planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/baramia1-150x131.jpgაშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთიდან დევნილებს ნიუიორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში შეხვდა. შეხვედრას საქართველოს გენერალური კონსული ნიუ–იორკში ირაკლი ჟორდანია ესწრებოდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებთან ერთად ხელი მოაწერა გრაგნილს, რომელიც ცივილიზებული სამყაროს მიმართ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართვას ასახავს. გრაგნილი რამდენიმე დღეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გადაეცემა. „ჩვენი შეხვედრის მიზანია დევნილების ყველა პროცესში ჩართულობა. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად ამ აქციაში მივიღე მონაწილეობა. ეს არის კიდევ ერთი მესიჯი, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ის დესტრუქციული ქმედება, რასაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორცილებს“–განაცხადა დევნილებთან შეხვედრისას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბარამია ასევე ნებრასკას შტატის გუბერნატორს რიკი შიჰის შეხვდა,სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ნებრასკას უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას კი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებისთვის გაცვლითი პროგრამების საკითხი განიხილა. ვიზიტის ფარგლებში, აფხზეთის მთავრობის დელეგაციამ შეხვედრა ამერიკელ მილიარდერთან ტონი დუნკანთანაც გამართა, რომელმაც საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით საქართველშო ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/alasnnaniairakli-150x150.jpg,,თავისუფალი დემოიკრატები” თბილისში ელექტრო და მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფების ზრდას აპროტესტებენ. ამის შესახებ, ,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ჩვენ ელექტრო და მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, ხალხის პროტესტს ვუერთდებით და მივიჩნევთ, რომ ეს არის კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოების ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს,”-განაცხადა ალასანიამ. როგორც ცნობილია, 29 ნოემბერს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად შევა პროექტი, რომლის მიხედვითაც თბილისში ელექტრო და მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი 10 თეთრით გაიზრდება. იხილეთ epn.ge
-
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში ,, ერთიანმა რუსეთმა” შეიტანა კანონპრექტი, რომელიც ამკაცრებს პასუხისმგებლობას ჟურნალისტებზე თავდასხმისათვის,- იტყობინებიან რუსეთის მედია-საშუალებები.როგორც აღინიშნება, შეთავაზებულია სისხლის სამართლის დადგომა თვით ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების ფაქტის არსებობისას - 2-დან 5 წლამდე ციხე, მაგრამ თუ დანაშაული ჩადენილია სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მაშინ დამნაშავეებს დაემუქრება თავისუფლების აღკვეთა 6-დან 15-წლამდე.ამ კანონპ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/alasania-irakli3-150x150.jpg,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანიას განცხადებით, აშშ-ში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებენ. ამის შესახებ ალასანიამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალასანიას თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფოლს და ბარაკ ობამას მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ელისაბედ-შერვუდ რანდალს საარჩევნო გარემოზე, საკონსტიტუციო რეფორმებზე, ხელისუფლებასთან დაწყებულ მოლაპარაკებესა და ბიზნესის შევიწროებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე ისაუბრა როგორც ალასანიამ აღნიშნა, იგი ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწეიფო მდივნის თანაშემწეს თინა ქეიდენაუს შეხვდა, რომელთანაც შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო გარემო და მედიის თავისუფლების საკითხები იყო. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში ალასანია ვაშინგტონში ბრუკინსგის ინსტიტუტის, NDI-ის, IღI-ის, NED-ის, Fრეედომ ჰოუსე-ის ხელმძღვანელებს შეხვდა. ასევე სიტყვით გამოვიდა ჯორჯ ვაშინგტონის, ატლანტის საბჭოსა და კოლუმბიის უნივერსიტეტში. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას ვიზიტი აშშ-ში 13 ნოემბერს დაიწყო და 23 ნოემბრამდე გაგრძელდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_12402-150x150.jpg,,სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, გრანდიოზული კრება შედგა და არავითარ ავანტურაზე წასვლა არ შეიძლბა. მისი თქმით, მთელმა საქართველომ უნდა დაიჯეროს ,,სახალხო კრების” და გამოვიდნენ ქუჩაში. ,,ჩვენ გვჭირდება მოხალისეები, მთელმა საქართველომ უნდა დაიჯეროს ჩვენი და გამოვიდნენ ქუჩაში. Uუმსხვერპლოდ უნდა გავანთავისუფლოდ ქვეყანა ახლანდელი ხელისუფლებისაგან. აქამდე კრება არ არსებობდა, პირველად შედგა გუშინ და საჯაროდ შემუშავებული იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, როგორ უნდა ვიმოქმედოთ და რა უნდა გავაკეთოდ,”- განაცხადა ბათაშვილმა. ასევე მან დასძინა, რომ პოცესი არ არის შეჩერებული, გრძელდება და ,,ჩვენ გსურს მალე მივიდეთ დასასრულამდე”. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/83855-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გახსნა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. რესტავრატორების გადაწყვეტილებით, ეკლესიას ძველი იერსახე დაუბრუნდა და აღდგენილია კომუნისტების დროს განადგურებული უნიკალური გუმბათი. ამ ეკლესიაში მოღვაწეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. “დღეს საქართველო ცდილობს გავიდეს სამშვიდობო გზაზე. წმინდა ნიკოლოზი ჩვენი განსაკუთრებული მფარველია და შეგვეწევა ჩვენ და სრეულიად საქართველოს”, – აღნიშნა კათოლიკოს პატრიარქმა და მიხეილ სააკაშვილს სულიერი პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, საჩუქრად ჯვარი გადასცა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მისი დიდი ღვაწლისათვის. “მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ყველგან სადაც მივდივარ, ყოველთვის როცა წინ რთული გამოცდა მელის, ვამოწმებ თქვენს ნაჩუქარ ჯვარს, რომელიც ყოველთვის თან მაქვს. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი სულიერი გზა, გზას მინათებს არა მარტო მე, არამედ მთელ მსოფლიოში გაბნეულ ჩვენს თანამემამულეებს.”- განაცხადა პრეზიდენტმა. ტაძარი 1865 წელსაა აგებული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/alasania112-150x150.jpg“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, ხალხს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის სხვა ალტერნატივა დაანახოს, არაგულწრფელია საკუთარი ხალხის წინაშე. მისი თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” თავიდანვე აღნიშნავდნენ, რომ სახალხო წარმომადგენლობითი კრება უპერსპექტივო იქნებოდა. “ხალხს უფლება აქვს, შეიკრიბოს და პროტესტი გამოხატოს. მე დიდ პატივს ვცემ ხალხის პროტესტს, თუმცა ეს გზა შედეგების მომტანი ვერ იქნება. ერთადერთი სწორი გზა, ეს არის საარჩევნო გარემოს შეცვლა და არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება. სხვა გზა არ არსებობს”-აღნიშნა ალასანიამ. მისი თქმით, დღეს მთავარია, პოლიტიკური პარტიები კონცენტრირებული იყვნენ კონკრეტულ საკითხებზე, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. “ეს ეხება ზეწოლას მცირე, საშუალო და სხვა დონის ბიზნესებზე, ასევე, უმუშევრობის ფაქტორს”, – განაცხადა ალასანიამ. იხილეთ epn.ge
-
http://s010.radikal.ru/i314/1011/44/9e2098e1f949.jpg გთავაზობთ მერსესაიდელთა ვარჯიშის ფოტოებს მელვუდიდან… http://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs580.ash2/150272_105672472838824_100001882144565_42554_4896650_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs992.snc4/76557_105672499505488_100001882144565_42555_5085081_s.jpghttp://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs609.ash2/156169_105672546172150_100001882144565_42557_5661485_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1209.snc4/156140_105672556172149_100001882144565_42558_2552865_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs586.ash2/150888_105673006172104_100001882144565_42578_5984980_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs599.ash2/155159_105673029505435_100001882144565_42579_521071_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs607.ash2/155931_105673049505433_100001882144565_42580_3907505_s.jpghttp://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs608.ash2/156018_105673146172090_100001882144565_42584_1819830_s.jpghttp://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs606.ash2/155830_105673112838760_100001882144565_42583_7938436_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs985.snc4/75878_105673072838764_100001882144565_42581_1709537_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1172.snc4/154485_105673092838762_100001882144565_42582_216859_s.jpghttp://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1192.snc4/154445_105672576172147_100001882144565_42559_5765488_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1189.snc4/154176_105672599505478_100001882144565_42560_2291978_s.jpghttp://photos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs594.ash2/154627_105672619505476_100001882144565_42561_5764017_s.jpghttp://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs480.ash2/75325_105673182838753_100001882144565_42585_1041299_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1213.snc4/156507_105672636172141_100001882144565_42562_5059315_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs955.snc4/74889_105672656172139_100001882144565_42563_322183_s.jpghttp://photos-c.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1144.snc4/148613_105672676172137_100001882144565_42564_4546325_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs996.snc4/76928_105672699505468_100001882144565_42565_837764_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1138.snc4/150029_105672716172133_100001882144565_42566_4052175_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1119.snc4/148161_105672749505463_100001882144565_42567_5069067_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs605.ash2/155759_105672782838793_100001882144565_42569_4781520_s.jpghttp://photos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs975.snc4/76810_105672832838788_100001882144565_42571_1431625_s.jpghttp://photos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs992.snc4/76565_105672886172116_100001882144565_42572_4373730_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs965.snc4/75825_105673206172084_100001882144565_42586_5344838_s.jpghttp://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs993.snc4/76637_105672919505446_100001882144565_42573_6099760_s.jpghttp://photos-d.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash2/hs478.ash2/75134_105672932838778_100001882144565_42574_5969873_s.jpg<br style="clear: both" /> http://photos-h.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1186.snc4/150809_105672956172109_100001882144565_42576_1869537_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1213.snc4/156548_105672992838772_100001882144565_42577_7509640_s.jpghttp://photos-b.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/hs1123.snc4/148589_105672766172128_100001882144565_42568_8354546_s.jpg<br style="clear: both" /> Generated by Facebook Photo Fetcher View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg დენ ალექსი სტრასბურგი – საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 23 ნოემბერს ევროპის პარლამენტში მგზნებარე სიტყვით გამოსვლისას, კრემლთან პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა ”მე ქალბატონებო და ბატონებო, მზად ვარ ღრმა, ყოვლისმომცველი დიალოგისთვის ჩემს რუს კოლეგასთან” – აცხადებდა სააკაშვილი – ”ჩვენ რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დღევანდელი მიმართვა რუსეთის ფედერაციას დაარწმუნებს და ის შეწყვეტს ამ დისკუსიათა ბლოკირებას, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება პოლიტიკური დიალოგი”. სააკაშვილმა სთქვა, რომ მან გააცნობიერა საქართველოს შეცდომები, რომლებიც არ დაუსახელებია და კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ საქართველო არ მიმართავს ძალას, გარდა „იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს იმ დანარჩენ ტერიტორიაზე, რომელიც 80%-ს შეადგენს და რომელიც საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ რჩება, ახალი შეტევა და თავდასხმა არ განხორციელდება”. სააკაშვილმა ევროკავშირის პარლამენტს მიმართა თხოვნით რუსეთის ყოფნა სეპარატისტულ ქართულ რეგიონებში, სამხრეთ- ოსეთსა და აფხაზეთში ”არაკანონიერად” გამოაცხადოს. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორ სეპარატისტულ რეგიონს ფაქტიურად არ მიუღია არავითარი საერთაშორისო აღიარება, რუსეთის გარდა დსთ-ს არც ერთი ქვეყნიდან. მან განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციამ, „ზოგიერთის გასაკვირად და გასაშმაგებლად ერთ რამეზე მიანიშნა – ძველი დრო ნამდვილად დასრულდა. ამან აჩვენა, რომ საბჭოთა ეპოქის ყოფილი დატყვევებული ქვეყნები (მიუხედავად) წინააღმდეგობებისა და პრობლემებისა, ძლიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გადაიქცნენ, ისეთებად რომლებიც დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საკუთარ პოლიტიკას“. პოლიტიკური ჟესტი საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონელმა კონსერვატორმა იერჟი ბუზეკმა, საკანონმდებლო ორგანოში შემავალი ყველა პოლიტიკური ფრაქციის თანხმობით მოიწვია. წყარომ პარლამენტიდან „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ საქართველოს ლიდერის მოწვევა სტრასბურგში, პარლამენტარების პოლიტიკურ ჟესტად უნდა განვიხილოთ – ზოგიერთ მათგანს მიაჩნდა, რომ 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ ევროპულმა მთავრობებმა საქართველო უსამართლოდ გარიყეს. ის ფაქტი, რომ ბუზეკი პოლონელია და თან მნიშვნელოვანი ფიგურაა პარლამენტის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული ფრაქციის ევროპის სახალხო პარტიაში, რელევანტურია. 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ყოფილი საბჭოთა ევროპული რესპუბლიკების მემარჯვენეთა ბლოკის შიგნით პოლონეთი სულ უფრო აგრესიული რუსეთის პირისპირ ჩემპიონი იყო. პოლიტიკური ლიდერების ევროკავშირის პარლამენტში გარედან მიწვევა ბლოკის მიერ ხშირი არაა. როდესაც ეს ხდება, მოწვეული პერსონა, ჩვეულებრივ ატარებს სიმბოლურ კონოტაციას, რომელიც ფრაქციის ფუნქციებს სცილდება. ასე მაგალითად, 2001 წელს ევროპის პარლამენტში, ასამბლეის წინაშე სსრკ-ს წინააღმდეგ ავღანური ანტი-რუსული მოძრაობის ბელადი აჰმედ შაჰ მასუდი და 2001 და 2008 წ.წ. დევნილი ტიბეტელი ლიდერი, დალაი ლამა გამოვიდნენ. ორიგინალი ორიგინალი
-
ასე უნდა ერკვეოდე ტექნიკის სახელებში წყარო: ჩემი მობილური View ucnauri.com
-
1962 წელი. მაშინ, როდესაც ბრიტანეთში The Rolling Stones იბადება, ჯონ შლეზინგერის ფილმი A Kind Of Loving ბერლინალეზე ოქროს დათვით ჯილდოვდება, კანში კი მიქელანჯელო ანტონიონის “დაბნელებასა” და რობერ ბრესონის “ჟანა დარკის პროცესს” ჟიურის სპეციალურ პრიზს გადასცემენ – ავსტრიელი კინოჟურნალისტების ინიციატივით, ვენაში პირველი საერთაშორისო ფესტივალი (შემდგომში ვიენალე) იმართება. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/dakaveba9-150x129.jpgოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი: გიორგი ცხვარიაშვილი, დავით სუხაშვილი, დავით ონაშვილი, ლევან არჩუაძე, ზაქარია ჯარიაშვილი, ბექა ბექაური და ავთანდილ ბერძენიშვილი. ისინი რამდენიმე თვის მანძილზე საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის ტერიტორიაზე არსებულ შპს „კანარგო ჯორჯიას” კუთვნილი ნავთობის რეზერვუარიდან უკანონოდ მოიპოვებდნენ ნედლ ნავთობს და მოპარულ ნავთობს პატარძეულშივე, დავით სუხაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში კუსტარულად მოწყობილ საამქროში გადაამუშავებდნენ. შესაბამისად, საწვავიც მდარე ხარისხის იყო. გამოხდილ დიზელს ბექა ბექური, სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებზე აბარებდა და მიღებულ თანხას თავის თანამზრახველებს წილებად გადასცემდა. სულ 2010 წლის ივლის-ნოემბრის თვეში ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონოდ მოიპოვეს და გადაამუშავეს ათეულობით ტონა ნედლი ნავთობი, რითაც სოლიდური ზიანი მიადგა შპს „კანარგო ჯორჯიას” და შესაბამისად ბრალდებულთა მიერ უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა სოლიდური თანხა შეადგინა, რომლის ოდენობასაც საბოლოოდ ძიება დაადგენს. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდე ქსის 192-ე და 177-ე მუხლებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალსიწინებს, შესაბამისად, სამიდან ხუთ წლამდე და ექვსიდან ათ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/chanturia-150x150.jpgსაზოგადოებრივი მაუწყებლის გენარეალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადებით, ტელევიზიაზე ნებისმიერი ზეწოლა აღიქმება არხის პოლიტიკაში უხეში ჩარევად. ამის შესახებ განცხადება ჭანტურიამ “სახალხო წარმომადგენლობითი კრების” წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნა მისთვის გაუგებარია. “გუშინ მათი აქცია გაშუქდა, პირველ არხზე გავიდა რეპორტაჟი, მეორე არხზე კი პირდაპირი ტრანსლირება მიმდინარეობდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს საკუთარი ბადე აქვს და საზოგადოებას სხვა რაღაცეებიც აინტერესებს”-განაცხადა ჭანტურიამ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ამ წუთებში, ეკა ბესელია, გოგი ქავთარაძე და ელიზბარ ჯაველიძე ხვდებიან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_4323-150x150.jpg“მიტინგების ჩატარება დღეს ჩიხია რადგან, ეს აწყობს ხელისუფლებას და მიტინგებით ცვლილებები აღარ მოხდება”. ამის შესახებ დღეს “სახალხო კრებაზე” თემურ შაშიაშვილმა განაცხადა ,,ჩემი წინადაბებაა გავამთლიანოთ ჩვენი პოზიციები და პოლიტიკოსებმა ბოდიში მოვუხადოთ ხალხს, რადგან დღეს ეს ხელისუფლება გვყავს ამაში ჩვენ ყველა ერთად ვართ დამნაშავენი”.-განაცხადა შაშიაშვილმა. მისივე თქმით, გუშინ დაიწყო პროცესი რომელსაც ქვია სააკაშვილის საქართველოში გასამართლება. “აქ იყვნენ პროვოკატორები, რომლებსაც სურდათ კრება აქციათ გადაექციათ, ჩვენ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ამის შესაძლებლობა”-აღნიშნა შაშიაშვილმა სახალხო კრების ორგანიზატორები ბრძოლის ბოლომდე მიყვანას აპირებენ. იხილეთ epn.ge
-
"რაც კი სკოლაში სტრუქტურული ერთეულია – ყველას სუბიექტურად მიუდგნენ",–აცხადებს მაია გიორგაძე, 149–ე სკოლის დირექტორი. "სუბიექტური მიდგომა ის არის, რომ ხუთი დღის მანძილზე უზარმაზარ ინფორმაციას ითხოვდნენ. მის გადამუშავებას ვერც თავად ახერხებდნენ და ჩვენთვისაც რთული იყო, ორი წლის მანძილზე არსებული ყველა დოკუმენტაციის მოკლე დროში მიწოდება". მის სკოლაში გენინსპექციამ მუშაობა დაასრულა. მაია გიოგრაძე იმ დოკუმენტს გაეცნო,რომელიც სკოლის დირექტორს გენინსპექციის მუშაობის შემდეგ გადაეგზავნა. სკოლის დირექტორთან ერთად, სკოლაში არსებულ დარღვევებზე დოკუმენტი სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაეგზავნა. მაია გიორგაძე აცხადებს,რომ სამეურვეო საბჭომ მიიღო წერილი, სადაც განათლების და მეცნიერების სამინისტრო საბჭოს სკოლის დირექტორის გათავისუფლებას თხოვს. 149-ე საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს გენინსპექციამ მუშაობა 19 ნოემბერს დაასრულა. გენინსპექცია სკოლებში მას შემდეგ შევიდა, რაც მაია გიორგაძემ განათლების სამინისტროში თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა. მაია გიორგაძე აცხადებს, რომ მის სკოლას საყვედური გამოუცხადეს. გიორგაძე ამბობს,რომ სამეურვეო საბჭოს წევრებს ესაუბრა. "სამეურვეო საბჭო თვლის,რომ მოქმედ დირექტორს არ ექნება ისეთი დარღვევა და წინასწარ განზრახული ქმედებები, რომ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დადგეს",–აცხადებს გიორგაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/qavtaradze61-150x150.jpgჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ორგანიზებულად დავამთავროთ. ამის შესახებ ,,სახალხო წარმომადგენლობითი კრების” ერთ-ერთმა წევრმა გოგი ქავთარაძემ აქციაზე განაცხადა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა ხალხის მოთხოვნა იყო. ,,ჩვენ გუშინ ჩავატარეთ სახალხო წარმომადგენლობითი კრება, რომელსაც დავარქვით საბჭო. დღევანდელი შეხვედრა ხალხის მოთხოვნა იყო, ეს ჩვენ არ დაგვიგეგმია,”-განაცხადა ქავთარაძემ. მისივე თქმით, გუშინ აქციაზე მისულები იყვნენ მერაბიშვილის პროვოკატორები, თუმცა ხალხი უკან დახევას არ აპირებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_43161-150x150.jpg,,ეროვნული ფორუმის” წევრების პარლამენტის შენობის წინ დარჩენასთან დაკავშირებით, მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრების” ლიდერი, ეკა ბესელიას კომენტარს არ აკეთებს. როგორც ,,ექსპრესნიუსს” ეკა ბესელიამ განუცხადა, ,,ეროვნული ფორუმის” წევრების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ,,თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით კი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან არ უნდა მომხდარიყო ბევრი ხალხის მობილიზება, რადგან პროვოკაცია არ მოხდეს. როგორც ,,ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, ფილარმონიასთან ინციდენტი მოხდა, აქციის მონაწილეთა და ავტომფლობელს შორის, თუმცა სიტუაცია მალე განიმუხტა. ბესელიას განცხადებით, მსგავს პროვოკაციებს ხალხი არ უნდა წამოეგოს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/imiji-150x150.jpg„ჯი.მარტის“ ქვებრენდის სახით, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ 27 ნოემბრიდან, ახალი, ინოვაციური, სწრაფი კვების ობიექტი „პანორამა ბუფეტი“ ამუშავდება. ქართული სწრაფი კვების ბაზარზე ახალი მოთამაშე მუშაობის განსხვავებული ფორმატით იქნება გამორჩეული, რადგანაც მომხმარებლებს, პირველად ექნებათ საშუალება მიირთვან „შვედური მაგიდის“ პრინციპით, ადგილზე გააკეთონ არჩევანი 300–მდე დასახელების მზა საკვებისა და საკონდიტრო ნაწარმს შორის, ან ისარგებლონ „Take Away“ –ს სერვისით. პანორამის პირველი მომხმარებლები მასმედიის წარმომადგენლები იქნებიან. შაბათს დილიდან მათთვის საგანგებოდ მოეწყობა კერძების დეგუსტაცია და სახალისო „პანორამა–ტურნირი“, 13:00 საათიდან კი ობიექტი მომხმარებლებს უმასპინძლებს. „პანორამა ბუფეტი“ ჯი.მარტის ახალი ბრენდია. ობიექტი „ქარვასლაში“ მეხუთე სართულზე მდებარეობს და დარწმუნებული ვარ თავისი გამორჩეული ატმოსფეროთი, ლამაზი ხედით, უგემრიელესი კერძებით და საოცარი ფასებით მომხმარებლების დიდ მოწონებას დაიმსახურებს და თბილისელების უსაყვარლეს ადგილად იქცევა“ – აცხადებს ჯი.მარტის ქსელის გენერალური დირექტორი ეკატერინე ჩხაბერიძე. მისივე ინფორმაციით „პანორამა ბუფეტის“ გახსნაში ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო და დასაქმდა 70 ადამიანი. კვების წარმოების ხაზი კი სპეციალურად მოწვეულმა უცხოელმა სპეციალისტმა ააწყო. „ჯი.მარტის გახსნისას მომხმარებლებს დავპირდით, რომ მუდმივად სიახლეებს შევთავაზებდით. გავიდა ზუსტად 5 თვე და უკვე ახალი ქვებრენდის პრეზენტაცია გვაქვს. „პანორამა ბუფეტი“–ს 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელიც მოიცავს ბარს და კაფეს, შვედური მაგიდის განლაგების პრინციპით მოწყობილ ნაწილში მომხმარებლები მსოფლიო სამზარეულოს ყველაზე გემრიელ კერძებს აღმოაჩენენ. „პანორამა ბუფეტ“ ასევე კორპორატიული მომსახურების სერვისსაც დანერგავს“- აცხადებს ჯი.მარტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნატალია დარჩიაშვილი. „ჯი.მარტი“ ქართული კაპიტალით შექმნილი ქსელია, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს მსხვილი ფორმატის სუპერმარკეტებს „ქარვასლასა“ და „თბილისი ცენტრალში“, თუმცა უახლოეს მომავალში ქსელი თბილისის ცენტრალურ უბნებშიც გაფართოვდება. იხილეთ epn.ge