Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ რუსულმა ჟურნალმა GQ-მ, შეაფასა როგორც ,,БОМБА“. ჟურნალის რედაქტორი, ნიკოლაი უსკოვი რედაქტორის სიტყვაში წერს, რომ ინტერვიუდან მხოლოდ ერთადერთი ნაწილი ამოიღო, რომელიც თინა კანდელაკს ეხება. "Президент грузии дал собчак & соколовой (вроде бы только интервью)’’, - ეს ფრაზა ჟურნალ GQ-ს პირველ გვერდზე წერია. როგორც ნიკოლაი უსკოვი ჟურნალის ოქტომბრის ნომრის ვიდეო ანონსში ამბობს, პრეზიდენტ სააკაშილთან ინტერვიუს ჩაწერას ჟურნალი ორი წელი ცდილობდა. ,,ყველანაირად ვცდილობდით მოგვეპოვებინა ეს ინტერვიუ. ვუგზავნიდით თხოვნებს, წერილებს და მუქარებსაც კი, და ბოლოს მივაღწიეთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მცდელობა ასეთი შედეგით დასრულდა’’, - ამბობს უსკოვი. საქართველოს პრეზიდენტს ჟურნალ GQ-ს ჟურნალისტები, ქსენია სობჩაკი და ქსენია სოკოლოვა სამი დღით ესტუმრნენ. ჟურნალის რედაქტორი, ნიკოლაი უსკოვი რედაქტორის სიტყვაში წერს, რომ კორესპონდენტები ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, მათი საერთო მეგობრის, თინა კანდელაკის პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდნენ. "უფრო მეტიც, მგონი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო… უფრო სერიოზულ თემებზეც ესაუბრნენ, მაგრამ მხოლოდ ყურადღების გადასატანად. როცა პრეზიდენტი მოდუნდა, მაშინვე შეახსენეს საზოგადოებრივი პალატის ულამაზესი წევრი ქალბატონი. ამბობენ, რომ თავიდან ბატონი პრეზიდენტი დაიბნა, შემდეგ გონს მოეგო, მაგრამ ეს ნაწილი ინტერვიუდან ამოვიღე. ეს ერთადერთია, რაც სტატიიდან ამოვშალე. ილაპარაკეთ, რაც გნებავთ და რამდენიც გნებავთ პუტინზე, მაგრამ ქალბატონებზე არ ღირს, ბატონო პრეზიდენტო. იმიტომ კი არა, რომ ჩვენი პრემიერ–მინისტრი არ გვიყვარს და არ ვაფასებთ, ის ხომ ასე ძალიან უყვარს ოცდახუთსავე ნაციონალურ არხს მთელი ოცდაოთხი საათის განმავლობაში. თავად ქსენია სობჩაკიც კი, რუსეთის შიდაპოლიტიკური კურსის მხარდაჭერის მიზნით, ლამის მაისურზე პუტინის გამომეტყველებით გამოეცხადა საქართველოს პრეზიდენტს’’.უსკოვი ვიდეო ანონსში ჰყვება, რომ ჟურნალისტებმა სამი დღე გაატარეს თბილისში, მოინახულეს პრეზიდენტის რეზიდენცია, ჩაატარეს ფოტოსესია, პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრნენ ბათუმში, სადაც ღამით მასთან ერთად დისკოტეკაზეც იყვნენ. "მოკლედ, ქვეყანა გამოიყვანეს მწყობრიდან, იმიტომ რომ სამი დღე მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ მათთან ერთად გაატარა’’, - ამბობს უსკოვი. უსკოვმა ჟურნალის ამ ნომერს მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამო ,,საკოლექციო’’ უწოდა: ,,აფხაზეთის ომის შემდეგ პირველად მოგვეცა საშუალება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები დაგვესვა პრეზიდენტისთვის. არა მხოლოდ ჰალსტუხის შესახებ, არამედ ზოდად, მასთან ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი. თუნდაც იმიტომ, რომ ოდესმე კიდევ დავლიოთ ბორჯომი. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ბორჯომის სმა ურჩევნია ომს. სწორედ ამიტომ ერთმანეთის მოსმენა მოგვიწევს’’. ჟურნალის რედაქტორი ამბობს, რომ GQ-ს ნოემბრის ნომერში კიდევ ერთი სტატია უნდა ყოფილიყო საქართველოს ცხოვრებაზე, მაგრამ პრეზიდენტის გრაფიკის ცვლილების გამო ქსენია სოკოლოვას მოგზაურობა გადაიდო. "მე ვფიქრობ, რომ ეს სტატია დეკემბრის ნომერში იქნება, მაგრამ ოქტომბრის ნომერში ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე და სასაცილო ტექსტი იმაზე, თუ როგორ მართავს პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს, რა შეემთხვა მას პუტინთან და თინა კანდელაკთან’’, - ამბობს ნიკოლაი უსკოვი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/meufe-150x150.jpg,,იმედის მომცემი გზა” http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/eklesia.jpg itvს ლინკი
  3. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მეუღლეს, ლიუდმილა პუტინას გასცილდა და ცხოვრების დაკავშირებას 24 წლის ტანმოვარჯიშესთან ალინა კაბაევასთან გეგმავს. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია უკვე დარწმუნებით წერს. გაზიარება [13:31 26-09-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TKBkUcVet_I/AAAAAAAAEEg/XInUuE27Lg8/s200/alana+kabaeva.gifრუსმა ჟურნალისტებმა უკვე შეამჩნიეს კაბაევა და პუტინი, რომლებიც მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, როდესაც ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ. ამავე დროს, რუსული მედია ასევე წერს, რომ მთელი ამ ისტორიის კიდევ ერთი პიკანტური დეტალი მდგომარეობს იმაში, რომ ალინა კაბაევა, მიუხედავად იმისა, რომ 24 წლისაა უკვე გახდა რუსეთის პარლამენტის წევრი. ალინა კაბაევა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ლამაზი სპორტსმენია, იმ სპორტსმენთაგან, რომლებიც პუტინის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდნენ და რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში უკვე გახდნენ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრები. "15 წლის ასაკში, 1998 წელს ალინა კაბაევა ევროპის ჩემპიონი გახდა. მომდევნო წელს იგი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწია. თუმცა მას უბედურება ეწვია მას შემდეგ რაც გამოსვლის დროს რგოლი დაუვარდა. კაბაევა სახლში მხოლოდ ბრინჯაოთი დაბრუნდა და მაშინ მთელი რუსეთი მასთან ერთად ტიროდა. მისივე თქმის სწორედ ამ დროს მიაქცია მას პუტინმა პირველად ყურადღება და იგი გაიცნო", - წერს რუსული მედია.<div style="text-align: justify;">
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/1437361-150x150.jpgანდერს ფოგ რასმუსენი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შევედრებზე იმ საკითხებზე ისაუბრებს, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრებზე განიხილებოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sagare1.jpg itvს ლინკი
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/fot.bmpItv_ი წარმოგიდგენთ აფხაზეთის მედია ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის პრემიერას. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/filmi_premiera.jpg itvს ლინკი
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/soxumis-dacema-150x150.jpgსოხუმის დაცემიდან 17 წელი გავიდა. ტრადიციისამებრ გმირთა მემორიალთან დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრები და ოფიციალური პირები შეიკრიბნენ. 27 სექტემბრის ღამეს სპეციალური კლიპის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შერიგებისკენ მოუწოდებს. იგივე ინიციატივით მემორიალთან აფხაზი და ქართველი დედებიც გამოვიდნენ. სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით კი აქცია „ჩვენ ერთი გული გვაქვს” - მოეწყო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/gmirta.jpg itvს ლინკი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/images-150x150.jpgსოხუმის დაცემიდან 17 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის მიერ ინსპირირებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა, რომლის შედეგად განიარაღებულმა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს შეიარაღებულ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ მებრძოლებს, კაზაკთა რაზმებსა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სოხუმზე შტურმი, გუდაუთაში დაბანაკებულმა რუსეთის არმიის 345-ე საჰაერო-სადესანტო ბატალიონმა დაიწყო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/filmi.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...