Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://s001.radikal.ru/i196/1009/e5/2562148dd90e.jpg “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა მოუწოდა გულშემატკივრებს მოთმინებისაკინ, იმის მიუხედავად რომ გუნდი ასე ცუდ შედგებს აჩვენებს. შეგახსენებთ “მერსესაიდელებმა” მხოლოდ 6 ქულა აიღეს 6 მატჩში, ასევე გამოვარდნენ “ლიგის თასიდან”, დამარცხდენ რა – “ნორთხემპტონთან” (2:2 პენალტებში 2:4) “ჩემი ბიჭები მინდორზე ბოლომდე იხარჯებიან, ცდილობენ გაამართლონ ყველა მოლოდინი გულშემატკივრების, იუწყება -Sky Sports როის სიტყვებს, ეს არის ჩვენი მთავარი პრობლება დღესდღეობით, და არ უნდა დავივიწყოთ რომ გუნდი ამ ზაფხულში განახლდა, ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა და ბევრმაც დატოვა კლუბი. ასევე გაურკვეველია ახალი მფლობელების პრობლემაც, ხოლო ეკსპერტები უკვე აკეთებენ პროგნოზებს. მინდა ვუთხრა რომ ჯერ ყველაფერი წინაა, ამას ვერ ვუარყოფ რომ ყველაფერი კარგად მიგვდის მაგრამ ცოტა დრო გვჭირდება და ყველაფერი მოგვარდება” განაცხადა როიმ! იმფორმაციის წყაროა:http://news.sport-express.ru View the full article
  2. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ქართული მხარე ყურადღებით აკვირდება იმ სიტუაციას, რომელიც სომალელი მეკობრეების… ლინკი მედიანიუსზე
  3. სომხეთის სტრატეგიული და ნაციონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, რიჩარდ კირაკოსიანის აზრით, რუსეთის გადაწყვეტილება, არ მიჰყიდოს ირანს ს-300 ტიპის… ლინკი მედიანიუსზე
  4. http://www.polity.ge/images/catalog/position/expert/tsintsadze_s_02.jpgპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება. polity.ge
  5. მადრიდის ატლეტიკოს მცველმა დიეგო გოდინმა წუხანდელ შეხვედრასი მუხლის დაზიანება მიიღო. იხილეთ fanebi.com
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sakrebulo1-150x150.jpgდღევანდელ საკრებულოს სხდომაზე თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის შედეგებს ასახავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sakrebulo2.jpg itvს ლინკი
  7. http://www.polity.ge/images/catalog/position/expert/sakvarelidze_r_04.jpgპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა და ლიდერის შეცვლა შესაძლებელია. polity.ge
  8. http://www.polity.ge/images/catalog/sport/persons/gaprondashvili_n_01.jpg"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მოწვევასთან დაკავშირებული საკითხები კონფერენციაზე გადაწყდება, რომელიც 29 სექტემბერს ფილარმონიაში გაიმართება. polity.ge
  9. დიდი რაოდენობით ოქროულის საგადასახადო დოკუმენტაციის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს … ლინკი მედიანიუსზე
  10. როგორც გაირკვა სპორტინგის რუს ნახევარმცველს მარატ იზმაილოვს მალე გერმანიის ქალაქ მიუნხენში ოპრეაცია ჩაუტარდება. იხილეთ fanebi.com
  11. ანდრო ბარნოვის, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, მიერ შემოთავაზებული კონცეფცია ქვეყნის ტოტალური თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით, დაახლოებით 200-250 მილიონი ლარი დაჯდება. კონცეფცია, რეგულარ ჯართან ერთად, რეზერვის ახალი სისტემის შექმნას ითვალისწინებს. რეზერვში სამსახური ბარნოვისეული კონცეფციით, 18-45 წლამდე ადამიანებისთვის სავალდებულო უნდა იყოს, ხოლო ტერიტორიული რეზერვი სავალდებულოც და ნებაყოფლობითიც. გამოწვევები თავდაცვის სისტემის და საზოგადოებისთვის - ეს ჰქვია კვლევას, რომელიც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო კვლევის შინაარსობრივ მხარეზე პასუხისმგებლობას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და კონსალტინგის და მართვის ჯგუფი PMCG იღებს. ტოტალური თავდაცვა ნაშრომში ასეა განმარტებული: ”ტოტალური თავდაცვა გულისხმობს სახელმწიფოსა და საზოგადოების ყველა ინსტიტუტის, ყველა რესურსის მობილიზებას თავდაცვის მიზნებისთვის”. ბარნოვი წერს, რომ საქართველოს თავდაცვას ესაჭიროება კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი რეგულარული სამხედრო ძალები. „ამას გარდა, საუკეთესოდ მომზადებული რეზერვი, რაც, პრაქტიკულად, იგივე უნდა იყოს, რაც ბრძოლისუნარიანი მოქალაქეების რაოდენობა”. სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად საქართველოში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2 მილიონ 23 ათასი მოქალაქე ითვლება. თუმცა, ზღვრული სტანდარტის შესაბამისად, რეგულარულ ჯარში მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის 1%-ზე მეტის ყოლა, ნაშრომის მიხედვით, არ არის რეკომენდებული. საქართველოს შემთვევაში, ეს 46 ათას სამხედრო მოსამსახურეს ნიშნავს. რეზერვის შემთხვევაში, რაოდენობა სამხედრო მოსამსახურეებზე 10-ჯერ მეტია, რაც 460 ათასი ადამიანია. თუმცა ადამიანების რაოდენობა ბარნოვს ასე აქვს განსაზღვრული: 30 ათასი – პროფესიული ჯარი, 10-12 ათასი – რეზერვი და 160 ათასი – ტერიტორიული რეზერვი. პროფესიული რეზერვის არსებობის ჯამური წლიური ხარჯი 43 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 36 მილიონი მხოლოდ სახელფასო დანამატია, თვეში 250 ლარის ოდენობით. პარლამენტი სამხედროების რაოდენობას ქვეყნაში ყოველწლიურად ამტკიცებს, 2010 წლისთვის ეს ციფრი 37 ათასია. საქსტატის ინფორმაციით, 18–დან 45 წლამდე დაახლოებით 100 ათას ადამიანს გავლილი აქვს სამხედრო სამსახური. რეგულარულ ჯარში, სადაც 30 ათასი ადამიანი მოიაზრება, ბარნოვის თქმით, მნიშვნელოვანია ნიჭიერი ახალგაზრდა ოფიცრების დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლისთვის. რეზერვი ბარნოვს დაყოფილი აქვს პროფესიულ, ტერიტორიულ და სამოქალაქო რეზერვებად. რეზერვის კონცეფციაზე ბარნოვი წერს: რეზერვში სამსახური სავალდებულოა ყველასთვის, 18-45 წლამდე. ”პროფესიული რეზერვი არის ხელფასიანი… პროფესიული რეზერვი არის რეგულარული ჯარის ”სათადარიგო სკამი”. ტერიტორიული რეზერვი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომზადდება. ბარნოვი ამბობს, რომ საყოველთაო ვალდებულების პრინციპით დაკომპლექტებული ძალები უნდა არსებობდეს 2100 სოფელსა და 70-მდე დაბაში. თითოეული მოქალაქე მიწერილი იქნება რომელიმე ტერიტორიული რეზერვის რომელიმე დანაყოფზე, სადაც უკიდურესი საჭიროების დროს მოუწევს სამსახური. უნდა მომზადდეს სავარჯიშო ინფრასტრუქტურა, 160 ათასი ტერიტორიული რეზერვისტის მოსამზადებლად, ”ასევე, პარტიზანული ომის საწარმოებლად”, - ნათქვამია ნაშრომში. რაც შეეხება სამოქალაქო რეზერვს, აქ წევრიანდებიან ადამიანები, ასაკობრივი ჯგუფებისა და ჯანმრთელობის შეზღუდვის გამო. აქვე ხვდება მდედრობითი სქესის მოქალაქეთა უმრავლესობა. ”ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზება ნიშვნავს არა მთელი მოსახლეობის ჯარში გაწვევას, არამედ, ტერიტორიული პრინციპით”, - ნათქვამია ნაშრომში. აქვე მითითებულია,რომ ტერიტორიული რეზერვისტებისთვის წვრთნები ჯერ ხანგრძლივი, ხოლო შემდეგ მოკლე და ყოველწლიური იქნება. დევიდ სმიტმა, საქართველოს თავდაცვის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა და უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდში, ბარნოვს უთხრა: ”ნუ წარმოიდგენ, რომ გეგმის განხორციელება მარტივია, რეზერვის შენახვა ქვეყნისთვის ძალიან რთულია და ძვირიც დაჯდება”, - აღნიშნა სმიტმა გამოსვლისას. მისი თქმით, იდეის განცორციელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იქნება ფული და დრო. ბარნოვმა აღნიშნა, რომ 250 მილიონი ლარი, რაც პროექტის განხორციელებას სჭირდება, ის თანხაა, რომელიც შეუძლია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოყოს ტოტალური თავდაცვის პროექტის განხორციელებისთვის. ბარნოვი ვარაუდობს, რომ 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება პროგრამის სრულად ამუშავება. რაც დასაწყისში ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუჯდება, ყოველწლიურად კი, პროგრამის ამუშავების შემდეგ, 200-250 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტროს 2010 წლის ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს შეადგენს (2009 წ - 879 მლნ ლარი; 2008 წ - 1.547 მლრდ ლარი). საორიენტაციო გათვლებში, რომელიც ნაშრომშია წარმოდგენილი, ნათქვამია, რომ რეზერვში გასაწვევი რესურსი დღეს საქართველოში 958 ათასი მამაკაცია. ტერიტორიულ რეზერვში მხოლოდ რეზერვისტებს არ მოიაზრებენ. აქ იმსახურებს 1 ოფიცერი 8-10 სერჟანტზე და ერთი სერჟანტი – 30-40 რეზერვისტზე. საწყის ეტაპზე, ნაშრომში ნაქთვამია, რომ საჭიროა სერჟანტების მომზადება. მოგვიანებით კი საქართველოს 3600 სოფელში თითო სერჟანტი იმსახურებს. ბიუჯეტს, სერჟანტების და ოფიცრების სამსახური, 500 ათასი ლარი დაუჯდება ყოველწლიურად. ოფიცრების, სერჟანტების მოძიება, საწვრთნელი ინფრასტრუქტურის შექმნა, ნაშრომის მიხედვით, პირველ ეტაპზე 3 მილიონი ლარი დაჯდება, პროგრამის დასრულების შემდეგ კი ყოველწლიურად – 150-200 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტრო არ არის ერთადერთი ორგანო, რომელიც ტოტალური თავდაცვის პროექტში შესაძლოა იყოს ჩართული. ნაშრომის მიხედვით, სათემო განვითარების ცენტრები შეიქმნება. თემის ფუნქციებია ასეა განმარტებული: თემი აწყობს სპორტულ შეჯიბრებებს, აღრიცხავს წვრილმან დანაშაულს, განკარგავს მოზიდულ ხარჯებს და სხვა. სათემო განვითარების ცენტრი არჩევითი ინსტიტუტია, ეს უკანასკნელი კი მჭიდრო კოორდინაციაში უნდა იყოს ეროვნულ გვარდიასთან, განათლების სამინისტროსთან, პოლიციასთან და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/nestani-150x150.jpg“ლეიბორისტული პარტიის” საგარეო ურთიერთობების მდივნი ნესტან კირთაძე ქართულ-ოსურ-აფხაზური სახლის შექმნის ინიციატივით გამოდის. მისივე განმარტებით, აუცილებელია აფხაზური ენის როგორც მეორე სახელმწიფო ენის შესწავლა, დაცვა და განვითარება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/leiboristebi6.jpg itvს ლინკი
  13. 27 სექტემბრიდან ტორპედო ქუთაისს ახალი მწვრთნელი ეყოლება. ამიერიდან გუნდს გია გიგატაძე უხელმძღვანელებს. ამასთან დაკავშირებით კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება. გია გიგატაძეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს. ის სხვადასხვა დროს ტორპედო ქუთაისში, ფოთის კოლხეთში, ზესტაფონში, რუსეთსა და შვედეთში თამაშობდა. იხილეთ fanebi.com
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/jvartamagleba-150x150.jpgსამების საკათედრო ტაძარში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინა. საქართველოს პატრიარქმა მრევლს წირვის წადსრულების შემდეგ ქადაგებისას სოხუმის დაცემის დღეაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ომი იყო არა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ - ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობის წინააღმდეგ. უწმინდესის თქმით, მწუხარება მალე სიხარულით შეიცვლება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/jvarrtamagleba.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...