planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საკონტაქტო პირები: გურამ როგავა (899 21 11 14) მარიკა კორკელია (855 14 15 11) გაზიარება [14:05 25-09-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TJ3LjVWznQI/AAAAAAAAEEI/_StwgmD54JI/s200/images+(1).jpgსოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, 00:01 საათზე, განმუხურის მშვიდობის ხიდზე სამშვიდობო აქცია გაიმართება. ,,გადაძახილი მსოფლიოს“ - გრანდიოზული მასშტაბის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიციაა. იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი, დიზაინერი მარიკა კორკელია ამბობს, რომ ამ ღონისძიების ერთერთი მთავარი მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ დაანახოს, რუსული აგრესიის შედეგები და ამასთანავე, აფხაზ ერს შერიგებისკენ მოუწოდოს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ომის თემაზე შექმნილი კოსტიუმები. აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შეკრებილი ადამიანები თეატრალიზებული აქციის უშუალო მონაწილეები გახდებიან. მათ თვალწინ უახლესი ისტორიის ერთერთი ტრაგიკული მომენტი გაცოცხლდება. სპეცეფექტებით ხიდზე შეიქმნება ომის იმიტაცია, ჩაქრება ლამპიონების შუქი. სპეციალურად ამ დღისთვის მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა. ქორეოგრაფიაზე ბაქარ ხინთიბიძემ იმუშავა, ღონისძიებაში მონაწილეობენ -თბილისის მოძარობის თეატრისა და ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობები, ზუგდიდელი მოდელები. სამშვიდობო აქციას ელენე ფოჩხუას „ქართული ნანა“ დაასრულებს, მომღერალი სპეციალური ტექნიკის საშუალებით 6 მეტრის სიმაღლეზე ავა. კულმინაციური მომენტისთვის მარიკა კორკელიამ გრანდიოზული სიმაღლის კაბა შექმნა, რომელზეც ერთიანი საქართველოს დროშა იქნება გამოსახული. 27 სექტემბერს, ღამის ცას მშვიდობის სიმბოლო „ცის ფარნები“ დაამშვენებს, რომელსაც ცისკენ ომში დაღუპული ქართველებისა და აფხაზების სულის პატივსაცემად გაუშვებენ და ამ ჟესტით, ქართველი ხელოვანები აფხაზებს შერიგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. პროექტს ფინანსურად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, იდეის ავტორებს განსაკუთრებული მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ გაუწია. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/200909171156-150x150.jpgზუგდიდის რაინის სოფელ ხურჩაში გუშინ რუსმა ოკუპანტებმა ქართველი მგზავრებით დატვირთული მიკროავტობუსი დაკავეს. შემთხვევის ადგილას ქართველი სამართალდამცავები მივიდნენ. მომხდარზე ოფიციალური განცხადებები დღეს გაკეთდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/xurcha.jpg itvს ლინკი
-
http://static.guim.co.uk/sys-images/SPORT/Pix/pictures/2010/9/1/1283342891051/Fernando-Torres-006.jpg მას შემდეგ, რაც “სიტის” თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ვერ შეძლო გადმოებირებინა “არსენალის” პლეიმეიკერი სესკ ფაბრეგასი, ის იმედს არ კარგავს და აგრძელებს ბრძოლას ტორესისთვის. “მანჩესტერ სიტის” პრეზიდენტი მზადაა გამოყოს 120 მილიონ ევროზე მეტი ლივერპულის ესპანელი თავდამსხმელის, ტორესისა და ბრაზილიელი ფორვარდის ალესანდრო პატოს სანაცვლოდ – იუწყება ბრიტანული პრესა. Daily Star-ის ცნობით ჯო კოულის ლივერპულში მოსვლამ და როი ჰოჯსონის დაპირებებმა ტორესზე დადებითად იმოქმედა, რის შედეგადაც მან გადაწყვიტა დარჩენელიყო “ლივერპულში,” მაგრამ ამავე დროს ტორესზე უარყოფითად მოქმედებს სხვა ფაქტორებიც: მსოფლიოში საუკეთესო ჩამშლელის მასკერანოს გუდიდან წასვლისა და პრემიერ ლიგაში ასეთი სუსტი სტარტის შემდეგ “ელ ნინიო” შეიძლება იძულებული გახდეს დატოვოს “მერსისაიდელები”. 26 წლის თავდამსხმელის გადაბარგება “ქალაქელებში” სრულიად შესაძლებელი იქნება თუ გუნდი იანვრამდე ვერ შევა 4-ეულში, რომელიც აძლევთ მათ ლიგაზე მონაწილეობის უფლებას. სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ მანჩინი სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს და ის მზადაა დაამყაროს კლუბის ტრანსფერული რეკორდი და გადაიხადოს 80 მილიონი ევრო ესპანელი ბომბარდირის სანაცვლოდ. იფორმაციის წყარო: eurosport.ru View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/SPORT/Pix/pictures/2010/9/1/1283342891051/Fernando-Torres-006.jpg მას შემდეგ, რაც “სიტის” თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ვერ შეძლო გადმოებირებინა “არსენალის” პლეიმეიკერი სესკ ფაბრეგასი, ის იმედს არ კარგავს და აგრძელებს ბრძოლას ტორესისთვის. “მანჩესტერ სიტის” პრეზიდენტი მზადაა გამოყოს 120 მილიონ ევროზე მეტი ლივერპულის ესპანელი თავდამსხმელის, ტორესისა და ბრაზილიელი ფორვარდის ალესანდრო პატოს სანაცვლოდ – იუწყება ბრიტანული პრესა. Daily Star-ის ცნობით ჯო კოულის ლივერპულში მოსვლამ და როი ჰოჯსონის დაპირებებმა ტორესზე დადებითად იმოქმედა, რის შედეგადაც მან გადაწყვიტა დარჩენელიყო “ლივერპულში,” მაგრამ ამავე დროს ტორესზე უარყოფითად მოქმედებს სხვა ფაქტორებიც: მსოფლიოში საუკეთესო ჩამშლელის მასკერანოს გუდიდან წასვლისა და პრემიერ ლიგაში ასეთი სუსტი სტარტის შემდეგ “ელ ნინიო” შეიძლება იძულებული გახდეს დატოვოს “მერსისაიდელები”. 26 წლის თავდამსხმელის გადაბარგება “ქალაქელებში” სრულიად შესაძლებელი იქნება თუ გუნდი იანვრამდე ვერ შევა 4-ეულში, რომელიც აძლევთ მათ ლიგაზე მონაწილეობის უფლებას. სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ მანჩინი სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს და ის მზადაა დაამყაროს კლუბის ტრანსფერული რეკორდი და გადაიხადოს 80 მილიონი ევრო ესპანელი ბომბარდირის სანაცვლოდ. იფორმაციის წყარო: eurosport.ru View the full article
-
http://a.pix.ge/c/p6f31.jpgჩვენს საიტზე ყოველთვის ვიბრძოდით, რომ თითოეული სტატია ყველანაირად გამართული ყოფილიყო. წახალისების და გაუმჯობესების, პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, მაღალი სტატუსი მიმინიჭებია, თუმცა დღითიდღე უფრო და უფრო უარესი შედეგი მოაქვს … მკაცრდება წესები და ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, თითოეულ სტატიის მწერალსა, თუ რედაქტორს! როდესაც იწერება სტატია, განურჩევლად ჟურნალისტისა, თუ უბრალო მომხმარებლის მიერ, ვალდებულია დასრულების შემდეგ გადახედოს თავის პოსტს და მაქსიმალურად აღმოფხვრას შეცდომები! განსაკუთრებით ეს შენიშნვნა ეხებათ იმ პირებს, რომლებიც სტატიებს რედაქტირების გარეშე აქვეყნებენ! დღეიდან, მკაცრი რეაგირება მოჰყვება მსგავს სიტუაციას – გარკვეული “შეცდომებით სავსე” რაოდენობის სტატიების მქონე წევრები დაკარგავენ სტატუსებს! ასე რომ, ყველას გთხოვთ, თუ გირჩევთ, რომ აუცილებლად გადახედეთ თქვენს მიერ დაწერილ სტატიებს და მაქსიმალურად შეასწორეთ ის, შემდეგ კი გამოაქვყნეთ. რედაქტორებს კი მინდა შევახსენო მათი სტატუსის ვალდებულაბა და ვუთხრა, რომ შეცდომების პოვნის შემთხვევაში, ეს იქნება კოლეგა რედაქტორის, ჟურნალისტის თუ სხვა წევრის პოსტი, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი შესწორება! შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული … არის მეორე და ასევე მნიშვნელოვანი თემა. ადმინისტრაციის გარჯა და შრომა, მხოლოდ შეცდომებთან ბრძოლაში არ გამოიხატებოდა, ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, საიტზე დაიწეროს ექსკლუზივები და არა გადმოკოპირებული სტატიები. დღეიდან საიტზე გადმოკოპირებულ სტატიებზე, ავტორები დაისჯებიან … წარმატებებს და ხარისხიან მუშაობას გისურვებთ http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif View the full article
-
ესპანელი ფორვარდი რაული კვლავინდებურად თვლის რომ მისი შალკეში გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. იხილეთ fanebi.com
-
http://4put.ru/pictures/max/51/158201.jpg დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე წითლები შეეცდებიან სანდერლენდი მაინც დაამარცხონ, გთავაზობთ შეხვედრის პრევიუს. http://files.myopera.com/hapnv/albums/395984/English%20Premier%20League.pngდასაწყისი: 18:00 სტადიონი:ენფილდი მასაჯები: ატველი, მ.კარინსი, რ. განფილდი, ლ. პრობერტი http://www.pricedash.com/images/logos/26524.gif ამ სეზონში რომ ლივერპულის საქმე კარგად არაა ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, გუნდს უფრო მეტი წაგება აქვს ვიდრე მოგება და ამით ყველაფერია ნათქვამი, გასულ კვირას წითლები ოლდტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდნენ, რამაც ფეხბურთელებსა და გუნდის ყველა ფანზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ ლივერპული ბრძოლაში დამარცხდა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია,გარდ ამისა ,ჩრდილში მყოფმა ელ ნინომ და სტივიჯიმ თავი გამოიჩინეს და ის სათამაშო განწყობა რომელიც მათ ასე ჭირდებოდათ დაუბრუნდათ, ეს დუეტი და არამარტო ისინი დღეს შეეცდებიან სანდერლენდის დამარცხებით ხასიათი გამოიკეთონ და ის პატარა ნაპერწკალი ,რომელიც მანჩესტერთან თამაშის დროს გაჩნდა დიდი ცეცხლით გააღვივონ. სამწუხაროდ ამ ცეცხლის გაღვივებაში მათ ფაბიო აურელიო ვერ დაეხმარება, აგრეთვე არ ვიცით როი გარისკავს თუ არა დირკ კიუიტის თამაშს, რომელიც უკვე ორი დღეა დიდი მონდომებით ვარჯიშობს. http://www.uksponsorship.com/sundfc.jpg სანდერლენდი პრემიერლიგაში როგორც ყოველთვის უცნაური და სახიფათო გუნდის სახელით სარგებლობს. გუნდს შეუძლია მაღალი დონის გუნდს ქულა წაართვას ან დაამარცხოს ის, მაგრამ მოულოდნელად რომელიმე სუსტ გუნდთან დამარცხდეს. მაგალითად ავიღოთ წლევანდელი სეზონი, გუნდმა სამი ფრე ითამაშა, დაამარცხა ლივერპულთან გამარჯვებით გაგულისებული, კარგ ფორმაში მყოფი მანჩესტერ სიტი, ორი ტურის შემდეგ კი ვესტ ბრომვიჩთან დამარცხდნენ(ამ თამაშმა ბრომვიჩელებს სტიმული მისცათ მეორე მატჩიც მოეგოთ), სანდერლენდი რომ გავარდნის კანდიდატი არაა ეს აშკარაა, ამ დასკვნის გამოტანა მათი თამაშიდან გამომდინერე ხდება. გუნდს საკმაოდ ძლიერი შემტევი ხაზი ჰყავს ბენტი, ასამოა გიანის სახით. თანაც სანდერლენდი ლივერპულზე 6 პოზიციით მაღლაა რაც წითლებმა სასწრაფოდ უნდა შეცვალონ. დღევანდელ შეხვედრას სანდერლენდი დიდი დანაკლისით ხვდება, დღევანდელ შეხვედრას გუნდის გოლკიპერი შოტლანდიელი გორდონი გამოტოვებს, უკვე ექვსი თვეა ტრამვა აწუხებს ჯორჯ მაკარტნს, აგრეთვე დიდი ტრამვა აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელს ირლანდიელ დავიდ მიელერს. სავარაუდო შემადგენლობები(Goal.coM) ლივერპულის XI: რეინა; ჯონსონი, კარაგერი, აგერი, კონჩესკი; ჯ.კოული, პოულსენი, მეიერლეში, ბაბელი; ჯერარდი; ტორესი. სანდერლენდის XI: მიგნოლეტი; ონოჰუა, ფერდინანდი, ბრამბლე, რიჩარდსონი; ჰენდერსონი, კატერმოლო, რივეროსი, მილბრანქუე; ბენტი, ა.გიანი. P.S. სანდერლენდთან განსაკუთრებით ძლიერად თამაშობს ფერნანდო ტორესი View the full article
-
<p style="text-align: center;">http://a.pix.ge/b/knmod.jpgროგორც განაცხადა სანდერლენდის ოფიციალურმა საიტმა გუნდის უფროსმა უარყო ყველა განცხადება ტორესის მიმართულებით და დარწმუნებით განაცხადა რომ საკვირაო შეხვედრაში ”შავი კატების” მთავარი ამოცანა ტორესის გაჩერებაა..მიუხედავად ლივერპულის თავდამსხმლის მიმართ დიდი უკმაყოფილებესისა მის ფორმაზე და საერთოდ გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე სტივი მიიჩნევს რომ ლივერპულის გამორიცხვა დიდი ოთხეულიდან ჯერ ძალიან ადრეა.ასევე სანდერლენდის ბოსმა განაცხადა რომ ტორესი ჯერ კიდევ ითვლება მცველების დიდ პრობლემად რაც მან დაამტკიცა მანჩესტერის წინააღმდეგ, თუმცა მისი დიდი მონდომებისა ლივერპულმა მატჩის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო.ისიც უნდა აღინიშნოს რომ ტორესმა ორჯერ მოახერხა წინა სეზონში სანდერლენდის კარის აღება. ” მას ჭირდება დრო რომელსაც არ აძლევენ იმისთვის რომ ვიხილოთ ისეთი ტორესი როგორცას ვყავით შეჩვეული, პრესა ეგრევე იწყებს ფეხბურთელის გაკრიტიკებას, გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი როგორი გოლი გაიტანა ტორესმა მეკარის მარჯვენა კუთხეში ასეთ გოლს ყველა ვერ გაიტანს ამის გაკეთება მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ.გყავდეს ისეთი ფეხბურთელები როგორიცაა ტორესი ჯერარდი კოული შეგიძლია მოუგო ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ჩვენ დიდი ენერგია გვჭირდება რომ ლივერპულს გაუწიოთ ღირსეული მეტოქეობა. View the full article
-
არქეოლოგების ჯგუფი თხრის ადამიანის ჩონჩხს სტოუნჰენჯის მახლობლად იქ კი არის რაღაც მექანიზმი რომლემაც შეიძლება კაცობრიობა გაანადგუროს..... View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nationaleinterests.jpg თომას დე ვაალი ინდოეთი, ნაურუ, ტუვალუ. რა აქვს საერთო ამ სამ ქვეყანას? ბოლო ორი, წყნარ ოკეანეში მდებარე პაწაწინა კუნძულები და მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფოებია. ჩემი გათვლით ინდოეთის მოსახლეობა 44,000-ჯერ სჭარბობს ორივე კუნძულის მოსახლეობას ერთად აღებულს. მაგრამ გაეროს გენერალურ ასამბლეაში ყველა, გარდა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისა, თანასწორია და ყველას ხმა ხმაა. ამიტომაცაა, რომ რუსულ-ქართულმა ომმა წყნარ ოკეანაში ახალი თბილი ფრონტი გახსნა. უცნაურია, მაგრამ ნაურუზე საკმაოდ ცოტა რამ ვიცი – მოსახლეობა 14,000, ფართობი – 8 კვადრატული მილი (ანუ კოლუმბიის ოლქის ერთი მერვედი). არადა, სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომლისგანაც ინტერვიუ ავიღე, მისი პრეზიდენტი იყო - ის ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში, მე კი BBC-ის ძალიან ახალგაზრდა რეპორტიორი. ასე რომ კარგი წყვილი გამოვდიოდით. 1992 წელი იდგა, მე იმ სადავო პლუტონიუმზე, რომელიც იაპონიას ზღვით მიჰქონდა სახლში, რეპორტაჟს ვამზადებდი. ნაურუ იაპონიის განრისხების რისკზე მიდიოდა, როცა აცხადებდა, რომ არ დაუშვებს ამ გემებს თავის ტერიტორიულ წ####ბში. ნახევარ მსოფლიოს შემოვურეკე იმის გასაგებად, რომ პრეზიდენტი ბერნარდ დოვიიგო მართლაც ლონდონში, კენინგსტონში იყო იმ კვირას და სიამოვნებით მომცემდა ინტერვიუს. ნაურუ აღარც ამოტივტივებულა ჩემს ცნობიერებაში 2009 წლამდე, როდესაც ის მოულოდნელად და ყველასთვის სახალისოდ იმ მეოთხე ქვეყნად იქცა, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რაღა თქმა უნდა, საქმე ფულში იყო. მაშინ, 1992 წელს ვერ ვაცნობიერებდი, რომ ღარიბი, გაბედული ნაურუ ამავე დროს რეალურად გაკოტრებული სახელმწიფოს წარმოადგენდა. მას წარსულში ფოსფატის გასაოცრად დიდი მარაგი ჰქონდა და ეს მარაგი საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა ჩიტების ნაკელით. ფოსფატის მარაგებს ბრიტანული, გერმანული და ავსტრიული კომპანიები მოიპოვებდნენ, რაც ნაურუს 1960-იან წლებში ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე დიდ შემოსავალს აძლევდა, მაგრამ მერე ფოსფატის მარაგმა გამოლევა იწყო, ლანდშაფტი განადგურდა, ხოლო შემოსავალი გაიფლანგა. 1990-იანი წლებიდან ეს პატარა სახელმწიფო ოფშორულ საბანკო სისტემებში გაეხვა. მას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ფულის გათეთრების ნავთსაყუდელად იქცა და რამდენიმე წლის მანძილზე იმ ავღანელი ლტოლვილებსაც უზრუნველყოფდა თავშესაფრით, რომელთა შენახვა თავისთან ავსტრალიას ისე არ უნდოდა, რომ მზად იყო ამის გამო საფასურიც გადაეხადა. ყველა ეს სარისკო წამოწყება ჩაცხრა და მთავრობამ უფრო საიმედო შემოსავლის სქემა არ შეიმუშავა: მან გაეროს წევრობა ნაღდ ფულად აქცია. იმიტომაა, რომ ნაურუ ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ერთდროულად აღიარა კოსვოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ისე, რომ სულ არ შეშფოთებულა პოსტ-ცივი ომის ევროპის საზღვრებზე. მან ისიც მოახერხა, რომ სცნო, მერე უარყო და შემდეგ ისევ აღიარა ტაივანის მთავრობა, რამაც ორჯერ გამოიღო შედეგად პეკინთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. მე შემიძლია მხოლოდ გამოვიცნო, თუ როგორ მოაქვს ამ მოხერხებულ ილეთებს ნაურუსთვის ფული, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღაირების შემდეგ, კუნძულის პორტების განსაახლებლად რუსეთმა ნაურუს 9 მილიონი დოლარი აჩუქა. ვაშინგტონი იმავე თამაშს თამაშობს. ნაურუ მუდმივად წინააღმდეგია გაეროს რეზოლუციისა „პალესტინის საკითხის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“, რომელიც დრო და დრო დგება დღის წესრიგში. არადა, ამ რეზოლუციაზე კენჭის ყრისას შეერთებული შტატები მარტოსულად დარჩენის ტენდენციას ამჟღავნებს. 2009 წელს 164 ქვეყანამ რეზოლუციის უახლეს ვერსიას დაუჭირა მხარი; იმ შვიდი ქვეყნიდან, რომელმაც აშშ-სთან, ისრაელთან და ავსტრალიასთან ერთად უარი უთხრა რეზოლუციას, ოთხი წყნარი ოკეანის მიკროსახელმწიფო იყო და ნაურუც მათ შორის. ახლა კი საქართველომ აღმოაჩინა, როგორ იძიოს შური ნაურუს უახლოესი მეზობლის, წყნარი ოკეანის სახელმწიფოს ტუვალუს მეშვეობით. 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავრობა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ტუვალუს მუდმივ წარმომადგენლობას ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს“. მოგვიანებით დადასტურდა,რომ საქართველომ ტუვალუში სამედიცინო ტვირთის ტრანსპორტირებისათვის $12,000 გადაიხადა, ანუ დაახლოებით 1 დოლარი კუნძულის თითოეულ მოსახლეზე. და ესეც თქვენ, ტუვალუ ერთ-ერთია იმ 50 ქვეყნიდან (სხვათა შორის, მარშალის კუნძულებთან და მიკრონეზიასთან ერთად), რომელმაც ხმა მისცა საქართველოს ინიციატივას. ამ ინიციატივის თანახმად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაადასტურა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ლტოლვილების დაბრუნების უფლება. ბუნებრივია ნაურუ (და სოლომონის კუნძულები) იმ 17 სახელმწიფოს შორის იყო, რომლებმაც ამ ინიციატიატივას ხმა არ მისცა. საბედნიეროდ, არ არის ნიშანწყალი იმისა, რომ ახალი კავკასიური ომი ეკვატორის გასწვრივ იფეთქებს. წყნარი ოკეანის გეოგრაფია ისეთია, რომ მიუხედავად ნაურუსა და ტუვალის ფორმალური მეზობლობისა, რეალურად ისინი ერთმანეთისგან რვაასი მილის მოშორებით მდებარეობენ და გარდა ამისა ოსებს საბრძოლო ხომალდები არ აქვთ. საქართველოცა და რუსეთიც ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ნაურუსა და ტუვალუს რევერანსებს უკეთებენ – ამ ქვეყნების მოსახლეობა ხომ აშშ-ს რომელიმე გარეუბნისას უდრის. ჰოდა, ამან შეიძლება როგორც ჩრდილო, ასევე სამხრეთ კავკასიის პატარა ტერიტორიებს, ისეთებს როგორიცაა სამხრეთ ოსეთი, ჩრდილო, ოსეთი, ინგუშეთი და სხვა ასეთი კითხვა გაუჩინოს „თუ ისინი გაეროს წევრები არიან, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც ვიყოთ?“ ორიგინალი ორიგინალი
-
Валерий Меладзе - Небеса (2010) ვიდეოკლიპი View the full article