planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
В Берлине прошли Хипстерские Олимпийские игры - уникальное спортивное мероприятие о хипстерах и для хипстеров. Соревнования на тему хипстерской моды и культуры проводятся в столице Германии уже второй год. View the full article
-
##image#10102#1#პოლიციამ ინგლისში „მეირდიანს“, ჰენრი მურის 500,000 სტერლინგად შეფასებულ ქანდაკებას მიაკვლია, რომელიც 15 ივლისს, ჰერდფორდშირის საგრაფოში, ამავე მოქანდაკის სახელობის მუზეუმის პარკიდან გაუჩინარდა. სამართალდამცავებმა სკულპტურის ადგილმდებარეობის შესახებ სატელეფონო ზარის დახმარებით შეიტყეს, რის შედეგადაც პოლიციამ ორი, 19 და 22 წლის ბრალდებული დააკავა. ჰენრი მური მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისელი მოქანდაკეა. მერიდიანი 56 სანტიმეტრი სიმაღლის ბრინჯაოს სკულპტურაა და მას ორი ნახევარმთვარის ფორმა აქვს. ნამუშევრის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გამომძიებლებს £100, 000 პრემია ჰქონდათ დაწესებული. სამართალდამცავების აზრით, მოპარული ქანდაკებების რიცხვი ბრინჯაოს ფასის მომატებასთან ერთად იზრდება. მერიდიანი პირველი ნამუშევარი არაა, რაც ჰენრი მურის მუზეუმის ბაღიდან მოუპარავთ, შვიდი წლის წინ იმავე ადგილიდან, ღამით მურის შვიდტონიანი ქანდაკება “Reclining Figure” წაიღეს. მძარცველების მიზანი მისი გადადნობა და 1500 სტერლინგად გაყიდვა იყო. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/fanjikidze4-238x300.jpgროგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, კოალიცია “ქართული ოცნება” დაპატიმრებული წევრების უფლებებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მისივე თქმით, კოალიციამ “კონსერვატიული პარტიისა” და “ეროვნული ფორუმის” წვერების დაკავების ამბავთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები და საელჩოები საქმის კურსში ჩააყენა. “მათი დაკავება კანონდარღვევას წარმოადგენდა, რადგან მათ მიერ განხორციელებული ქმედებას სისხლის სამართლის დანაშაულთან კავშირი არ აქვს. ამომრჩევლის მოსყიდვა არ დასტურდება და თუ ადგილი თავალთამაქცურ გარიგებას ჰქონდა, ის ჯარიმას ითავლისწინებს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ. opinion.ge View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61420.jpg საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციებსა და სხვა სახის დახმარებებს შეეხება. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. ბიუჯეტში ცვლილება დღის წესრიგში ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დადგა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდისთვის გამოიყოფა 50 მილიონი ლარი და თანხა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში გადაუდებელი ღონისძიებებისათვის დაიხარჯება. ასევე გაიზრდება კახეთის განვითარების პროგრამის დაფინანსებაც, რომლის მთლიანი საფინანსო რესურსიც 110 მილიონი ლარით განისაზღვრება, საიდანაც 20 მლნ ლარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება. გარდა ამისა, იზრდება კახეთის მუნიციპალიტეტების დაფინანსება. ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საჭიროებისამებრ, სტიქიის რეგიონებში განსახორციელებელ ღონისძიებებს 17 მილიონი მოხმარდება. იზრდება ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები. სხდომას პრემიერ-მინისტრი უძღვებოდა. ვანო მერაბიშვილმა მინისტრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა სტიქიის რეგიონებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს, რათა ხელისუფლებამ ის დანაპირები, რაც მოსახლეობას მისცა, შეასრულოს. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს მთავრობა პარლამენტს დღეს წარუდგენს. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/qdm8-300x201.jpegგორის რაიონის სოფელ ყელქცეულში ადგილობრივ გლეხებთან ერთად სიმინდის ყანაში მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ მიიღეს. “ქრისტიან-დემოკრატებმა” ყელქცეულის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის საკუთარი პროგრამა, “ქდმ-ის 10 ნაბიჯი სოფლის მეურნეობის განსავითარებლად” გააცნეს. “იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროცესი სპონტანურად არ მიმდინარეობდეს, გლეხს საქმიანობისთვის სტაბილური შემოსავალი და მოტივაცია ჰქონდეს, აუცილებელია დაბალპროცენტიანი აგროსესხი, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და გასაღების ბაზარი არსებობდეს, რომ გლეხი კონკურენტუნარიანი და შემოსავლიანი გახდეს“, – განაცხადა თარგამაძემ. opinion.ge View the full article
-
კისლოვოდსკში, კაფე "სნეჟინკასთან" მასობრივი შეხლა-შემოხლა 19 წლის ქართველის მკვლელობით დამთავრდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქართული წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცი სომეხ და ყარაჩაელ მეგობრებთან საუბრობდა. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა კაზაკებმა ტრავმატული იარაღით 21 წლის სომეხი ეროვნების მამაკაცი სახელად ჯონიკი მოკლეს, ხოლო 19-წლის ქართველს, ვინმე გიას, ყელი გამოჭრეს. მათი მეგობარი, ყარაჩაელი კი მრავალჯერადი დანის ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული, - იუწყება სააგენტო "კავკაზსკი უზელი".რუსი ექსპერტე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/globaltv-300x180.jpgაქცია “გადაარჩინე გლობალ ტვ” “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა მოძრაობამ ვაკის პარკთან გამართა. „”გლობალ ტვ” ბიძინა ივანიშვილის საკუთრება არ არის და ხელისუფლების მიერ ანტენების დაყადაღება კიდევ ერთი უკანონობაა, რომლითაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. “ქართული ოცნების” წევრებმა სტიკერები – “გაადარჩინე გლობალ-ტვ” ჭავჭავაძის გამზირზე გააკრეს. opinion.ge View the full article
-
##image#10048#1#2011 წლის მარტში დაწყებული ამბოხებიდან თექვსმეტი თვის შემდეგ ბაშარ ალ-ასადი კვლავ რჩება დომინოს ქვად, რომელიც უარს აცხადებს დაცემაზე. რეჟიმის ძალადობრივ პასუხს უკვე თოთხმეტი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასი ათასამდე დევნილად აქცია, ხოლო ნახევარ მილიონს სახლის დატოვება აიძულა. სირია სამოქალაქო ომში ჩათრევის ზღვარზე დგას, ხოლო მზარდი კრიზისი რეგიონულ გართულებებს იწვევს. აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია პირდაპირი ჩარევისგან თავს იკავებს და პრობლემას ირანულ ბირთვულ საფრთხესთან მთლიანობაში განიხილავს, რაც გეოპოლიტიკურ არენაზე რუსეთის მნიშვნელობას წინ სწევს. 22 ივნისს, სირიამ ჩრდილო-დასავლეთ საზღვრის სიახლოვეს, მოულოდნელად ჩამოაგდო თურქული გამანადგურებელი. თურქი სახელმწიფო პირების განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავი რუტინულ საწვრთნელ მისიას ასრულებდა და საერთაშორისო საჰაერო ზონაში იმყოფებოდა. სირიულმა მხარემ მომხდარს შემთხვევითობა უწოდა და თურქეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება გამორიცხა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ამით ასადმა ინტერვენციის მომხრეებს ##image#10051#0#საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები დაანახა. ამავე დროს, ინციდენტამდე ორი დღით ადრე, სირიული საჰაერო ძალების ერთმა პილოტმა თვითმფრინავით იორდანიაში თავშესაფარი მოითხოვა. შესაძლებელია, რეჟიმის რეაქცია სხვა პილოტების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენდა. უკანასკნელ ხანებში, ასადის რეჟიმის მთავარ დასაყრდენ, 300,000-იან სახელმწიფო ჯარში მორალის ნაკლებობა შეინიშნება. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, მისი მესამედი დეზერტირია და ან უცხოეთში წავიდა, ან ამბოხებულებს შეუერთდა. ამის ფონზე აჯანყებულთა „თავისუფალი სირიის არმია” დივერსიების მოწყობას მეტი წარმატებით ახერხებს. სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ მიწოდებულმა იარაღმა რევოლუციური ძალების ეფექტურობა შესამჩნევად გაზარდა. ამბოხებულებმა თურქეთთან ჩრდილოეთ-დასავლეთ საზღვრის ტერიტორია, დამასკოსა და ალეპოს შორის მონაკვეთი და სამხრეთით, ჰამას შემოგარენი გაათავისუფლეს, თუმცა უშუალოდ ქალაქებს ვერ ემუქრებიან. უახლესი მონაცემებით, აჯანყებულები დაახლოებით 300 ჯგუფს და 40,000 მეომარს შეადგენენ. გაზეთ Guardian-ის მიხედვით, ამბოხებულებს სირიული საზოგადოების ერთი მესამედი უჭერს მხარს, ერთი მესამედი მთავრობის მხარეზეა, ხოლო დანარჩენს არცერთი მოსწონს. ბოლო დროს, უკმაყოფილება მატულობს ასადის ტრადიციულ მხარდამჭერ ორ უდიდეს ქალაქში, დამასკოსა და ალეპოში. იქ სამხედრო შენობების დაბომბვა, პოლიციელების მკვლელობა და ღამით ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლები საგრძნობლად გახშირდა. ჰულაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის პასუხად, დამასკოელმა მაღაზიის მეპატრონეებმა თავიანთი ფარდულები დახურეს. დამასკოური სავაჭრო კლასის გარდა, The New York Times-ის ცნობით, ასადის მხარდაჭერა შერყეულია ალავიტურ თემშიც. ასადის ძალებმა დაპირისპირებული მხარის წინააღმდეგ დაიწყეს იმ ვერტმფრენების გამოყენება, რომლითაც მათ რუსეთი ამარაგებს. ამის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოსკოვი კონფლიქტის ესკალაციაში დაადანაშაულა. გასულ თვეში პენტაგონმა რუსეთის მიერ ტარტუსის ბაზაში სამხედრო არსენალით დატვირთული სამი საზღვაო გემის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა. გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობის ბრძანებით, შოტლანდიის ნაპირებთან შეაჩერეს რუსული საკონტრაქტო გემი, რომელსაც, სავარაუდოდ, სირიის მიმართულებით ვერტმფრენები და რაკეტები მიჰქონდა. სირიას განვითარებულ თავდაცვით სარაკეტო სისტემას რუსეთის მთავარი იარაღის ექსპორტიორი კომპანია, როსობორონექსპორტი აწოდებს. რუსეთის აქტივობასთან შედარებით, კრიზისში აშშ-ის მონაწილეობა უფრო პასიურად გამოიყურება. Wall Street Journal-ის და New York Times-ის მიხედვით, CIA-ის ოფიცრები სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და სირიელ ამბოხებულებში იარაღის განაწილებას უწევენ კოორდინაციას. სირიული კრიზისის გაღრმავებას, შეიძლება, რეგიონული მასშტაბით საგულისხმო გართულებები მოჰყვეს. მოსალოდნელი ვარიანტია ლიბანის მსგავსი სამოქალაქო ომი, რომელშიც სუნიტური ქვეყნები (თურქეთი, საუდის არაბეთი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები) ამბოხებულებს დაეხმარებიან, შიიტურები (ირანი, ერაყი) კი – მოქმედ რეჟიმს. ირანი დამასკოს სამხედრო და ეკონომიკური დახმარებით უზრუნველყოფს, რასაც ასადისთვის დასავლეთის მხრიდან ნავთობის ექსპორტზე სანქციების დაწესების შემდეგ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამასთან ერთად, ირანული სამხედრო დაჯგუფება ბასიჯი სირიულ შაბიჰას წვრთნებში ეხმარება. სირიაში მზარდი ქაოსის შემთხვევაში აუცილებელი გახდება დიდი რაოდენობით კონვენციური და ქიმიური იარაღის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ისინი არასაიმედო ხელში არ აღმოჩნდეს. ##image#10050#0#კონფლიქტი ალ-ყაიდას აქტივისტებსაც იზიდავს, რაც მრავალ სირთულეს წარმოქმნის. ამბოხებულთა შორის ჯიჰადისტური ალ-ნუსრას ფრონტის წევრების არსებობა მათ მიმართ სამხედრო დახმარების გაწევას აფერხებს. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 40%-ს უმცირესობები (ალავიტები, ქრისტიანები, ქურთები, დრუზები) შეადგენენ, ექსტრემისტების გაძლიერება ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის შემცველია. პოსტასადისეულ სირიაში რეჟიმის მომხრეების მიმართ სუნიტური შურისძიება ქვეყანას სექტარიანულ დაპირისპირებაში გაურკვეველი ხნით ჩაითრევს და სირიელთა შერიგებას ძალიან გაართულებს. მოვლენების ავღანური სცენარით განვითარება და სახელმწიფოს კოლაფსი ტერორისტთა თავშესაფრის გაჩენასაც ნოყიერ ნიადაგს შეუქმნის. ნებისმიერი სახის ინტერვენციისთვის გაეროს მანდატზე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ვეტო, დასავლური ძალებისთვის სამხედრო ქმედებების თავიდან აცილების ხელსაყრელი საბაბია. ეს ნიღბავს მათი სურვილის უქონლობას, ჩათრეულნი აღმოჩნდნენ რეგიონულ დაპირისპირებაში. საერთაშორისო თანამეგობრობაში არ არსებობს შეთანხმება ოპოზიციის დახმარების ფორმატზე. კვლევითი ცენტრები გამოყოფენ რამდენიმე სამხედრო შესაძლებლობას. მათ შორისაა არასაფრენი ზონების შექმნა, ამბოხებულთა წვრთნა და ლოჯისტიკური მხარდაჭერა, ასევე თურქეთის და იორდანიის საზღვრებთან ბუფერული ზონებისა და ჰუმანიტარული კორიდორების განთავსება. უკანასკნელი გეგმა ასადის მხრიდან შეტევის ალბათობას წარმოქმნის, ამიტომ NATO-ს და არაბული ლიგის ქვეყნებს, მათ დასაცავად მზადყოფნა მოუწევთ. ჯერჯერობით არცერთი სახელმწიფო არაა მზად სირიის სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად ამგვარი ზომებისთვის. NATO ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევასაც გამორიცხავს. სირიის მიმართ ობამას პოლიტიკას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საარჩევნო კამპანია და ირანის საკითხი. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისთვის ყველაზე ცუდი სცენარი ახლო აღმოსავლეთის ორ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებებში ჩაბმაა. გარდა იმისა, რომ ასადის ჩამოგდება ირანისთვის უმთავრესი სტრატეგიული უკანდახევა იქნება, ეს ორი თემა ერთმანეთზე უფრო მჭიდროდაა გადაბმული. ირანის მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკა, დიპლომატიური ვაჭრობის გზით ბირთვული პრობლემის მოგვარების შესახებ, ობამას სირიაზე მოქმედების არეალს უზღუდავს. ამასთან, თეირანთან შეთანხმება მოითხოვს რუსეთის მხარდაჭერას, რომელიც მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს მასპინძლობს. ირანზე პუტინის პოზიციის თანხვედრის სანაცვლოდ, ობამას მისი სირიული პოლიტიკისთვის ანგარიშის გაწევა უწევს. ობამას რესპუბლიკელი ოპონენტები კრიტიკულად აფასებენ ირანთან ბირთვულ დიპლომატიას და რუსეთთან „გადატვირთვის” პოლიტიკას, რომლებსაც, მათი აზრით, რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომ რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს, მიტ რომნის, სირიასთან მიმართებით უფრო მეტი თავისუფლება აქვს. თურქეთში უსაფრთხოების ზონების შექმნა, დაზვერვითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა, სირიული ოპოზიციის გაერთიანებაზე ზრუნვა და კოფი ანანის წარუმატებელ დიპლომატიურ საქმიანობაზე უარის თქმა რესპუბლიკური ალტერნატივაა. ფლორიდის შტატის სენატორის, მარკო რუბიოს აზრით, აშშ-ის მხრიდან ნდობის ღირსი ამბოხებულების წვრთნაზე და შეიარაღებაზე პასუხისმგებლობის აღება, პოსტასადისეულ სირიაში სტაბილურობის და ახალი მთავრობის ##image#10049#0#ზომიერი საგარეო პოლიტიკის გარანტი იქნება. სირიაში ინტერვენციას ვაშინგტონისთვის ძლიერი მორალური და სტრატეგიული იმპერატივები აქვს. სირიელი ხალხის ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილებას ჰუმანიტარული საფუძველი აქვს, რაც ლიბიაში ჩარევისას ხელშესახები ფაქტორი გამოდგა. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში ირანისა და რუსეთის მთავარი რეგიონული მოკავშირის დამხობა აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. ასადის რეჟიმის კოლაფსი ისრაელთან კონფრონტაციის ფონზე მნიშვნელოვნად შეასუსტებს ირანის გავლენას და გაართულებს მის მხარდაჭერას ჰეზბოლას და ჰამასის მიმართ. დროული ჩარევა კრიზისის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელების საფრთხეს და ალ-ყაიდას გააქტიურებასაც ხელს შეუშლის. სირიას ლიბიის შემთხვევისგან რამდენიმე გარემოება განასხვავებს და ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას ამცირებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხედრო ტოპოგრაფია. სირია ლიბიის ტერიტორიის მეათედს შეადგენს, თუმცა სამჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს. ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის, ფარიდ ზაქარიას შენიშვნით, ოპოზიციამ გარკვეულწილად ამიტომ ვერ შეძლო ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელში ჩაგდება. მოსახლეობის სიმჭიდროვე სამხედრო ქმედებებით გამოწვეული დანაკარგების ალბათობას ზრდის. თავად ოპოზიცია სამ ნაწილადაა დაქსაქსული, ხოლო თავისუფალი სირიის არმია უფრო ამბოხებულთა კრებითი სახელია, ვიდრე ერთიანი მხარე. განსხვავებაა გეოპოლიტიკაშიც – სირიას, ლიბიისგან განსხვავებით, რეგიონული და მსოფლიო ძალები (ირანი, რუსეთი) მხარს უმაგრებენ და აქტიურად ეხმარებიან. ალავიტი ოფიცრებით დაკომპლექტებული არმიაც ასადის ერთგული რჩება, რადგან რეჟიმის გადაგდება მათ არსებობას ეგზისტენციალურად ემუქრება. სირიაში დაღუპულთა რიცხვის მზარდი პროგრესიით მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირდება აშშ-ის მიერ პასუხისმგებლობის აღებისა და სამხედრო ჩარევისკენ მოწოდებები. შესაძლო ჩარევის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელთა შორის საგრძნობი განსხვავებებია. ერთი მათგანია საჰაერო დახმარება ოპოზიციის შეიარაღებასთან ერთად – 1999 წელს სერბეთის და 2011 წელს ლიბიის ოპერაციების მსგავსად. ამ მიდგომის ნაკლოვანება ის არის, რომ შეიძლება დიდხანს და უნაყოფოდ გაგრძელდეს. ლიბიასთან შედარებით, სირიაში სამთავრობო არმია გაცილებით ძლიერია, ხოლო ოპოზიცია საკმაოდ სუსტი იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეძლოს უპირატესობის მოპოვება. ამერიკული საჰაერო ძალები სირიულ სამხედრო ინფრასტრუქტურას უზარმაზარ ზარალს მოუტანენ, თუმცა გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სამხედრო ფორმირებებს დიდად ვერ აზიანებენ. ამერიკას ჯერჯერობით არავინ მოუწოდებს, რომ რეჟიმი ქვეყნის დაპყრობით შეცვალოს, თუმცა ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად და ასადის ჩამოსაგდებად, შესაძლოა, ეს ერთადერთი გზა გახდეს, განსაკუთრებით, თუ სხვა საშუალებები არ გაამართლებს. სადამის ერაყისგან განსხვავებით, სირიაში სამთავრობო არმია უკვე ჩართულია შიდა დაპირისპირებაში, უფრო მცირერიცხოვანი და ნაკლებად გამოცდილია, ამიტომ თავდაპირველი შეჭრა უფრო ადვილი იქნება. 2003 წელთან შედარებით, საერთაშორისო მხარდაჭერაც, სავარაუდოდ, უფრო ფართო იქნება, რადგან ინტერვენცია განსხვავებულად, ჰუმანიტარული გადმოსახედიდან შეფასდება. ოკუპაციის გარეშე სრულმასშტაბიანი სახმელეთო ინტერვენცია გრძელვადიან პოტენციურ საშიშროებებს შეიცავს. სამხედრო ძალების სწრაფად გაყვანის შემთხვევაში და ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გარეშე, სირიას სამოქალაქო ომის ბრძოლის ველად და შეუმდგარ სახელმწიფოდ გადაქცევა ემუქრება. ერაყთან შედარებით, სირიის დაპყრობის ხარჯი ნაკლები, თუმცა საკმარისად ძვირი წამოწყება იქნება. ბრუკინგსის ცენტრის შეფასებით, სირიაში შეჭრა და ჯარისკაცთა შენახვის ხარჯები აშშ-ს ყოველწლიურად დაახლოებით 200-300 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ამას დაემატება სირიული ეკონომიკის აღსადგენად გაწეული დახმარებები. უზარმაზარი საბიუჯეტო დეფიციტის და კონგრესში პარტიათა შორის ხარჯებზე მიმდინარე ცხარე კამათის პირობებში, ოკუპაციის სცენარი ნაკლებად პოპულარული იქნება. View the full article
-
##image#10057#0#ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს. ეს დაუცხრომელი და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა მისი ერთ-ერთი თვისებაა. ამას მოწმობს როგორც წერილობითი ისტორიული წყაროები, ასევე დამწერლობამდელი არქეოლოგიური ძეგლები. შეიძლება ითქვას, სამყაროს შეცნობა ჰომო საპიენსის ბუნების განუყოფელი ნაწილია – ის ვერ შექმნიდა ცივილიზაციას და ტექნოლოგიებს, რომ არა ეს დაუშრეტელი ლტოლვა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ მობილური და ინტერნეტი, დისტანციური მართვის პულტი და თანამედროვე აბაზანა, რომელთა გარეშეც დღეს არსებობა ვერ წარმოგვიდგენია, სწორედ იმის შედეგია, რომ ადამიანს აინტერესებდა, თუ რას წარმოადგენს სამყარო, როგორ შეიქმნა, რა მოელის მომავალში და რა ადგილი უკავია კოსმოსში. ამ ცოდნის დაგროვებასა და განვითარებაში კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ასტრონომიას უკავია. ასტრონომიული ცოდნა, რომელიც, ერთი შეხედვით, შორსაა პრაქტიკული გამოყენებისაგან, სინამდვილეში მჭიდრო კავშირშია ჩვენს ყოველდღიურობასთან, თუმცა ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. ასე იყო ყოველთვის. კალენდარი და დროის აღრიცხვა ასტრონომიული დაკვირვებებით შეიქმნა. მათემატიკის დიდი ნაწილი ასტრონომიული კვლევების შედეგია. ტრიგონომეტრია და ლოგარითმი ასტრონომებმა გამოიგონეს. კალკულუსი – თანამედროვე მეცნიერებისა და ინჟინერიის საფუძველი – ისააკ ნიუტონმა ასტრონომიული გამოთვლებისთვის შექმნა. ასტრონომიას იყენებენ ნავიგაციაში გემების, თვითმფრინავებისა და კოსმოსური ხომალდების მართვისას. ასტრონომებს უხდებათ დიდი ##image#10058#1#მოცულობის გამოთვლების წარმოება, რამაც კომპიუტერების განვითარებას დაუდო საფუძველი. კეპლერისა და ნიუტონის კანონების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კოსმოსის ათვისება, რომელზეც დღეს დამოკიდებული ვართ: ვინმეს წარმოგიდგენიათ თავი მობილურის, ინტერნეტის, ამინდის პროგნოზის გარეშე? ამ დროს, ეს გენიოსი მეცნიერები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რას მოუტანდა კაცობრიობას მათი აღმოჩენები. რადიოასტრონომიამ რადიომიმღებების განვითარებასა და სატელიტური კომუნიკაციის ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი. ასტრონომების მიერ შემუშავებული გამოსახულების დამუშავების ტექნიკა ამჟამად მედიცინაში გამოიყენება და პაციენტის შინაგანი ორგანოების დისტანციური შესწავლის საშუალებას იძლევა. ასტრონომიას სულ უფრო ზუსტი და მაღალი დონის ინსტრუმენტები სჭირდება, ეს კი ელექტრონიკის, მექანიკური ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების შემდგომ განვითარებას გამოიწვევს, რაც კვლავ აისახება ჩვენს ყოველდღიურობაში. მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები დამყარებულია ნივთიერებისა და ენერგიის შესახებ ფიზიკის ფუნდამენტური კანონების ცოდნაზე. ამავე დროს, ნეიტრონულ ვარსკვლავებზე, ზეახლებსა და შავ ხვრელებზე დაკვირვებით შესაძლებელია ნივთიერებათა შესწავლა ისეთ ექსტრემალურ პირობებში (დიდი სიმკვრივე, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი გრავიტაცია), რომელთა მიღება დედამიწის პირობებში ჯერჯერობით შეუძლებელია. სამყაროში ჩვენი ადგილის განსაზღვრისას კი ასტრონომია უმთავრესია. გეოცენტრული სისტემა ჰელიოცენტრულმა შეცვალა, შემდგომ აღმოჩნდა, რომ არც მზეა სამყაროს ცენტრში და არც ჩვენი გალაქტიკა. პლანეტური სისტემა ურიცხვია, ხოლო ათიოდე წლის წინ გაკეთებულმა აღმოჩენამ სამყაროს აჩქარებით გაფართოების შესახებ მეცნიერები საგონებელში ჩააგდო. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ასტრონომიის წვლილი მეცნიერული აზროვნების განვითარებაში. რამდენიმე ხნის წინ, აბასთუმნის ობსერვატორიის სასტუმროს ჰოლში ჟურნალებს და ფლაიერებს ვათვალიერებდი, რომელთა შორის იყო ბროშურა სათაურით „მგლები”, სადაც ამ ცხოველზე მოკლედ იყო მოთხრობილი. იქ ეწერა, რომ 15000 წლის წინ ადამიანმა მგელი მოიშინაურა და ასე გაჩნდა ძაღლი – მისი უერთგულესი მეგობარი. ამ დროს მომიახლოვდა სასტუმროს ერთ-ერთი მცხოვრები, შუახნის მამაკაცი და აღშფოთებულმა მითხრა: „ნახეთ, რა სისულელეები წერია ამ ბროშურაში – ძაღლი მგლისგან წარმოიშვაო. ეს ხომ სრული სისულელეა! ჩვენ ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძაღლიც, მგელიც, ადამიანიც ღმერთმა შექმნა”. როგორც ჩანს, ამ ადამიანს მეცნიერებისა და მისი მეთოდების შესახებ არაფერი გაეგებოდა. მას სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია მობილურისა და ავტომობილის გარეშე და ვერცკი ხვდება, რომ ყველას მასავით რომ ეაზროვნა, ეს ნივთები, უბრალოდ, არ იარსებებდა. მე გამიჭირდება იმის შეფასება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა რამდენ პროცენტს შეადგენენ ასეთი ადამიანები, არც გამოკითხვა ჩამიტარებია და არც ამასთან დაკავშირებულ კვლევებს ვიცნობ (თუკი არსებობს), მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილება მკარნახობს, რომ ეს პროცენტი არცთუ მცირე უნდა იყოს. და თუ ეს ასეა, ფრიად დამაფიქრებელია. ეს ადამიანები ყოველდღიურად, ყოველ ნაბიჯზე იყენებენ მეცნიერების მიღწევებს და მათ გარეშე ##image#10059#1#ცხოვრებაც არ შეუძლიათ, მაგრამ როდესაც ევოლუციის თეორიაზე ან სამყაროს წარმოშობაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ისინი მეცნიერებას ცალსახად უარყოფენ. ისიც მართალია, რომ მეცნიერებიც ხშირად უშვებენ შეცდომებს. ასე მაგალითად, შარშან ნოემბერში გავრცელებული სენსაციური ცნობა ნეიტრინოების ზე-სინათლის სიჩქარით მოძრაობის შესახებ არ დადასტურდა, რითაც აინშტაინის თეორია „გადარჩა”. თუმცა ის რომ მცდარი აღმოჩენილიყო, მის ადგილს სხვა თეორია დაიკავებდა. შეცდომები ჩვეულებრივი მოვლენაა, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, ჭეშმარიტებისკენ გზა შეცდომებზე გადის. მეცნიერება პატიოსანია – ის აღიარებს თავის შეცდომებს და არ ეშინია ღია, უპასუხო შეკითხვების. „ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა”, – განაცხადა აინშტაინმა და თავის მიერ შემოღებულ კოსმოლოგიურ კონსტანტაზე უარი თქვა. თუმცა რამდენიმე წლის წინ კოსმოლოგიური კონსტანტა კვლავ „დააბრუნეს”, ასე რომ, აინშტაინის აღიარება თავად აღმოჩნდა მცდარი. შეიძლება მიღწევა შეცდომაზეც იყოს დამყარებული. ქრისტეფორე კოლუმბმა ინდოეთი ეძება და ამერიკა აღმოაჩინა ისე, რომ თვითონაც არ იცოდა. ასეთი მაგალითი უამრავია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ვსარგებლობთ მეცნიერების ურიცხვი რეალური შედეგით. 21-ე საუკუნეში საზოგადოების განათლებისა და განვითარების დონე სხვა საზომებით იზომება, ვიდრე მე-20-ში, როდესაც ის წერა-კითხვის ცოდნით განისაზღვრებოდა. არც კომპიუტერის ქონა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობაა საკმარისი. იმასაც დავაკვირდი, რომ, ჩემდა გასაკვირად, ინფორმაციის საყოველთაო მისაწვდომობაც (რაც ინტერნეტმა მოიტანა) არ ყოფილა ადამიანთა ზოგადი განათლების დონის ამაღლებისა და თანამედროვე აზროვნების დამკვიდრების სრული გარანტია. ეს მხოლოდ მეცნიერული, მათ შორის, ასტრონომიული ცოდნის გავრცელებითაა შესაძლებელი. ადამიანი, რომელსაც არა აქვს ფართო წარმოდგენა მეცნიერულ მიღწევებზე, ისეთივე შეზღუდულია, როგორც ის, ვინც არ იცნობს ისტორიას, ლიტერატურას, მუსიკას ან მხატვრობას, როგორიც იყო ის, ვინც მეოცე საუკუნეში წერა-კითხვა არ იცოდა. სამყაროს შესახებ ახალი აღმოჩენები ინტელექტუალურ ცხოვრებას ამდიდრებენ. დღევანდელ მსოფლიო ბაზარზე, კონკურენტუნარიან ერს ფართო სამეცნიერო განათლება ესაჭიროება. ქვეყნის განვითარების დონე, ეკონომიკურ ინდექსებთან ერთად, მეცნიერების, მათ შორის, ასტრონომიის, დონითაც განისაზღვრება. P.S. 4 ივლისს საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ CERN-ში აღმოაჩინეს ჰიგსის ნაწილაკი (ჰიგსის ბოზონი). ეს დიდი მოვლენაა მეცნიერებაში. ამ აღმოჩენით დადასტურდა თანამედროვე თეორია ელემენტარული ნაწილაკების შესახებ – ე.წ. სტანდარტული მოდელი. View the full article
-
##image#10061#1#ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) 2010 წლის კვლევა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მსოფლიოს 84 ქვეყანას შორის, საკვებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ამერიკა პირველ ადგილზეა. კვლევის მიხედვით, ბოლო 80 წლის მანძილზე შეერთებული შტატების სუფთა შემოსავლებში საკვებზე დანახარჯების წილი 15.6%-ით, თითქმის 3-ჯერ შემცირდა, ხოლო ბოლო 30 წლის განმავლობაში, საშუალო ამერიკელის სუფთა შემოსავალი თითქმის 4%-ით გაიზარდა. 2010 წელს, ამერიკაში საკვებზე ოჯახების მთლიანი შემოსავლის 6.6% დაიხარჯა. იმავე კვლევის მიხედვით, 2010 წელს საქართველოში მცხოვრებმა ოჯახმა მთლიანი შემოსავლებიდან საკვებზე 34.7%-ით, თითქმის 6-ჯერ მეტი დახარჯა. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მსოფლიოს 84 ქვეყანას შორის 76-ე ადგილზეა. საკვებზე საქართველოს ოჯახებზე მეტს კვლევაში ჩართული მხოლოდ 7 ქვეყანა ხარჯავს: უკრაინა, კენია, პაკისტანი, ბელარუსი, ალჟირი, აზერბაიჯანი და კამერუნი. უშუალო მეზობლებიდან საკვები უფრო ხელმისაწვდომია თურქეთსა და რუსეთში. ამ უკანასკნელში, საკვებზე ერთი ოჯახი თავისი შემოსავლების 29%-ს, ხოლო თურქეთში – 21.4%-ს ხარჯავს. სომხეთის მონაცემები კვლევას არ აქვს. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებიდან კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება: კვლევაში ჩართულ 28 ქვეყანაში, ანუ მთელი რაოდენობის მესამედში, ოჯახი საკვებზე საშუალოდ 23.58%-ით იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ამერიკა დიდი დეპრესიის დროს. ამ ქვეყნებში რუსეთი, საქართველო და აზერბაიჯანიც შედის. საკვებზე ხელისაწვდომობით ამერიკას მოსდევს სინგაპური, სადაც ერთი ოჯახი საკვებზე თავისი შემოსავლის 7.5%-ს ხარჯავს. ხუთეულში ასევე შედიან: გაერთიანებული სამეფო – 9.7%-ით, კანადა – 9.8%-ით და ირლანდია – 10.2%-ით. თუმცა ამერიკა მაინც გამორჩეულია, რადგან იქ, მთელი 80 წლის მანძილზე, საკვები ისეთი იაფი არასდროს ყოფილა, როგორც ეს 2010 წელს იყო. View the full article
-
##image#10064#1#რუსეთის გავლენა ყირგიზეთზე საგრძნობლად შეირყა. ეს უკანასკნელი აქტიურად ცდილობს, ჩინეთთან უფრო ახლო ურთიერთობები დაამყაროს და ამით ქვეყანაზე რუსეთის გავლენა დააბალანსოს. როგორც ყირგიზეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ, ამ მხრივ, ახალ რკინიგზას შეიძლება გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდეს. რკინიგზის მშენებლობის გეგმა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა ჩინეთს, ყირგიზეთს და უზბეკეთს, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან განიხილება, თუმცა 2009 წლამდე იდეა მხოლოდ იდეად რჩებოდა. 2009 წლის ოქტომბერში ჩინეთმა რკინიგზის ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პოტენციალის აქტიური შესწავლა დაიწყო. გაჩნდა მოსაზრება, რომ პერსპექტივაში ახალი რკინიგზა ირანისა და თურქეთის ქსელებს დაკავშირებოდა, თუმცა 2010 წლის აპრილში მომხდარმა მეორე ყირგიზულმა რევოლუციამ ყველა გეგმა არია და რკინიგზის მშენებლობაც ყველას გადაავიწყდა. საინტერესოა, რომ მაშინაც, ისევე როგორც დღეს, რკინიგზის მშენებლობის იდეის გააქტიურება ყირგიზეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების მკვეთრ დაძაბვას დაემთხვა. 2010 წელს ყირგიზეთმა პეკინზე ფსონი მას შემდეგ დადო, რაც რუსეთისთვის ორი მსხვილი კრედიტის სანაცვლოდ დადებული პირობა დაარღვია, ფული მიიღო, მაგრამ ქვეყნიდან ამერიკული ავიაბაზები მაინც არ გაიყვანა. რუსეთთან ურთიერთობაში ყირგიზეთისთვის 2011 წლის თებერვალიც დაძაბული გამოდგა. ყირგიზეთმა ქვეყნის ბიუჯეტის შესავსებად აუცილებელი კრედიტი ვერ მიიღო ანტიკრიზისული ფონდიდან – ЕврАзЭС. ამის საპასუხოდ, ქვეყნის პრეზიდენტმა მოსკოვი ყველა ერთობლივი პროექტის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა – მათ შორის, შეახსენა ის, რომ წინასწარი მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთის ენერგოგიგანტს ჯერ კიდევ არ შეუსყიდია ყირგიზეთის ნავთობისა და გაზის ორი მსხვილი კომპანია, არ დაუწყია მდინარე ნარინზე ოთხი ჰესის მშენებლობა და არ გადაუხდია ყირგიზეთში განთავსებული რუსული საბრძოლო ბაზების არენდისა და კომუნალური გადასახადები. რუსული პროექტების და კრედიტების ალტერნატივად ყირგიზეთის პრეზიდენტმა დაასახელა ჩინეთი, რომელიც, მისივე თქმით, ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობისთვის 3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. 3 მილიარდი ყირგიზეთისთვის პატარა თანხა არ არის. იმ პირობებში, როცა ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირება თითქმის მთლიანად კრედიტების მოცულობაზეა დამოკიდებული, ვალის გასტუმრების ყველაზე ლოგიკურ საშუალებად მიიჩნევა ქვეყნის ტერიტორიაზე ალუმინით, ფოლადით, ნახშირით და ოქროთი მდიდარ რამდენიმე საბადოზე ჩინელებისთვის უფლების გადაცემა. თავის დროზე, 2009 წელს, როცა რკინიგზის მშენებლობის იდეა პირველად გაჩნდა, ოთხი ოქროს საბადო სწორედ პროექტის დაფინანსებისთვის იყო დარეზერვებული. თუმცა დღეს, ყირგიზეთის ხელისუფლება ჩინეთისთვის ძვირფასი, ფერადი და შავი მეტალების საბადოების გახსნის შესაძლებლობას და ამ მიმართულებით ჩინეთთან რაიმე მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფს. დღეს, ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის პროექტი უბრალო იდეაზე ბევრად მეტია. მსოფლიო ბანკი მზად არის, ფინანსური ანალიზისა და ტექნიკური დახმარებისთვის პოტენციურ ინვესტორებთან იმუშაოს და ქვეყნისთვის სხვადასხვა წყაროსგან 1.2 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდოს. პროექტის განხორციელებას ისიც ამარტივებს, რომ სარკინიგზო მარშრუტის – ირანი-ცენტრალური აზია, რომელიც რეგიონის ქვეყნებს სპარსეთის ყურეზე და თურქეთის სარკინიგზო ქსელზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს – დაფინანსება ისლამის განვითარების ბანკმა იტვირთა. ამ მარშრუტის ყველაზე რეალური ვარიანტი ტაჯიკეთსა და ავღანეთზე გადის. შესაბამისად, ყირგიზეთი რკინიგზის ახალ განშტოებას ტაჯიკეთის სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად ფართო იქნება ხაზების შემაერთებელი მონაკვეთი. ჩინეთი 1435 მილიმეტრის სიგანის მქონე მონაკვეთს ითხოვს, რადგან იგივე სტანდარტია მიღებული როგორც ირანში, ისე თურქეთშიც. თუ ამ სტანდარტს ყირგიზეთიც დაიცავს, მაშინ საზღვრებზე ტვირთის გადმოზიდვა და შემდეგ მისი ხელახლა დატვირთვა საჭირო აღარ იქნება. ეს ტვირთის ტრანსპორტირებას და მის დანიშნულების ადგილზე მიტანას დააჩქარებს. მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირისგან ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს მემკვიდრეობით 1520 მილიმეტრის სიგანის შემაერთებელი მონაკვეთები ერგოთ. თუ რომელიმე ქვეყანა ამ მემკვიდრეობაზე უარს იტყვის, მაშინ ხაზების ერთმანეთთან დაკავშირება გართულდება. ფაქტობრივად, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ორი განსხვავებული სარკინიგზო ხაზი იმოქმედებს: ერთი მათგანი გათვლილი იქნება დსთ-ს, მეორე კი – ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ჩინეთზე. რკინიგზის მშენებლობის დეტალური გეგმა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი დასრულდება. ასევე, გამოიკვეთება დამატებითი დაფინანსების წყაროები. აღსანიშნავია, რომ ჩინეთს უკვე აქვს მსგავსი მიძინებული ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცოცხლების გამოცდილება – ასეთი იყო, მაგალითად, 2009 წელს ტრანსკონტინენტური გაზსადენი: თურქმენეთი-უზბეკეთი-ყაზახეთი-ჩინეთი. ყირგიზეთსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების პირობებში, ახალი რკინიგზის ფორსირებული ტემპებით მშენებლობის მთავარი მიზანი ცენტრალური აზიის ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულებისთვის ალტერნატივის მოძებნაა: ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ყირგიზეთი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ორიენტირებს შეიცვლის და რუსეთის ნაცვლად, რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადაერთვება. იგივე მიზანი აქვს ტაჯიკეთსაც, რადგან უზბეკეთის მხრიდან მისი მისამართით ელექტროენერგიითა და გაზით მანიპულირების შემთხვევები გახშირდა. სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილება ეკონომიკური კავშირების გადაწყობას გამოიწვევს. ამას კი, მომავალში, გეოპოლიტიკური ხასიათის ცვლილებებიც მოჰყვება. View the full article
-
##image#10065#1#ტაბულა გთავაზობთ იმ 5 ბრწყინვალე სპორტსმენს, რომლებიც კარს მომდგარი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე უდავოდ ყურადღების ცენტრში იქნებიან და სავარაუდოდ, მორიგ ოქროს მედლებს და რეკორდებს შემატებენ თავიანთ უმდიდრეს კარიერას. მაიკლ ფელპსი (აშშ, ცურვა) ჟურნალმა TIME-მა რვა წლის წინ, ათენის ოლიმპიადის სპეცგამოშვების გარეკანი მაიკლ ფელპსის ფოტოთი დაამშვენა და ამერიკელი მოცურავე ზვიგენად მონათლა. მაშინ ფელპსი 19 წლის იყო, მაგრამ საბერძნეთში 6 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიგო! ათენში მაიკლმა ლეგენდარული მარკ სპიცის რეკორდი გაიმეორა: მხოლოდ და მხოლოდ მეორე მოცურავე გახდა, ვინც ერთ თამაშებზე ორზე მეტი ინდივიდუალური ოქრო მოიგო – სპიცის მსგავსად, ოთხი. 2008 წელს ზვიგენი ჩინეთში ჩავიდა: 8 დისციპლინაში 8 ოქრო 7 მსოფლიო რეკორდით! 17 აგვისტოს მან სპიცის „უკვდავი” რეკორდი გააუმჯობესა – თანაგუნდელებთან ერთად 4X100 კომბინირებულ ესტაფეტაში იმარჯვა და მერვედ ავიდა უმაღლეს საფეხურზე. მიუნხენის 1972 წლის თამაშებიდან სპიცი შინ 7 ოქროთი დაბრუნდა. 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ფელპსი ლონდონში 7 დისციპლინაში იასპარეზებს და თუ სამი მედალი მოიპოვა (სინჯს მნიშვნელობა არ აქვს), ამჯერად რუსი ტანმოვარჯიშის, ლარისა ლატინინას „უკვდავ” მიღწევას დაამხობს – ოლიმპიური თამაშების 19 მედალი დაუგროვდება! ლონდონი 2012-ის შემდეგ ფელპსი კარიერას დაასრულებს. ის ნისლიან ალბიონზე უკანასკნელად გაცურავს. ##image#10068#1#უსაინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა) უსაინ სენტ ლეო ბოლტი მხოლოდ მეშვიდე მძლეოსანია სპორტის ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორებშიც გახდა, ახალგაზრდებშიც და დიდებშიც. იამაიკელი ოლიმპიადის სამგზის ტრიუმფატორია: ოთხი წლის წინ, პეკინში მან 100, 200 და 4X100 მეტრზე იმარჯვა. ამავე დისციპლინებში ბოლტმა ოქროს მედლები 2009 წელს, ბერლინში, მსოფლიო ჩემპიონატზეც მოიგო. შარშან, კორეის ქალაქ დაეგუში იმავე ტურნირზე კი მხოლოდ 200 და 4X100 მეტრზე იყო საუკეთესო – საყვარელი 100-მეტრიანი დისტანციიდან ნაადრევი სტარტის გამო მოხსნეს. ლონდონში ბოლტი შეცდომას აღარ გაიმეორებს. პირიქით, თავისივე საარაკო რეკორდების გაუმჯობესებას ეცდება: 2009 წელს ბერლინში 100 მეტრი 9.58, 200 კი 19.19 წამში გაირბინა! მალე გამომცემლობა HarperCollins მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანის ავტობიოგრაფიას გამოსცემს – იამაიკელის მოგონებები 2010 წლიდან იწერება. ##image#10066#0#ელენა ისინბაევა (რუსეთი, მძლეოსნობა) ყველა დროის საუკეთესო ჭოკით მხტომელი ქალი ლონდონში მესამედ ეცდება ოლიმპიური ოქროს მოგებას: ათენში და პეკინში ის პირველი იყო. ისინბაევა ერთწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება სარბიელზე: შარშან დაიჩივლა, რომ გადაიღალა და შვებულება აიღო. დღეს მას ევგენი ტროფიმოვი წვრთნის, ვისთანაც 15 წლიდან ვარჯიშობდა და უამრავ წარმატებას მიაღწია. წელს ერთადერთ დიდ ტურნირზე იასპარეზა: სტამბოლში, ჭერქვეშა მსოფლიო ჩემპიონატზე 4.80 მეტრს გადაევლო და ოქრო ჩაიბარა. რუსი მძლეოსანი 1999 წლიდან მონაწილეობს ევროპის-მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადებზე და მას შემდეგ 24 შეჯიბრებიდან 21 მოიგო! ამ ჩამონათვალში საერთაშორისო ტურნირებს და ბრილიანტის ლიგის ეტაპებს არ ვთვლით – იქ ისინბაევას გამარჯვებების თვლას აზრი არ აქვს. მსოფლიოს 28-გზის რეკორდსმენი რუსეთის შეიარაღებული ძალების კაპიტანია. ეს წოდება ოთხი წლის წინ, პეკინში ტრიუმფის შემდეგ მიანიჭეს. 2009 წლის 28 აგვისტოს, ციურიხში, ბრილიანტის ლიგის მორიგ ეტაპზე ელენამ მსოფლიოს რეკორდი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა – 5.06 მეტრი დაძლია. ჩემპიონი ამბობს, რომ ლონდონში ახალი რეკორდის დროა. ##image#10069#1#როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი) 8 ივლისს როჯერმა მეშვიდედ მოიგო უიმბლდონი და რეიტინგის სათავეში დაბრუნდა. მან პირველ ნომრად 287-ე კვირა დაიწყო. ეს ყველა დროის რეკორდია! მან დიდი მუზარადის 17 თასი აღმართა! მან 72918077 დოლარი მხოლოდ კორტზე გამოიმუშავა! მაგრამ მას არასდროს მოუგია ოლიმპიური ოქრო ერთეულებში. კი, ოთხი წლის წინ პეკინში ფედერერი ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა თანამემამულე სტანისლავ ვავრინკასთან ერთად, მაგრამ ის წყვილთა შეჯიბრება იყო, მოსაგონრად სასიამოვნო, თუმცა მისი დონის პროფესიონალისთვის მაინც დაბალი რანგის. ლონდონში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს. გარემო ნაცნობია: უიმბლდონის კორტები. მთავარ მეტოქეებს ხომ ლამის თვალდახუჭული ცნობს: სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი რაფა ნადალი და ბრიტანეთის იმედი – ენდი მარი. მხოლოდ ერთი რამ რჩება: გამარჯვება. 2000 წელს, სიდნეიში, მომავალი მეუღლე მირკა გაიცნო და ბრინჯაოს მედალი დათმო. 2004 წელს, ათენში, როჯერი შვეიცარიის მედროშე გახლდათ, მაგრამ მეორე წრეში დამარცხდა. 2008 წელს, პეკინში კვლავ ქვეყნის თეთრჯვრიანი დროშა ეპყრა, მაგრამ მეოთხედფინალში ამერიკელ ჯეიმს ბლეიკთან წააგო. ფედერერი ამბობს, რომ ლონდონში ოქროს აღებას აპირებს. ##image#10067#1#ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი) ამერიკელები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის – NBA – გამარჯვებულს მსოფლიოს ჩემპიონს უწოდებენ. მაიამი ჰითი წლევანდელი NBA-ს ჩემპიონია. ლებრონ ჯეიმსი ზღვისპირელთა ლიდერი, NBA-ს ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე და რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელია. ლებრონ ჯეიმსი უბრალოდ საუკეთესოა! და საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიადაზე ითამაშებს. ამბობენ, რომ ამერიკელთა ეს Dream Team ლეგენდარული 92-ის ჯადოქრების ნაკრების შემდეგ უძლიერესია. ამას ძალიან მალე ლონდონის დარბაზებში ვნახავთ. 2004 წელს ამერიკა ათენიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ის გუნდი იყო NBA-ს პროფესიონალთა პირველი ნაკრები, რომელმაც ოლიმპიადა ვერ მოიგო. ლებრონი იმ რჩეულთა რიგითი წევრი იყო – საშუალოდ 14 წუთს ატარებდა პარკეტზე და გაჭირვებით აგროვებდა 5 ქულას. 2008 წელს ამერიკელებმა ოქრო დაიბრუნეს: ფინალში ესპანეთი 118:107 დაამარცხეს. ლებრონმა ევროპელებს 14 ქულა ჩაუგდო და 6-ჯერ მოუხსნა ბურთი, მაგრამ არც იმ გუნდში იყო ლიდერი. დღეს 2012 წელია, ამერიკა კვლავ ოლიმპიადაზეა და ეს უკვე ჯეიმსის გუნდია. მერე რა, რომ მასთან ერთად კობი ბრაიანტი, კარმელო ენტონი, ტაისონ ჩენდლერი, კევინ დურანი და სხვა სუპერვარსკვლავები ითამაშებენ. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ocndebaaaa11-300x279.jpgროგორც კოალიცია “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვების საკითხის გამოძიებას აპირებს და აღნიშნულის შესახებ კოალიციას ოფიციალური წერილით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟულიენ პოპერმა მიმართა. “საფრანგეთის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვების საკითხი საერთაშორისო ყურადღების საკითხი გახდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოფიციალური წერილით მოგვმართა და გვთხოვა, ამ საქმის ის დეტალები გავაცნოთ, რაც ჩვენთვისაა ცნობილი. ის ამ ქმედების გამოძიებას აპირებს. ჩვენ მას ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ და თანამშრომლობაზე შევთანხმდით”, -განაცხადა ფანჯიკიძემ. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/fanijikidzeeee2-300x274.jpgროგორც დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, „”ქართული ოცნება” საქართველოს პარლამენტის შენობის პრივატიზაციის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას ითხოვს.“ მისი თქმით, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია. კერძოდ, ჯერ გავრცელდა ცნობა, თითქოს შენობა გაიყიდა და დასახელდა კონკრეტული პირიც. თუმცა შემდეგ ოფიციალურმა პირებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. “მოვუწოდებთ ხელისუფლებას – საზოგადოებას ამის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას პარლამენტის პრივატიზაციისა თუ სხვა პროცესების შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. opinion.ge View the full article
-
ერთი წლის წინ, 2011 წლის 22 ივლისს ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ფოტორეპორტიორები საპროცესო შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს. 23 ივლისი, 2012 - 11:53 23 ივლისი, 2012 - 11:53 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/524123_354409681296882_318276581_n.jpg სრული ტექსტი View the full article
-
На официальном приеме в честь спортсменов-участников Олимпийских игр в Лондоне 2012 года премьер-министр Турции Реджеп Тайип Эрдоган отметил, что в турецкой сборной за всю ее олимпийскую историю произошел качественный скачок: «В играх 2012 года впервые участвует самое большое количество наших спортсменов в самом большом количестве видов спорта. Мы вернемся с наибольшим количеством медалей в нашей истории». View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61419.jpg რა შედეგი უჩვენეს აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - ამის გაგება ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით არის შესაძლებელი. ზოგადი უნარების პასუხები გამოქვეყნდება. გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად 80 კითხვიდან მინიმუმ 21 სწორი პასუხია საჭირო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 92%-მა გადალახა. View the full article