-ორჯერ დაგვბომბავენ და ეგ იქნება.
  8. ახალ თემას არ გავხსნი. მაინტერესებს თქვენი აზრი ექვსიანთან დაკავშირებით. მე სრულიად ვეთანხმები მამუკა გიორგაძეს. ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის ამ მამუკა გიორგაძე - " უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერის გამოუყენებლობა დანაშაულის ტოლფასია" "რვიანი იყო ხელისუფლებასთან ვაჭრობის პროცესი - ეს არც არავის დაუმალავს. პრაქტიკულად მიმდინარეობდა მოლაპარაკება ქართველის ხალხის ზურგს უკან განსაზღვრულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. მოლაპარაკების ძირითადი თემა იყო, როგორ გავაბითუროთ ქართველი ხალხი. ამ პროცესში ზოგი პარტია წინ წავიდა, ზოგმა მეტი მოითხოვა, ეს ტექნიკური დეტალებია. პროცესი ისე ვითარდება, როგორც უნდა განვითარებულიყო. ეს იყო პროცესი გარიგებებისა. ნამდვილად არ იყო საუბარი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე - რას ნიშნავს ტირანულ სახელმწიფოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება? ტირანიასთან ასეთი მეთოდებით ბრძოლას აზრი არ აქვს", - აცხადებს სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ახლებმა" პოლიტიკა ბიზნესად აქციეს / საზოგადოებაში 30 ვერცხლის თემა ყოველთვის აქტუალურია. "მეორეც, ხელისუფლებას რომ ელაპარაკები, მთლიან ოპოზიციურ სპექტრში და ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობა გაარკვიე? ერთხელ მაინც იკითხეს რჩევა იმ პარტიებისგან, რომლებიც ხელისუფლებასთან არასოდეს გარიგებულან, თუ რომელი პუნქტები უნდა დადგეს მოლაპარაკების პროცესში. ერთხელ მაინც გამოაქვეყნე, სად გადის შენი დათმობები ქვედა ზღვარი? ან ახლა მაინც - ვინც დარჩა იმ რვიანიდან, მათ უთხრეს ქართველ საზოგადოებას, თუ სად არის ის ქვედა ზღვარი, რომლიც იქითაც არ დათმობენ არც ერთ პუნქტს? მსგავსი რამ არ მომხდარა. სამწუხაროდ, ძალიან დახურული და გაუმჭვირვალე პროცესია. ვიღაცამ იმსუნაგა და ცოტა ადრე გაურიგდა, ვიღაცა მოგვიანებით გაურიგდება, ვიღაც გადაგდებული იქნება. ერთადერთი რასაც სიმართლეს ამბობდნენ, დღეს ქართულ ოპოზიციას უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვსო. ეს ნამდვილად სიმართლეა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა გიორგაძე. "სიმართლეა, რომ უკვე ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში დიპლომატიური და პოლიტიკური ეტიკეტის დარღვევითაც ხდება საქართველოს ხელისუფლების შეფასებები. ამის მიუხედავად, რას ვიზამთ, სიმსუნაგე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ამ საერთაშორისო მხარდაჭერის გამოუყენებლობა დანაშაულის ტოლფასია. რვიანი სათანადოდ რომ დამდგარიყო, უკეთესი შედეგი იქნებოდა. საერთაშორისო ორგანიზაციებს ნამდვილად არ ეგონათ, რომ რვიანის წევრები ასე დაბალ ფასში გაიყიდებოდნენ. ეს თავადაც არ დაუმალავთ. იმიტომ, რომ მთავარი არგუმენტი რაც თქვეს, ის არის, რომ პარტიისთვის მილიონი ლარი ძალიან სერიოზული თანხაა.. პრაქტიკულად სხვა არგუმენტი არც უთქვამთ. ჯობია პირდაპირ თქვან, რომ "პოლიტიკა ჩვენთვის ბიზნესია". ვფიქრობ, ქართველმა საზოგადოებამ მათ უფლება უნდა ჩამოართვას, გამოიყენონ შემდეგი სიტყვები: "ეროვნული ინტერესები", "სამშობლოს საკეთილდღეოდ" და ა.შ.", - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი და შეკითხვას - "ბოლო დღეებმა გამოკვეთა, რომ ახლებმა სააკაშვილს ძალაუფლება გაუმყარეს" - პასუხობს: "ყველა ვინც სააკაშვილთან შედის ასეთ უპრინციპო გარიგებაში, დამნაშავეა ყველა იმ ქმედებაში, რასაც ხელისუფლება ჩაიდენს. ნუ გვავიწყდება, რომ ახლები იყვნენ ის პოლიტიკური ძალა, რომლებმაც 2004 წელს დაუშვეს პრეცედენტი და ხელისუფლებას უფლებების გაუზარდეს - მხედველობაში მაქვს 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, რომ ოპოზიცია ზრუნავდეს ხელისუფლების უფლებების გაზრდაზე. ყველამ კარგად იცის, რომ ამ მხრივ განსაზღვრული ფინანსური ინტერესიც იყო".
  9. აქ მარტო ერთი განსხვავებაა: პარლამენტარის ან ხელისუფლების წევრის ბოზობას ხალხი მალე ივიწყებს და ცირკის მიმდებარეს არა.
  10. იმ უსაფრთხო ადგილას, ხალხი თუ არ ივლის, ვინ რას მისცემს? საბირჟაოდ სუფთა ჰაერზე დადგებოდნენ.,
  11. ეგრე თემურ ბასილიასაც მიუსაჯეს, მაგრამ კაცი თავისუფლად გრიალებს ამერიკაში.
  12. თუ მართლა კარგი მეზობელი იქნება, მაშინ ფულს შევაგროვებდი და კარგ ფსიქიატრს გავასინჯებდი.
  13. ხალხს უნდა, რომ მიშა აზრზე მოვიდეს, ბოდიში მოუხადოს მოსახლეობას, გადადგეს და უკანმოუხედავად გაიქცეს მთავრობასთან ერთად.
  14. Achiko1972 უცნაურობები კი გრძელდებოდა, მაგალითად: ბიჭები გოგონებს ხუთჯერ უხსნიდნენ სიყვარულს; ცეკვა "სამაიას" "ხუთაია" დაარქვეს; ცოლები ქმრებს ასე წყევლიდნენ: შენ დალიე ხუთი ლიტრა ნავთი და 5 ლიტრა მდუღარეო; გამომცემლობებმა დაბეჭდეს წიგნი - "ხუთი მუშკეტერი"; ლატარიის კომპანიაში ყველა იგებდა ფულს, იმიტომ, რომ სულ ამოდიოდა ციფრები 5 5 5 5 5 5. ყველაზე მაგარ მეფედ ვახტანგ V აღიარეს; ყველა ჩინოვნიკს ჰყავდა მანქანა "X5" (აქ, ჩვენში დარჩეს და, ბევრი არაფერი შეცვლილა); დედაენა ასე იწყებოდა: "აი ხუთი"... ძველმა ბიჭებმაც კი ჟარგონი გადააკეთეს და ახლა ამბობდნენ: "იდი ნა ხუთი!" მოკლედ, ქვეყანაში ყველაფერი ხუთი იყო. http://www.kvirispalitra.ge/sadgegrdzelod/8325-qkhuthosani.html
  15. შალვას ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ რაც დღეს ხდება, მათემატიკური სიზუსტით იწინასწარმეტყველა მაშინ. ალბათ ჰქონდა რაიმე ინფორმაცია, მაგრამ მაშინ ყველას მიზანი იყო: ოღონდ ედიკა წავიდეს, უარესი შეუძლებელია. შევცდით.
  16. ახლა თუ მაგ მძღოლებს ბე კატეგორიის მართვის მოწმობები აღმოაჩნდათ, იმ ზილის შოფროფას შეტენიან, ოქრუაშვილს გალავარეზები რომ მოჰყავდა საქართველოს ასაოხრებლად.
  17. გაერო იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებიც საქართველოს შესახებ რეზოლუციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იყვნენ .................... წინააღმდეგები იყვნენ: სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმა, ნიკარაგუა, რუსეთი, სერბეთი, სუდანი, ვენესუელა და ვიეტნამი. , http://www.presage.tv/?m=news&NID=11892
  18. სულ მახსენდება ხოლმე ჟვანიას სიტყვა ფილარმონიაში, მოქკავშირის დაფუძნების დღეს: ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ძალიან დიდხანს დავრჩებით.
  19. სტუდია "ობიექტივის" ინფორმაციით, ხელისუფლების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის რეჟისორი ირაკლი გოგუაძე დააპატიმრეს 20:42 29.06.2011 [პირველი] რადიომსმენელის მიერ სტუდია "ობიექტივისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის რეჟისორი ირაკლი გოგუაძე დააპატიმრეს. მისივე მტკიცებით, ირაკლი გოგუაძე პოლიციამ გუშინ დააპატიმრა, ამის მიზეზი კი მის მიერ ხელისუფლებისა და უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა. წყაროს ცნობით, ამ დროისათვის გოგუაძის ადგილსამყოფელი უცნობია. რეჟისორის დაცვაში "წინააღმდეგობის მოძრაობის" ადვოკატები ჩაერთვებიან. ცნობისთვის, კანონმდებლობაში შეტანილი სათანადო ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც პრეზიდენტს შეაგინებს, დაპატიმრების ობიექტი ხდება. თავს კონტროლი გაუწიეთ.
  20. მაგ ლოგიკით-2003_ში ლეიბორისტებზე მეტი გინება და წყევლა-კრულვა არავის მიუღია. აღმოჩნდა, რომ ეს ერთი მუჭა ხალხი იყო მართალი დღევანდელი გადასახედიდან. მაშინ, ყველაზე სანდო ლეიბორისტები ყოფილან.
  21. მაგას სჯობია, ჩამოიაროს ელვისებურმა კომისიამ და შეამოწმოს ოჯახები, ვისაც თეთრი პური ექნება, ე.ი ჯერ მთლად არ გაღატაკებულა და მიაწვნენ ბოლომდე. ნაგავი კი არა ყველა გადასახადი, რაც შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა, მიაწერონ და ბოლომდე გააღატაკონ. ბიუჯეტიც მოიგებს და ხალხიც უფრო საკაიფოდ დაჩმორდება
  22. ra qveyana daangries წინადადება მაქვს: რადგან ნაგვის ადგილი სანაგვეშია, ამიტომ ყველა ოჯახმა თავისი ნაგავი მიიტანოს და დაყაროს მერიის წინ, სანამ ამ ნაგვურ კანონს არ გააუქმებენ.
  23. რადგან დღევანდელი პოლიტიკა უხვადაა გაჯერებული პოლიტიკური მეძავობით, შევქმნათ ახალი განყოფილება, სადაც ბოზებზე ვილაპარაკებთ, პოლიტიკური დატვირთვით. სათაურიც შერჩეული მაქვს: პოლიტიკური ბორდელი. პ.ს. მოვიწვიოთ სტუმრებიც: ახლები, ქრისდემები, ჩვენ თვითონ და მანამდე სხვებიც გამოჩნდებიან.
  24. მასწავლებელი: ბავშვებო, გასაღები დავკარგე და ვინმეს ხომ არ გინახავთ? მიხოს შვილი: მამაჩემს ჰკიდია ..ეზე. ???????? ეგრე თქვა; ყველაფერი ..ეზე მკიდიაო.
×
×
  • შექმენი...