planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს დღეს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა 5-კილოვოლტიან გადამცემ ხაზებზე „ვერა-1″ და „ვერა-2″ პროფილაქტიკურ-გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო მოხდება. შეეზღუდება შემდეგ უბნებში განხორციელდება: რუსთაველის გამზირი, გრიბოედოვი, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვირსალაძის, ბროსეს, ლაღიძის, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს და ორგანიზაციებს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ორგანიზაციებს კომპანია `თელასმა” წინასწარ უკვე აცნობა. სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/saakashvili2-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ დაესწრება. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, შესაბამისი მოწვევა ადმინისტრაციაში არ შესულა. ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო ფიცის ცერემონიალი დღეს გაიმართება. ლუკაშენკოს ინაუგურაცია დღეს, რესპუბლიკის სასახლეში შედგება და ჟურნალისტების დასწრება არ შეიძლება. თუმცა ცერემონიალს პირდაპირ ეთერში ბელარუსული სატელევიზიო არხები გადასცემენ. იხილეთ epn.ge
-
“თბილისის გინეკოლოგიურ კლინიკის” მფლობელი დღეს გახდება ცნობილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, იყიდება შპს “თბილისის გინეკოლოგიური კლინიკის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, რომლის საწყისი ღირებულებაც 350 ათასი ლარია. ამჟამად კლინიკას 22932.00 ლარის დებიტორული და 29614.00 ლარის კრედიტორული დავალიანება გააჩნია. კლინიკის ახალი მფლობელი, კი ვალდებულია ობიექტის პროფილი 7 წლის განმავლობაში არ შეცვალოს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/Lukashenko1-150x150.jpgბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონიალი დღეს გაიმართება. ლუკაშენკოს ინაუგურაცია დღეს, რესპუბლიკის სასახლეში შედგება და ჟურნალისტების დასწრება არ შეიძლება. თუმცა ცერემონიალს პირდაპირ ეთერში ბელარუსული სატელევიზიო არხები გადასცემენ. ბალარულის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონიალს ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატები, ასევე საკონსტიტუციო, უზენაესი და უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები უნდა დაესწრნენ. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 19 დეკემბერს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashkini4-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პოლონეთის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს მიროსლავ სიელატიცკის შეხვდება. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს. დიმიტრი შაშკინი და მიროსლავ სიელატიცკი ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობაზე იმსჯელებენ. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტოში 12:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში მასწავლებელთა ტრენინგს დაესწრება. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს. ტრენინგი ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენებაში ჩაუტარდებათ. ტრენინგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 11:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში დღეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს დააჯილოდოვებენ. დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდი”, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება 12:00 საათზე გაიმართება. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის დასაქმების ხელშეწყობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და სამუშაო გამოცდილების შეძენა. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს, ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდება. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი-მარიოტში”, 13:00 საათზე გაიმართება. წინა შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ექსპერტებთან ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. იხილეთ epn.ge
-
იმერეთის რეგიონში მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დრომდე დგინდება. იმერეთის რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვანისა და ბაღდათის რაიონებში 19 იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მცირედ დაზიანდა 20–მდე სახლი. მნიშვნელოვნად დაზიანდა ორი სახლი ვანის რაიონის სოფელ ზეინდარსა და ფერეთაში, ერთ კი – ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში. აღნიშნული სახლების მაცხოვრებლები დროებით ნათესავებს აფარებენ თავს. მიწისქვეშა ბიძგებს ადგილზე იკვლევენ სეისმური მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები. 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოში 19 იანვარს, 13:17 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იმერეთის რეგიონის ვანი–ბაღდათის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
18 იანვარს მოსკოვში, რუსეთის მუფტების საბჭოს რეზიდენციაში ჩატარდა ქვეყნის მუსულმანური თემების წარმომადგენელთა თათბირი, სადაც განხილულ იქნა ის ნაციონალისტური გამოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა დეკემბერში მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებში.კავკასიის ხალხთა რუსეთის კონგრესის თავმჯდომარემ ასლანბეკ პისკაჩევმა შესთავაზა ქვეყნის მუსულმანთა ნესვეურებს იზოლაცია გაუკეთონ რადიკალური ისლამის მიმდევრებს და შექმნან საკუთარი საინფორმაციო სამსახურები. მისი შეფასებით ეროვნებათა შორის ურთიერთობები რუსეთში მე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ყაზბეგის ქ. #25ა–ში მდებარე სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობიდან დევნილების გამოსახლება ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ამ წუთებში სატვირთო ავტომანქანებით შენობიდან დევნილთა ნივთები გამოაქვთ. გამოსახლების პროცესი შეხლა–შემოხლის გარეშე მიმდინარეობს. ყაზბეგის ქუჩიდან გამოსახლებულ დევნილებს საცხოვრებელ ფართებს სამეგრელოს რეგიონში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერში თავაზობენ. დევნილების ნაწილი ფოცხო ეწერში წასვლას არ აპირებს – ისინი ამბობენ, რომ ისევ თბილისში დარჩებიან, სადაც უკვე ადაპტირებულები არიან გარემოსთან და დროებით ნათესავებთან იცხოვრებენ. სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში 72 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, აქედან 18 – აღნიშნულ შენობაში 1993 წლის შემდეგ იმყოფება. დღევანდელი გამოსახლების პროცესი ამ 18 ოჯახს არ შეეხება, ამის თაობაზე მათ გუშინ საღამოს 8 საათზე სამართალდამცავებმა აცნობეს, რომლებმაც დანარჩენი ოჯახები მოსალოდნელი იძულებითი გამოსახლების თაობაზე გააფრთხილეს. დევნილები ამბობენ, რომ სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შესაბამისად, 18 ოჯახი შენობაში მანამდე დარჩება, სანამ სამინისტრო ამ შენობას გაასხვისებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
წყალტუბოში 34 ბიბლიოთეკა იხურება, - ამასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისი თქმით, ბიბლიოთეკებში მომუშავე პერსონალი სამსახურიდან უკვე დათხოვნილია. ,,ბიბლიოთეკები დახურულია, ხალხი გამოყრილია, უამრავი უნიკალური წიგნი ინახება ამ ბიბლიოთეკებში. რა ბედი ეწევა გაურკვეველია. დღეს ჩამოდიან წყალტუბოდან ბიბლიოთეკარები და თვითონ ისაუბრებენ ამაზე”, - განმარტავს ცაგარეიშვილი. პარლამენტარი ამბობს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ბიბლიოთეკების დახურვას ფინანსების არარსებობით ხსნიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დილიდან დევნილების გამოსახლების პროცესი სამი ობიექტიდან მიმდინარეობს, ესენია: ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალი #8ა, ყაზბეგის #25ა, ყიფშიძის #34. ,,კონსერვატიული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ გამოსახლება წყნარად მიმდინარეობს. ,,ადამიანები აპროტესტებენ რამდენადაც შეუძლიათ, მაგრამ ძალები აშკარად ერთი ათზეა და მატი პროტესტი ეფექტური არ არის. ალყაშემორტყმულია მთელი შენობა. არ უშვებენ ევროკავშირის წარმომადგენლებს, არ უშვებენ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ამ მხრივაც ეს პროცესი უკანონოა’’, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი. ჩხარტიშვილის თქმით, იმ დევნილებიდან, რომელთა გამოსახლებაც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ ნაწილს შესთავაზეს ალტერნატიული ფართი რეგიონებში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის შენობებიდან დევნილების გამოსახლება შეჩერებულია, თუმცა სამართალდამცავი სტუქტურების რამდენიმე წარმომადგენელი შენობის პერიმეტრზე მაინც მორიგეობს. როგორც დევნილები ამბობენ, ზუსტად არ იციან, როდის განახლდება მათი გამოსახლების პროცესი. ბაგებიდან დევნილების გამოსახლება გუშინ დილით დაიწყო. პროცესს დევნილებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის შხლა-შემოხლაც მოჰყვა, რის შემდეგაც ხუთი ადამიანი დააკავეს: მათგან ორს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა, დანარჩენ სამს კი – 400–400 ლარიანი ჯარიმების გადახდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ამით დამთავრდა ისტორია Nokia-ზეშესყიდვები:2003 წლის 22 სექტემბერს, Nokia–მ შეიძინა Sega.com–ი, Sega–ს ფილიალი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Nokia N-Gage(სიგნალ.მიმღებ–გადამცემი) მოწყობილობის შექმნაში.2005 წლის 16 ნოემბერს, Nokia–მ და კორპორაცია Intellisync–მმა – მონაცემთა და PIM სინქრონიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი, ხელი მოაწერეს Nokia–სათვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, მის მიერ Intellisync–ის შეძენის ... View ucnauri.com
-
http://b.pix.ge/v/vm971.jpg ”უიგან ატლეტიკის” მეპატრონეები ადასტურებენ მათი წამყვანი ფეხბურთელისადმი ინტერესს და თანახმა არიან გაუშვან იგი კარგი შეთავაზების შემთხვევაში… ”ჩვენ დიდი სურვილის მიუხედავად შეუძლებელი ხდება ნზოგბიას შენარჩუნება, რადგან ყოველდღიურად იზრდება მისადმი ინტერესი, ყველაზე მეტს კი ”ლივერპული და სანდერლენდი” აქტიურობენ , რომელთაგანაც რამოდენიმე შეთავაზება უკვე მივიღეთ.” შეგახსენებთ რომ ”სანდერლენდმა” დარენ ბენტი 18 მილიონ გირვანქათ გაყიდა და ამ ფულის ფულით გუნდის გაძლიერებას აპირებს. ასე, რომ სანდერლენდი მაინც სერიოზულ კონკურენტად უნდა მივიჩნიოთ ინფორმაციის წყარო : www.mirrorfootball.co.uk View the full article
-
http://b.pix.ge/g/70yp4.jpg ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ასტონ ვილას მარცხენა მცველი ამ დღეებში ”ლივერპულში” დაბრუნდება და აქ განაგრძობს კარიერას. ამ ტრანსფერს ისიც უწყობს ხელს , რომ მას ძირითადში არ უწევს თამაში და მისი აგენტის თქმით გამორიცხულია მისი დარჩენა ”ბირმინგემში” , ასევე კენის გადაწყვეტილი აქვს ყველანაირი შემოთავაზებას დათანხმდეს კონჩესკის თაობაზე და გაუშვას ის გუნდიდან . ვორნოკი ”ასტონ ვილაში” წელიწად ნახევარია რაც ჩაირიცხა , მაგრამ ძირითადში ვერ იმკვიდრებდა ადგილს , მანამდე კი ის ბლექბერნში თამაშობდა ხოლო ამ დღეებში ის სავარაუდოდ ”ლივერპულში” ჩაირიცხება. ასევე არის ვარაუდი იმისა , რომ ვორნოკს ზაფხულამდე იჯარით გადმოიყვანენ ”ენფილდზე”, შემდეგ კი ლივერპული უფრო მაღალი დონის მცველს იყიდის . ინფორმაციის წყარო: liverpoolfc.tv , Daily Express View the full article
-
წინა წლის რეზოლუციაში მხოლოდ 3 რამე ვინატრე და არც ერთი არ გამომივიდა. უბრალოდ მოვყვები რა მოხდა მთელი წლის განმავლობაში: იანვარში მონაწილეობა მივიღე “ნიჭიერი”-ს ბლოგერების კონკურსში, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. ასევე იანვარში ჯერ კიდევ იმედი მქონდა რომ ჩემი ოჯახური ცხოვრება გადარჩებოდა. თებერვალში გავხდი 23 წლის, სახლიდან წამოვედი და დავბრუნდი მშობლების სახლში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი დაიკავა ახალმა სამსახურმა. საშინელი ანტიპათია გამივითარდა ზოგადად ქორწინების მიმართ და დამეკარგა სიყვარულის არსებობის რწმენა. მარტის დასაწყისში სტუმრად მიმიწვიეს საბავშვო ამბების გადაღებაზე. პირად ცხოვრებაში სრული ქაოსი იყო. გავუცხოვდი ოჯახის წევრებთან. სამსახურში ყოველ დღე გვიანობამდე ვრჩებოდი, სახლში მოსვლას გავურბოდი. ბოლოს დავასკვენი, რომ ყველა სიკეთესთან ერთად ჩემი ოთახი მიშლიდა ნერვებს. იქვე წამომეწია იმედის მოდელირებული ქრონიკა. ამ სიცარიელეებს ვავსებდი სამსახურით, სოციალური მედიით და ბლოგინგით. თუმცა ღამ-ღამობით კოშმარებს მაინც ვერ გავურბოდი. მარტის ბოლოს – ცხოვრება მეზარებოდა. აპრილში წლის ყველაზე დიდი მოვლენა მოხდა. თბილისში სიაშუე (Xiaxue) ჩამოვიდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებული პოსტები: I am blessedI’m hereShe’s hereVisit: ნაწილი Iვიზიტი: ნაწილი IIXiaxue’s Guide to life – Part IXiaxue’s Guide to life – Part IIAnd She’s Goneრატომ მიყვარდა სიაშუე?კიდევ აპრილში მივხვდი, რომ Lady Gaga შემიყვარდა. მაისში დამპატიჟეს “ოცნების ქალაქის” პრემიერაზე, გავხსენი ახალი ბლოგი, სულ მთლად გავუბერე, სასოწარკვეთილი ვებღაუჭებოდი მცირეოდენ პოზიტივებსაც, ვადანაშაულებდი ყველას და ყველაფერს. ივნისში ლატარეაში 160 ლარი მოვიგე, რომლის დახარჯვასაც ერთი ბიჭის სადაბადებისდღეო საჩუქარზე ვაპირებდი, რომელიც რამდენიმე დღეში დამშორდა. ისევ დამეწყო დეპრესია და სახლის მელანქოლია. ამას დაემატა “Sex and the City”-ს პრემიერა, რომელსაც ღმერთმა იცის როგორ ველოდი, მაგრამ ჩამიფლავდა (რატომ და როგორ ბლოგზე არ დამიწერია). ეჭვი მაქვს, თინიმ ამავე პერიოდში გადაწყვიტა, რომ ჩემთან მეგობრობა აღარ ღირს, I am a friend with way too much baggage. თვის ბოლოს ბლოგერებთან ერთად ექსკურსიაზე ვიყავი – ჩარგალში. შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს მიწვევით - ქართული ბლოგინგის დღეებზე - კვარიათში. ასევე ჩავაბარე მაგისტრატურის მისაღები გამოცდები კავკასიის უნივერსიტეტში სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტზე. ივლისში ჩავატარე tweet.ge-ს პრეზენტაცია და პირველი სოციალური მედიის საერთაშორისო დღე. თვის ბოლომდე ძლივს მივათრიე კიდევ ერთი თითიდან ძალით გამოწოვილი Fail ურთიერთობა. აგვისტოში ყელში ამომასხა ოჯახის ზედამხედველობამ. რელაქსაციაში მეხმარებოდნენ დაქალები. ბლოგზე თითქმის არაფერი მიწერია იმის შესახებ, ბათუმში რომ ვიყავი მივლინებით tweet.ge-სადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩასატარებლად. იმიტომ არა, რომ გა-fail-და, არამედ იმიტომ, რომ ბლოგის ნერვები აღარ მქონდა. მადლობა ღმერთს, სანამ მე ბათუმში ვიყავი, დედაჩემმა ჩემი ოთახი გაარემონტა. სექტემბერში გავაკეთე აღმოჩენები, დავიწყე მაგისტრატურაში სწავლა, გადავწყვიტე, რომ ყველა კაცი ერთნაირია და ამაზონიდან გამოვიწერე ყველაზე “სასოწარკვეთილი” წიგნები, რაც კი შეიძლება არსებობდეს დედამიწის ზურგზე. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია უიმედოდ შეყვარებული ვყოფილიყავი ბიჭზე, რომელთანაც ჩემი ყოფნა გამორიცხული იყო. ოღონდაც ეს ყველაფერი მხოლოდ 15 სექტემბრამდე, რის შემდეგაც ყველაფერი შეიცვალა. ოქტომბერში მივატოვე “სინგულარი”, გადავედი “საქართველოს ბანკში” და ვიყავი ბედნიერი. ნოემბერში მქონდა დატვირთული სოციალური ცხოვრება და ვიყავი ბედნიერი. დეკემბერში ექიმმა ბოლოს და ბოლოს გამომიწერა სათვალე კითხვისთვის, გავეცი რამდენიმე რადიო ინტერვიუ, ჩავწერე სიმღერა, ჩავატარე ბლოგერების კარაოკე, ავიღე სახელმწიფო გრანტი ჩაბარებული მისაღები გამოცდების მიხედვით და ვიყავი ბედნიერი. ერთადერთი რეზოლუცია მაქვს ამ წლისთვის: მეტი ბლოგინგი. ესეც ჩემი მთელი წლის მანძილზე გადაღებული “დღის ფოტოები”: Tweethttp://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/yozGQnOd7Lc ეწვიეთsweet.ge
-
როგორც იცით ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ,,თელავურ სერიებთან”. მგონი ერთმანეთს ხელი მყარად ჩამოვართვით და არც გაშვებას ვგეგმავთ, ასე რომ კიდევ ბევრი უცნაურელი ავტორი მოიწონებს თავს ელექტრონული ჟურნალის გვერდებზე მისი პოსტის გამოჩენით.წინა თვის ნომერზე პოსტი იხილეთ ამ ბმულზე დაკლიკებითახლა რაც შეეხება დღევანდელ ამბავს, გამოვიდა უკვე მეშვიდე, საახალწლო ნომერი. მგონი ახალი წლისთვის ... View ucnauri.com
-
ქართველ ერს უძველესი თვითმყოფადი სამედიცინო კულტურა და ტრადიციები გააჩნია. საქართველოში, ამ უძველესი კულტურის ქვეყანაში, სამედიცინო ხელოვნება ყოველთვის ეპოქის მოთხოვნილებათა დონეზე ყოფილა და ჩვენს ქვეყანას უაღრესად მრავალფეროვანი სამედიცინო კულტურა ჩამოუყალიბებია. ქართველი ერის ისტორიული განვითარების ნამდვილი სურათის წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა ქართული მედიცინის ისტორიის გარეშე, რომელიც მოიცავს ყველა საზოგადოებრივ ფორმაციას უძველესი დროიდან დღემდე.ანტიკური ... View ucnauri.com
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/img-150x150.jpgგლდანში ქერჩის ქუჩა # 3 მცოხვრები დევნილები შველას ითხოვენ როგორც “ექსპრესნიუსს” დევნილებმა განუცხადეს, ისინი მიმართავენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა არ მოხდეს მათი ძალისმიერი განსახლება ქერჩის ქუჩა # 3 მდებარე კორპუსიდან. დევნილები აცხადებენ, რომ მათან რამდენიმე საათის წინ მივიდნენ გლდანი ნაძალადევის და ავჭალის პოლიციის განყოფილებიდან და ხვალ დილის 7:00 შენობის დაცლა მოსთხოვეს. დევნილები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. აღსანიშნავია, რომ გლდანში ქერჩის ქუჩაზე მდებარე შენობაში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქალბატონი 15 წელია საწოლს არის მიჯაჭვული. დევნილების ცნობით, შენობაში 14 ოჯახის განსახლება იგეგმება. ისინი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პოლიციის აკადემიის გვერდით კორპუსებში ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ დილის 7:00 საათზე გამოსახლება იგეგმება ყაზბეგის გამზ.#25-ში მდებარე სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი საერთო საცხოვრებელი, ვაჟა-ფშაველას მე-3 მ/რ-ში და ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე დევნილების საცხოვრებელი შენობა. იხილეთ epn.ge
-
როგორც იქნა გათენდა ეს ნანატრი დღე. 2 საათით ადრე ავდექი კათარზისში წასვლამდე. რომ ვემზადებოდი უცებ თავში ისეთი აზრი მომივიდა, სიხარულისგან მეგონა გული გამისკდებოდა… ღია კარის დღეებზე ყველაზე კარგი უშუალოდ ხალხთან კონტაქტია. მათგან უტკბესი და უთბილესი სიტყვების მოსმენა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამჯერად მე გადავწყვიტე მათგან გამეგო სხვა რამ… მათი ოცნება! ... View ucnauri.com
-
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა 20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ეს ვირუსი უშუალოდ აზიანებს ადამიანის დამცველ, ე. ... View ucnauri.com
-
მორიგი რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი Yahoo! Answers-იდან. ყოველი შემთხვევისთვის, +12.კითხვა: ჩემს ცოლს სურს, მისი პლაცენტა მიირთვას (პლაცენტა – ორგანო, რომელიც ვითარდება ორსული ქალის ორგანიზმში და უზრუნველყოფს ჩანასახის კვებასა და სუნთქვას). ნორმალურია ეს, თუკი ჩემი ცოლი ვეგეტარიანელია?ჩემი ცოლი 32-ე კვირაშია და პლაცენტის შეჭმა მოუნდა. ვიცი, უხეშად და ახირებულად ჟღერს, მაგრამ ... View ucnauri.com