planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/get_img2.jpgაშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ბათუმი ამერიკულ დღეებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სახელოვნებო ღონისძიება, ასევე ნუარის ჟანრის ამერიკული ფილმების ჩვენება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. 24 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით აჭარის ხელოვნების მუზეუმში (გორგილაძის 8) მე-19-20 საუკუნეების ამერიკული ფოტოგრაფიის გამოფენა მოეწყობა. წარმოდგენილი იქნება ადრეული დასავლეთის აღიარებული ფოტოგრაფების, მათ შორის ტიმოთი სალივანისა და კარლტონ უოტკინსის ნამუშევრები. გამოფენა 24 ივლისს, 18 საათზე გაიხსნება. 26 ივლისს, 20 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტს გამართავს ნიუ იორკის ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი რომან რუდნიცკი. დასწრება თავისუფალია. 23 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, ყოველ საღამოს, 20 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ ჰოლში გაიმართება ნუარის ჟანრის ამერიკული ფილმების ჩვენება. იხილეთ epn.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/leiboristuli-partia8.jpgროგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტის შენობა გაიყიდა და მისი ახალი მფლობელი კრიმინალია. მისივე განცხადებით, ქურდებთან მებრძოლმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის შენობა ქურდული ტრადიციების მატარებელ, კრიმინალ ივანიშვილის ყოფილ პარტნიორს, ვინმე ქებურიას მიყიდა. “ვაფრთხილებთ ყველა კრიმინალ ინვესტორს, ტყუილად ირჯებით. ეროვნული ხელისუფლება ამ შენობას ჩამოგართმევთ და თბილისს დედაქალაქის სტატუსს აღუდგენს, თქვენ კი გადახდილი ფული კი სამუდამოდ დაგეკარგებათ”, – განაცხადა შატბერაშვილმა. აგრეთვე, “ლეიბორისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა პარლმენტის ქუთაისში გადატანა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა. “ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის დედაქალაქად თბილისის კურთხევის აქტი დავით აღმაშენებელს 800 წლის შემდეგ გაუუქმა და ეს სტატუსი ქუთაისში უკან მიუგდო”. opinion.ge View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/Opera-Festival-Poster-small-254x300.jpg„თბილისის საოპერო ფესტივალის“ დასკვნითი საღამო _ გალა კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 25 ივლისს გაიმართება. გალა კონცერტის პროგრამაშია ფრაგმენტები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, პიეტრო მასკანის ოპერებიდან. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები _ თეა დემურიშვილი, ლეგი იმედაშვილი, მიშელინა ქობალიანი, ზაალ ხელაია. გალა კონცერტს ჯანლუკა მარჩანო იდირიჟორებს. 9 ივლისს გაიმართა პირველი საფესტივალო კონცერტი, რომლის პროგრამაში იყო პეტრე ჩაიკოვსკის “სერენადა” სიმებიანი ორკესტრისთვის და კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის. მსმენელს უმასპინძლა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრმა, რომელსაც უძღვებოდა თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო. იხილეთ epn.ge
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-qdm-aqtualur3.jpgთბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. „ქრისტიან-დემოკრატები“ ხელისუფლებისაგან მოითხოვენ, დაისვას კომპენსაციებისა და იმ ოჯახების საბანკო კრედიტების რესტრუქტურიზაციისა და მომსახურების პროცენტის ანაზღაურების საკითხი, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტები ჰქონდათ და სტიქიის შედეგად დაზარალდნენ.<span style="font-size: 10pt;" />ამ განცხადებით „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საქართველოს მთავრობას ქალაქ ვალედან მიმართა და ადგილობრივებს შეხვდა. ქდმ-ის ლიდერებმა სამცხე-ჯავახეთში იდუმალა, ახალციხე და ვალე მოინახულეს. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/parlamenti2-300x225.jpgკახეთში მომხდარ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დაგეგმილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს პარლამენტი ოთხშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, პროექტზე დღეს საპარლამენტო კომიტეტები, ხვალ ფრაქციები იმსჯელებენ, ზეგ კი – 25 ივლისს, პროექტი უკვე პარლამენტის რიგგარეშე სხდმაზე დამტკიცდება. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღევანდელი რიგგარეშე ბიუროს სხდომა საქართველოს რამდენიმე რეგიონში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უკავშირდება. მისივე თქმით, ყველაზე მეტად კახეთის რეგიონი დაზარლადა, ამიტომ პირველ ეტაპზე აუცილებელია, მოხდეს სახლების აღდგენა–გადახურვა, ელექტროენარგიისა და გაზის მიწოდება, სურსათით დახმარება, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს რეგიონის გრძლევადიანი რეაბილიტაცია. ამ პროცესისთვის კი, ბაქრაძის შეფასებით, აუცილებელია, პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებები დროულად დაამტკიცოს და მთავრობას სრულფასოვნად მუშაობის უფლება მისცეს. რაც შეეხება საბიუჯეტო ცვლილებებს, ცნობილია, რომ სტიქიის სალიკვიდიციო სამუშაობისა და მოსახლეობის კომპენსირების მიზნით, დაახლოებით 162 მილიონი ლარი დახარჯება, რისი მობილიზებაც ბიუჯეტის ცალკეული მუხლების შემცირების ხარჯზე მოხდება. იხილეთ epn.ge
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-miilion-aqtualur2.jpgთბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ძლიერი წვიმის, ქარისა და სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახები სამ კატეგორიად დაიყოფიან მიყენებული ზარალის ოდენობის მიხედვით და ფინანსურ კომპენსაციებს მიიღებენ 300 ლარიდან 1 500 ლარის ფარგლებში.<span style="font-size: 10pt;" />იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის, რომლებიც მთლიანად განადგურდა, 1 300 ლარიდან 1 500 ლარამდე ფინანსური კომპენსაციები გამოიყოფა. ოჯახები, რომელთაც მოსავლის 70-80% დაკარგეს, 800 ლარიდან 900 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო მესამე კატეგორიაში შედიან ის ოჯახები, რომელთაც მოსავლის ნახევარი დაკარგეს და ისინი 300 ლარიდან 500 ლარამდე კომპენსაციებს მიიღებენ. საქინფორმი
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/b3f1419d69665bcebb24541c65b69c82.jpgსტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/2568048625_3b945561103-300x225.jpgსახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტების მუშაობის წესი იცვლება. მთავრობის დღევანდელი სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტები მე-12 სართულზე არ აუშვეს. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს მინისტრებისთვის შეკითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ. მიმდინარეობს მსჯელობა და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა წესით მოუწევთ ჟურნალისტებს მუშაობა. მთავრობის დღევანდელი სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს შენობის პირველ სართულზე პრესრუმი გამოუყვეს, სადაც მთავრობის სხდომის დასრულებას დაელოდებიან. იხილეთ epn.ge
-
საქართვლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას "სტუდია მონიტორის" გაქურდვის ფაქტზე დროული და ეფექტიანი გამოძიებისაკენ მოუწოდებს. ქარტიის განცხადებაში, რომელიც 23 ივლისს გავრცელდა აღნიშნულია, რომ სტუდია „მონიტორის“ გაძარცვის ფაქტი უმძიმესი დარტყმაა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაზე. 23 ივლისი, 2012 - 14:16 23 ივლისი, 2012 - 14:16 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/qartia_3.jpg სრული ტექსტი View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/0a79db982b529207753dfa0785e77994.jpgირანის ისლამური რესპუბლიკა ურანის 56%-მდე გამდიდრების სამუშოების დაწყებით იმუქრება, თუ საერთაშორისო საზოგადოება ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენას გააგრძელებს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/12dc9a3e18b982786a5e9dfc99258839.jpgკოალიცია "ქართული ოცნება" კამპანია "ეს შენ გეხებას" ინიციატივით წინასაარჩევნოდ შექმნილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/qartia_3.jpgსაქართვლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას დროული და ეფექტიანი გამოძიებისაკენ. სტუდია „მონიტორის“ გაძარცვის ფაქტი უმძიმესი დარტყმაა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაზე. ძალზე მძიმეა, როცა წლობით შექმნილი სტუდია ერთ დღეში ნადგურდება და საგამოძიებო საქმიანობით დაკავებული ჟურნალისტები ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე რჩებიან. ჟურნალისტთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, გაატარონ მაქსიმალურად ეფექტური ზომები დამნაშავეთა გამოსავლენად და პასუხისმგებლობაში მისაცემად. იხილეთ epn.ge
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/0c786504fe0c6d0339b48cc7c0c655a2.jpgბაშარ ასადის არმია დამასკოში ოპოზიციის ძალების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/prokuratura-300x158.jpgტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ, გაზეთ “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა და რადიო “უცნობის” ხელმძღვანელმა ბასა ჯანიკაშვილმა პროკურატურაში დღეს მედიასაშუალებების მიმართვა შეიტანეს. აღნიშნული მიმართცვის ტექსტს opinion.ge უცვლელად გთავაზობთ. “ტელეკომპანია “მაესტროს”, პროკურატურის შუამდგომლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩამოართვეს მისი კუთვნილი დიდი რაოდენობის სატელიტური ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები, რითაც ის აპირებდა, საკუთარი პროდუქტი – ამ შემთხვევაში ინფორმაცია – მეტი ადამიანისთვის მიეწოდებინა, რაც ყველა მედიასაშუალების ბუნებრივი მიზანია. ეს ტექნიკა მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, მიეღო სხვა ტელეარხებიც ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მათ შორის, “მაესტროსგან” დიამეტრულად განსხვავებული პოზიციის მქონე ტელევიზიებიც. მიგვაჩნია, რომ “მაესტროსთვის” ტექნიკის უკანონოდ ჩამორთმევამ, ერთის მხრივ, შელახა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და, მეორეს მხრივ, ადამიანის უფლება, მიიღოს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აზრი და ინფორმაცია. პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რაც შემდეგ სასამართლომ გაიზიარა, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ გაცხადებული დემოკრატიული განვითარების პრინციპებთან და ხელს უშლის მოქალაქეების მიერ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ჩვენ ამას აღვიქვამთ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. აღვნიშნავთ იმასაც, რომ სრულიად მიუღებელია მედიის წინააღმდეგ, პოლიტიკური მიზნებით, ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება, როგორიცაა პროკურატურა და სამართლო. ჩვენ, მედია-საშუალებების წარმომადგენლები მოვითხოვთ დაუყოვლებლივ მოიხსნას ყადაღა “მაესტროს” კუთვნილ ქონებაზე და დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს”. opinion.ge View the full article
-
გუშინ, 22 ივლისს, ახალგორში, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“, გაზეთ „რეზონანსის“ და მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი დააკავეს. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ მილიციაში ჰყავდათ, მოგვიანებით კი პროკურატურაში გადაიყვანეს. დაკავებისას მას ვიდეოკამერა, ტელეფონი და „ფორმა 9“ (დოკუმენტი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ახალგორში რეგისტრირებულ პირებზე გასცემს) ჩამოართვეს. 23 ივლისი, 2012 - 14:00 23 ივლისი, 2012 - 14:00 By: გოგა აფციაური, გორი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/otarashvili_img.jpg სრული ტექსტი View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/9e925c1acce8f50d0af25d080f87f4f0.jpgხელისუფლება კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად გადარიცხულ 10 მილიონ ლარს დაზარალებული მოსახლეობისთვის სავარაუდოდ არ გამოიყენებს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შტატ კოლორადოს ეწვია, სადაც გასულ კვირას ქალაქ ავრორას კინოთეატრში განხორცილებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს შეხვდა. შეერთებული შტატების პირველი პირი აგრეთვე, კოლორადოს უნივერსიტეტის საავადმყოფოს ეწვია, სადაც მომხდარის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში რამდენიმე ადამიანი იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამამ თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში შტატების მოქალაქეებს ლოცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთელი ქვეყანა მომხდარ ტრაგედიაზე ფიქრობს. პარასკევს, 20 ივლისს დენვერთან მდებარე ქალაქ ავრორას კინოთეატრში 24 წლის ჯეიმს ჰოლმსის მიერ შეიარაღებული განხორციელებულ თაავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომხდარის შედეგად 58 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ჰოლმსის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას მისი პირადი კომპიუტერი იპოვნეს. სამართალდამცავები იმედოვნებენ, რომ ისინი მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მალასებს მიაგნებენ. ჯეიმს ჰოლმსი, რომელიც კინოთეტრში მომხდარი ინციდენტის სემდეგ პოლიციამ ავტოსადგომზე დაკევა, მალე სასამართლოს წინაშე წარსდგება. მომხდარს რომის პაპი ბენედიქტ გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი ღრმად შეშფოთებულია კინოთეატრის მაყირებლზე განხორცილებული თავდასხმით. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-daxmareba-sazogadoeba1.jpgთბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად პირველ ეტაპზე 10 მლნ ლარს რიცხავს ბიუჯეტში მისთვის სრულიად უკანონოდ დაკისრებული 74, 32 მლნ ლარის ჯარიმის ფარგლებში, რადგან პირდაპირი დახმარების გაწევა არ შეუძლია, რაკიღა ამას ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაუთვლის.<span style="font-size: 10pt;" />„სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/3B9B36B2-BE9D-440B-812F-996B85E3E29B_mw800_s-300x225.jpg “ქართულო ოცნების” ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან იზორია, დევნასა და შევიწროებაზე საუბრობს. როგორც იზორიამ “ექსპრესნიუსს” განუცხადა, ცხოროწყუში, იმ სახლთან სადაც ხცოვრობს, ორი მსუბუქი ავტომანქანა უთვალთვალებს. მისი თქმით, სახლის მეპატრონემ გადაწყვიტა მანქანაში მსხდომთა ვინაობის გარკვევა, რასაც მანქანაში მყოფთა გაღიზიანება მოჰყვა. “მანქანა მთელი სისწრაფით, დაიძრა მისი მიმართულებით და, რომ არა ველოდ ბაძაღუას დროული რეაქცია, შეიძლებოდა, მძიმე ფიზიკური დაზიანება მიეღო. ავტომანქანა მეზობლის ღობეს დაეჯახა და ის ნაწილობრივ დააზიანა. სახლის მეპატრონე ველოდი ბაძაღუა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა”,–განაცხადა იზორიამ. მისივე ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეობდა, “ნისანის” მარკის წითელი ფერის მსუბუქი ავტომანქანა ნომრით: BKB 170 ხოლო მოერე მანქანის ნომერია ZSH 999. ლევან იზორიამ უკვე მიმართა სამართალდამცველებს და ინციდენტის გამოძიება მოითხოვა. იხილეთ epn.ge
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-student-sazogadoeba2.jpgთბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის გადავადების ინიციატივით გამოდის.<span style="font-size: 10pt;" />ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კახეთის სოფლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო და გაწმენდითი სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. მან მოსახლეობას ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა ოჯახებიც დაზარალდნენ სტიქიის დროს, კრედიტების გადავადების მსგავსად, სწავლის გადასახადის გადავადებაც იგეგმება. საქინფორმი
-
ის ყოველ წუთს საფრთხეს უქმნის, როგორც მოსახლეობას, ასევე გარემოს http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/IBQ2jC1KaNk View the full article
-
ამასთან დაკავშირებით, დღეს, "საქართველოს ტელეკომის" სახელით, გიორგი ყავლაშვილი პრესკონფერენციას გამართავს http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/CZw-Iru_Tks View the full article