http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/147175-11102010.html გუბაზ სანიკიძე - "4 ნოემბერს გადის ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა და "ეროვნული ფორუმი" გადადის ბრძოლის ახალ რეჟიმზე! ორგანიზებულ, შედეგზე გათვლილ, უკანდაუხეველ მიტინგებს სააკაშვილი ვერ გაუძლებს" "4 ოქტომბერს გაიმართა კონფერეცია საარჩევო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას მივეცით ერთი თვის ვადა, რომ გვითხრას ან "კი", ან "არა". დღეს ბევრი ლაპარაკობს, რომ ხელისუფლებას აწყობს, ოპოზიცია გადავიდეს დიალოგის რეჟიმშიო და ა.შ. - თუ ხელისუფლებას ეს აწყობს, მაშინ რატომ არ გამოეხმაურა ამდენ ხანს ჩვენს წინადადებას საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე? რატომ არ ჯდება ხელისუფლება სალაპარაკოდ? 4 ნოემბერს გადის ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა. ახლა მტერსაც ვეუბნები და მოყვარესაც: 4 ნოემბრიდან "ეროვნული ფორუმი" გადადის ბრძოლის სხვა რეჟიმზე. ეს არის ეროვნული დაუმორჩილებლობა, საპროტესტო აქციები, გამოსვლები თუ რაც გნებავთ, დაარქვით - აი, ამ რეჟიმში გადადის "ფორუმი", - აცხადებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: 4 ნოემბრიდან "ეროვნული ფორუმი" გადადის ბრძოლის ახალ რეჟიმზე - ეს არის ეროვნული დაუმორჩილებლობა, საპროტესტო აქციები, გამოსვლები!