Jump to content
Planeta.Ge

mtidan

პლანეტელი
  • პოსტები

    3.462
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    24

ყველა პოსტი mtidan

  1. საქართველო არც ცოცხლების სიაშია არც მკვდრების.
  2. „თუ კი, ადრე ჩვენ მტრებს ვეძებდით სხვადასხვა ერთეულ თავადებში, დღეს უშუალოდ ხელისუფლება გახლავთ საკუთარი ხალხის მტერი. რა თქმა უნდა, თუკი ეს ხელისუფლება მოიაზრება ჩვენს ხელისუფლად. მე ვფიქრობ, ეს ხელისუფლება რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არის, სწორედ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ზედმეტად და კარგად ზრუნავენ თავიანთი სომხური ქვეყნისათვის. გამოსავალია ის, რომ ერი და ბერი, ხელიხელჩაკიდებულნი დავდგეთ ჩვენი ტაძრების ირგვლივ. ქუჩაში კი არ გამოვიდეთ და ვიწანწალოთ, არამედ ტაძრების ირგვლივ მოვიყაროთ თავი და საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით და ყოველთვის დავიცავთ დედა ეკლესიას, მამულს, ენას, სარწმუნოებას“, - გვითხრა მამა ვახტანგმა. http://www.presage.tv/?m=society&AID=5672
  3. აბანოს მეპატრონეებს, ღამის 3 საათზე გული რომ აუჩუყდა ყველას ერთად და აბანოები სახელმწიფოს აჩუქეს, იგივე ვარიანტია.
  4. ძუკუ თვით თავგადაკლული ნაციონალების მხარდამჭერი სოსო ცინცაძეც კი აღშფოთებულა: სოსო ცინცაძე: „ბუმერანგის პრინციპით ვიმკით იმას, რაც დავთესეთ“ – მთავარი საფრთხე გრიგორიანელებისგან გველის. არ გამოვრიცხავ, არცთუ დიდი დროის შემდეგ სომხური ეკლესია ამ კანონის საფუძველზე მოგვთხოვს იმას, რაზეც ქართულმა ეკლესიამ ორი კვირის წინ გარეგინს უარი უთხრა. სრულად:http://www.presage.tv/?m=politics&AID=5671
  5. აბა აქეთ; კარგი მძ..ერის სუკები იაფად- დაიძახებს ხორცის გამყიდველი.
  6. წმინდა ეჩმიაძინი სააკაშვილს მადლობას უხდის და თვლის, რომ შემდეგი ეტაპი სომხური ეკლესიის ქართული ეპარქიისთვის 6 ეკლესიის დაბრუნება იქნება 17:36 06.07.2011 [პირველი] წმინდა ეჩმიაძინი სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება და მადლიერებას გამოხატავს პრეზიდენტ სააკაშვილისადმი იმის გამო, რომ მან ამ საკითხში სომხური სამოციქულო ეკლესიისადმი შემხვედრი ნაბიჯი გადადგა. ეჩმიაძინის პრეს-მდივნის ვარგამ მელიქიანის განცხადებით, "ეს პროცესი გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმების შედეგად განხორციელდა". "ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიაღწიეს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიისა და ამ ქვეყანაში სომხური სათვისტომოს წინაშე მდგომი საკითხები ეტაპობრივად გადაწყდებოდა. პირველ ეტაპზე სომხეთის სამოციქულო ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს", - განაცხადა მელიქიანმა. რაც შეეხება საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს პოზიციას, მელიქიანის თქმით, "ჯერ კიდევ გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტის დროს ილია მეორე ამ საკითხის განხილვის გადატანის ინიციატივით გამოვიდა". მისივე აზრით, "ქართული ეკლესიის შეშფოთება არა იმდენად სომხური სამოციქულო ეკლესიისა და სხვა ტრადიციული ეკლესიებისთვის სტატუსის მინიჭებას შეეხება, რამდენადაც სექტებს, რელიგიურ ორგანიზაციებსა და მიმდინარეობებს". "საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში სწორედ ეს ჩანს" – მიიჩნევს მელიქიანი. კითხვაზე, იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის სომხური ეკლესიების დაბრუნების საკითხი, მელიქიანმა განაცხადა: "შემდეგი ეტაპი სწორედ სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიისთვის სომხური ეკლესიების დაბრუნებას ითვალისწინებს, რათა ეპარქიამ შეძლოს, სომეხ ხალხს სრულფასოვნად ემსახუროს და ამ ეტაპზე საუბარი 6 ეკლესიაზეა".http://www.presage.tv/?m=news&NID=12277
  7. სომხებს პრეტენზია აქვთ 300-მდე ქართულ ეკლესიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე. მერე მოითხოვენ მათ გადაცემას საკუთრებაში, თავისი მიწებით და საქართველოში გვექნება მეორე სომხეთი. პარლამენტი და მიშა ყველაფერს გაუპრავებენ კანონით. გვაწყობს?
  8. ეგვიპტეში ქრისტეშობიდან 46 წელს ქალაქ ალექსანდრიაში ვინმე ორმუსმა შექმნა სექტა, რომელშიც გააერთიანა ზარატუსტრას, გნოსტიციზმის, ოკულტიზმის, იუდაიზმისა და ქრისტიანული მოძღვრებები. ამ სექტას, რომელსაც მან ,,ხელდასხმულთა ახალი ორდენი’’ უწოდა, შეუქმნა სპეციფიური სიმბოლო _ წითელი (შესაძლებელი იყო ვარდისფერიც) ჯვარი. გამომდინარე აქედან, წითელი ჯვარი სრულებითაც არ არის ქრისტიანული და, მითუმეტეს, მართლმადიდებლური, არამედ იგი მწვალებლური სიმბოლოა. რაც შეეხება წითელ ჯვარს თეთრ ფონზე, ის პირველად ტამპლიერთა ორდენის რაინდების მოსასხამზე გამოსახეს, რომელიც შემდგომში მათი გერბიც გახდა. როგორც ცნობილია, ტამპლიერები თავიანთ თავს ღიად კათოლიკე ქრისტიანებს უწოდებდნენ, მაგრამ ფარულად ისინი ატარებდნენ ღვთისმგმობ სატანურ რიტუალებს, კერძოდ, ფეხქვეშ თელავდნენ, აფურთხებდნენ და შარდით ბილწავდნენ ჯვარცმას და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, ხოლო თაყვანს სცემდნენდ ბაფომეტს _ სატანის ერთერთ განსახიერებას; ქრისტიანული სიწმინდეების წაბილწვის შემდეგ ბაფომეტის ქანდაკების ან ნახატის წინ ატარებდნენ რიტუალურ ჰომოსექსუალისტურ ორგიებს. 1190-იან წლებში ტამპლიერებმა იერუსალიმში დაიწყეს ანალოგიური ნახევრადსამხედრო-ნახევრადრელიგიური ორდენის შექმნა სახელწოდებით ,,ტევტონის რაინდების ორდენი’’, რომლებიც XIII ს-ის შუა წლებში დამკვიდრდნენ ჩრდ. აღმ. ევროპაში პრუსიიდან ფინეთის სრუტემდე. ტევტონებიც ტამპლიერების ანალოგიურ სატანურ რიტუალებს ატარებდნენ იმ პატარა განსხვევებით, რომ მათი ჯვარი შედარებით პატარა იყო _ ზუსტად ისეთი, როგორც დღეს ნაცმოძრაობის დროშის კუთხეებშია გამოსახული.(მოგვიანებით ტევტონებმა ჯვრის წითელი ფერი შავით შეცვალეს). ტევტონებმა დიდი გავლენა იქონიეს გერმანიის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამიტომ, როდესაც 1933 წელს გერმანიის სათავეში მოვიდნენ ფაშისტები ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, მათ გერმანიის უმაღლეს ჯილდოდ დააწესეს ,,რკინის ჯვარი’’, რომელიც ტევტონის ორდენის ჯვრის ანალოგიური იყო და რომელსაც გამოსახავდნენ, თვითმფრინავებზე, ჯავშანტექნიკაზე და სხვა და სხვა სამხედრო შტანდარტებზე. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, მან არა მარტო ჯვრები გადაიღო ტამპლიერებისა და ტევტონებისაგან, არამედ, ფაშისტების მსგავსად, თავისი პარტიული დროშა სახელმწიფო დროშად გამოაცხადა. ნაციონალები კი დღემდე უმტკიცებენ ქართველ ხალხს, რომ ეს არის ნამდვილი ძირძველი ქართული დროშა და ამ მტკიცებულებას იმით ამყარებენ, რომ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ნაპოვნია ქვაზე ამოტვიფრული ასეთი ხუთჯვრიანი სიმბოლო, რომელიც თარიღდება XII ს-ით. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ დავით აღმაშენებელი მონაწილეობდა ჯვაროსნულ ომებში ტამპლიერთა და ტევტონთა გვერდით, ამის შემდეგ კი, როგორც ისტორიული წყაროებით არის ცნობილი, დავით აღმაშენებლის დასახმარებლად 100 ფრანგი ჩამოვიდა, რომლებმაც დიდგორის ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ ისმის კითხვა: თუ კი მართლაც სურდათ ფრანგებს ქართველების დახმარება, რისი გაკეთება შეეძლო იქ ას ფრანგს, როდესაც ათობით და ასობითათასი მებრძოლის შეტაკებას ეხებოდა საქმე? ასი ფრანგი ამ ბრძოლის ბედს ნამდვილად ვერ შეცვლიდა. ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ მათ სულ სხვა მიზნები ამოძრავებდათ, კერძოდ ის, რომ საქართველოში ტამპლიერთა და ტევტონთა სატანური სიმბოლოები დაემკვიდრებინათ ხუთჯვრიანი დროშის სახით. რაც შეეხება ხავერდოვანი რევოლუციის მეორე, კიდევ უფრო მომხიბლავ, რომანტიულ და ძალზე მნიშვნელოვან სიმბოლოს _ ვარდს! მას არანაკლები დატვირთვა ჰქონდა ამ რევოლუციაში; ვარდი, როგორც სიმბოლო, რომელსაც ხშირად იყენებენ ოკულტისტები, ეზოთერიკოსები, მასონები, ნიშნავს დასრულებულობას, სისავსეს, სრულყოფილებას. ამ თვისებებთან ასოცირდება მისტიური ცენტრის, გულის, დანტეს სამოთხის, შეყვარებულის, ვენერას და ა. შ. იდეები. ამ სიმბოლოს გამოყენებით ხავერდოვანი რევოლუციის ფარულ რეჟისორებს სურდათ მიენიშნებინათ საქმეში ჩახედული ხალხისათვის, რომ ვარდების რევოლუცია ნიშნავს სამყაროს მისტიურ ცენტრამდე ანუ სრულყოფილებამდე მისვლას, საქართველოში დანტე ალიგიერისეული სამოთხის შექმნას. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ აქ ერთი რამ არის ძალზე მნიშვნელოვანი _ სინამდვილეში ეს სამოთხე ყველასთვის კი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, არამედ რჩეულთათვის ანუ უმცირესობისათვის. ნაცმოძრაობის ელიტამ მართლაც შეიქმნა სამოთხე საქართველოში. თუ კი ისევ ეგვიპტეში დავბრუნდებით, იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ორმუსმა მის მიერ შექმნილი სექტის სიმბოლოდ არჩეულ წითელ ჯვარს დაუმატა ვარდი http://s48.radikal.ru/i121/1004/11/9c729f27cf13.jpg http://s48.radikal.ru/i121/1004/11/9c729f27cf13.jpg http://s19.radikal.ru/i192/1004/04/3d2e8f4ec067.jpg http://georgianpeoples.com/print.php?lang=geo&news_id=1290
  9. ცოტა მეტად დაუკვირდით, რაზეა საუბარი. ამდენი დათმობებით შემოგვეფცქნა ქვეყანა ხელში.
  10. თომას დე ვაალი: "საქართველოს მმართველ ელიტასა და ეკლესიას შორის ფარული დაპირისპირება არსებობს" http://www.presage.tv/?m=news&NID=12144 კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტის თომას დე ვაალის შეფასებით, "საქართველოს მმართველ ელიტასა და ეკლესიას შორის ფარული დაპირისპირება არსებობს". როგორც ვაალი თავის ანგარიშში "საქართველოს არჩევანი" წერს, "ეს ფარული დაპირისპირება დროდადრო თავს მეორეხარისხოვან საკითხებთან მიმართებაში იჩენს". "სოციალურად ლიბერალურ და დასავლეთში განათლებამიღებულ დღევანდელ მმართველ ელიტას საქართველოს ეკლესიასთან თბილი ურთიერთობა არ აქვს, თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი პატრიარქს სათანადო პატივისცემით ეკიდება და მას შვილიც მოანათვლინა. 2010 წლის აგვისტოში, როცა პატრიარქთან ერთად ცერემონიას ესწრებოდა, პრეზიდენტმა თქვა: "ჩვენი სახელმწიფოებრიობა და რწმენა განუყოფელია, ჩვენს გვერდით საქართველოს პატრიარქი დგას, ის ჩვენი უძლეველობის სიმბოლოა". მაგრამ ფარული დაძაბულობა, რომელიც მმართველ ელიტასა და ეკლესიას შორის არსებობს, დროდადრო მაინც იჩენს ხოლმე თავს ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ახალგაზრდების ზნე-ჩვეულებები, მორალი, განათლების რეფორმა თუ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. ეს მიგვანიშნებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ალბათ, ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც დღევანდელ საქართველოში მთავრობასთან დაპირისპირება ძალუძს, მაგრამ ეს დაპირისპირება უმეტესად მეორეხარისხოვანი პრობლემების გარშემო ხდება",- წერს ვაალი და დასძენს, რომ "საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ეკლესიას 1977 წლიდან უდგას სათავეში, პრაქტიკულად ხელშეუხებელია და საზოგადოებაში 90%-იანი მხარდაჭერით
  11. გარეგინი მაგისთვის იყო ჩამოსული, რომ ეგ სტატუსი მიეღო. მიიღო კიდეც. კიდევ გაუგებარია რამე? შენ მეზობელს რომ შენს ოჯახში იგივე უფლება მისცენ, რაც შენ გაქვს, მოგეწონება?
  12. რა ყველა სარწმუნოებას საქართველოში მოუნდა იურიდიული სტატუსი. ვინმე ავიწროვებდა? აქ სხვა ამბავია.
  13. არასრულწლოვანია და ეგრე გაიმეტებენ? პ.ს დურუ ხურცილავა გამახსენა მაგ ბიჭმა. ჯიგარ.
  14. გურამ შარაძე გადააყოლეს მაგ დროშას: ამბობდა და ამტკიცებდა მასონური დროშააო. ისე, ქრისტიან დემოკრატები ჰქვია თარგამაძის პარტიას. იმდენი მაგათი დეე..
  15. იურიდიულად, ქრისტიანული და ყველა სხვა დანარჩენი ეკლესიები, ერთ რანგში გადიან.
  16. ილია მეორე - აუცილებელია რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა შეჩერდეს 21:32 04-07-2011 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიაჩნია , რომ აუცილებელია შეჩერდეს საქართველოში რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა. ამის შესახებ პატრიარქის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს, საპატრიარქოში ჟურნალისტებს მამა გიორგი ზვიადაძემ გააცნო. "მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა - მეორე და მესამე მოსმენა და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები, თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესიისა და მთლიანად ხალხისთვის სრულიად მოულოდნელად, საქართველოს პარლამენტმა 1-ელ ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. "თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლა-პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ქართული ეკლესიის სტატუსის განხილვა დაწყებულა. პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც "გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან. კერძოდ, რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, მუსლიმანთა თემი, იუდეველთა თემი და საქრთველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია". კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური.
  17. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ნაღდი ქართველი კაცის განსახიერება იყო.
  18. ეგ ის პრომეთე ხომ არ არის, მიშას რომ უთხრა: ერთი დაბმული არ ვიყო, მე შენი .........
  19. დონ კარედოს დავესესხები: 8 ლარად, ბენზინი და ასანთი ეყიდა-უფრო მეტი ეფექტი ექნებოდა.
  20. საბაზრო ეკონომიკის ოქროს წესია: როცა საქონელი ბევრია, ფასიც ეცემა. რაც მეტი ბოზი იქნება, ფასიც დავარდება.
  21. კიკუმაც ფულის გულისთვის გაიხადა. 500 000 კიდევ რომ დაუმატონ, ეს პარტიებიც გაიხდიან.
  22. ხალხში უკვე ისეთი უნდობლობაა პარტიების მიმართ, რომ ძნელია დაარწმუნო ვინმე, რომ შენც გამყიდველი არა ხარ. აქ უფრო სხვა ვარიანტია მოსაფიქრებელი. მე უფრო მგონია, რომ მოხდეს სტიქიური, სასოწარკვეთილი ხალხის გამოსვლა, რომლებსაც 26 მაისს მოანატრებენ.
  23. ვერას ყოვედღე ხვდება ტყუპი კვერცხები.
  24. თუ ქალია მინისტრი გასაგებია, მაგრამ თუ კაცი იქნება მინისტრი, მაშინ არ ვიცი. ოქრუაშვილი რატო დანიშნეს ერთი დღით, ეგაც ვერ გავიგე.
×
×
  • შექმენი...