planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/487699_449543315076055_1994161949_n-300x187.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა, ლონდონში გამგზავრების წინ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები სასახლეში მიიღო და სპორტულ თამაშებში წარმატებები უსურვა. “წინ დიდი შეჯიბრი გაქვთ, ჩვენ კი თქვენი გამარჯვების დიდი ემოციები. ქართველი კაცი ის მებრძოლია, რომელიც გამარჯვების იმედს, ყველაზე გამოუვალ და რთულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს, გამარჯვების შანსი ყველა სახეობაში გვაქვს, მთავარია ვიბრძოლოთ. დღეს მსოფლიოში ბევრი აღიარებს, რომ მრავალი პრობლემის მიუხედავად, საქართველო პირველ პოზიციებს იკავებს. ასე უნდა ვიყოთ სპორტში“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებთან მიმართვისას. საქართველოს სახელით, ეროვნულ ნაკრებში, ქვეყნის ღირსებისთვის წელს წარმოშობით პოლონელი მძლეოსანი მასიეჯ როსიევიჩი იასპარეზებს. წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/77A304C4-5D6C-467B-84E8-C0E91F38CFC0_mw800_s-300x225.jpgსახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ თავად ბეჟაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩემი შინაგანი განცდა და ვალდებულებაა, რომ კახელებს დავუდგე გვერდით, თუმცა შეუთავსებელია ეს საქმე ჩემს თანამდებობასთან. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, წავიდე თანამდებობიდან და გვერდით დავუდგე კახელებს და ჩემი მომავალი საქმიანობა გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის გვერდით დგომას დავუთმო”, – განაცხადა ბეჟშვილმა. მისი გადაწყვეტილება პარლამენტს დღეს გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანო კი საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს. იხილეთ epn.ge
-
ვან დერ ვაარტი ლუკა მოდრიჩის მომავალზე საუბრობს View the full article
-
წარმოგიდგენთ საშინელებათა ფილმის The Possession-ის ახალ gif პოსტერს, ფილმი გამოვა 2012 წლის 31 აგვისტოს. ფილმი დაფუძნებული არის რეალურ მოვლენებზე. სიუჟეტი ვითარდება ერთ ოჯახში, სადაც მამა ბავშვს უყიდის ერთ ზარდახშას, რომელიც აღმოჩნდება მისტიკური, მასში ცხოვრობს ერთი ბოროტი სული, რომელიც ზარდახშის პატრონს ბევრ ცუდს გაუკეთებს… ფილმში კი მონაწილეობენ: ჯეფრი დინ მორგანი (Jeffrey Dean Morgan), რომელიც თამაშობდა სატელევიო The post The Possession – ახალი gif პოსტერი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/mixail-saakashvili95-300x300.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ლონდონში გამგზავრებამდე სასახლეში მიიღო. “წინ დიდი შეჯიბრი გაქვთ, ჩვენ კი თქვენი გამარჯვების დიდი ემოციები. ქართველი კაცი ის მებრძოლია, რომელიც გამარჯვების იმედს, ყველაზე გამოუვალ და რთულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს, გამარჯვების შანსი ყველა სახეობაში გვაქვს, მთავარია ვიბრძოლოთ. დღეს მსოფლიოში ბევრი აღიარებს, რომ მრავალი პრობლემის მიუხედავად, საქართველო პირველ პოზიციებს იკავებს. ასე უნდა ვიყოთ სპორტში”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებთან მიმართვისას. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/begiashvili-300x229.jpgშვეიცარიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებისთვის ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი მადლობას უხდის. “ბიზნესმენისთვის ძნელბედობის ჟამს, შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლებმა მას დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინეს, რასაც ის სათანადოდ აფასებს და მათგან გამოჩენილი გულისხმიერება ყოველთვის ემახსოვრება”. – ნათქვამია დავით ბეგიაშვილის მიერ შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლებს და სრულუფლებიანი ელჩისთვის, გიუნტერ ბეხლერისთვის გაგზავნილ სამადლობელო წერილში “იმ პირობებში, როცა ჩემი ქვეყნის ხელისუფლებამ ფიზიკური თუ მორალური განადგურებისთვის გამწირა, შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობამ ჩემს მიმართ გულისხმიერება და მხარდაჭერა გამოიჩინა. შვეიცარიამ დაჩქარებული წესით, პრიორიტეტულად ჩემი საქმე განიხილა და თავშესაფარი აღმომიჩინა, საქართველოდან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომანიჭა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი”, – აცხადებს ბეგიაშვილი. opinion.ge View the full article
-
“გადაარჩინე გლობალ TV” – ამ სლოგანით დღეს, 23 ივლისს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის 300-მდე წარმომადგენელმა მთელი თბილისის მასშტაბით აქცია გამართა. “ქართული ოცნების” წევრები ამ სლოგანის სტიკერებს აკრავდნენ ხეებზე, კიბეებზე, ბოძებზე. აქციის მონაწილეების აზრით, “გლობალ TV”-ს ანტენები უკანონოდ დაყადაღდა, რითაც შეიზღუდა ბიზნესის თავისუფლად წარმოების და სიტყვის თავისუფლების უფლება. 23 ივლისი, 2012 - 15:21 23 ივლისი, 2012 - 15:21 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/nnm_5050.jpg სრული ტექსტი View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61425.jpg ახალი რეგულაციები ავიაკომპანიებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი კომპანიის მიზეზით ვერ შეძლებს დაგეგმილ რეისზე მოხვედრას, მან შესაბამისი კომპენსაცია უნდა მიიღოს. იგულისხმება არა მხოლოდ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, არამედ დაზარალებული მგზავრების შესაბამისი მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროთი უზრუნველყოფაც. კომპენსაციას მიიღებენ ის მგზავრები, რომლებსაც თვითმფრინავში ჩაჯდომაზე მათგან დამოუკიდებელი მიზეზით ეტყვიან უარს, ან როდესაც რეისის დაგვიანება 2 საათს გადააჭარბებს, ან საერთოდ გაუქმდება. საკომპენსაციო თანხის ოდენობა დაგეგმილი ფრენის მანძილზე იქნება დამოკიდებული. ზარალი ანაზღაურდება ბარგის დაკარგვის შემთხვევაშიც. ახალი რეგულაციები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვასაც ითვალისწინებს. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/levan-bejashvili1286891343.jpgსახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თავად ბეჟაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩემი შინაგანი განცდა და ვალდებულებაა, რომ კახელებს დავუდგე გვერდით, თუმცა შეუთავსებელია ეს საქმე ჩემს თანამდებობასთან, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება წავიდე თანამდებობიდან და გვერდით დავუდგე კახელებს და ჩემი მომავალი საქმიანობა გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის გვერდით დგომას დავუთმო”, – განაცხადა ბეჟშვილმა. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/giorgi_axvlediani_72-300x201.jpgროგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, “ქრისტიან–დემოკრატები” სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ბიუჯეტში “ადეკვატური ცვლილებების ასახვას” ითხოვენ და მთავრობას 5000-დან 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გაცემის წინადადებით მიმართავენ. “ადამიანებისთვის, რომელთა მოსავალიც სტიქიამ 100% გაანადგურა, 1500-ლარიანი კომპენსაციის მიცემა არადეკვატურია, რადგან მხოლოდ ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთის დამუშავება 2000 ლარამდე ჯდება. 1500 ლარი ამ ადამიანებისთვის არაფერს შეცვლის. მიგვაჩნია, რომ კომპენსაციები 5000–დან 10000 ლარამდე უნდა გაიცეს, რისი საშუალებაც დღეს არსებობს”, – განაცხადა ახვლედიანმა პარლამენტის ბიურის რიგგარეშე სხდომაზე. მისივე განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იანი ზრდით დაიგეგმა, ხოლო სტატისტიკის დეპარტამენტი მონაცმებით, უკვე 8%–იანი ეკონომიკური ზრდაა, რისი მიმართვას ლაზიკისკენ იგეგმება. “ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას დამატებითი 300–400 მილიონი ლარის მობილიზება შეუძლია. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ახალი ქალაქის მშენებლობას დროებით დაივიწყებს და ამ თანხებს სტიქიიის დროს დაზარალებული ქალაქების და სოფლების აღდგენას მოახმარს” – აცხადებს ახვლედიანი. opinion.ge View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61423.jpg მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ლტოლვილთა მინისტრმა ახალი პროგრამა წარადგინა, რომელიც დევნილთა საჭიროებების შესწავლას შეეხება. სწორედ ამ პროგრამის საშუალებით უნდა განსაზღვროს უწყებამ, თუ რა პროექტები განახორციელოს დევნილებისთვის და როგორ დაიხარჯოს ამ კუთხით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. სამინისტრო ამ პროექტს ჯანდაცვის უწყებასთან ერთად განახორციელებს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61424.jpg სტიქიით დაზარალებულებს სტუდენტური თვითმართველობა ეხმარება. ახალგაზრდებმა მათი ინიციატივით შეაგროვეს ტანისამოსი, პირველადი მოხმარების ნივთები, პრუდუქტი და კახეთში ჩაიტანეს. ჰუმანიტარული აქციის ორგანიზებაში მათ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო დაეხმარა. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/cagareishvili-300x158.jpg ფრაქცია “ერთობა სამართლიანობის” წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი პარლამენტის აპარატს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. ცაგარეიშვილის თქმით, როდესაც დეპუტატს უფლებას აღარ აძლევ, შეასრულოს უფლებამოსილება, ეს როგორც კონსტიტუციის, ისე პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა. ცაგარეიშვილმა პარლამენტის შენობის დაცლის პროცესი მიუღებელ და გაუგებარ სიტუაციად შეაფასა. დეპუტატმა პარლამენტის დაცვლის პროცესი გააქილიკა და ივარაუდა, რომ დეპუტატები ავეჯს ალბათ, თბილისსა და ქუთაისს შორის – რიკოთის უღელტეხილთან ასაწყობებენ. “ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ნივთების ჩალაგებისას მათი მიხმარების სურვილიც კი გაუჩნდა, “რათა პოლიტიკური ცის კაბადონიდან სამუდამოდ გადახვეწილიყვნენ”. ცაგარეიშვილის განცხადებით, როგორც მისი ფრაქციის აპარატს შეატყობინეს, გასული კვირის პარასკევის 18:00 საათამდე, მათ ნივთები უკვე ჩალაგებული უნდა ჰქონოდათ. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/axali-memarjveneebis-axali-logo11-300x198.jpgდღეს გორში კვერნაკის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნაგავსაყრელთან “ახალი მემარჯვენეების“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო ბორცვაძე ჟურნალისტებთან ერთად მივიდა და ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის არსებობა გააპროტესტა. “წლების განმავლობაში გორში კვერნაკის დასახლებიდან 1 კილომეტრში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც მთელს ქალაქს ემსახურება და გაუსაძლისი გახადა მოსახლეობის ყოფა მიმდებარე ტერიტორიებზე. ყოველდღე იყრება ათობით ტონა ნაგავი, რომელსაც შემდგომ ცეცხლს უკიდებენ, კვამლი და ფერფლი იფანტება დასახლების ტერიტორიაზე, ქარის შემთხვევაში იქ ყოფნა ფაქტიურად შეუძლებელია. ზაფხულში ამ დასახლებაშიც და ქალაქის მიმდებარე ნაწილშიც აუტანელი სუნი და ბუზების სიმრავლეა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაგავსაყრელი მდინარე მტკვრის გვერდითაა განთავსებული და სეროზულ საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის”,- განაცხადა სოსო ბორცვაძემ. opinion.ge View the full article
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/5145Nigel-de-Jong-9.jpgინგლისის “მანჩესტერ სიტის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი, მიმდინარე ზაფხულის ბოლომდე შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდეს. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/8036sc3b8ren-larsen-malta.jpgდანიურ “ორჰუსს” გამოცდილი ფორვარდი სიორენ ლარსენი შეუერთდა. ლარსენი ტრავმირებული გახლდათ და სწორედ ამიტომ არ იყო გორის “დილასთან” სამატჩო განაცხადში. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/6117Oscar-2.jpegბრაზილიური “ინტერნასიონალის” პრეზიდენტის – ჯოვანი ლუიჯის თქმით, 20 წლის ნახევარმცველი ოსკარი ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. ამის შესახებ Radio Guiaba იუწყება. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/2377tbilisi_metro-1319456914_500.jpgგუშინ, საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე, მეტროს სადგურ "სამგორში" მატარებლის შემოსვლისას, შუახნის მამაკაცი ლიანდაგებზე გადახტა. სრულად ორიგინალი