Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53369.jpgდაახლოებით ორ კვირაში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი ჩრდილო კავკასიური სუბიექტების მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. საუბარია დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ადიღეს, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ჩრდილოეთ... View the full article
  2. ოვალის სივრცე ორად არის გაყოფილი – მწეველთა და არამწეველთა დარბაზებად – არსებული, თუმცა უქმი კანონის დაცვით, რომლის მიხედვითაც რესტორანი ვალდებულია გარკვეული მაგიდების რაოდენობა არამწეველთათვის გამოყოს. არაპოპულარული კანონის დაცვა თავისთავად მისასალმებელია, თუმცა აქ სხვა ამბავიც არის – ყველაფერთან ერთად ოვალი სპორტული პროფილის რესტორანიცაა. იხილეთ tabula.geზე
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/bno-news.jpg ბრიუსელი – ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებებში თომას ჰამერბერგი ხუთშაბათს 2008 წლის რუსულ-ქართული ომით დაზარალებულ სივრცეებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას მოითხოვდა ჰამერბერგმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში მის უკანასკნელ ვიზიტს ეფუძნება. მან აღნიშნა რომ სასწრაფოდ აუცილებელია იმ დარჩენილი პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც საომარი დაპირისპირების დასრულების შემდეგ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. ანგარიშში მოყვანილია ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული დაცვის ექვსი პრინციპი: დაბრუნების უფლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლება ზრუნვასა და მხარდაჭერაზე; ფეთქებადი და ომის სხვა ნარჩენი მასალისგან დაცვის უფლება; უკანონობისგან დაცვის უფლება; დაკავებულთა დაცვის, გათავისუფლებისა და მძევლად აყვანის პრევენციის უფლება და საერთაშორისო დახმარებისა და ყოფნის უფლება. 2008 წლის აგვისტოში რუსეთს და საქართველოს, ქართული მთავრობის მცდელობის შემდეგ კონტროლი აღედგინა სამხრეთ- ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაზე, ხუთდღიანი ომი ჰქონდათ. მას შემდეგ რუსეთმა სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს გახდა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი. კონფლიქტის შემდეგ დაახლოებით 100 000 ადამიანი სამხრეთ-ოსეთის მახლობელი რეგიონიდან, შიდა ქართლიდან იძულებით გადაადგილდა. დიდი რაოდენობა დაბრუნდა, მაგრამ ეთნიკურად ქართველების უმეტესობა, რომლებიც სამხრეთ-ოსეთიდან გამოიქცნენ ვერ დაბრუნდნენ. ”ვერანაირი პროგრესი ვერ იქნა მიღწეული იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყველა შესაბამისმა აქტორმა უნდა უზრუნველყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნება, ისევე როგორც შეუზღუდავი გადაადგილების თავისუფლება კონფლიქტით დაზარალებულ სივრცეებში” – განაცხადა ჰამერბერგმა. კომისარმა საქართველოს მოუწოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიანიჭოს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რადგან ეს პრობლემა სასწრაფო გადაწყვეტას ითხოვს. ძალიან ბევრ მათგანს არ მიუწვდება ხელი წყალზე, კანალიზაციაზე, საბაზისო მომსახურებაზე და იმყოფებიან ასაფეთქებელი და ომის სხვა ნარჩენების საფრთხის ქვეშ. ”უნდა გაგრძელდეს ომის სახიფათო ნარჩენების მოცილება, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია დაბრუნების უფლების ეფექტური განხორციელებისა და იმ პირთა უსაფრთხოებისათვის, ვინც ომით დაზარალებულ ზონებშია დარჩენილი”. ჰამერბერგმა რუსეთსა და საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელი მოაწერონ და რატიფიცირება გაუკეთონ კასეტური იარაღის კონვენციას და ბოლოს მან კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ძალიან მცირე პროგრესია მიღწეული ომით დაზარალებულ სივრცეებში იმ საერთაშორისო ჰუმანიტარული აქტორების შესვლასთან დაკავშირებით, რომელთა მიზანი მოსახლეობის დაცვა და დახმარებაა. კონფლიქტში ასობით რუსი, ქართველი, ოსი და აფხაზი სამხედრო და 160 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ერთი უცხოელი მშვიდობიანი მოქალაქე, ჰოლანდიური ტელეკომპანიის RTL-ის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი სტემ სტრისმანი იმ დროს დაიღუპა, რუდესაც რუსეთის საჰაერო ძალები ქართულ ქალაქ გორს ბომბავდნენ. ორიგინალი ორიგინალი
  4. შარშანდელი Tbilisi/altervision/newcomers წარმატებული 12 ჯგუფისთვის აღმოჩნდა, მაგრამ წლის ბოლოს მხოლოდ ოთხი გამარჯვებული დასახელდა. ტრიუმფატორები წლეულსაც გამოჩნდებიან სცენაზე და 30 ოქტომბერს თქვენთვის ერთხელაც იმღერებენ. ტაბულა შარშანდელ გამარჯვებულებს გაესაუბრა და იმის გარკვევა სცადა, თუ რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში. იხილეთ tabula.geზე
  5. სმარტმა თავისი ჯუჯა ავტომობილების ამერიკაში გაყიდვა შარშან დაიწყო და ერთობ წარმატებულადაც, მაგრამ წელს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, დაიმლერის შტო იმედოვნებს, რომ ბაზარზე ახალი ავტომობილების გამოშვებით, გაყიდვების მოცულობა გაიზრდება. ახალი ავტომობილების შემუშავებაში კი გერმანულ კომპანიას რენო-ნისანის ალიანსი დაეხმარება. იხილეთ tabula.geზე
  6. მსოფლიო ჩემპიონატზე ფანების და ფეხბურთის სპეციალისტების ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები იყო. სერიოზული შემადგენლობა, ბოლო დეკადის და, ალბათ, ყველა დროის გამორჩეული მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, შეთამაშებული გუნდი – ამ სამი და კიდევ არაერთი კომპონენტით ინგლისს უნდა ეთამაშა ფეხბურთი და არა ის, რისი დემონსტრირებაც სამხრეთ აფრიკაში მოახდინა. იხილეთ tabula.geზე
  7. ესპანეთის ბოლო ჩემპიონატში ბარსელონას არგენტინელმა ლიდერმა ლეო მესიმ 34 გოლი გაიტანა და ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. ევროპის სპორტულ გამოცემათა კავშირმა (ი-ეს-ემ) მესის რამდენიმე დღის წინ გადასცა ჯილდო. იხილეთ tabula.geზე
  8. მოსკოვმა და ცხინვალმა გააფორმეს შეთანხმება თავიანთი წარმომადგენლობების ურთიერთ განლაგებაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების მეთაურმა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელთან მურატ ჯიოევთან ერთად დოკუმენტებს ხელი მოაწერეს რუსეთის საგარეო უშყების შენობაში. სერგეი ლავროვმა ამ ხელმოწერას წარმომადგენლობების მეტი ეფექტური მუშაობის საწინდარი უწოდა. რაღა თქმა უნდა, რომ მას ამაში სრულიად დაეთანხმა მისი ცხინვალელი კოლეგაც. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. გენდერული ძალადობის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად უფრო მეტი ქალი იღუპება, ვიდრე კიბოს, მალარიისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ერთად აღებული; სელექციური აბორტების, იგივე ინფანტციდის შედეგად კი 100 მილიონზე მეტი გოგონაა გამქრალი; იხილეთ tabula.geზე
  10. დღევანდელ სვეტსაც შეკითხვით დავიწყებ: თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რა განსხვავებაა მოგზაურობასა და ტურიზმს შორის? ამ შეკითხვაზე პასუხი წითელ ავტობუსებში იმალება ევროპის ცენტრალურ ტურისტულ მექებში რომ დაჰქრიან. იხილეთ tabula.geზე
  11. რუსეთის ფედერაციაში შემავალ რამდენიმე სუბიექტთან საქართველომ უვიზო რეჟიმი დააწესა. ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთ ოსეთი (ალანია), ყაბარდო ბალყარეთი, ყარაჩაი ჩერქეზეთი და ადიღეს რესპუბლიკები ეს ის სუბიექტებია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ.ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.კალანდაძის თქმით, მოქალაქეები 90 დღის განმავლობაში შეძლებენ უვიზოდ გადმოკვეთონ საზღვარი.“რუსეთის ფედერაციის ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. რუსეთის ფედერაციაში შემავალ რამდენიმე სუბიექტთან საქართველომ უვიზო რეჟიმი დააწესა. ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთ ოსეთი (ალანია), ყაბარდო ბალყარეთი, ყარაჩაი ჩერქეზეთი და ადიღეს რესპუბლიკები ეს ის სუბიექტებია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ.ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.კალანდაძის თქმით, მოქალაქეები 90 დღის განმავლობაში შეძლებენ უვიზოდ გადმოკვეთონ საზღვარი.“რუსეთის ფედერაციის სუ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. ზნაურის რაიონის სოფ. მუგუთის მიმდებარე ტერიტორიაზე (ჩრდილო-აღმოსავლეთით) გრძელდება რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ობიექტის მშენებლობა. აშენებულია 2 ერთსართულიანი და 1 ოთხსართულიანი შენობები. მშენებარე ობიექტის გარე პერიმეტრზე, დაახლოებით 100 მეტრში, სამშენებლო ტექნიკით წარმოებს მიწის გაჭრა. სავარაუდოდ, კეთდება ობიექტზე არსებულ მიწისქვეშა ბუნკერთან დამაკავშირებელი გზა.ცოტა ხნის წინ, მშენებლობის დაჩქარების მიზნით, რუსეთის ფედერაციიდან დამატებით იქნა მობილიზებული 80-მდე მუშა, რომლებიც უკმაყოფილ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. იცი რას ნიშნავს, როცა ღამე გეღვიძება და მარწყვების ხმა გესმის? დაგერხა ეს იგი, ძმაო, დაგერხა!” თქვა ლევანმა და იქვე განმარტა. როგორც აღმოჩნდა, მარწყვების ხმა სათამაშო ავტომატის ენაზე, მოგებას ნიშნავს. გემბლერი აზარტული თამაშებით გატაცებული ადამიანია. იხილეთ tabula.geზე
  15. მაშინ, როდესაც ფრანგი მაღალჩინოსნები ლაჟვარდოვან სანაპიროზე აგვისტოს მზეს ეფიცხებოდნენ, ზოგ მათგანს ნამდვილად ეგონა, რომ ეს დამსახურებული დასვენება იყო იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც რუსეთისთვის სამხედრო ვერტმფრენმზიდი ხომალდის, მისტრალის, მიყიდვას ეხებოდა. წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როდესაც ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარმა ზღვა ააზვირთა და ის, რაც მათ თითქმის დასრულებულ ექსკლუზიურ მოლაპარაკებად მიაჩნდათ, უცბად გახურებულ საერთაშორისო შეჯიბრად აქცია. იხილეთ tabula.geზე
  16. სამხრეთ აზიაში რეგიონული მშვიდობის შენარჩუნება მეტწილად ორი გიგანტი ქვეყნის – ჩინეთისა და ინდოეთის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ქვეყნების ინტერესი მათ შორის მოქცეული ღარიბი ქვეყნის – ნეპალის – შემთხვევაში ერთმანეთს ეჯახება. იხილეთ tabula.geზე
  17. ინგუშეთის პრემიერს ალექსეი ვორობიოვს ლოთობის გამო თანამდებობიდან გათავისუფლება ემუქრება.როგორც ინგუშეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი კალოი ახილგოვი საკუთარ ბლოგზე წერს, ვორობიოვის თანამდებობიდან გათავისუფლება წლის ბოლომდე რესპუბლიკის პრეზიდენტის იუნუს-ბეკ ევკუროვის გადაწყვეტილებით გადაიდო.“კავკაზ-ონლაინის” ინფორმაციით, ვორობიოვი თანამდებობიდან ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს გაათავისუფლეს და ამის შესახებ მაშინ რიგი საინფორმაციო საშუალებებიც იუწყებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს, ს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  18. გასული კვირის ბოლოს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში იმყოფებოდა გალის რაიონში, სადაც საგანგებო თათბირი გამართა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობის თემაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, აფხაზური უშიშროებისა და სასაზღვრო სამსახურების მაღალჩინოსნები და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლები. გაზიარება [გერონტი ყალიჩავა. 17:09 11-10-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TLMMoIgzsoI/AAAAAAAAEGo/2vhJLyCJvc0/s200/214D1C4B-F134-441E-AE41-B27BECF72484_mw800_mh600_s.jpgსოხუმის ტელევიზიის ცნობით, ბაღაფშს ანგარიში ჩააბარა სპეციალურმა კომისიამ, რომელმაც საზღვარზე ასაშენებელი საინჟინრო ნაგებობების კონკრეტული ფარგლები უნდა დაადგინოს. ამავე წყაროს ინფორმაციით, სერგეი ბაღაფში იმყოფებოდა გალის რაიონის სოფლებში ფიჩორსა და ოტობაიაში, სადაც ე.წ. საზღვრის დასაცავად ძირითადი საინჟინრო ნაგებობები უნდა აშენდეს. 8 ოქტომბერს ოტობაიასა და ფიჩორში დე ფაქტო პრეზიდენტის ჩასვლა დაადასტურეს რადიო თავისუფლების რესპონდენტებმა, რომლებსაც ტელეფონით დავუკავშირდით. მათი ცნობით, სერგეი ბაღაფშმა სამეგრელოსთან მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფლებში მიმდინარე რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. რესპონდენტმა, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით ხმის შეცვლა ითხოვა, აღნიშნა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას არ შეხვედრია. საგულისხმოა, რომ სოხუმის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი იმყოფებოდა სოფელ განმუხურშიც, სადაც ასევე უნდა აშენდეს საზღვრის დასაცავად საჭირო საინჟინრო ნაგებობები. შეგახსენებთ, რომ სოფელი განმუხური ენგურს გაღმა მდებარეობს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. შესაბამისად, ფიჩორი-განმუხურის ადმინისტრაციული საზღვრის მარჯვენა სანაპიროს ქართველი პოლიციელები, მარცხენას კი რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. კითხვაზე, იყო თუ არა სერგეი ბაღაფში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელში, განმუხურის მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდის საკრებულოში ჯონი საჯაია პასუხობს: ”სასაცილოა... ბაღაფში განმუხურში ვერ შემოვიდოდა, - ე.წ. საზღვარს ქართველი პოლიციელები იცავენ, - სოხუმის ტელევიზიამ კი დეზინფორმაცია გაავრცელა.” ცნობისათვის: ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორში ეფ-ეს-ბე-ს ნაწილებმა სამხედრო ქალაქის მშენებლობა უკვე დაასრულეს და, როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ბაზაზე რამდენიმე ასეული სამხედრო მსახურობს. რაც შეეხება ნაბაკევისა და ოტობაიის სამხედრო ქალაქებს, მათი მშენებლობა წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. tavisupleba.org http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  19. 4-5 ოქტომბერს თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მარჯანიშვილის თეატრმა მილანის პიკოლო თეატრის წარმოდგენას, “არლეკინი, ორი ბატონის მსახური” უმასპინძლა. იხილეთ tabula.geზე
  20. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვხედავთ რუსული იმპერიულობისა და აფხაზური ამპარტავნობის გამოვლინებებს. უფრო ხშირად ისინი იკვეთებიან არცთუ სახარბიელო მიზეზების გამო. ბოლო დროს ისმის ბრალდებები ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან. ეტყობა, მათი "თაფლობის თვე" დამთავრდა.რუსები აფხაზებს იმის გამო საყვედურობენ, რომ მიუხედავად ყველა დახმარებისა "დამოუკიდებლობის" მიღწევაში მათ არ სურთ მოსკოვს "დაუწვნენ". მაგრამ, განა მტყუანნი არიან რუსები? ჩამოდის რა რუსი აფხაზეთში, ის თავისი ჯიბის ნაწილს ხედავს. ხედავს, რომ მის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  21. მოსკოვსა და ტოკიოს შორის ახალი დიპლომატიური სკანდალია. უკვე ცხადია, რომ კურილიის სადავო კუნძულების პრობლემა მოგვარებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ორივე მხარის მწვავე განცხადებებმა ტერიტორიული დავის თაობაზე მოლაპარაკებების პერსპექტივა ეჭვქვეშ დააყენა. იხილეთ tabula.geზე
×
×
  • შექმენი...