Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/08/international-business-times.png მაია შვაიდერი ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც მონაწილეობს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ჯორჯიაში“ (საქართველო) უფრო მეტია, ვიდრე რეი ჩარლზის სიმღერის სენტიმენტი. და მით უფრო არ არის ეს ის „ჯორჯია“, რომელზეც ჩარლზი მღერის – ეს სხვა ადგილია – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა კავკასიაში. პარტია და მისი ლიდერი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, ფეხდაფეხ მიჰყვება გამოკითხვებში მოქმედ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (ენმ) და დღევანდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ანალიტიკოსების თქმით, ივანიშვილს, არჩევის შემთხვევაში, შეუძლია არსებითად შეარყიოს სიტუაცია. სააკაშვილი და მისი პარტია ხელისუფლებაში 2003 წლიდან არიან, როდესაც წინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სადაო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადადგომა აიძულეს. სააკაშვილმა ორი ვადით უკვე იმსახურა, და კანონით მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ აქვს. მაგრამ, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი საქართველოს და რუსეთის საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყანაა, სადაც ბოლო 25 წლის განმავლობაში მეოთხე ერთპარტიული მმართველობაა. „ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა“, ამბობს მიტჩელი. „ის მასზე თავისუფალია, მაგრამ არც საფრანგეთია. არც აშშ. ამ კონტექსტში აქ დემოკრატიის ქონა რთულია. ეს არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“. მიტჩელის თქმით, ამ ქვეყნებში ოპოზიციონერობა ღალატად, ხოლო პლიურალიზმი სისუსტედ აღიქმება. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც ცდილობს ენმ და სააკაშვილი ივანიშვილის რუსეთის მარიონეტად წარმოჩენას. ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, რომელიც მას შემდეგ დატოვა, რაც არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა (ამ დროს მთავრობამ მას უმალ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა). 2008 წელს სამხრეთ ოსეთში, საქართველოს გამოყოფილ რეგიონში, რუსეთის ინტერვენციისა და შემდგომი ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ფაქტობრივად გაყინულია. ომის შემდეგ საქართველომ გაწყვიტა ყველა დიპლომატიური კავშირი რუსეთთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძემ ყველა რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. მაგრამ ბრალდებები რუსეთთან თანამშრომლობაზე არ მუშაობს. არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი საქართველოში მოსწონთ. ის რუსეთის და ევროპის საბანკო სისტემაში ინვესტიციების განხორციელებით გამდიდრდა („ფორბსი“ ამბობს, რომ მისი ქონება 6,4 მილიარდი დოლარია), და ამ მთავრობის მმართველობის დროს მან საკუთარი ფულის დიდი ნაწილი მშობლიური სოფლის, ჭორვილას მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფასა და გზების რეაბილიტაციაზე დახარჯა. ის პირადად აფინანსებდა ასევე უამრავ ეკლესიას და სამთავრობო პროექტს. გარდა ამისა, მიტჩელის თქმით, „საქართველოში ვინმესთვის რუსეთის აგენტობის დაბრალება დაახლოებით იგივეა, რაც ობამას სოციალისტობაში დადანაშაულება. ამით უმრავლესობას მიმართავ, მაგრამ დამოუკიდებელ ამომრჩეველს აზრს ვერ შეაცვლევინებ. იმავდროულად, ცნობილია, რომ ივანიშვილის ორ მრჩეველს მტკიცე კავშირები აქვთ შეერთებულ შტატებთან და გაეროსთან, რაც ეხმარება პოლიტიკაში წასულ მდიდარ ინვესტორს თავიდან აიცილოს ბრალდებები პრორუსუბასა და ანტიამერიკელობაზე, რომელსც მას სააკაშვილი უყენებს, რომელსაც თავად განათლება აშშ-ში აქვს მიღებული და დაახლოებულია რესპუბლიკური პარტიის ისეთ წარმომადგენლებთან, როგორიცაა სენატორი არიზონადან ჯონ მაკკეინი. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო გამოკითხვებით, „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგებს შორის სხვაობა სულ უფრო მცირდება. რამდენად განსხვავებული იქნება მთავრობა, რომელსაც ივანიშვილი უხელმძღვანელებს? „იდეოლოგიურად, სხვაობა უმნიშვნელოა“, ამბობს მიტჩელი. „მაგრამ საქართველოში არსებობს განცდა, რომ მათ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] საკუთარი თავი ამოწურეს. ახალი მთავრობა ახალ ენერგიას მოიტანს და საქართველოს გაცილებით მეტი შანსი უჩნდება იყოს ნამდვილი დემოკრატია“. ორიგინალი ორიგინალი
  2. http://zvigena.files.wordpress.com/2012/08/zestafoni1.jpg?w=700 ზესტაფონი – ეს გუნდი დღეს დღეისობით ყველაზე გამართული კლუბია საქართველოს მაშტაბით და შესაბამისად მისგან მეტს ველოდით, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის პირველსავე ეტაპზე გამოთიშვას – არადა სულ მცირე ნეფჩის გავლა ევროპის ლიგის დასკვნით ეტაპზე (ჯგუფურამდე ეს ეტაპი უკვე ძირითად ტურნირად ითვლება) თამაშის გარანტიას იძლეოდა. მაგრამ პირველ შეხვედრაში დაცვის საშინელმა თამაშმა გუნდს ბაქოური ბარიერის გადალახვის შანსი მოუსპო. მართალია მეორე შეხვედრის პირველსავე ოც წუთში 2–0 წავიყვანეთ ანგარიში და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ შეიძლებოდა ამ ეტაპის გადალახვა, მაგრამ ძაან მალე დაცვა ისევ ჩავარდა და სულ სამი კაცით შეტევაზე გადასულ ბაქოელებს გოლის გატანის საშუალება მიეცა. მერე მეორეც გაგვიტანეს და გაჩენილი იმედი მალევე ჩაიფუშა და გაქრა. მეტალურგი – ამ გუნდმა პირველ ეტაპზე სასიამოვნოდ გაგვაკვირვა და ალბანურ ტეუტას ჯამში 9–1 მოუგო, ფეხბურთიც ლაღი და თვალსასეირო აჩვენა. შემდეგი მეტოქე კი ბევრად ძლიერი ვიქტორია პლზენი იყო, თან გუნდის ორი ლიდერი კვარაცხელია და თექთურმანიძე დინამოსგან არენდით ყავდათ და ამ ეტაპის წინ თბილისელებმა მათი უკან დაბრუნება მოინდომეს და რუსთავული კლუბი ამით გვარიანად დაასუსტეს. კი თქვა კობა ჟორჟიკაშვილმა, არ მგონია ამ ორი ფეხბურთელის წასვლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ეთამაშაო, მაგრამ პირადად ვფიქრობ რომ სწორედაც რომ დაცვას კვარაცხელია, ხოლო შეტევას თექთურმანიძე საგრძნობლად დააკლდა. იქნებ გამოცდილი გივის ყოფნით მეტალურგის დაცვას ასე დაბნეულად არ ეთამაშა, ხოლო ტექნიკურ და სწრაფ თექთურმანიძეს ის სიმწვავე შეეძინა რუსთაველებისთვის, რაც შეტევაში მეტ ფხიან თამაშს გამოიწვევდა და ბრძოლის ხარჯზე 1–3 აღარ წაგვეგო სახლში. გასვლაზე 2–0 დავმარცხდით და რუსთაველებიც დაემშვიდობნენ ევროთასს. მინდა პლზენის სიძლიერე ავღნიშნო – მათ შემდეგ ეტაპზე პოლონური რუხი 7–0 დაიფრინეს ჯამში. ტორპედო – გუნდი აშკარად არ იყო ევროთასებისთვის მზად. გეგუჩაძემ აღებულ ვექტორს არც ევროსაგზურის მოპოვების გამო გადაუხვია – ერთბაშად ძლიერი ფეხბურთელების ყიდვას მოერიდა და ფონს გასვლა არსებული რესურსის ხარჯზე ცადა. აქტობეს, როგორც ყაზახურ გუნდს, ბევრი აგდებით უყურებდა – არადა ამ გუნდმა სინამდვილეში საკმაოდ დალაგებული ფეხბურთი აჩვენა, ჩვენს მერე მოლდოვური მილსამიც გამოთიშა და ბელგიურ გენკს კი ტოლ–სწორად ეთამაშა. ქუთათურებმა კი აქტობესთან მარცხის შემდეგ გუნდიდან 3–4 ვეტერანიც გაუშვა, რამოდენიმე ახალგაზრდა დაიმატა და მომავალის პერსპექტივაზე გათვლილი გუნდის შენება განაგრძო. გიამ იცის თავის საქმე და დარწმუნებული ვარ მალე ეს წლევანდელი მარცხი მცირე მაშტაბის წარმატებით მაინც ჩანაცვლდება. დილა – გაამართლა გორულ გუნდში ჩადებულმა ინვესტიციამ. ამ გუნდმა ჯერ საკმაოდ ძლიერი დანიური ორჰუსი დაიფრინა, თანაც ორივე შეხვედრას რომ აგებდა და საბოლოოდ 2–1, 3–1 ორთავეში იმარჯვა. დასაფასებელი გორელების ბრძოლის უნარიანობა – ძირითადის უმრავლეს ფეხბურთელს ხომ ნაკრებში თამაშის გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ეს გამოცდილება ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. შემდეგი მეტოქე სახელიანი ანართოსისი იყო და თავიდან აქაც ყველაფერი ცუდად დაიწყო, როცა თბილისში ჯერ გოგუა გაგვიძევეს და ამას გაშვებული გოლიც მოყვა. გორელებმა ამის მერეღა შეძლეს ხიფათის შექმნა როცა ორჯერ გურულს მართებდა გატანა. საპასუხო შეხვედრაში კი პირველი ტაიმი არაფერ კარგს არ მოასწავებდა – მომენტიც არ შეგვიქმნია. აი მეორეში კი სულ სხვა დილა ვიხილეთ – ერთი სახიფათო მომენტი, მერე ხარიხას გარტყმული ბურთი და ბოლოს კი მიჯრით სამი მშვენიერი გატანილი გოლი (სიმართლე უნდა ითქვას – აქედან პირველი ოფსაიდიდან იყო). ამ ყველაფერმა მეტოქის გულშემატკივარი გააღიზიანა და მატჩი არეულობის გამო შეწყდა. გორელებს სავარაუდოდ ტექნიკური მოგება ჩაეთვლებათ. დღეს კი მათ მომავალ მეტოქის ვინაობას გავიგებთ. მოკლედ ეს ერთი კლუბი შეგვრჩა ევროსარბიელზე. შარშან ამ ეტაპზე ორი გუნდი გვყავდა და ვერცერთმა ვერ შეძლო ჯგუფში შეღწევა. იქნებ წელს გორელება შეძლონ ის, რაც შარშან დინამომ და ზესტაფონმა ვერ მოახერხეს. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/551/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=551&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/economist.jpg უწოდეთ ამას თუნდაც „მილანის“ ეფექტი. ჯორჯ ვეამ, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს „მილანის“ განთქმული თავდამსხმელი იყო , 2005 წელს თავის მშობლიურ ლიბერიაში საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი. უკრაინელმა ანდრეი შევჩენკომ, გოლების მწარმოებელმა მანქანამ, რომელმაც 1999 წელს შეცვალა ვეა გუნდში, ახლახანს დატოვა ფეხბურთი, რათა პოლიტიკაში წავიდეს. ქართველმა მცველმა კახი კალაძემ, რომელიც ამ საფეხბურთო კლუბში 2001 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა, დეკემბერში თავისი სპორტული ფეხსაცმელი კედელზე დაკიდა და ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების” კოალიციას შეურთდა. ნუთუ ისინი სილვიო ბერლუსკონიმ, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და კლუბის მფლობელმა შთააგონა? კალაძეს, ალბათ, არ აწყენდა სილვიო ბერლუსკონის მსგავსი გამძლეობა. ქართულმა ხელისუფლებამ ივლისში მას საბანკო ანგარიშები გაუყინა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ფულის გათეთრების გამო მიმდინარე გამოძიების ნაწილია. ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კვლევითმა ორგანიზაციამ იგივე ბედი გაიზიარა გასულ კვირას. ამასობაში ხელისუფლება განაგრძობს ივანიშვილის ბიზნესების დაჯარიმებას იმ მიზეზით, რომ ის არღვევს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონებს, რომელიც მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მიიღეს. გასულ კვირას, იმის გამო, რომ 11 მილიონი ლარი არ გადაიხადა, მთავრობამ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის კუთვნილი ქონება გაყიდა. 25 ივლისს ივანიშვილმა გადაიხადა ჯარიმა, 80 მილიონი ლარი, რომელიც ივნისში დააკისრეს და განაცახადა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა აღმოსავლეთ საქართველოში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად. როგორც ყველაზე წარმატებულ ქართველ ფეხბურთელს, კალაძეს აქვს პოპულისტური მიმზიდველობა, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს იტალიასთან მატჩში მის მიერ გატანილმა ორმა გოლმა საქართველოს ვეღარ შეაძლებინა 2010 წლის მსოფლიო თასის ასპარეზობაში მონაწილეობა. სააკაშვილსაც უნდა პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება სპორტული წარმატების მეშვეობით, ამიტომ დაპირდა უხვ ფულად ჯილდოებს ოლიმპიური მედლების მფლობელებს. (ჯერჯერობით საქართველოს მხოლოდ სამი მედალი აქვს). ეს არ არის უჩვეულო მსოფლიოს ამ კუთხეში: კომუნისტური ქვეყნები მთელი ძალით ცდილობდნენ ოლიმპიადებზე წარმატების მიღწევას; აზერბაიჯანიც დაპირდა გამდიდრებას წარმატებულ ოლიმპიელებს. ქართულ პოპულიზმს განსაკუთრებული შტრიხები აქვს. როდესაც ივანიშვილი გასულ ოქტომბერს პოლიტიკაში მოვიდა, ის კვაზი მესიანისტური ტერმინებით აღწერდა იმას, თუ როგორ რევოლუციურად შეცვლის დემოკრატიის ხარიხს ორ წელიწადში. ამას წინათ მან განაცხადა – „ყველაფერი ისე მიდის, როგორც მე ვგეგმავდი“ – თუმცა ცოტა ქართველი თუ მიხვდა, რას გულისხმობდა, როდესაც ამას ამბობდა. სხვა თუ არაფერი სააკაშვილი უფრო ხატოვანია. „ვარდების რევოლუციამდე“ ცოტა ხნით ადრე, 2003 წელს მან თავის კამპანიას „ბოროტსა და კეთილს შორის უკანასკნელი ბრძოლა“ უწოდა. წლების შემდეგ მან პირობა დადო, რომ ფოთი, პირქუში პორტი დასავლეთ საქართველოში გადაიქცევა „შავი ზღვის დუბაიდ“, ხოლო ბათუმი მისი სინგაპური იქნება. ახლა ტელევიზიები მუდმივად გადასცემენ იმას, თუ როგორ ეხუტება ის, განსაკუთრებით მოხუც ქალებს. ივანიშვილის პოლიტიკაში შესვლამ აქცენტი ისეთ საკითხებზე გადაიტანა, რომელიც რიგითი ქართველებისთვის უფრო მნიშვნელოვანია. იმ დროს, როდესაც ეკონომიკა კარგად ვითარდება (მშპ 2011 წელს 7 პროცენტით გაიზარდა), მთავრობის ეკონომიკური რეფორმები უფრო უცხოეთში ფასობს, ვიდრე ქართველებისთვის. ორივე მხარემ ისეთი დაპირებები გასცა, როგორიცაა 1000 ლარიანი ვაუჩერი თითოეული ოჯახისათვის, ჯანდაცვის უნივერსალური დაზღვევა, პენსიების ზრდა, რასაც ხმების მოსყიდვის სუნი უდის. მთავრობა აცხადებს, რომ ის უკვე სძლევს უმუშევრობას; თუმცა ახლად ჩამოყალიბებულ დასაქმების სამსახურს, რომელიც საქმიანად აღნუსხავს უმუშევრებს, იმის დასაბუთებული ხედვა აკლია, თუ როგორ გადაწყვეტს პრობლემას ამ პროცედურის შემდეგ. რეალური კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ გადაიხდის თავისი დანაპირების შესასრულებლად ორივე მხარე. ივანიშვილს შეუძლია ბიუჯეტის სუბსიდირება თავისი ქონებიდან, მაგრამ ეს არ მოუტანს სარგებელს საქართველოს გრძელვადიან პოლიტიკურ განვითარებას. ფისკალური პასუხისმგებლობა კარგი მთავრობის ერთ-ერთი საფუძველთაგანია, მაგრამ მას იშვიათად ახსენებენ რომელიმე პარტიის პოლიტიკურ კამპანიაში. უფრო პირქუში ამბავია ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით ივანიშვილის კოლეგები ცდილობენ პოპულარობა რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისადმი შეუწყნარებლობით მოიპოვონ. ისინი მიიჩნევენ, რომ ქართველობა მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნას ნიშნავს. ამის საპირისპიროდ, მმართველი პარტია ქართული ნაციონალიზმის უფრო ინკლუზიურ ვერსიაზე ლაპარაკობს, როდესაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე, ან რუსეთთან მის ტურბულენტურ ურთიერთობებზე აკეთებს განცხადებებს. ეს ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ამ არჩევნებისთვის. 7 აგვისტოს, 2008 წლის ომის 4 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ქვეყანა „შიგნიდან დაიმორჩილოს“. მან კიდევ ერთხელ იგულისხმა ის, რომ ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა არ ამართლებს დაპირისპირებას ორ ქვეყანას შორის, სააკაშვილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ დაშოშმინების პოლიტიკა რუსეთთან არ იმუშავებს. ივანიშვილი საპირისპიროდ შიშობს, რომ ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოს „კავკასიის კუბად“ აქცევს. ის ამბობს, რომ „უარს იტყვის ცივი ომის რიტორიკაზე“ და დაიწყებს „მტკიცე და პრინციპულ დიალოგს რუსეთთან“. თუმცა რას ნიშნავს ეს რეალურად გაურკვეველია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3,3 მილიონი ამომრჩეველი დაარეგისტრირა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს ყველაზე მაღალი რიცხვია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. გამოკითხვები ადასტურებს, რომ აქტივობა მაღალი იქნება. მაგრამ ქართველები სწორად მოიქცევიან, თუ ორივე მხარის დაპირებას ეჭვით მოეკიდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იმედგაცრუება ელით. ორიგინალი ორიგინალი
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/new_europe-150x29.jpg გრიგოლ ვაშაძე 2008 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც რუსულმა ავიაციამ სამხედრო, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო ობიექტები დაბომბა, ათასობით რუსი ჯარისკაცი და ჯავშანტექნიკა შემოიჭრა საქართველოში. ოთხი წლის შემდეგ საქართველო მტკიცედ დგას, ადასტურებს რა, რომ ის ლიბერალური, დემოკრატიული სახელმწიფოა, მისი ეკონომიკა ვითარდება და მთავრობა თავდაუზოგავად შრომობს, რათა მზრუნველობა არ მოაკლოს კონფლიქტის დროს იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს. ჩვენი მეგობრები მხარში გვედგნენ 2008 წელს, და მათი მხარდაჭერა კვლავაც გვჭირდება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მცხოვრებმა მოსახლეობამ გაიზიაროს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ომის კადრები, რომელიც წამყვანი საინფორმაციო არხებით გადაიცემა ხოლმე, ასახავს ნგრევას და იმ ადამიანების სასოწარკვეთას, რომლებიც კონფლიქტში ჩაითრიეს. როდესაც საერთაშორისო მიმომხილველის თვალი ოდესმე, წლების შემდეგ, კვლავ უბრუნდება ასეთ ტერიტორიებს, სადაც ადამიანის ტანჯვა და უიმედობაა გამეფებული, ის სასტიკი რეალობის მოწმე ხდება ხოლმე. ეს იყო შესაძლო სცენარი ჩემი ქვეყნისთვისაც, სადაც ტერიტორიულადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც მასზე ბევრად დიდი მეზობელი შეიჭრა. კიდევ უფრო უარესი გახლდათ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ცხოვრების წესის განადგურების საფრთხე. თუმცა, ვერცერთი ვერ განხორციელდა. ქართველმა ხალხმა საკუთარი სამშობლო დაიცვა. საერთაშორისო არენაზე ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები გვერდით დაგვიდგნენ, დაგმეს რა რუსეთის ინტერვენცია. საქართველო ინარჩუნებს თავისუფალი ქვეყნის იდენტობას და განაგრძობს განვითარებას, თუმცა მუდმივად გრძნობს საფრთხეს ორი რუსული სამხედრო ბაზიდან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განთავსებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით. ქვეყანამ გაუძლო შოკს და მოახერხა შეენარჩუნებინა სტაბილური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სახეზეა მშპ-ის რეალური ზრდა – 6,4% 2010 წელს და 7% – 2011 წელს. მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილია მთავარი სარკინიგზო მარშრუტის გახსნა, რომელიც ცენტრალურ აზიას თურქეთთან და შემდეგ, ევროპასთან დააკავშირებს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საქართველო გამოარჩია ტურიზმის დარგში მნიშვნელოვანი ზრდით – ჩამომსვლელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა გასული ხუთი წლის განმავლობაში: 2006 წლის დაახლოებით მილიონიანი მაჩვენებლიდან 2011 წლის სამ მილიონამდე. საქართველო კვლავაც რჩება ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად ევროპაში, სადაც ბიზნესის წარმოება ძალზე იოლია. საქართველოს დემოკრატიული არჩევანი ურყევია. მოქალაქეები 1 ოქტომბერს ახალ პარლამენტს აირჩევენ და ჩვენს დემოკრატიას გააახალგაზრდავებენ. ჩვენმა საჯარო მომსახურების დარბაზებმა (მთავარი გზა, რომლითაც მოქალაქეებს მთავრობასთან ყოველდღიური ინტერაქცია აქვთ) მომსახურების ინოვაციური დიზაინისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრიზი მოიპოვა. ჩვენი ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, ახორციელებს რა რეფორმებს ჩვენი სასამართლო სისტემის, ადგილობრივი მმართველობისა და პენიტენციალური სისტემის განმტკიცებისთვის. მაშინ როდესაც ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით, იმავდროულად ვცდილობთ ყურადღების მიპყრობას იმ ათასობით ადამიანისადმი, რომლებიც ომის დროს ღია ცის ქვეშ დარჩნენ და რომელთა სახლებიც დიდწილად ეთნიკური წმენდისას აღიგავა პირისაგან მიწისა. ომის დასრულებისთანავე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ამ ოჯახების უმრავლესობა 2008 წლის ზამთარს საკუთარი, ახალი სახლის ჭერქვეშ შეხვედროდა, მაგრამ მათი უფლებები ჯერ კიდევ როდია დაცული, მათი დანაკარგი ანაზღაურებული და სამართლიანობა – აღდგენილი. ვიღვწით რა ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება და მხარდაჭერა ოკუპაციის ფაქტის განსჯისა და დაგმობისთვის, რათა ჩვენი წარმატება ხელმისაწვდომი გახდეს მათთვისაც, ვინც დღესდღეობით, ჩვენი ტერიტორიის იმ 20%-ში იმყოფება, რომელიც რუსულ არმიას აქვს ოკუპირებული. 21–ე საუკუნეში ვერცერთი ხელისუფლება ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ ადამიანები მავთულხლართების მიღმა გამოკეტოს, სოფლები მიწასთან გასწოოროს, რათა მათ ადგლზე სამხედრო ბაზები განათავსოს, ბავშვებს დედა ენაზე სწავლის უფლება ჩამოართვას და დასაქმების ერთადერთ საშუალებად იარაღის ტარება აქციოს. ჩვენ ხმა მივაწვდინეთ ყველას ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, მათთან ურთიერთქმედების, მომსახურების შეთავაზების, ნდობის განმტკიცებისა და იმ სოციალური ქსოვილის აღდგენის სურვილით, რითაც საუკუნეები დაკავშირებულნი ვართ. საქართველო კვლავაც ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობას რუს ხალხთან – მიმდინარე წლის მარტში ჩვენ გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის და ტურისტებიც დაიძრნენ კრემლის დაშინების მიუხედავად. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. საქართველომ ცალმხრივად აიღო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამ საკითხზე ჯერ შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგმულა, მაგრამ ვიმედოვნებთ, ხშირად ნაკლებიმედიანადაც, რომ ნელნელა განწყობა და მოსაზრებები მოსკოვში შეიცვლება. საქართველომ ბევრს მიაღწია, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება მეგობრული ხელი იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა თანამემამულემ მშვიდობიანად, ღირსეულად და უხიფათოდ იცხოვროს. თავისუფალი სამყაროს მთავრობებმა და სამოქალაქო საზოგადოებრიობამ უნდა განაგრძოს ხმამაღალი და მკაფიო სიგნალების გაგზავნა რუსეთის ფედერაციის მთავრობისათვის, რომ სამხედრო ოკუპაცია მოუთმენელია, რომ ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევა არ უნდა გახდეს ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობის სიმბოლო, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ეთნიკური წმენდა დაუშვებელია. ომიდან ოთხი წლის შემდეგ ქართველი ერი თავაწეული დგას, მომავლისკენ იყურება და ყველა მისი მოქალაქისთვის სამართლიანობას ითხოვს. გრიგოლ ვაშაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორიგინალი ორიგინალი
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ქართულმა სასამართლომ ოპოზიციური კოალიციის წამყვანი წევრი თაღლითობაში დაადანაშაულა და დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება აცხადებს, რომ მელიკ რაისიანი – კოალიციის ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი 2007 წელს ადგილობრივ მოსახლეს 24 000 დოლარს სძალავდა და სანაცვლოდ პირდებოდა, რომ დაეხმარებოდა მას გადასახადებისგან თავის არიდებაში. სასამართლომ რაისიანს, რომლის ადგილსამყოფელიც ამ ეტაპზე უცნობია, ჯარიმის სახით 6 000 დოლარის გადახდაც დააკისრა. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ რაისიანს მხოლოდ მას შემდეგ დასდეს ბრალი, რაც ის შეუერთდა ოპოზიციურ კოალიციას, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. კოალიცია “ქართული ოცნება” მმართველი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მეტოქეა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ორიგინალი ორიგინალი
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/tagesschau.jpeg სილვია შტობერი რვა წელიწადზე მეტ ხანს იყო საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ერთპიროვნული მმართველი. ახლა კი მას ძლევამოსილი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა: მილიარდერმა ივანიშვილმა მომავალ არჩევნებში გამარჯვება დაისახა მიზნად. თუმცა სამთავრობო აპარატი ბინძური ხერხებით იბრძვის მეტოქის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილი ცოტა დაღლილად გამოიყურება. ახლახანს დამთავრდა მისი მრავალპარტიული კოალიციის “ქართული ოცნების რამდენიმესაათიანი სხდომა. პოლიტიკაში ყოფნიდან ათი თვის შემდეგ გამოტყდა: “მე არ მომწონს პოლიტიკოსობა. ის არ შეესაბამება ჩემს ხასითს”. რვა წლის წინ თავის ოჯახთან ერთად ის საქართველოს სოფელ ჭორვილაში განმარტოებით ცხოვრობდა. მისი ქონება, რომელიც ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენს, ველურ 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა. აქედან 650 მილიონი ევრო საქართველოს შესწირა – ინფრასტრუქტურისთვის, ეკლესიებისთვის, ხელოვნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. თუმცა 2011 წლის ოქტომბრამდე არასდროს ჩნდებოდა საზოგადოებაში ღიად, ვიდრე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ არ გამოაცხადა. რეფორმების შედეგები და ხარვეზები ივანიშვილის გაცხადებული მიზანია სააკაშვილის და მისი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებიდან ჩამოშორება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან თავის თავზე აიღო პოლიტიკური ცხოვრების სირთულეები, რადგან ხალხს აქვს უფლება ჰქონდეს მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტები. ადამიანები ღირსნი არიან ჰყავდეთ ხალხის სამსახურში მყოფი მთავრობა და არა ხელმძღვანელობა, რომელიც მედიას, ეკონომიკას, საზოგადოებას და სასამართლოს აკონტროლებს. ყოფილი ვარდების რევოლუციონერების მთავრობას, რომელმაც 2004 წელს გადაიბარა ძალაუფლება, მართლაც აქვს წარმატებული რეფორმები გატარებული. მაგრამ არსებობს ხარვეზები. ბრძოლა კორუფციასთან, ადმინისტრაციის სრულყოფა, ეკონომიკის ლიბერალიზაცია და ინფრასტრუქტურის განახლება მნიშვნელოვანი პრობლემების პირისპირ. სამთავრობო პარტიას ძალაუფლება საკუთარ ხელში აქვს მობილიზებული. პოლიტიკოსების ნათესავებს გადამწყვეტი გავლენა აქვთ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში. იუსტიციის რეფორმაც იგვიანებს. განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები ქალაქში და სოფლის მოსახლეობა უმუშევარი დარჩა. ისინი ცდილობენ მცირე ვაჭრობით, ტაქსის მძღოლობითა ან მიწათმოქმედებით გადაირჩინონ თავი. სერიოზული კონკურენცია ხელისუფლებისათვის მილიარდერი ივანიშვილი ბადებს იმედებს, მაგრამ სკეპტიციზმსაც. მისი დაპირებებია სოფლის მეურნეობის განვითარება, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა და გაზრდილი პენსიები. ზუსტად როგორ მოხდება ამის დაფინანსება, ჯერ ბოლომდე გაურკვეველია. ერთი რამ ცხადია: ადამიანებისთვის ფულის დარიგება, როგორც ის გასულ წლებში აკეთებდა, გრძელვადიანი სტრატეგია არ არის. მისი წარმატება იყო დანაწევრებული ოპოზიციის საკუთარ კოალიციაში გაერთიანება. მისი კოალიციის ოფისები მთელს ქვეყანაშია გახსნილი. მას აქვს გაზეთი, ინტერნეტ-სააგენტო და სატელევიზიო არხი რეპორტიორებით ყველა რეგიონში. ივანიშვილი აფინანსებს ასევე პიარ-აგენტებს და მრჩველებს, რომლებიც დასავლეთში საქართველოს მთავრობის სამსახურში მყოფ ლობისტებს ებრძვიან. ივანიშვილი პირველია, რომელიც მმართველი პარტიისთვის სერიოზულ კონკურენტად იქცა. მთავრობა ცდილობს მილიარდერი პარტიების დაფინანსების ახალი კანონით შეზღუდოს. კონტროლის პალატამ ივანიშვილთან არაპირდაპირ დაკავშირებული ფირმა „გლობალ-ტვ“-ს ათასობით სატელიტური ანტენა დააყადაღა. ივანიშვილი დამატებით ათობით მილიონი ლარით დაჯარმდა, დროებით ბანკიც ჩამოართვეს. მიზეზი ის იყო, რომ კომპანიამ მოსახლეობას სატელიტური ანტენები თითქოს ფაქტიურად უფასოდ დაურიგა და ამით ამომრჩევლები მოისყიდა. ოპოზიციონერებზე ჯაშუშობა უცხოეთში გარდა ამისა შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ ციურიხში ორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უთვალთვალებდა, რომლებიც შვეიცარიაში დევნილობაში მყოფ ქართველ ჟურნალისტს ხვდებოდნენ. თუმცა მთავრობის სამსახურში მყოფი ორი ჯაშუში საკმაოდ თვალშისაცემად მოქმედებდა. ისინი დააკავეს და სამი კვირის შემდეგ გამოაძევეს საქართველოში, რასაც შვეიცარიის უსაფრთხოების სამსახურებიც ადასტურებენ. ოპოზიციონერები და თავისუფალი ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ მათ ნათესავებს სახელმწიფო სამსახურებიდან ათავისუფლებენ. ეს უპირველეს ყოვლისა მასწავლებლებს ეხება. ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, გიგა ბოკერიას ამის დადასტურება არ სურს. მისი თქმით, სახელმწიფო მოსამსახურეები მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ თავისუფლდებიან, თუ ისინი სამსახურის დროს პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევიან. ხელჩართული ბრძოლა და ქვების სროლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ამასთანავე ირწმუნება, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ოპოზიციის დემონსტრაციებმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ყველაზე მეტად გასულ კვირებში პატარა მიტინგების დროს ჰქონდა ადგილი შეხლა-შემოხლასა და ქვების სროლასაც კი. სანამ ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდოდა საქმე, თვითონ ივანიშვილი და მისი თანამშრომლები პირადად ხდებოდნენ შეტევის მსხვერპლნი. თავდამსხმელები ვითომდა სახელმწიფო ინსტიტუციების თანამშრომლები იყვნენ და არა უბრალო დემონსტრანტები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია უფრო დიდი დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობს, უმთავრესად სამეგრელოს რეგიონში, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთს ესაზღვრება. ის მთავრობას ბრალს სდებს გასამხედროებული დაჯგუფებების შექმნაში, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მოსახლეობაზე. ბოკერია ამასაც უარყოფს. მისი თქმით ეს მხოლოდ ჯარისთვის შექმნილი რეზერვია. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე განწყობა უკვე დაძაბულია და ქვეყანა პოლარიზებული. მნიშვნელოვანი შეკითხვაა ის, თუ რამდენად აღიარებენ მხარეები არჩევნების შედეგებს. დამოუკიდებელი საქართველოს 21-წლიან ისტორიაში ხელისუფლების კონსტიტუციურ ვადებში ცვლილების შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. ივანიშვილის დაპირება ასეთია: “რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მოვერიდებით ძალადობას. ჩვენ უარს ვიტყვით ქუჩაში გამოსვლაზე (დემონსტრაციის გამართვაზე) და კანონის დარღვევაზე”. ამასთანავე იგი დარწმუნებულია, რომ მისი კოალიციის პარტიები საპარლამენტო მანდატების ორ მესამედს მოიპოვებენ და იგი ოქტომბერში პრემიერ-მინისტრი გახდება. ორივე მხარის მოლოდინი დიდია. ორიგინალი ორიგინალი
  7. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg დემიან მაკგინესი საქართველომ სულ ახლახანს გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება. მიიჩნევენ, რომ ეს არჩევნები 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყნის დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი გამოცდა იქნება. გასული წლის ბოლომდე ისე ჩანდა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტია ადვილად მოიგებდა არჩევნებს. მოსაბეზრებლად პროგნოზირებადი ვითარება, რომელიც მისასალმებელია ქვეყნისათვის, სადაც არჩევნებმა შეიძლება კრიზისი და არასტაბილურობა გამოიწვიოს. მაგრამ ახლა საქართველოს პოლიტიკაში არაპოროგნოზირებადი სიტუაცია დაბრუნდა. ქვეყნის ყველაზე მდიდარი კაცი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონება $6.4 მილიარდია, რაც საქართველოს საწარმოო შესაძლებლობების ნახევარს უდრის, პირობა დადო, რომ მმართველ პარტიას ხელისუფლებიდან გააძევებს. და ბრძოლამ საზარელი სახე მიიღო. „სამართლიანობის ფასადი“ ივანიშვილი ამბობს, რომ მთავრობამ ის მიზანში ამოიღო და ცდილობს გათელოს პოლიტიკური ოპოზიცია. ის ამბობს, რომ 200 მილიონ დოლარზე მეტით დააჯარიმეს პარტიის დაფინანსების კანონის დარღვევის ბრალდებით. მას შემდეგ, რაც ის ოპოზიციაში გადავიდა, მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, თითქოს იმიტომ, რომ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა, ამბობს ის. მისი მომხრეები აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება სდევნის. ივანიშვილის თქმით, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის სტრატეგია – გაანადგუროს ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტი. „მან მოახერხა და დაარწმუნა აშშ და ევროპა, რომ ის რეალურ დემოკრატიას აშენებს. მაგრამ არაფერი ამგვარი ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში არ ხდება. ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც საქართველოში ამჟამად ხდება, ეს ფასადური სამართალია,“ განაცხადა ივანიშვილმა. მაგრამ მთავრობა ამტკიცებს, რომ ივანიშვილი უკანონოდ იყენებს მის უზარმაზარ ქონებას, რათა პოლიტიკური ლანდშაფტი ასიმეტრიულად შეცვალოს. მას ბრალს სდებენ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მკაცრი კანონის დარღვევაში. ამ კანონით განსაზღვრულია დაფინანსების ზედა ზღვარი, რომელიც კერძო პირებმა და კომპანიებმა შეიძლება გაიღონ. ივანიშვილი ეჭვმიტანილია იმაში, რომ კანონის გვერდზე ავლით, მესამე მხარეს თანხების ტრანსფერისათვის იყენებს, ან იღებს უკანონო კორპორაციულ შეწირულობებს უფასო საოფისე ფართის, ან ტრანსპორტის სახით. ხოლო მისი საქველმოქმედო შეწირულობები, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი დოლარია, სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩეველთა მოსყიდვა, განაცხადა მმართველი პარტიის პარლამენტარმა დავით დარჩიაშვილმა. „პიროვნებები პოლიტიკაში ან პერსონალური ლოიალობა აქ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე პოლიტიკური პროგრამები,“ ამბობს ის. „ამიტომ, როდესაც ვინმე აცხადებს, რომ გადავუხდი ყველას, ვინც მხარს მიჭერს, ეს სარისკო რამ არის ქართული დემოკრატიისათვის“. ქველმოქმედება საქართველოს უმდიდრესი კაცი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ცდილობს განსხვავებული აზრის განადგურებას. ამ ორ მხარეს შორის კონკრეტული პოლიტიკის კონტექსტში ძალიან დიდი განსხვავება არ არის. ორივემ განაცახადა თავისი ამბიციური გეგმის შესახებ – დაძლიონ სიღარიბის მაღალი დონე საქართველოში, ძირითადად იმით, რომ პრობლემის გადასაწყვეტად ფულს დახარჯავენ. მაგრამ ბრძოლამ ძალაუფლებისთვის საქართველოს საზოგადოების შუაგულში ბზარი გააჩინა. იმის გამო, რომ მას ქველმოქმედის და ფილანტროპის რეპუტაცია აქვს, ივანიშვილი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს ღარიბ მოსახლეობას შორის, რომელსაც დღევანდელ ნეო-ლიბერალურ ქართულ ეკონომიკაში ბრძოლა უწევს. მისი დაფინანსებულია საჯარო შენობები თბილისში, მათ შორის საკათედრო ტაძარი და უნივერსიტეტი. ის 2003 წლის რევოლუციის შემდეგ, პირველ წლებში პარლამენტარებს ხელფასს უხდიდა და ყიდულობდა უნიფორმას პოლიციისთვის. როდესაც ბაზარში გამყიდველებს ელაპარაკები, ადამიანებს, რომლებიც დღეში რამდენიმე დოლარს ძლივს შოულობენ, ივანიშვილის სახელის ხსენებაზე, ისინი ცერა თითს მაღლა წევენ, თუმცა იმ კონკრეტული მიზეზის მოძიება, თუ რატომ უყვართ, ძნელია. „კარგი კაცია“, ასეთია ჩვეული პასუხი. ბაზარში ძნელად გადაეყრები ვინმეს, ვინც მთავრობას უჭერს მხარს. ივანიშვილს ბევრი მოხუცი ქართველიც უჭერს მხარს, ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ახალგაზრდა, მოსაზრებულმა ელიტამ ისინი უკან მოიტოვა. ხოლო ქალაქელი ინტელექტუალები პრეზიდენტს ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ის აკონტროლებს სასამართლოებს და მეინსტრიმულ მედიას. მათ მიაჩნიათ, რომ ამ მგზნებარედ პრო-დასავლურმა მთავრობამ ძირი გამოუთხარა საქართველოს არტისტულ და ინტელექტუალურ ტრადიციებს, უფრო ზერელე ამერიკული საზოგადოების სასარგებლოდ. მაგრამ ბევრ სხვა ქართველს, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს, ომით გახლეჩილი, კრიმინალით მოცული 1990-იანი წლები, მიაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდმა მოიტანა უპრეცედენტო სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდი. და მისი მთავრობა ღიაა და ტოლერანტულია რელიგიური, სექსუალური და ეთნიკური უმცირესობებისადმი – რომელთანაც შედარებით, ივანიშვილის ზოგიერთი კოლეგა შემაშფოთებლად ნაციონალისტია. ხშირი მუშტი-კრივი როდესავ 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ის ხელისუფლებაში მოვიდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საბჭოთა ეპოქის, კორუმპირებული ელიტა ჩამოიშორა. მან აღასრულა ბევრი ის დაპირება, რომელიც ხმაურიან მასებს პარლამენტის შენობის კიბეებიდან მისცა – ის მკაცრი იყო კრიმინალებთან, ცხოვრება უხიფათო გახადა და დააბრუნა ელექტროენერგია. ბევრ ამომრჩეველს ეშინია, რომ სააკაშვილის მმართველი პარტიის გარეშე, ქვეყანა ქაოსში დაბრუნდება. ერთ-ერთი მათგანი ნინოა, მოხუცი ქალი, რომელიც პენსიას მაღზიის სარდაფში თაფლის პატარა ქილებისა და შინაური ღვინის გაყიდვით ამოგებულ ფულს ამატებს. ბევრი სხვა ადამიანივით, მას ეშინია პერიოდის, როდესაც საქართველო არშემდგარი ქვეყანა იყო. ის ეჭვით არის განწყობილი ოპოზიციის ლიდერისადმი, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში, რუსეთში იშოვა და კრემლთან კავშირებშია დადანაშაულებული. „არა მგონია (ივანიშვილს) ქვეყნის მართვისთვის აუცილებელი ჭკუა და გამოცდილება ჰქონდეს – ის თავის გარემოცვაში ჭკვიან ხალხზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ისინი საკუთარი ინტერესებისთვის იბძოლებენ და ქვეყანა გაიხლიჩება“. ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაძაბულობა იზრდება – მუშტი-კრივი ორივე მხარის მხარდამჭერებს შორის ხშირია. ამ ბოლოდროინდელ საარჩევნო შეხვედრაზე, სულ ცოტა ათამდე აქტივისტი და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ჩხუბი ატყდა. დასავლელი დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ არჩევნები შედარებით მშვიდობიანად ჩაივლის. მაგრამ ძალიან ბევრია დადებული სასწორზე. პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია ლიდერობს ყველა დამოუკიდებელი წყაროებით დაფინანსებული და პატივსაცემი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში. თუმცა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ ეთანხმება ამ მონაცემებს და უარი თქვა იმ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომელიც არჩევნების შედეგების მშვიდობიანი აღაირების პირობას წარმოადგენს. ამან გააჩინა შიში იმისა, რომ ოპოზიცია, ალბათ, არ მიიღებს შედეგებს, რაც არეულობამდე მივა. მაგრამ ეს არჩევნები ასევე უდიდესი გამოწვევაა პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიისათვის. დასავლეთში არჩევნები აღიქმება როგორც ლაკმუსის ტესტი, რომელმაც უნდა გვაჩვენოს რამდენად შორს წავიდა საქართველო ნატოსა და ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ და რამდენად შეუძლია მთავრობას დემოკრატიული რეფორმების გატარების დაპირების შესრულება. როდესაც ოპოზიცია არ არსებობს მაშინ ადვილია სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის დემოკრატიული ფასეულობების აღიარება. მაგრამ ასეთი მდიდარი ოპონენტის პირისპირ, ოპონენტისა, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ემხრობა, ეს დემოკრატიული იდეალები ახლა გადიან გამოცდას. ორიგინალი ორიგინალი
  8. ამ ჩანაწერში მინდა ჩვენთვის საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელების გვარები ამოვკრიბო, ვინც უკვე მოასწრო ნაკრებში თამაში, ანაც სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოირჩევიან. 1. ლევან ყენია, 18/10/1990, უკლუბოდ – უმძმესმა ტრავმამ დიდი დაღი დაასვა ამ ახალგაზრდა კაცის კარიერას. შალკედან წამოსული ზაფხულში ზენიტში უნდა გადასულიყო, მაგრამ იქ დიდი გაუგებრობა მოხდა და ჯერაც ახალი წინადადების მოლოდინშია. მიუხედავად ყოველივე ამისა, ლევანი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, მთავარია უიღბლო პერიოდი უკან მოიტოვოს და აწი იმ კლუბში მოხვდეს, სადაც ენდობიან და სათამაშო დროს დაუთმობენ. მასზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მცირე ასაკის მიუხედავად ყველა კარგად იცნობს. რომ არა ტრამვა, დღესაც ნაკრების ძირითადი მოთამაშე იქნებოდა, სადაც უკვე 19 შეხვედრა და სამი გატანილი გოლი მოუგროვდა. 3. გიორგი ჭანტურია, 11/04/1993, ვიტესი, ჰოლანდია – ტექნიკური, სწრაფი ფეხბურთელი. ერთი სეზონი უკვე გაატარა ჰოლანდიურ უმაღლეს ლიგაში, სადაც 25 შეხვედრაში 4 გოლიც შეაგდო. მისი ერთადერთი პრობლემა ეგოისტური ხასიათია, არ უყვარს გუნდური თამაში, რაც საბოლოოდ პრობლემა ხდება – თანაგუნდელები აღარ ენდობიან. ეს კაცი თუ დაღვინდა და სწორად მიმართა თავის ტალანტი, მალე ნამდვილ ვარსკვლავს მივიღებთ. ალბათ შორს არაა ის დრო, როცა გიორგის ნაკრებშიც ვიხილავთ.<p>5.
  9. როგორც იქნა, მოვიდა დრო, რომ ამ ბლოგის სახელობის სეტი გამეკეთებინა – Nuclear winter. ეს არის იმ სეტის ჩანასახი, რომელიც 8 ივლისს დავუკარი კლუბ დივანში. სხვა სეტებისა და “მუზიკებისათვის” გადადით ამ ლინკზე. ახლა კი თავად სეტზე ორიოდე სიტყვით. ეს არის ერთსაათიანი ფსაიტრანს-ფულონ სეტი, საკმაოდ დუხიანი და ენერგიული. მისი მოსმენა შეგიძლიათ ქვემოთ მდებარე სურათზე დაწკაპუნებით: ტრადიციული ტექსტური [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2367&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  10. 09:01 2.07.2012 სამეგრელოს რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია. http://3.bp.blogspot.com/-fPDHnP2gFfY/UBKgGRmZpkI/AAAAAAAAHwM/Ub-8oWHz8Ig/s200/nacm%252Codzr.jpgზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს როლანდ ახალაიას წარადგენენ. წალენჯიხაში მაჟორიტარობის კანდიდატი ბიზნესმენი ლევან ქარდავა იქნება. ჩხოროწყუს რაიონში გოჩა ლემონჯავას კანდიდატურას წარადგენენ. ლემონჯავა ფოთის ყოფილი მერია. სენაკში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი იყრის, რომელიც ასევე ამ მოწვევის პარლამენტში დეპუტატი გახლდათ. თუმცა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, რადგან სამეგრელოს გუბერნატორად დაინიშნა. აბაშაში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს დავით დარცმელიძეს წარადგენს. მმართველ პარტიას საბოლოო გადაწყვეტილება ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ აქვს. თუმცა ამ რაიონში სავარაუდო კანდიდატი ფოთის საკრებულოს წევრი თენგიზ სარიშვილი მოიაზრებოდა. თუმცა, სარიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამარათლადამრღვევად ცნო მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ სარიშვილმა მოქალაქეს საჩუქრად სატელიტური თეფში გადასცა. ჯერჯერობით „ნაციონალური მოძრაობას “ მარტვილსა და ხობში მაჟორიტარი კანდიდატები არ დაუსახელებია. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
  11. http://www.polity.ge/images/catalog/position/expert/japaridze_t_03.jpgოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში „უკვე მოპარულია“, ამბობს ერთი მაღალი რანგის ოპოზიციური პოლიტიკოსი. polity.ge
  12. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/merabishvili_v_05.jpgშეუძლია თუ არა მინისტრს ერთნაირი წარმატებით მართოს განათლების, პოლიციის, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სფეროები? დისკუსია ამ თემაზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, როცა რამდენიმე მინისტრმა თანამდებობები უბრალოდ გაცვალა და საკუთარი გუნდით სულ სხვა პროფილის სამინისტროში გადაინაცვლა. დიმიტრი შაშკინი - თავდაცვის ახალი მინისტრი მანამდე ორი წელი და ექვსი თვე განათლების მინისტრად მუშაობდა. polity.ge
  13. http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/cameron_d_01.jpgრიტანეთის ეკონომიკური კრიზისი იმაზე მეტად ღრმავდება, ვიდრე ამას ანალიტიკოსები ელოდნენ. polity.ge
  14. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/region/kiochiro-vashadze.jpgიაპონია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორის სწრაფ განვითარებას და აპირებს გააგრძელოს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოიჩირო გემბამ (ფოტოზე) მის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს განუცხადა, რომელიც ტოკიოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. polity.ge
  15. საქართველოს ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელ თორნიკე შენგელიას ახალმა კლუბმა, NBA-ში მოასპარეზე “ბრუკლინ ნეთსმა” ბელგიურ კლუბ “შარლერუასგან” თოკოს კონტრაქტი გამოისყიდა, რომელიც 300000 ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული. მანამდე ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ ნიუიორკულმა თორნიკეს კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა არაფერი იწერებოდა, თუ რა ბედი ეწია მის ურთიერთობას “შარლერუასთან”.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=6cab2939-fe9f-4764-b092-0175affc61fa.jpg&size=500 View the full article
  16. უნგრული "დიორის" საიტმა სტატისტიკა გამოაქვეყნა, თუ რამდენი მატჩი ჩაატარა თითოეულმა ფეხბურთელმა გუნდის მოსამზადებელი პერიოდისას.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=68747f71-9e25-4357-9d3d-061d2eb01649.jpg&size=500 View the full article
  17. 17 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ლაშა დვალი კიევის "დინამოში" ან სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გააგრძელებს კარიერას. რა თქმა უნდა, ჯერ ახალგაზრდულ გუნდზეა ლაპარაკი. დვალი თბილისის "ოლიმპს" ეკუთვნის.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=d48b92df-8db6-434d-b0e6-daa254290689.jpg&size=500 View the full article
  18. ლონდონის "ტოტენჰემის" ერთ-ერთ ლიდერს, გარეთ ბეილს FIFA-ს პრეზიდენტი თორმეტ აგვისტომდე დისკვალიფიკაციით ემუქრება. ამის მიზეზი ფეხბურთელის მიერ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარის თქმაა. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=f185b848-cee7-4f02-89bb-959f850891be.jpg&size=500 View the full article
  19. ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიის “ორჰუსთან” მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ განაცხადა, რომ პირველი თამაშის მოგების მიუხედავად, თბილისში მის გუნდს ურთულესი შეხვედრა ელის. - რას დაუპირისპირებთ მეტოქეს? - ჩვენს გუნდს არ შევცვლით. როგორც ვთამაშობდით შემტევ სტილში, ისევე ვითამაშებთ. - მომავალი თამაშისთვის გუნდი სრული შემადგენლობით ემზადება? - დიახ, სრული შემადგენლობით ვემზადებით. ვინც დანიაში იყო, ისევ ის ფეხბურთელები ემზადებიან.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=f996dd94-59e2-4cfa-831f-d9024a0961e6.jpg&size=500 View the full article
  20. ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ქვიშის/პლაჟის ქალ ფრენბურთელთა შეჯიბრის რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანესhttp://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=20d751ff-f9ee-4574-894b-36329a5a9709.jpg&size=500 View the full article
  21. დღეს, ვაკეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. აღმასკომმა სფფ-ის სადისციპლინო კოდექსი, ეთიკის კოდექსი და რაც მთავარია, საქართველოს 2012-13 წლების, 24-ე ეროვნული ჩემპიონატის დებულება დაამტკიცა. მაშ ასე, წლევანდელ უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობს: 1. “ზესტაფონი” ზესტაფონი 2. “მეტალურგი” რუსთავი 3. “ტორპედო” ქუთაისი 4. “დინამო” თბილისი 5. “დილა” გორი 6. “კოლხეთი” ფოთი 7. “ზუგდიდი” ზუგდიდი 8. “მერანი” მარტვილი 9. “ჩიხურა” საჩხერე 10. “დინამო” ბათუმი 11. “სიონი” ბოლნისი 12. “ვიტ ჯორჯია” თბილისიhttp://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=44386383-4615-4595-9bc9-a2bdec32036f.jpg&size=500 View the full article
  22. ფრანგული პსჟ-ს შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პარიზულ კლუბში მცირე ხნის წინათ გადავიდა, მაგრამ აცხადებს, რომ თავს უკვე გუნდის ნაწილად გრძნობს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=f9dbc522-0479-4abd-b4f6-c288f3663c0a.jpg&size=500 View the full article
  23. საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა საკუთარი ქვეყნის მძლეოსანთა გუნდიდან პარასკევი პაპახრისტუ მოკვეთა. ბერძენმა ათლეტმა “ტვიტერში” საბერძნეთში მცხოვრები აფრიკელები აბუჩად აიგდო. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=d2bcc6d0-359b-4ed1-b705-2d20b0e2c455.jpg&size=500 View the full article
  24. დიდი ბრიტანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო. მასპინძლებმა E ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ახალი ზელანდიის ნაკრებს 1:0 სძლიეს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=0e554afe-64e8-4aa1-9f8e-0459393a6158.jpg&size=500 View the full article
  25. 09:01 2.07.2012 სამეგრელოს რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია. http://1.bp.blogspot.com/-fWZLn8iD8IU/UA-pXYUelYI/AAAAAAAAHv8/FwuLoN4UUkA/s200/mixeil%2Bsaakashvili%2Bsamegreloshi.gifბუნებრივია, წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტური ინტერესი მოსახლეობასთან ოპოზიციური თუ სახელისუფლებო შეხვედრების მიმართ განსაკუთრებულად იზრდება, მითუმეტეს, თუ მას ქვეყნის პრეზიდენტი მართავს. თუმცა, ბოლო პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ ჩატარებული შეხვედრები დახურულად ცხადდება და ტელეეკრანებზე მხოლოდ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ დამონტაჟებული კადრები ხვდება. სამეგრელოში მომუშავე ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა დღეს სწორედ ასეთ დახურულ შეხვედრამდე, სოფელ ცაიშში პრეზიდენტის ლოდინში დარაზმული ადამიანების გადაღება და მათთან გასაუბრება გადაწყვიტა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რესტორან „დიარონიდან“ ჯერ წალენჯიხაში გაემგზავრა და ზუგდიდის მთავარ ქუჩებზე ძალოვანების ორსაათიანი პიკეტი მოიხსნა. მიხეილ სააკაშვილს სოფელ ცაიშში დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტით მიყვანილი სხვა მოქალაქეებიც ელოდებოდნენ. იქ შეკრებილ 120-მდე ადამიანში ზუგდიდის პოლიციის, კუდ-ის, სოდ-ისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელიც მრავლად იყო. „for.ge“-ს, „livepress.ge“-ს, „ტვ-9“ სა და „მაესტროს“ ჟურნალისტების გამოჩენას კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალოვანებთან ერთად ადგილობრივი „ნაცელიტის“ სრული მობილიზაცია მოჰყვა. თუმცა, შეხვედრის ადგილიდან 5 ნომრით „დამშვენებული“ წითელმაისურიანი ყმაწვილკაცები რატომღაც გაქრნენ. პრესის წარმომადგენლებს მოულოდნელად ქალბატონი მიუახლოვდა, რომელმაც თავი მათ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლად გააცნო. მან შეხვედრა პროტოკოლის მიხედვით დახურულად გამოაცხადა, თუმცა მასში პრეზიდენტის მონაწილეობა არ დაადასტურა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჟურნალისტები შესაბამის პრესსამსახურში გადაამისამართა. თავის მხრივ, „გულღია და უშუალო“ ქალბატონი „პრესსამსახურის“ ფუნქციასაც მოხერხებულად ითავსებდა და ინტერვიუს ჩაწერის პროცესს საკუთარი მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით აფიქსირებდა. „მცველმა“ ქალბატონმა პრეზიდენტის გამოჩენამდე ჟურნალისტებს შეკრებილ მოსახლეობასთან ინტერვიუს ჩაწერის ნებართვაც თავადვე მისცა. ამგვარი სიტყვიერი ნებართვის მიუხედავად, ჟურნალისტები ძალოვანებმა ქვის ღობეს არ გადაატარეს და პრეზიდენტის მომლოდინე ადამიანებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ხელოვნურად შექმნილი ბარიერის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილმა მედიასთან გასაუბრების სურვილი თავად გამოთქვა. ღობის გაღმიდან ჟურნალისტებს პირველად ცაიშში მცხოვრები ქალბატონი, როზა წყაბელია მიუახლოვდა და ინტერვიუ იმ კითხვებით დაიწყო, რის დასმასაც პრეზიდენტთან შეხვედრისას აპირებდა. პირველივე წინადადება მას პოლიციისა და კუდ-ის თანამშრომლებმა გააწყვეტინეს, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ინტერვიუს ჩაწერა გაგრძელდა. საკუთარი დუხჭირი ყოფისა და დაავადებულ, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დარჩენილ ოთხ შვილიშვილზე საუბარისას იგივე პირებმა ვიდეო კამერას უკვე მეორედ, ძალის გამოყენებით მოაშორეს. როზა წყაბელია სამართალდამცავებმა ჯერ მიწაზე ათრიეს, ხოლო შემდეგ ყოფილი ამბულატორიის ფიცრულ შენობაში გამოამწყვდიეს. ქალბატონის მიმართ გამოჩენილი სისასტიკე 85 წლის ცაიშელმა, პალიკო ჯანაშიამ იქვე გააპროტესტა და ჟურნალისტებს განუცხადა, „ქალის მიმართ ასეთი ძაღლური მოპყრობა დანაშაულია.“ პალიკო ჯანაშია მედიასთან სოფლის მეურნებაში არსებულ იმ პრობლემებზეც საუბრობდა, რომელმაც გლეხი წელში გაწყვიტა. „თუ პრეზიდენტი სოფლის მეურნეობას ვერ მიხედავს, ის პრეზიდენტი აღარ არის. ამბობენ, სოფლის მეურნეობა ავაყვავეთო. როგორ ააყვავეს, როცა სასუქი 45 ლარი ღირს, მიწას დამუშავება უნდა... ტრაქტორი არ არის. პრეზიდენტს ვეტყვი, რომ სოფელს, გლეხს უჭირს და იგი გაჭირვებიდან უნდა ამოიყვანოს. ენგურჰესი ხომ ჩვენია? როგორ უნდა გადავიხადოთ ასე გაძვირებული დენის საფასური...“ - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო პალიკო ჯანაშიამ, რომელიც ძალოვანებმა ამჯერად, „კორექტულად“, ქალბატონ წყაბელიას გზას გაუყენეს. რამდენიმე წუთში, საღამოს 6 საათისთვის მიხეილ სააკაშვილი მთავრობისა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამოჩნდა. ჟურნალისტებს მისი გადაღების საშუალება ძალოვანებმა არ მისცეს. მიხეილ სააკაშვილის ხმა ჟურნალისტებს მხოლოდ ღობის გაღმიდან ესმოდათ... http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
×
×
  • შექმენი...