http://medianews.ge/index.php/ka/content/44661/აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში „დედაენის კოშკი“ დაიდგმება. როგორც „მედიანიუსს“ ბათუმის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რა თანხები გამოიყოფა ქალაქის ბიუჯეტიდან კოშკის მშენებლობისათვის. ამჟამად, პროექტი ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგოს ხელმძღვანელობით იქმნება და მასზე მუშაობა ნოემბერში დასრულდება. „დედაენის კოშკი“ 125-130 მეტრი სიმაღლის იქნება, შემინული, სადაც დამონტაჟდება ლიფტი და შენობაში განთავსდება რესტორნები და კაფე-ბარები. აჭარის მთავრობის განმარტებით, ასეთი გრანდიოზული პროექტის განხორციელება რეგიონში ტურისტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის, თუმცა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პროექტის ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. რესპუბლიკური პარტია მშენებლობას ფინანსურ დასაბუთებას მოითხოვს. აჭარაში „დედაენის კოშკის“ მშენებლობის დასრულება 2011 წლისთვისაა ნავარაუდევი. კოშკის შენებას რა უნდა?