planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მას შემდეგ, რაც ეროვნული ფორუმის ლიდერმა პარლამენტთან შეკრებილ ხალხს დაშლისკენ მოუწოდა, ხალხში უკმაყოფილო შეძახილები გაისმა. "რას აკეთებ, თუ ძმა ხარ", "სად წავიდეთ ახლა ჩვენ","ამდენი ხანია, აქ ვართ და რისთვის მოვედით","გზის ფულს რომ ვხარჯავთ წასვლა–მოსვლაში, რისთვის ვხარჯავთ, საერთოდ",–ეს ის სიტყვები იყო,რასაც ხალხის უკმაყოფილო ნაწილი ამბობდა. დღეს სახალხო კრებას მიტინგის სახე მიეცა. ამ განცხადებას ჯერ კიდევ გუშინ ავრცელებდნენ ლიდერები. გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დღეს ტრაფარეტები,სადაც სხვადასხვა რეგიონების სახელები ეწერა, არსად ჩანდა. შეკრებილი ადამიანები ორად გაიყვნენ. ერთი ნაწილი ეკა ბესელიასთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადავიდა მიტინგის გასაგრძელებლად, მეორე ნაწილი კი პარალმენტთან დარჩა. დარჩენილ ნაწილს კახა შარტავამ დაშლისკენ მოუწოდა. "წაბრძანდით ახლა სახლში, დღეს აქ არაფერი ისეთი არ მოხდება",–განაცხადა კახა შარტავამ შეკრებილს დასასრულს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დეკემბრიდან წყლის მაქსიმალური ტარიფი ერთ სულზე 2.40-დან 3.15 ლარამდე გაიზრდება . ასევე, 10 თეთრით გაიზრდება ავტობუსისა და მეტროს მგზავრობის ღირებულება. როგორც მერიაში აცხადებენ, შეღავათები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ძალაში რჩება. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/aqcia241-150x150.jpgპარლამენტიდან საპროტესტო აქციამ საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ გადაინაცვლა. ამ წუთებში ხუთასამდე ადამიანი საპროტესტო მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლისკემ მიემართება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციები პირდაპირ ეთერში უნდა აჩვენოს. “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მათ აქვთ მოთხოვნა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციები პირდაპირ ეთერში აჩვენოს. მისი თქმით, ხალხი ოპოზიციაზე რადიკალურადაა განწყობილი და უმჯობესია მათ ხალხს მოუსმინონ. ბესელის აცხადებს, რომ გუშინდელი აქცია არცერთი ტელეკომპანიის მიერ საფუძვლიანად არ იყო გაშუქებული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/aqcia333-copy3-150x150.jpgპარლამენტის წინ ამ წუთებში შეკრებილმა საზოგადოებამ რუსთაველის გამზირი გადაკეტა. აქციას შემოუერთდნენ “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ირაკლი ბათიაშვილი “ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა და ეკა ბესელია. ეკა ბესელიას განცხადებით, მათ აქვთ მოთხოვნა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციები პირდაპირ ეთერში აჩვენოს. მისი თქმით, ხალხი ოპოზიციაზე რადიკალურადაა განწყობილი და უმჯობესია მათ ხალხს მოუსმინონ. ბესელის აცხადებს, რომ გუშინდელი აქცია არცერთი ტელეკომპანიის მიერ საფუძვლიანად არ იყო გაშუქებული. ამ წთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს და ხალხს ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54068.jpgპოლიციამ ყაზბეგის გამზირის 43-ში მდებარე ლომბარდზე განმეორებითი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე არმაზ ხარძიანი დააკავა. View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01750/hodgson_1750187c.jpg როი ჰოჯსონს ტოტენჰემთან მატჩის წინ ტორესის და ნგოგის “წყვილის” იმედი აქვს… ლივერპულის კაპიტნის ტრამვის გამო ჰოჯსონი იძულებული გახდა ტაქტიკა შეეცვალა და 4-5-1 დან 4-4-2ზე გადაყევანა გუნდი. სტივის ნაცვლად კი დავიდ ნგოგი დაეყენებინა ძირითადში. როგორც აღმოჩნდა ელ ნინიოს და ნგოგის წყვილი არც ისე უშედეგო არ ყოფილა. მართალია არც ერთს არ გაუტანია ვეთ ჰემთან, მაგრამ მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს… “კარგია რომ ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით და ამით კმაყოფილი ვარ, რადგან სეზონის ნებისმიერ პერიოდში ეს საკმაოდ დადებითი შედეგია, მაგრამ თუ ტოტენჰემთან წავაგებთ, მაშინ უკვე 2 მარცხი გვექნება ბოლო 9 თამაშში, ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს” – განაცხადა როი ჰოჯსონმა – “ჩვენ ტოტენჰემის წარმატებული სერიის შეწყვეტა გვსურს და ვფიქრობ ტორესი და ნგოგი დაგვეხმარებიან ლონდონელებისთვის სურპრიზის მოწყობაში…” “ტოპ კლუბებეთან არც ისე ადვილია გასვლაზე თამაში და ვფიქრობ დროა ვაღიაროთ, რომ ტოტენჰემი უკვე ის კლუბი აღარაა, რაც რამოდენიმე წლის წინ იყო… სხვა რომ არაფერი მათ ხომ უკვე დაამრცხეს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი” “ამ სეზონში პრემიერლიგაში ბევრად გაიზარდა მოწინააღმდეგე გუნდების დონე და გასვლაზე თამაში უკვე ძალიან რთულია. (ლივერპულმა ბოლო 26 გასვლიდან მხოლოდ 6 მოიგო პრემიერლიგაზე), თუმცა თუ ისეთივე თამაშს ვაჩვენებთ როგორც ვესთ ჰემთან, შედეგის მიღწევა ნამდვილად შეგვიძლია…” View the full article
-
http://b.pix.ge/b/ihmwt.jpg “რომას” ხელმძღვანელობამ “ლივერპულს” ერთდროულად პასუხიც გასცა და წინადადებითაც კი მიმართა- ისინი მზად არიან მექსე კიუტის სანაცვლოდ დათმონ. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ინგლისელებმა იტალიელებს ფილიპ მექსეს თაობაზე მიმართეს. მექსე ცენტრალური მცველია და მის სანაცვლოდ როი ჰოჯსონმა ცოტა ხნის წინ თანხაც კი გაამზადა მის შესაძენად. 28 წლის ფრანგი მცველი, საკმაოდ ნორმალურ სეზონს ატარებს აპენინელთა შემადგენლობაში. ის ბოლო დროს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც კი გამოიძახეს. http://b.pix.ge/a/fkagy.jpg კიუტი ზაფხულში მის ყოფილ ბოსს, რაფაელ ბენიტესს უნდოდა, მაგრამ შეთანხმება ჩაიშალა, რადგან ჰოჯსონი ჰოლანდიელი შემტევის სანაცვლოდ 20მილიონს მოითხოვდა, ხოლო რაფას ამდენის გადახდა არ უნდოდა. ასეა თუ ისეა, კიუტი საბედნიეროდ ინგლისში დარჩა. კლაუდიო რანიერის თქმით, მისი გუნდის ტაქტიკური შემადგენლობის მხრივ, ზუსტად ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც 30 წლის ნიდერლანდელია. http://cdn.caughtoffside.com/wp-content/uploads/2010/04/3_4348_Mirko_Vucinic.jpg “რომა” მზადაა ამ ტრანსფერში მარკო ვუჩინიჩიც გამოიყენოს, ოღონდ ამ შემთხვევაში “წითლებს” ცოტაოდენი თანხის დამატება მოუწევთ. ვუჩინიჩს ბევრი თაყვანისისმცემელი ჰყავს ინგლისში, კერძოდ კი მანჩესტერიდან და ლივერპულიდან. გვერდი მომზადებულია Daily Mail-ის მიერ View the full article
-
პორტუგალიამ მე-16 საუკუნეში, ამერიგო ვესპუჩის სამოგზაუროდ გაგზავნის შედეგად, ამერიკას სახელი აჩუქა. 21-ე საუკუნეში კი იმ სამიტს უმასპინძლა, რომელიც მიზნად ატლანტიკური თანამშრომლობის “გამოცოცხლებას” ისახავს. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/baindurashvili9-150x150.jpgფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთი საგრძნობადაა შემცირებული. ამის სესახებ განცხადება მან დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მინისტრმა ამის დასტურად ის სტატისტუკური მონაცემები დაასახელა, რაც საკონტროლო შესყიდვებისა და შემდგომ გამოვლენილი დარღვევების შედეგად გამოიკვეთა. მინისტრის ინფორმაციით, საკონტროლო შესყიდვების შედეგად გამოვლენილმა დარღვევებმა და დაჯარმებმა 2009 წლის 10 თვეში 60 % შეადგინა, ხოლო 2010 წლის თვეში დაჯარიმებები 10 %-მდეა დასული. “სხვადასხვა ინიციატივებსა და ეკონომიკური გაჯანსაღების შედეგად გადასახადის გადახდის კულტურა უკეთესად ჩამოყალიბდა და ჩვენ გადასახადების მობილიზებისათვის ნაკლები ადმინისტრირების გატარება გვჭირდება. ბუნებრივია, რაც უფრო ნაკლებია შემოწმებულ მეწარმეებს შორის დაჯარიმებულ მეწარმეთა რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ გასატარებელი საგადასახადო იძულებითი ღონისძიებები ნაკლებია. 2009 წელს 10 შემოწმებული ადამიანებიდან 6 ჯარიმდებოდა, ხოლო 2010 წელს 10 შემოწმებული ადამიანიდან მხოლოდ 1 დაჯარიდა”, _ განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა. ფინანსთა მინისტრი ადმინისტრირების წნეხის შემცირებას ორ ფაქტორს უკავშირებს. ერიტა – გადამხდელების მხრიან თანხების ნებაყოფლობითი გადახდა და მერე – შემოსავების სამსახურის მხრიდან ბიზნესისათვის დამატებითი სერვისებისა და სხვადასახა ტიპს სიახლეების შეთავაზება. იხილეთ epn.ge
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2009/12/14/article-0-072FC48C000005DC-354_468x286.jpg “ჩაქუჩების” ფორვარდი კარლტონ კოული თავის მომავალ გზას ლივერპულს უკავშირებს, რადგან ვესთ ჰემის მწვრთნელთან, ავრაამ გრანტთან პრობლემები აქვს … გრანტს 27 წლის ინგლისელის ფორმაში ეჭვი ეპარება და ძალიან ხშირად სათადარიგოთა სკამიდან აყურებინებს მატჩებს, რაც კარლტონის გაღიზიანებას იწვევს. დადასტურებულია ის ფაქტი, რომ კოული ჯერ კიდევ რაფა ბენიტესის პერიოდში იყო ლივერპულის სამიზნე და ვესთ ჰემთან მატჩის წინ კი თავად როიმაც განაცხადა რომ კარლტონი ზაფხულში აქტიურად განიხილებოდა როგორც ლივერპულისთვის შესაძლო ტრანსფერი… იანვრამდე კი ერთი თვე რჩება… წყარო: Metro.co.uk View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/baindurashvili8-150x150.jpgფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხაზინის დეპოზიტმა მაქსიმალურ ზღვარს, 1 მლრდ. ლარს გადააჭარბა. მინისტრის გამარტებით, ხაზინის დეპოზიტზე არსებული თანხა საქართველოსათვის რეკორდული მაჩვენებელია. “ეს არის ხაზინის დეპოზიტები, რომელიც ხაზინას უგროვდება შემოსავლებიდან, მათ შორის ჭარბი შემოსავლების შედეგად. ნაშთი როგორც წესი 400 მლნ ლარს არ აღემატებოდა და 15 ნოემბრის მდგომარეობით 1 მლრდ ლარს გადააჭარბა”- განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოებაში ხშირად იყო საუბრები, რომ ბიუჯეტს უჭირდა. “თუმცა გეტყვით, რომ ამ დროისათვს ხაზინაში არსებული ნაშთები საკეთესო მაჩვენებელია”, _ აღნიშნა მიისტრმა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ყველა ის რისკი, რომელიც თავის დროზე მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა წარმოქმნა და რომელიც გარკვეულწილად 2010 წელსაც გრძელდებოდა, მოხსნილია. “საგადასახადო შემოსავლებს არანაირი პრობლეა არ ემუქრება და ამ მიმართულებით მატერიალურ რისკებს ვერ ვხედავთ”- აღნიშნა ბაინდურაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://a.pix.ge/q/rpwhr.jpg “ასტონ ვილას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟერარ ულიემ თავისი წამყვანი ფეხბურთელის ნაცვლად £ 80 მილიონი მოითხოვა. როგორც იცით ინგლისელი გარემარბით ორი უძლიერესი ინგლისური კლუბი, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი. 24 წლის ფეხბურთელს ბირმინგემელებთან კონტრაქტი ჯერ კიდევ 18 თვე აკავშირებს. ვნახოთ მიიღებს თუ არა ჯონ ჰენრი ამ შემოთავაზებას, რაც სიმართლეს 1%-იც კი არ შეესაბამება. გვერდი მომზადებულია Goal.Com-ის მიერ View the full article
-
სახალხო კრების მონაწილეები პარლამენტთან აღარ არიან. აქცია ამ დროისთვის აღარ მიმდინარეობს. მონაწილეთა ნაწილი, ეკა ბესელიასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწებლის შენობასთან გადავიდა, კრების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების მოთხოვნით. სახალხო კრება დღეს, 2 საათზე, დაიწყო. დღესვე მოხალისეები ე.წ. სახალხო პატრულში გაწევრიანდნენ. სახალხო კრების მონაწილეთა ნაწილი არ გაყვა ეკა ბესელიას. ეროვნული ფორუმი პარლამენტთან დარჩა. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრება და როგორ გაგრძელდება სახალხო კრებაზე შეკრებები, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დღესვე კრების წარმომადგენლები მოითათბირებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://cdn.wn.com/pd/7b/34/00cbbe329c6405ad9a83853d6891_grande.jpg კრისტიან პაულსენის აზრით ერთად შეკრულ ლივერპულს კვირას ტოტენეჰმის დამარცხება შეუძლია… არსენალის გასვლაზე დამარცხებით და ვერდერთან 3-0 მოგების შემდეგ არაჩვეულებრივ განწყობაზე მყოფი ტოტენჰემის ფეხბურთელები კიდევ ერთი გრანდის, ლივერპულის დამარცხებზე ფიქრობენ. “ლონდონელები კარგ ფორმაში არიან, რის გამოც მომავალი შეხვედრა ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება, თუმცა რთულად გადასალახი. ეს გასვლითი შეხვედრაა, მაგრამ კარგი თამაშით შეგვიძლია წარმატების მიღწევა ვაით ჰართ ლეინზე” – განაცხადა დანიის ნაკრების კაპიტანმა და ჰოჯსონის “შეგირდმა” კრისტიან პაულსენმა “ჩვენ ახლა მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, რადგან სტივენ ჯერარდის არ ყოფნაში თითოეულ ფეხბურთელს ბევრად მეტი მოეთხოვება…” “ტოტენჰემის ვარსკვალი, გარეთ ბეილი შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ ვფიქრობ მის შეჩერებას შევძლებთ და ჩვენი კართან ახლოსაც არ მივუშვებთ…” – აღნიშნავს პაულსენი კრისტიანმა ვესთ ჰემთან წინა ტურში ძირითადში ითამაშა და ცუდი შთაბეჭდილებაც არ დაუტოვებია. პრესის შეფასებით ეს მისი საუკეთესო თამაში იყო წითლებში გადმოსვლის შემდეგ და როგორც ჩანს დანიელი პრემიერლიგასთან ადაპტაციაში პროგრესს განიცდის… View the full article
-
http://ngepress.com/wp-content/uploads/2009/08/Tottenham-Hotspur-Vs-Liverpool.JPGგთავაზობთ ამ დაპირისპირების სტატისტიკას და ფაქტებს. ჯეიმი კარაგერისთვის “ტოტენჰემთან” საკვირაო დაპირისპირება 450-ე იქნება “ლივერპულის” მაისურით პრემიერლიგურ შეხვედრებში. ლონდონში: “ლივერპული” (20 მოგება, 15 ფრე, 32 წაგება). საერთოდ: “ლივერპული” (63 მოგება, 34 ფრე, 37 წაგება). წინა სეზონში ეს გუნდები “უაით ჰართ ლეინზე” პირველივე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც მასპინძლებმა გამარჯვება იზეიმეს. ბენუა ასოუ ეკოტომ თავისი პირველი გოლი გაიტანა “ტოტენჰემის” მაისურით. ამის შემდეგ სტივენ ჯერარდმა 56-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, თუმცა 3 წუთის შემდეგ სებასტიან ბასონგმა მისთვის სადებიუტო შეხვედრაში ლონდონელებს გამარჯვება მოუტანა. “ენფილდზე” იანვარში “ლივერპულმა” რევანში აიღო დირკ კუიტის გოლების წყალობით. ჰოლანდიელმა დუბლის შესრულება მოახერხა. “ლივერპულმა” “ტოტენჰემი” ყველაზე დიდი ანგარიშით 1975 წლის დეკემბერში დაამარცხა (4:0), ხოლო “უაით ჰართ ლეინზე” ყველაზე დიდი ანგარიშით 1963 წლის აპრილში წააგო (2:7). მხოლოდ ორ “ლივერპულის” ფეხბურთელს აქვთ შესრულებული ჰეთ-თრიკი “ტოტენჰემის” წინააღმდეგ. ესენი არიან ბილი ლიდელი და როჯერ ჰანტი, შესაბამისად 1951 და 1964 წლებში. არცთუ სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს “ტოტენჰემთან” ჯეიმი კარაგერს. მან სამი ავტოგოლის გატანა “მოახერხა” საკვირაო მეტოქის კარში, აქედან ორი – “უაით ჰართ ლეინზე”. როგორც უკვე ვახსენეთ, კარაგერი თავის 450-ე შეხვედრას ჩაატარებს კვირას და გახდება “წითლების” ისტორიაში მე-8 ფეხბურთელი, ვინც აღნიშნულ ციფრს უწია. აღსანიშნავია პეპე რეინას ფაქტორიც. თუკი ესპანელი კიპერი მოახერხებს და კვირას კარს “მშრალად” შეინახავს, ეს იქნება მისი მე-100 მატჩი, რომელსაც გოლგაუშვებლად ითამაშებს. კვირას რეინასთვის 197-ე შეხვედრაა პრემიერლიგის ეგიდით “ლივერპულის” მაისურით. დავიდ ნ’გოგი თავის 50-ე პრემიერლიგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, თუკი მოედანზე გასვლის საშუალება მიეცა. ჩრდილოეთ ლონდონში უკანასკნელი 8 შეხვედრიდან “წითლებმა” შვიდჯერ მოახერხეს გატანა. უკანასკნელ 18 საშინაო პრემიერლიგურ მატჩში, ლონდონელები მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. ეს “უიგანმა” მოახერხა აგვისტოს ბოლოს. View the full article
-
პირველი მგზავრობის ღირებულება 10 თეთრით გაიზრდება, თუ საკრებულომ მერიის მიერ შეტანილი ინიციატივა დაამტკიცა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის სატრანსპორტო საშუალებებზე ფასის ათი თეთრით გაზრდა ძალაში 1 დეკემბერს შევა, თუ საკრებულომ დაამტკიცა, ხოლო 6 დეკემბრიდან ახალი ტარიფი ამოქმედდება. 40 თეთრის ნაცვლად, მგზავრობა ყვითელი ავტობუსებით და მეტროსადგურით 50 თეთრი გახდება. გაძვირებული ტარიფი იმოქმედებს მათთვის, ვინც არ სარგებლობს საშეღავათო ტარიფით. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუდენტები, სოციალურად დაუცველები, მოსწავლეები და ყველა ის კატეგორია, რომელიც მერიისგან საშეღავათო ტარიფით სარგებლობს, ამავე ტარიფით ისარგებლებს მომავალშიც. პირველი მგზავრობა მათთვის, ვინც ელექტრონული ბარათით სარგებლობს, იქნება 50 თეთრი, მეორე მგზავრობა –30, ხოლო ყოველი მომდევნო 20– თეთრი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
რუბრიკა: ასე იყო 200 წლის წინ, ასეა დღეს, რa იქნება ხვალ?რადიო "ეხო კავკაზას" ცნობით 16 ნოემბერს სოხუმის ცენტრში ასობით მუსულმანმა აღნიშნა ყურბან ბაირამის ტრადიციული დღესასწაული. ვინაიდან აფხაზეთში მეჩეთი არ არსებობს, ხოლო პატარა სამლოცველო სახლმა ყველა, მსურველი ვერ დაიტია ბევრ მორწმუნეს სალოცავი ხალიჩის გაშლა პირდაპირ ასფალტზე მოუწია.მორწმუნეების რაოდენობა აფხაზეთში ყოველწლიურად იზრდება და მეჩეთის აშენების აუცილებლობა ძალიან დიდია_განუცხადა ჟურნალისტებს აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
სახალხო კრებაზე შეკრებილი ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. ეკა ბესელიას მოწოდებას, პირველ არხთან გადანაცვლების შესახებ, შეკრებილების ნაწილი დაეთანხმა. შესაბამისად, კრებაზე შეკრებილ ადამიანებს, მათი ნაწილი გამოეყო და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ დაიძრა. პარლამენტთან დარჩენილ ხალხის ნაწილს, ეროვნულმა ფორუმმა დაშლისკენ მოუწოდა. მათ ხალხს უთხრეს,რომ მოითათბირებენ და გადაწყვეტილებას შემდგომ შეატყობინებენ. ხალხის ნაწილი, უკმაყოფილოა. ნეტგაზეთთან საუბარში ისინინ ამბობენ,რომ ორი დღეა "ტყუილად დგანან". პარლამენტთან სახალხო კრების აქცია,ნელ–ნელა იშლება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ქართულ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული პარაფსიქოლოგიის მამად აღიარებული ირაკლი ლომაია გარდაიცვალა. ჟურნალისტებს საზოგადოების წევრებმა უკვე მერამდენედ მოგვმართეს და გვთხოვეს გაგვეცა პასუხი კითხვაზე მართლა გარდაიცვალა თუ არა ლომაია. გაზიარება [13:36 26-11-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TO9_FdhWCHI/AAAAAAAAEPA/m4jW2FWiL7U/s200/DSC00076.JPGჟურნალი "ღია ბოქლომი" პარაფსიქოლოგის ახლობლებს დაუკავშირდა, როგორც გაირკვა ირაკლი ამჟამად საბერძნეთში იმყოფება და თავს მშვენივრად გრძნობს... ირაკლი ლოამაია, საზოგადოებას ბოლო პერიოდში, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" დაპირისპირებით და გადაცემა "სიმართლის დროში" სკანდალური გამოსვლით დაამახსოვრდა. ლომაიამ გაზეთს სასამართლო პროცესი მოუგო და "მედია პალიტრის" წინააღმდეგ სარჩელი თვადაც შეიტანა. ირაკლი ლომაია საქართველოში ცნობილი მკურნალი პარაფსიქოლოგია. იგი განსაკუთრებით პოპულარულია იმ ათასობით ადამიანს შორის, რომლებიც სასიკვდილო სენისგან განკურნა.... http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
სახალხო კრებაზე შეკრებილებს ეკა ბესელიამ მოუწადა, რომ საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააგრძელონ. ეკა ბესელიას თქმით, პირველმა არხმა გუშინდელი საპროტესტო აქციის გაშუქებისას შეკრებილი ხალხის რაოდენობა არ აჩვენა სათანადოდ. "მოვითხოვოთ სახალხო კრების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება"–ამ სიტყვებით მიმართა ეკა ბესელიამ სახალხო კრების მონაწილეებს. საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კრების პირდაპირ ეთერში ტრასლირებაზე უარი კრების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს. კრების წარმომადგენელი ნონა გაფრინაშვილი, რომელიც გია ჭანტურიას ესაუბრა, ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელობამ პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაზე უარი ფორმატის მიზეზით განაცხადა. სახალხო კრება უკვე მეორე დღეა პარლამენტის შენობასთან იმართება. დღეს კრება ორ საათზე დაიწყო. შეკრებილები ეკა ბესელიას გამოსვლამდე ლექსებს კითხულობდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ე. წ. ეკონომიკისა და ჯანმრთელობის მინისტრები ქრისტინა ოზგანი და ზურაბ მარშანია მოსკოვში იმყოფებოდნენ და რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშენკოს მიერ მოწვეულ თათბირში ღებულობდნენ მონაწილეობას, წერს „აპსნიპრესი“.თათბირზე აფხაზეთში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის და ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროების თავიდან აცილების, აგრეთვე პროდუქტების და სხვადასხვა ნაწარმის რუსეთში ექსპორტისას ინფექციის გადატანის აღკვეთის გზების ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის შეიარაღებული ძალების დაფინანსება სამჯერ გაიზრდება. როგორც “კომერსანტი” იუწყება, ამის შესახებ რუსეთის მთავარსარდალმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ 2011 წლიდან ეროვნული თავდაცვის დაფინანსების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 2,8 %-ს შეადგენს.“უახლოეს წლების განმავლობაში, კერძოდ, მიმდინარე წლიდან 2020 წლამდე ეროვნული შეიარაღებული ძალების დაფინანსება ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 2,8 %-ით შენარჩუნდება. ეს მნიშვნელოვანი თანხაა და ამ პროგრამის შედეგად სამხედროები... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე