planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
სიტყვა “ჰარამხა” არაბული წამოშობისაა და დაცულ, წმინდა ადგილს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ სახლის იმ ნაწილს, სადაც მთლიანად მამაკაცებისგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ ქალბატონები… ამ პოსტში რამოდენიმე საიდუმლოს შესახებ მინდა გიამბოთ….უნდა აღინიშნოს, რომ სულთანებისა თუ შეიხების ჰარამხანებში ცხოვრობდნენ არამარტო ადგილობრივი მზეთუნახავები, არამედ ევროპელი გოგონებიც – დაწყებული სტრიპტიზის მოცეკვავეებითა და მეძავებით და გაგრძელებული ფოტომოდელებით, სხვადასხვა ... View ucnauri.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif ჯუდი დემფსი ლისაბონი – ცივი ომის დასრულებიდან ოცი წლის შემდეგ, ორი ყოფილი მოსისხლე მტერი – ნატო და რუსეთი – კვირის ბოლოს იმაზე შეთანხმდნენ, რომ უთანხმოებები გვერდით უნდა გადადონ და მთელ რიგ საკითხებზე უნდა ითანამშროლონ, პირველ რიგში ანტი-სარაკეტო თავდაცვის ამერიკული სისტემის სფეროში, რომლის მიზანიც ევროპის დაცვაა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევსა და ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, შესაძლოა სათავე დაუდოს უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რის შესახებაც ლისაბონის სამიტზე ამ ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს. „ჩვენ მოვილაპარაკეთ თანამშრომლობაზე ანტი-სარაკეტო თავდაცვის სფეროში, რისი წყალობითაც წარსული დაძაბულობის წყარო ნამდვილი თანამშრომლობის სფეროდ გარდაიქმნება, რომელიც მიმართული იქნება საერთო საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“ – განაცხადა ლისაბონში ორდღიანი სამიტის შემდეგ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ – „ჩვენ რუსეთს მივიჩნევთ პარტნიორად და არა მოწინააღმდეგედ“. თანხმობის შესახებ მინიშნებები ევროპის ლიდერებისგანაც გაისმა. „ის რომ ჩვენ რუსეთთან საერთო საფრთხეებსა და ანტი-სარაკეტო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა – „ეს ადასტურებს იმას, რომ როგორც იქნა ცივი ომი დასრულდა“. შეხვედრამ ნატო-ს მოკავშირეები გაახალისა და მხარეებმა მას ისტორიული უწოდეს, თუმცა სამიტზე მთავარი მუშაობა ავღანეთის საკითხებს მიეძღვნა. შაბათს ნატო-მ და ავღანეთმა მოილაპარაკეს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას ეტაპობრივად ავღანეთის მთავრობას გადასცემენ და პროცესი 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა ალიანსის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ნატო-ს არმია ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ქვეყანაში დიდი ხნით დარჩება, უზრუნველყოფის ძალების სახით მაინც. რუსეთი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ამერიკის გეგმებს ევროპაში ანტი-სარაკეტო თავდაცვის ელემენტების განთავსებაზე. განსაკუთრებით მას ვლადიმერ პუტინი აპროტესტებდა, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დროს, აღნიშნულ სისტემას მკაცრად აკრიტიკებდა. პუტინი, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრია, ამბობდა რომ პოლონეთსა და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგება, რომლებიც ერთ დროს ვარშავის ხელშეკრულების წევრები იყვნენ, რუსეთის უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებდა. ეს არგუმენტები მას შემდეგ შესუსტდა, რაც ობამამ აღნიშნული სისტემის გეგმები შეცვალა და რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ დაიწყო და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაფორმდა შეთანხმება რუსეთის და აშშ-ს ბირთვული არსენალების შემდგომ შემცირებაზე. აშშ-ს რესპუბლიკელებმა ახალი ხელშეკრულების სწრაფ რატიფიკაციაზე უარი სთქვეს, მაგრამ ამ ფონზე ძალიან უჩვეულო ალიანსი შეიქმნა. ობამას დღეს აქვს არამხოლოდ რუსეთის, არამედ აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნების მხარდაჭერაც, რომლებიც ამ შეთანხმების დაუყოვნებლივ დამტკიცებას მოითხოვენ. „მთელი სამიტის პროცესში, ადმინისტრაცია აქტიურად მოქმედებდა, რათა რატიფიკაციის პროცესში მიეღო მხარდაჭერა” – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრ ვონდრამ. ობამამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმებას მხარს უჭერენ. „ჩვენი მოკავშირეების დიდი უმრავლესობა მხარს გვიჭერს. მათ მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ახალი ხელშეკრულება ამერიკული და ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელია“ – სთქვა ობამამ – „ისინი პირად საუბრებშიც და საჯაროდაც მხარს უჭერენ მის რატიფიკაციას“. და მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ქვეყნები თუ ეჭვით არა, მაშინ ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ნატო-ს უფრო გახსნილ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, მათ მაინც ვერ შესძლეს ობამას არგუმენტების უარყოფა იმის შესახებ, რომ რაც უფრო ნაკლები ბირთვული იარაღი იქნება ევროპაში, მით მეტი იქნება რეგიონში სტაბილურობა, ნდობა და უსაფრთხოება. „უსაფრთხოების სფეროში არსებობს მთელი რიგი ისეთი საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამ საკითხებზე ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთთან. ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა უნდობლობისკენ უკანდახევა იმის გამო, რომ ხელშეკრულების რატიფიკაციის საქმეში მარცხი განვიცადეთ“ – განაცხადა ობამამ. რუსეთმა და ნატო-მ კიდევ რამდენიმე სხვა ხელშეკრულებაც გააფორმეს. ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება, რადგან ეს ორგანო უსაფრთხოების საკითხებზე ცარიელი ლაყბობის ადგილად გადაიქცა, რისთვისაც მას რუსეთი სერიოზულად აკრიტიკებს. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები და რუსეთი შეთანხმდნენ ამ საბჭოს გზით „მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთო სივრცის“ ჩამოყალიბებაზე. ეს სიტყვები ძალიან ჰგავს იმ ფორმულირებებს, რომელიც მოყვანილია რუსეთის საგარეო პოლიტიკურ დოკუმენტებში აღნიშნულ სივრცეში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე, რომელზე შეთანხმებაც შესრულებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს, მაგრამ ამ რუსულ გეგმებს ნატო-ს მოკავშირეთა რიგებში განსაკუთრებული მხარდაჭერა არ მოჰყოლია. მათ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ გეგმების მიზანი ალიანსის და ტრანს-ატლანტიკური კავშირისთვის პრობლემების შექმნაა. რუსეთი ასევე დასთანხმდა ავღანეთში ნატო-ს ტვირთების, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის საკუთარი ტერიტორიის გავლით გადაზიდვაზე. ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მის ბადრაგს და სამხედრო ტექნიკას პაკისტანის ტერიტორიაზე რამდენჯერმე თავს დაესხნენ. მხარეები ასევე ქმნიან საერთო ფონდს ავღანეთში ვერტმფრენების ფუნქციონირებისთვის. „ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს, ვიმუშავებთ ყველა სფეროში, მათ შორის ევროპულ ანტი-სარაკეტო თავდაცვის სფეროშიც“ – განაცხადა მედვედევმა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. რასმუსენის თქმით, ეს ახალი ურთიერთობები რუსეთთან, გაცილებით მეტს ნიშნავს. თუმცა ახლა დგება ყველაზე რთული მომენტი და მედვედევმა ლისაბონში ეს აღიარა. მისი თქმით, ჯერ კიდევ წინ არის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის ბევრი დეტალის განხილვა. „ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემა ღირებული მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ის უნივერსალურია“ – განაცხადა მან. რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა აღნიშნა, რომ არსებობს საკმაოდ სერიოზული საფუძველი რუსეთის და ნატო-ს ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაერთიანებისთვის. „არსებობს ტექნიკური მხარე და ის საკითხები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ორი სისტემის გაერთიანება“ – სთქვა მან – „ყველაფერი კონფიგურაციაზე იქნება დამოკიდებული“. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ნატო-რუსეთის საბჭო მალე შედეგს გამოიღებს, რაც ლისაბონის შეთანხმებებს მეტ წონას და დამაჯერებლობას შესძენს. გარდა ამისა ის დაადასტურებს მედვედევის გადაწყვეტილებას ნატო-სთან დაახლოვებაზე. დიპლომატების თქმით, რადგან მომავალ წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია, მედვედევს მოუწევს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ასეთი ახალი თანამშრომლობის აუცილებლობის და მისი სარგებლის დამტკიცება. აქ ასევე შედის კომპრომისების მოწინააღმდეგეთა დარწმუნებაც, რომლებიც ნატო-ს კვლავ სერიოზული ეჭვით უყურებენ, პრეს-კონფერენციაზე რასმუსენის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რომ ჩვენ „ერთმანეთისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ“. ორიგინალი ორიგინალი
-
“პრეზიდენტმა ობამამ და მეც წამოვწიეთ საქართველოს საკითხი. კონფლიქტიდან ორი წლის თავზე, დროა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან “,— განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა გუშინ ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის წინაშე ლისაბონის სამიტის შესახებ ანგარიშით გამოსვლისას. იხილეთ tabula.geზე
-
პარიზის წლევანდელი საავტომობილო შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი, ლამბორგინის კონცეპტუალური ავტომობილი სესტო ელემენტო (მეექვსე ელემენტი) იყო. მისი ფოტო ტიზერების გავრცელება იტალიურმა კომპანიამ, გამოფენის გახსნამდე ერთი თვით ადრე დაიწყო და ამით, ამ ავტომობილისადმი ისედაც დიდი ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა. იხილეთ tabula.geზე
-
ლუისა ბრიქნესი იყო საკმაოდ მიმზიდველი ახალგაზრდა ქალბატონი. შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ მისი და ადოლფ ლუთგერტის შეხვედრა ლუთგერტს დანახვისთანავე „შეუყვარდა“ მომხიბვლელი ლუისა, რომელსაც არამხოლოდ სახე ჰქონდა ლამაზი, არამედ წვრილი წელი და მშვენიერი ფიგურა. სულ მალე შედგა ქორწინება. ახლობლები მათ იდეალურ წყვილად მიიჩნევდნენ, თუმცა ერთი შეხედვით პირიქით ჩანდა: ლუისა მთელი ... View ucnauri.com
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54031.jpgევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას დადებითი შეფასებები მოყვა. ევროდეპუტატები და საქართველოს დელეგაციის წევრებიც ხმამაღლა აცხადებენ რომ სააკაშვილის გზავნილები სწორი და დროული იყო. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54031.jpgევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას დადებითი შეფასებები მოყვა. ევროდეპუტატები და საქართველოს დელეგაციის წევრებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ სააკაშვილის გზავნილები სწორი და დროული იყო. View the full article
-
ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუმცა, ორგანიზაციაში ქვეყნის გაწევრიანების პროცესის დაჩქარების წინააღმდეგ აშშ-შიც გამოდიან. კრემლის მაღალჩინოსნები კი აღიარებენ, რომ, ვაშინგტონის მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოს წინააღმდეგობა რუსეთის WTO-ში წევრობის გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება. იხილეთ tabula.geზე
-
ხვალ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ყირიმში გაემგზავრება და 26-27 ნოემბერს შავი ზღვის ეკონომიკური… ლინკი მედიანიუსზე
-
ფოკი არის იატაკის საწმენდი ფეხსაცმელი, დიახ თქვენ სწორად წაიკითხეთ, იატაკის საწმენდი ფეხსაცმელი. მას აქვს ორი მბრუნავი საწმენდი ქვემოთ რომ გაწმინდოს იატაკი ბაქტერიებისაგან. ფეხსაცმელი უსადენოა, ელემენტებზეა, აქვს ხელსაწყო რომელიც მიუთითებს როდის ჯდება ფეხსაცმელი და შემდეგ დატენით სპეციალური შესაერთებელით… View ucnauri.com
-
როდესაც პერისს 200 გრამი ნარკოტიკი აღმოუჩინეს, მას ასეთი სამუშაო მიუსაჯეს სასჯელად, მოკლედ ჰილტონების მემკვიდრე საზოგადოების კეთილდღეობისთვის მუშაობს, თანაც ამაყადიმედია მოგეწონატ მეორედ და მესამედ უკეტესს პოსტებს დავდებ ) (ისე მეტის ღირსია ეგ : აღებვინონ ციხეში ტუალეტები, ახეხინონ, კიდე კარგ საქმეს აკეთებინებეენ View ucnauri.com
-
აბუ დაბის დიდი პრიზით ფორმულა 1-ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაკავებული პირველი ადგილით რედ ბულის გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა უძლიერესის ტიტული მოიგო – 23 წლის და 133 დღისა, ის ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. იხილეთ tabula.geზე
-
იმისათვის, რომ ადამიანმა არსებობა შეძლოს, მას თვეში მინიმუმ 145 ლარი ჭირდება, თუმცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. 82 წლის ლოლა გოროზია ამბობს, რომ მხოლოდ პენსიის, 87 ლარის იმედად, ის თვიდან თვემდე თავის გატანას ვერ შეძლებდა. ”ამ ფულის იმედად შიმშილი თუ არა, ავადმყოფობა მაინც მომკლავდა”, - უთხრა მან ნეტგაზეთს. 82 წლის მოხუცს აწუხებს წნევა, წითელი ქარი, რამდენიმე თვეა ფეხები გაუსივდა. თვეში მინიმუმ 60 ლარის წამალი და ექიმთან ერთხელ ვიზიტი მაინც სჭირდება. საქართველოში მოხუცის პენსია ფიქსირებულად 80 ლარია და მას ემატება მაქსიმუმ 10 ლარი სტაჟისა და ნამსახურეობის მიხედვით. თუმცა, ამ თანხას საარსებო მინიმუმამდე კიდევ რამდენიმე ათეული ლარი აკლია. საქართველოში საარსებო მინიმუმი ყოველთვიურად სურსათის ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით იცვლება. მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე საარსებო მინიმუმის ფასი დაახლოებით 18 ლარით გაიზარდა. ამჟამად ერთი ზრდასრული ადამიანისთვის საარსებო მინიმუმად გათვალისწინებულია 145 ლარიანი სამომხმარებლო კალათა. ამ თანხაში შედის ყველა ის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტი, რომელიც ადამიანს არსებობისთვის ჭირდება. მათ შორის ხორცეული, ტკბილეული, პური, ბოსტნეული, ხილი, ჰიგიენური მოვლის საშუალებები და ა.შ. ორსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმად გათვალისწინებულია 206 ლარი, სამსულიანისთვის - 232, ოთხსულიანისთვის - 257, ხუთსულიანისთვის - 290, ექვსულიანი და მეტისთვისნ - 342 ლარი. სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ–გვერდზე მოცემულია ყველა იმ პროდუქტის რაოდენობა, რომელიც ადამიანმა ერთი თვის მანძილზე აუცილებლად უნდა მიიღოს. ეს მინიმუმი ყოველდღიურად ასე გამოიყურება: ხორცი-40 გრ, ბურღულეული-10 გრ, კვერცხი-0.5, პური-250გრ, ხაჭო-15გრ, კარტოფილი-150 გრ და ა.შ. სამომხმარებლო კალათაში ჩამოთვლილია 40 სხვადასხვა ნაწარმი, რომელიც ადამიანისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მიკროელემენტების მინიმალურ რაოდენობას შეიცავს. ნეტგაზეთმა ბაზრობებისა და სუპერმარკეტების მოვლის შემდეგ დაიანგარიშა, რომ ერთ ზრდასრულ ადამიანს, დღეს არსებული ფასების მიხედვით, საკვების მინიმალური რაოდენობის შესაძენად თვეში მინიმუმ 125 ლარი ჭირდება. ნეტგაზეთმა საორიენტაციოდ, ძირითადად, ბაზრობებზე არსებული იაფი სურსათის ფასი გამოიყენა, რადგან თუკი მომხმარებელი პროდუქტებს სუპერმარკეტში შეიძენს, სამომხმარებლო კალათა გაცილებით ძვირი დაჯდება. მაგალითად, ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში 1კგ ბრინჯი 5.40 ლარი ღირს, ბაზრობაზე კი-2 ლარი, პომიდორი სუპერმარკეტში - 6 ლარი, ბაზრობაზე-3.50 ლარი, ძროხის ხორცი სუპერმარკეტში დახარისხებულია და ფასი 8 ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს. ბაზრობებზე და პატარა მაღაზიებში კი მას სტანდარტულ ფასად - 8 ლარად ყიდიან. იგივე ითქმის ყველზე. იმერული ყველი სუპერმარკეტში 9-10 ლარი ღირს, ბაზრობაზე კი-7. /get_img?NrArticle=3375&NrImage=1 Image 2636 მადონა, 40 წლის დიასახლისი, საჭირო სურსათს კვირაში ერთხელ ყოფილი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდულობს. ისინი ოჯახში ოთხნი არიან: ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი. მადონა ამბობს, რომ ის კვირაში მხოლოდ საჭმელში 60-70 ლარს ხარჯავს, ოჯახის შემოსავალი კი მხოლოდ 450 ლარია, რომელიც თვიდან-თვემდე არ ჰყოფნით. ის სურსათის გაძვირებას თვიდან თვემდე სულ უფრო ხშირად გრძნობს: ”გასულ წელს უფრო ბევრ სურსათს ვყიდულობდი, ბავშვებს უფრო მეტი ტკბილეულით ვამარაგებდი, მურაბებს ბევრს ვაკეთებდი. ახლა კი ეკონომიის გაკეთება მიწევს. თან, ბავშვებს სკოლაში სულ რაღაც სჭირდებათ. თვიდან თვემდე ვალებით ვცხოვრობ,” - უთხრა ნეტგაზეთს 40 წლის დიასახლისმა. მისი ქმარი ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშად მუშაობს. კომპანიას კი მის მიმართ რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება აქვს. ”ჯერ კიდევ გვაქვს იმ ხელფასის ამოღების იმედი, თორემ აქამდეც ავტეხდით ხმაურს”-ამბობს მადონა. 55 წლის ინეზამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გასულ წელთან შედარებით, ძირითადად, ხილ-ბოსტნეულისა და შაქრის გაძვირება შეამჩნია. მან შარშან ათეულობით კილო მურაბა, კომპოტი და სხვა მზა საკვები მოამზადა ზამთრისთვის. ”წელს ზამთრისთვის თითქმის არაფერი გამიკეთებია, არც მურაბები, არც პომიდვრის საწებელი, არც აჯაფსანდალი. შაქარი 2 ლარი ღირს, ხილი კი – უფრო ძვირი. 5–ლარიანი გარგრისგან მურაბა როგორ გავაკეთო? შარშან გარგარს 2 ლარად ვყიდულობდი, ვაშლს-50 თეთრად, ლეღვსაც ეგრე, წელს კი სამურაბე ხილი 3 ლარზე ნაკლები არ ღირდა” - ამბობს დიასახლისი. გაზრდილი კომუნალური გადასახადებისა და სურსათის ფასების გამო ინეზა და მისი ოჯახი, ძირითადად, ეკონომიას ხორცის, ყველისა და ტკბილეულის ყიდვისას აკეთებენ. ”ხორცი და ყველი შეიძლება თვეში ერთხელ ვიყიდოთ, ისიც – მცირე რაოდენობით. ჩვენი ძირითადი მენიუ კარტოფილის, კომბოსტოს, ლობიოს და სხვა ბოსტნეულისგან შედგება”-უთხრა ნეტგაზეთს ინეზამ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
liverpoolfc(ფანკლუბი) პეპე ელ კლასიკოზე საუბრობს
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://www.championat.ge/news/PepeReina_993259.jpg ლივერპულის გოლკიპერმა პეპე რეინამ ისაუბრა კვირის ბოლოს გასამართ ელ კლასიკოზე, marca-სთან მიცემულ ინტერვიუში. როგორ უყურებთ ელ კლასიკოს? ლალიგაში საკმაოდ საინტერესო მატჩის მომსწრენი გავხდებით, რადგან ერთმანეთს ესპანეთის ორი რჩეული გუნდი რეალი და ბარსელონა დაუპირისპირდება ერთმანეთს. ამ შეხვედრას მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელის. რონალდუ თუ მესი? ორივე მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ უფრო სრულყოფილი ლეო მესია. რას იტყვით ჯოზე მაურინიოზე, რომელიც პირველ ელ კლასიკოს ატარებს? ის დიდი მწვრთნელია და აქვს იმის დიდი პოტენციალი, რომ მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, ეს მან ბევრჯერ დაამტკიცა. მას ყოველთვის ჰყავს უძლიერესი ფეხბურთელები,რაც დიდ წილად ეხმარება მას წარმატების მიღწევაში. რას იტყვით თქვენ ეროვნელ თანაგუნდელებზე, რომლებიც ამ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას? ელ კლასიკოში მონაწილეობას მიიღებენ ფეხბურთელები რომლებიც ფურია როხას დაეხმარნენ მსოფლიო ჩემპიონატის მოპოვებაში. მე მათთან საკმაოდ ახლოს ვარს. ხავი, ინიესტა, ალონსო ამ ფეხბურთელებს შესწევთ მსოფლიო ფეხბურთში ამინდი შექმნან, რაც შეეხება იკერ კასილიასს და ვიქტორ ვალდესს, ისინი შესანიშნავი მეკარეები არიან, მაგრამ იკერ კასილიასი საუკეთესოა. View the full article -
როგორ შეაფასებდით სააკაშვილის მიერ დღეს ავროპარლამენტში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას აფზახეთსა და სამხრეთ ოსეთში? მთელი ათი წელია ვამბობ, რომ საქართველოს ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა. ჩვენდა საუბედუროდ, ახლა გვიანია. ეს უნდა გაგვეკეთებინა 2003 წელს, 2007 წელს. ჩვენ მუდმივად გვთხოვდნენ,რომ ხელი მოგვეწერა თავდაუსხმელობის აქტისთვის. ჩვენ ყოველთვის უარს ვამბობდით, დევნილების დაბრუნებას ვაბამდით, მუდამ სხვა ფაქტორებს ვამბობდით. მუდამ ვეუბნებოდი საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგი იქნება თუ საქართველოს პარლამენტი აღიარებს, რომ საქართველო არ განახორციელებს საომარ მოქმედებებს აფხაზეთში და ცხინვალში. ახლა უბრალოდ ძალიან გვიანია. გვიანია ნიშნავს, რომ თქვენი აზრით ეს განცხადება არაფერს შეცვლის? მომავალში შესაძლოა, რაღაც შეცვალოს. აფხაზები და ოსები იტყვიან, რომ ადრე გაგაკეთებინათ ეს განცხადება და ომი აღარ იქნებოდაო. სააკაშვილის ეს განცხადება სინანულს გამოიწვევს , ისეთივე სინანულს, როგორიც ჩემში გამოიწვია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ადამიანი რომ გარდაიცვლება და სასწრაფო დახმარება გარდაცვალების შემდეგ რომ მივა მასთან. დღეს სულ სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს განცხადება ცუდი არ არის, თუმცა დღეს სხვა რამ არის გასაკეთებელი იმიტომ, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა. ახლა ვის უცხადებ, რომ ომი აღარ იქნება? რუსეთს? როცა მიხვდი, რომ რუსეთმა დაგაკერა ცხვირ–პირში, მერე მიხვდი, რომ ომი არ უნდა განაახლო? ევროპარლამენტში სააკაშვილის გამოსვლას ტაშით, ნაწილი კი ფეხზე ადგომით შეხვდა... დიახ, ევროპისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ევროპას რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა. ჩვენთვის არის ეს არაფერი, თორემ ევროპისთვის ეს მნიშნელოვანია. ამ განცხადების გამო, სამწუხაროდ, არ გაიყვანს რუსეთი ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან. თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოსთვის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ეს განცხადება არაფერს შეცვლის? არსებითად არაფერი შეიცვლება ჩვენთვის. არავისთვის არაფერი შეიცვლება. ეს არის კარგი ლამაზი ფრაზა, რომელსაც არაფერი საერთო რეალობასთან არ აქვს. თქვენ ამბობთ, რომ ეს განცხადება რამდენიმე წლის წინ უნდა გაკეთებულიყო, რა შეიცვლებოდა წლების წინ გაკეთებული განცხადებით? უფრო მეტად გვენდობოდნენ აფხაზები და ოსები. ჯერ ერთი, ჯობდა 2008 წლამდე ხელი მოგვეწერა ცეცხლის გაუხსნელობის ხელშეკრულებას აფხაზურ და ქართულ, ოსურ და ქართულ მხარეს შორის. იქნებოდა განცხადება გაკეთებული და საქართველო დაეყრდნობოდა თავის განცხადებას: ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადების საფუძველზე, საქართველო ხელს აწერს ამ და ამ დოკუმენტს. ეს უფრო გამყარებული იქნებოდა ლეგიტიმურად, რაც აფხაზების, ოსების ნდობას განაპირობებდა. რა თქმა უნდა, სააკაშილს იმედი აქვს, რომ ევროპა აიძულებს რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები და ბაზები იმიტომ, რომ რუსეთი ამართლებს ბაზების ტერიტორიებზე ყოფნას იმით, რომ საქართველო თავდასხმას აპირებს, მაგრამ ამით არაფერი გამოვა. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები – რუსეთი იფერებს ჩვენ განცხადებას. სადმე გაგიგიათ, რომ რუსეთს ეთქვას: რა საშინელებაა, საქართველო ოკუპანტობას რომ მაბრალებს. რუსეთს მოსწონს ოკუპანტობა. თუ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიებს ოკუპირებულად, ეს იქნება ათასჯერ უფრო მნიშნელოვანი, ვიდრე საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადება. რამდენად არის შესაძლებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან ოკუპირების აღიარება? ღმერთმა ქნას! ეს უფრო სერიოზულია. როდესაც აღიარებს, ვალდებული იქნება, რომ აღიარების რეალიზაცია მოახდინოს. ვინც აღიარებს, ის თავისი აღიარების მძევალი ხდება. თუმცა თავისთავად აღიარება არ არის 100%–ანი გარანტი, მაგრამ ძალიან კარგია. თუ ევროკავშირი აღიარებს, მაშინ მან ოკუპაცია დეოკუპაციად უნდა აქციოს. ამიტომ მეშინია, რომ ევროკავშირი ამას არ გააკეთებს. თქვენ თქვით, რომ ახლა, განცხადების ნაცვლად, სხვა რამ არის გასაკეთებელი, რას გულისხმობთ კონკრეტულად? ახლა საჭიროა მეტი ყურადღება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. ადმინისტრაციული საზღვრები უნდა გაიხსნას, რათა მიეცეთ მათ საშუალება იარონ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. კარგი იქნება, თუ მათ ხელთ არსებულ ადგილობრივ დოკუმენტებს მივიღებთ, კი არ ვაღიარებთ, მივიღებთ. მაგალითად, თუ ადამიანები საქართველოში მკურნალობენ, ისინი იძულებული არიან დევნილის სტატუსი აიღონ ან საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ, მაგრამ როდესაც უკან ბრუნდებიან, ამ დოკუმენტებს ყრიან. თუ მათ ეცოდინებათ, რომ აფხაზური პასპორტებით ვუმკურნალებთ, უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. არის სიმკაცრე, ადამიანებს გადმოსვლის საშუალება არ აქვთ. საჭიროა მათი ტკივილების გააზრება, მაგალითად, ოსები ეძებენ დაკარგულ ადამიანებს საქართველოს ტერიტორიაზე,არსებობს უამრავი მონაცემები, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ. ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მათი ნდობა დავიბრუნოთ. ეს არ ხდება ერთ დღეში, მაგრამ დღეს თუ დავიწყებთ, 5 წელიწადში შესაძლოა, რაღაცას მივაღწიოთ. პაატა ზაქარეიშვილი: პარლამენტის და საკრებულოს ყოფილი წევრი. შერიგების რესურსების ცენტრის მრჩეველი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და ქართულ-აფხაზური ტრანსფორმაციის კოორდინატორი ; 1990 წლიდან – საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ქართულმა ღვინომ კანადაში გამართულ ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე მოწონება დაიმსახურა. როგორც “მედიანიუსს” სოფლის… ლინკი მედიანიუსზე