Jump to content
Planeta.Ge

mtidan

პლანეტელი
  • პოსტები

    3.462
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    24

ყველა პოსტი mtidan

  1. მეოთხედ რომ მიეცეს საშუალება-მეოთხედაც გაყიდის.
  2. ყველამ კარგად ვიცით, რომ აფხაზები რუსეთის წინააღმდეგ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგავენ, ე.ი რუსებსაც აწყობს? ადრე აფხაზების ლოზუნგი იყო: ტბაში დაღრჩობას, ზღვაში დაღრჩობა გვირჩევნიაო. (ტბა-საქართველო. ზღვა-რუსეთი).
  3. ოქრუაშვილის გამოსვლა, ეს იყო შემორჩენილი კუნძულ-ოპოზიციის ჩარეცხვის მცდელობა.
  4. უყვარს ფული და რა ქნას? ბატი კომშით. ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა.
  5. ჩილეში 2 მეტრი თოვლი მოვიდა და ერთი გუნდა რა გახდა.
  6. სომხები გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვენ. "საინტერესოა, თუ თავისსავე ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსი არ ადარდებს, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ეკლესია რატომ ანერვიულებს..." "სომხეთში გარეგინ II-ის საწინააღმდეგო განწყობა დღითიდღე იზრდება. ადგილობრივ გამოცემებში სომეხთა კათალიკოსის წინააღმდეგ ერთმანეთის მიყოლებით დაიბეჭდა სტატიები. ამჯერად გარეგინ II-ის საწინააღმდეგო კამპანია სოციალურ ქსელ ფეისბუკზეც დაიწყო. როგორც ინტერნეტპორტალი "პანარმენიან.ნეტი" იუწყება, სომეხი საზოგადოება სრულიად სომხების კათალიკოს გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვს. ინტერნეტპორტალის ინფორმაციით, სოციალური ქსელ ფეისბუქში შექმნილია სპეციალური ჯგუფი. ამ ჯგუფს ასე ჰქვია: "ჩვენ ვითხოვთ კათალიკოსის გადადგომას", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით სომხები გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვენ. "იმ მომენტში, როცა "პანარმენიან.ნეტი" ამ ინფორმაციას ავრცელებდა, ჯგუფში 67 ადამიანი იყო გაერთიანებული. ასევე გვერდის ავტორებმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს დაუსვეს კითხვა: "უნდა განიკვეთოს თუ არა სრულიად სომხების კათალიკოსი გარეგინ II სომხეთის სამოციქულო ეკლესიიდან?" - ამ კითხვას 1560 მომხმარებელმა დადებითი პასუხი გასცა, უარყოფითი პასუხი მხოლოდ 221 ადამიანს ჰქონდა. გვერდის შექმნისა და გარეგინზე განრისხების მიზეზი სომეხთა კათალიკოსის განცხადება გახდა - მან თქვა, რომ "მთებში მდებარე ეკლესიები არ აღელვებს". სომეხთა კათალიკოსმა ეს განცხადება სანაჰინის სამონასტრო კომპლექსის აღდგენის საკითხზე საუბრისას გააკეთა. ამ განცხადებას სომხურ საზოგადოებაში მართლაც სამართლიანი პროტესტი მოჰყვა, რადგანაც წარმოუდგენელია, კათალიკოსს სამონასტრო კომპლექსის ბედი არ აღელვებდეს", - აღნიშნავს გამოცემა. "მოგეხსენებათ, რომ სომხური მხარე ამ ეტაპისთვის ექვსი ეკლესიის გადაცემას გვთხოვს. აქედან ხუთი თბილისში მდებარეობს, ერთი კი ახალციხეში. საინტერესოა, თუ თავისსავე ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსი არ ადარდებს, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ეკლესია რატომ ანერვიულებს? ერთ-ერთი სადავო ეკლესია სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს. სადავო ეკლესიებზე იყო სასაუბროდ ჩამოსული ის საქართველოში. ამ ეკლესიების გადაცემა მან საკმაოდ უხეში ფორმით მოითხოვა. თუმცა საპატრიარქოში არაფერი გაუვიდა. ჩვენმა პატრიარქმა საკმაოდ ნათლად განუმარტა, რომ სომხურ მხარესაც აქვს გადმოსაცემი ქართული ეკლესიები", - დასძენს გამოცემა. "როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, გარეგინმა რაღაცები ჩააწყო ხელისუფლებასთან. ამის გამო საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფლება კინაღამ ერთმანეთს დაეტაკა. გარეგინს კი თურმე თავის ტერიტორიაზე მდებარე, მართლაც სომხური წარმოშობის სამონასტრო კომპლექსი არ ადარდებს. საქართველოში მის ვიზიტს იქაურ მედიაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. გამოცემა "არავოტმა" ის იმ უზრდელობისთვის გააკრიტიკა, რომელიც მან ჩვენს პატრიარქთან შეხვედრის დროს გამოიჩინა. "არავოტი" აღშფოთდა, რომ ის ასაკით უფროს ილია II-ს შენობით ესაუბრებოდა და თავი როგორც რიგით მაფიოზს, ისე ეჭირა", - წერს სტატიის ავტორი http://geo.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/175323-21072011.html
  7. ეჭვი მაქვს, რომ სომხები მაგ ტერიტორიაზე ეკლესიის აშენებას მოითხოვენ და მთელ ტერიტორიას დაითრევენ.
  8. პაპაჩემი ამბობდა ხოლმე: ძაღლი 9 ლეკვს აჩენს, ცხვარი ერთ ბატკანსო. ძაღლების ფარა არ მინახავს, ცხვრის ფარა მინახავსო.
  9. მალე ალბათ ინდოეთში რომ რიქშას დაარბენინებენ, ის იქნება მაგარ ხოდში.
  10. ყველა პარტიას უპირებენ ყიდვას: ზოგი ადგილზე გაიყიდა ჩალის ფასად, ზოგიც ცოტა ძვირად. ლეიბორისტების ყიდვა უნდათ, უფრო სწორად ჩაძირვა და ამისათვის იყენებენ რუსეთში მოღვაწე მიშისტებს. შალვა ეგეთ იაფფასიან ტრიუკზე არ ავარდება.
  11. ალბათ ამათთვის. Миллионы китайцев бегут из своих домов http://www.vseneprostotak.ru/2011/07/millionyi-kitaytsev-begut-iz-svoih-domov/
  12. რა მოხდა ბათუმში სტინგის კონცერტის შემდეგ - "აუზში სააკაშვილს მომღერალი გოგონასკენ ხელი წაუწევია - უნდა "გაგსინჯო", სი ბემოლს თუ აწევო..." "მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ჯურღმულებში სამი ფოტორეპორტიორის გამომწყვდევისა და ვერა ქობალიასა და ნათია ბანძელაძის მოულოდნელი ავადმყოფობის მიზეზი გაშიფრულია... სტინგის კონცერტიდან მეორე დღეს ნაქეიფარმა, დრონატარებმა და ნაკუნტრუშებმა "ნაცელიტამ" მიხეილ სააკაშვილის თამადობით, "პახმელიაზე" გამოსვლა უშველებელ აუზში დგაფუნითა და ნებივრობით გადაწყვიტა, მაგრამ იმ აუზში რა მოხდა და ერთსა და იმავე დღეს ასე ასტრონომიული სიზუსტით რატომ დაემთხვა ერთმანეთს ფოტორეპორტიორების დაპატიმრება, საავადმყოფოში ვერა ქობალიას სასწრაფოდ გაქანება, ნათია ბანძელაძის ტვინის შერყევა და გიორგი ბარამიძის ფეხის მოტეხვა ჩვენთის უცნობი დარჩა. ფოტორეპორტიორები რომ 26 მაისის ფოტოების გამო იტანჯებიან, სიმართლესთან ძალიან ახლოს დგას, მაგრამ ვინც მიშას სულსწრაფობის ამბავი იცის, ალბათ, დამეთანხმება - რომ არა სხვა დამატებითი მიზეზი, სააკაშვილი თვენახევარზე მეტს არ დაიცდიდა. როგორც ჩანს, სააკაშვილი ფოტორეპორტიორების თუ ფოტორეპორტიორის გადაღებულმა სხვა - პიკანტურმა კადრებმა უფრო შეაშფოთა", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით "ამის თქმა და ამ მომღერალ გოგონას სააკაშვილი დატაკებია...". "მაინც რა მოხდა ბათუმში ისეთი, რომ ვინ იმ ავადსახსენებელ აუზში ვინც ჩავიდა, ზოგი ტვინის შერყევის დიაგნოზით გამოაქანეს თბილისისკენ, ზოგი "კასტილებით", დაფეხუცობს, თურმე, მთავრობის სხდომებზე, ხოლო ზოგი საავადმყოფოში ისე საგულდაგულოდ გადამალეს, ეგონათ გადავრჩით, ამას ეშმაკიც ვერ მიაგნებსო, მაგრამ მიშას "გესტაპოს" კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მოკლედ, როგორც სანდო წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა, სტინგის კონცერტის დამთავრების შემდეგ, მეორე დღეს, ბათუმურ აუზში დიდი ამბები დატრიალებულა. კერძოდ, სააკაშვილს დაცვა დაუთხოვია და ჯერ კარგა გვარიანად უსვამს და უჭამია აუზში - "პახმელიაზე" გამოსულა, მაგრამ ნათქვამია - გადაჭარბებული არაფერი ვარგაო და მიხეილ-ფაშასაც სიმთვრალე შებრუნებია. ხალხი აუზიდან ნელ-ნელა გაკრეფილა, არიქა ჩვენს მამა-მარჩენალს ნეტარება არ დავურღვიოთო. ერთი სიტყვით ასე დარჩენილან მიშა და ერთი მომღერალი გოგონა აუზში მარტო...", აღნიშნავს გამოცემა. "ეს რომელი მომღერალი გოგონა ყოფილა იცით? - ის კი არა, რომელთან ერთადაც სულ ცოტა ხნის წინათ სააკაშვილი ყვარლის ტყეში 4 საათის განმავლობაში მარტოდმარტო იყო გაუჩინარებული და დაკარგულებს ვანო მერაბიშვილის მთელი საძაღლეთი ეძებდა, არამეს სხვა მომღერალი... მიშაც და გოგონაც ლეიბებზე ყოფილან წამოწოლილინი და აჭარის მზეს ეფიცხებოდნენ. თურმე სააკაშვილს გოგონასკენ ხელი წაუწევია - აქაოდა აქ მოდი, უნდა "გაგსინჯო", სი ბემოლს თუ აწევო! ერთი სიტყვით ნაქეიფარმა და უკვე შექეიფიანებულმა მიშამ გოგონას აუზშივე დაუპირა "მიტყვარჩელება", რასაც თურმე ქალის საშინელი რეაქცია მოჰყვა - რას მიშვრები, შენობაში უამრავი ადამიანია, ყველას შეუძლია დაგვინახოს, ასე რატომ მამცირებ და თავს რატომ მჭრი, სხვაგან უარი როდის მითქვამს, მაგრამ აქ ვერ დაგნებდებიო!" - აღნიშნავს გამოცემა. "მიხო-ფაშა ამაზე, თურმე, ჭრელი ნიფხვიდან ამომხტარა - უარის თქმას როგორ მიბედავო?! ამის თქმა და მომღერალ გოგონაზე დატაკება სააკაშვილს, თურმე, ერთი უქნია. გოგონა საცურაო ლეიბიდან გადმოვარდნილა და წივილ-კივილი აუტეხავს -აქეთ მიშა იგინებოდა, იქით ქალი წიკვინებდა. ამ ხმაურსა და დავიდარაბაზე შენობიდან პირველები გამოვარდნილან და მომღერალი გოგონას მიშველებას ცდილან ვერონიკა ქობალია და მიხო-ფაშას პრესსამსახურის თანამშრომელი ნათია ბანძელაძე. მოკლედ, ატეხილა აუზში "გამიშვი" და "გაგიშობ"... წივილ-კივილის ხმაზე სააკაშვილის დაცვა ელვის უსწრაფესად ადგილზე გაჩენილა და თურმე მიჩხუბრები ერთმანეთისგან ძლივს დაუშორებიათ. ქალბატონ ბანძელაძეს ამ ორომტრიალში აუზის კიდეზე, კაფელზე მიურტყამს თავი, ხოლო ვერონიკა ქობალია უშუალოდ მიშას მსხვერპლი შექმნილა და ფაშას ხელი რამდენჯერმე მთელი ძალით მოხვედრია - თურმე უბედურმა ვერამ კინაღამ აუზში დაღაფა სული. მთელ ამ ისტორიაში საინტერესო ის არის, გიორგი ბარამიძეს რა მომაენტში და რომელ შეტაკებაში ვინ მოტეხა ფეხი..." - წერს სტატიის ავტორი. "ახლა კი ყველაზე მთავარი - წყარომ რამდენჯერმე დაბეჯითებით გაგვიმეორა, რომ ბათუმის აუზში ატეხილი აყალმაყალი ფოტორეპორტიორის კამერამ დეტალურად აღნუსხა და დააფიქსირაო! თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ძალიან ადვილად შეიძლება იმის ახსნა, რატომ დააპატიმრეს ფოტორეპორტიორები სწორედ იმ დღეს, როცა ბათუმიდან ლამის ნახევარი მთავრობა ნაცემ-ნაბეგვი, ფეხმოტეხილი და ტვინშერყეული თბილისისკენ გამოაქანეს!. რუსის "ბარაბანს" არ მოხვედრია იმდენი, რასაც თქვენ მიხო-ფაშა გცემთ, თქვე უბედურებო! თქვენ უფრო მეტსაც აიტანთ, რადგან ნამდვილი "ამტანები" ხართ. თქვეს გაძლებას გაუმარჯოს!" - დასძენს სტატიის ავტორი. რა მოხდა ბათუმში სტინგის კონცერტის შემდეგ - "აუზში სააკაშვილს მომღერალი გოგონასკენ ხელი წაუწევია - უნდა "გაგსინჯო", სი ბემოლს თუ აწევო..." http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/175021-18072011.html მიშა მაგარია.!!
  13. ეგ მოლამ რომ მოატყუა ხალხი, ფლავს არიგებენო და ყველა გარბოდა. ბოლოს თვითონაც გაიქცა-იქნებ მართლა არიგებენო-ის ვარიანტია.
  14. იყიდიან გაცილებით დიდ ტერიტორიას, ვიდრე ეკლესიას ესაჭიროება და გაჩნდება ახალი სომხური დასახლებები. ერთ სომხურ საიტზე იდო ინფორმაცია, რომ სომხები გარბიან საქართველოში, რადგან კარგი ბიზნეს გარემოაო.
  15. Siknadmo მშენებელი ინჟინერი. მეორე სპეციალობაც მაქვს: ელექტრო ინჟინერი. ახლა მინდა შევისწავლო გამოყენებითი პოლიტიკა (ფულის შოვნა პარტიის შექმნის საშუალებით)
  16. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული.
  17. სვეტიცხოველში პრეზიდენტის მომხრეების მიყვანა ლევან ვეფხვაძის ცოლის ძმამ უზრუნველყო 20:11 14.07.2011 [თეონა ხარაბაძე] სვეტიცხოველში პრეზიდენტის მომხრეების მიყვანა ლევან ვეფხვაძის ცოლის ძმამ უზრუნველყო. ამის შესახებ ინფორმაცია პრესაჯი.ტვ-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა, (რომელიც ვეფხვაძის ოჯახს კარგად იცნობს), მიაწოდა იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით. როდესაც ქვეყანაში ადამიანს რაღაცის მიმართ პროტესტის გრძნობა უჩნდება და ამ პროტესტს ხმამაღლა, შიშის გამო, ვერ გამოთქვამს, ძნელია, დემოკრატია ეწოდოს. მაგრამ საქართველოში დღეს დემოკრატიად რატომღაც ის ითვლება, თუ ყველა კუთხეში „მიშა მაგარიას“ ყვირი. ის, რაც სვეტიცხოვლობა დღეს სვეტიცხოვლის ეზოში მოხდა, საზოგადოების დიდმაა აწილმა შეურაცხყოფად მიიღო, რადგან წარმოუდგენელია, რელიგიურ დღესასწაულზე ეკლესიაში სალოცავად მისული ადამიანი პრეზიდენტის სახელს ყვიროდეს და მის დანახვაზე თვალებზე ცრემლები ადგებოდეს. მითუმეტეს, თუ ორი დღით ადრე, ეს საზოგადოება ამ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საკმაოდ მწვავედ აპროტესტებდა. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ სვეტიცხოვლის ეზოში რიგითი ადამიანები იყვნენ შეკრებილნი და სააკაშვილს ხელებს უკოცნიდნენ. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ხალხი ის „სანდო“ ადამიანები იყვნენ, ვინც სწორედ იმისთვის მიიყვანეს იქ, რომ სააკაშვილით აღფრთოვანება გამოეხატათ და მადლობები ეხადათ. პრინციპში, ეს ახალი არ არის და ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის შესაგებებლად მუდმივად ხან მინაშვილის სიდედრი, ხან მსგავსი ფიგურების ახლობელი და ხან რომელიმე გამგებლის ბიძაშვილი და მამიდაშვილი მიჰყავთ. შემდეგ კი ნაციონალური ტელეარხების მიერ, ეს ისე პიარდება, თითქოს რიგითი ადამიანები ისე არიან ქვეყნის და საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილნი, რომ პრეზიდენტის დანახვისას მადლობის სათქმელად მიწაზე ხოხავენ. ამიტომაც გასაკვირი არ იყო, რომ პრეზიდენტის სვეტიცხოველში მისვლა სწორედ ამ სცენარით წარიმართა. სააკაშვილის მისვლამდე სვეტიცხოვლის ეზოში შესასვლელი დაცვამ გადაკეტა და არავის უშვებდნენ. შემდეგ უკვე შსს-ს „პიკაპებით“ მოიყვანეს ხალხი და შესასვლელთან ჩამწკრივდნენ. (ცნობისთვის, ასეთ მანქანაში ოცამდე ადამიანი ეტევა). სვეტიცხოვლის შესასვლელთან ასეთი მანქანები საკმაო რაოდენობით იყო გაჩერებული. რა თქმა უნდა, ამ მანქანებში სპეცტანსაცმლიანი არავინ მჯდარა და მათი ძირითადი ნაწილიც ისე იყო ჩაცმული, რომ მორწმუნე მრევლს დამსგავსებოდა. მაგრამ, ამ ხალხის ეზოში შეყვანას და კონკრეტულად იმ ადგილას განლაგებას, სადაც პრეზიდენტს უნდა გაევლო შსს-ს მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობდნენ. ცხადია, არც ეს არის გასაკვირი, რადგან ასეთ რამეებს უკვე მიჩვეულები ვართ. მაგრამ, როგორც ჩვენი წყარო ირწმუნება, ამ ოპერაციას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის ცოლის ძმა მირიან ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. მირიან ჩიქოვანი შსს-ში კუდის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია და სწორედ მისი მითითებებით მოქმედებდნენ იქ მიყვანილი ადამიანები და იგი ანიშნებდა, ვინ უნდა მოხვეოდა სააკაშვილს და ვინ არა. თუკი ლევან ვეფხვაძის ცოლის თანამდებობას გავითვალისწინებთ, რომელიც წლების განმავლობაში გია ბარამიძის პრესსამსახურის ხელმძღვანელად მუშაობს და ყველა იმ სტრუქტურაში ეს თანამდებობა უკავია, სადაც ბარამიძე ინიშნება, მისი ძმის შსს-ში თანამდებობაზე ყოფნა გასაკვირი ნამდვილად აღარ არის. ჩვენ დავინტერესდით, რა რეაქცია ჰქონდა ლევან ვეფხვაძეს ამ ყველაფერზე, მაგრამ იგი ტელეფონის ზარებს დაჟინებით არ პასუხობდა. http://www.presage.tv/?m=politics&AID=5820 რეჟისორიც და მსახიობებიც ცნობილია.
  18. იაფი დაზღვევის პროგრამა, როდესაც ხალხს ხელფასიდან იძულებით უკავებდნენ ფულს-საერთოდ აღარავის ახსოვს. ფული კი კონკრეტულ ანგარიშზე დაჯდა.
  19. ნეტავი ვის აყრიან თვალში ნაცარს. ყველამ უკვე ნაცრის საწინააღმდეგო სათვალე ვიშოვეთ.
  20. კინოფილმი, უძინართა მზე, იქ არის მომენტი: სიძე იმენნა თავის ქორწილში უნდა იცემოს 20 000 მანეთად. იქნებ მაგ მამაომაც ფული აიღო?
  21. უცხო_პლანეტელი მე ვიგულისხმე დრო ჩამორჩა 15 წუთით. თორემ იგივე სწერია მაგ საიტზეც. სად არის დეზინფორმაცია და სჯობია ნუ პროფესორობ.
  22. ერთი საოცრება: საათები 15 წუთით ჩამორჩა. Итальянский вулкан заставил часы идти быстрее 11 07 2011 Опубликовано: Asistent Извержение вулкана Этна ночью 9 июля на острове Сицилия произошло извержение вулкана Этна. Хотя это уже пятый выброс пепла за текущий год (перед этим вулкан «дымил» в мае), ученых насторожил интересный феномен. Оказалось, что у жителей Сицилии часы начали торопиться на 15 минут. Причем это касается как механических, так и электронных будильников. Не остались в стороне и компьютеры. Выяснилась такая ненормальность по причине того, что сицилийцы стали приходить на работу раньше положенного времени. Даже была создана страница в Facebook, где удивленные итальянцы сверяли часы. Причем сицилийцы сразу же стали искать виноватых. Ими «оказались» иностранцы, полтергейст, солнечные вспышки и даже поврежденный подводный кабель, который связывает остров и Италию. А ученые пытаются найти взаимосвязь между извержениями и «часовым провалом», пишет newsland.ru
×
×
  • შექმენი...