planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53378.jpgსაქართველოს დღეს ახალი კონსტიტუცია ექნება. პარლამენტი ხანგრძლივი განხილვების შედეგად მიღებულ ცვლილებებს ქვეყნის მთავარ კანონში მესამე მოსმენითაც მიიღებს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53377.jpgსაქართველოს პოზიციამ შესაძლოა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა გააჭინუროს. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა ტელეარხ `რაშა თუდეისთვის`მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. View the full article
-
სამოქალაქო რეესტრი საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ინტერნეტ ქსელის მეშვეობით რამდენიმე ახალ სერვისს შესთავაზებს. სამოქალაქო რეესტრში აცხადებენ, რომ ახალი სერვისები უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლისთნავე იგეგმება. სამოქალაქო რეესტრის თვმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, საზღვარგარეთ მყოფ პირს პასპორტი გადაეგზავნება ფოსტით. პასპორტის ღირებულება 205 ლარი იქნება, მოქალაქეს კიდევ მოუწევს საფოსტო მომსახურების თანხის გადახდა. ამ დროისთვის უცხოეთში მყოფი პირი პასპორტის მისაღებად ონლაინ რეჟიმში ავსებს განცხადებას და საქართველოში დამზადებული დოკუმენტი უცხოეთში მყოფი პირის წარმომადგენელს გადაეცემა, ან საზღვარგარეთ მყოფ პირს პასპორტის მიღება საქართველოს საკონსულოების მეშვეობით შეუძლია. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შედეგად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის - დაბადების, ქორწინების მოწმობების მისაღებად, სახელის ან გვარის შესაცვლელად, სამოქალაქო აქტში შესწორების შესატანად, განმეორებითი მოწმობების მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფ პირს სააგენტოს ვებ-გვერდზე განცხადების შევსება ონლაინ რეჟიმში შეეძლება. კიდევ ერთი სიახლე: საზღვარგარეთ მყოფ პირს უფლება ექნება ონლაინ განცხადებით საქართველოში მოითხოვოს მოწმობის შესაბამის ენაზე თარგმნა და აპოსტილით დამოწმებაც. საკანონმდებლო ცვლილებებით არასრულწლოვანის პასპორტის გაცემის პროცედურებიც მარტივდება. საზღვარგარეთ მყოფ მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდნენ სამოქალაქო რეესტრის ოპერატორს და არასრულწლოვან შვილებზე პასპორტის გაცემისთვის აუცილებელი თანხმობა სააგენტოს ოპერატორის წინაშე ელექტრონული კავშირის საშუალებით დააფიქსირონ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
როგორც იცით დღეს 21:00 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2012-ის შესარჩევ შეხვედრაში ლიტვის წინააღმდეგ ითამაშა და რომ არა ალექსანდრს კაუნას შორეული მაკრატელათი გატანილი გოლი, რომლის რეალობაშიც თვითონაც კი შეეპარა ეჭვი ბალტიისპირეთიდან სამ ქულას წამოვიღებდით. იხილეთ fanebi.com
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53376.jpgჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე ქართული მხარე დევნილების უპირობო დაბრუნების საკითხს დააყენებს. დელეგაციის ერთი ნაწილი ჟენევაში უკვე გაემგზავრა. View the full article
-
ლატვიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა ალბათ ყველა თქვენგანმა ნახა და მისი პერიპეტიების აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ... დასანანია, სანუკვარ გამარჯვებამდე ჩვენს ბიჭებს ორი წუთი აშორებდათ, დაკარგული ორი ქულა კი საბოლოო ჯამში შეიძლება საკმაოდ ძვირად დაგვიჯდეს. იხილეთ fanebi.com
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53375.jpgრუსული მხარე მზადაა ჟენევის მოლაპარაკებებზე ყველა საკითხზე პროდუქტიული დიალოგისთვის და იმედოვნებს, რომ შეხვედრაზე კონსტრუქციული გარემო იქნება, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. View the full article
-
ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია, რომ, ზოგადად, მონოპოლისტებს, ძირითადი რესურსების ფლობისა და სამთავრობო ლობის გარეშე, მონოპოლური მდგომარეობის შენარჩუნება უჭირთ. კომპანია სითი პარკს კი ორივე პირობა ჭარბად აქვს. პირველი, კომპანია ბაზარზე ფლობს ძირითად რესურსს - ავტომობილების პარკირებისათვის საჭირო ტერიტორიას და მეორე, მას სრული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსაგან, რაც ბოლო გადაწყვეტილების მიღებისასაც გამოჩნდა. ”მოსახლეობას მარტივ და უფრო მოქნილ სისტემას ვთავაზობთ. პირველი ოქტომბრიდან პარკირებისთვის ამოქმედდება 25-ლარიანი ბარათები, რომელსაც მძღოლი საქარე მინაზე დაამაგრებს და ერთი წლის განმავლობაში ყველა ლეგალურ ადგილზე, რა დროითაც სურს, მანქანის გაჩერებას შეძლებს” - ეს განცხადება 2009 წელს გაკეთდა და მისი ავტორი ქალაქ თბილისის მერი ბატონი გიგი უგულავაა. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ პირობებზე პარკირების განმახორციელებელი კომპანია სითი პარკი თანახმა არ იქნება, მერია პარკირების ადმინისტრირების უფლებას უკან დაიბრუნებს. უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის სექტემბერში კომპანია სითი პარკმა თბილისის მცხოვრებთ პარკირების საფასურის საკმაოდ გაზრდილი ტარიფი შესთავაზა და სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა თბილისის მერის ზემოაღნიშნული განცხადება. თუმცა, სითი პარკის შესახებ აღნიშნული განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის შემდგომ, ქალაქის ხელისუფლებამ საკუთარი ნათქვამი წარმატებით გადათქვა და კომპანია სითი პარკს სიამოვნებით დართო ნება, ქალაქში პარკირების საფასური გაეორმაგებინა. სითი-პარკის პიარ მენეჯერმა, ლევან ტაბიძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, რომ პარკირების საფასურის გაზრდა/გაორმაგება პარკირების ადგილების ზრდამ გამოიწვია, კერძოდ, ქალაქში პარკირების ადგილი 4 000-დან 44 000-მდე გაიზარდა. თუმცა ჟურნალისტის მოთხოვნაზე ბატონმა ტაბიძემ კონკრეტული ფინანსური გათვლები ვერ წარმოადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კომპანია სითი პარკს არანაირი ფინანსური გათვლები არ გააჩნია, ხოლო მის მიერ პარკირების საფასურის გაზრდა და ამ გადაწყვეტილებაზე ქალაქ თბილისის ხელისუფლების უპრობლემო თანხმობა კონკრეტული შეთანხმების ნაწილია, რომელიც, მაღალი ალბათობით, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შედგა. ბუნებრივია, 2010 წლის მაისამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე ქალაქ თბილისის მერს, ბატონ უგულავას არჩევნები ჰქონდა წინ, ქალაქის ხელისუფლება მსგავს “არაპოპულარულ” გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ზემოთ მოყვანილი მაგალითები აღნიშნული საკითხის მსუბუქი პოლიტიკური კონტექსტია, სინამდვილეში კი, წმინდა ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ, მდგომარეობა კიდევ უფრო ტრაგიკულია. მაგალითად, არ არსებობს პასუხი მთავარ კითხვაზე: საერთოდ, რატომ იხდიან მძღოლები პარკირების საფასურს? ვინაიდან, ეკონომიკასა და ბიზნესში თანხის გადახდის მიზანია მომსახურების ან სარგებლის მიღება, ხოლო კომპანია სითი პარკისათვის, თანხის გადახდის შემთხვევაში, თბილისელი მძღოლები ორივე კომპონენტის მიღების გარეშე რჩებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დასახელებული შემთხვევა მოქალაქეებისაგან თანხების კანონიერი გამოძალვის საშუალებას მიეკუთვნება, ვინაიდან ქვეყნის მოქალაქე მისსავე საკუთრებაზე (ავტოსადგომები, ვიდრე ისინი არ გადავლენ რომელიმე კომპანიის კერძო საკუთრებაში, არის სახელმწიფო ანუ საერთო საკუთრება, მიუხედავად გასხვისების ფორმებისა) საკუთარი ავტომობილით დგომისათვის, “მესამე” პირს სრულიად დაუმსახურებლად გარკვეულ სავალდებულო თანხას უხდის. ეკონომიკური კონტექსტის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიამ ქალაქში ბუნებრივი მონოპოლია ხელოვნურად შექმნა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბუნებრივი მონოპოლია არის სიტუაცია, როდესაც ბაზარზე ერთ ფირმას შეუძლია აწარმოოს და მიაწოდოს საქონელი და მომსახურება უფრო ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე სხვა, ორ ან მეტ ფირმას. მაგალითად, თბილისში ბუნებრივი მონოპოლიაა თბილისის წყალი, თელასი, ვინაიდან მათ აქვთ ერთგვარი ექსკლუზივი მათი პროდუქციის მოწოდებაში და ამ სფეროში კონკურენტის გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ეს ის სფეროებია, რომლებიც, მართლაც როგორც გამონაკლისები, ყველა ქვეყანაში დიდი ხანია მსგავსი ფორმით ჩამოყალიბდა, მაგრამ ავტოპარკინგი, ქართულ შემთხვევაში, არის ხელოვნურად შექმნილი ბუნებრივი მონოპოლია, ანუ ხელოვნურად შეიქმნა კომპანია, რომელიც აღნიშნული სფეროს “მფლობელია” და სხვა ნებისმიერ კომპანიას მხოლოდ მისი “გავლით” მოუწევს საქმიანობის განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ სხვა ნებისმიერი კომპანია, რომელსაც, ასევე, შეიძლება გაუჩნდეს თბილისში ავტოპარკინგის ბიზნესის იდეა, სითი პარკთან უკვე წაგებულ მდგომარეობაშია. იმდენად, რამდენადაც ბუნებრივი მონოპოლია მსოფლიო პრაქტიკაში თავისუფალი ბაზრის შემზღუდველად გვევლინება, მოითხოვს ერთგვარ რეგულირებას, რათა, როგორც მინიმუმ, მომხმარებელი მოტყუებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. თუმცა რეალობაა, რომ იმ დროს, როცა ფირმა ბუნებრივი მონოპოლიაა და, უფრო მეტიც, აღნიშნული მდგომარება ხელოვნურად აქვს შექმნილი, ბაზარზე ახალი ფირმების გამოჩენის შედეგად, მას ნაკლებად ემუქრება მონოპოლური ძალაუფლების შემცირება. ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია, რომ, ზოგადად, მონოპოლისტებს უჭირთ მონოპოლური მდგომარეობის შენარჩუნება ძირითადი რესურსების ფლობისა და სამთავრობო ლობის გარეშე. კომპანია სითი პარკს კი ორივე პირობა ჭარბად აქვს. პირველი, კომპანია ბაზარზე ფლობს ძირითად რესურსს - ავტომობილების პარკირებისათვის საჭირო ტერიტორიას და მეორე, მას სრული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსაგან, რაც ბოლო გადაწყვეტილების მიღებისასაც გამოჩნდა. სითი პარკისა და მერიის მოქმედებით, განსაკუთრებულად დაზარალებულია ქალაქის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც საკუთარი ეზო ან ავტოფარეხი არ გააჩნია. მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ნახევარი მეტრის მოშორებით მანქანის გაჩერებისთვის საფასურის გადახდა უწევთ, ეს იმ დროს, როცა სრულიად შესაძლებელი იყო, საცხოვრებელი სახლების გარშემო პარკირების უფლების განკარგვა ამხანაგობებისათვის მიენიჭებინათ და, ამ შემთხვევაში, ბაზარზე ახალი მონოპოლისტის გაჩენაც თავიდან იქნებოდა აცილებული. ამასთან, პარკირების წესები, რომლებსაც ქალაქის მერიასთან შეთანხმებით, კომპანია სითი პარკი გვთავაზობს, საკმაოდ უსამართლოა. მაგალითად, თანაბარი ტარიფით იბეგრება ის მძღოლიც, რომელიც ავტომანქანას ავტოსადგომზე დღის განმავლობაში 2 საათით აჩერებს და ის მძღოლიც, რომელიც ავტოსადგომით 7-8 საათი სარგებლობს. მაგალითად, ტაქსის მძღოლი და ოფისში მომუშავე პიროვნება, რომელსაც ავტომობილი მთელი დღით ჰყავს ავტოსადგომზე გაჩერებული, საოცრად არათანაბარ ვითარებაში არიან. თბილისის მერიის გადაწყვეტილება, კომპანია სითი პარკისათვის პარკირების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით, თავისუფალი ბაზრიდან უკან გადადგმული ნაბიჯია. კერძოდ, იმ დროს, როცა ავტომობილების პარკირების ბაზარი საქართველოში ასათვისებელი იყო, არსებობდა შანსი, აღნიშნულ სფეროში საქმიანობა რამდენიმე კომპანიას ერთდროულად წამოეწყო. ასეთ შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლები ერთმანეთთან იქნებოდნენ კონკურენციაში, ხოლო ახლა, როცა შესაბამისი მომსახურების მწარმოებელი მხოლოდ ერთი ფირმაა, კონკურენცია მომხმარებლებს შორისაა. ეს კი სოციალისტური წყობის დამახასიათებელი ნიშანი უფროა, ვიდრე - თავისუფალი ბაზრის. მომხმარებლებისათვის საუკეთესო პირობების შექმნა მხოლოდ ისეთი ეკონომიკური სისტემის პრიობებშია შესაძლებელი, სადაც კონკურენციას ადგილი აქვს მიმწოდებლებს შორის და სადაც არ არის სხვადასხვა ჯგუფებს შორის ინტენსიური ბრძოლა ინტერესთა სფეროების გადანაწილებისათვის. ცხადია, მიმწოდებლებს არ უყვართ კონკურენცია, ვინაიდან ამ დროს მათ ბედს მომხმარებელი წყვეტს. მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური ჩარევით არის შესაძლებელი ბაზარი, რომელსაც კონკურენციის პოტენციალი აქვს, მონოპოლიურ ბაზრად იქცეს. თბილისის მერიამ კი სწორედ მსგავსი, თავისუფალი ბაზრის შემზღუდველი გადაწყვეტილება მიიღო და, შესაბამისად, ქვეყანაში საკმაოდ საშიში პრეცედენტი შექმნა. სრული ინფო(netgazeti.ge)

http://www.polity.ge/images/catalog/georgia/economy/bechdva.jpgმოვალეთა რეესტრში მოხვედრილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ერთ თვეში მოვალეთა რაოდენობა 15,8 პროცენტით გაიზარდა და რეესტრში უკვე 8000–ზე მეტი ადამიანია მოხვედრილი. მოვალეთა რეესტრი მეათე თვეა, რაც მოქმედებს. იანვრიდან დღემდე ახალი საქმის წარმოება თითქმის 70 ათას ადამიანზეა დაწყებული. polity.ge
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/region/gamshvebi-punqti.jpg13 ოქტომბრიდან ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილი რუსეთის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება საქართველო საზღვრის გადაკვეთისას. polity.ge
-
22 წლის ფეხბურთელს ემილ ბაიმარის ტოტენჰემთან მიღებული ტრავმის გამო რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოუწევს. იხილეთ fanebi.com
-
ფიორენტინასა და ტიალიის ნაკრების ნახევარმცველს რიკარდო მონტოლივო ქირურგების დახმარებაზე უარს აცხადებს. იხილეთ fanebi.com
-
გაზაფხული-ზაფხული მოდის კვირეულების ციკლი პარიზის მოდის კვირეულით დასრულდა. მოდა თითქოს გარდამავალ პერიოდშია – არც ძლიერი ტენდენციები და არც რადიკალური შემოქმედებითი იდეები ჩანს. იხილეთ tabula.geზე
-
ჟურნალი p.b Sexy Girls of the World 2010 View the full article
-
ამას წინათ ჩვენმა კათალიკოზმა ქართველ წინაპრებთან სასაუბროდ გვაკურთხა და მეც დავაპირე დაგელაპარაკო, შევასრულო მისი ეს კურთხევა. არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რისი თქმაც მინდა შენთვის, საჩივარი თუ უიმედობის ხავსს ჩაჭიდება. იხილეთ tabula.geზე
-
ეს არის მხატრულ-დოკუმენტური ფილმი კანონიერ ქურდებზე და კანონიერი ქურდების ინსტიტუტზე საერთოდ წარმოშობის ისტორიაზე და აწმყოზე View the full article
-
ალექსისი ულამაზესი ახალგაზრდა ქალი თავისი სილამაზით აცდუნებს ბრიყვ მდიდარ მამაკაცებს მიყვება მათ ცოლად და შემდეგ კლავს რათა სიმდიდრეს დაეულოს . კეი დეტექტივია რომელიც იძიებს შავი ქვრივის საქმეს. ბოლო ბოლო ორივე ხვდებიან ერთმანეთს და იწყება ბრძოლა მორიგი მდიდარი ბრიყვისთვის ...... View the full article
-
ფილმშია განუმეორებელი ინდური მელოდიები და გადმოცემულია ინდუსი ქალის შიშველი სხეულის სილამაზე 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
ეროტიკული ვიდეო კლიპები ულამაზესი გოგონების მონაწილეობით 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article