Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. პროგრამა "აინშტაინის" ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, საბუნებისმეტყველო საგნებში კვლევები და ცდები ჩაატარონ. პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო და საჯარო სკოლების სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვას გულისხმობს. #157-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები ლაბორატორიით სარგებლობას დღეიდან შეძლებენ. სასწავლო ლაბორატორიები მათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს გადასცა. ლაბორატორიები 3 სრული - ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის– კომპლექტისგან შედგება. თითოეულში კი, თემატიკის შესაბამისად, 18 ქვეკომპლექტია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე წერია, რომ მსგავსი ლაბორატორიებით 2010-2011 სასწავლო წლისათვის ყველა საჯარო სკოლა აღიჭურვება. სასწავლო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლების მიზნით ხდება. 2010-2011 სასწავლო წლისათვის ასევე ყველა სკოლა შეძლებს, ვირტუალური ლაბორატორიებით ისარგებლოს. პროგრამა "აინშტაინი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53675.jpgთბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე. View the full article
  3. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53669.jpgწუხელ ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან შუახნის ქალბატონი გადმოვარდა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. არის ვერსია, რომ ქალბატონი განზრახ გადმოაგდეს. View the full article
  4. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის, რომელიც ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ დააყენა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხი განიხილება. პარლამენტის ოფიციალური გვერდის ცნობით, უფლებამოსილების ვადის 3 თვით გაგრძელების თაობაზე დღეს პარლამენტი იმსჯელებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. საქართველოს ქალთა პარტიმ “სამართლიანობისა და თანასწორობისათვის” ახლადშექმნილი ორგანიზაციის ”ქართული პარტიის” ერთ–ერთი დამფუძნებლის სოზარ სუბარის ძმის, ვახტანგ სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში პარტიის ხელმძღვანელი გუგული მაღრაძე ”საფუძვლიან ეჭვს” გამოთქვამს, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა, ზეწოლა მოახდინოს სოზარ სუბარზე. ”მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ სუბელიანის დაკავების მთავარ ბრალდებად წარმოდგენილი იქნა მისი სატელეფონი საუბარი პიროვნებასთან, რომელიც სუბელიანს ავალებს, რომ გარკვეულ კლიენტებს გარკვეული ფასად ჩაუსხას ბენზინი, რაშიც არანაირი დანაშაულის ნიშანი არ ჩანს. ამასთან, მასმედიით ცნობილი გახდა, რომ თვით ის პიროვნება, ვინც ამ დავალებას იძლეოდა, განთავისუფლებულია, რადგან აღიარებითი ჩვენება მისცა. ვახტანგ სუბელიანი კი, რომელიც მხოლოდ უსხამდა კლიენტებს ბენზინს მისი დავალებით, ისევ დაკავებულია. ეს გარემოება ამტკიცებს ჩვენს ვარაუდს, რომ ვახტანგ სუბელიანის დაკავების მიზეზი არის ის, რომ იგი სოზარ სუბარის ძმაა. ეს არის “გამაფრთხილებელი” მესიჯი ყველასთვის, ვინც უკვე არის ან აპირებს ამ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნას და ეს არის მთელი საზოგადოების დაშინების მცდელობა”, ნათქვამია განცხადებაში. ქალთა პარტია ფიქრობს, რომ ასეთი მცდელობები არა თუ დააშინებს საზოგადოებას, არამედ უფრო დიდ აღშფოთებას გამოიწვევს, ხელისუფლების მიმართ პროტესტმაც შესაძლოა უფრო მწვავე ფორმები მიიღოს. სოზარ სუბარის ძმა სამართალდამცავებმა 26 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს. თავად სოზარ სუბარს ძმის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. დღეს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით „თავისუფლების ქარტიის“ კანონპროექტს განიხილავს, რომლის ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თორთლაძეა. საპარლამენტო კომიტეტებმა გუშინ განიხილეს აღნიშნული კანონპროექტი და მხარიც დაუჭირეს. საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა „თავისუფალი ქარტიის“ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. გუშინ გაერთიანებულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. თანდათან გასაგები ხდება, თუ რატომ არის, რომ მილიარდიანი რუსული ინვესტიციების მიუხედავად, ცხინვალის რეგიონი ფეხზე ვერ დგება და შეუძლებელია სახლების აშენება რაღაც ასიოდე ოჯახისთვის, რომელიც უკვე მერამდენე წელია ღია ცის ქვეშ ხვდება ახალ წელს. თურმე, მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი თანამშრომლებს “ოდნაკლასნიკი.რუ”-ზე არჩევს. ამის შესახებ მან ჟურნალ “პროსპექტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.კოკოითიმ დაადასტურა, რომ რუსულ სოციალურ ქსელში “ოდნაკლასნიკი.რუ” საკუთარი გვერდი აქვს, რომელს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ტერაქტების მოწყობის მცდელობისთვის ვირჯინიის მცხოვრები, პაკისტანური წარმოშობის, 34 წლის ფარუქ აჰმედი დააკავეს. მას ვაშინგტონის მეტროში ტერაქტის მომზადებაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 50- წლიანი პატიმრობა ელის.ფარუქ აჰმედზე თვალთვალს დაზვერვის ფედერალური ბიურო თვეების განმავლობაში ახორციელებდა. სპეცსამსახურის თანამშრომლებმა „ალ-ყაიდას“ საფარქვეშ, მას თანამშრომლობა შესთავაზეს და ვაშინგტონის გარეუბან არლინგტონის სატრანსპორტო სისტემის შე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის შეფასებით, “საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის, თუმცა პოზიტიური მხარეებიც არსებობს”.ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა სენატის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს საქართველოსთან. პრეზიდენტ სააკაშვილს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ტელეფონით რამდენჯერმე ვესაუბრე, რაც ჩ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  10. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53668.jpgხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის ხუთმხრივი შეხვედრა დღეს პირველად გაიმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე..... View the full article
  11. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მილიციის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანასკნელ პერიოდში კრიმინოგენული ვითარება "სტაბილურად დაძაბულია". გასული კვირის განმავლობაში დაფიქსირებულია ექვსი დანაშაული და 12 შემთხვევა. მათ შორის მარიონეტების მხრიდან განსაკუთრებულ "შეშფოთებას" იწვევს ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა და, ისევდაისევ, ე.წ. "სახელმწიფო საზღვრის" რეჟიმის დარღვევები.სამაგიეროდ, აღნიშნავს ИА Рес–ი, "არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა საკუთარი ნებით აბარებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53667.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია CNBC-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს სრული ტექსტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. View the full article
  13. </p>/get_img?NrArticle=2924&NrImage=2000 ანტიკური ხანის ნამოსახლარებსა და სამაროვნებს ფიჭვნარში, სადაც უკანასკნელ პერიოდში ოქსფორდის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, ხელისუფლება ერთ დოლარად ყიდის. მყიდველს კი 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადისგან ათავისუფლებს. ფიჭვნარში სასტუმროების აშენებაზე სურვილი 28 ინვესტორმა გამოთქვა.«ძეგლის ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელია ინვესტორმა წინასწარ გაიღოს თანხები მისი არქეოლოგიური შესწავლისთვის, რის შემდეგაც გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მშენებლობის წარმოება», _ ეს ბათუმელი არქეოლოგების მოთხოვნაა, რაც, ბუნებრივია, ინვესტორთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტში ასახული არ არის. პრეზიდენტის ინიციატივით, ფიჭვნარში მიწა, ყოველგვარი პირობის გარეშე, სიმბოლურ ფასად გაიყიდება. ხელისუფლების გათვლებით, ახალი სასტუმროები ექსპლუატაციაში მომავალი წლის აგვისტომდე უნდა შესულიყო. მეცნიერების მტკიცებით კი, ტერიტორია, სადაც ახალი სასტუმროები უნდა აშენდეს, ძეგლია და აგვისტომდე არქეოლოგიური გათხრების დასრულებაც კი ვერ მოხერხდება _ თუ ასეთი სამუშაოები საერთოდ დაფინანსდა. მკვლევარების თქმით, ფიჭვნარის სამაროვნის მასალები ფასდაუდებელია, ერთი მხრივ, ძველი კოლხეთის ანტიკურ სამყაროსთან ურთიერთობის შესწავლისთვის, ხოლო მეორე მხრივ, შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაციისა და, ზოგადად, ანტიკური სამყაროს ისტორიისა და კულტურის პრობლემების კვლევის თვალსაზრისით. ძეგლის ასეთი დიდი მნიშვნელობისა და იმის გამოც, რომ მშენებლობისთვის სილის უკანონო გატანა ძეგლს განადგურების საფრთხეს უქმნიდა (ხელისუფლება პროცესს ვერ აკონტროლებდა და არც გათხრებს აფინანსებდა), თანხა ძეგლის შესასწავლად ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოყო. უკვე 12 წელია ძეგლი ოქსფორდის უნივერსიტეტის დაფინანსებითა და მათი პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობით ითხრება. მეცნიერული შესწავლის გარეშე კი ძეგლის ნებისმიერი ნაწილის განადგურება დაუშვებელია. ფიჭვნარში საქართველოს პრეზიდენტმა «თავისუფალი ტურისტული ზონის» პროექტის პრეზენტაციაზე ხაზი მხოლოდ ფიჭვის ხეების გადარჩენას გაუსვა და აღნიშნა, რომ ინვესტორებმა მშენებლობის დროს არც ერთი ხე არ უნდა მოჭრან. პრეზენტაცია, მართალია, ფიჭვის ხეების ფონზე გაიმართა, მაგრამ ისეთი ადგილი იყო შერჩეული, სადაც სასტუმროების აშენება არ არის დაგეგმილი. ერთ დოლარად გასაყიდი მიწის ნაკვეთები პრეზენტაციის ადგილიდან 200 მეტრითაა დაშორებული და იქ ფიჭვის ხეები, ფაქტობრივად, არც დგას. მთელი სიმდიდრე აქ მიწაშია დამარხული. ბათუმელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს. სახელმწიფო სიმბოლურ ფასად მთლიანობაში 115 000 კვ/მეტრი ფართობის მიწის გასხვისებას გეგმავს. ეს ტერიტორია მოიცავს არქეოლოგიურად შესასწავლი ფიჭვნარის დიუნას (ქვიშაზვინულს) და სამაროვნების ნაწილს. 12 ჰექტარამდე ტერიტორიიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია შესწავლილი. ძეგლის ადგილზე სამი ტიპის _ 5, 6 და 7-სართულიანი 30 სასტუმრო უნდა აშენდეს. ინვესტორი სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებს პროექტს. სახელმწიფო უზრუნველყოფს კომუნიკაციების (ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია, გაზი) ობიექტამდე მიყვანასაც. თუ სასტუმროები ექსპლუატაციაში 2011 წლის აგვისტომდე შევიდოდა, ინვესტორი 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადისგანაც გათავისუფლდებოდა. თუმცა, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, ექსპლუატაციაში გაშვების ვადა შესაძლოა მომავალი წლის ბოლომდე გადაიდოს. ტერიტორია სამშენებლო მოედნად სახელმწიფომ უნდა მოამზადოს, რაც დროში გაიწელა (დღეს იქ სამუშაოები არ ტარდება. თვითმხილველების თქმით, მხოლოდ ორი ადგილი გაბურღეს და ტერიტორია აზომეს). ამასთან, შესაბამისი კანონი უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმაც. დაკანონებული არ არის სასტუმროების მფლობელების მოგებისა და ქონების გადასახადებისგან გათავისუფლებაც. ფინანსთა მინისტრმა _ კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები ახალ საგადასახადო კოდექსში მოგვიანებით აისახება. ექსპერტების განცხადებით კი, ინვესტორებს გარანტიები მშენებლობის დაწყებამდე სჭირდებათ. ქვეყნის მთავრობა ფიჭვნარის «თავისუფალ ტურისტულ ზონაში» ინვესტორთა გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ მხარეზე არ საუბრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვარაუდით, «მომავალი წლიდან ქობულეთს ორი ათასამდე სასტუმროს ნომერი დაემატება და დაახლოებით 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება». სასტუმროების აშენებაზე ინვესტორებმა სურვილი უკვე გამოთქვეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეისთვის 28 იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა 51 კორპუსის აშენებაზე შეიტანა განაცხადი, მათგან ოთხმა უცხოურმა კომპანიამ და ამდენივე ფიზიკურმა პირმა (სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ტაილანდიდან, ესტონეთიდან, თურქეთიდან). სამინისტროში ინვესტორთა ვინაობას არ ასახელებენ. «ბათუმელებმა» ზოგი მათგანის ვინაობა გაარკვია, მაგალითად, კერძო ინვესტორები _ რამაზ ლომთათიძე, ბესარიონ ხელაშვილი, გოგი გოგიტიძე; კომპანიები _ «გზა», «ფასტ პლიუსი», «ანაბაზისი», «ძველი დედაქალაქი“. ინვესტორებს განაცხადების წარდგენა 30 ოქტომბრამდე შეუძლიათ. მათთან ხელშეკრულებებიც საქართველოს პარლამენტის მიერ თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ მიღებული კანონის შესაბამისად გაფორმდება. ფიჭვნარის ნამოსახლარებს უძრავი ძეგლის სტატუსი 1976 წლიდან ჰქონდა და ის დაცული ტერიტორია იყო. «ვარდების ხელისუფლებამ» ყველა ძეგლს სტატუსი გაუუქმა და მათი ხელახალი აღიარება-რეგისტრაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შედგა ფიჭვნარის ნამოსახლარის, როგორც უძრავი ძეგლის პასპორტიც, არქეოლოგები მისთვის სტატუსის მინიჭებას ბოლო რამდენიმე წელია ამაოდ ითხოვენ. ასეთი ორი ძეგლია აჭარაში _ გონიო-აფსაროსი და პეტრას ციხე. «სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში ძეგლს ემუქრება განადგურება... აუცილებელია განისაზღვროს ფიჭვნარის არქეოლოგიური დაცვის ზონა, მიენიჭოს უძრავი ძეგლის სტატუსი და დადგინდეს მისი, როგორც უძრავი ძეგლის ტერიტორია», _ აღნიშნულია წერილში, რომელიც ლევან ვარშალომიძეს, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს გია აბულაძეს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს, ნიკოლოზ რურუას და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს უფროსს, ნიკოლოზ ვაჩეიშვილს გადაუგზავნეს. წერილს ხელს ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე, ნინო ინაიშვილი, არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, ფიჭვნარის ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ამირან კახიძე, პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი ირაკლი ჩავლეიშვილი და გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი შოთა მამულაძე აწერენ. ფიჭვნარის დიუნური სადგომი ყველაზე კარგად შემორჩენილ დიუნურ სადგომთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება. ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლების სისტემატური არქეოლოგიური კვლევა-ძიება XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მიმდინარეობს ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და ბოლო წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის მიერ. ამ პერიოდში შესწავლილია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები და მათ შორის უმნიშვნელოვანესი ანტიკური ხანის ნაქალაქართან დაკავშირებული სამაროვნები (ძვ.წ. V-III სს.) დღემდე 1100 სამარხში აღმოჩენილია ანტიკური მხატვრული კერამიკის, ოქრომჭედლობის, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭლის, გლიპტიკის (ლითონსა და ძვირფას ქვებზე მხატვრული ჭრის) შესანიშნავი ნიმუშები და ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტები. ფიჭვნარში აღმოჩენილი ძეგლები გამოფენილია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმსა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში. ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ნივთები (სამკაულები, ჭურჭელი) კი აჭარის ოქროს ფონდშია დაცული. ამ საგანძურის ექსპონირება დღემდე გადაუწყვეტელი პრობლემაა (იგი ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალში ინახება). სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა „თავისუფალი ქარტიის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. გია თორთლაძის აღნიშნული ინიციატივა კომიტეტმა გუშინ მოისმინა და როგორც პარლამენტის ოფიციალური საიტი წერს, ერთხმად დაუჭირა მხარი. გუშინვე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის წევრის, გიორგი თორთლაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "თავისუფლების ქარტია" განიხილეს. კომიტეტებმა კანონპროექტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც დადგენილი წესით შეაგროვებს ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან და აწარმოებს შესაბამის რეესტრს. გარდა ამისა, შეაგროვებს ინფორმაციას კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების და მოედნების დასახელებების შესახებ, მათი აკრძალვის მიზნით. პროექტში გაერთიანებულია გიორგი თორთლაძის მიერ პარლამენტში ადრე ინიცირებული ორი კანონპროექტი: "ლუსტრაციის შესახებ კანონი" და "პატრიოტის აქტი", რომელთაც დაემატა კიდევ ერთი მისივე ინიციატივა საქართველოში საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლიკის კანონით აკრძალვის თაობაზე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს, სხდომას გამართავს. სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით, გეგმება მოქალაქე ღვამბერიძესა და სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის არსებული დავის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტის განხილვა. შეხვედრაზე, ასევე შპს “ფროფერთი მენეჯმენტსა” და სს “თელასს” შორის არსებული დავის შესახებ” კომისიის გადაწყვეტილების პროექტს განიხილავენ, რომელსაც ვ. ფხაკაძე წარადგენს. იხილეთ epn.ge
  16. ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად სპეციალური სემინარი გაიმართება. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით მართავს სემინარს – “რა უნდა იცოდნენ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად”. სემინარი მიზნად ისახავს ქართველ მწარმოებლებს მიაწოდოს ინფორმაცია ახალი ხილისა და ბოსტნეულის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ახალი ხილისა და ბოსტნეულის მარკეტინგული სტანდარტები; სპეციფიკური მარკეტინგული სტანდარტები ციტრუსებისთვის; ევროკავშირის ჯანმრთელობის და ფიტოსანიტარული მოთხოვნები მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებზე; მოთხოვნები სურსათის უვნებლობასა და ჰიგიენაზე. სემინარი 10:30 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურში გაიმართება. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/grigol-robaqidze1-150x150.jpgგრიგოლ რობაქიძის 130 წლის იუბილეს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან აქცია – სახელწოდებით `აანთე სანთელი~ გაიმართება. აქციის მიზანია გრიგოლ რობაქიძის ანდერძის აღსრულება. 12:00 საათზე, აქციის ფარგლებში დაგეგმილია – მცხეთაში გადასასვლელი ხიდიდან ფეხით მსვლელობის მოწყობა. წმინდა ნინოს ჯვრისა და დიდი დედის ხატის (წმ.ნინო, წმ.თამარი, წმ.Qქეთევანი) წაბრძანება სვეტიცხოვლის ტაძრისკენ. 13:30 საათზე, სვეტიცხოვლის ტაძრის შესასვლელთან მსვლელობა შეუერთდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც წაიკითხავენ გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან მცირე ამონარიდებს. ლიტერატურული ნაწილის, ასევე ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი უნივერსიტეტის მომღერალი სტუდენტები, შეასრულებენ `მრავალჟამიერს~, მუსიკალურ კონკურს `ჯეოსტარში~ გამარჯვებული ლევან კბილაშვილის ხელმძღვანელობით და აქციაში ყველა მონაწილე, ხელში ანთებული სანთლით გადაინაცვლებს სვეტიცხოვლის ტაძრისკენ. სანთლების ანთების შემდეგ კი, აღევლინება გრიგოლ რობაქიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ამ დღეს, გრიგოლ რობაქიძის მკვლევარ რუსუდან გახარიას ავტორობით, უნივერსიტეტის მიერ საგანგებოდ გამოცემული ბროშურა `მეტს არასა ვთხოვ საქართველოს~ ყველა მონაწილეს გადაეცემა. იხილეთ epn.ge
  18. სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის და პოლიტიკური მოძრაობა ”თეთრების” პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს, გაიმართება. “მოძრაობა “თეთრების” ლიდერის და საინიციატივო ჯგუფის წევრების მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობას. საინიციატივო ჯგუფი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, აქტიურად ჩაერთოს კრების მოწვევის ორგანიზებაში. “სასიხარულოა მოძრაობა “თეთრების” მონაწილეობა და ჩართვა ამ პროცესში, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ 25 ნოემბერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები კიდევ უფრო ეფექტური გახდეს~, – აცხადებენ სახალხო წარმოამდგენლობითი კრების წარმომადგენლები. იხილეთ epn.ge
  19. ლადო ათანელის ფონდი ,,თანადგომა” თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობას ლადო ათანელის გარდა ვოკალისტთა პირველი რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატები, სულხან ჯაიანი და მაია ტურაშვილი, ამავე კონკურსის მონაწილე ირაკლი კახიძე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად მიიღებენ. მუსიკალურ საღამოს დავით მუქერია უდირიჟორებს. კონცერტი საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცემათ. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. იხილეთ epn.ge
  20. “საქპატენტში” დღეს, მოწმობებს 31 სუბიექტზე გასცემენ. როგორც “ექსპრესნიუსს” ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტიდან” აცნობეს, აღნიშნულ ცენტრში სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე (სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები) და საავტორო უფლებებზე დამცავი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია გაიმართება. რეგისტრაციის და დეპონირების მოწმობებს კომპანიებს და კერძო პირებს “საქპატენტის” თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე საზეიმო ვითარებაში გადასცემს. საპატენტო სიგელები, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის დოკუმენტები და საავტორო უფლებების დეპონირების დამადასტურებელ მოწმობები ამჯერად 31 სუბიექტზე გაიცემა. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/MRocen1-150x150.jpgსაქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი მილან როჩენი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრებზე როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი საკითხები განიხილება. როჩენის საქართველოში ვიზიტი 29 ოქტომბრამდე გასტანს. იხილეთ epn.ge
  22. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით, სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი თემაზე „მედია, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტი კახეთში“, დღეს, თელავის, სახელმწიფო უნივერსიტეტის მცირე დარბაზში საჯარო დისკუსიას მოაწყობს. როგორც “ექსპრესნიუსს”, კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრის საკითხებია: კახეთში მედიის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის ხარისხი; თვითცენზურის პრობლემა ჟურნალისტურ საქმიანობაში; ხელისუფლებასთან ურთიერთობის ფორმები; საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვების გზები; მედია, როგორც „მოდარაჯე ძაღლი“ – კახეთში არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები; სახელისუფლებო საქმიანობის კონტროლი და მედია როგორც საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების საშუალება. შეხვედრა მცირე დარბაზში, 17:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
  23. 25 ოქტომბერს ქ.სოხუმში აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს ინიციატივით ჩატარდა მრგვალი მაგიდა გუდაუთის მეჩეთთან 8 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის გამო, რის შედეგადაც დაიღუპა რასულ პილია და მძიმედ დაიჭრნენ ძმები რუსთამ და რაულ გიცბები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელისუფლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიუხედავად მოწვევისა მრგვალი მაგიდის სხდომაზე არ მოვიდნენ სხვა კონფესიების ხელმძღვანელები.აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო სამმართველოს ხელმძღვანელმა თემურ ძიბამ აღნიშნა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/grigol-robaqidze-150x150.jpg28 ოქტომბერს ცნობილი ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის 130 წლისთავი აღინიშნება. იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ერთობლივად გამართავენ. ამასთან დღეს, გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან ჩატარდება აქცია – სახელწოდებით `აანთე სანთელი~. აქციის მიზანი, გრიგოლ რობაქიძის ანდერძის აღსრულებაა. აქციის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთაში გადასასვლელი ხიდიდან წმინდა ნინოს ჯვრითა და ხატებით მსვლელობა სვეტიცხოვლის ტაძრისკენ. ტაძრის შესასვლელთან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან მცირე ამონარიდებს წაიკითხავენ. შემდეგ, აქციის მონაწილეები ხელში ანთებული სანთლით სვეტიცხოვლის ტაძარში გადაინაცვლებენ, სადაც მწერლის ანდერძისამებრ მისი ხსოვნისთვის სანთლებს დაანთებენ. ასევე, აღევლინება გრიგოლ რობაქიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. 29-30 ოქტომბერს კი, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში” ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომლის მიზანი, გრიგოლ რობაქიძის მრავალმხრივი შემოქმედების, საქართველოს ინტელექტუალური და სამეცნიერო წრეების, უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერების კვლევებისა და პროექტების წარმოჩენაა. გრიგოლ რობაქიძე 1880 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად სასულიერო განათლება მიიღო. სწავლობდა ტარტუს უნივერსტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ლაიფციგის უნივერსტეტში, შემდეგ პარიზის უნივერსტეტში ისმენდა ლექციებს. 1931 წლის შემდეგ მწერალი გერმანიაში გაემგზავრა და ემიგრაციაში დარჩა. სამშობლოდან გადახვეწის მიზეზი კომუნისტური დიქტატურა იყო. 1945 წლიდან გარდაცვალებამდე (1962 წლის 1 ნოემბერს) შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ცხოვრობდა. დაიკრძალა იქვე. 1976 წელს კი ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. გერმანიაში ყოფნის დროს გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის “ჩაკლული სული”, “ქალღმერთის ძახილი”, 1937 წელს გამოვიდა რომანი “გრაალის მცველნი”, ევროპულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა გრიგოლ რობაქიძის ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები. იხილეთ epn.ge
  25. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/shashkini5-150x150.jpg“აინშტაინის” პროგრამის ფარგლებში დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №157-ე საჯარო სკოლას საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორიას გადასცემს. როგორც, “ექსპრესნიუსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ახალი პროექტის მიზანია სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლება და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესება. შეგახსენებთ, რომ პროგრამის ,,აინშტაინი” განხორციელება დაიწყო. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...