planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით გაიხსნება, წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების ფილილალი იქნება და ამერიკულ დიპლომებს გასცემს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და აშშ-ის პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და "კარნეგი მელონის" უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. პარლამენტის თავჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმაღლესი განათლება პრიორიტეტია. მისივე თქმით, პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს საკანონმდებლო კუთხით უნივერსიტეტის ასამოქმედებლად. ამერიკელი პროფესორები, როგორც თავად ამბობენ, მზად არიან დაეხმარონ ქართულ მხარეს და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ამერიკული დონის უმაღლესი სასწავლებლის შესაქმნელად. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ახალ ინიციატივაზე ორი ტიპის რეზერვის შექმნის შესახებ ერთდროულად იმუშავებენ. ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ვაზიანში გახდა ცნობილი. ინიციატივის თანახმად, ერთი იქნება საარმიო რეზერვი, რომელსაც სახმელეთო ძალების წარმომადგენლები მოამზადებენ, ხოლო მეორეს, საგანგებო სიტუაციების მართვასა და ტერიტორიულ-ლოჯისტიკური საკითხებზე მუშაობა დაევალება. მეორე რეზერვს ამჟამინდელი გვარდიის გარდაქმნის, სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციების გაზრდის შედეგად მიღებული დეპარტამენტი მოამზადებს. ,,გვარდიის დეპარტამენტი უნდა აღიჭურვოს სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებით; სამხედრო რეზერვის სისტემას, რომელსაც აქამდე გვარდიის დეპარტამენტი აკეთებდა, უკვე აკეთებს შეიარაღებული ძალების სახმელეთო სარდლობა, მოქმედი ბრიგადები და ბატალიონები თვითონ ამზადებენ რეზერვისტებს, რაც ხარისხობრივად უფრო კვალიფიციური მომზადებაა, რაც უფრო დიდ შედეგს მისცემს როგორც სამხედრო დანაყოფს, ისე რეზერვისტებს,“ – ამბობს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ეს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის, პრაქტიკულად, თავიდან შექმნას ნიშნავს, რადგან ასეთი სისტემა ჩვენთან თითქმის არ არსებობს. ინიციატივის განხორციელებისათვის საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი ჯგუფი იმუშავებს. გასვლითი სხდომა ვაზიანში გუშინ გაიმართა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მოსკოვის ახალი მერი სერგეი სობიანინი ცხინვალის რეჟიმს „მოსკოვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის“ კანონპროექტით საქალაქო სათათბიროს მიმართავს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.საუბარია ქალაქ ცხინვალში, სობიანინის წირამორბედის ლუჟკოვის მიერ აშენებულ მიკრორაიონ „მასკოვსკის“ ობიექტებზე, რომლებიც რუსეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ააშენა. კერძოდ - რვა მრავალბინიანი სახლი და 189 ბინა, სადაც თითოეულის ფართობი 200 კვადრატულ მეტრს შეადგენს.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საქართველოს ტერიტორიის გავლით არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ შეძლებს და არც განახორციელებს თავის საქმიანობას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი. მისივე თქმით, ოსი სეპარატისტები მზად არიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გავლით.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების დადგენილების გარეშეც კი 2008 წლის აგვისტოდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში არც ერთი საერთაშო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ჩეჩნეთის სამართალდამცავებმა რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის ივან სიდორუკის დასკვნებს, რომელიც მან 25 ოქტომბერს გააკეთა მოსკოვში, არაობიექტური უწოდეს.ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით მიმდინარე წლის 9 თვეში რესპუბლიკაში ადგილი არ ჰქონია არც ერთ ტერორისტულ აქტს. მათივე განცხადებით, ი.სიდორუკის მონაცემები იმის შესახებ, რომ დროის ამ მონაკვეთში ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარი 352 ტერორისტული აქტიდან 254 ჩეჩნეთზე მოდის, იწვევს მხოლოდ გაოცებას.ადგილობრივი დამკვირვებლები არ ი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
კრასნოდარის მხარის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ადიღე ხასეს“ ლიდერმა ასკერ სოხტმა, რომელიც ჩერქეზული ორგანიზაციების ყრილობას ესწრებოდა ქ.ბურსაში, 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ თურქეთი არ არის დაინტერესებული ჩერქეზების რუსეთში რეპატრიაციით.ა.სოხტმა ასევე უარყო რუსეთის ზოგიერთი საინფორმაციო სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს ბურსაში ჩერქეზთა ყრილობის დროს განიხილებოდა საკითხი მათი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების შესახებ.რუსეთში მცხოვრები ჩერქეზებისა და უცხოე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მოქმედება თამაშში ხდება სტალინის დროინდელ მოსკოვში: თქვენ ესტუმრებით მოსკოვის მეტროს სადგურის ხაზს სახელწოდებით Д-6, სადაც განთავსებულია კომუნალური სახლები, ბარაკები და სხვა ტიპის საცხოვრებელი სახლები... თამაშში გვხვდება ისეთი იარაღები, როგორებიცაა, მაგალითად მოლოტოვის კოქტეილი და სტანციონალური ცეცხლისმფქვრეველი. ჩაერთეთ ქსელში! თქვენ გელოდებათ მრავალფუნქციური რეჟიმი Deathmatch, სადაც გამოყენებულია მოსკოვის ნამდვილი რუკა. განახლებულია ფიზიკაც. თამაშში ასევე გამოყენებულია 50-იანი წლების ტექნიკა, მაგალითად, ავტომობილი "Победа". თქვენ თავს 50-იანი წლების ნამდვილ მოსკოვს View the full article
-
ფილმი მოგვითხრობს იმაზე თუ როგორ იყიდება რუსეთში ყველაფერი მათ და შორის ქალიშვილობაც View the full article
-
წიგნში გარკვევით და იოლად არის ახსნილი , როგორ უნდა ვიმუშაოთ პოტოშოპში View the full article
-
ბევრისთვის სერიოზული პრობლემაა თუ , როგორ შეიკრას გალსტუკი. ეს ვიდეოგაკვეთილები მარტივად გასწავლით გალსტუკის შეკვრის სხვა და სხა მეთოდს. View the full article
-
Crazy Shooter Online - არის თამაში Counter Strike-ის საკმაოდ კარგი და გასართობი პაროდია.თამაში არის ეკზოტიკური იარაღი ჩაქუჩისა და გრანატების მსგავსი!ძალაინ სასაცილოა გრანატის ხალხში გადაგდება მერე კი მირბენა და ჩაქუჩით მოკვლა.სიცოცხლის მომატება შეიძლება ცეკვით,დაიმალეთ სადმე კუთხეში და იცეკვეთ V კლავიშით.თამაშის ინტერფეისი ინგლისურ ენაზეა,იარაღი როგორ ქაუნთერში მაღაზიაში იყიდებ.ერთი სითყვით, ითამაშეთ და დრო მოკალით!!! View the full article
-
ვიდეო გვსაწავლის თუ როგორ გავაღოთ საკეტი გასაღების დაკარგვის შემთხვევაში View the full article
-
სტატია გვასწავლის თუ როგორ ავაწყოთ მარტივად აეროგრაფისთვის კომპრესორი მაცივრის ძრავისგან და ცეცხლმქრობისგან View the full article
-
მოცემულია ისრის და არბალეტის დამზადების ტექნოლიგია და ნახაზები View the full article
-
ვიდეო გვასწავლის თუ როგორ გავწმინდოთ დახაზული CD დისკი ბანანის საშუალებით View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2010/10/sasamartlo-150x150.jpg“ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანისა და მასთან ერთად დაკავებული 12 განსასჯელის სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა. პროცესზე 13 განსასჯელი იმყოფებოდა, რომელთაგან უმეტესობამ თავი დამნაშავედ სცნო და ბრალი აღიარა. “გრანდის” დამფუძნებელმა გოჩა ჩოკოშვილმა ბრალი აღიარა, ადვოკატმა კი მისი გათავისუფლების სანაცვლოდ გირაო, ხუთიათასი ლარი დაასახელა, ბრალი ასვე აღიარეს ალექსანდრე ბექაურმა, რომლიც ჯანმრთელბის მდგომარეობა მძიმეა და ადვოკატმა გირაო ხუთიათასი ლარი დაასახელა, შპს “გრანდის” დირექტორმა ზურაბ ბასარიამ, ინდმეწარმე ილია ნინიკაშვილმა და შპს “ამოს” გაყიდვების მენეჯერმა ვაჟა ლეკიშვილმა. განსასჯელების: ზურაბ ბასარიას, ვახტანგ სუბელიანის და ვაჟა ლეკიშვილის ადვოკატებმა გირაოს თანხა ათი ათასი ლარი დაასახელეს. დანარჩენი განსასჯელების ადვოკატებმა კი ხუთიათასი ლარი. რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე სიტყვა ითხოვა ვაჟა ლეკისვილმა, რომლის განცხადებით ვახტანგ სუბელიანი არაფერ შუაში არ არის. სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანის ადვოკატის განცხადებით, ბრალდება რატომღაც დაინტერესებულია ხელოვნურად დაამძიმონ ბრალდება. მისი თქმით, საქმე ეხება ფინანსურ დანაშაულს და ეს არ არის განსაკუთრებულად მძიმე კატეგორიის დანაშუალი, იმისათვის, რომ სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეფარდებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით პროცესი 23 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანს და 12 განსასჯელს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმეში სულ 13 განსასჯელია. წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ: “გრანდის” დამფუძნებელ გოჩა ჩოკოშვილს, “გრანდის” დირექტორ ზურაბ ბასარიას, შპს “ამოს” გაყიდვების მენეჯერს ვაჟა ლეკიშვილს, შპს “ამოს” მენეჯერ ვახტანგ სუბელიანს, “ევერ ოილის” მენეჯერ გიორგი ხიზანიშვილი, “მეროს” მენეჯერ დავით ეძგვერაძეს, ინდმეწარმე გია სესიტაშვილს, თემურ კურტანიძეს, ინდმეწარმე ილია აბასოვს, ილია ნინიკაშვილი, ალექსანდრე ბექაური, გიორგი თხელიძე და არისტე ხეჩუკიანი. დაკავებულებს ბრალი 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა პუნქტით აქვთ შეფარდებული, რაც 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge
-
ვიდეოგაკვეთილი გვასწავლის თუ როგორ გავაკეთოთ ასაფეთქებელი სახლის პირობეში View the full article
-
ეს სკანდალური ფილმი აკრძალულია რუსეთის ყველა არზე აქ დოკუმენტალურად არი ახწერილი თუ როგორ აფეთქებდა რუსეთის მთავრობათავის ხალხს რათა შემდეგ სხვისთვის გადაებრალებინა.ძაან საინტერესო გაქტებია View the full article
-
მზე-ამოდის 06.29,ჩადის 17.00; მთვარე-ამოდის 22.13,ჩადის 15.07 წლის 302-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 63 დღე.… ლინკი მედიანიუსზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2010/10/chkadua-150x150.jpgვახტანგ სუბელიანის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრალდება რატომღაც დაინტერესებულია ხელოვნურად დაამძიმონ ბრალდება. ამის შესახებ ადვოკატმა დღეს გამართულ პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, საქმე ეხება ფინანსურ დანაშაულს და ეს არ არის განსაკუთრებულად მძიმე კატეგორიის დანაშუალი, იმისათვის, რომ სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს. “პროკურატურა ვერ ასაბუთებს თავის ვარაუდს, თუ რატომ შეიძლება სუბელიანმა თავი აარიდოს გამოძიებას და ხელი შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებაში. ის ვერავიზე ვერ მოახდენს ზემოქმედებას ვინაიდან ჩვენებები უკვე მიცემულია, სუბელიანი არ არის ნასამართლევი, მისი წარსული არასდროს ყოფილა შებღალული, რის გამოც დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ის არ მიიმალება”,- განაცხადა ადვოკატმა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა სუბელიანისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 10 ათასი ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 12 განსასჯელსაც. იხილეთ epn.ge
-
http://betpremier.co.uk/wp-content/uploads/2010/08/Liverpool_FC-badge1.jpg ამ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ იმ სიტყვებს, რომელიც ლივერპულის ლოგოს დანახვაზე სხვა გუნდის ფანებს წარმოუდგებათ (ძირითადად გათვალისწინებულია ბოლო დროს მომხდარი მოვლენები). მანჩესტერ იუნაიტედი – მოსისხლე მტერი, რომელსაც ახლა მარტო “ბერბამ” მოუღო ბოლო. არსენალი – ეჰ, სადღაა ლამაზი ფეხბურთი… ჩელსი – “ისტორია, ისტორია, წყალში გადამისროლია” მანჩესტერ სიტი - დინოზავრის ნაკვალევი ევერტონი - “ფუი ეშმაკს” ბლექპული – ამათ მაინც ვჯობივართ რეალ მადრიდი – გუნდი, რომელსაც ხაბი ალონსო წავართვით ბარსელონა – გუნდი, რომელსაც მასკერანო წავართვით. ვალენსია – ერთმანეთის კარგად გვესმის, ოხ ეს წყეული ვალები… ბაიერნი – შემდეგი პსვ ეინდჰოვენი – არც თქვენ გიხარიათ და არც სხვას ახარებთ იუვენტუსი – მგონი საერთო ენის პოვნა არ გაგვიჭირდება ინტერი – 5 ლიგა ? მგონი ჯობია ისევ სერია “ა”-ს მივხედოთ. მილანი – ჩვენი წყევლა აგიხდათ. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2010/10/saqalaqsasamartlo11-150x130.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 12 განსასჯელსაც. დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა განსასჯელებისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხი დააყენეს. ადვოკატებმა კი გირაოს სახით განსასჯელების გათავისუფლება ითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სუბელიანის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აღმკვეთ ღონისძიებად 10 ათასი ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა. დღევანდელ პროცესზე ასევე განსასჯელების ადვოკატებმაც დააყენეს გირაოს სახით განსასჯელების გათავისუფლების საკითხი. გირაოს თანხა 5000-დან 10 000 ლარამდე სახელდებოდა. დღევანდელ პროცესზე სულ 13 განსასჯელი იყო. წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ: “გრანდის” დამფუძნებელ გოჩა ჩოკოშვილს, “გრანდის” დირექტორ ზურაბ ბასარიას, შპს “ამოს” გაყიდვების მენეჯერს ვაჟა ლეკიშვილს, შპს “ამოს” მენეჯერ ვახტანგ სუბელიანს, “ევერ ოილის” მენეჯერ გიორგი ბიგანიშვილს, “მეროს” მენეჯერ დავით ეძგვერაძეს, ინდმეწარმე გია სესიტაშვილს, თემურ კურტანიძეს, ინდმეწარმე ილია აბასოვს, ილია ნინიკაშვილი, ალექსანდრე ბექაური, გიორგი რთველიძე და არისტაკ ხეჩუკიანი. დაკავებულებს ბრალი 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა პუნქტით აქვთ შეფარდებული, რაც 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge
-
დღეს, საღამოს ათ საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურორების მიერ წარდგენილი შუამავლობა და სოზარ სუბარის ძმას და მასთან ერთად კიდევ 12 ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს მესამე დარბაზის პატარა შემინულ ოთახში 13 ბრალდებული იჯდა. ცამეტივეს ბრალი ერთი და იგივე – სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით წაუყენეს ბრალი. საქალაქო სასამართლოში სოზარ სუბარის ძმის და სხვა 12 პირის პროცესი ექვს საათზე იყო დანიშნული. შენობის პირველ სართულზე სწორედ ამ დროიდან მოიყარა ხალხმა თავი. დარბაზი, რომელშიც 60 თავისუფალი ადგილი იყო, 80-მდე დამსწრემ შეავსო. უადგილობის გამო, პროცესზე მოსული დაკავებულების ახლობლების ნაწილი დარბაზს მიღმა დარჩა და პროცესს დარბაზის კარზე არსებული პატარა ფანჯრიდან ადევნებდა თვალს. სოზარ სუბარი და სხვა პოლიტიკოსები სასამართლო პროცესს არ დასწრებიან. პროცესი რვის წუთებზე დაიწყო. პირველი ერთი საათი პროკურორების– ნათია სონღულაშვილის და ავთო კოჭლამაზაშვილის შუამდგომლობას დაეთმო. მათ რიგრიგობით ჩაიკითხეს ცამეტივე ბრალდებულის საქმე და თითოეული მათგანის მიმართ მოსამართლესთან შუამდგომლობა დააყენეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. პროკურორის მიერ წაყანებული ბრალი ვახტანგ სუბელიანის მიმართ ასე იყო ჩამოყალიბებული: სუბელიანმა და ლეკიშვილმა (შპს ამოს შესყიდვების მენეჯერი) ჯგუფურად დაამზადეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და ამ სახით მოახდინეს რეალურზე მცირე შემოსავლის ჩვენება. საქმეში, კონკრეტულად სუბელიანის მიმართ, რამდენიმე შემთხვევაა მოყვანილი. პროკურატურამ განაცხადა, რომ მისი ბრალდება ჩვენებებსა და სატელეფონო ჩანაწერებს ეყრდნობა– იმ ხუთ ფაქტს, რომელიც სუბელიანის საქმეშია წარმოდგენილი. კერძოდ, თემურ კურტანიძე, ინდ.მეწარმე ხარაგაულიდან, პროკურატურის თქმით, შეუთანხმდა სუბელიანს და ლეკიშვილს, რომ ანგარიშფაქტურაში 1 ლიტრი საწვავის ფასად, 1 ლარისა და 80 თეთრის ნაცვლად, 1.78 ლარი დაეფიქსირებინათ. ამავე საქმეშია კურტანიძესთან კიდევ ერთი შეთანხმება, 11 ოქტომბრით დათარიღებული, სადაც 1 ლიტრი ბენზინის ფასის 1 თეთრით შემცირებაზეა საუბარი. ხარაგაულელელმა მეწარმემ შპს ამოსგან ამ დღეს 7484 ლიტრი საწვავი იყიდა. მესამე შემთხვევა თარიღდება ამა წლის 25 სექტემბრით. ამ დღეს ალექსანდრე ბექაურმა შპს ამოსგან 9050 ლიტრი საწვავი შეიძინა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ სუბელიანმა და ლეკიშვილმა მას ყალბი ანაგარიშ-ფაქტურა დაუმზადეს და მასში საწვავის ღირებულებად, 1.78 ლარის ნაცვლად, 1.65 ლარი ჩაწერეს. მეოთხე შემთხვევა უკავშირდება ილია ნინიკაშვილს, ინდ. მეწარმეს გორიდან, რომელმაც 2010 წლის 12 ოქტომბერს ამოსგან იყიდა საწვავი, ხოლო ანგარიშფაქტურაში ლიტრი საწვავის ფასი, ბრალდების თქმით, 5 თეთრით არის შემცირებული. მეხუთე შემთხვევა ცნობილია საზოგადოების ნაწილისათვის, იქიდან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არისტაკ კუჩუკიანის ჩვენება და სატელეფონო ჩანაწერები სუბელიანის დაკავებიდან მეორე დღეს გაავრცელა. მათ შორის, ეს ჩანაწერები მოხვდა ტელევიზიების პირდაპირ ეთერში. არისტაკ კუჩუკიანის შემთვევაში, ბრალდება ამბობს, რომ 25 სექტემბერს ის სუბელიანს შეხვდა და მისგან 4180 ლიტრის ოდენობით საწვავი შეიძინა. პროკურორის თქმით, ანგარიშფაქტურაში ლიტრზე ფასის ცვლილება 4 თეთრია. ანუ, 1.76-ის ნაცვლად – 1.72. კუჩუკიანი, ბექაური, ლეკიშვილი, ნინიკაშვილი და კურტანიძე, სუბელიანთან ერთად, არიან დაკავებულნი და უკვე დღეიდან ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ირმა ჭკადუამ, ვახტანგ სუბელიანის ადვოკატმა, რომელმაც პროცესზე გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლე ნატო ხუჯაძესთან საქმის მასალებიდან რამდენიმე დეტალს გაუსვა ხაზი. კერძოდ, დაკითხული კურტანიძის, ბექაურის და ნანიკაშვილის ჩვენებებში არსად ფიგურირებს სუბელიანის სახელი და გვარი. პირიქით, ჭკადუა ამბობს, რომ მათ დაკითხვის ოქმებში წერია, რომ ისინი არ იცნობდნენ სუბელიანს. ვაჟა ლეკიშვილი კი ამბობს, რომ სუბელიანს ინდ. მეწარმეებთან ურთიერთობა არ ჰქონია და ის არც ანგარიშ-ფაქტურებს ადგენდა. კუჩუკიანის საქმეზე ლეკიშვილი ამბობს, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სუბელიანს კავშირი ჰქონდა ანგარიშ-ფაქტურასთან, ესეც იმიტომ, რომ ლეკიშვილმა იმ დღეს სამსახურში მისვლა დააგვიანა. ”არც ერთ კლიენტთან ვახოს არ ჰქონია ურთიერთობა. აქ არიან კლიენტები და მათთან მხოლოდ მე მქონდა პირდაპირი ურთიერთობა. ვახომ არ იცოდა, რა ციფრებზე იყო ლაპარაკი და რას ნიშნავდა ეს სხვადასხვა ციფრი”, - განაცხადა ვაჟა ლეკიშვილმა პროცესზე, მას შემდეგ, რაც სიტყვა მოითხოვა. ”საქმე ეხება 373 ლარს”, - ამბობს ირმა ჭკადუა, რომელმაც ბიუჯეტისთვის მიყენებული სავარაუდო ზარალი გამოითვალა, რაშიც სუბელიანია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის 210-ე მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას და ასევე – ჯარიმას. ცამეტივე ბრალდებულის ადვოკატმა, გირაოს სახით, მოსამართლე ხუჯაძეს სხვადასხვა თანხა შესთავაზა, მათგან ცხრამ – 5 ათასი, ერთმა– შვიდი ათასი, ხოლო სამმა, მათ შორის, ლეკიშვილმა და სუბელიანმა, გირაოს სახით, სასამართლოს 10 ათასი ლარი შესთავაზეს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ხუჯაძემ ბრალდებულებს განაჩენი გამოუცხადა, მას სიტყვის დასრულება დარბაზმა არ აცადა. 7-მა მანდატურმაც კი ვერ შეძლო ხალხის გაჩუმება. ნაწილი დარბაზს ტოვებდა, ნაწილი ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს, ნაწილი კი მინის იქით მყოფ ბრალდებულებს სიტყვიერად ამხნევებდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს, საღამოს ათ საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურორების მიერ წარმოდგენილი შუამავლობა და 2 თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოზარ სუბარის ძმას და მასთან ერთად კიდევ 12 ბრალდებულს. საქალაქო სასამართლოს მესამე დარბაზის პატარა შემინულ ოთახში 13 ბრალდებული იჯდა. ცამეტივეს ბრალი ერთი და იმავე მუხლის, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით წაუყენეს ბრალი. მუხლის დარღვევაში ედებათ. საქალაქო სასამართლოში სოზარ სუბარის ძმის და სხვა 12 პირის პროცესი ექვს საათზე იყო დანიშნული. საქალაქო სასამართლოს პირველ სართულზე სწორედ ამ დროიდან მოიყარა ხალხმა თავი..დარბაზი, სადაც 60 თავისუფალი ადგილი იყო, 80-მდე დამსწრემ შეავსო. უადგილობის გამო, პროცესზე მოსული დაკავებულების ახლობლების ნაწილი დარბაზს მიღმა დარჩა და დარბაზის კარზე დატანებული პატარა ფანჯრიდან ადევნებდა თვალს პროცესს. სოზარი სუბარი და სხვა პოლიტიკოსები სასამართლო პროცესს არ დასწრებიან. პროცესი რვის წუთებზე დაიწყო. პირველი ერთი საათი პროკურორების, ნათია სონღულაშვილის და ავთო კოჭლამაზაშვილის შუამდგომლობას დაეთმო. მათ რიგ-რიგობით ჩაიკითხეს 13-ვეს საქმე და თითოეული მათგანის მიმართ მოსამართლესთან დააყენეს შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. პროკურორის მიერ წაყანებული ბრალი, ვახტანგ სუბელიანის მიმართ ასე იყო ჩამოყალიბებული: სუბელიანმა და ლეკიშვილმა (შპს ამოს შესყიდვების მენეჯერი) ჯგუფურად დაამზადეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და ამ სახით მოახდინეს ყალბი ფაქტურის სახით რეალურზე მცირე შემოსავლის ჩვენება.საქმეში, კონკრეტულად სუბელიანის მიმართ, რამდენიმე შემთხვევაა მოყვანილი. პროკურატურამ განაცხადა, რომ მისი ბრალდება ეყრდნობა ჩვენებებს და სატელეფონო ჩანაწერებს. იმ ხუთ ფაქტს, რომელიც სუბელიანის საქმეშია წარმოდგენილი. კერძოდ, თემურ კურტანიძე, ინდ.მეწარმე ხარაგაულიდან, პროკურატურის თქმით, შეუთანხმდა სუბელიანს და ლეკიშვილს, რომ ანგარიშფაქტურაში 1 ლიტრი საწვავის ფასად დაეფიქსირებიან 1.78 თეთრი., 1 ლარის და 80 თეთრის ნაცვლად.ამავე საქმეშია კურტანიძესთან კიდევ ერთი შეთანხმება, დათარიღებული 11 ოქტომბრით, სადაც ლიტრი ბენზინის ფასის თეთრით შემცირებაზე საუბარი. ხარაგაულელელმა მეწარმემ შპს ამოსგან ამ დღეს იყიდა 7484 ლიტრი საწვავი. მესამე შემთხვევა თარიღდება ამა წლის 25 სექტემბრით. ამ დღეს ალექსანდრე ბექაურმა 9050 ლიტრი საწვავი შეიძინა შპს ამოსგან. ბრალდების მხარე ამბობს, რომ სუბელიანმა და ლეკიშვილმა მას ყალბი ანაგარიშ-ფაქტურა დაუმზადეს და მასში საწვავის ღირებულებად1.78 თეთრის ნაცვლად, 1.65 თეთრი ჩაწერეს. მეოთხე შემთხვევა უკავშირდება ილია ნინიკაშვილს, ინდ მეწარმეს გორიდან, რომელმაც 2010 წლის 12 ოქტომბერს იყიდა საწვავი ამოსგან, ხოლო ანგარიშფაქტურაში ლიტრი საწვავის ფასი, ბრალდების თქმით 5 თეთრით არის შემცირებული. მეხუთე შემთხვევა ცნობილია საზოგადოების ნაწილისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არისტაკ კუჩუკიანის ჩვენება და სატელეფონო ჩანაწერები, სუბელიანის დაკავებიდან მეორე დღეს გაავრცელა. მათ შორის ეს ჩანაწერები მოხვდა ტელევიზიების პირდაპირ ეთერში. არისტაკ კუჩუკიანის შემთვევაში, ბრალდება ამბობს, რომ ის შეხვდა 25 სექტემბერს სუბელიანს და მისგან შეიძინა საწვავი 4180 ლიტრის ოდენობით. პროკურორის თქმით, ანგარიშფაქტურაში ლიტრზე ფასის ცვლილება 4 თეთრია. ანუ 1.76-ის ნაცვლად, 1.72. კუჩუკიანი, ბექაური,ლეკიშვილი,ნინიკაშვილი და კურტანიძე სუბელიანთან ერთად არიან დაკავებული და უკვე დღეიდან 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი. პროცესზე, ირმა ჭკადუამ, ვახტანგ სუბელიანის ადვოკატმა, რომელმაც გირაოთი განთავისუფლების შუამდგომლობა დააყენა მოსამართლე,ნატო ხუჯაძესთან საქმის მასალებიდან რამდენიმე დეტალი აღნიშნა. კერძოდ, დაკითხული კურტანიძის, ბექაურის და ნანიკაშვილის ჩვენებებში არსად არ ფიგურირებს სუბელიანის სახელი და გვარი. პირიქით, ჭკადუა ამბობს, რომ მათ დაკითხვის ოქმებში წერია, რომ ისინი არ იცნობდნენ სუბელიანს. ვაჟა ლეკიშვილი კი ამბობს, რომ სუბელიანს ინდმეწარმეებთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ის არც ანაგრიშ-ფაქტურებს ადგენდა. კუჩუკიანის საქმეზე, ლეკიშვილი ამბობს, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სუბელიანს კავშირი ჰქონდა ანგარიშ-ფაქტურასთან, ესეც იმიტომ,რომ ლეკიშვილმა იმ დღეს სამსახურში მისვლა დააგვიანა. ”არც ერთ კლიენტთან ვახოს არ ჰქონია ურთიერთობა. აქ არიან კლიენტები და მათთან მხოლოდ მე მქონდა პირდაპირი უერთიერთობა.ვახომ არ იცოდა რა ციფრებზე იყო ლაპარაკი და რას ნიშნავდა ეს სხვადასხვა ციფრები”,-განაცხადა ვაჟა ლეკიშვილმა პროცესზე, მას შემდეგ რაც სიტყვა მოითხოვა. ”საქმე ეხება 373 ლარს”,-ამბობს ირმა ჭკადუა, რომელმაც ბიუჯეტისთვის მიყენებული სავარაუდო ზარალი გამოითვალა, რაშიც ეჭვმიტანილია სუბელიანი. სისხლის სამართლის 210-ე მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას 4-7 წლამდე და ასევ ჯარიმას. 13-ვე ადვოკატმა სხვადასხვა თანხა შესთავაზა გირაოს სახით მოსამართლე ხუჯაძეს. აქედან ცხრამ გირაოს სახით 5 ათასი, ერთმა შვიდი ათასი, ხოლო სამმა, მათ შორის ლეკიშვილმა და სუბელიანმა გირაოს სახით სასამართლოს 10 ათასი ლარი შესთავაზეს. მას შემდეგ, რაც ჩამოთვლილი გვარების შემდეგ, მოსამართლე ხუჯაძემ განაჩენი გამოაცხადა, მას სიტყვის დასრულება დარბაზმა არ აცადა. 7-მა მანდატურმაც კი ვერ შეძლოა ხალხის გაჩუმება. ნაწილი დარბაზს ტოვებდა, ნაწილი ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს, ნაწილი კი მინის იქით მყოფ ბრალდებულებს გამამხნეველ სიტყვებს უგზავნიდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
foreignpress.ge მიხეილ გორბაჩოვი იდილიას არღვევს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg სარედაქციო წერილი შესაძლოა, ის წარსულის ადამიანია, თუმცა პუტინიზმზე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკული ანალიზის მოსმენა, მაინც ღირს. მიხეილ გორბაჩოვს და ვლადიმერ პუტინს ბევრი საერთო აქვთ. ორივე – ყოფილი პრეზიდენტია და იციან თუ როგორ მუშაობს რუსული ხელისუფლება. თუმცა, ის საკითხი, თუ რამდენად შეიძლება პუტინი ყოფილ პრეზიდენტად მივიჩნიოთ, დღემდე სადაოა – მას არაერთხელ უთქვამს მინიშნებით, რომ კიდევ ორი საპრეზიდენტო ვადით აპირებს დაბრუნებას. წარსულში, პუტინი და გორბაჩოვი ერთმანეთს კომპლიმენტებს უკეთებდნენ. როდესაც გორბაჩოვი 70 წლის გახდა, პუტინმა, რომელიც იმ დროს ვიეტნამიდან ბრუნდებოდა, პირადად დაურაკა მას თვითმფრინავიდან და დაბადების დღე მიულოცა. როგორც ჩანს, კრემლმა მაშინ ეს საკმარისად არ მიიჩნია და ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, სადაც გორბაჩოვს ის ადამიანი უწოდა, რომლის სახელსაც უკავშირდება „ეპოქა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ღრმა გარდაქმნები დაიწყო, რომლებმაც საფუძვლიანად შეცვალეს მსოფლიოს პოლიტიკური რუკა“. თუმცა ახლა, როდესაც გორბაჩოვი 80 წელს მიუახლოვდა, მათი ურთიერთობა გაფუჭდა. გორბაჩოვმა, ზედიზედ რამდენიმე ინტერვიუში სასტიკად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ–მინისტრის მმარველი ტანდემი და ისინი იმაში დაადანაშაულა, რომ ყველფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დემოკრატიას დაშორდნენ. გორბაჩოვმა განაცხადა, რომ პუტინის აზრით, დემოკრატია მისთვის დაბრკოლებაა. თანაც ამ ყველაფრისთვის გორბაჩოვმა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური დრო აარჩია. მომავალ თვეში დიმიტრი მედვედევს დდი ზარზეიმით ელოდებიან ნატოს ლისაბონის სამიტზე. პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ რუსეთთან ურთიერთობებში დაწყებული გადატვირთვა, მის იმ ერთადერთ საგარეოპოლიტიკურ ინიციტივად იქცა, რომელმაც ადეკვადტურად იმუშავა. რუსეთი პაკისტანზე სანდო პარტნიორი გახდა ავღანეთში ჯარების მომარაგებისთვის ტრანზიტის უზრუნველყოფის მხრივ. აღმოსავლეთის ფრონტზე სიმშვიდეა, მაშინ რატომ არღვევს გორბი იდილიას? ამის მიზეზები, რუსეთის საშინაო პოლიტიკას უკავშირდება, თუმცა მათ შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიონ მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე. გორბაჩოვმა პუტინური ტოტალიტარიზმის ჩანასახის ორი მაგალითი მოიყვანა. ეს არის პარტია „ერთიანი რუსეთი“, რომელიც პუტინმა შექმნა, რათა კრემლისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა უზრუნველყო, და რომელსაც გორბაჩოვი საბჭოთა კომუნისტური პარტიის ცუდ ანალოგიას უწოდებს, და 2004 წელს პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანამხადაც გაუქმდა რეგიონალური გუბერნატორების და მოსკოვის და სანქტ–პეტერბურგის მერების არჩევნები. მეორე მაგალითი, გამორჩეულად მნიშვნელოვანია. მანამ, სანამ გასულ თვეში მოსკოვის მერ იური ლუჟკოვს თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, მას დემოკრატად არავინ აღიქვამდა. ის ქალაქს საკუთარი მამულივით მართავდა. ლუჟკოვის მმართველობის დროს ის და მისი ცოლი ძალიან გამდიდრდნენ, ხოლო მისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი ბევრში მხოლოდ გაოცებას იწვევს. ლუჟკოვი ოპოზიციონერი არ ყოფილა და მყარად მოიაზრებოდა ელიტაში. თუმცა ელიტის ფარგლებში ის ხელისუფლების კონკურენტულ ცენტრს წარმოადგენდა. ის აკონტროლებდა ტელეარხს და პოპულარულ გაზეთს, რომელსაც მაღალი ტირაჟი ჰქონდა. მას გააჩნდა არამხოლოდ საკუთარი შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმართებოდეს რუსეთი, არამედ იმის რესურსიც ჰქონდა, რომ ეს შეხედულებები აქტიურად გამოეხატა. ამავროდულად, მას მესაჭის ამბიციებიც გააჩნდა. ლუჟკოვის მოხსნის და მის ადგილას პუტინისადმი ლოიალური ჩინოვნიკის დანიშვნის შემდეგ, პუტინის გავლენას ვეღარავინ შეზღუდავს. მეორე პოტენციური კონკურენტი – ოლიგარქი მიხეილ ხოდორკოვსკი, როგორც ჩანს კიდევ დიდხანს დარჩება ციხეში. გორბაჩოვის აზრით, ეს სახიფათოა. თუკი ელიტის გავლენას ერთმანეთის კონკურენტი კომერციული და პოლიტიკური ინტერესები არ დააბალანსებენ, არსებობს პუტინიზმის სტაგნაციის საშიშროება. პუტინი და მედვედევი ნელ–ნელა დაბერდებიან, თუმცა გარედან თავიანთ მოჯადოებულ წრეში ადამიანებს ვერ შეუშვებენ. სწორედ იმის გამო, რომ მათ მყარად გაინაღდეს ხელისუფლებაში ყოფნა, სისტემა ასე ცუდად ექვემდებარება რეფორმებს. ხელისუფლება „შოკირებული“ იყო იმით, თუ როგორ ძლიერად აისახა რუსეთზე საბანკო კრიზისი, თუმცა ახლა, როდესაც ნავთობის ფასი ბარელზე 70 დოლარს დაუბრუნდა, ეკონომიკამ კვლავ აღმასვლა დაიწყო. მთავრობის მთელ რიგ წევრებს სამართლიანად მიაჩნიათ, რომ ნავთობზე მაღალი ფასი რუსეთისთვის კატასტროფაა. თუმცა, თავისთავად, ნახევრად დანგრეულ საბჭოთა ინფრასტრუქტურასთან, ნედლეულის ექსპორტზე დაფუძნებული ეკონომიკის დივერსიფიკაციის აუცილებლობასა და ტოტალურ კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაც კი, აბსოლუტურად შესაძლებელია. უბედურება ის არის, რომ ვერ იცვლება თავად პოლიტიკური პატრონაჟის სისტემა. პოლიტიკური კონკურენციის გარეშე კი მილიონობით საუკეთესო და უჭკვიანესი ადამიანი უცხოეთში განაგრძობს ცხოვრებას. შესაძლოა, გორბაჩოვი წარსულის კაცია, მაგრამ მისთვის ყურის დაგდება დღესაც ღირს. ორიგინალი ორიგინალი