Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა.სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა მამუკა ბერულავამ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გირაო 3 000 ლარი გადაიხადა.სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) თანამშრომელთა მიერ გატარებული სასაზღვრო პოლიციური და საგამოძიებო–ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთი) შესვლი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53365.jpgლეიბორისტული პარტია საჯარო სკოლებში მანდატურების საქმიანობას აპროტესტებს და მათ ნაცვლად ფსიქოლოგების დანიშვნას ითხოვს. View the full article
  3. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53362.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა, სადაც ყურადღება ჟენევის მოლაპარაკებებზე გამახვილდა. View the full article
  4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ოქტომბრის №473 ბრძანებით, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა 2010 წლის 4 დეკემბერს. გამოცდაზე დასასწრებად საბუთები მიიღება საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში 2010 წლის 12 ოქტომბრიდან 2010 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 2 წლის განმავლობაში არ განახორციელებს სანოტარო საქმიანობას. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად ხელახლა ჩააბაროს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ პირი დაინიშნება ნოტარიუსის თანამდებობაზე. გამოცდის პირობები და მოთხოვნები: ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულება და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა. იხილეთ epn.ge
  5. http://www.polity.ge/images/catalog/sport/other/sambo.jpgთბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ვაჟთა ორივე ასაკობრივი ნაკრები გუნდური ჩათვლის ლიდერია. polity.ge
  6. თბილისში, ტელეგრაფის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. როგორც `მედიანიუსს” ძველი თბილისის რაიონის გამგეობიდან აცნობეს, კედლის ჩამოგრევის… ლინკი მედიანიუსზე
  7. ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მხარდაჭერით, დღეს თბილისში გაიხსნება ორდღიანი სემინარი: `ტრანსატლანტიკური ღირებულებები – როგორ აისახება ისინი მმართველობის მოდელებზე… ლინკი მედიანიუსზე
  8. დღეიდან იწყება მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის რიგით მეცხრე ვიზიტი მოსკოვში. რუსეთის დედაქალაქში ზურაბ ნოღაიდელი… ლინკი მედიანიუსზე
  9. დღეიდან ამინდზე ინფორმაცია ფასიანი გახდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით ამინდის პროგნოზირების შესახებ ზოგადი ინფორმაცია… ლინკი მედიანიუსზე
  10. მომავალ ზაფხულს მილანის ინტერნაციონალე მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცვლის ხაბი ალონსოს გადმობირებას შეეცდება. იხილეთ fanebi.com
  11. მომავალ ზაფხულს მილანის ინტერნაციონალე მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცვლის ხაბი ალონსოს გადმობირებას შეეცდება. იხილეთ fanebi.com
  12. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს სომხეთს რუსეთიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, _ აცნობეს `მედიანიუსს~… ლინკი მედიანიუსზე
  13. დღეს იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი სტუდენტების მონაწილეობით იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართავს. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  14. დღეს იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, სააღსრულებო ბიუროს მთავარ შენობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს… ლინკი მედიანიუსზე
  15. დღეს გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების მერვე ყოველწლიური საგანმანათლებლო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ამერიკული უნივერსიტეტები, ჩატარდება სემინარები აშშ-ში… ლინკი მედიანიუსზე
  16. საეკლესიო კალენდარი სამშაბათი ღირსისა ონოფრე (ონისი ფორე) გარეჯელისა, სასწაულმოქმედისა (1786); ღირსისა კვირიაკოზ განშორებულისა (556); მოწამეთა:… ლინკი მედიანიუსზე
  17. აჭარის რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბათუმის აეროპორტიდან 11 ვერტმფრენი გაიყვანა. შვიდი მათგანი თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. როგორც აღმოჩნდა, ვერტმფრენები შპს «ავიაკომპანია აჭარას» საკუთრებაში იყო. ოთხი მათგანის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით, ჯერ ისევ «აჭარაა». აჭარის რევოლუციის დღეს, ჯერ კიდევ 6 მაისს, აჭარის ტელევიზიის კუთვნილი სატელიტური გადამცემის მიტაცების მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. რევოლუციის მეორე დღეს კი ბათუმის დინამოს სტადიონთან ასლან აბაშიძის ე.წ. ქონების გამოფენა მოეწყო, რომლის პრეზენტაციაც თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწყო. იგი მოსახლეობას ქონების საქველმოქმედო მიზნით განკარგვას დაჰპირდა (რაც არ შესრულებულა). პარალელურად დაიწყო აბაშიძისა და მასთან დაახლოებული პირების დევნა, ძირითადად, კერძო საკუთრების ჩამორთმევის მიზნით, რაზეც სასამართლო პროცესები წლების განმავლობაში გაგრძელდა. ამ პროცესების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდა. რევოლუციის პირველ დღეს ბათუმის აეროპორტი საქართველოს შინაგანმა ჯარმა დაიკავა და ავიაკომპანია «აჭარას» საკუთრებაში არსებული 11 ვერტმფრენი მიისაკუთრა. იმავე დღეს დააპატიმრეს ავიაკომპანია «აჭარას» დირექტორი რუსლან დიასამიძე, რომელიც შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს. როგორც დიასამიძემ «ბათუმელებთან» განაცხადა, იგი დაპატიმრების შემდეგ გადადგა ა/კ «აჭარას» დირექტორის თანამდებობიდან. კომპანიის ხელმძღვანელობა მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნინო ალფაიძემ ითავა: «რახან შექმნილი ვითარება ძალზე რთული იყო, კომპანიის გადასარჩენად გამოსავალს ვეძებდი. მინდოდა, თვითმფრინავები და რეისები შემენარჩუნებინა. ვერტმფრენები ისე წაიყვანეს, ჩვენთვის არც არაფერი უკითხავთ და არც რაიმე დოკუმენტი შეუდგენიათ». ავიაკომპანიის ყოფილი თანამშრომლების თქმით (რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს), შვიდი ვერტმფრენი იმ დღესვე წაიყვანეს. ოთხი კი, რომლებიც იმ მომენტში ტექნიკურად გაუმართავი იყო, დაშალეს და ნაწილ-ნაწილ წაიღეს. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც შინაგანი ჯარების წარმომადგენლებმა ავიაკომპანიისა და აეროპორტის ხელმძღვანელობასთან ერთად შექმნეს, დარჩენილი ქონების ინვენტარიზაციის აქტი იყო, რომელშიც 189 ერთეული ნივთი დაფიქსირდა. აქტს ხელი 2004 წლის 14 მაისს მოეწერა. შსს შინაგანი ჯარების მხრიდან ხელი მოაწერეს: პოლკოვნიკმა დოლიძემ და კაპიტნებმა, ბარამიძემ და ყაჯარიშვილმა. ალფაიძის განცხადებით, დარჩენილი ქონების ღირებულება მილიონზე მეტი დოლარი იყო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის 2010 წლის 10 აგვისტოს წერილით ვიგებთ, რომ «ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას შპს «ავიაკომპანია აჭარას» მიერ შვეულმფრენების გასხვისების საბუთები არ გააჩნია». ამ წერილის მიხედვით, ცნობილი ხდება დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის 2005 წლის 23 აგვისტოს ¹588 განკარგულების შესახებ: «ა/კ «აჭარას» მიერ ექსპლოატირებული MI-8თ ტიპის ვერტმფრენები საქარხნო ნომრებით: ¹98841432, ¹98417925, ¹98311042, ¹98311300, ¹98315032, ¹98311401 და MI-8AMთ, საქარხნო ნომრით ¹59489607174 საქართველოს სამოქალაქო საჰაერო სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ». ვერტმფრენების რეესტრიდან ამოღების საფუძვლად საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹636 ბრძანებულება ამითითებული, რომლითაც შინაგანი ჯარებიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა ზემოხსენებული ვერტმფრენები და საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის 2005 წლის 2 აგვისტოს ¹989 წერილი. აღსანიშნავია, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის წერილი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თხოვნის პასუხია. წერილში ნათქვამია, რომ ა/კ «აჭარას» კუთვნილი ვერტმფრენები სამხედრო-საჰაერო ძალების ბალანსზეა აყვანილი: «აგრეთვე, გაცნობებთ, რომ ქალაქ ბათუმის აეროპორტში იმყოფება ოთხი ერთეული მი-8 ტიპის შვეულმფრენი, რომლებიც არ იმყოფებიან სამხედრო-საჰაერო ძალების სახელმწიფო რეესტრში». 2007 წელს რეესტრიდან ამოღებულ იქნა ავიაკომპანია «აჭარას» კუთვნილებაში დარჩენილი ოთხი ვერტმფრენიც. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის 2007 წლის 5 სექტემბრის ¹89 ბრძანებით «მი-8 ტიპის შვეულმფრენები ამოსაცნობი ნიშნებით: 4-25400, 4-22896, 4-24675 და 4-24601, რომელთა მესაკუთრეა ა/კ «აჭარა», ამოღებულ იქნას რეესტრიდან (საფუძველი: საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის» მე-8 მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტი)». ნინო ალფაიძის განმარტებით, ეს მუხლი მიუთითებს იმაზე, რომ ვერტმფრენებს სავალდებულო რემონტი და ტექნიკური დათვალიერება არ ჩაუტარდათ. «2004 წლის 25 ივნისს დამაკავეს. აბსურდული ბრალდება წამიყენეს, 50 ათასი ლარის დამალვას მედავებოდნენ. ექვსი თვე ციხეში ვიყავი. მართალია, გავმართლდი, მაგრამ იძულებული ვიყავი, რამდენიმე წლით საზღვარგარეთ წავსულიყავი. როცა ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ ჩვენი კომპანიისთვის წართმეული ვერტმფრენები ისევ ჩვენს ბალანსზე ირიცხებოდა. ჯერჯერობით, ვერ გავარკვიე, სად წავიდა ეს ვერტმფრენები, რატომ წაგვართვეს და საერთოდ, რატომ გაუკეთა სახელმწიფომ ბლოკირება ჩვენს ავიაკომპანიას?!» ავიაკომპანია «აჭარას» წინააღმდეგ ბრძოლა ამით არ დასრულებულა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციამ, ბიუჯეტის სასარგებლოდ, მას 1 713 613 ლარის გადახდა დააკისრა: «როცა დამიჭირეს, 600 ათასი ლარი ერიცხებოდა კომპანიას ბიუჯეტის ვალი. სახელმწიფო ორგანოებს კი 1 300 000–ზე მეტი ვალი ემართათ ჩვენი. საგადასახადოში გვითხრეს, რომ სახელმწიფო ორგანოები ჩვენს ვალს არ გადაიხდიდნენ, «წადი და აბაშიძეს მოთხოვე ეგ ვალებიო», მითხრა საგადასახადო სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, აბაშიძისდროინდელი სახელმწიფო ვალების გადახდა კი თურმე სავალდებულოა». ავიაკომპანიამ, ორი თვითმფრინავის უკანონოდ გასხვისების თაობაზე, სახელმწიფოსთან დავა უკვე წააგო. სასამართლო ავიაკომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსლან დიასამიძის ჩვენებას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ქონების წართმევით, შპს-ს ზარალი არ მიყენებია. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრის 2006 წლის 3 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, ა/კ «აჭარას» ერთადერთი დირექტორი, ნინო ალფაიძე ჰყავს. 2010 წლის 14 ივლისის ამონაწერის მიხედვით კი, ალფაიძესთან ერთად, ავიაკომპანიის დირექტორად რუსლან დიასამიძეცაა მითითებული. ადვოკატი ვლადიმერ სანიკიძე აცხადებს, რომ სამართლებრივ დავას საქართველოში დღესდღეობით აზრი არ აქვს: «ავიაკომპანია ორი თვითმფრინავის უკანონოდ წართმევის თაობაზე დავობდა. უსამართლოდ წავაგეთ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა. თუ უნდათ, უდანაშაულო კაცს დაუმტკიცებენ დანაშაულს. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს კერძო საკუთრების, 11 ვერტმფრენის დატაცების ფაქტს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ვაპირებ, მივმართო პროკურატურას, თუმცა იმედი არ მაქვს, რომ ამ საქმიდან რამე გამოვა». სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. უკვე ოფიციალურად დასტურდება, რომ ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელ ვინჩენცო იაკვინტას მთხოვნელები მოუმრავლდნენ. თუ აქამდე საფეხბურთო მიმომხილველები ფეხბურთელს "სტადიო ოლიმპიკოდან" წასვლას ზაფხულში უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა დიდი შანსია ეს იანვარშივე მოხდეს. იხილეთ fanebi.com
  19. /get_img?NrArticle=2665&NrImage=2 სოფელ ციხისძირში, სადავო მიწაზე, როცა საქმეს ჯერ კიდევ პროკურატურა იძიებდა, უმოკლეს ვადაში ორი აგარაკი აშენდა. მეზობლები აგარაკების რეალურ მეპატრონედ არა მის იურიდიულ მფლობელს, არამედ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს მიიჩნევენ. ყველაზე ხშირად ახსენებენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისა და კრიმინალური პოლიციის უფროსის, ერეკლე კოდუას გვარებს, ასევე ახსენებენ შს მინისტრის მეუღლის, თამარ სალაყაიას გვარსაც. როგორც «ბათუმელებმა» გაარკვია, აგარაკების იურიდიულ მეპატრონეს ბიზნესი არ აქვს და როგორც თავად განაცხადა, ამჟამად უმუშევარია.ქობულეთი-ბათუმის მაგისტრალის გასწვრივ, ხელმარცხნივ, პეტრას ციხის მოპირდაპირე მხარეს, ფეშენებული საცხოვრებელი სახლები მაქსიმალურად მალე აშენდა და კაპიტალურადაც შემოიღობა. ორად გაყოფილ ეზოში ორი ახალი და ერთი ძველი ნაგებობაა. მათ, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქუთაისელი დარაჯი იცავს, რომელიც მათთან კონტაქტში ფაქტობრივად არ შედის. «ბათუმელების» ინფორმაციით, 2007 წელს ამ ადგილზე მდგარი ორი კერძო სახლი ზურაბ ღიბრაძემ შეიძინა, რომელიც წარმოშობით თერჯოლის რაიონიდანაა. ერთი სახლი თავისი მიწის ნაკვეთით ეთერ სტურუასგან იყიდა, ხოლო მეორე, ამ სახლის მიმდებარედ _ იური კულიშისგან. «ბათუმელების» მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, მიუხედავად ქონების შესყიდვისა, ზურაბ ღიბრაძეს აღნიშნულ ორ ნაკვეთზე საკუთრების უფლება ქობულეთის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან ცალ-ცალკე აქვს მიღებული. მას სწორედ კომისიის მიერ გაცემული მოწმობები (¹2108 და ¹3095) აქვს წარდგენილი საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 12 დეკემბრის ამონაწერებით, ზურაბ ღიბრაძის საკუთრებაში 3103 და 3112 კვ/მ ფართობის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებია. ქობულეთის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 24 დეკემბერს ჩატარებული სხდომის ოქმის მიხედვით, ზურაბ ღიბრაძემ 3112 კვ/მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება განცხადების, პირადობის მოწმობის ქსეროასლისა და აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა. კომისიამ ღიბრაძის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ოქმში კი მიუთითა, რომ 3112 კვ/მ-იდან ღიბრაძე «800 კვ/მ-ის მართლზომიერი მფლობელია, 2312 კვ/მ კი თვითნებურად აქვს დაკავებული». ანუ, კომისიის გადაწყვეტილებამდე, «თვითნებურად დაკავებული» მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო. როგორც «ბათუმელების» გამოძიებით დადგინდა, ზურაბ ღიბრაძეს კომისიისგან გადაცემული მიწის ნაწილი «თვითნებურად», როგორც ოქმში წერია, ვერ ექნებოდა დაკავებული, ვინაიდან, აღნიშნული მიწის ნაკვეთით წლების განმავლობაში ციხისძირელი ვალერი ხაბეიშვილის ოჯახი სარგებლობდა: «20 წელია ამ მიწით ჩვენ ვსარგებლობთ და საიჯარო ხელშეკრულებაც გვაქვს. იჯარის გადასახადსაც ჩვენ ვიხდიდით. სანამ ღიბრაძე ციხისძირში გამოჩნდებოდა, ჩემს ოჯახს უკვე ჰქონდა კომისიაში მიწის აღიარებაზე განაცხადი შეტანილი და შესაბამისი დოკუმენტაციაც იყო წარდგენილი». მას შემდეგ, რაც საკუთრების აღიარების კომისიამ სადავო მიწა ზურაბ ღიბრაძეს გადასცა, ხაბეიშვილებმა აჭარის პროკურატურას მიმართეს. თუმცა, პროკურატურამ ძიება ისე შეწყვიტა, ამის თაობაზე მათ არაფერი იცოდნენ. «ბათუმელებმა» ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიისგან მეორე ნაკვეთთან დაკავშირებული ის დოკუმენტებიც გამოითხოვა, რის საფუძველზეც ეს ნაკვეთი ღიბრაძეს საკუთრებაში გადასცეს. კომისიამ მხოლოდ ღიბრაძის დაკვეთით შესრულებული მიწის აზომვითი ნახაზის ქსეროასლი მოგვაწოდა, ამიტომ 3103 კვ/მ-დან კონკრეტულად რამდენი ეკუთვნოდა სახელმწიფოს, გაურკვეველია. ამით, სავარაუდოდ, არც კომისია დაინტერესებულა, რომელმაც შესაბამისი სხდომის ოქმი არ მოგვაწოდა. ზურაბ ღიბრაძეს მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზი (რომელიც სადავო ტერიტორიასაც მოიცავს) «მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში» აქვს მომზადებული. თითქმის ყველა მიწის აზომვითი ნახაზი, რომელიც კომისიას საკუთრებაში აქვს აღიარებული, ამ ასოციაციის მიერაა გაკეთებული. ასოციაციაში, შს მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია შეხვედრების კოორდინატორად მუშაობს. ზურაბ ღიბრაძემ ქონება (მიწის ნაკვეთები), რომლის ნაწილსაც მას ედავებოდნენ, თავის საკუთრებაში დარეგისტრირებიდან სამ თვეში სხვაზე გადააფორმა (დოკუმენტების მიხედვით, ვინმე მალხაზ არაბიძეს მიჰყიდა). როცა საკუთრების აღიარების კომისიას ზურაბ ღიბრაძისთვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოვთხოვეთ, რატომღაც საჯარო რეესტრიდან მალხაზ არაბიძის სახელზე გაკეთებული ამონაწერი მოგვაწოდეს. იურისტი გია ქარცივაძე აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე კანონდარღვევა იკვეთება: «პირველი ის, რომ კომისიის დოკუმენტებში არანაირად არ უნდა ყოფილიყო მალხაზ არაბიძის საკუთრების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რადგან კომისიას მისთვის არ გადაუცია მიწა. მეორე ის, რომ ოქმში არ ჩანს ღიბრაძისთვის გადაცემული მიწის იურიდიული საფუძველი. არც ის დოკუმენტი ჩანს, რაზე დაყრდნობითაც ზურაბ ღიბრაძე თავს 800კვ/მ ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად მიიჩნიეს. ოქმში წერია, რომ მიწა გაცემულია აზომვითი ნახაზისა და პირადობის მოწმობის საფუძველზე, მაშინ, როცა იმ დროს (2008 წლის 24 დეკემბერი) კანონმდებლობა საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს ითხოვდა». ქარცივაძის განცხადებით, მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი ნოტარიულად დამტკიცებული მოწმეების ჩვენებით უნდა დადასტურებულიყო, ამის შემდეგ კი კომისია ადგილზე უნდა გასულიყო და გადაემოწმებინა, წარმოადგენდა თუ არა განმცხადებელი თვითნებურად დამკავებელს: «ოქმიდან ჩანს, რომ კომისია ადგილზე არ გასულა და არც ღიბრაძეს არ წარუდგენია მოწმეთა ჩვენება. კოლეგიალური ორგანოს მიერ აღიარება მიწის ნაკვეთზე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებას ითვალისწინებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გამოკვლეულიყო ყველაფერი. წარმოება კი არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე ნაკლები. ამ ოქმიდან ჩანს, რომ საკუთრების მოწმობა გაცემულია ოთხ სამუშაო დღეში. დაინტერესებულ პირს კომისია შვიდი დღით ადრე ატყობინებს, როდის უნდა უღიაროს საკუთრება. ამ პუნქტების დარღვევა აღიარებული მიწის ბათილობის საფუძველია». როგორც იურისტი ამბობს, ღიბრაძემ კანონდარღვევით მიღებული მიწის გაყიდვით შექმნა კეთილსინდიერი მყიდველის საფუძველი: «ღიბრაძის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს, რადგან მან კომისიას არ წარუდგინა კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი, თუმცა ღიბრაძის ქმედება არ გამორიცხავს კომისიის პასუხისმგებლობას». გარდა ამისა, იურისტის განმარტებით, იმ პერიოდში მოქმედი კანონდებლობის მიხედვით («ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში, (სარგებლობაში) და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ»), ზურაბ ღიბრაძე ვალდებული იყო, გადაეხადა გადაცემული ქონების «საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგი ოდენობა», რისი დამამტკიცებელი საბუთიც კომისიის მიერ «ბათუმელებისთვის» მოწოდებულ დოკუმენტებში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე თენგიზ მეგრელიძე ამბობს: «მე ვერაფერს გეტყვით, რადგან მაგ დროს კომისიის თავმჯდომარე არ ვიყავი». ზურაბ ღიბრაძისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის დოკუმენტებს ხელს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე სულხან ტაკიძე აწერს, რომელიც სამი თვის წინ დააკავეს და რამდენიმე დღეა, რაც საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. ციხისძირელები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, ფიქრობენ, რომ ზურაბ ღიბრაძის უკან გავლენიანი ადამიანები დგანან. როგორც ხაბეიშვილები და ამ სოფლის კიდევ სხვა მცხოვრებლები ამბობენ, თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ მათი მეზობელი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უნდა გამხდარიყო: «როცა დავა დავიწყეთ და საქმეები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომდე მივიდა, იქ შიდა საუბრებში მითხრეს, რომ ამ მიწის მფლობელი ბურჯანაძეა და ჩვენ ვერაფერს გავხდებითო» _ ამბობს თემურ ხაბეიშვილი. მას ამ ეჭვს ისიც უძლიერებს, რომ ორივე მათგანი, ღიბრაძე და არაბიძე იმ რაიონიდანაა (თორჯოლიდან), საიდანაც ნინო ბურჯანაძის მამა, ანზორ ბურჯანაძეა. «ერთი-ორჯერ ერეკლე კოდუაც ახსენეს, თითქოს მისია» _ ამბობს რაისა მიქელაძე. დღესდღეობით უმუშევარი მალხაზ არაბიძე თერჯოლაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ახალაშენებულ აგარაკ(ებ)ზე დიდი ხანია არ გამოჩენილა. «ბათუმელები» მას ტელეფონით დაუკავშირდა. კითხვაზე, თუ რატომ იყიდა ღიბრაძისგან სადავო მიწა, როცა საქმეს პროკურატურაც იძიებდა, არაბიძე ამბობს: «კი, იყო რისკის ფაქტორი, მაგრამ... ეს მთელი ისტორიაა». ამ «ისტორიიდან» არაბიძე მხოლოდ იმას გვიყვება, რომ სასამართლომაც და პროკურატურამაც ის კანონიერ მფლობელად მიიჩნია. საკუთარ შემოსავლებზე კი ამბობს: «ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ქუთაისის ერთ-ერთ საკაბელო ტელევიზიაში ვმუშაობდი, შემდეგ სხვადასხვა უმნიშვნელო ადგილებზე, ამჟამად უმუშევარი ვარ». კითხვას, თუ რა სახსრებით შეძლო ერთი წელიწადის განმავლობაში ძვირადღირებული აგარაკების აშენება, არაბიძე პასუხობს: «ყოველ შემთხვევაში, საკაბელოდან ნაშოვნი ფულით არ ამიშენებია. ნათესავები და მეგობრები მყავს, ზოგი აქ, ზოგიც უცხოეთში და ისინი მეხმარებიან. საქართველოში ასე ხდება, საერთოდ, რადგან აქ ფული არ არის». იგი ბურჯანაძეებთან კავშირს უარყოფს: «ეგ ხმები ერთი პერიოდი გავრცელდა, რადგან ქუთაისელები მუშაობდნენ მშენებლობაზე». «ბათუმელები» ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა დაპირების მიუხედავად, ამ საკითხზე კომენტარი აღარ გაუკეთებიათ. გლეხები, რომლებიც წლების განმავლობაში იჯარით აღებულ მიწებს ვერ იკანონებენ, ფიქრობენ, რომ ამ სფეროში კვლავ კორუფციაა. «ღიბრაძე მეუბნებოდა, ამ მიწაში ფული გადავიხადეო. აღიარება უსასყიდლოდ ხდება და თუკი ღიბრაძემ ფული გადაიხადა, ე.ი. ვიღაცამ ქრთამი აიღო. ჩვენც შემოგვითვალეს, ხუთი ათასი მოიტანოს და სახლში ჩავაბარებთ საკუთრების დოკუმენტსო» _ ამბობს ვალერი ხაბეიშვილი. რაისა მიქელაძის დოკუმენტაცია კი პროკურატურამ საჯარო რეესტრიდან ამოიღო: «ჩემს მეზობლად, რუსეთში მცხოვრებელს გადასცეს მიწა, პირდაპირ მითხრა, გენაცვალე, მე დოლარები გადავიხადე, მიეცი შენც ფული და მოგცემენო». პრობლემები აქვს ციხისძირელ დალი ქემოკლიძესაც: «ციხისძირში ჰექტრობით აქვთ მიწები გაცემული ისეთ ადამიანებზე, ვინც ყოფილი ჩინოვნიკია ან პატრონი ჰყავს ხელისუფლებაში». ამ ყოფილი ჩინოვნიკების სიაში, მეზობლების თქმით, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე _ სულხან ტაკიძე, კომისიის ყოფილი წევრი _ მალხაზ კაიკაციშვილი და ქობულეთის ყოფილი გამგებელი _ მირზა სუქნიშვილიც არიან. ციხისძირში ამბობენ, რომ კორუფციას დღეს გარიგების სახე აქვს: «ვისაც ურიგდებიან, მათ უპრობლემოდ აძლევენ მიწას. რამდენიმე თვეში ეს ადამიანები, თითქოს, ყიდიან ამ მიწებს და ახალი მფლობელებიც ჩნდებიან». მაგალითად, ახალციხელმა როინ თაქთაქიძემ 2009 წელს ციხისძირელებისგან (ლევან ჟორდანია, ასლან ნოღაიდელი, ზურაბ დიასამიძე, ჯუმბერ მესხიძე, მერაბ მესხიძე, ნუგზარ ნოღაიდელი) ექვსი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით _ 15 047 კვ/მ, სწორედ იმ კვარტალში დაირეგისტრირა, სადაც ზემოაღნიშნული აგარაკებია აგებული. და რადგან როინ თაქთაქიძეც, ისევე როგორც თამარ სალაყაია, ახალციხიდანაა, ციხისძირელები მისი მიწების კეთილსინდისიერ შეძენასაც ეჭვის ქვეშ აყენებენ. როინ თაქთაქიძე ამ დროისთვის ახალციხეში ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელია და მეფუტკრეობასაც ეწევა: «ადრე ელექტროქსელებში ვმუშაობდი და სამშენებლო ტრესტიც მქონდა, მაგრამ ორი წელიწადია ტენდერებში ვეღარ ვიმარჯვებ და გაჩერებული ვარ». სამომავლოდ, თაქთაქიძე ციხისძირის მიწების გაყიდვას აპირებს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, სიშორისა და უფულობის გამო ვეღარ სარგებლობს: «ახლა მაგ მიწების გამო 200-ლარიანი ჯარიმაც დამაკისრეს, რადგან დეკლარაციის წარდგენა დამავიწყდა». სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. კოტ`დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე კატალონიურ კლუბში დაბრუნებაზე ოცნბობს. იხილეთ fanebi.com
  21. იტალური ფიორენტინას მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი აცხადებს, რომ ფლორენციელებტან მუშობას მომავალსიც აპირებს. იხილეთ fanebi.com
  22. ტიაგო სილვა თავის გუნდს მხარში უდგას და აცხადებს, რომ მილანის ლტოლვა დავიდ ლუისის შეძენაზე ძალიან კარგ იდეაა. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...