planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
პრაისი – დაქირავებული მკვლელია, რომელიც დიდი ხანია ცენტრალურ დაზვერვაზე მუშაობს, მაგრამ როდესაც ის ჩაიდენს მკვლელობას, რომელიც მეთაურობას არ დაუვალებია, მის კურატორ მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება – მასზე ნადირობა გამოაცხადოს. პრაისი გადაწყვეტს მექსიკაში წასვლას და დაარწმუნებს წარუმატებელ მწერალს და მის ცოლს ის საზღვრამდე მიიყვანონ.. View the full article
-
ვინა თქვა, რომ ცხვარი და მგელი ერთად ვერ ძოვენ ბალახსოოო??? ფოტოები განწყობისათვის… View ucnauri.com
-
არ მინდა დავარღვიო ტრადიცია და დიდი პაუზის შემდეგ საინტერესო ამბავს მოგითხრობთ. მოდით, ისევ ცხოველები იყოს. ამჯერად ყველაზე შხამიანები…..1)პირველი იყოს მედუზა, რომელსაც აქვს ყუთის ფორმა და არის ძალზედ შხამიანი. გაგიკვირდებათ და, მას აქვს აღებული პრიზი- “მსოფლიოში ყველაზე შხამიანი ცხოველი”,რაც გამოწვეულია 5567 სიკვდილით,რომლებიც მათი დამსახურებაა. მისი შხამი იწვევს გულის შეტევას.საინტერესო თვითონ რატომ ... View ucnauri.com
-
ვისაც გიყვართ ბეჭდები ყველანი გაგრძელებაში.. აქ ნახავთ 5 ყველაზე ძვირადღირებულ ბეჭედს.. 5) Asscher Cut Diamondეს ბეჭედი პირველად შეიქმნა 1902 წელს, მაგრამ მაშინ მისი დიზაინი არ იყო სრულყოფილი. ბეჭედი გამოიყენა ოსკარის მფლობელმა რიზ უიზერსპუნმა, მსახიობ რაიან ფილიპზე დაქორწინებისას. მასში გადახდილია 520,000 დოლარი4) Secret Kiss of ... View ucnauri.com
-
კრეატიურლი იდეები მარტო თანამედროვე ადამიანს არ აწუხებდა. ამაში პოსტი გადარწმუნებთ….ავტომატი მოხრილი ლულით კუთხიდან სასროლად. ლიფი (იგივე აზღუდი) სახელურის გარეშე. ის გამოიგონა ჩარლზ ლანგსმა 1949 წელსგამოგონება პირველად შემქმნელის ცოლმა გამოსცადახელოვნური მკერდი ჩვილებისათვის, რომელიც ფეთქავდა, როგორც გული. აკვანი ბავშვებისათვის.ბავშვის “დამჭერი”.მუნდშტუკი დისტანციური მოწევისათვის. მისი დახმარებით შეეძლოთ მოეწიათ იქ, სადაც მოწევა აკრძალული იყო. უბრალოდ, ... View ucnauri.com
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/svaneti-300x194.pngთამარ მეფის სახელობის აეროპორტმა დღეს პირველი თვითმფრინავი მიიღო, რომელსაც პრეზიდენტი მართავდა. უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქიდან სვანეთისკენ ფრენებს კანადური ”ქენ ბორეკ ეარი” ყოველდღიურად შეასრულებს. ფრენა ერთი გზა – 70, ხოლო ორი გზა -150 ლარი ეღირება. თამარ მეფის აეროპორტის ასფრენი ბილიკის სიგრძე 1110 მეტრია. ევროპული სტანდატებით აღჭურვილ აეროპორტს უმაღლესი დონის უსაფრთხოების სისტემები აქვს. ის მგზავრებს ყველანაირ ამინდში მიიღებს. დღეიდან ჰაწვალი-ზურულდის 2563 მეტრის სიგრძის სათხილამურო ტრასაც გაიხსნა, რომლიც პირველმა საქართველოს პრეზიდნეტმა გამოსცადა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ახალი სათხილამურო ტრასა მინისტრთა კაბინეტიდან ვიცე პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა მოსინჯეს. პრემიერმა და მთავრობის სხვა წევრებმა მხოლოდ საბგიროთი გაისეირნეს. ევროპის წამყვანი სათხილმურო კურორტების ანლოგიური ინფრასტრუქტურა იტალიურმა კომპანია “ლაიტნერმა” მოაწყო. მესტიის აეროპორტიდან ჰაწვალი-ზურულდის ტრასამდე ახალი საავტომობილო 9-კილომეტრიანი გზაც მიდის. სვანეთში სათხილამურო სეზონი ნოემბრიდან მაისამდეა. სათხილამურო კომპლექსში მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა მომავლ წელს დასრულდება. დღეიდან კი მესტიაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ტრავმატოლოგიური და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქმდებს. მასში სულ 65 ადამინია დასაქმებული. მომავალ წელს კი ამავე საავადმყოფოს სტომატოლოგიური, ამბულატორიული კაბინეტები და სამშობიარო ბლოკიც დაემატება. მესტიაში ჩასულ სტუმრებს ტურისტული მარშრუტების დაგეგმვასა და ალპური ზონის გაცნობაში ტურიზმის ცენტრი დაეხმარება. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა სვანეთში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მესტიაში შეიცვალა სახლებისა და კოშკების ფასადები, კომუნიკაციები, გაკეთდა ახალი წყალგაყვანილობა, გარე განათებები. საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გარდა, სვანეთში საავტომობილო გზებიც შენდება. ხაიში-მესტიის მონაკვეტის ნახევარზე ბეტონის საფარი უკვე დაგებულია. რუსთავი2 Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/burjanadze.jpgმოსკოვიდან დაბრუნებული “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ბურჯანაძე ამბობს, რომ უწმიდესთან მისი საუბრის თემა მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილთან გამართული შეხვედრის დეტალები იყო. ნინო ბურჯანაძემ ილია მეორეს ილორის წმიდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით პატრიარქ კირილის პოზიცია გააცნო. მისი თქმით, პატრიარქი კირილი მზად არის, თავიდან გაეცნოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ეკლესიის ხელყოფის ფაქტებს და სათანადო რეაგირება მოახდინოს. ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას და კოლეგების მიერ წაყენებულ პრეტენზიებს ბურჯანაძე არ პასუხობს. ოპოზიციის ნაწილი “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერს პოლიტიკურ უზნეობაში ადანაშაულებს. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/logo.gifტელეკომპანია “მაესტრო” მაუწყებლობას ხვალ, დილის 07.00 საათიდან განაახლებს . როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა განაცხადა, ორი დღის განმავლობაში არხზე პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობდა, რომლის ნაწილობრივი მოწესრიგების შემდეგ მაუწყებლობა ჩვეული სატელევიზიო ბადით ხვალ დილიდან განახლდება. ბექაურის თქმით, მაუწყებლობის შეჩერების საფუძველი ტექნიკური მიზეზები გახდა, რაც ახალი გადაცემების ეთერში გასვლის შემდეგ დაიწყო. ”ყველა პრობლემა და ტექნიკური მიზეზი, ბუნებრივია, ფინასებთან არის დაკავშირებული. ნაწილობრივ ფინანსური პრობლემები მოგვარდა და ჩვენ ხვალ დილიდან ჩვეულ რეჟიმში გავალთ ეთერში”-აღნიშნა ბექაურმა. მისივე თქმით, “რუსთავის მედიის მართვის” კომპანიისგან ტექნიკური მიზეზების გარკვევის მიზნით წერილი მიიღო, რომელსაც უკვე უპასუხა. ”წერილში დეტალურად არის აღწერილი ~მაესტროში~ წარმომქნილი ტექნიკური და ფინანსური პრობლემების”,-განმარტა ბექაურმა. ამასთან, კახა ბექაურის ინფორმაციით, ტელეკომპანია “მაესტროსა” და “რუსთავის მედიის მართვის ჯგუფის” კომპანიას შორის ხელშეკრულების გაწყვეტა არ იგეგმება. ”ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის გაუქმება არ იგეგმება. ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. ეს ჩემ კომპეტენციაში არც შედის. თუ რამის გაწყვეტა იგეგმება, ამის გადაწყვეტილებას “მაესტროსა” და “რუსთავის მედიის მართვის” კომპანიის დამფუძნებლები განახორციელებენ”,-განაცხადა კახა ბექაურმა. ”მაესტროს” მაუწყებლობა გუშინ დილით შეწყდა. Share View the full article
-
25 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან სანტა-კლაუსი მარხილით დაიძვრება მთაწმინდის პარკისაკენ, სადაც 1-ელ იანვრამდე იცხოვრებს და ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს. 25 დეკემბერს, 11:00 საათზე, სკოლებში ინტერნეტიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ყვარელში სამუშაო სემინარი გაიმართება. მის: ქ. ყვარელი, კომპლექსი ,,ყვარლის ტბა” 25 დეკემბერს, 11:00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი და პარტიის პატიმართა უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: “პენიტენციარულ სისტემაში არსებული ვითარება და პრობლემების მოგვარების გზები”. მის.: ცაგარელის ქ. #59 (“ქრისტიან–დემოკრატების” მთავარი ოფისი) 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სატრანსპორტო საკითხებზე იმსჯელებენ. 25 დეკემბერს, 12.00 საათზე, მთაწმინდის პარკს სანტა კლაუსი და ელფები ეწვევიან. 25 დეკემბერს, 12.00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბარისახოში თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი საახალწლო აქციას გამართავს. 25 დეკემბერს, 12.00 საათზე, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია საგანგებო პრეს-კონფერენციას გამართავს. 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დედოფლისწყაროში ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდება. 25 დეკემბერს, 12.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე #22-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის კალათბურთში შიდა სასკოლო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრება. მის: მირცხულავას ქ. №4 25 დეკემბერს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე პარტიის ოფისში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. 25 დეკემბერს, 13:00 საათზე, შარდენზე იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად, საქველმოქმედო აქციისთვის სამზადისს დაიწყებს. მის: სიონის ქ. №6 (სიონის ტაძართან) 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართება. 25 დეკემბერს, 18.00 საათზე, პარლამენტის წინ მოძრაობა “7 ნოემბრის” ორგანიზებით უფლებადამცველების პოლიტპატიმრების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 25 დეკემბერს, 20:00 საათზე, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრების 33 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება დაიწყება. 25 დეკემბერს, 21:00 საათზე, პარლამეტის შენობის წინ ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონია და პარლამენტის შენობაზე 3D ვიდეო-პროექციის პრეზენტაცია გაიმართბა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/mkvleloba2-150x150.gifზაზა კაკაბაძის მკვლელობაში ბრალდებულმა ტარიელ ალიხანაშვილმა დღევანდელ პროცესზე პირველადი ჩვენება შეცვალა. სასამართლომ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა და ამჟამად პროცესი განსასჯელების დაკითხვის ეტაპზეა. როგორც პროცესზე არასრულწლოვანმა განაცხადა, მან თავისი შეყვარებულის რაფაელა დრესნერის გაუპატურების გამო გადაწყვიტა ზაზა კაკაბაძე მოეკლა. ალიხანაშვილის განმარტებით, მას თავისმა შეყვარებულმა უთხრა, რომ კაკაბაძემ მასთან ძალადობით დაამყარა სექსუალური კავშირი. ალიხანაშვილმა თავისი მეგობრის მარიანა მანუკიანის ტელეფონის ნომრით და მისი სახელით კაკაბაძეს შეხვედრა დაუთქვა. შეხვედრა ხუდადოვის ტყესთან მოხდა. როგორც არასრულწლოვანი ყვება, მან მანქანაში ჩაჯდომისთანავე ესროლა გარდაცვლილს, ისე, რომ მისთვის რაიმე ახსნა განმარტება არ უთხოვია. პირველადი ჩვენების მიხედვით კი, ალიხანაშვილთან ერთად მანქანაში მარიანა მანუკიანიც იმყოფებოდა, რაც ასევე დადასტურებული აქვს გოგონას თავის პირველად ჩვენებაში. თუმცა დღეს სასმართლოზე მიცემულ ჩვენებაში ალიხანაშვილი ყვება, რომ იგი კაკაბაძესთან შესახვედრად გიორგი კიკნაძესთან ერთად წავიდა, ხოლო მარიანა მანუკიანი მათ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს. დღევანდელი ჩვენების მიხედვით, ალიხანაშვილმა და კიკნაძემ მანუკიანს მკვლელობის შემდეგ ისევ გაუარეს. 18 წლის მოზარდი მკვლელობასი თავს დამნაშვედ ცნობს, თუმცა მისი თქმით, ის ჩადენილ საქმეს ინანიებს. გიორგი კიკნაძეს, ტარიელ ალიხანაშვილს, მ.მამუჩარაშვილს, ე.ეგიაზაროვს და მარიანა მანუკიანს ბრალი 109-ე მუხლის I ნაწილის ,,დ ქ/პ, სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილები, სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ ქ/პ, III ნაწილის ,,ა ქ/პ და სსკ-ის 357-ე მუხლით აქვთ წაყენებული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/sssssssssssss-150x150.jpg25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე თბილისში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პარლამენტთან 25 დეკემბერს განათდება. მთაწმინდის პარკში კი თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი ერთად დაიდებენ ბინას, რომლებიც სტუმრად მისულ პატარებს სიურპრიზებს ჰპირდებიან. საახალწლო სოფლები უკვე მოეწყო გლდანის პარკში, სპორტის სასახლესთან და ვარდების მოედანზე, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. მთავარი გალა კონცერტი კი თბილისში 31 დეკემბერს გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
ერთადერთი გზა, რომლის მანქანით გავლაც მიყვარს – სამეგრელო-სვანეთის გზაა. გადასახვევიდან – წარწერით “მესტია 135კმ”-ით – ყოველ ჯერზე ჩემთვის ახალი თავგადასავალი იწყება. თავიდან გზა ხეივანში მიდის, თუ კარგი ამინდია, წინ აუცილებლად მოჩანს მონაცრისფრო, წამოყუდებული მთების მასივი და უკვე იცი, რომ მალე ამ ყველაფერს ახლოდან ნახავ. იხილეთ tabula.geზე
-
დილის საათებში, თურქეთის დედაქალაქ სტამბულში დაგეგმილი ტერაქტი ჩაიშალა, ამის შესახებ გაზეთი ,,საბახ”-ი წერს. ინფორმაციის თანახმად, სტამბულის პოლიციამ ტერორისტული ორგანიზაციის ,, ПКК” ს წევრები დააკავა, რომლებიც ქალაქის ცენტრში მდებარე სამარშრუტო ტაქსების მოედანზე, ტერაქტს გეგმავდნენ. დაკავებისას ტერორისტებს 23 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდათ. ფაქტზე არძრულია სისხლის სამართლის საქმე. იხილეთ epn.ge
-
ავტომობილების ეკონომიურობაზე ზრუნვის ვირუსი პრემიუმ სეგმენტის მწარმოებლებსაც გადაედო. ბეემვე ახალი, მწვანე ტექნოლოგიების ასათვისებლად 1.2 მილიარდ ევროს გაიღებს, მერსედესმა კი ამავე საქმისთვის გამოყოფილი სახსრები გააორმაგა – მილიარდამდე გაზარდა. ჯერი აუდიზეა, რომელმაც გამოაცხადა, რომ თავის ფლაგმანს, სედან A8-ს ოთხცილინდრიანი ძრავითა და ჰიბრიდული სისტემით აღჭურვავს. ოღონდ, ეს ძრავი ჰიბრიდული აგრეგატის ნაწილი იქნება. იხილეთ tabula.geზე
-
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შპს `გზა-2005-ის სარჩელი საგადასახადო ორგანოების მიმართ. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, შპს `გზა-2005~-ს გაუუქმდა განხორციელებული დ.ღ.გ.-ს ჩათვლები, რამაც დაკისრებულ ჯარიმის თანხასთან ერთად შეადგინა 50 000 ლარი. სასამართლომ საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტები დღგ-ს ჩათვლების გაუქმების და ჯარიმის დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნო, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და საგადასახადო ორგანოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ დაავალა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა გაუქმებული დღგ-ს ჩათვლის აღდგენის თაობაზე. სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დრის ვადაში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gamsaaaaaa-150x150.jpgცოტნე გამსახურდიას დღევანდელ პროცესზე, სპეციალური 26 გვერდიანი განცხადება უნდა წაეკითხა, თუმცა იმის გამო, რომ განცხადება მისი წინა დაპატიმრების მოვლენებით იწყებოდა, მოსამართლე ზვიად ესებუამ არ ჩათვლა საჭიროდ მისი გამოქვეყნება. მოსამართლის განცხადებით, გამსახურდიას მხოლოდ ახლანდელ საქმესთან დაკავშირებული განცხადების წაკითხვა შეეძლო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვა დღევანდელი პროცესის მიზანს არ წარმოადგენდა. გამსახურდიამ პროცესი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: “მე მსურს თუ მედიასაშუალებებს ექნებათ სურვილი ეს განცხადება სრულად წარმოადგინონ და გააშუქონ”. “ექსპრესნიუსმა” სცადა მასალების მოპოვება, თუმცა როგორც სხდომის შემდეგ გაირკვა, ექსკლუზივი გაზეთ “კვირის პალიტრას” ჰქონია აღებული. გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” განკუთვნილი ექსკლუზივი ხელში “ექსპრესნიუსს” ჩაუვარდა დოკუმენტი რომელიც ცოტნე გამსახურდიას ხელითაა ნაწერი 26 გვერდიანია. “ექსპრესნიუსი” დეტალურად გაეცნო ხელნაწერს, სადაც გამსახურდია აღწერს მის ყოფას, სასჯელარსულების დაწესებულებაში. ხელნაწერში მოყვანილია ფაქტები თუ როგორ ექცევა სასჯელაღსრულების თანამშრომლები პატიმრებს. აქვე მოყვანილია ადამანის უფლებათა დარღვევის ათობით ფაქტი. გამსახურდია მის დღევანდელ ყოფას პოლიტურ საქმეებს უკავშირებს. როგორც ხელნაწერში იყო ნათქვამი, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმოწერის უფლება აქვს წართმეული. დღევანდელ პროცესზე გამსახურდიას ადვოკატმა მანანა კობახიძემ, დააყენა შუამდგომლობა პროცესების აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთებაზე. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტე გამსახურდიას შემდეგი პროცესი 6 იანვარს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ცოტნე გამსახურდიას პროცესი გაიმართა. გამსახურდიას ბრალი სისხლის სამართლის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული. მას ბრალად ედება პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ერთ-ერთი კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემა იმ მიზნით, რათა მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ე.წ. ციხის საავადმყოფოში მომხდარ პატიმართა ცემის, წამების ფაქტებსა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. იხილეთ epn.ge
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,// http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training11_4d1491915e1eb270441393.jpg გთავაზობთ წითლების ვარჯიშის ფოტოებს მელვუდიდან http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training10_4d14889ec0418012365606.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training9_4d14889894133794692336.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training8_4d148885e454c121819863.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training7_4d1488809ec26270393917.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training6_4d14887a7bbdc986068237.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training5_4d148874977f7008357744.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training4_4d14886e91050637981125.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training3_4d148869020f7225923734.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training2_4d148862181b1291107489.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training12_4d1491998cf7c321263621.jpg View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gamsssss-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოში, ცოტნე გამსახურდია საკუთარ პროცესებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. დღეს, გამსახურდიამ პროცესი მას შემდეგ დატოვა, რაც მისი თქმით, მოსამართლე ზვიად ესებუამ მას განცხადების წაკითხვის უფლება არ მისცა. როგორც დარბაზის დატოვებამდე გამსახურდიამ განაცხადა, მის პროცესებზე დასწრებას არანაირი აზრი არ აქვს. “წერეთ და იკითხეთ”,- სწორედ ამ სიტყვების შემდეგ დატოვა მან დარბაზი. დღევანდელ სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში, არ ესწრებოდა მანანა არჩვაძე გამსახურდია, თუმცა პროცესზე იმყოფებოდა დიმიტრი ლორთქიფანიძე და მისი ყოფილი ადვოკატი ქეთი ბექაური. ასევე მის მხადასაჭერად იყო მისული ლაშა ჩხარტიშვილიც. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ცოტნე გამსახურდიას პროცესი გაიმართა. გამსახურდიას ბრალი სისხლის სამართლის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული. მას ბრალად ედება პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ერთ-ერთი კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემა იმ მიზნით, რათა მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ე.წ. ციხის საავადმყოფოში მომხდარ პატიმართა ცემის, წამების ფაქტებსა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png თომას დე ვაალი არსებობს საკითხები, რომელზეც საჯაროდ საუბრობენ და საკითხები, რომლზეც ჩუმად უნდა იფიქრო. WikiLeaks-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების წყალობით, ჩვენ უკვე ვიცით, თუ რამდენად წუხან ამერიკული საელჩოები პოსტ-საბჭოთა სივრცეში სახელმწიფო კორუფციის სისტემური მასშტაბების და „მაფიის“ გრძელი ხელების გამო დეპეშებში რეგიონის სხვადასხვა კუთხიდან საერთო სურათის ცალკეული ფრაგმენტებია აღწერილი. დაღესტანში მდიდრული ქორწილის შესახებ ცნობილი დეპეშის შინაარსი, რომელიც კავკასიის საკითხებში აშშ-ს დიპლომატიური კორპუსის საუკეთესო ექსპერტმა შექმნა, მართლაც საოცარ სიამოვნებას განიჭებს. აქ არის კასპიის ზღვაზე სკუტერებით ნაბახუსევების რბოლა, ასევე მართლმორწმუნე მუსულმანების წყლის მარათონი და საპატიო სტუმრის – ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გამოჩენაც, რომელიც „მოუქნელად ცეკვავდა ჯინსის ქამარზე დამაგრებული მოოქროვილი პისტოლეტით“. ახლა კი უფრო უსიამოვნო დეპეშების შესახებ. ამ კატეგორიას განეკუთვნება გულახდილი წერილები ბაქოდან, აზერბაიჯანის მმართველი ელიტის პირად ქონებაზე. ის რომ ეს ადამიანები უსაზღვრო ფუფუნებაში ცხოვრობენ და აკონტროლებენ ეკონომიკის მთელ რიგ დარგებს სიურპრიზი არ არის, მაგრამ ზოგიერთი დეტალი შეიძლება მოულოდნელი იყოს. ერთი წყარო იუწყება, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სულაც არ სწყენია, როდესაც გაიგო რომ იმპულსური სანი კარლეონე უწოდეს, ხოლო მის მბრძანებელ მამა ჰეიდარს – დონი. შეიძლება ის ისეთივე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს, როგორშიც მისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი ქემალედინ ჰეიდაროვი, რომელმაც თავის ცხოვრების წესზე ცნობების გამოქვეყნების შესახებ შეიტყო და სავარაუდოდ პრეზიდენტს სასტიკად არ მოეწონებოდა პირველ ლედიზე გამოქვეყნებული ცნობები. ბოლოს კი საგანგაშო ცნობები. ამ კატეგორიაში ხვდება მადრიდის დეპეშები, სადაც ასახულია ესპანელი პროკურორის ხოსე „პეპე“ გრინდა გონსალესის შეშფოთება ესპანეთში რუსული ორგანიზებული დანაშაულის შეღწევის შესახებ. დეპეშაში ნათქვამია: „გრინდამ განაცხადა რომ ბელორუსიას, ჩეჩნეთს და რუსეთს ის ფაქტობრივად „მაფიოზურ სახელმწიფოებად“ მიიჩნევს და სთქვა, რომ უკრაინა იგივე გზას ადგას. გრინდა ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ თითოეულ ამ ქვეყანაში ვერავინ შესძლებს იმის გარჩევას, თუ სად მოქმედებს სახელმწიფო და სად ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი“. ყველაზე მეტად გრინდას ის აშფოთებს, რომ რუსეთის სახელმწიფო როგორც სჩანს იცავს ან იყენებს ზოგიერთ გავლენიან კრიმინალს: „გრინდამ განაცხადა, რომ წაიკითხა ბოლო 10-12 წლის საგამოძიებო მასალები ორგანიზებულ დანაშაულზე და დარწმუნდა, რომ თუკი ტერორისტები ცდილობენ თავად სახელმწიფოს არსის შეცვლას, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ცდილობენ სახელმწიფო სტრუქტურებს შეეზარდონ. პროკურორმა საკუთარი შეფასებები შეაჯამა და განაცხადა რომ რუსეთის მთავრობის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფები ისეთი ქმედებების განხორციელებისთვის გამოიყენოს, როგორიც თავად რუსეთის მთავრობისთვის დაუშვებელი და მიუღებელია. მაგალითად მას მოჰყავს [საქართველოში დაბადებული ქურთი ზაქარია] კალაშოვი, რომელიც პროკურორის თქმით რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე მუშაობდა, ჰყიდდა იარაღს ქურთებზე, რომ მათ თურქეთში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოეხდინათ. დღეს ყველა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფო 1990-იან წლებთან შედარებით ძლიერია. გრინდას ფრაზა „სახელმწიფო მაფია“ თავის თავში განმარტებით წინააღმდეგობას მოიცავს, მაგრამ ჩვენ გვესმის რასაც ის გულისხმობს. საუბარია, როგორც უკიდურესად საშიშ და სახიფათო პიროვნებებზე, ასევე ზოგიერთ ძალიან ცნობილ ბიზნესმენზე, მაგრამ ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების ფარგლებში მოქმედებს. როდესაც ჩვენ კრიმინალზე ვსაუბრობთ, უნდა ვიგულისხმოთ არა იმდენად „ორგანიზებული დანაშაული“, რამდენადაც „რეგულირებადი“. რუსეთში, ყველაზე მდიდარი ოლიგარქების ნაწილმა დღევანდელ მდგომარეობას იმის წყალობით მიაღწია, რომ 1990-იან წლებში დაკავებული იყო „ველური დასავლეთის“ (უფრო ზუსტად, აღმოსავლეთის) სადარი ქმედებებით. იგივე რომან აბრამოვიჩმა და ოლეგ დერიბასკამ საკუთარი მილიარდების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული ალუმინის წარმოების სასტიკი და სისხლიანი გაყოფით იშოვეს, დღეს კი რუსული ბიზნეს-ელიტის ღირშესანიშნავი წარმომადგენლები არიან. უფრო დაბალი საფეხურის წარმომადგენლებს, მაგალითად მადრიდის დეპეშაში მოხსენიებულ „კანონიერ ქურდ“ კალაშოვს, გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუკი უშიშროების სამსახურებს გაურიგდებოდნენ. გრინდა აღნიშნავს, რომ მეორე კრიმინალური ავტორიტეტი კავკასიიდან ტარიელ ონიანი ესპანეთის მართლმსაჯულების მიერ იძებნება, რომელსაც მისი გასამართლება სურს, მაგრამ ის რუსულ ციხეში იმყოფება და სპეცსამსახურების დაცვით და მფარველობით სარგებლობს. ამ შემთხვევაში მაფიოზურ გამოვლინებებზე მეტად „სახელმწიფოს მონაწილეობის“ ნიშნები (როგორც თურქეთის შემთხვევაში) შეიმჩნევა, როდესაც სპეცსამსახურები მოქმედ და ყოფილ კრიმინალებთან თანამშრომლობენ. იმოგზაურეთ სამხრეთში და თქვენ ყოფილი საბჭოთა ჩრდილოვანი ეკონომიკის ცენტრში აღმოჩნდებით. სიტყვა „მაფია“ აქ სიცილიურ ელემენტებს მოიცავს. ოჯახი აქ სახელმწიფოზე მნიშვნელოვანია და სიმდიდრის გაფლანგვის დემონსტრირება, როდესაც ადამიანები ასდოლარიან კუპიურებს ისვრიან, როგორც ეს დაღესტნურ ქორწილში იყო, დიდწლად პოზიტიურად აღიქმება და არა პირიქით. ეროვნულ უმცირესობათა ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად ქართველი ქურთი-იეზიდები საზოგადოებაში მაღალ სტატუსს იძენენ, როდესაც იდეური დამნაშავეები ხდებიან და საკუთარი ღირსების კოდექსით ცხოვრობენ. YouTube-ზე ვნახე ფილმი, სადაც კალაშოვზე (მეტსახელად „შაქრო მალადოი“) აღფრთოვანებული თხრობაა. ერთ-ერთმა მაყურებელმა ასეთი კომენტარიც კი დატოვა „EZDY MAFIA 4EVER“. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთში ეს პოლიტიკური ხასიათის პრობლემაა: სახელმწიფომ კანონის, როგორც სისტემის და არა როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტის მიმართ, მეტი ინტერესი უნდა გამოავლინოს, ხოლო კავკასიაში ეს კულტურის საკითხია: რიგითმა ადამიანებმა უნდა მოინდომონ იყვნენ მოქალაქეები და არა დიდ ოჯახებზე დამოკიდებული კლიენტები. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54402.jpgთამარ მეფის სახელობის აეროპორტმა დღეს პირველი თვითმფრინავი მიიღო, რომელსაც პრეზიდენტი მართავდა. View the full article