planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainf244-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sain2.jpg itvს ლინკი
-
Потап и Вера Брежнева - Пронто 2010 წ. ვიდეოკლიპი View the full article
-
http://b.pix.ge/y/hrgvu.jpg მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავი, იაპონიის ნაკრებისა და მოსკოვის “ცსკა”-ს ლიდერი კეისუკე ჰონდა კვლავ მოექცა როი ჰოჯსონის ინტერესებში.როგორც Tribalfootball-ი იტყობინება “ლივერპული” აგრძელებს მოლაპარაკებას რუსებთან, რათა გაიჩარხოს ეს ტრანსფერი. მართალია “ცსკა”-ს არ უნდა დაკარგოს ლიდერი, მაგრამ როცა ასეთი დიდებული და ტიტულოვანი კლუბი გეპატიჟება, ცოტა არ იყოს უარის თქმა ძნელია. ალბათ საბოლოო პასუხი მაინც ჰონდაზე იქნება. ინფორმაციის წყარო: Live4Liverpool.com / Tribalfootball View the full article
-
ფენტეზი გოგონები ელრანის შპალიერები View the full article
-
ლეია, დაშა და მაქსი სტუდენტები არიან. მათთან ყველაფერი პირველად ხდება: სიყვარული, სექსი, შეთანხმებული სურვილები, შეცდომები, პირველი იმედგაცრუება და პირველი გახსნა... View the full article
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/sund6.jpg გთავაზობთ “ლივერპულისა” და “სანდერლენდის” მიერ ნათამაშებ ბოლო ხუთ-ხუთი მატჩის შედეგებს და სავარაუდო შემადგენლობას ეუროსპორტიდან. ლივერპული სანდერლენდი ლივერპული 2-3 ნორთჰემტონი; სანდერლენდი 1-2 ვესტ ჰემი; მანჩესტერი 3-2 ლივერპული; სანდერლენდი 1-1 არსენალი; ლივერპული 4-1 ლივერპული; უიგანი 1-1 სანდერლენდი; ბირმინგემი 0-0 ლივერპული; სანდერლენდი 1-0 მან.სიტი; ლივერპული 1-0 ვესტ ბრომვიჩი; სანდერლენდი 2-0 კოლჩესტერი; ლივერპული: მოგება 2/წაგება 2/ ფრე 1/ სანდერლენდი: მოგება 2/ წაგება 1/ ფრე 2/ სავარაუდო შემადგენლობა: რეინა ჯონსონი—კარაგერი—შკრტელი—კონჩესკი ჯერარდი—პოულსენი მაქსი———–რაული————კოული -ტორესი- View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/12/9/1228856758741/Ryan-Babel-celebrates-sco-001.jpg ესპანურ “მალაგას” ლივერპულის ორი ფეხბურთელის შეძენა სურს… “მალაგა” ეკუთვნის კატარელ შეიხს აბდულე ბენ ნასერუს, რომელსაც სურს ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს შეიძინოს “წითლების” ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჰოლანდიელი რაიან ბაბელი და ბრაზილიელი ლუკას ლეივა. წყარო: soccer.ru View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlamenti10-150x150.jpgპარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო . პროექტი დეპუტატებს იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა გააცნო, რის შემდეგაც დებატები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა შენიშვნები, რომელთა გაუთვალსიწინებლობა, მათი აზრით, კონსტიტუციურ რეფორმას აზრს უკარგავს. უმრავლსობამ კი, პროექტი “დიდი პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად და ახალი პოლიტიკური კლასის დაბადებად შეაფასა”. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlamenti11.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/freedom-150x150.jpgსარეიტინგო სააგენტო „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ 19 ადგილით წინ წაიწია და 26 პოზიციაზე გადაინაცვლა. ეს სიახლე საზოგადოებას დღეს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილამა ამცნო. თუმცა რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოს საერთაშორისო აღიარება ინვესტორთა შემცირებული აქტივობის გაზრდას და რა დგას ბიზნესის თავისუფლების უკან. ამის გარკვევას დღეს დავით გოჩიაშვილის ცდილობდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/baindurashvi.jpg itvს ლინკი
-
25 სექტემბერს, 10:30 საათზე, ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიულ კლინიკაში ავლაბარის რაიონის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 100-მდე ბავშვს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. 25 სექტემბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ახლად გახსნილ საწარმო ,,სამკერვალო სახლს”" ესტუმრება, სადაც თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის ორმოცი კურსდამთავრებული დასაქმდა. მის: კახეთის გზატკეცილი, ჭირნახულის შესახვევი №7 (“ლილო-სითის” მიმდებარე ტერიტორია) 25 სექტემბერს, 11:30 საათზე, კახეთის რეგიონში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი რთველში მიიღებენ მონაწილეობას და ყვარლის ღვინის ქარხანას მოინახულებენ. 25 სექტემბერს, 12.00 საათზე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები ბორჯომის პოლიკლინიკაში მოსახლეობის საქველმოქმედო სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებენ. საკონტაქტო პირი გოგა სორდია – 877 511 911 25 სექტემბერს, 13.00 საათზე, “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება” მთაწმინდის პარკში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას “გადავარჩინოთ სიცოცხლე” გამართავს. 25 სექტემბერს, 14:00 საათზე, სავაჭრო მოლი “ქარვასლა” და სამოდელო სააგენტო “ნატალი” “ქარვასლის” ფოიეში 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებას გამართავენ. 25 სექტემბერს, 16:00 საათზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში, ჭადრაკში აფხაზეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულებს დიპლომებსა და სიგელებს გადასცემს. 25 სექტემბერს, 17:00 საათზე, სავაჭრო მოლი “ქარვასლა” და სამოდელო სააგენტო “ნატალი” “ქარვასლის” ფოიეში “ალკოტ”-ის ქალისა და მამაკაცის იტალიური ტანსაცმლისა და ფეხსაცმელის 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებას გამართავენ. 25 სექტემბერს, 17.00 საათზე, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში გამოფენა “აკაკი ქართულ თეატრში” გაიხსნება. მის: სანაპიროს ქ. #4 იხილეთ epn.ge
-
საეკლესიო კალენდარი კვირა ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335). წინადღესასწაული უფლის პატიოსანი… ლინკი მედიანიუსზე
-
პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე’’ კანონპროექტი მიიღეს. საკითხთა ნაწილზე შეთანხმდნენ, ნაწილი კი მომავალი მოსმენისათვის გადაიდო. სხდომა დავით ბაქრაძემ გახსნა. პარლამენტის თავჯდომარემ საზოგადოებრივი განხილვის კომისიის მუშაობა დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვერ დაეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვის ვადებთან დაკავშირებულ შენიშვნას. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა წარადგინა. ამის შემდეგ კი მომხსენებლბეთან შეკითხვები და შენიშვნები საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა წარმოადგინეს. პარტია ” ქრისტიან–დემოკრატების’’ ლიდერის გიორგი თარგამაძის შეკითხვაზე, თუ როდის უნდა შევიდეს ძალაში საკონსტიტუცი ცვლილებების კანონპროექტი, ადეიშვლმა უპასუხა, რომ ეს 2013 წელს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ მოხდება. თარგამაძის განმარტებით, ამის გამო 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისევ ძველი მანდატით გაიმართება. მთავრობის დაკომპლექტების ახალი მოდელის სამართლებრივი–პოლიტიკური შესაძლებლობები კი მხოლოდ 2016 წელს გაჩნდება. თარგამაძის შენიშვნები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის დანიშვნასაც შეეხებოდა. თარგამაძის თქმით, როდესაც ყველა თვითმართველ ორგანოს საქართველოში აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი ხელმძღვანელი, აჭარის ავტონომიის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი ნიშნავს. ,,მე ვფიქრობ, რომ ეს მუხლი გადასახედია. აჭარის მოსახლეობას, ან მის წარმომადგენლობით ორგანოს უნდა ქონდეს უფლება აირჩიოს აჭარის მთავრობის მეთაური’’, – ამბობს თარგამაძე. ადეიშვილმა თარგამაძის საპასუხოდ განმარტა, რომ მთავრობის მეთაურს ცენტრალური ხელისუფლება არ ნიშნავს. კანდიდატურას არჩევს აჭარის არჩევითი ორგანო და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება ამტკიცებს. იუსტიციის მინისტრს მიაჩნია, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ქონდეს უფლება აჭარის ავტონომიური ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს. საპარლამენტო ფრაქციის წევრის, გია თორთლაძის შეკითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უკავშირდებოდა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით მოსამართლეები, გარდა უზენაესი სასამართლოსი, უვადოდ დაინიშნებიან თანამდებობებზე. ,,როცა ვსაუბრობთ, რომ სასამართლოების ნდობისა და მოსამართლეების თავისუფლების ხარისხი აიწევა, თუ მოსამართლეებს უვადოთ დავნიშნავთ. მაშინ რატომ არ ვნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც უვადოდ?’’, – ამბობს თორთლაძე. პაატა დავითაიაც ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში აქცენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე უნდა გაკეთდეს. თორთლაძის თქმით, საჯარო განხილვაზე მისმა პარტიამ გამოთქვა შენიშვნები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, რაც კომისიის სხდომაზე არ განიხილეს. ზურაბ ადეიშვილის განმარტებით, თუ პარტია შენიშვნის ზუსტ განმარტებას გააკეთებს, შესაძლებელი იქნება ამ საკითხის მომავალ მოსმენაზე განხილვა. სხდომაზე შენიშვნა გამოთქვეს კონსტიტუციის 72–ე მუხლთან დაკავშირებით. გია თორთლაძე და ,,ქრისტიან–დემოკრატების’’ წევრი ლევან ვეფხვაძე ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი მართველობის ახალ ფორმას გვთავაზობს, სადაც პრეზიდენტს არბიტრის როლი უკავია, ამიტომ სრულიად დაუშვებლად მიიჩნევენ პრეზიდენტი იმავდროულას პარტიულ საქმიანობას ეწეოდეს. ადეიშვილს კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული ვერ იქნება, რადგან ის პირდაპირი წესით აირჩევა და მის უკან პოლიტიკური ძალა უნდა იდგეს. პროექტის საპარლამენტო განხილვის ვადები კვლავ დავის საგნად რჩება. ნაწილი დეპუტატებისა მიიჩევს, რომ საპარლამენტო განხილვები ნაჩქარევად მიმდინარეობს და ითხოვს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გაიმართოს. ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას 15 ოქტომბერს წარმოადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ ვენეციის კომისიასთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მჭიდროდ თანამშრომლობდა განხილვის პროცესში, ახალი კონსტიტუციის მიღება კი საქართველოსათვის ხდება და არა უცხოელი ექსპერტებისთვის. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა პარლამენტის უფლებამოსილების შესუსტებაზეც ისაუბრეს. ლევან ვეფხვაძემ მაგალითად კონსტიტუციის 59–ე მუხლი დაასახელა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის ცვლილებების პროექტით, პარლამენტის წევრს აღარ ექნება უფლება კითხვით მიმართოს ქალაქის მერსა და ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს. იუსტიციის მინისტრი დაეთანხმა ვეფხვაძეს და თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ასევე ვეფხვაძის განცხადებით ,,საქართველოს მთავრობაში 1/3 ცვლილება იწვევდა მის ნდობა–უნდობლობის საკითხის დაყენებას საქართველოს პარლამენტში. დღეს კი ვიღებთ მოდელს, რომლის მიხედვითაც პრემიერ მინისტრმა ერთ კვირაში რომ შეცვალოს ყველა მინისტრი, არანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე არ აქვს’’. ადეიშვილის განცახებით ამ საკითხთთან დაკავშირებით პარლამენტს სრული ბერკეტი გააჩნია. მისი თქმით კონსტიტუციის პროექტით თუ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ მოეწონება, შეუძლია მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. ,,ნორმა შეიცვალა იმიტომ, რომ ასე არ ხდება არც ერთ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში’’, – განაცხადა ადეიშვილმა. სხდომაზე განიხილეს პრეზიდენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის ჩამორთმევის საკითხიც. ლევან ვეფხვაძის აზრით, ვეტოსა და საკანონმდებლო ინიციატივის უფლება პრეზიდენტს ერთდროულად არ უნდა ჰქონდეს, რაც საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. ადეიშვილის თქმით, ეს საკითხი გაზიარებული იქნება უმრავლესობის მიერ. პარტია ,,ქრისტიან–დემოკრატების’’ წევრმა, ნიკა ლალიაშვილიმა გამოთქვა მოსაზრება რომ კონსტიტუციაში უნდა აღსდგეს ძველი მუხლი, რომლის მიხედვით აკრძალულია შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოების ნებისმიერი ფორმით შერწყმა. ადეიშვილმა ამას მხარი არ დაუჭირა: ,,ამ ნორმის აღდგენა მიუღებელია, რადგან, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, კარგად მუშაობს და ცვლილებას არ საჭიროებს. მთავრობას უნდა ჰქონდეს საშუალება, მოახდინოს ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება და ის არ უნდა იყოს შეზღუდული". საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ წინააღმდეგია კონსტიტუციაში ჩაიდოს დათქმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ პრემიერ- მინისტრის კანდიდატურის დაკავების შესაძლებლობა არ ექნება. ეს საკითხი სხდომაზე ,,ქრისტიან–დემოკრატებმა’’დასვეს, რაზეც ადეიშვილმა უპასუხა, რომ ,,ასეთი ჩანაწერის არსებობა გაუმართლებელია’’. იუსტიციის მინისტრმა სხდომაზე გიორგი ცაგარეიშვილის კითხვა უპასუხოდ დატოვა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, გიორგი ცაგარეიშვილს სურდა გაეგო, თუ რატომ გადაწყდა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვა პარასკევს, რიგგარეშე სესიაზე, როცა, პარლამენტის სხდომა ორშაბათს უწევდა. პარლამენტმა ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე’’ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 123 ხმით ოთხის წინააღმდეგ მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კენჭისყრების შედეგების მიხედვით, პროექტს ეწინააღმდეგებოდნენ დეპუტატები - ჯონდი ბაღათურია, კარლო კოპალიანი, გიორგი ცაგარეიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. კანონპროექტის მომდევნო საპორლამენტო განხილვის ვადა ჯერ უცნობია. სრული ინფო(netgazeti.ge)