Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. В Берлине прошли Хипстерские Олимпийские игры - уникальное спортивное мероприятие о хипстерах и для хипстеров. Соревнования на тему хипстерской моды и культуры проводятся в столице Германии уже второй год. View the full article
  2. ##image#10102#1#პო­ლი­ცი­ამ ინ­გლის­ში „მე­ირ­დი­ანს“, ჰენ­რი მუ­რის 500,000 სტერ­ლინ­გად შე­ფა­სე­ბულ ქან­და­კე­ბას მი­აკ­ვლია, რო­მე­ლიც 15 ივ­ლისს, ჰერ­დფორ­დში­რის საგ­რა­ფო­ში, ამა­ვე მო­ქან­და­კის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მის პარ­კი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სკულ­პტუ­რის ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის დახ­მა­რე­ბით შე­იტ­ყეს, რის შე­დე­გა­დაც პო­ლი­ცი­ამ ორი, 19 და 22 წლის ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვა. ჰენ­რი მუ­რი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი მო­ქან­და­კეა. მე­რი­დი­ა­ნი 56 სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლის ბრინ­ჯა­ოს სკულ­პტუ­რაა და მას ორი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ფორ­მა აქვს. ნა­მუ­შევ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­მომ­ძი­ებ­ლებს £100, 000 პრე­მია ჰქონ­დათ და­წე­სე­ბუ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის აზ­რით, მო­პა­რუ­ლი ქან­და­კე­ბე­ბის რიც­ხვი ბრინ­ჯა­ოს ფა­სის მო­მა­ტე­ბას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა. მე­რი­დი­ა­ნი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი არაა, რაც ჰენ­რი მუ­რის მუ­ზე­უ­მის ბა­ღი­დან მო­უ­პა­რავთ, შვი­დი წლის წინ იმა­ვე ად­გი­ლი­დან, ღა­მით მუ­რის შვიდ­ტო­ნი­ა­ნი ქან­და­კე­ბა “Reclining Figure” წა­ი­ღეს. მძარ­ცვე­ლე­ბის მი­ზა­ნი მი­სი გა­დად­ნო­ბა და 1500 სტერ­ლინ­გად გა­ყიდ­ვა იყო. View the full article
  3. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/fanjikidze4-238x300.jpgროგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, კოალიცია “ქართული ოცნება” დაპატიმრებული წევრების უფლებებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მისივე თქმით, კოალიციამ “კონსერვატიული პარტიისა” და “ეროვნული ფორუმის” წვერების დაკავების ამბავთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები და საელჩოები საქმის კურსში ჩააყენა. “მათი დაკავება კანონდარღვევას წარმოადგენდა, რადგან მათ მიერ განხორციელებული ქმედებას სისხლის სამართლის დანაშაულთან კავშირი არ აქვს. ამომრჩევლის მოსყიდვა არ დასტურდება და თუ ადგილი თავალთამაქცურ გარიგებას ჰქონდა, ის ჯარიმას ითავლისწინებს”, – განაცხადა ფანჯიკიძემ. opinion.ge View the full article
  4. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61420.jpg საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციებსა და სხვა სახის დახმარებებს შეეხება. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. ბიუჯეტში ცვლილება დღის წესრიგში ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დადგა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდისთვის გამოიყოფა 50 მილიონი ლარი და თანხა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში გადაუდებელი ღონისძიებებისათვის დაიხარჯება. ასევე გაიზრდება კახეთის განვითარების პროგრამის დაფინანსებაც, რომლის მთლიანი საფინანსო რესურსიც 110 მილიონი ლარით განისაზღვრება, საიდანაც 20 მლნ ლარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება. გარდა ამისა, იზრდება კახეთის მუნიციპალიტეტების დაფინანსება. ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საჭიროებისამებრ, სტიქიის რეგიონებში განსახორციელებელ ღონისძიებებს 17 მილიონი მოხმარდება. იზრდება ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები. სხდომას პრემიერ-მინისტრი უძღვებოდა. ვანო მერაბიშვილმა მინისტრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა სტიქიის რეგიონებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს, რათა ხელისუფლებამ ის დანაპირები, რაც მოსახლეობას მისცა, შეასრულოს. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს მთავრობა პარლამენტს დღეს წარუდგენს. View the full article
  5. Дело вызвало международный резонанс: в поддержку обвиняемых выступили представители властей Германии, солист Red Hot Chili Peppers пишет письма в тюрьму. Назначена дата начала слушаний. View the full article
  6. ხანძარი, რომელიც 8 ათას ჰექტარზეა მოდებული, უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/dliDyHP0AOY palitratv.ge
  7. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/qdm8-300x201.jpegგორის რაიონის სოფელ ყელქცეულში ადგილობრივ გლეხებთან ერთად სიმინდის ყანაში მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ მიიღეს. “ქრისტიან-დემოკრატებმა” ყელქცეულის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის საკუთარი პროგრამა, “ქდმ-ის 10 ნაბიჯი სოფლის მეურნეობის განსავითარებლად” გააცნეს. “იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროცესი სპონტანურად არ მიმდინარეობდეს, გლეხს საქმიანობისთვის სტაბილური შემოსავალი და მოტივაცია ჰქონდეს, აუცილებელია დაბალპროცენტიანი აგროსესხი, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და გასაღების ბაზარი არსებობდეს, რომ გლეხი კონკურენტუნარიანი და შემოსავლიანი გახდეს“, – განაცხადა თარგამაძემ. opinion.ge View the full article
  8. კისლოვოდსკში, კაფე "სნეჟინკასთან" მასობრივი შეხლა-შემოხლა 19 წლის ქართველის მკვლელობით დამთავრდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქართული წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცი სომეხ და ყარაჩაელ მეგობრებთან საუბრობდა. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა კაზაკებმა ტრავმატული იარაღით 21 წლის სომეხი ეროვნების მამაკაცი სახელად ჯონიკი მოკლეს, ხოლო 19-წლის ქართველს, ვინმე გიას, ყელი გამოჭრეს. მათი მეგობარი, ყარაჩაელი კი მრავალჯერადი დანის ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული, - იუწყება სააგენტო "კავკაზსკი უზელი".რუსი ექსპერტე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. ეიპრილ სამერის ფოტოსესია maximi-სთვის. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/8evVgLG8fjs palitratv.ge
  10. მამაკაცი 162 სანტიმეტრის სიმაღლეზე ახტა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/Ls8DkShViho palitratv.ge
  11. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/globaltv-300x180.jpgაქცია “გადაარჩინე გლობალ ტვ” “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა მოძრაობამ ვაკის პარკთან გამართა. „”გლობალ ტვ” ბიძინა ივანიშვილის საკუთრება არ არის და ხელისუფლების მიერ ანტენების დაყადაღება კიდევ ერთი უკანონობაა, რომლითაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. “ქართული ოცნების” წევრებმა სტიკერები – “გაადარჩინე გლობალ-ტვ” ჭავჭავაძის გამზირზე გააკრეს. opinion.ge View the full article
  12. ##image#10048#1#2011 წლის მარ­ტში დაწ­ყე­ბუ­ლი ამ­ბო­ხე­ბი­დან თექ­ვსმე­ტი თვის შემ­დეგ ბა­შარ ალ-ასა­დი კვლავ რჩე­ბა დო­მი­ნოს ქვად, რო­მე­ლიც უარს აც­ხა­დებს და­ცე­მა­ზე. რე­ჟი­მის ძა­ლა­დობ­რივ პა­სუხს უკ­ვე თოთ­ხმე­ტი ათას­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნის სი­ცოც­ხლე შე­ე­წი­რა, ასი ათა­სამ­დე დევ­ნი­ლად აქ­ცია, ხო­ლო ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს სახ­ლის და­ტო­ვე­ბა აი­ძუ­ლა. სი­რია სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ში ჩათ­რე­ვის ზღვარ­ზე დგას, ხო­ლო მზარ­დი კრი­ზი­სი რე­გი­ო­ნულ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს. აშშ-ის მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცია პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვის­გან თავს იკა­ვებს და პრობ­ლე­მას ირა­ნულ ბირ­თვულ საფ­რთხეს­თან მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავს, რაც გე­ო­პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე რუ­სე­თის მნიშ­ვნე­ლო­ბას წინ სწევს. 22 ივ­ნისს, სი­რი­ამ ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ საზ­ღვრის სი­ახ­ლო­ვეს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მო­აგ­დო თურ­ქუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი. თურ­ქი სა­ხელ­მწი­ფო პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, საბ­რძო­ლო თვით­მფრი­ნა­ვი რუ­ტი­ნულ საწ­ვრთნელ მი­სი­ას ას­რუ­ლებ­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჰა­ე­რო ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სი­რი­ულ­მა მხა­რემ მომ­ხდარს შემ­თხვე­ვი­თო­ბა უწო­და და თურ­ქე­თის მი­მართ მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­რიც­ხა. ანა­ლი­ტი­კოს­თა ერ­თი ნა­წი­ლის აზ­რით, ამით ასად­მა ინ­ტერ­ვენ­ცი­ის მომ­ხრე­ებს ##image#10051#0#სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­ა­ნა­ხა. ამა­ვე დროს, ინ­ცი­დენ­ტამ­დე ორი დღით ად­რე, სი­რი­უ­ლი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ერ­თმა პი­ლოტ­მა თვით­მფრი­ნა­ვით იორ­და­ნი­ა­ში თავ­შე­სა­ფა­რი მო­ით­ხო­ვა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რე­ჟი­მის რე­აქ­ცია სხვა პი­ლო­ტე­ბის მი­მართ ერ­თგვარ გაფ­რთხი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. უკა­ნას­კნელ ხა­ნებ­ში, ასა­დის რე­ჟი­მის მთა­ვარ და­საყ­რდენ, 300,000-იან სა­ხელ­მწი­ფო ჯარ­ში მო­რა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი გათ­ვლე­ბით, მი­სი მე­სა­მე­დი დე­ზერ­ტი­რია და ან უც­ხო­ეთ­ში წა­ვი­და, ან ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს შე­უ­ერ­თდა. ამის ფონ­ზე აჯან­ყე­ბულ­თა „თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­რი­ის არ­მია” დი­ვერ­სი­ე­ბის მოწ­ყო­ბას მე­ტი წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებს. სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნე­ბის მი­ერ მი­წო­დე­ბულ­მა ია­რაღ­მა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა შე­სამ­ჩნე­ვად გა­ზარ­და. ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა თურ­ქეთ­თან ჩრდი­ლო­ეთ-და­სავ­ლეთ საზ­ღვრის ტე­რი­ტო­რია, და­მას­კო­სა და ალე­პოს შო­რის მო­ნაკ­ვე­თი და სამ­ხრე­თით, ჰა­მას შე­მო­გა­რე­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა უშუ­ა­ლოდ ქა­ლა­ქებს ვერ ემუქ­რე­ბი­ან. უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 300 ჯგუფს და 40,000 მე­ო­მარს შე­ად­გე­ნენ. გა­ზეთ Guardian-ის მი­ხედ­ვით, ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს სი­რი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი მე­სა­მე­დი უჭერს მხარს, ერ­თი მე­სა­მე­დი მთავ­რო­ბის მხა­რე­ზეა, ხო­ლო და­ნარ­ჩენს არ­ცერ­თი მოს­წონს. ბო­ლო დროს, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მა­ტუ­ლობს ასა­დის ტრა­დი­ცი­ულ მხარ­დამ­ჭერ ორ უდი­დეს ქა­ლაქ­ში, და­მას­კო­სა და ალე­პო­ში. იქ სამ­ხედ­რო შე­ნო­ბე­ბის და­ბომ­ბვა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა და ღა­მით ცეც­ხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ბრძო­ლე­ბი საგ­რძნობ­ლად გახ­შირ­და. ჰუ­ლა­ში მომ­ხდა­რი ხოც­ვა-ჟლე­ტის პა­სუ­ხად, და­მას­კო­ელ­მა მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა თა­ვი­ან­თი ფარ­დუ­ლე­ბი და­ხუ­რეს. და­მას­კო­უ­რი სა­ვაჭ­რო კლა­სის გარ­და, The New York Times-ის ცნო­ბით, ასა­დის მხარ­და­ჭე­რა შერ­ყე­უ­ლია ალა­ვი­ტურ თემ­შიც. ასა­დის ძა­ლებ­მა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რის წი­ნა­აღ­მდეგ და­იწ­ყეს იმ ვერ­ტმფრე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლი­თაც მათ რუ­სე­თი ამა­რა­გებს. ამის გა­მო, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა მოს­კო­ვი კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. გა­სულ თვე­ში პენ­ტა­გონ­მა რუ­სე­თის მი­ერ ტარ­ტუ­სის ბა­ზა­ში სამ­ხედ­რო არ­სე­ნა­ლით დატ­ვირ­თუ­ლი სა­მი საზ­ღვაო გე­მის გაგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ გა­მო­აც­ხა­და. გარ­და ამი­სა, ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის ბრძა­ნე­ბით, შოტ­ლან­დი­ის ნა­პი­რებ­თან შე­ა­ჩე­რეს რუ­სუ­ლი სა­კონ­ტრაქ­ტო გე­მი, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ­ტმფრე­ნე­ბი და რა­კე­ტე­ბი მიჰ­ქონ­და. სი­რი­ას გან­ვი­თა­რე­ბულ თავ­დაც­ვით სა­რა­კე­ტო სის­ტე­მას რუ­სე­თის მთა­ვა­რი ია­რა­ღის ექ­სპორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია, რო­სო­ბო­რო­ნექ­სპორ­ტი აწო­დებს. რუ­სე­თის აქ­ტი­ვო­ბას­თან შე­და­რე­ბით, კრი­ზის­ში აშშ-ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფ­რო პა­სი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. Wall Street Journal-ის და New York Times-ის მი­ხედ­ვით, CIA-ის ოფიც­რე­ბი სამ­ხრეთ თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან და სი­რი­ელ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­ში ია­რა­ღის გა­ნა­წი­ლე­ბას უწე­ვენ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას. სი­რი­უ­ლი კრი­ზი­სის გაღ­რმა­ვე­ბას, შე­იძ­ლე­ბა, რე­გი­ო­ნუ­ლი მას­შტა­ბით სა­გუ­ლის­ხმო გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვეს. მო­სა­ლოდ­ნე­ლი ვა­რი­ან­ტია ლი­ბა­ნის მსგავ­სი სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, რო­მელ­შიც სუ­ნი­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბი (თურ­ქე­თი, სა­უ­დის არა­ბე­თი, სპარ­სე­თის ყუ­რის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი) ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბი­ან, ში­ი­ტუ­რე­ბი (ირა­ნი, ერა­ყი) კი – მოქ­მედ რე­ჟიმს. ირა­ნი და­მას­კოს სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს, რა­საც ასა­დის­თვის და­სავ­ლე­თის მხრი­დან ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტზე სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შემ­დეგ სა­სი­ცოც­ხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამას­თან ერ­თად, ირა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა ბა­სი­ჯი სი­რი­ულ შა­ბი­ჰას წვრთნებ­ში ეხ­მა­რე­ბა. სი­რი­ა­ში მზარ­დი ქა­ო­სის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით კონ­ვენ­ცი­უ­რი და ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის უსაფ­რთხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა, რა­თა ისი­ნი არა­სა­ი­მე­დო ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნდეს. ##image#10050#0#კონ­ფლიქ­ტი ალ-ყა­ი­დას აქ­ტი­ვის­ტებ­საც იზი­დავს, რაც მრა­ვალ სირ­თუ­ლეს წარ­მოქ­მნის. ამ­ბო­ხე­ბულ­თა შო­რის ჯი­ჰა­დის­ტუ­რი ალ-ნუს­რას ფრონ­ტის წევ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა მათ მი­მართ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას აფერ­ხებს. ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის 40%-ს უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი (ალა­ვი­ტე­ბი, ქრის­ტი­ა­ნე­ბი, ქურ­თე­ბი, დრუ­ზე­ბი) შე­ად­გე­ნენ, ექ­სტრე­მის­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის საფ­რთხის შემ­ცვე­ლია. პოს­ტა­სა­დი­სე­ულ სი­რი­ა­ში რე­ჟი­მის მომ­ხრე­ე­ბის მი­მართ სუ­ნი­ტუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა ქვე­ყა­ნას სექ­ტა­რი­ა­ნულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ხნით ჩა­ით­რევს და სი­რი­ელ­თა შე­რი­გე­ბას ძა­ლი­ან გა­არ­თუ­ლებს. მოვ­ლე­ნე­ბის ავ­ღა­ნუ­რი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს კო­ლაფ­სი ტე­რო­რის­ტთა თავ­შე­საფ­რის გა­ჩე­ნა­საც ნო­ყი­ერ ნი­ა­დაგს შე­უქ­მნის. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­თვის გა­ე­როს მან­დატ­ზე რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის მხრი­დან ვე­ტო, და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბის­თვის სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ხელ­საყ­რე­ლი სა­ბა­ბია. ეს ნიღ­ბავს მა­თი სურ­ვი­ლის უქონ­ლო­ბას, ჩათ­რე­ულ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ რე­გი­ო­ნულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში არ არ­სე­ბობს შე­თან­ხმე­ბა ოპო­ზი­ცი­ის დახ­მა­რე­ბის ფორ­მატ­ზე. კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი გა­მო­ყო­ფენ რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მათ შო­რი­საა არა­საფ­რე­ნი ზო­ნე­ბის შექ­მნა, ამ­ბო­ხე­ბულ­თა წვრთნა და ლო­ჯის­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, ასე­ვე თურ­ქე­თის და იორ­და­ნი­ის საზ­ღვრებ­თან ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­რი­დო­რე­ბის გან­თავ­სე­ბა. უკა­ნას­კნე­ლი გეგ­მა ასა­დის მხრი­დან შე­ტე­ვის ალ­ბა­თო­ბას წარ­მოქ­მნის, ამი­ტომ NATO-ს და არა­ბუ­ლი ლი­გის ქვეყ­ნებს, მათ და­სა­ცა­ვად მზად­ყოფ­ნა მო­უ­წევთ. ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერ­თი სა­ხელ­მწი­ფო არაა მზად სი­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ამ­გვა­რი ზო­მე­ბის­თვის. NATO ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა­საც გა­მო­რიც­ხავს. სი­რი­ის მი­მართ ობა­მას პო­ლი­ტი­კას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­საზ­ღვრავს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და ირა­ნის სა­კით­ხი. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ მის­თვის ყვე­ლა­ზე ცუ­დი სცე­ნა­რი ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ორ ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩაბ­მაა. გარ­და იმი­სა, რომ ასა­დის ჩა­მოგ­დე­ბა ირა­ნის­თვის უმ­თავ­რე­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი უკან­და­ხე­ვა იქ­ნე­ბა, ეს ორი თე­მა ერ­თმა­ნეთ­ზე უფ­რო მჭიდ­რო­დაა გა­დაბ­მუ­ლი. ირა­ნის მი­მართ მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ვაჭ­რო­ბის გზით ბირ­თვუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის შე­სა­ხებ, ობა­მას სი­რი­ა­ზე მოქ­მე­დე­ბის არე­ალს უზ­ღუ­დავს. ამას­თან, თე­ი­რან­თან შე­თან­ხმე­ბა მო­ით­ხოვს რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რას, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­რიგ რა­უნდს მას­პინ­ძლობს. ირან­ზე პუ­ტი­ნის პო­ზი­ცი­ის თან­ხვედ­რის სა­ნაც­ვლოდ, ობა­მას მი­სი სი­რი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვა უწევს. ობა­მას რეს­პუბ­ლი­კე­ლი ოპო­ნენ­ტე­ბი კრი­ტი­კუ­ლად აფა­სე­ბენ ირან­თან ბირ­თვულ დიპ­ლო­მა­ტი­ას და რუ­სეთ­თან „გა­დატ­ვირ­თვის” პო­ლი­ტი­კას, რომ­ლებ­საც, მა­თი აზ­რით, რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. ამი­ტომ რეს­პუბ­ლი­კელ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს, მიტ რომ­ნის, სი­რი­ას­თან მი­მარ­თე­ბით უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს. თურ­ქეთ­ში უსაფ­რთხო­ე­ბის ზო­ნე­ბის შექ­მნა, დაზ­ვერ­ვი­თა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სი­რი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა და კო­ფი ანა­ნის წა­რუ­მა­ტე­ბელ დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე უა­რის თქმა რეს­პუბ­ლი­კუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა. ფლო­რი­დის შტა­ტის სე­ნა­ტო­რის, მარ­კო რუ­ბი­ოს აზ­რით, აშშ-ის მხრი­დან ნდო­ბის ღირ­სი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის წვრთნა­ზე და შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, პოს­ტა­სა­დი­სე­ულ სი­რი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის და ახა­ლი მთავ­რო­ბის ##image#10049#0#ზო­მი­ე­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გა­რან­ტი იქ­ნე­ბა. სი­რი­ა­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­ას ვა­შინ­გტო­ნის­თვის ძლი­ე­რი მო­რა­ლუ­რი და სტრა­ტე­გი­უ­ლი იმ­პე­რა­ტი­ვე­ბი აქვს. სი­რი­ე­ლი ხალ­ხის ხოც­ვა-ჟლე­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს, რაც ლი­ბი­ა­ში ჩა­რე­ვი­სას ხელ­შე­სა­ხე­ბი ფაქ­ტო­რი გა­მოდ­გა. ამას­თან, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ირა­ნი­სა და რუ­სე­თის მთა­ვა­რი რე­გი­ო­ნუ­ლი მო­კავ­ში­რის დამ­ხო­ბა აშშ-ის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის. ასა­დის რე­ჟი­მის კო­ლაფ­სი ის­რა­ელ­თან კონ­ფრონ­ტა­ცი­ის ფონ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­სუს­ტებს ირა­ნის გავ­ლე­ნას და გა­არ­თუ­ლებს მის მხარ­და­ჭე­რას ჰეზ­ბო­ლას და ჰა­მა­სის მი­მართ. დრო­უ­ლი ჩა­რე­ვა კრი­ზი­სის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ზე გავ­რცე­ლე­ბის საფ­რთხეს და ალ-ყა­ი­დას გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­საც ხელს შე­უშ­ლის. სი­რი­ას ლი­ბი­ის შემ­თხვე­ვის­გან რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა გა­ნას­ხვა­ვებს და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ამ­ცი­რებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია სამ­ხედ­რო ტო­პოგ­რა­ფია. სი­რია ლი­ბი­ის ტე­რი­ტო­რი­ის მე­ა­თედს შე­ად­გენს, თუმ­ცა სამ­ჯერ მე­ტი მო­სახ­ლე­ო­ბა ჰყავს. ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის, ფა­რიდ ზა­ქა­რი­ას შე­ნიშ­ვნით, ოპო­ზი­ცი­ამ გარ­კვე­ულ­წი­ლად ამი­ტომ ვერ შეძ­ლო ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვე სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ნა­კარ­გე­ბის ალ­ბა­თო­ბას ზრდის. თა­ვად ოპო­ზი­ცია სამ ნა­წი­ლა­დაა დაქ­საქ­სუ­ლი, ხო­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­რი­ის არ­მია უფ­რო ამ­ბო­ხე­ბულ­თა კრე­ბი­თი სა­ხე­ლია, ვიდ­რე ერ­თი­ა­ნი მხა­რე. გან­სხვა­ვე­ბაა გე­ო­პო­ლი­ტი­კა­შიც – სი­რი­ას, ლი­ბი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რე­გი­ო­ნუ­ლი და მსოფ­ლიო ძა­ლე­ბი (ირა­ნი, რუ­სე­თი) მხარს უმაგ­რე­ბენ და აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან. ალა­ვი­ტი ოფიც­რე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი არ­მი­აც ასა­დის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა, რად­გან რე­ჟი­მის გა­დაგ­დე­ბა მათ არ­სე­ბო­ბას ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რად ემუქ­რე­ბა. სი­რი­ა­ში და­ღუ­პულ­თა რიც­ხვის მზარ­დი პროგ­რე­სი­ით მა­ტე­ბას­თან ერ­თად, სულ უფ­რო ხშირ­დე­ბა აშშ-ის მი­ერ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბი­სა და სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვის­კენ მო­წო­დე­ბე­ბი. შე­საძ­ლო ჩა­რე­ვის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა შო­რის საგ­რძნო­ბი გან­სხვა­ვე­ბე­ბია. ერ­თი მათ­გა­ნია სა­ჰა­ე­რო დახ­მა­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბას­თან ერ­თად – 1999 წელს სერ­ბე­თის და 2011 წელს ლი­ბი­ის ოპე­რა­ცი­ე­ბის მსგავ­სად. ამ მიდ­გო­მის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა ის არის, რომ შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს და უნა­ყო­ფოდ გაგ­რძელ­დეს. ლი­ბი­ას­თან შე­და­რე­ბით, სი­რი­ა­ში სამ­თავ­რო­ბო არ­მია გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია, ხო­ლო ოპო­ზი­ცია საკ­მა­ოდ სუს­ტი იმის­თვის, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლოს უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა. ამე­რი­კუ­ლი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი სი­რი­ულ სამ­ხედ­რო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რას უზარ­მა­ზარ ზა­რალს მო­უ­ტა­ნენ, თუმ­ცა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გა­მო, სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბებს დი­დად ვერ აზი­ა­ნე­ბენ. ამე­რი­კას ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ მო­უ­წო­დებს, რომ რე­ჟი­მი ქვეყ­ნის დაპ­ყრო­ბით შეც­ვა­ლოს, თუმ­ცა ხოც­ვა-ჟლე­ტის შე­სა­ჩე­რებ­ლად და ასა­დის ჩა­მო­საგ­დე­ბად, შე­საძ­ლოა, ეს ერ­თა­დერ­თი გზა გახ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ გა­ა­მარ­თლებს. სა­და­მის ერა­ყის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სი­რი­ა­ში სამ­თავ­რო­ბო არ­მია უკ­ვე ჩარ­თუ­ლია ში­და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, უფ­რო მცი­რე­რიც­ხო­ვა­ნი და ნაკ­ლე­ბად გა­მოც­დი­ლია, ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლი შეჭ­რა უფ­რო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა. 2003 წელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფ­რო ფარ­თო იქ­ნე­ბა, რად­გან ინ­ტერ­ვენ­ცია გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­ფას­დე­ბა. ოკუ­პა­ცი­ის გა­რე­შე სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სახ­მე­ლე­თო ინ­ტერ­ვენ­ცია გრძელ­ვა­დი­ან პო­ტენ­ცი­ურ სა­შიშ­რო­ე­ბებს შე­ი­ცავს. სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სწრა­ფად გაყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში და ომის შემ­დგო­მი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის გა­რე­შე, სი­რი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ბრძო­ლის ვე­ლად და შე­უმ­დგარ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­დაქ­ცე­ვა ემუქ­რე­ბა. ერაყ­თან შე­და­რე­ბით, სი­რი­ის დაპ­ყრო­ბის ხარ­ჯი ნაკ­ლე­ბი, თუმ­ცა საკ­მა­რი­სად ძვი­რი წა­მოწ­ყე­ბა იქ­ნე­ბა. ბრუ­კინ­გსის ცენ­ტრის შე­ფა­სე­ბით, სი­რი­ა­ში შეჭ­რა და ჯა­რის­კაც­თა შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბი აშშ-ს ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 200-300 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბა. ამას და­ე­მა­ტე­ბა სი­რი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კის აღ­სად­გე­ნად გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბი. უზარ­მა­ზა­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­ფი­ცი­ტის და კონ­გრეს­ში პარ­ტი­ა­თა შო­რის ხარ­ჯებ­ზე მიმ­დი­ნა­რე ცხა­რე კა­მა­თის პი­რო­ბებ­ში, ოკუ­პა­ცი­ის სცე­ნა­რი ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბა. View the full article
  13. ##image#10057#0#ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც ის ცხოვ­რობს. ეს და­უც­ხრო­მე­ლი და უსაზ­ღვრო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მი­სი ერთ-ერ­თი თვი­სე­ბაა. ამას მოწ­მობს რო­გორც წე­რი­ლო­ბი­თი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი, ასე­ვე დამ­წერ­ლო­ბამ­დე­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სამ­ყა­როს შეც­ნო­ბა ჰო­მო სა­პი­ენ­სის ბუ­ნე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია – ის ვერ შექ­მნი­და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას და ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რომ არა ეს და­უშ­რე­ტე­ლი ლტოლ­ვა. გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ მო­ბი­ლუ­რი და ინ­ტერ­ნე­ტი, დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის პულ­ტი და თა­ნა­მედ­რო­ვე აბა­ზა­ნა, რო­მელ­თა გა­რე­შეც დღეს არ­სე­ბო­ბა ვერ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, სწო­რედ იმის შე­დე­გია, რომ ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებ­და, თუ რას წარ­მო­ად­გენს სამ­ყა­რო, რო­გორ შე­იქ­მნა, რა მო­ე­ლის მო­მა­ვალ­ში და რა ად­გი­ლი უკა­ვია კოს­მოს­ში. ამ ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში კი ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი ას­ტრო­ნო­მი­ას უკა­ვია. ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც, ერ­თი შე­ხედ­ვით, შორ­საა პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სა­გან, სი­ნამ­დვი­ლე­ში მჭიდ­რო კავ­შირ­შია ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას­თან, თუმ­ცა ჩვენ ამას ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ. ასე იყო ყო­ველ­თვის. კა­ლენ­და­რი და დრო­ის აღ­რიც­ხვა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბით შე­იქ­მნა. მა­თე­მა­ტი­კის დი­დი ნა­წი­ლი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გია. ტრი­გო­ნო­მეტ­რია და ლო­გა­რით­მი ას­ტრო­ნო­მებ­მა გა­მო­ი­გო­ნეს. კალ­კუ­ლუ­სი – თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ის სა­ფუძ­ვე­ლი – ისა­აკ ნი­უ­ტონ­მა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი გა­მოთ­ვლე­ბის­თვის შექ­მნა. ას­ტრო­ნო­მი­ას იყე­ნე­ბენ ნა­ვი­გა­ცი­ა­ში გე­მე­ბის, თვით­მფრი­ნა­ვე­ბი­სა და კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბის მარ­თვი­სას. ას­ტრო­ნო­მებს უხ­დე­ბათ დი­დი ##image#10058#1#მო­ცუ­ლო­ბის გა­მოთ­ვლე­ბის წარ­მო­ე­ბა, რა­მაც კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი. კეპ­ლე­რი­სა და ნი­უ­ტო­ნის კა­ნო­ნე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბა, რო­მელ­ზეც დღეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ: ვინ­მეს წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თა­ვი მო­ბი­ლუ­რის, ინ­ტერ­ნე­ტის, ამინ­დის პროგ­ნო­ზის გა­რე­შე? ამ დროს, ეს გე­ნი­ო­სი მეც­ნი­ე­რე­ბი ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რას მო­უ­ტან­და კა­ცობ­რი­ო­ბას მა­თი აღ­მო­ჩე­ნე­ბი. რა­დი­ო­ას­ტრო­ნო­მი­ამ რა­დი­ო­მიმ­ღე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ტე­ლი­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ინ­დუს­ტრი­ას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ას­ტრო­ნო­მე­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნი­კა ამ­ჟა­მად მე­დი­ცი­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და პა­ცი­ენ­ტის ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ას­ტრო­ნო­მი­ას სულ უფ­რო ზუს­ტი და მა­ღა­ლი დო­ნის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა, ეს კი ელექ­ტრო­ნი­კის, მე­ქა­ნი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს, რაც კვლავ აი­სა­ხე­ბა ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. მე­ო­ცე-ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი დამ­ყა­რე­ბუ­ლია ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ენერ­გი­ის შე­სა­ხებ ფი­ზი­კის ფუნ­და­მენ­ტუ­რი კა­ნო­ნე­ბის ცოდ­ნა­ზე. ამა­ვე დროს, ნე­იტ­რო­ნულ ვარ­სკვლა­ვებ­ზე, ზე­ახ­ლებ­სა და შავ ხვრე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ნივ­თი­ე­რე­ბა­თა შეს­წავ­ლა ისეთ ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში (დი­დი სიმ­კვრი­ვე, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ძლი­ე­რი გრა­ვი­ტა­ცია), რო­მელ­თა მი­ღე­ბა დე­და­მი­წის პი­რო­ბებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. სამ­ყა­რო­ში ჩვე­ნი ად­გი­ლის გან­საზ­ღვრი­სას კი ას­ტრო­ნო­მია უმ­თავ­რე­სია. გე­ო­ცენ­ტრუ­ლი სის­ტე­მა ჰე­ლი­ო­ცენ­ტრულ­მა შეც­ვა­ლა, შემ­დგომ აღ­მოჩ­ნდა, რომ არც მზეა სამ­ყა­როს ცენ­ტრში და არც ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კა. პლა­ნე­ტუ­რი სის­ტე­მა ურიც­ხვია, ხო­ლო ათი­ო­დე წლის წინ გა­კე­თე­ბულ­მა აღ­მო­ჩე­ნამ სამ­ყა­როს აჩ­ქა­რე­ბით გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ მეც­ნი­ე­რე­ბი სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო. მაგ­რამ ეს არ არის ყვე­ლა­ფე­რი. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ას­ტრო­ნო­მი­ის წვლი­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, აბას­თუმ­ნის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის სას­ტუმ­როს ჰოლ­ში ჟურ­ნა­ლებს და ფლა­ი­ე­რებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, რო­მელ­თა შო­რის იყო ბრო­შუ­რა სა­თა­უ­რით „მგლე­ბი”, სა­დაც ამ ცხო­ველ­ზე მოკ­ლედ იყო მოთ­ხრო­ბი­ლი. იქ ეწე­რა, რომ 15000 წლის წინ ადა­მი­ან­მა მგე­ლი მო­ი­ში­ნა­უ­რა და ასე გაჩ­ნდა ძაღ­ლი – მი­სი უერ­თგუ­ლე­სი მე­გო­ბა­რი. ამ დროს მო­მი­ახ­ლოვ­და სას­ტუმ­როს ერთ-ერ­თი მცხოვ­რე­ბი, შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი და აღ­შფო­თე­ბულ­მა მით­ხრა: „ნა­ხეთ, რა სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი წე­რია ამ ბრო­შუ­რა­ში – ძაღ­ლი მგლის­გან წარ­მო­იშ­ვაო. ეს ხომ სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა! ჩვენ ხომ ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ ძაღ­ლიც, მგე­ლიც, ადა­მი­ა­ნიც ღმერ­თმა შექ­მნა”. რო­გორც ჩანს, ამ ადა­მი­ანს მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მი­სი მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გა­ე­გე­ბო­და. მას სი­ცოც­ხლე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია მო­ბი­ლუ­რი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­შე და ვერ­ცკი ხვდე­ბა, რომ ყვე­ლას მა­სა­ვით რომ ეაზ­როვ­ნა, ეს ნივ­თე­ბი, უბ­რა­ლოდ, არ იარ­სე­ბებ­და. მე გა­მი­ჭირ­დე­ბა იმის შე­ფა­სე­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა რამ­დენ პრო­ცენტს შე­ად­გე­ნენ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, არც გა­მო­კით­ხვა ჩა­მი­ტა­რე­ბია და არც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კვლე­ვებს ვიც­ნობ (თუ­კი არ­სე­ბობს), მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მკარ­ნა­ხობს, რომ ეს პრო­ცენ­ტი არ­ცთუ მცი­რე უნ­და იყოს. და თუ ეს ასეა, ფრი­ად და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე იყე­ნე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვებს და მათ გა­რე­შე ##image#10059#1#ცხოვ­რე­ბაც არ შე­უძ­ლი­ათ, მაგ­რამ რო­დე­საც ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ა­ზე ან სამ­ყა­როს წარ­მო­შო­ბა­ზე ჩა­მო­ვარ­დე­ბა ლა­პა­რა­კი, ისი­ნი მეც­ნი­ე­რე­ბას ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფენ. ისიც მარ­თა­ლია, რომ მეც­ნი­ე­რე­ბიც ხში­რად უშ­ვე­ბენ შეც­დო­მებს. ასე მა­გა­ლი­თად, შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სენ­სა­ცი­უ­რი ცნო­ბა ნე­იტ­რი­ნო­ე­ბის ზე-სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ არ და­დას­ტურ­და, რი­თაც აინ­შტა­ი­ნის თე­ო­რია „გა­დარ­ჩა”. თუმ­ცა ის რომ მცდა­რი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, მის ად­გილს სხვა თე­ო­რია და­ი­კა­ვებ­და. შეც­დო­მე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, უფ­რო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ გზა შეც­დო­მებ­ზე გა­დის. მეც­ნი­ე­რე­ბა პა­ტი­ო­სა­ნია – ის აღი­ა­რებს თა­ვის შეც­დო­მებს და არ ეში­ნია ღია, უპა­სუ­ხო შე­კით­ხვე­ბის. „ეს იყო ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი შეც­დო­მა”, – გა­ნაც­ხა­და აინ­შტა­ინ­მა და თა­ვის მი­ერ შე­მო­ღე­ბულ კოს­მო­ლო­გი­ურ კონ­სტან­ტა­ზე უა­რი თქვა. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ კოს­მო­ლო­გი­უ­რი კონ­სტან­ტა კვლავ „და­აბ­რუ­ნეს”, ასე რომ, აინ­შტა­ი­ნის აღი­ა­რე­ბა თა­ვად აღ­მოჩ­ნდა მცდა­რი. შე­იძ­ლე­ბა მიღ­წე­ვა შეც­დო­მა­ზეც იყოს დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ქრის­ტე­ფო­რე კო­ლუმ­ბმა ინ­დო­ე­თი ეძე­ბა და ამე­რი­კა აღ­მო­ა­ჩი­ნა ისე, რომ თვი­თო­ნაც არ იცო­და. ასე­თი მა­გა­ლი­თი უამ­რა­ვია, მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ და ვსარ­გებ­ლობთ მეც­ნი­ე­რე­ბის ურიც­ხვი რე­ა­ლუ­რი შე­დე­გით. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე სხვა სა­ზო­მე­ბით იზო­მე­ბა, ვიდ­რე მე-20-ში, რო­დე­საც ის წე­რა-კით­ხვის ცოდ­ნით გა­ნი­საზ­ღვრე­ბო­და. არც კომ­პი­უ­ტე­რის ქო­ნა და ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა საკ­მა­რი­სი. იმა­საც და­ვაკ­ვირ­დი, რომ, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ყო­ველ­თაო მი­საწ­ვდო­მო­ბაც (რაც ინ­ტერ­ნეტ­მა მო­ი­ტა­ნა) არ ყო­ფი­ლა ადა­მი­ან­თა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის სრუ­ლი გა­რან­ტია. ეს მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რუ­ლი, მათ შო­რის, ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არა აქვს ფარ­თო წარ­მოდ­გე­ნა მეც­ნი­ე­რულ მიღ­წე­ვებ­ზე, ისე­თი­ვე შეზ­ღუ­დუ­ლია, რო­გორც ის, ვინც არ იც­ნობს ის­ტო­რი­ას, ლი­ტე­რა­ტუ­რას, მუ­სი­კას ან მხატ­ვრო­ბას, რო­გო­რიც იყო ის, ვინც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში წე­რა-კით­ხვა არ იცო­და. სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას ამ­დიდ­რე­ბენ. დღე­ვან­დელ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან ერს ფარ­თო სა­მეც­ნი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე, ეკო­ნო­მი­კურ ინ­დექ­სებ­თან ერ­თად, მეც­ნი­ე­რე­ბის, მათ შო­რის, ას­ტრო­ნო­მი­ის, დო­ნი­თაც გა­ნი­საზ­ღვრე­ბა. P.S. 4 ივ­ლისს სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ცნო­ბა, რომ CERN-ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჰიგ­სის ნა­წი­ლა­კი (ჰიგ­სის ბო­ზო­ნი). ეს დი­დი მოვ­ლე­ნაა მეც­ნი­ე­რე­ბა­ში. ამ აღ­მო­ჩე­ნით და­დას­ტურ­და თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ო­რია ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის შე­სა­ხებ – ე.წ. სტან­დარ­ტუ­ლი მო­დე­ლი. View the full article
  14. ##image#10061#1#ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა (USDA) 2010 წლის კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ მსოფ­ლი­ოს 84 ქვე­ყა­ნას შო­რის, საკ­ვებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამე­რი­კა პირ­ველ ად­გილ­ზეა. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ბო­ლო 80 წლის მან­ძილ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სუფ­თა შე­მო­სავ­ლებ­ში საკ­ვებ­ზე და­ნა­ხარ­ჯე­ბის წი­ლი 15.6%-ით, თით­ქმის 3-ჯერ შემ­ცირ­და, ხო­ლო ბო­ლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­შუ­ა­ლო ამე­რი­კე­ლის სუფ­თა შე­მო­სა­ვა­ლი თით­ქმის 4%-ით გა­ი­ზარ­და. 2010 წელს, ამე­რი­კა­ში საკ­ვებ­ზე ოჯა­ხე­ბის მთლი­ა­ნი შე­მო­სავ­ლის 6.6% და­ი­ხარ­ჯა. იმა­ვე კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ­მა ოჯახ­მა მთლი­ა­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან საკ­ვებ­ზე 34.7%-ით, თით­ქმის 6-ჯერ მე­ტი და­ხარ­ჯა. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო საკ­ვებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის კუთ­ხით, მსოფ­ლი­ოს 84 ქვე­ყა­ნას შო­რის 76-ე ად­გილ­ზეა. საკ­ვებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ოჯა­ხებ­ზე მეტს კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი მხო­ლოდ 7 ქვე­ყა­ნა ხარ­ჯავს: უკ­რა­ი­ნა, კე­ნია, პა­კის­ტა­ნი, ბე­ლა­რუ­სი, ალ­ჟი­რი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და კა­მე­რუ­ნი. უშუ­ა­ლო მე­ზობ­ლე­ბი­დან საკ­ვე­ბი უფ­რო ხელ­მი­საწ­ვდო­მია თურ­ქეთ­სა და რუ­სეთ­ში. ამ უკა­ნას­კნელ­ში, საკ­ვებ­ზე ერ­თი ოჯა­ხი თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლე­ბის 29%-ს, ხო­ლო თურ­ქეთ­ში – 21.4%-ს ხარ­ჯავს. სომ­ხე­თის მო­ნა­ცე­მე­ბი კვლე­ვას არ აქვს. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი­დან კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბა: კვლე­ვა­ში ჩარ­თულ 28 ქვე­ყა­ნა­ში, ანუ მთე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მე­სა­მედ­ში, ოჯა­ხი საკ­ვებ­ზე სა­შუ­ა­ლოდ 23.58%-ით იმა­ზე მეტს ხარ­ჯავს, ვიდ­რე ამე­რი­კა დი­დი დეპ­რე­სი­ის დროს. ამ ქვეყ­ნებ­ში რუ­სე­თი, სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც შე­დის. საკ­ვებ­ზე ხე­ლი­საწ­ვდო­მო­ბით ამე­რი­კას მოს­დევს სინ­გა­პუ­რი, სა­დაც ერ­თი ოჯა­ხი საკ­ვებ­ზე თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლის 7.5%-ს ხარ­ჯავს. ხუ­თე­ულ­ში ასე­ვე შე­დი­ან: გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო – 9.7%-ით, კა­ნა­და – 9.8%-ით და ირ­ლან­დია – 10.2%-ით. თუმ­ცა ამე­რი­კა მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლია, რად­გან იქ, მთე­ლი 80 წლის მან­ძილ­ზე, საკ­ვე­ბი ისე­თი ია­ფი არას­დროს ყო­ფი­ლა, რო­გორც ეს 2010 წელს იყო. View the full article
  15. ##image#10064#1#რუ­სე­თის გავ­ლე­ნა ყირ­გი­ზეთ­ზე საგ­რძნობ­ლად შე­ირ­ყა. ეს უკა­ნას­კნე­ლი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს, ჩი­ნეთ­თან უფ­რო ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­ყა­როს და ამით ქვე­ყა­ნა­ზე რუ­სე­თის გავ­ლე­ნა და­ა­ბა­ლან­სოს. რო­გორც ყირ­გი­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ფიქ­რო­ბენ, ამ მხრივ, ახალ რკი­ნიგ­ზას შე­იძ­ლე­ბა გარ­დამ­ტე­ხი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­დეს. რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის გეგ­მა, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­რებ­და ჩი­ნეთს, ყირ­გი­ზეთს და უზ­ბე­კეთს, 1990-ია­ნი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დი­დან გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა 2009 წლამ­დე იდეა მხო­ლოდ იდე­ად რჩე­ბო­და. 2009 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩი­ნეთ­მა რკი­ნიგ­ზის ეკო­ნო­მი­კუ­რი, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სატ­რან­სპორ­ტო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლის აქ­ტი­უ­რი შეს­წავ­ლა და­იწ­ყო. გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ახა­ლი რკი­ნიგ­ზა ირა­ნი­სა და თურ­ქე­თის ქსე­ლებს და­კავ­ში­რე­ბო­და, თუმ­ცა 2010 წლის აპ­რილ­ში მომ­ხდარ­მა მე­ო­რე ყირ­გი­ზულ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ ყვე­ლა გეგ­მა არია და რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბაც ყვე­ლას გა­და­ა­ვიწ­ყდა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მა­ში­ნაც, ისე­ვე რო­გორც დღეს, რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის იდე­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ყირ­გი­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მკვეთრ და­ძაბ­ვას და­ემ­თხვა. 2010 წელს ყირ­გი­ზეთ­მა პე­კინ­ზე ფსო­ნი მას შემ­დეგ და­დო, რაც რუ­სე­თის­თვის ორი მსხვი­ლი კრე­დი­ტის სა­ნაც­ვლოდ და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბა და­არ­ღვია, ფუ­ლი მი­ი­ღო, მაგ­რამ ქვეყ­ნი­დან ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­ბა­ზე­ბი მა­ინც არ გა­იყ­ვა­ნა. რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყირ­გი­ზე­თის­თვის 2011 წლის თე­ბერ­ვა­ლიც და­ძა­ბუ­ლი გა­მოდ­გა. ყირ­გი­ზეთ­მა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის შე­სავ­სე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლი კრე­დი­ტი ვერ მი­ი­ღო ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ფონ­დი­დან – ЕврАзЭС. ამის სა­პა­სუ­ხოდ, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მოს­კო­ვი ყვე­ლა ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა – მათ შო­რის, შე­ახ­სე­ნა ის, რომ წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თის ენერ­გო­გი­განტს ჯერ კი­დევ არ შე­უს­ყი­დია ყირ­გი­ზე­თის ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ორი მსხვი­ლი კომ­პა­ნია, არ და­უწ­ყია მდი­ნა­რე ნა­რინ­ზე ოთ­ხი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა და არ გა­და­უხ­დია ყირ­გი­ზეთ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი საბ­რძო­ლო ბა­ზე­ბის არენ­დი­სა და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი. რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და კრე­დი­ტე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ყირ­გი­ზე­თის პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­სა­ხე­ლა ჩი­ნე­თი, რო­მე­ლიც, მი­სი­ვე თქმით, ჩი­ნეთ-ყირ­გი­ზეთ-უზ­ბე­კე­თის რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის 3 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფას გეგ­მავს. 3 მი­ლი­არ­დი ყირ­გი­ზე­თის­თვის პა­ტა­რა თან­ხა არ არის. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა თით­ქმის მთლი­ა­ნად კრე­დი­ტე­ბის მო­ცუ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვა­ლის გას­ტუმ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ლო­გი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ალუ­მი­ნით, ფო­ლა­დით, ნახ­ში­რით და ოქ­რო­თი მდი­დარ რამ­დე­ნი­მე სა­ბა­დო­ზე ჩი­ნე­ლე­ბის­თვის უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა. თა­ვის დრო­ზე, 2009 წელს, რო­ცა რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის იდეა პირ­ვე­ლად გაჩ­ნდა, ოთ­ხი ოქ­როს სა­ბა­დო სწო­რედ პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის იყო და­რე­ზერ­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა დღეს, ყირ­გი­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩი­ნე­თის­თვის ძვირ­ფა­სი, ფე­რა­დი და შა­ვი მე­ტა­ლე­ბის სა­ბა­დო­ე­ბის გახ­სნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩი­ნეთ­თან რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბას უარ­ყოფს. დღეს, ჩი­ნეთ-ყირ­გი­ზეთ-უზ­ბე­კე­თის რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტი უბ­რა­ლო იდე­ა­ზე ბევ­რად მე­ტია. მსოფ­ლიო ბან­კი მზად არის, ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ზი­სა და ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­თან იმუ­შა­ოს და ქვეყ­ნის­თვის სხვა­დას­ხვა წყა­როს­გან 1.2 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი მო­ი­ზი­დოს. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ისიც ამარ­ტი­ვებს, რომ სარ­კი­ნიგ­ზო მარ­შრუ­ტის – ირა­ნი-ცენ­ტრა­ლუ­რი აზია, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს სპარ­სე­თის ყუ­რე­ზე და თურ­ქე­თის სარ­კი­ნიგ­ზო ქსელ­ზე გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს – და­ფი­ნან­სე­ბა ის­ლა­მის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა იტ­ვირ­თა. ამ მარ­შრუ­ტის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი ტა­ჯი­კეთ­სა და ავ­ღა­ნეთ­ზე გა­დის. შე­სა­ბა­მი­სად, ყირ­გი­ზე­თი რკი­ნიგ­ზის ახალ გან­შტო­ე­ბას ტა­ჯი­კე­თის სარ­კი­ნიგ­ზო ქსელ­თან და­ა­კავ­ში­რებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნად ფარ­თო იქ­ნე­ბა ხა­ზე­ბის შე­მა­ერ­თე­ბე­ლი მო­ნაკ­ვე­თი. ჩი­ნე­თი 1435 მი­ლი­მეტ­რის სი­გა­ნის მქო­ნე მო­ნაკ­ვეთს ით­ხოვს, რად­გან იგი­ვე სტან­დარ­ტია მი­ღე­ბუ­ლი რო­გორც ირან­ში, ისე თურ­ქეთ­შიც. თუ ამ სტან­დარტს ყირ­გი­ზე­თიც და­ი­ცავს, მა­შინ საზ­ღვრებ­ზე ტვირ­თის გად­მო­ზიდ­ვა და შემ­დეგ მი­სი ხე­ლახ­ლა დატ­ვირ­თვა სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა. ეს ტვირ­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას და მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მი­ტა­ნას და­აჩ­ქა­რებს. მე­ო­რე მხრივ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან ყირ­გი­ზეთ­სა და ტა­ჯი­კეთს მემ­კვიდ­რე­ო­ბით 1520 მი­ლი­მეტ­რის სი­გა­ნის შე­მა­ერ­თე­ბე­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი ერ­გოთ. თუ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა ამ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე უარს იტ­ყვის, მა­შინ ხა­ზე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა გარ­თულ­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი­ვე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზი იმოქ­მე­დებს: ერ­თი მათ­გა­ნი გათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა დსთ-ს, მე­ო­რე კი – ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­სა და ჩი­ნეთ­ზე. რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა მას შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რაც პრო­ექ­ტის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ანა­ლი­ზი დას­რულ­დე­ბა. ასე­ვე, გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩი­ნეთს უკ­ვე აქვს მსგავ­სი მი­ძი­ნე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­ცოც­ხლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა – ასე­თი იყო, მა­გა­ლი­თად, 2009 წელს ტრან­სკონ­ტი­ნენ­ტუ­რი გაზ­სა­დე­ნი: თურ­ქმე­ნე­თი-უზ­ბე­კე­თი-ყა­ზა­ხე­თი-ჩი­ნე­თი. ყირ­გი­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში, ახა­ლი რკი­ნიგ­ზის ფორ­სი­რე­ბუ­ლი ტემ­პე­ბით მშე­ნებ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნის რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­ვის მო­ძებ­ნაა: ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ ყირ­გი­ზე­თი სატ­რან­სპორ­ტო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ორი­ენ­ტი­რებს შე­იც­ვლის და რუ­სე­თის ნაც­ვლად, რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ზე გა­და­ერ­თვე­ბა. იგი­ვე მი­ზა­ნი აქვს ტა­ჯი­კეთ­საც, რად­გან უზ­ბე­კე­თის მხრი­დან მი­სი მი­სა­მარ­თით ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ი­თა და გა­ზით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გახ­შირ­და. სატ­რან­სპორ­ტო მარ­შრუ­ტე­ბის ცვლი­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გა­დაწ­ყო­ბას გა­მო­იწ­ვევს. ამას კი, მო­მა­ვალ­ში, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბე­ბიც მოჰ­ყვე­ბა. View the full article
  16. ##image#10065#1#ტა­ბუ­ლა გთა­ვა­ზობთ იმ 5 ბრწყინ­ვა­ლე სპორ­ტსმენს, რომ­ლე­ბიც კარს მომ­დგა­რი ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე უდა­ვოდ ყუ­რად­ღე­ბის ცენ­ტრში იქ­ნე­ბი­ან და სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­რიგ ოქ­როს მედ­ლებს და რე­კორ­დებს შე­მა­ტე­ბენ თა­ვი­ანთ უმ­დიდ­რეს კა­რი­ე­რას. მა­იკლ ფელ­პსი (აშშ, ცურ­ვა) ჟურ­ნალ­მა TIME-მა რვა წლის წინ, ათე­ნის ოლიმ­პი­ა­დის სპეც­გა­მოშ­ვე­ბის გა­რე­კა­ნი მა­იკლ ფელ­პსის ფო­ტო­თი და­ამ­შვე­ნა და ამე­რი­კე­ლი მო­ცუ­რა­ვე ზვი­გე­ნად მო­ნათ­ლა. მა­შინ ფელ­პსი 19 წლის იყო, მაგ­რამ სა­ბერ­ძნეთ­ში 6 ოქ­რო და 2 ბრინ­ჯაო მო­ი­გო! ათენ­ში მა­იკ­ლმა ლე­გენ­და­რუ­ლი მარკ სპი­ცის რე­კორ­დი გა­ი­მე­ო­რა: მხო­ლოდ და მხო­ლოდ მე­ო­რე მო­ცუ­რა­ვე გახ­და, ვინც ერთ თა­მა­შებ­ზე ორ­ზე მე­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოქ­რო მო­ი­გო – სპი­ცის მსგავ­სად, ოთ­ხი. 2008 წელს ზვი­გე­ნი ჩი­ნეთ­ში ჩა­ვი­და: 8 დის­ციპ­ლი­ნა­ში 8 ოქ­რო 7 მსოფ­ლიო რე­კორ­დით! 17 აგ­ვის­ტოს მან სპი­ცის „უკ­ვდა­ვი” რე­კორ­დი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა – თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად 4X100 კომ­ბი­ნი­რე­ბულ ეს­ტა­ფე­ტა­ში იმარ­ჯვა და მერ­ვედ ავი­და უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე. მი­უნ­ხე­ნის 1972 წლის თა­მა­შე­ბი­დან სპი­ცი შინ 7 ოქ­რო­თი დაბ­რუნ­და. 14-გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ფელ­პსი ლონ­დონ­ში 7 დის­ციპ­ლი­ნა­ში იას­პა­რე­ზებს და თუ სა­მი მე­და­ლი მო­ი­პო­ვა (სინჯს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს), ამ­ჯე­რად რუ­სი ტან­მო­ვარ­ჯი­შის, ლა­რი­სა ლა­ტი­ნი­ნას „უკ­ვდავ” მიღ­წე­ვას და­ამ­ხობს – ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის 19 მე­და­ლი და­უგ­როვ­დე­ბა! ლონ­დო­ნი 2012-ის შემ­დეგ ფელ­პსი კა­რი­ე­რას და­ას­რუ­ლებს. ის ნის­ლი­ან ალ­ბი­ონ­ზე უკა­ნას­კნე­ლად გა­ცუ­რავს. ##image#10068#1#უსა­ინ ბოლ­ტი (ია­მა­ი­კა, მძლე­ოს­ნო­ბა) უსა­ინ სენტ ლეო ბოლ­ტი მხო­ლოდ მეშ­ვი­დე მძლე­ო­სა­ნია სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში, ვინც მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი იუ­ნი­ო­რებ­შიც გახ­და, ახალ­გაზ­რდებ­შიც და დი­დებ­შიც. ია­მა­ი­კე­ლი ოლიმ­პი­ა­დის სამ­გზის ტრი­უმ­ფა­ტო­რია: ოთ­ხი წლის წინ, პე­კინ­ში მან 100, 200 და 4X100 მეტ­რზე იმარ­ჯვა. ამა­ვე დის­ციპ­ლი­ნებ­ში ბოლ­ტმა ოქ­როს მედ­ლე­ბი 2009 წელს, ბერ­ლინ­ში, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც მო­ი­გო. შარ­შან, კო­რე­ის ქა­ლაქ და­ე­გუ­ში იმა­ვე ტურ­ნირ­ზე კი მხო­ლოდ 200 და 4X100 მეტ­რზე იყო სა­უ­კე­თე­სო – საყ­ვა­რე­ლი 100-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ი­დან ნა­ად­რე­ვი სტარ­ტის გა­მო მოხ­სნეს. ლონ­დონ­ში ბოლ­ტი შეც­დო­მას აღარ გა­ი­მე­ო­რებს. პი­რი­ქით, თა­ვი­სი­ვე სა­ა­რა­კო რე­კორ­დე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეც­დე­ბა: 2009 წელს ბერ­ლინ­ში 100 მეტ­რი 9.58, 200 კი 19.19 წამ­ში გა­ირ­ბი­ნა! მა­ლე გა­მომ­ცემ­ლო­ბა HarperCollins მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ადა­მი­ა­ნის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ას გა­მოს­ცემს – ია­მა­ი­კე­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი 2010 წლი­დან იწე­რე­ბა. ##image#10066#0#ელე­ნა ისინ­ბა­ე­ვა (რუ­სე­თი, მძლე­ოს­ნო­ბა) ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ჭო­კით მხტო­მე­ლი ქა­ლი ლონ­დონ­ში მე­სა­მედ ეც­დე­ბა ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მო­გე­ბას: ათენ­ში და პე­კინ­ში ის პირ­ვე­ლი იყო. ისინ­ბა­ე­ვა ერ­თწლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბა სარ­ბი­ელ­ზე: შარ­შან და­ი­ჩივ­ლა, რომ გა­და­ი­ღა­ლა და შვე­ბუ­ლე­ბა აი­ღო. დღეს მას ევ­გე­ნი ტრო­ფი­მო­ვი წვრთნის, ვის­თა­ნაც 15 წლი­დან ვარ­ჯი­შობ­და და უამ­რავ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. წელს ერ­თა­დერთ დიდ ტურ­ნირ­ზე იას­პა­რე­ზა: სტამ­ბოლ­ში, ჭერ­ქვე­შა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 4.80 მეტრს გა­და­ევ­ლო და ოქ­რო ჩა­ი­ბა­რა. რუ­სი მძლე­ო­სა­ნი 1999 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს ევ­რო­პის-მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე, ოლიმ­პი­ა­დებ­ზე და მას შემ­დეგ 24 შე­ჯიბ­რე­ბი­დან 21 მო­ი­გო! ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებს და ბრი­ლი­ან­ტის ლი­გის ეტა­პებს არ ვთვლით – იქ ისინ­ბა­ე­ვას გა­მარ­ჯვე­ბე­ბის თვლას აზ­რი არ აქვს. მსოფ­ლი­ოს 28-გზის რე­კორ­დსმე­ნი რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კა­პი­ტა­ნია. ეს წო­დე­ბა ოთ­ხი წლის წინ, პე­კინ­ში ტრი­უმ­ფის შემ­დეგ მი­ა­ნი­ჭეს. 2009 წლის 28 აგ­ვის­ტოს, ცი­უ­რიხ­ში, ბრი­ლი­ან­ტის ლი­გის მო­რიგ ეტაპ­ზე ელე­ნამ მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი კი­დევ ერ­თხელ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა – 5.06 მეტ­რი დაძ­ლია. ჩემ­პი­ო­ნი ამ­ბობს, რომ ლონ­დონ­ში ახა­ლი რე­კორ­დის დროა. ##image#10069#1#რო­ჯერ ფე­დე­რე­რი (შვე­ი­ცა­რია, ჩოგ­ბურ­თი) 8 ივ­ლისს რო­ჯერ­მა მეშ­ვი­დედ მო­ი­გო უიმ­ბლდო­ნი და რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში დაბ­რუნ­და. მან პირ­ველ ნომ­რად 287-ე კვი­რა და­იწ­ყო. ეს ყვე­ლა დრო­ის რე­კორ­დია! მან დი­დი მუ­ზა­რა­დის 17 თა­სი აღ­მარ­თა! მან 72918077 დო­ლა­რი მხო­ლოდ კორ­ტზე გა­მო­ი­მუ­შა­ვა! მაგ­რამ მას არას­დროს მო­უ­გია ოლიმ­პი­უ­რი ოქ­რო ერ­თე­უ­ლებ­ში. კი, ოთ­ხი წლის წინ პე­კინ­ში ფე­დე­რე­რი ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე სტა­ნის­ლავ ვავ­რინ­კას­თან ერ­თად, მაგ­რამ ის წყვილ­თა შე­ჯიბ­რე­ბა იყო, მო­სა­გონ­რად სა­სი­ა­მოვ­ნო, თუმ­ცა მი­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის მა­ინც და­ბა­ლი რან­გის. ლონ­დონ­ში ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ჩოგ­ბურ­თე­ლი მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ითა­მა­შებს. გა­რე­მო ნაც­ნო­ბია: უიმ­ბლდო­ნის კორ­ტე­ბი. მთა­ვარ მე­ტო­ქე­ებს ხომ ლა­მის თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ცნობს: სერ­ბი ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი, ეს­პა­ნე­ლი რა­ფა ნა­და­ლი და ბრი­ტა­ნე­თის იმე­დი – ენ­დი მა­რი. მხო­ლოდ ერ­თი რამ რჩე­ბა: გა­მარ­ჯვე­ბა. 2000 წელს, სიდ­ნე­ი­ში, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მირ­კა გა­იც­ნო და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი დათ­მო. 2004 წელს, ათენ­ში, რო­ჯე­რი შვე­ი­ცა­რი­ის მედ­რო­შე გახ­ლდათ, მაგ­რამ მე­ო­რე წრე­ში და­მარ­ცხდა. 2008 წელს, პე­კინ­ში კვლავ ქვეყ­ნის თეთ­რჯვრი­ა­ნი დრო­შა ეპ­ყრა, მაგ­რამ მე­ოთ­ხედ­ფი­ნალ­ში ამე­რი­კელ ჯე­იმს ბლე­იკ­თან წა­ა­გო. ფე­დე­რე­რი ამ­ბობს, რომ ლონ­დონ­ში ოქ­როს აღე­ბას აპი­რებს. ##image#10067#1#ლებ­რონ ჯე­იმ­სი (აშშ, კა­ლათ­ბურ­თი) ამე­რი­კე­ლე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­კა­ლათ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ის – NBA – გა­მარ­ჯვე­ბულს მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონს უწო­დე­ბენ. მა­ი­ა­მი ჰი­თი წლე­ვან­დე­ლი NBA-ს ჩემ­პი­ო­ნია. ლებ­რონ ჯე­იმ­სი ზღვის­პი­რელ­თა ლი­დე­რი, NBA-ს ფი­ნა­ლუ­რი სე­რი­ის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე და რე­გუ­ლა­რუ­ლი სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო კა­ლათ­ბურ­თე­ლია. ლებ­რონ ჯე­იმ­სი უბ­რა­ლოდ სა­უ­კე­თე­სოა! და სა­უ­კე­თე­სო მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ოლიმ­პი­ა­და­ზე ითა­მა­შებს. ამ­ბო­ბენ, რომ ამე­რი­კელ­თა ეს Dream Team ლე­გენ­და­რუ­ლი 92-ის ჯა­დოქ­რე­ბის ნაკ­რე­ბის შემ­დეგ უძ­ლი­ე­რე­სია. ამას ძა­ლი­ან მა­ლე ლონ­დო­ნის დარ­ბა­ზებ­ში ვნა­ხავთ. 2004 წელს ამე­რი­კა ათე­ნი­დან ბრინ­ჯა­ოს მედ­ლით დაბ­რუნ­და. ის გუნ­დი იყო NBA-ს პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა პირ­ვე­ლი ნაკ­რე­ბი, რო­მელ­მაც ოლიმ­პი­ა­და ვერ მო­ი­გო. ლებ­რო­ნი იმ რჩე­ულ­თა რი­გი­თი წევ­რი იყო – სა­შუ­ა­ლოდ 14 წუთს ატა­რებ­და პარ­კეტ­ზე და გა­ჭირ­ვე­ბით აგ­რო­ვებ­და 5 ქუ­ლას. 2008 წელს ამე­რი­კე­ლებ­მა ოქ­რო და­იბ­რუ­ნეს: ფი­ნალ­ში ეს­პა­ნე­თი 118:107 და­ა­მარ­ცხეს. ლებ­რონ­მა ევ­რო­პე­ლებს 14 ქუ­ლა ჩა­უგ­დო და 6-ჯერ მო­უხ­სნა ბურ­თი, მაგ­რამ არც იმ გუნ­დში იყო ლი­დე­რი. დღეს 2012 წე­ლია, ამე­რი­კა კვლავ ოლიმ­პი­ა­და­ზეა და ეს უკ­ვე ჯე­იმ­სის გუნ­დია. მე­რე რა, რომ მას­თან ერ­თად კო­ბი ბრა­ი­ან­ტი, კარ­მე­ლო ენ­ტო­ნი, ტა­ი­სონ ჩენ­დლე­რი, კე­ვინ დუ­რა­ნი და სხვა სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვე­ბი ითა­მა­შე­ბენ. View the full article
  17. "ჩემი ღვინო რომ თქვენსას დაემსგავსოს, მეტი უნდა ვილოცო" - პრეზიდენტი და პატრიარქი ალავერდში. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/ugsVf9_RrCE palitratv.ge
  18. Энтони Кидис, вокалист американской рок-группы Red Hot Chili Peppers, во время концерта на московском стадионе в Лужниках продемонстрировал поддержку своим коллегам из панк-группы Pussy Riot, находящимся в настоящее время в следственном изоляторе. View the full article
  19. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ocndebaaaa11-300x279.jpgროგორც კოალიცია “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვების საკითხის გამოძიებას აპირებს და აღნიშნულის შესახებ კოალიციას ოფიციალური წერილით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟულიენ პოპერმა მიმართა. “საფრანგეთის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვების საკითხი საერთაშორისო ყურადღების საკითხი გახდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოფიციალური წერილით მოგვმართა და გვთხოვა, ამ საქმის ის დეტალები გავაცნოთ, რაც ჩვენთვისაა ცნობილი. ის ამ ქმედების გამოძიებას აპირებს. ჩვენ მას ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ და თანამშრომლობაზე შევთანხმდით”, -განაცხადა ფანჯიკიძემ. opinion.ge View the full article
  20. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/fanijikidzeeee2-300x274.jpgროგორც დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, „”ქართული ოცნება” საქართველოს პარლამენტის შენობის პრივატიზაციის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას ითხოვს.“ მისი თქმით, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია. კერძოდ, ჯერ გავრცელდა ცნობა, თითქოს შენობა გაიყიდა და დასახელდა კონკრეტული პირიც. თუმცა შემდეგ ოფიციალურმა პირებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. “მოვუწოდებთ ხელისუფლებას – საზოგადოებას ამის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას პარლამენტის პრივატიზაციისა თუ სხვა პროცესების შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. opinion.ge View the full article
  21. ერთი წლის წინ, 2011 წლის 22 ივლისს ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ფოტორეპორტიორები საპროცესო შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს. 23 ივლისი, 2012 - 11:53 23 ივლისი, 2012 - 11:53 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/524123_354409681296882_318276581_n.jpg სრული ტექსტი View the full article
  22. Это была одна из самых больших тайн после 11 сентября. Вскоре после терактов президент Буш дал ЦРУ разрешение на создание совершенно секретного подразделения для поиска и уничтожения боевиков «Аль-Каиды». Эту программу утаивали от Конгресса на протяжении семи лет. View the full article
  23. На официальном приеме в честь спортсменов-участников Олимпийских игр в Лондоне 2012 года премьер-министр Турции Реджеп Тайип Эрдоган отметил, что в турецкой сборной за всю ее олимпийскую историю произошел качественный скачок: «В играх 2012 года впервые участвует самое большое количество наших спортсменов в самом большом количестве видов спорта. Мы вернемся с наибольшим количеством медалей в нашей истории». View the full article
  24. მთვრალი ქალი გზაზე "ოთხით" გადადის. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/uCzg1hak3b0 palitratv.ge
  25. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61419.jpg რა შედეგი უჩვენეს აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - ამის გაგება ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით არის შესაძლებელი. ზოგადი უნარების პასუხები გამოქვეყნდება. გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად 80 კითხვიდან მინიმუმ 21 სწორი პასუხია საჭირო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 92%-მა გადალახა. View the full article
×
×
  • შექმენი...