Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61430.jpg მკვლელობა მოხდა თბილისში. სამართალდამცველებმა ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 53 წლის გიზო სერგია დააკავეს. მოკლულია ნატო შონია, რომელსაც ჭრილობები სხეულზე ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მეზობლები მომხდართან დაკავშირებით ვერაფერს ამბობენ, რადგან მათი განცხადებით, ცოლ-ქმარი მათ მეზობლად ოთხი დღის წინ გადმოვიდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ გიზო სერგიამ 112-ში თავად დარეკა და აცნობა მკვლელობის შესახებ საგანგებო სამსახურის თანამშრომლებს. მისი განმარტებით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. View the full article
  2. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ocnebaaa2-300x225.jpgროგორც კოალიციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ქართულ ოცნებას” ბათუმის მერიამ 5 აგვისტოს, ევროპის მოედანზე წინასაარჩევნო შეკრების გამართვაზე უარი უთხრა. “კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, კანონის სრული დაცვით, მიმართა ბათუმის მერიას 5 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე კოალიციის წინასაარჩევნო შეკრების გამართვასთან დაკავშირებით. ბათუმის მერიამ უარი უთხრა კოალიციას იმ მოტივით, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია. ბათუმის მერიამ კოალიციას შესთავაზა ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი, რაც კოალიციისათვის მიუღებელია”, – ნათქვამია განცხადებაში. ხვალ, 10.00 საათზე, კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ბათუმის მერიის უფლებამოსილ პირს ლუკა ასათიანს, რათა კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას. opinion.ge View the full article
  3. შიდსის დამარცხება მალე შესაძლებელი იქნება? სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/EYUx1DVfiqY palitratv.ge
  4. რიკარდო კაკა ჟოზე მაურინიოს შეხვდა View the full article
  5. რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში "ამომრჩეველთა ლიგის" დამფუძნებელმა კოკა გუნცაძემ საარჩევნო სიების გადამოწმებისას აღმოჩენილ კონკრეტულ უზუსტობებზე ისაუბრა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/XFUekUSOm50 palitratv.ge
  6. რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში "ამომრჩეველთა ლიგის" დამფუძნებელმა კოკა გუნცაძემ საარჩევნო სიების გადამოწმებისას აღმოჩენილ კონკრეტულ უზუსტობებზე ისაუბრა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/XFUekUSOm50 palitratv.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/372800_129843140392877_137871824_n.jpgარასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართა. „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელიამ სარჩელის განსახილველად კანონით დადგენილი 2 თვიანი ვადა დაარღვია. კერძოდ, ავადმყოფი პატიმარი მესამე თვეა უშედეგოდ ელოდება სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის წინააღმდეგ თავისი სარჩელის განხილვას. ერთობლივი კომისია უფლებამოსილია პატიმარი, რომელსაც თვალის სინათლე აქვს დაკარგული ვადამდე გაათავისუფლოს სასჯელის მოხდისგან. იმის გამო, რომ კომისიამ უსინათლო პატიმრის შუამდგომლობა არ განიხილა, ორგანიზაციამ „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ საქალაქო სასამართლოს მიმართა თხოვნით, რათა სასამართლოს კომისიისთვის მიეცა დავალება კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არათუ დააკმაყოფილა მოსარჩელის თხოვნა, არამედ, თავად დაარღვია კანონი, რადგან სარჩელის შეტანიდან 3 თვე გავიდა, მოსამართლე კი, შვებულებაში გავიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ რეალურად ერთობლივი კომისია არ განიხილავს საქმეებს და ის ბუტაფორიული ორგანოა, რასაც გარკვეულწილად ამ საკითხისადმი სასამართლოს დამოკიდებულებაც ადასტურებს. იხილეთ epn.ge
  8. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61427.jpg საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში გამგზავრების წინ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები სასახლეში მიიღო და სპორტულ თამაშებში წარმატებები უსურვა. `წინ დიდი შეჯიბრება გაქვთ, ჩვენ კი თქვენი გამარჯვების დიდი ემოციები. ქართველი კაცი ის მებრძოლია, რომელიც გამარჯვების იმედს ყველაზე გამოუვალ და რთულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს, გამარჯვების შანსი ყველა სახეობაში გვაქვს, მთავარია, ვიბრძოლოთ. დღეს მსოფლიოში ბევრი აღიარებს, რომ მრავალი პრობლემის მიუხედავად, საქართველო პირველ პოზიციებს იკავებს. ასე უნდა ვიყოთ სპორტში,`- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებთან მიმართვისას. View the full article
  9. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/MEDIATHEKA-300x156.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/MEDIATHEKA-2-300x178.jpghttp://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/MEDIATEKA-300x129.jpg2011 წლის დეკემბერში თბილისის მერია გამოვიდა ინიციატივით, ქალაქის რამდენიმე უბანში თანამედროვე დიზაინის, ახალი თაობის ინტერესებზე გათვლილი ბიბლიოთეკები, იგივე მედიათეკები აეშენებინა, რომელთა როგორც ინფრასტურქტურა, ასევე შინაარსობრივი დატვირთვა განსხვავებული იქნებოდა ტრადიციული საბიბლიოთეკო დაწესებულებებისგან. “სტატისტიკა, რომ ვნახოთ მთელ რიგ ბიბლიოთეკებში მიზერულია ხალხის მისვლა, აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ წელს დაგვეწყო საბიბლიოთეკო სისტემის რეფორმა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი ლანდშაფტური პროექტები, სადაც თითოეული პროექტი ინტეგრირებული იქნებოდა ლანდშაფტთან. მედიათეკებს ბუნებრივად ეყოლება მეტი მომხმარებელი რადგან ადამიანი, რომელიც პარკში მოვა შეძლებს აიღოს წიგნი, გაზეთი და წაიკითხოს ის. მედიათეკებში ასევე იქნება საბავშვო კუთხე და მოეწყობა მთელი რიგი ინფრასტრუქტურა” – ვკითხულობთ მერიის საიტზე გიგი უგულავას კომენტარს. მედიათეკების ასაშენებლად სამი სხვადასხვა უბანი, ვაკე, გლდანი და ვარკეთილი შეირჩა, შენობების პროექტები კი საპროექტო ფირმა “Laboratory of Architecture #3-ს ეკუთვნის, მშენებლობას კი სამშენებლო კომპანია “კერა პლიუსი” ახორციელებს. თბილისის მედიათეკების მშენებლობაში ჩართულები არიან ფრანგი კონსულტანტებიც,. მთავარი მოთხოვნა, რაც თანამედროვე ბიბლიოთეკების მიმართ არსებობს, არის ლანდშაფტთან და გარემოსთან სინთეზურობა და უჩვეულო სივრცის შექმნა ვიზიტორებისთვის. სწორედ ამ მოთხოვნის შესრულებამ გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება მედიათელეკების მსენებლობასთან დაკავშირებით. ბიბლიოთეკის ლანდშაფტთან ინტეგრაციას მსხვერპლად ეწირება ხეები, რომელთა განადგურებაც თავისთავად უარყოფითად მოქმედებს ქალაქის ეკოსისტემაზე. პირველივე მედიათეკის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა არასამთვრობო ორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცემ”, იმ მრავალწლიანი ნარგავების დასაცავად, რომლებიც მედიათეკის მშენებლობამ შეიწირა. პროტესტის მიუხედავად ვაკის პარკში ორსართულიანი მედიათეკა მაინც აშენდა. არასამთავრობო ორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცე” აცხადებს, რომ მშენებლობა მთელი რიგი კანონდარღვევებით განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის 6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, “გამარჯვების პარკის” ტერიტორიას მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით კი პარკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონი განსაზღვრავს. ამ კანონის მიხედვით, ნებართვის გაცემა მხოლოდ გაერთიანებულ სამეცნიერო მეთოდურ საბჭოს შეუძლია. თუმცა ეს მხოლოდ კანონის მიხედვით, რეალურად მედიათეკის მშენებლობის ნებართვა ზონალურმა საბჭომ გასცა, ანუ, არაუფლებამოსილი ორგანოდან მიღებული ნებართვის საფუძველზე მოხდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე მწვანე საფარის განადგურება მედიათეკის ასაშენებლად. რამდენიმე დღის წინ ხმაური მოყვა მედიათეკის მშენებლობის დაწყებას ვარკეთილშიც, სადაც მოსახლეობა მედიათეკისთვის საჭირო ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას აპროტესტებდა. ვარკეთილის მედიათეკა, ჯავახეთის 69-ში, სკვერის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. ის მოცულობით გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ვაკის პარკის და შესაბამისად, მეტი მწვანე საფარის განადგურებას გულისხმობს, რის შემდეგაც უცნობია, რა ბედი ეწევა პარკს, ვინაიდან სამშენებლო კომპანია “კერა პლიუსის” წარმომადგენელთა თქმით, სკვერის განახლება და მასზე ზრუნვა მათ კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით მერიის შესაბამის სამსახურებს, თუმცა მათგან არათუ მწვანე ზოლის განადგურების საფრთხესა და უკანონოდ წარმოებულ მშენებლობაზე, არამედ იმაზეც კი ვერ მივიღეთ პასუხი, თუ როდის იგეგმებოდა უკვე აშენებული მედიათეკის გახსნა მაგალითად ვაკის პარკში. ერთადერთი, ვისთან დაკავშირებაც მოვახერხეთ, საპროექტო ფირმა “Laboratory of Architecture #3-ია, რომლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მედიათეკების პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა დიმიტრი შაფაქიძემ ჩვენთან საუბრისას მედიათეკების სასიკეთო დატვირთვაზე ისაუბრა. “ჩვენ მანამდეც ძალიან გვინდოდა გაგვეკეთებინა ეს პროექტი, სანამ მერია შემოგვთავაზებდა და გვქონდა კიდევ ზუსტად ასეთი ფუნქციონალის მქონე შენობების პროექტები. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ მათი ინტერესი და ჩვენი გეგმები ერთმანეთს დაემთხვა და მერიის ინიცირებული მედიათეკები ჩვენი პროექტების მიხედვით შენდება. ვაკის მედიათეკა არის დიდი, გამჭვირვალე სივრცე, სადაც შედიხარ პირდაპირ ბუნებიდან და ხდები მისი ნაწილი. ვარკეთილში პირიქით, მაქსიმალურად ჩაკეტილი სივრცეა, იზოლირებული. ეს ცხადია განაპირობა გარშემო მდებარე ლანდშაფტმა და ურბანულმა გარემომ. ჩვენ პროექტები ისე გაგვეკეთებინა, რომ მაქსიმალურად მოხერხებული და განსაკუთრებული სივრცე შეგვექმნა ყველა სტუმარისთვის. მაგალითად ვარკეთილში, სადაც შედარებით დეფიციტია მსგავსი დაწესებულებების, უფრო დიდი ფართი ავიღეთ და უფრო მრავალფუნქციურია, ითვალისწინებს საგამოფენო სივრცესაც, კაფეტერიას და ა.შ. ვაკის მედიათეკა უფრო ღია და პატარა სიცრცეა გარემოს მოთხოვნების შესაბამისად. მთავარია ინტერესი გაჩნდეს და ადმაიანებს რაღაცნაირი მიჯაჭვულობის გრძნობა გაუჩნდეთ ამ დაწესებულებების მიმართ. ახლა გვინდა რომ რეგიონებშიც გაკეთდეს იმავე ფუნქციის შენობები და მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. თუნდაც გავაჩუქოთ პროექტები, მთავარია ვნახოთ ვინმე, ვინც თანამშრომლობაზე და სპონსორობაზე წამოვა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ნათელი და სასიამოვნო სივრცე შეიქმნას.” არსებული მედიათეკის გახსნის თარიღი არქიტექტორისთვისაც უცნობია. მისი თქმით, ამ საკითხს მერია არეგულირებს. მედიათეკების გახსნამდე კი სავარაუდოდ ღიად იქნება კითხვა იმის შესახებ, ღირდა თუ არა მწვანე საფარის განადგურება ბიბლიოთეკებისთვის, რომელსაც არავინ იცის, საზოგადოება რამდენად გამოიყენებს ან რამდენად კარგად იფუნქციონირებს. ნასტასია არაბული opinion.ge View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/30ED2A63-BA91-4D74-8FD5-5552F27BFEFE_mw800_s-300x225.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნინა ხატისკაცი საარჩევნო პროცესების მონიტორინგის პროექტს ხელმძღვანელობდა და ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ შეფასებებს აკეთებდა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ინფორმაცია თავად ხატისკაცმა დაუდასტურა. “ჩემი გათავისუფლების მიზეზად აღმასრულებელ დირექტორთან რიგ საკითხებზე აზრთა შეუთანხმებლობა დამისახელეს, თუმცა მე ბოლო შეხვედრამდე საყვედური ან რაიმე შენიშვნა არასოდეს მიმიღია. პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამუშაოს და არანაირი დარღვევა, არანაირი გადაცდომა არ მქონია. პროექტები მქონდა და ვახორციელებდი. ეს არის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის და გამგეობის თავმჯდომარის მარკ მალენის გადაწყვეტილებაა”–განაცხადა ხატისკაცმა. ხარტისკაცი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ მისი ტანამდებობიდან გათავისუფლება, ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებულ არაერთ მკაცრი განცხადების შედეგია. იხილეთ epn.ge
  11. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61429.jpg მმართველი გუნდისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას "ქართული ოცნებაც" უერთდება. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა დღეს დილით განაცხადა. მაია ფანჯიკიძის თქმით, "ქართული ოცნება" მზად არის ხელი მოაწეროს დოკუმენტს და დაიცვას პრინციპები, რომელმაც სამართლიან, კონკურენტულ და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს უნდა შეუწყოს ხელი. `მხარს ვუჭერთ კამპანია `ეს შენ გეხებას`ეგიდით ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტს და მზად ვართ ავიღოთ ამ დოკუმენტში ასახული პრინციპების დაცვის ვალდებულება,`- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/get_img-11-300x225.jpgსაერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“–მა საქართველოში წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისაგან. „მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ემზადებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, „საერთაშორისო ამნისტია“ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისაგან. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყველა პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილებისა და სამართალში მისცეს ბოლოდროინდელ ძალადობრივ შეტევებზე პასუხისმგებელი პირები, რასაც წინ უნდა უძღოდეს ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.”-ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ისიც არის აღნიშნული, რომ აქციებისა თუ პოლიტიკურად მგრძნობიარე მოვლენების გაშუქებისას, პროოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის შესახებ შეტყობინებების გარდა, გავრცელდა ინფორმაცია პროოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების დაშინებისა და ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვის ხელყოფის შესახებ დაუდგენელი პირების მიერ. აქციებისა თუ პოლიტიკურად მგრძნობიარე მოვლენების გაშუქებისას პრო-ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის შესახებ შეტყობინებების გარდა, გავრცელდა ინფორმაცია პრო-ოპოზიციუარდ განწყობილი ჟურნალისტების დაშინებისა და ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვის ხელყოფის შესახებ დაუდგენელი პირების მიერ. უცნობი პირები უთვალთვალებენ და კითხვებს უსვამენ პრო-ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებს, დამთრგუნველი ქმედებითა და კომენტარებით ხელს უშლიან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში: ინტერვიუების ჩატარებასა და გადაღებების წარმოებაში. პრო-ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ს ჟურნალისტმა ზესტაფონში – ეკატერინე დუგლაძემ განუცხადა „საერთაშორისო ამნისტიას“, რომ მას ამ უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში დაჟინებით აედევნა და აწუხებდა 7 ახალგაზრდა მამაკაცისაგან შემდგარი ჯგუფი: „დამყვებიან ყველგან მანქანით ან ფეხით, თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ მაძლევენ, ხელს მიშლიან გადაღებებში, ფიზიკურად ახლო კონტაქტში შემოდიან და უხამს კომენტარებს აკეთებენ ჩემს სამუშაოსთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ასევე განუწყვეტლივ მისვამენ შეკითხვებს“. ეკატერინე დუგლაძის თანახმად, მისთვის შეუძლებელი გახდა ჟურნალისტური მოვალეობების შესრულება, რადგანაც მამაკაცთა ჯგუფი, რომელიც მას აედევნა, ხელს უშლის მას გადაღებისა და ჩაწერის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დუგლაძემ ოფიციალური საჩივარი შეიტანა და თხოვნით მიმართა როგორც ადგილობრივ პროკურორს, ასევე პოლიციის განყოფილებას, მამაკაცთა ჯგუფი დღემდე აწუხებს მას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. „პოლიციისა და პროკურატის მხრიდან არავითარი რეაქცია არ ყოფილა. მუშაობის გაგრძელება მიწევს დამთრგუნველ და სახიფათო გარემოში. თავს სრულიად დაუცველად ვგრძნობ“, – განუცხადა ჟურნალისტმა „საერთაშორისო ამნისტიას“. ახალგაზრდა მამაკაცთა იგივე ჯგუფი დაყვებოდა და შეკითხვებით აწუხებდა ვასილ დაბრუნდაშვილსაც, სტუდია GNS -ის თანამშრომელს, როცა ის ოპოზიციონერ ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევებს იძიებდა. 11 ივნისს, როდესაც ის ზესტაფონში ჩავიდა ეკატერინე დუგლაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად, ეს მამაკაცები მიუახლოვდნენ მას და ხელი შეუშალეს ინტერვიუს ჩაწერაში. „7 მამაკაცი შემოგვეხვია მაშინ, როცა ინტერვიუს ჩაწერას ვცდილობდი. არ მომცეს საშუალება, კითხვები დამესვა რესპონდენტისათვის, საუბარში ერთვებოდნენ ცინიკური კომენტარებითა და შეკითხვებით, თან კამერის ხედსაც გვიფარავდნენ“. ვცადეთ, განზე გავმდგარიყავით და ინტერვიუს ჩაწერა სხვაგან გაგვერგძელებინა, მაგრამ არ გვეშვებოდნენ. ბოლოს რესპონდენტი წავიდა ისე, რომ ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოვახერხე“. ვასილ დაბრუნდაშვილის მიხედვით, 7 მამაკაცისაგან შემდგარი იგივე ჯგუფი მას საათობით დაყვებოდა და შეკითხვებს უსვამდა, რითაც თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა და ინტერვიუების ჩაწერაში ხელს უშლიდა. „ეს ყველაფერი ზესტაფონის პოლიციის შენობის წინ ხდებოდა. შევედი პოლიციის შენობაში და ვთხოვე ოფიცერს, აეკრძალა მათთვის ჩემი დევნა და ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, თუმცა მან უარი განმიცხადა“, – შეატყობინა დაბრუნდაშვილმა „საერთაშორისო ამნისტიას“. ვასილ დაბრუნდაშვილი ტელეფონითაც დაუკავშირდა პატრულის პოლიციას და დახმარება ითხოვა, თუმცა 2 პოლიციელი, რომლებიც საჩივრის მოსასმენად გამოცხადდენ მასთან, მოულოდნელად და ახსნა-განმარტების გარეშე გაბრუნდა, როდესაც ჟურნალისტმა მოითხოვა აქტი ინციდენტის შესახებ, რათა მასზე ხელი მოეწერა.”–აღნიშნულია განცხადებაში. “საერთაშორისო ამნისტია” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ყველა ფაქტის ზედმიწევნითი გამოძიება. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების მიერ მათი სამუშაო მოვალეობების დაუბრკოლებლად შესრულება ძალადობის შიშის გარეშე, მიუხედავად იმ მედიასაშუალებების პოლიტიკური შეხედულებებისა, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. იხილეთ epn.ge
  13. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/russiavto.jpg18 წლიანი მცდელობის შემდეგ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ოფიციალურად გახდა. 2011 წლის დეკემბერში ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ქართულმა დელეგაციამ რუსეთის ‘’ვმო’’–ში გაწევრიანების თანხმობის სანაცვლოდ მხარი დაუჭირა შვეიცარიის შუამავლურ წინადადებას, რომელიც საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის მონიტორინგს გულისხმობს. რუსეთის სახელმწიფოს პასუხი კი ამ დრომდე უცნობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას სურდა ‘’ვმო’’–ს წევრი საქართველოს გვერდის ავლით გამხდარიყო, მაინც დათანხმდა შუამავლის მიერ წამოყენებულ წინადადებას. ამ ხნის მანძილზე მხარეების შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი სწორედ დეფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გაკონტროლება იყო. თუმცა როგორც გაირკვა ფედერალურ კანონს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან რუსეთის მიერთების ოქმის რატიფიცირების შესახებ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. კანონი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მიმდინარე წლის 10 ივლისს რატიფიცირდა, ხოლო ფედერაციის საბჭოში – 18 ივლისს. უმრავლესობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ჟენევაში სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას არ უნდოდა დაეშვა პრეცენდენტი, რომ საქართველოს გვერდის ავლით რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო. „ეს შექმნიდა პრეცენდენტს შემდგომშიც გადაეწყვიტათ სხვადასხვა ქვეყნის გვერდის ავლით ორგანიზაციის წევრობის საკითხი. ჩვენთვის ერთის მხრივ ეს კარგი იყო, რადგან მათ დაინახეს, რომ ჩვენ დამპყრობელ მტერთანაც კი შეგვიძლია საქმიანი მოლაპარაკებების დაწყება და კომპრომისული ვარიანტების ძებნაც. მეორე ის, რომ ჩვენი საზღვრები რუსეთის ფედერაციასთან დაფიქსირდა იქ, სადაც გადის საერთაშორისოდ აღიარებული რუსეთ–საქართველოს საზღვარი და არა საოკუპაციო ზოლზე, როგორც ამის სურვილი რუსეთს ჰქონდა და ასევე დადასტურდა კონტროლის ისეთი შემადგენელი ნაწილი, როგორიცაა საერთაშორისო მონიტორინგი ტვირთებისა, რომლებიც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდება.“ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან კომპრომისულად აფასებს და აცხადებს, რომ ამით ერთი მხარეც კმაყოფილი დარჩება და მეორეც. „ეს ის შემთხევაა, როდესაც ორივე მხარე მოგებული დარჩა საერთო ჯამში. იყო სპეკულაციები, გაწევ–გამოწევა, გადაბრალება–გადმობრალების მცდელობები და კიდევ თავის თავზე გამარჯვების მიღწევა, მაგრამ კომპრომისი იმას ნიშნავს, რომ ერთი მხარეც ცოტათი უკმაყოფილო რჩება და მეორეც. მივაღწიეთ საზღვრებზე მუშაობის მექანიზმს, რაც დაიცავს საქართველოს კონტრაბანდისგან და გარკვეულწილად პოლიტიკურადაც მიანიშნებს იმ საზღვრებზე, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული.“ მისივე განმარტებით, რუსეთის ინტეგრირება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და მისი საერთაშორისო მექანიზმებში ჩართვა კარგი იქნება როგორც ჩვენთვის, ისე მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისათვის. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია 1995 წლის 1 იანვარს შეიქმნა. ამჟამად ორგანიზაციაში 150–ზე მეტი სრულუფლებიანი წევრია, რომელთა ქვეყნების წილი საერთაშორისო ვაჭრობაში დღეისათვის 95%–ზე მეტს შეადგენს. საქართველო ‘’ვმო’’–ს წევრი ევროკავშირის აქტიური დახმარებით 2000 წელს გახდა. ‘’ვმო’’–ს ძირითად ფუნქციებს ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე ზრუნვა და საერთაშორისო ვაჭრობაში დისკრიმინაციის აღკვეთა წარმოადგენს. ეკონომიკის ექსპერტი ავთანდილ სილაგაძე აცხადებს, რომ მიღწეული შეთანხმება საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას გააუმჯობესებს, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთის ბაზრის გახსნა მნიშვნელოვანია. „რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა და საქართველოს თანხმობის გარეშე დიდი პრობლემები ექმნებოდა. მივეცით მას შანსი იმის ხარჯზე, რომ კონტროლის მექანიზმები მოვიპოვოთ და ეს როგორ განხორციელდება ამას ვნახავთ. რა თქმა უნდა, ამ მექანიზმების სწორად ამუშავება არსებულ სიტუაციას საქართველოს ეკონომიკაში გააუმჯობესებს. როცა სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ხარ ორგანიზაციის წევრებს შორის პროდუქციის გადანაცვლება უნდა იყოს თავისუფალი. ამითაც გზა იხსნება როგორც ჩვენი საქონლის რუსეთის ბაზარზე გატანის და პირიქით. რუსეთმა ჩვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულება უპირობოდ უნდა შეასრულოს.“ უმრავლესობის წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რუსეთი თავის ვალდებულებებს შეასრულებს იქიდან გამომდინარე, რომ მას დაეკისრება როგორც საერთაშორისო, ისე შვეიცარული მხარის მიერ აღებული ვალდებულებები, რომელიც დიპლომატიური შუამავალია. რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის საკითხს ცისკარიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ბაზარი არაპროგნოზირებადია და ეკონომიკის ზრდა ამის გარეშეც მიიღწევა. ერთ–ერთ მაგალითად მან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ქართული პროდუქციის საექსპორტო მიმართულება დაასახელა. ნონა გედენიძე opinion.ge View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61428.jpg ლევან ბეჟაშვილი თანამდებობას ტოვებს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმღვანელმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ის მუშაობას. ბეჟაშვილის განცხადება გადადგომის შესახებ პარლამენტს გადაეგზავნება. ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რომ ის სტიქიით დაზარალებული კახეთის რეგიონზე ზრუნვას აპირებს. ლევან ბეჟაშვილმა თავისი გადაწყვეტილება საზოგადოებას დღეს გააცნო. მისი თქმით, მისი სამსახური და გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნვა ერთმანეთთან შეუთავსებელია, სწორედ ამიტომ ის ტოვებს თანამდებობას. View the full article
  15. ##image#10118#1#რო­ბერტ ბო­შის ფონ­დი ეროვ­ნულ კი­ნო­ცენ­ტრთან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს ერ­თობ­ლივ პრო­ექტს, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და გერ­მა­ნე­ლი კო-პრო­დი­უ­სე­რე­ბის მო­ძი­ე­ბას და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. 2012 წლის 24-27 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­ლენ გერ­მა­ნე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი და რო­ბერტ ბო­შის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა 24 ივ­ლისს, 18: 30 სთ, გო­ე­თეს ინ­სტი­ტუტ­ში. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა და ტრე­ნინ­გი. ექ­სპერ­ტე­ბი ქარ­თველ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას თუ რო­გორ უნ­და მოხ­დეს პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა: ენ კა­რო­ლინ რე­ნინ­გე­რი ( zero one film, doc & short), ინა გი­ო­რინ­გი (Ina Goering Films, animation & short), ფალკ ნა­გე­ლი (Beleza Film, short & doc), მარ­ტინ და­ნი­ში (Nico Kupferberg Film, doc & short), ან­დრეა ვინ­კი (Go East Film Festival ), კა­რინ ში­ლე (Bosch Stiftung ), ფრანკ ალ­ბერ­სი (Bosch Stiftung ). შე­გახ­სე­ნებთ, რომ რო­ბერტ ბო­შის ფონ­დი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი კი­ნო­ფონ­დია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პრო­ექ­ტე­ბი და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გერ­მა­ნი­ა­სა და მის საზ­ღვრებს გა­რეთ. ფონდს სა­მი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი პრი­ზი აქვს, რო­მე­ლიც ანი­მა­ცი­უ­რი, დო­კუ­მენ­ტუ­რი და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის პრო­ექ­ტებს ენი­ჭე­ბა. პრო­ექ­ტე­ბის მარ­კეტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ბო­შის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბის 12 პრო­ექ­ტი შე­არ­ჩი­ეს. მხატ­ვრუ­ლი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის პრო­ექ­ტე­ბი: „სუს­ტი“ – გუ­რამ ბახ­ტა­ძე „ჩე­მი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი“ – ანა ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, ვა­ტო კირ­კი­ტა­ძე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის პრო­ექ­ტე­ბი: „გა­ჩე­რე­ბა“ – სა­ლო­მე ჯა­ში „პი­რიმ­ზე“ – სო­ფო ტა­ბა­ტა­ძე, ლე­ვან ასა­ბაშ­ვი­ლი „უს­მი­ნე სი­ჩუ­მეს“ – მა­რი­ამ ჭა­ჭია, ნი­ნო ჭა­ჭია „მე­ფე – ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი და მი­სი ეპო­ქა“ – და­ვით კვა­ჭა­ძე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის პრო­ექ­ტე­ბი: „ლი­ლე“ – ნა­თია ნი­კო­ლაშ­ვი­ლი „გე­ნო“ – და­ვით კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, ლე­ლა აკი­აშ­ვი­ლი View the full article
  16. სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, 20 ივ­ლი­სი­დან 20 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით, თბი­ლი­სის მე­რი­ამ სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლურ სექ­ტორ­ში 10 ათა­სამ­დე სტუ­დენ­ტი და­ა­საქ­მა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტუ­დენ­ტე­ბი ქა­ლა­ქის გამ­წვა­ნე­ბა­ზე, კე­თილ­მოწ­ყო­ბა­სა და და­სუფ­თა­ვე­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ. სტუ­დენ­ტე­ბი ასე­ვე ყვე­ლა იმ პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თვე­ბი­ან, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მე­რია ახორ­ცი­ე­ლებს. ათა­სამ­დე სტუ­დენ­ტი სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის შე­ნო­ბე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მე­ლიც ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწ­ყე­ბამ­დე, თბი­ლი­სის მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ყო­ველ­წლი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­საქ­მე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სტუ­დენ­ტე­ბი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის 158 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად იზ­რუ­ნე­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტი ხელ­ფა­სის სა­ხით 500 ლარს მი­ი­ღებს. სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა. View the full article
  17. ##image#10117#1#ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ვირ­თხის გუ­ლის კუნ­თო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის დახ­მა­რე­ბით ხე­ლოვ­ნუ­რი მე­დუ­ზა შექ­მნეს. ბი­ო­რო­ბო­ტი საკ­მა­ოდ მცი­რე ზო­მი­საა და იმ­პულ­სე­ბის წყა­ლო­ბით თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია წყალ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა. ხე­ლოვ­ნუ­რი მე­დუ­ზის შემ­ქმნე­ლე­ბი – კა­ლი­ფორ­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი – აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს გა­მო­გო­ნე­ბა მათ ხე­ლოვ­ნუ­რი გუ­ლის შექ­მნა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­ში Nature Biotechnology გა­მოქ­ვეყ­ნდა, ჰარ­ვარ­დე­ლი კიტ პარ­კე­რი და კა­ლი­ფორ­ნი­ე­ლი ჯა­ნა ნა­უ­რო­ტი ხსნი­ან თუ სა­ი­დან გა­უჩ­ნდათ ხე­ლოვ­ნუ­რი მე­დუ­ზის შექ­მნის იდეა, რომ ამა­ში მათ აუ­რე­ლია და­ეხ­მა­რათ. მე­დუ­ზა, რო­მე­ლიც შავ ზღვა­შიც ბი­ნად­რობს. „რო­დე­საც ჩემ კო­ლე­გებს ვუთ­ხა­რი, რომ მე­დუ­ზის შექ­მნა მინ­დო­და, მათ რბი­ლად რომ ვთქვა… დამ­ცი­ნეს“ – გა­ნაც­ხა­და პარ­კერ­მა. თუმ­ცა 4 წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მან თა­ვი­სი კო­ლე­გე­ბის გან­ცვიფ­რე­ბა მა­ინც შეძ­ლო. „მე­დუ­ზის შექ­მნა არც ისე რთუ­ლია, მაგ­რამ ახ­ლა ჩვენ უნ­და და­ვიწ­ყოთ მუ­შა­ო­ბა სე­რი­ო­ზულ პრო­ექ­ტზე და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ კი­დევ უფ­რო მთა­ვარ­ზე. გვჯე­რა, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი გუ­ლის შექ­მნას შევ­ძლებთ“ – და­ა­მა­ტა მან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მეც­ნი­ე­რე­ბი ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი რვა­ფე­ხის შექ­მნას აპი­რე­ბენ. View the full article
  18. რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ კის­ლო­ვოდ­სკში ორი ახალ­გაზ­რდა, მათ შო­რის ერ­თი ქარ­თვე­ლი მოკ­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი ერთ-ერ­თი რეს­ტორ­ნის წინ მოხ­და, რეს­ტორ­ნის წინ მდგარ ქარ­თველ, სო­მეხ და ყა­რა­ჩა­ელ ახალ­გაზ­რდებს თავს კა­ზაკ­თა ჯგუ­ფი და­ეს­ხა. 19 წლის ქარ­თველს ყე­ლი გა­მოჭ­რეს, ხო­ლო 21 წლის სო­მეხ ახალ­გაზ­რდას ცეც­ხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლეს. 23 წლის ყა­რა­ჩა­ე­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბა და­ნით მი­ა­ყე­ნეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბით, მკვლე­ლო­ბა ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და და პრო­ვო­კა­ცი­ულ ხა­სი­ათს ატა­რებ­და. View the full article
  19. ##video#756#0#22 ივ­ლისს, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრის სტა­ჟი­ო­რე­ბის მი­ერ, გა­მო­ფე­ნა Young Souls მო­ეწ­ყო. გა­მო­ფე­ნის მი­ზა­ნი, ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნა და თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ტის­ტე­ბის ხედ­ვე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იყო. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ გი­ორ­გი ნე­ბი­ე­რი­ძე, და­თო კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი, მაქს მა­ჩა­ი­ძე, ან­კა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი და სხვა ახალ­გაზ­რდე­ბი. გა­მო­ფე­ნა DJ-ს სე­ტით დას­რულ­და. View the full article
  20. ##image#10116#1#მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ლონ­დონ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში მი­ი­ღო და მათ სპორ­ტულ თა­მა­შებ­ში წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა. „წინ დი­დი შე­ჯიბ­რი გე­ლით, ჩვენ კი – თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის დი­დი ემო­ცი­ე­ბი. ქარ­თვე­ლი კა­ცი ის მებ­რძო­ლია, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბის იმედს, ყვე­ლა­ზე გა­მო­უ­ვალ და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი არ კარ­გავს, გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ში გვაქვს, მთა­ვა­რია ვიბ­რძო­ლოთ. დღეს მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი აღი­ა­რებს, რომ მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებს. ასე უნ­და ვი­ყოთ სპორ­ტში”, – აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ოლიმ­პი­ე­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე წელს წარ­მო­შო­ბით პო­ლო­ნე­ლი მძლე­ო­სა­ნი მა­სი­ეჟ რო­სი­ე­ვი­ჩი იას­პა­რე­ზებს. წლე­ვან­დელ ოლიმ­პი­ა­და­ზე სპორ­ტის 12 სა­ხე­ო­ბა­ში 35 ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გუნ­დის მედ­რო­შე და კა­პი­ტა­ნი ტყვი­ის მსრო­ლე­ლი ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძე იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც კრის­ტი­ნა ესე­ბუ­ას­თან ერ­თად ლონ­დონ­ში უკ­ვე იმ­ყო­ფე­ბა. ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბი ლონ­დონ­ში 25 ივ­ლისს გამ­თე­ნი­ი­სას გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან. ოლიმ­პი­ა­და 27 ივ­ლისს გა­იხ­სნე­ბა. View the full article
  21. ##image#10115#1#პა­ლერ­მო­ე­ლი ეპის­კო­პო­სის, წმინ­და მა­მი­ლი­ა­ნოს სა­გან­ძურს, რო­მე­ლიც უფ­როს­მა ალექ­სან­დრე დი­უ­მამ თა­ვის პერ­სო­ნაჟს- ედ­მონდ დან­ტესს ტოს­კა­ნის არ­ქი­პე­ლაგ­ში მდე­ბა­რე კუნ­ძულ მონ­ტე კრის­ტო­ზე აღ­მო­ა­ჩე­ნი­ნა, XXI სა­უ­კუ­ნემ­დე უშე­დე­გოდ ეძებ­დნენ მკვლე­ვა­რე­ბი თუ ავან­ტი­უ­რის­ტე­ბი. ლე­გენ­და­რულ განძს 2004 წელს მარ­თლაც და ტოს­კა­ნა­ში წა­აწ­ყდნენ, მხო­ლოდ არა კუნ­ძულ­ზე, რო­მე­ლიც პი­რა­ტე­ბი­სა და წმინ­და­ნე­ბის თავ­შე­საფ­რად მი­იჩ­ნე­ო­და, არა­მედ გრო­სე­ტოს პრო­ვინ­ცი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ სო­ვა­ნა დი სო­რა­ნო­ში მდე­ბა­რე წმინ­და მა­მი­ლი­ა­ნოს სა­კურ­თხევ­ლის ქვეშ ჩა­მარ­ხულს. სა­გან­ძუ­რი 498 ოქ­როს მო­ნე­ტის­გან შედ­გე­ბა და მა­თი უმე­ტე­სო­ბა იმ­პე­რა­ტორ ლე­ონ პირ­ვე­ლის დროს, ქრის­ტე­შო­ბი­დან 457 – 474 წლებ­შია მოჭ­რი­ლი. მა­რე­მა გრო­სე­ტა­ნას არ­ქი­ვის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის -პი­ერ­ჯორ­ჯო ძო­ტის თქმით, მონ­ტე-კრის­ტო­სა და წმინ­და მა­მი­ლი­ა­ნოს გან­ძებს შო­რის ბევ­რი მსგავ­სე­ბაა და ალექ­სან­დრე დი­უ­მამ სა­ვა­რა­უ­დოდ, გრა­ფი მონ­ტე კრის­ტო ტოს­კა­ნუ­რი ხელ­ნა­წე­რე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ და­წე­რა. სა­გან­ძუ­რის ნახ­ვა დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს 30 ივ­ლი­სი­დან, ქა­ლაქ სო­ვა­ნა­ში სა­გან­გე­ბოდ აშე­ნე­ბულ მუ­ზე­უმ­ში შე­ეძ­ლე­ბათ. View the full article
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/17a32b4b86abd7b78c316c02388663bd1.jpgთბილისის მერიამ სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში 10 000-მდე სტუდენტი დაასაქმა. თბილისის მერი, გიგი უგულავა დღეს 109-ე საბავშვო ბაღში სტუდენტებს შეხვდა, მათ დასაქმების პროექტზე გაესაუბრა და სტუდენტებთან ერთად, ბაღის შენობის კედლების შელესვისა და შეღებვის სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ სხვადასხვა მუნიციპალურ სექტორში 10 000-მდე სტუდენტი დაასაქმა. ერთი თვის განმავლობაში, სტუდენტები ქალაქის გამწვანებაზე, კეთილმოწყობასა და დასუფთავებაზე იზრუნებენ. სტუდენტები ასევე ყველა იმ პროექტში ჩაერთვებიან, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, 1000-მდე სტუდენტი საბავშვო ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობს, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, თბილისის მერიის ინიციატივით ყოველწლიურად მიმდინარეობს. ამასთან, სტუდენტები ქალაქის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის 158 დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად იზრუნებენ. სტუდენტური დასაქმების პროექტი მიზნად ისახავს: სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური გამოცდილების მიღებას. თითოეული სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში, ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს. გამომუშავებული თანხა სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს საკუთარი სწავლა თავად დააფინანსოს ან თანხა სურვილისამებრ გამოიყენოს. იხილეთ epn.ge
  23. კარლეს პუიოლმა ტრავმის შემდეგ კლუბთან ერთად პირველად ივარჯიშა View the full article
  24. სერ ალექს ფერგიუსონი ლუკას მოურასდამი ინტერესს ადასტურებს View the full article
×
×
  • შექმენი...