planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
7 წლის ბავშვი გაიტაცეს უცნობმა პირებმა მარიონეტულ აფხაზეთში სოფელ ბარღების მოსახლე ჭაავების ოჯახიდან. როგორც კავკას-პრესს აფხაზეთის დევნილი მთავრობის სტრუქტურებიდან განუცხადეს, ოჯახს 5 ნიღბიანი პირი დაესხა თავს.მათ ოჯახის წევრები სცემეს და 7 წლის ბექა გაიტაცეს.გამტაცებლებს ჯერ მოთხოვნები არ წამოუყენებიათ.სიტუაციას ის გარემოება ართულებს, რომ ბავშვი ეპილეფსიით არის დაავადებული და მას სამედიცინო დახმარება შეიძლება დასჭირდეს. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ქალაქ ბაქსანში მოკლულია კერძო მეწარმე, – იტყობინება ყაბარდო–ბალყარეთში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს–სამსახური.როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ორი დაუდგენელი პირი თავს დაესხა კერძო მეწარმეს და ცეცხლი გაუხსნა იმ მომენტში, როდესაც იგი თავისი სახლის ეზოდან აფხაზეთის ქუჩაზე მანქანით გამოდიოდა. შედეგად, მეწარმე ადგილზე გარდაიცვალა.ძალოვნების ინფორმაციით, მიმდინარეობს სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიმართულია თავდამსხმელთა დასაკავებლად და მომხდარის გარემოებების... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დაღესტანის ქალაქ ხასავიურტში სროლების შედეგად მოკლული იქნა ორი პოლიციელი. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის მასმედია რესპუბლიკაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველოზე დაყრდნობით.როგორც აღნიშნავენ, გუშინ გვიან ღამით საგზაო–საპატრულო სამსახურის თანამშრომლების ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა სამმა დაუდგენელმა პირმა. სროლების შედეგად ერთი პოლიციელი ადგილზე იქნა მოკლული, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მოგვიანებით, დაუდგენელი პირები პოლიციელებს თავს დაეხსნენ ქალაქ ყ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/08_12/61641.jpg ნაციონალური მოძრაობის ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კარბელაშვილი დევნილებს შეხვდა. კარბელაშვილი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად, რომელიც მმართველი პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია, აფხაზეთიდან დევნილ ტარიელ ხვისტანის ოჯახს ესტუმრა და მთავრობის მიერ დაგეგმილ სოციალურ პროექტებზე გაესაუბრა. გიგი უგულავამ ამის შემდეგ ვაკის მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კიდევ ერთხელ გააცნო, სადაც გიორგი კარბელაშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის სამომავლო პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. ამის შემდეგ კი `მზიურში` მივიდნენ და პარკში მდებარე ქანდაკებები დაასუფთავეს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო იმ პროექტს, რომლის მიხედვითაც საბავშვო ქალაქ `მზიურის` სამომავლო განვითარება უნდა მოხდეს. ამავე პარკში ახალ საკალათბურთო მოედანზე უგულავამ და კარბელაშვილმა ვაკეში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად მოყვარულ კალათბურთელთა თამაშს უყურეს. View the full article
-
ოკუპირებული ცხივნალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა ლეონიდ ტიბილოვმა ცხინვალის ჩრდილოეთით განლაგებული ქართული სოფლების პირწმინდად აღგვის განკარგულება გასცა. ნასოფლარების ადგილი სამრეწველო ობიექტებისათვისა და სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის იქნება გამოყოფილი. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია საშუალებები ავრცელებენ.გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივი რეჟიმი არც ამ სოფლების გეოგრაფიული სახელწოდებების შენარჩუნებას აპირებს."ეს ტერიტორიები საცხოვრებელი სახლე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ოკუპანტი ქვეყნის 17 უწყების წარმომადგენელი ჩავიდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედია საშუალებებს რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერეშჩაგინმა განუცხადა, რომელიც ცხინვალში 12 აგვისტოდან იმყოფება. რუსეთის დელეგაცია ცხინვალში 18 აგვისტომდე დაჰყოფს.ვერეშჩაგინის განცხადებით, მათი ცხინვალური ვოიაჟის ფარგლებში 2008 წლიდან დღემდე რეგიონის აღდგენის მიზნით განხორციელებული პროექტების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვაა დაგეგმილი.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Известие застало федеральных чиновников врасплох. Оказалось, что назначение произошло в обход и без ведома премьера Дмитрия Медведева, который, как указывают юристы, по правилам должен был утвердить соответствующую директиву. В самой компании объясняют, что это сделал сам Путин в последние дни своего премьерства. Но таинственное распоряжение бесследно исчезло. View the full article
-
ჟოზე მოურინიოს ძალიან დიდი სურვილი აქვს ლუკა მოდრიჩის გამადრიდელების, მაგრამ ტოტენჰემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხორვატი ფეხბურთელი ინგლისში დარჩეს... View the full article
-
##image#10445#6# რუსულმა პანკ ჯგუფმა Pussy Riot გამოაცხადა, რომ ის ახალ საპროტესტო დადგმებს გეგმავს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. მიუხედავად სასამართლო პროცესისა, რომლითაც სამი წევრი შეიძლება დააპატიმრონ, ჯგუფმა სხვა ქალებს ბალაკლავების ჩაცმისკენ მოუწოდებს. Pussy Riot-ის წევრების სიტყვებით, ეკატერინა სამუცევიჩის (30 წლის), ნადეჟდა ტოლოკონიკოვას (22 წლის), მარიო ალიოხინას (24 წლის) სასამართლო პროცესმა მხოლოდ გააძლიერა ჯგუფის გაბედულება. ‘გთხოვთ, ჩაიცვათ ბალაკლავები, გახვიდეთ ქუჩაში, სამუშაო ოფისში, მაღაზიაში, თეატრში, გახდით Pussy Riot, მოაწყვეთ თქვენი ამბოხება’, განაცხადა ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში. Pussy Riot-ის სამ წევრს ვერდიქტს პარასკევს გამოუტანენ. View the full article
-
##image#10443#6# აშშ არ მიიჩნევს, რომ ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება თავს დაესხას ირანს მისი ბირთვული პროგრამის გამო, აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა. მისი განცხადება ისრაელის ოფიციალური პირების მკაცრ რიტორიკას მოჰყვა, რომელმაც ფინანსური ბაზრები შეაშფოთა. პანეტამ, რომელიც ისრაელს ორი კვირის წინ ესტუმრა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხედრო ქმედება არის ‘უკიდურესი შემთხვევა’ და კიდევ არსებობს დრო იმუშავოს სანქციებმა და დიპლომატიურმა ზეწოლამ. აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ მარტინ დემფსის აზრით ისრაელის ნებისმიერი შეტევა მხოლოდ შეაჩერებს და ვერ გაანადგურებს ირანის ბირთვულ პროგრამას. გამოკითხვების შედეგებით, ისრაელის მოსახლეობის 32-35% ემხრობა პრევენციულ შეტევას ირანზე, უმრავლესობა წინააღმდეგია, ხოლო მეოთხედს ვერ გადაუწყვეტია. View the full article
-
დათესეთ თქვენს ცნობიერებაში კონსტრუქციული სურვილის თესლი, დაე, თქვენი ესთეტიკური კოდექსის საფუძველი იყოს შემდეგი - ჩემი ცხოვრების მანძილზე მინდა ვემსახურო ხალხს; ეს რომ შევძლო, სხვებთან ურთიერთობისას, უნდა გამოვიყენო შემდეგი წესები: ვასწავლო საკუთარ თავს, რომ არასოდეს დავადანაშაულო სხვა, რამდენადაც განსხვავებული შეხედულება არ უნდა მქონდეს, რამდენადაც ცუდი არ უნდა იყოს მისი შესრულებული სამუშაო, თუ ვიცი, რომ იგი გულწრფელად ცდილობდა უკეთესად გაეკეთებინა. პატივი ვცე საკუთარ ქვეყანას, პროფესიასა და საკუთარ თავს. ვიყო პირნათელი და სამართლიანი სხვებთან, რამდენადაც მინდა, რომ ისინი პირნათელნი და სანართლიანნი იყვნენ ჩემს მიმართ. ვიყო სამშობლოს ერთგული მოქალაქე, ვასახელო ის და ისე მოვიქცე, როგორც მისი სახელის ღირსებას შეეფერება. ვიყო კაცი, რომლის სახელსაც წონა აქვს. ველოდო ჯილდოს მხოლოდ გაწეული სამსახურის ფასად. ვიყო მზად წარმატებისთვის პატიოსნად გადავიხადო. შევხედო სამუშაოს, როგორც სასიამოვნო პროცესს და არა მძიმე და მოსაწყენ ვალდებულებას. მახსოვდეს, რომ წარმატება ჩემშია – ჩემს საკუთარ ცნობიერებაში. ველოდო სიძნელეებს და მზად ვიყო მათ დასაძლევად. თავი დავაღწიო დროის გაწელასა და საქმის გადადებას ნებისმიერ ფორმაში, არასოდეს გადავდო ხვალისთვის ის, რაც შეიძლება დღეს გავაკეთო. მკაცრად გავაკონტროლო ცხოვრებისეულ სიამეთა გამოყენება, რათა კეთილგანწყობილი ვიყო გარშემომყოფთა მიმართ და ერთგული მეგობრებისა და ღმერთის წინაშე. View the full article
-
ნაციონალური მოძრაობა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავცრელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ იმთავითვე იყო გაცხადებული, რომ ჩვენ ვგეგმავდით 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით პარტიული ღონისძიების მოწყობას დიდგორის ველზე. ღონისძიება დაგეგმილი იყო დილის 10:00-დან 12:30-მდე იმის გათვალისწინებით, რომ 13:00 საათიდან დიდგორის ველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი იყო საჯარო ღონისძიებების მოწყობა. სამწუხაროდ, ღონისძიების მასშტაბურობიდან და მასში მონაწილე პარტიული აქტივისტებისა და მოხალისეების რაოდენობიდან გამომდინარე, ღონისძიება ვერ დასრულდა დაგეგმილ დროზე და იგი გაგრძელდა დაახლოებით 14:00-მდე. შესაბამისად, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, ჩვენი პარტიული ღონისძიება მიმდინარეობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების (საჯარო კონცერტის) პარალელურად. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტს, გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და მოხალისეებისა, ესწრებოდნენ სხვა პირებიც, საზოგადოების ნაწილს მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული კონცერტი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიების ნაწილი. ამ საკითხზე საზოგადოებას გაუჩნდა გარკვეული კითხვები, მათ შორის, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეკითხვებით მომართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამაც.” ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, რისთვისაც პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ერთიანი ქცევის წესები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიის ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სრულად ავუნაზღაუროთ დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საჯარო კონცერტის ორგანიზებისთვის გაღებული ხარჯები. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პარტიული ღონისძიების დასაფინანსებლად გაღებული ყველა ხარჯი გაღებული იქნა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და წარმოადგენს საჯარო ინფორმაცია View the full article
-
##image#10442#1#საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით 15-31 აგვისტოს ფოთში ახალი ფესტივალი „ხელოვნების ზღვა“ გაიმართება. ხელოვნების პარკის სივრცე ყოველწლიურად ახალი ნამუშევრებით შეივსება. „შემოქმედებითი სივრცე – ღია ცის ქვეშ“ საფუძველს ჩაუყრის ისეთი ლანდშაფტური გარემოს შექმნას, რომელიც გამორჩეული იქნება საგანგებოდ შექმნილი ახალი, ნოვატორული ნამუშევრებით. მალთაყვის ტყე პარკი გახდება საერთაშორისო მასშტაბის შემოქმედებითი პლატფორმა, რომლის განვითარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალი ხელოვნების ზღვა ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონებში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და ამავდროულად შექმნის დასასვენებისა და შემეცნების ულატერნატივო გარემოს. 15 აგვისტოს 12:00 საათზე მალთაყვის ტყე პარკში თანამედროვე ხელოვნების ასოციაცია „Artactive Evolution“ პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას მალთაყვის ტყე პარკის ახალი – ღია სახელოვნებო სივრცის კონცეფციას, ფესტივალის – „ხელოვნების ზღვის“ მიზნებს და იმ კონკრეტულ პროექტებს გააცნობს რომელსაც დამთვალიერებელი ფესტივალის საზეიმო დახურვაზე 1 სექტემბერს იხილავს. ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი და იაპონელი მხატვრები ფოთის ზღვის სანაპიროზე, მალთაყვის ტყე პარკში 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ინსტალაციებს, ობიექტებს და ლანდშაფტური არქიტექტურის ინოვაციურ პროექტებს შექმნიან. ხელოვნების პარკი 1 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალში 15 ქართველი და უცხოელი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას. View the full article
-
მე შევცვლი სამყაროს! ადამსმითი 1723-1790 შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტის და ფილოსოფოსის, ადამ სმითის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. მაგრამ ცნობილია, რომ იგი მონათლეს 1723 წლის 5 ივნისს. კლასიკურმა ბურჟუაზიულმა პოლიტიკურმა ეკონომიამ განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია ადამ სმითისა და მეორე ბრიტანელი მოაზროვნის – დევიდ რიკარდოს შრომების საფუძველზე. XVIII საუკუნის დიდი ბრიტანეთი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. ინტენსიურ აღმავლობას განიცდიდა ვაჭრობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ამგვარ ფონზე ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბდა ეკონომიკური აზროვნების განვითარებისათვის, რომლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ადამ სმითის მოღვაწეობა. ადამ სმითი ეპოქალურ ნაშრომს „კვლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ ქმნიდა ცხრა წლის განმავლობაში. იმ დროისათვის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 1776 წელს ლონდონელი საზოგადოების წინაშე წარდგენილი ნაშრომი თავის მნიშვნელობას XXI საუკუნეშიც კი არ დაკარგავდა და განსაკუთრებული ინტერესის საგანი იქნებოდა. ადამიანის საქმიანობის ძირითად მოტივად სმითი მიიჩნევს ინდივიდის ლტოლვას საკუთარი კეთილდღეობის ამაღლებისადმი. საკუთარი კეთილდღეობის განმტკიცებით, ადამიანი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც. ამგვარი ლტოლვა განაპირობებს ყველა ქმედებას და აყალიბებს სამართლიან და რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში. ამ მოვლენას ადამ სმითმა „ბაზრის უხილავი ხელი“ უწოდა. საზოგადოების სიმდიდრის წყაროდ ადამ სმითი ორ მთავარ ფაქტორს: პროდუქციის წარმოებასა და მოხმარების მოცულობებს მიიჩნევს. ასევე განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ავტორის მიგნება შრომის განაწილების შესახებ. სწორედ შრომის განაწილებას თვლიდა იგი ეკონომიკური პროგრესის ძირითად ფაქტორად. ქინძისთავის მანუფაქტურის მაგალითზე სმითმა ნათლად წარმოაჩინა, თუ რამდენად იზრდება შრომის მოცულობა სპეციალიზაციის შედეგად. შრომის განაწილების ცალკეული შეხედულებები ჯერ კიდევ ადამ სმითის წინამორბედების მიერაა შესწავლილი, თუმცა მან აღნიშნულ თემას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა და დაადასტურა, რომ სიმდიდრის წყაროს სწორედ შრომა წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ავტორის ხედვა კლასობრივი სტრუქტურის შესახებ. კერძოდ, მან გამოყო ძირითადი კლასები: მიწათმფლობელები, ფინანსური (სესხის გამცემი) კაპიტალისტები და ღარიბი მუშახელი. ხელფასის, მოგებისა და მიწის რენტის თეორიები მაღალი ეფექტურობით იქნა ჩამოყალიბებული. მთლიანობაში ადამ სმითის დამსახურება ისტორიული ხასიათისაა, რადგან მან შეძლო განესაზღვრა და ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური ეკონომიის კონტურები იმ დროისათვის დაგროვილი ეკონომიკური ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე. მისი კვლევები წარმოადგენენ XVIII საუკუნის საზოგადოებრივი აზრის უმაღლეს მწვერვალს, რომლებმაც სათავე დაუდეს შემდგომი პერიოდის ახალი ეკონომიკური თეორიების შემუშავებასა და დამკვიდრებას. ადამ სმითი გარდაიცვალა 68 წლის ასაკში, ედინბურგში. გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ წიგნი მესამე თავი I სიმდიდრისბუნებრივიგანვითარება ადამ სმითმა დიდი წვლილი შეიტანა ხალხის ცხოვრებაში, დღეს რომ მის მიერ დაწერილი წიგნებით ვხელმძღვანელობდეთ, უდიდეს მოგებას მოვუტანდით მრავალ ქვეყანას. იმ წესს, რომელსაც საერთოდ აუცილებლობა განსაზღვრავს, თუმცა არა უკლებლივ ყველა ქვეყანაში, ყოველ ცალკეულ ქვეყანაში ხელს უწყობს ადამიანთა ბუნებრივი მიდრეკილებანი. ადამიანთა შემოღებული წესები რომ არასოდეს არ მიიმართებოდეს ამ ბუნებრივ მიდრეკილებათა წინააღმდეგ, ქალაქები ვერსად ვერ გაიზრდებოდა იმაზე მეტად, ვიდრე მათ გამოკვებას შესაძლებელს ხდიდა იმ ტერიტორიის მიწების დამუშავება და გაუმჯობესება, სადაც ისინი მდებარეობდა. რასაკვირველია, ხელოსანთა განსაზღვრული რიცხვის დაუხმარებლივ მიწის დამუშავება ძალიან ძნელად მოხერხდებოდა და იგი ხშირ-ხშირად უნდა შეწყვეტილიყო ყოველთვის. მჭედლები, ხუროები, გუთნის და თვლების მკეთებლები, მეკასრეები, მეწაღეები და თერძები, ყველანი ხელოსნები არიან, რომლებისადმი მიმართვა მათი სამსახურის მისაღებად ხშირად სჭირდება მიწათმოქმედს. ეს ხელოსნებიც, თავის მხრივ, საჭიროებენ ერთმანეთის დახმარებას, და რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი აუცილებლად განსაზღვრულ ადგილთან არაა დაკავშირებული, როგორც მიწათმოქმედისა, ამიტომ ისინი ბუნებრივია, ერთმანეთის ახლოს სახლდებიან და ამგვარად ქმნიან პატარა ქალაქს ანუ დაბას. მალე მათ მიემატებიან ყასბები, ლუდის მხდელები და მეპურეები, შემდეგ მთელი რიგი ხელოსნები და წვრილი ვაჭრები, რომელნიც საჭირონი და სასარგებლონი არიან მათ დროდადრო გაჩენილ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომელნიც, თავის მხრივ, ხელს უწყობენ ქალაქის შემდგომ ზრდას. ქალაქის მცხოვრებნი და სოფლის მცხოვრებნი ერთმანეთს უწევენ სამსახურს. ქალაქი მუდმივი იარმარკა ანუ ბაზარია, რომელსაც სოფლის მცხოვრებნი მიმართავენ, რათა თავიანთი ნედლი პროდუქტები გაცვალონ გადამუშავებულ პროდუქტებზე. ამ აღებ-მიცემობის გზით ქალაქის მცხოვრებნი იღებენ როგორც მასალებს მათი სამუშაოსათვის, ისე საარსებო საშუალებებსაც. მზა პროდუქტების რაოდენობა, რომელსაც ისინი სოფლის მცხოვრებლებზე ყიდიან, განსაზღვრავს მასალებისა და სურსათის რაოდენობას, რომელსაც ისინი ყიდულობენ. ამიტომ მათი სამუშაო, მათი საარსებო საშუალებები შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმის მიხედვით, როგორ იზრდება სოფლის მოთხოვნა მზა პროდუქტების მიმართ, და ეს მოთხოვნა კი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ მიწის გაუმჯობესებისა და დამუშავების ზრდის შესაბამისად. ჩვენს ჩრდილო-ამერიკის კოლონიებში, სადაც ჯერ კიდევ ადვილ პირობებში შეიძლება დაუმუშავებელი მიწის მიღება, დღემდე არც ერთ ქალაქში არაა გამართული მანუფაქტურები, რომელნიც შორეულ ბაზარზე ჰყიდიან თავიანთ პროდუქტებს. როდესაც ჩრდილო-ამერიკაში რომელიმე ხელოსანი დააგროვებს რაოდენადმე იმაზე მეტ კაპიტალს, რაც საჭიროა მისი საკუთარი სარეწაოს წარსამართავად, რომელიც ახლო მიდამოების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება, ის როდი ცდილობს იმ კაპიტალით პროდუქტების გასაყიდად მანუფაქტურა გამართოს შორეულ ადგილებში, არამედ მას ხმარობს დაუმუშავებელი მიწის საყიდლად და დასამუშავებლად. ხელოსნიდან იგი იქცევა პლანტატორად, და ვერც მაღალი ხელფასი, ვერც ადვილი თავის რჩენა, რომელსაც ეს ქვეყანა უზრუნველყოფს, ხელოსნებს ვერ აცთუნებს იმუშაოს სხვებისათვის და არა თავის თავისათვის. იგი გრძნობს, რომ ხელოსანი თავისი მუშტრების ყმა არის, რომლებისგანაც იღებს სარჩოს, მაშინ როდესაც პლანტატორი, რომელიც თავისი საკუთარი მიწის დამუშავებას ეწევა და საჭირო სარჩოს თავისი საკუთარი ოჯახის შრომით შოულობს, თვითონ არის ნამდვილად თავის თავის ბატონი და მთელი ქვეყნიერებისგან დამოუკიდებელი. პირიქით, იმ ქვეყნებში, სადაც დაუმუშავებელი მიწა აღარ მოიპოვება ან მისი მიღება ადვილ პირობებში არ შეიძლება, თითოეული ხელოსანი, რომელმაც იმაზე მეტი კაპიტალი დააგროვა, რაც საჭიროა ახლო მიდამოებში შემთხვევით სამუშაოთა შესასრულებლად, ცდილობს ისეთი პროდუქტები დაამზადოს, რომლებიც გაიყიდება უფრო შორეულ ადგილას. მჭედელი აგებს რაიმე რკინის ქარხანას, ფეიქარი ტილოს ან შალის მანუფაქტურას. როგორც მემამულის ან ფერმერის კაპიტალი უფრო უზრუნველყოფილია, ვიდრე მემანუფაქტურის კაპიტალი, ისევე მემანუფაქტურის კაპიტალიც, რომელიც მის მფლობელს აქვს მუდამ თავის თვალწინ და თავის განკარგულებაში, უფრო უზრუნველყოფილია ყოველგვარი შემთხვევითობისაგან, ვიდრე იმ ვაჭრის კაპიტალი, რომელიც საგარეო ვაჭრობას ეწევა. ძველი ეგვიპტის, ჩინეთის და ინდოსტანის სიმდიდრე გვიმტკიცებს, რომ ხალხმა შეიძლება მიაღწიოს სიმდიდრის ფრიად მაღალ საფეხურს, თუმცა მისი საექსპორტო ვაჭრობის უდიდეს ნაწილს უცხოელები აწარმოებენ. ჩვენი ჩრდილო-ამერიკის და ვესტ-ინდოეთის კოლონიების განვითარებას გაცილებით ნელი მსვლელობა ექნებოდა, მათი გარდამეტი პროდუქტის საექსპორტოდ მხოლოდ ის კაპიტალი, რომ ყოფილიყო გამოყენებული, რომელიც თვით მათ ეკუთვნით. ამრიგად, საგანთა ბუნებრივი მსვლელობისას, განვითარების ნებისმიერ საფეხურზე მყოფი საზოგადოების კაპიტალი პირველ ყოვლისა, მიმართულია მიწათმოქმედებისაკენ, შემდეგ – მანუფაქტურებისაკენ და ბოლოს – საგარეო ვაჭრობისაკენ. ეს წესი ისე ბუნებრივია, რომ იგი, მე მგონია, ყოველ საზოგადოებაში, რომელსაც რაიმე შესამჩნევი ტერიტორია ჰქონდა, ყოველთვის სრულდება ამა თუ იმ ზომით. მიწების ნაწილი უნდა დამუშავებულიყო მანამდე, ვიდრე რამდენადმე მნიშვნელოვანი ქალაქები შეიძლებოდა წარმოშობილიყო და ამ ქალაქებში უნდა არსებულიყო რაიმე, თუნდაც განუვითარებელი, მრეწველობა, ვიდრე მათთვის შესაძლებელი გახდებოდა იმაზე ფიქრი, რომ საგარეო ვაჭრობისათვის მოეკიდნათ ხელი. თუმცა საგანთა ამ ბუნებრივ წესს რაიმე ზომით ადგილი უნდა ჰქონოდა ყოველ ასეთ საზოგადოებაში, მაგრამ ყველა თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოში იგი ზოგი მხრივ ყირამალა იქნა დაყენებული. საგარეო ვაჭრობამ ზოგ ქალაქში გამოიწვია დაფუძნება უფრო სათუთი მანუფაქტურებისა ანუ ისეთებისა, რომელთა პროდუქტები უცხო ბაზარზე გასატანადაა გამოსადეგი; ხოლო მანუფაქტურებმა და საგარეო ვაჭრობამ ერთად, გამოიწვია უმთავრესი გაუმჯობესება მიწათმოქმედებაში. ჩვეულება და ადათი, რომელიც პირვანდელი მთავრობის ბუნებამ შემოიღო ამ სახელმწიფოებში და რომლებიც დარჩა მას შემდეგაც, რაც ის მთავრობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, აუცილებლობის გზით ძალად ეწეოდა მათ ამ არაბუნებრივი და რეგრესიული წესისაკენ. მე დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი ამ წიგნიდან: „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ ამოღებულ ფრაზებს, რადგან მსოფლიოს დახმარება სჭირდება დღეს და თუ არ გამოჩნდებიან ძლიერი პიროვნებები რომელთაც შეეძლებათ ამა თუ იმ სფეროში გარკვეული წილი შეიტანონ და იფიქრონ მაქსიმალურად ჩაერთონ თავის საქმიანობაში, უყაირათო შრომით არ მოაჩვენონ თავი საზოგადოებას და თუ არ ექნება თითოეულ მათგანს წაკითხული მრავალი წიგნი რომელიც ცხოვრების მასწავლებელია, ვერ იქნება პატრიოტი ადამიანი და ვერ დაიცავს ქვეყნის საერთო ინტერესებს, ვერ გააძლიერებს მას და წარუმატებელი ადამიანი იქნება, ეს კი ქვეყანას დააკნინებს და რაც გააჩნდა საამაყო იმასაც დაკარგავს. ამიტომ თუ არ ხარ ღირსი არც უნდა გეკავოს მაღალი ადგილი, ვიღაცას თუ ეპირფერები იმისთვის რომ დაგაწინაუროს ან საერთოდ არ გაგიშვან სამსახურიდან, მაშინ აზრი არ აქვს ასეთ ყოფნა? არ ყოფნას?. უნდა მართავდე ქვეყანას ისე როგორც შეეფერება მას და გაითვლისწინო ასეთი ადამიანების აზრი როგორიც იყო: ადამსმითი რადგან ამდენ საუკუნეს გაუძლო თითოეულმა სახელმიფომ, ესეიგი ეს იმიტომ მოხდა, რომ მას ღირსეული ადამიანები მართავდნენ, ამიტომაც გაითვალისწინე ეს უკანასკნელი, რათა შენც მათნაირი თუ ვერ გახდები მიუახლოვდე მაინც, იყო დამსახურებული პიროვნება და ხალხს ისე შეაყვარო თავი რომ შენს გარდა არცერთი მმართველი აღარ უნდოდეთ. * * * * * ჯონლოკი 1632-1704 ჯონ ლოკი ინგლისელი ფილოსოფოსია, რომლის ნაშრომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ახალი დროის ევროპული ცოდნის თეორიის, მეორე მხრივ კი – ლიბერალური პოლიტიკური მოძღვრების განვითარებისთვის. ლოკი ლიბერალური კონსტიტუციონალიზმის ანუ შეზღუდული ძალაუფლების უმთავრეს პრინციპებს აყალიბებს. ეს მას თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის პირველ თეორეტიკოსად აქცევს. ის ამბობდა: სიცოცხლე ადამიანს ღმერთისგან აქვს ბოძებული და, აქედან გამომდინარე, ადამიანს მისი ხელყოფის უფლება არა აქვს. თუნდაც ბუნებით მდგომარეობაში, ადამიანს შეუძლია, იზრუნოს საზოგადო სიკეთეზე. კერძოდ, მას აქვს დასჯის ბუნებითი უფლება – ყველას შეუძლია დასაჯოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაარღვევს ბუნებით კანონს ანუ ხელყოფს მეორე ადამიანის სიცოცხლეს, თავისუფლებას თუ საკუთრებას. მიუხედავად ამისა, ლოკი მაინც აუცილებლად თვლის სახელმწიფოს, რომელიც უფრო ქმედითად, თანმიმდევრულად და მიუკერძოებლად განახორციელებს სამართალს და დაიცავს ადამიანების უსაფრთხოებას, ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს ძალუძთ. ლოკისთვისაც სახელმწიფოს („სამოქალაქო მმართველობის“) შექმნა საზოგადოებრივი ხელშეკრულების შედეგია. რაკი სამოქალაქო ხელისუფლების მანდატი შეზღუდულია, ლოკი კონკრეტულად ჩამოთვლის მის ფუნქციებს. სახელმწიფო შეიმუშავებს საერთო წესებს, რომლებიც ნებისმიერი კერძო ინდივიდის ან ჯგუფის მოსაზრებაზე მაღლა დგას – ანუ კანონს; ის სჯის იმას, ვინც არღვევს საზოგადოების მიერ მიღებულ წესებს – ანუ აღასრულებს კანონს; დაბოლოს, ის იცავს საზოგადოებას გარე საფრთხისაგან – ანუ წყვეტს ომისა და მშვიდობის საკითხებს. დანარჩენი ინდივიდების საქმეა. ადამიანებს შეუძლიათ გაწყვიტონ ხელშეკრულება და დაიბრუნონ თავიანთი უფლებები, თუ სახელმწიფო დამაკმაყოფილებლად არ შეასრულებს თავის ფუნქციებს ან გადააჭარბებს თავის უფლებამოსილებას. კერძოდ, ეს ეხება დესპოტურ მმართველობას, რომელიც ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას და ზღუდავს მის ძირეულ უფლებებს. ამიტომ ადამიანებს აქვთ უფლება, აუჯანყდნენ ტირანულ ხელისუფლებას. ლოკის ნაშრომებში მოცემული ბევრი იდეა დღეს ანბანურ ჭეშმარიტებად მოჩანს, რადგან ლიბერალური დემოკრატია თითქმის საყოველთაოდაა აღიარებული პოლიტიკური ხელისუფლების აგების საუკეთესო მოდელად. მაგრამ თავისი დროისთვის ლოკის ნააზრევი პიონერული და უაღრესად თამამი იყო და მისი არგუმენტები კლასიკურად რჩება ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპების გადმოსაცემად. თავი II ბუნებითიმდგომარეობისშესახებ იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ პოლიტიკური ძალაუფლება და მისი საწყისიდან გამოვიყვანოთ, უნდა განვიხილოთ ის მდგომარეობა, რომელშიც ყველა ადამიანი ბუნებრივად იმყოფება: როდესაც თითოეულს სრული თავისუფლება აქვს, ბუნების კანონების საზღვრებში თავად გადაწყვიტოს, რა აკეთოს – ისე მოექცეს თავის საკუთრებასა და სხვა ადამიანებს, როგორც თვითონ უნდა და საამისოდ არავის სთხოვოს ნებართვა და არავისზე იყოს დამოკიდებული. ეს, ამავე დროს, თანასწორობის მდგომარეობაა, როდესაც ყოველგვარი ძალა და კანონის მიყენების უფლება გაწონასწორებულია და ისინი არავის აქვს სხვაზე მეტად მომადლებული. სრულიად ცხადია, რომ ამ მდგომარეობაში ერთი და იმავე მოდგმისა და რანგის ადამიანები, რომლებსაც ბუნებამ განურჩევლად მიანიჭა ყველა უპირატესობა და ერთი და იმავე უნარებით დააჯილდოვა, ასევე თანასწორნი უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ. არავინ არის ვინმეს მიერ დაქვემდებარებული ან დამორჩილებული, თუ ყველა მათგანის საერთო უფალმა და ბატონმა თავისი ნების აშკარა გამოცხადებით ერთი მეორეზე მაღლა არ დააყენა და ნათლად და ცხადად არ განუსაზღვრა პირველს ბატონობისა და სუვერენობის უეჭველი უფლება. ბუნებითი მდგომარეობის სამართავად არსებობს ბუნებითი კანონი, რომელიც ყველასათვის სავალდებულოა, ხოლო გონება, რომელიც იგივე კანონია, ასწავლის ყველა ადამიანს, ვინც მას ყურს ათხოვებს, რომ რაკი ყოველი კაცი თავისუფალი და თანასწორია, არავის აქვს უფლება ხელყოს სხვისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება ან საკუთრება; რადგან ყოველი კაცი ერთი ყოვლად ძლიერი და უსასრულოდ ბრძენი შემოქმედის შექმნილია; ერთი უზენაესი ბატონის მსახურია, მსოფლიოში მისი განგებითა და მისი საქმის გასაკეთებლად მოვლენილი; ისინი ეკუთვნიან მას, ვისი შექმნილნიც არიან და უნდა იარსებონ მანამ, სანამ ესიამოვნება მას, და არა სხვა [ადამიანებს]. და, რაკი [ერთმანეთის] მსგავსი უნარი გვაქვს მომადლებული, რაკი ყველანი თანაბრად ვინაწილებთ ბუნებით ერთობას, ვერ იარსებებს ისეთი დაქვემდებარება ადამიანებს შორის, რომელიც ერთმანეთის განადგურების უფლებას მოგვცემდა, თითქოს ერთმანეთის იარაღად ვყოფილიყავით შექმნილნი, როგორც უფრო დაბალი რანგის ქმნილებები არიან შექმნილნი ჩვენი [სარგებლისთვის]. როგორც თითოეულს მართებს, საკუთარი თავის შენარჩუნებაზე იზრუნოს და თავისი ნებით არ წავიდეს ამ ცხოვრებიდან, იმავე მიზეზით, თუ ეს მისი საკუთარი სიცოცხლის დაცვას არ ეწინააღმდეგება, ყოველი კაცი დანარჩენი კაცობრიობის დაცვაზეც უნდა ზრუნავდეს და, თუ დამნაშავის დასჯას არ შეეხება საქმე, არ ხელყოს ან ზიანი არ მიაყენოს სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ასევე ყოველივე იმას, რაც ხელს უწყობს მეორე ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, სხეულის სიმრთელის ან ქონების შენარჩუნებას. მაშასადამე, ბუნებით მდგომარეობაში ადამიანს შეიძლება ძალაუფლება ჰქონდეს მეორე ადამიანის მიმართ. მაგრამ თუნდაც ბოროტმოქმედი ჩაუვარდეს ხელში, კაცს არა აქვს მის მიმართ აბსოლუტური ან თვითნებური ძალაუფლება, ის ვერ მოექცევა მას საკუთარი გულფიცხი ვნებების ან ნება-სურვილის ყოველი კაპრიზის მიხედვით: მას შეუძლია, რომ მხოლოდ ისე აზღვევინოს დამნაშავეს, როგორც ცივი გონებისა და სინდისის კარნახით მისი გადაცდენის შესაფერისად ჩათვლის. [სასჯელის რაგვარობა] განისაზღვრება იმით, რაც საჭიროა ზარალის ანაზღაურებისა და შეკავებისათვის. რადგან მხოლოდ ეს ორი გამართლებაა, რითაც ადამიანმა შეიძლება კანონიერად მიაყენოს ზიანი მეორე ადამიანს ანუ აღასრულოს ის, რასაც სასჯელს ვეძახით. როცა ბოროტმოქმედი ბუნებით კანონს არღვევს, ამით ის აშკარას ხდის, რომ სხვა წესით ცხოვრობს, ვიდრე გონებისა და საყოველთაო თანასწორობის კანონია, რომელიც ღმერთმა ადამიანთა მოქმედებებს დაუდგინა ყველა მათგანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამგვარად, ის კაცობრიობისთვის სახიფათო ხდება. იგი ასუსტებს და არღვევს იმ შეზღუდვებს, რაცადამიანებს ზიანისა და ძალადობისაგან იცავს, ეს კი მთელი [კაცთა] მოდგმის, ბუნებითი კანონით დაცული მისი მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებაა. აქედან გამომდინარე, ყოველ ადამიანს, მთელი საკაცობრიოს დაცვის უფლების ძალით, შეუძლია შეაკავოს, ხოლო თუ ეს აუცილებელია, გაანადგუროს ყველა, ვინც მათ [კაცთა მოდგმის მშვიდობასა და უსაფრთხოებას] საფრთხეს უქმნის, ესე იგი, ისეთი ზიანი მიაყენოს კანონის დამრღვევს, რომელიც მას ჩადენილს ანანებინებს.ამით ის მასაც და მის მაგალითზე სხვებსაც შეაკავებს იმისგან, რომ ასეთივე უმსგავსო ქმედება ჩაიდინონ. ამ შემთხვევაში და ამის საფუძველზე, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დასაჯოს დამნაშავე და ბუნებითი კანონის აღმსრულებელი გახდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრ ადამიანს ეს მოძღვრება მეტად უცნაურად მოეჩვენება. მაგრამ სანამ გამკიცხავენ, ვთხოვ, ერთ რამეში გამარკვიონ: რა უფლებით შეუძლია მთავარს ან სახელმწიფოს, სიკვდილით ან რაიმე სხვა ხერხით დასაჯოს უცხოელი დანაშაულისთვის, რომელსაც ის მათ ქვეყანაში ჩაიდენს? აშკარაა, რომ მათი კანონები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებული ნებით არის სანქცირებული, უცხოელზე არ ვრცელდება. ეს კანონები მასზე არ არის გათვლილი, და ეს უკანასკნელიც არ არის ვალდებული მათ ყური ათხოვოს. საკანონმდებლო ორგანოს, რისი აქტითაც ეს კანონები ძალაშია ამ სახელმწიფოს ქვეშევრდომთა მიმართ, მის მიმართ ძალა არა აქვს. ის ხალხი, ვინც საფრანგეთში, ინგლისში თუ ჰოლანდიაში კანონებს ქმნის, ინდოელის თვალში მთელი დანარჩენი მსოფლიოს მსგავსნი არიან, ანუ ის ადამიანები, ვისაც [მის მიმართ] არავითარი სახელისუფლებო რწმუნება არა აქვთ. თუ არ დავუშვებთ, რომ არსებობს ბუნებითი კანონი, რისი ძალითაც ყოველ ადამიანს შეუძლია, დასაჯოს ყოველი გადაცდენა მის წინააღმდეგ, თუ ფხიზელი თვალით დაინახავს, რომ ასეთი რამე მოხდა – მაშინ ვერ ვხედავ, რის საფუძველზე შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის მმართველებს დასაჯონ სხვა ქვეყნიდან მოსული უცხოელი, რამეთუ მის მიმართ არა აქვთ მეტი ძალაუფლება გარდა იმისა, რაც ყოველ ადამიანს ბუნებრივად აქვს სხვათა მიმართ. გარდა იმ დანაშაულისა, რაც კანონის დარღვევასა და გონების მართლზომიერი წესებიდან გადახვევაში მდგომარეობს, როდესაც კაცი იმდენად გადაგვარდება, რომ ადამიანური ბუნების პრინციპებზე იტყვის უარს და მავნე ქმნილებად იქცევა, ჩვეულებრივ, საქმე გვაქვს ზიანის მიყენებასთან, ანუ კანონის გადაცდენის შედეგად რომელიღაც პიროვნება ზარალდება. ამ შემთხვევაში დაზარალებულს, გარდა იმისა, რომ, ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, დამნაშავის დასჯის უფლება აქვს, შეუძლია აგრეთვე ზარალი აინაზღაუროს იმისგან, ვინც ზიანი მიაყენა. და ყველას, ვინც კი ამას სამართლიანად ჩათვლის, შეუძლია, გვერდში დაუდგეს დაზარალებულს და დაეხმაროს მას, დაიბრუნოს ბოროტმოქმედისაგან იმდენი, რამდენიც აუნაზღაურებს განცდილ ზარალს. ჯონ ლოკი დიდი ადამიანი იყო, რადგან ამ ყველაფრის განხორციელებას და კანონების დაწერას უაღრესი თავდადება და შრომა სჭირდება. მე ფრიად აღვფრთოვანდი მის მიერ დაწერილი სხვადასხვა წესით. ერთ_ერთიც მაქვს განხილული ამ თემაში. სამწუხაროა, რომ დღეს ამ კანონებს ყურს არავინ ათხოვებს და წერენ უფრო საშინელ და საზარელ რაღაც-რაღაცებს. ლოკი ამბობს, რომ არავის აქვს იმის შესაძლებლობა, შელახონ ადამიანის უფლებები და თუნდაც სიცოცლე წაართვან მას, იმიტომ რომ იმ ქვეეყანაში სადაც არის ჩასული ტურისტი მოგზაური ან აშშ, თუ ჩაიდინა მან რაიმე ისეთი რაც არ ეპატიება, მაინცდამაინც სიკვდილით უნდა დაისაჯოს, ეს არ არის სწორი, იგი შემოქმედმა დაბადა და მხოლოდ მას შეუძლია განაგოს ამ უკანასკნელის ცხოვრება. მე სიამოვნებით გავითვალისწინებდი ასეთი დიდი ადამიანების შექმნილ უდიდეს: ნაწარმოებებს, კანონებს და აშშ. რადგან ისინი მართლაც იმსახურებენ, რომ ქვეყანა იყოს დაცული და ამდენი შრომა 21 საუკუნეშიც ვიღაცამ დააფასოს.ეს ყველაფერი იმდენად დახვეწილად და უნაკლოდ არის შექმნილი, რომ მე მასში ვერ შევიტან ერთ შესწორებასაც კი.მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ და მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, შენი ქვეყანა ააღორძინო, იყო პატრიოტი და განათელბული მრავალ სფეროში, რადგან მხოლოდ რაღაც კუთხით სწავლა ბევრს არაფერს მოგიტანს, ხოლო თუ ოდესმე გახდები დიდი ადამიანი და მოგიწევს ქვეყნის მართვა, იქნები სხვაზე დამოკიდებული და შენ ვერაფერს გადაწყვეტ შენით, მოგიწევს თავი დაუკრა ყველას. მაგრამ როცა ხარ სულით მებრძოლი, მაშინ ხალხსაც უყვარხარ და დიდ პატივს გცემენ, აი ამ დროს იქნები ღისეული ადამიანი და ვერასდროს დაგამარცხებს სხვა მმართველი სულ, რომ ოქროს ქისები არიგონ ხალხში.მესმის, რომ არსებობენ ის მხარეებიც რომელთაც, შენთვის ზიანის მოყენება უნდათ, მაგრამ ისინი ვერაფერს დაგიშავებენ რადგან მოდით შევადაროთ: 1 ადამიანს არ მოსწონხარ ხოლო 3 შენზე გიჟდება. რომელს უფრო დიდი ძალა აქვს ერთს თუ სამს? რათქმაუნდა სამს.რადგან ამ ცხოვრებაში ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე ახლაც ასეა და შენ ვერაფერი დაგამარცხებს, იმიტომ, რომ როდესაც საზოგადოებას უყვარხარ, მათ თავიც შეუძლია გაწირონ შენთვის. ვიმედოვნებ, რომ თუ ოდესმე ისეთი ადამიანები მოვლენ სათავეში,რომლებიც გაითვალისწინებენ განმანათლებების რჩევებს , შექმნიან ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს, რომლებზეც ჯერ არავის უოცნებია და კი არ დაწერენ ახალ კანონებს და არ იტყვიან ნახე რა მაგარი რამე შევქმენიო, არა, ის ადამიანები რომელბიც იყვნენ განმანათლებლები, ფილოსოფოსები,მოაზროვნეები,მათ აზრს გაითვალისწინებდნენ. ასე, რომ, როგორც ყოვლელთვის, ეს ასე არ მოხდა მაგრამ იმედი მაქვს, რომ დღეს გამოჩნედება ადამიანი ვინც მათი დატოვებული საგანძურის მეშვეობი ისწავლის და შეცვლის ყოველივეს. შეაფასებენ ასევე თითოეული მაღალი პირის განვლილ ცხოვრებას ისე, რომ მათ შეცდომებზე ისწავლონ ყოველივე, ეს კი დაეხმარეაბათ რომ შეიცნონ თავი, მათი ბიოგრაფიები, მიღწევები შეაფასონ და გააცნობიერონ. შენიშვნა: ფილოსოფოსები, განმანათლებლები, ეს ისეთი თემაა, რომელზეც მრავალი რამ შეიძლება დაიწეროს, ვფიქრობ საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. თემაზე მუშაობდა: ლევან კიკილაშვილი. კატეგორიები: განათლება View the full article
-
თუ გუნდის შიგნით ერთი პრინციპის ამორჩევას შევძლებდით, რომელიც მაქსიმალურად გააერთიანებდა იმ სულისკვეთებას, რაც გუნდს და ჩვენ გვჭირდება, აქტიურად გავავრცელებდით ამ პრინციპს გუნდის წევრებს შორის და პირველები ვიქნებოდით, ვინც ამ პრინციპს დაიცავდა, ამით ძალიან დავეხმარებოდით გუნდს სწორი ორიენტირის ქონაში მუშაობისას, გადაწყვეტილების მიღებასა და საქმიანობის შეფასებისას. სამუშაო პრინციპის ქონის მიზანი მარტივია - მუდმივად დავეხმაროთ გუნდის წევრებს მათი საქმიანობის სრულყოფაში, იმ შესაძლებლობებზე აქცენტის გაკეთებით, რასაც მათი და საერთო საქმის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეთანხმებული პრინციპის ქონა: ა) საქმიანობას სიცხადეს მატებს - პრინციპის ქონა გუნდის საქმიანობაში პრიორიტეტების გამოკვეთასა და რეალურად მის არსებობას უწყობს ხელს. გუნდის წევრებიც, მუშაობისას, პრინციპიდან იწყებენ გამოსვლას და არა ინდივიდუალური საჭიროებებიდან, რაც პრინციპის არქონის ან ზედმეტად ბევრის ქონის შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო; ბ) ერთიანობას აძლიერებს - გუნდს დამატებით უჩნდება საერთო ორიენტირი, რომელიც ამოსავალი წერტილია მუშაობისას გუნდის თითოეული წევრისთვის. ერთად მიმართული ძალისხმევა მუშაობისადმი, როგორც წესი, უფრო ეფექტიანია ხოლმე; გ) მოტივაციას ზრდის - სამუშაო პრინციპის შემოღება, პირდაპირ მოქმედებს გუნდის წევრების მოტივაციაზე, მათ სულისკვეთებას გუნდის მიზნებისადმი საგრძნობლად დადებითად ცვლის და განსაკუთრებით რთულ მომენტებში ასრულებს კარგი დამხმარის როლს. — სხვადასხვა გუნდების მუშაობის პრინციპების რამდენიმე მაგალითი: „კლიენტის წარმატება მისი დამსახურებაა, წარუმატებლობა – ჩვენი“ „ვებრძოლოთ დარღვევების გამომწვევ მიზეზებს და არა ადამიანებს“ „მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მხარეების ინტერესების გათვალისწინებისას“ მომზადებულია საკონსულტაციო კომპანიის სინერჯი ჯგუფის სპეციალისტების მიერ; წყარო : insight.ge პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/A%20Synergy%20Insight%20Logo%20-%20GEO_58_2_18.jpg ტეგები: ერთი პრინციპი კატეგორიები: ბიზნესი View the full article
-
სუზენს სახლში გავუარეთ და დიდუბის სადგურში მივედით. რის ვაივაგლახით მოვეწყვე მარშუტკაში. ცეკვის ფორმები სკამის გვერდზე ჩამოვკიდე, რომ არ დაკუჭულიყო და ნაუშნიკები გავიკეთე. გზაში ვიღაც ბებო ამოვიდა მარშუტკაში. როგორ მაღიზიანებს ესეთი რამეები. პირველი მაღიზიანებს, როცა მოხუცებული ან ქალი ამოდის ავტობუსში და ნაგლად გაიძულებს ადგილი დაუთმო. ხედავს, რომ დგილი არ არის, თუმცა მაინც ამოდის, იცის ადგილს დაუთმობენ. და მეორე ამაზე უფრო გამაღიზიანებელია, როცა მარშუტკაში გოგოსთან ერთად ზიხარ, არ იმჩნევ ნაგლ ქალს ან ბებოს, რომელიც თავზე წამოგდგომია დასაჯდომი ადგილის დათრევის მიზნით და გოგო დგება, რომ დაუთმოს ამ ქალს. ანუ ნამუსზე გაგდებს. სწორედ ასე მოიქცა სუზენიც. ეს მოხუცი ბებო ლამის თავზე დამაჯდა ადგილი დამითმეო. ისნიდან ორთაჭალაში, ხომ არ მივდივართ, ღმერთო ჩემო, თბილისიდან ქუთასში მივდივართ. სამი საათის სავალი გზა არის და ეს შენი სამი საათი ფეხზე მდგომმა გავატარე. დგომისაგან წელი მტკივდებდა და ეხლაც, არ თქმა უნდა, მკლავდა წელისა და ზურგის ტკივილი. ისეთ ზიზღს ვგრძნობდი სუზენისა და ბებომის მიმართ, ენით ვერ აგიწერთ. სიმწრისაგან მარშუტკის კედლები ლამის დავპორჭყნე. გზაში ერთი რამე გამახსენდა. პირველ კურსზე ვიყავი როცა მარშუტკაში ერთი ბებო გამომელაპარაკა. უნივერსიტეტიდან სახლში მივდიოდი და ეს ბებო გვერდზე მომიჯდა. ჰოდა ასეთ რამეს მეუბნება: - როგორი დღე გქონდა ? მეთქი მომესმა, - კარგი- ვუპასუხე მე. შემდეგ თვალი ჩამიკრა და მეუბნება, - ერთ რჩევას მოგცემ, მარშუტკაში ან ავტობუსში როცა ახვალ შეეცადე ფანჯრის მხარეს დაჯდე, რომ ჩემნაირი როცა ამოვა უხერხულად არ იგრძნო თავი და ადგილი არ დაკარგო. გამეცინა მის რჩევაზე. შემდეგ დავფიქრდი. მართლა სასარგებლო რჩევაა-მეთქი გავიფიქრე. - განა ახალგაზრდები არ იღლებიან? - განაგრძო მან- მე როცა ახალგაზრდა ვიყავი მე და ჩემი მეგობრები ასე ვიქცეოდით. მაგრამ, როცა კაი გოგოს დაინახავ და მოგეწონება სადაც არ უნდა იჯდე წამოფრინდი, შენი ვაჟკაცობა დაანახე და დააჯინე შენს ადგილზე. მისი გული უკვე მოგებული გექნება და შეგიძლია მერე ტელეფონის ნომერიც კითხო ან შენი ჩააწერინო. დღეს გოგოები ბიჭებივით თამამები არიან და,- ერთი შეხედე ამას - სახეზე ჩამომისვა სწრაფად ხელი- ამას ვინ არ დაურეკავს! სახეზე რომ შემეხო, ინსტიქტურად გავწიე და ფანჯრის მინას მივახეთქე თავი. ისე მეტკინა მეგონა სკალპი ამძვრა. - ნუ იქნები ფიცხი. დღეს არ გესევა გოგოები? ხუთ წელში ნახავ რამდენი გთხოვს ცოლად წამიყვანეო. გაშტერებული ვუსმენდი. გოგოების ყურადღების ნაკლებობას არ განვიცდიდი, თუმცა ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა მე ვისაც მინდოდა მოვწონებოდი, ის საერთოად არ მიმჩნევდა. ამ ლაპარაკში ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა, გამოვემშვიდობე და წინ გადასვლა დავიწყე. ერთი წუთით მოიცადეო დამიძახა. თავისი ძველი შავი ჩანთიდან რაღაც გახუმებულ გაზეთში გახვეული ამოაძვრინა და ხელში მომაჩეჩა. ჩამოვედი მარშუტკიდან, გაჩერებაზევე გავხსენი გაზეთის ფუთა და შიგნით ორი ცალი მანდარინი დავინახე. ძალიან კი მშიოდა, უნივერსიტეტიდან სახლისაკენ მიმავალს, თუმცა არც ისე, რომ უცხო ადამიანის მოწოდებული ხილი მეჭამა. ვიფიქრე მოწამლული არ იყოს და არ გამაგოროს აქვე-მეთქი და ნაგვის ბუნკერში დავაპირე გადაყრა. ხელი, რომ ავწიე უცებ ის ქალი გამახსენდა და იქვე გაჩერების სკამზე დავდე გაზეთებში შეხვეული, იქნებ ვინმეს უნდოდეს და შეჭამოს-მეთქი. მოკლედ ამ ფიქრებში გართულმა, როგორც იქნა მივაღწიეთ ქუთაისამდე. ქალაქში ისეთი ძლიერი ქარი იყო მარშუტკას აქეთ-იქეთ არწევდა. დარბაზის კიბეები კი მაღალი და უმოაჯირო. სუზენის ჩემოდნებს დავეძგერე ჯენტლმენურად. კიბეებზე, რომ ავდიოდი ტყვიასავით მძიმე ჩემოდნებს ქარი ჰაერში სწევდა. უცებ ისე დაუბერა ლამის ზურგით გადმოვვარდი და დაცემის თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ შემოვტრიალდი და კუნტრუშით ჩამოვირბინე ქვემოთ, ვითომ რაღაც დამრჩა და იმიტომ. რა ვიცოდი, რომ ჩემი ქუთაისში ვიზიტის მთელი „სიამოვნება“ ჯერ კიდევ წინ მქონდა. იმ დღეს ისე გავწამდი, ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. გვიან ღამით თბილისიდან დაჯავშნილ სასტუმროში მივედი. ჯერ დაკეტილ კარებზე 20 წუთი ვაბრახუნებდი. უკვე წასვლა, რომ დავაპირე ვიღაცის იმერული ხმა მოისმა შიგნიდან. როგორც იქნა გამიღეს კარები. სასტუმრო, ერთ დროს ლამაზი უნდა ყოფილიყო. თუმცა უკლიენტობასა და ცუდ მენეჯერს გაეპარტახებინა არემარე. შალშემოხვეული ქალები გაწითლებულ ცხვირებს მბჟუტავ „პლიტაზე“ ითბობდნენ. რომ შევედი ერთ-ერთმა მეორეს დაუძახა: - მარინა, ააცილე ნომერში და ამოყრილ პარკეტს ნოხი მიაფარე. ნოხი მიაფარეო?!!! ამ მომენტში ბოლომდე გავაცნობიერე სად აღმოვჩნდი და დავიგრუზე სასტიკად. ოთახში რაღაც გაჯისა და სინესტის სუნი იდგა. წინა დღეებში წყალი ჩამოსულიყო და იატაკი არავის მოეწმინდა. საწოლის გადასაფარებელი მტვრისაგან იყო გამხმარ-გაუხეშებული. მარინა ოთახიდან გავიდა და ოთახის დათვალიერებას შევუდექი. ტუალეტში შუქი არ ინთებოდა და კარგად ვერ მოვათვალიერე სიტუაცია, თუმცა დავინახე, რომ ტუალეტის ქაღალდი და პირსახოცი არ იყო. მაგას ვინ ჩიოდა, ნიჟარაზე დაღეჭილი კევი დაეწებებინათ, ალბათ შემდეგი დაღეჭვის მიზნით და გაწვრილებული საპონი კი ბანჯგვლებით იყო დამშვენებული. ცოტა ხანს საწოლზე ჩამოვჯექი, შემდეგ სასწრაფოდ მივიღე გადაწყვეტილება, ამ ნომერში ას ლარს ვერ გადავიხდიდი, ჩემი ჩანთა ისევ ჩავალაგე, სასტუმროს მეპატრონეს ვუთხარი ნათესავთან მივდივარ-მეთქი და სასწრაფოდ გამოვედი გარეთ. ისე ციოდა ძვალსა და რბილში ატანდა. აქამდე ქუდს არ ვიხურავდი არ მიხდება-მეთქი და ეხლა ქუჩაში დავუწყე ჩანთებს ქექვა და სანატრელ ქუდს ძებნა. ამოვაძრე და ბოლომდე ჩამოვიწიე ყურებსა და შუბლზე. ჩაბნელებულ ქუჩაში, რომ აღმოვჩნდი მაშინ გავაცნობიერე რა შარში ვიყავი. ქუჩის გაყოლებაზე ინგლისურ მ-ს მოვკარი თვალი და სახე გამინათდა. მაგდონალდსი უნდა ყოფილიყო. სასწრაფოდ გავეშურე იქეთ. მაგდონალდსში ცოტა გავთბი და მოვსულიერდი არაფრის მომცემი საჭმლით. ხელში ჩემი გადარჩენილის წერილს ვატრიალებდი და უკვე ვინ იცის მერამდენედ ვკითხულობდი. ჩემმა მეგობარმა გამაფრთხილა ტაქსები ატყუებენ თბილისელებს და ბევრს გლიჯავენო, ამიტომ მაგდონალდში კილოს ვამუღამებდი, როგორ უნდა მეკითხა ახლო-მახლო სად არის სასტუმრო-მეთქი ისე, რომ ვერ მიხვედრილიყო ქუთაისელი არ ვიყავი. ტაქსის მძღოლი რატომღაც პატიოსანი აღოჩნდა და სულ რაღაც 7 ლარი გამომართვა სასტუმრომდე მიყვანაში. მიმიყვანა რაღაც ახლადგარემონტებულ სასტუმროში და იქ გავიგე რომ მოცეკვავეთა ნაწილი სწორედ ამ სასტუმროში გაჩერებულიყო. ოთახი მართალია ახლადგარემონტებული იყო თუმცა საწოლი არ გამოეცვალათ და შიგნით საკმაოდ გრძელი თმები ეყარა. შემდეგ დღეს სასტუმროს მეპატრონემ მე დამაბრალა შენ გაგცვივდაო, არადა ქერად შეღებილი წელამდე თმა ნამდვილად არ მქონია. მოკლედ, ტანსაცმელები ამოვყარე. ფრაკს სამაგრები დავაძრე და ამ სამაგრებით მივამაგრე თეთრეულზე ჩემი ტანსაცმელი. ღამე კი არ ვიწექი, ვიჯექი, რომ ტანსაცმელი არ გადასძრობოდა საწოლს და ბაქტერია არ დამტაკებოდა საიდანმე. როგორც კი მოვდუნდებოდი მეგონა რაღაც მიძვრებოდა ტანსაცმელში. ორჯერ წამოვხტი კიდეც და ტელეფონი დავანათე, რამე რწყილის მაგვარი ხომ არ შემომიძვრა-მეთქი. ღამე კიდევ ერთი რამ მოხდა, რამაც ბოლომდე გამაგიჟა. როგორც იქნა ჩამთვლიმა და უცებ ვიღაცამ მთელი ძალით შემოგლიჯა ოთახის კარები. დერეფანში სიბნელე იყო და ვერ დავინახე ვინ იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო სანამ ავყვირდებოდი მანამდე დაკეტა კარები და წავიდა, თუმცა რამდენიმე წუთში იგივე განმეორდა. მეორედ რომ შემოაღეს თავი ვეღარ შევიკავე და დავუღრიალე სანამ პანჩურს არ ამოგარტყავ არ დამანებებ თავს-მეთქი! საწოლიდან წამოვხტი და ერთი მოცეკვავე გოგო შემრჩა ხელში, რომელიც თავისი დაქალის ოთახს ეძებდა თურმე. მეორე დღეს ბოდიში მოვუხადე უხეშობისთვის. შემდეგ კიდევ ერთხელ შემომიღეს. მესამედ, რომ შემოაღეს არც შევიმჩნიე და თავი მოვიმძინარე. დილით ადრე ავდექი, ბაგრატის ტაძართან გავიარ-გამოვიარე ფეხით და ცეკვის დარბაზისკენ გავეშურე. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/Bad-hotel-327x268.jpg კატეგორიები: განათლება საზოგადოება View the full article
-
რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომლების მენტალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებები არაერთხელ გამოგვითქვამს. თუმცა ამჟამად ამ მოსაზრებებს ოფიციალური დასაბუთებაც თან ახლავს.როგორც რუსული მედია საშუალებები იუწყებიან, რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი, რომელმაც პუტინზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.13 აგვისტოს ქალბატონმა დილით პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ქვეყნის პირველ პირზე თავდასხმის შესა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Сначала судья Замоскворецкого суда вернул процесс на стадию судебного следствия для допроса экспертов, а после перерыва, который вместо объявленного часа длился почти вдвое больше, появился новый прокурор. Вокруг здания суда на фоне угроз националистов значительно усилены меры безопасности. View the full article
-
ყველა ჩვენგანია მომსწრე, როგორ ასხამენ ხოტბას მეგობრობას, ურთიერთგაგებას და სიყვარულს. ყველა მხრიდან ამ „დიადი“ ცნებების ქებათაქება ისმის. ქართული სუფრა ხომ საერთოდ მათი სამსხვერპლოა. მსხვერპლს წირავენ თითოული ჭიქის სახით, მაგრამ დატოვებს თუ არა „სამსხვერპლოს“ ეს უკიდეგანოდ მეგობრული და ურთიერთგამგები საზოგადოება, მაშინვე იწყებს მის გმობას. ტრიბუნაზე გამოსვლისას თუ მსხვერპლს წირავდნენ სიტყვით, აუდიტორიის გარეშე დარჩენილები, როგორც კი საშუალება მიეცემათ, ძღვენად მიართმევენ საკუთარ თავს, საკუთარ ინტერესებს გაგლეჯილ, დაჯიჯგნილ და ლამაზად შეფუთულ „უმწიკვლო მეგობრობას“. ბავშვობიდან სწავლობს ადამიანი როგორ მოატყუოს, როგოგორ უღალატოს როგორ აკრიტიკოს და საერთოდაც ჩაქოლოს მეგობარი. კლასობანას თამაშისას ცდილობს მოატყუოს , რომ ხაზზე ფეხი დააბიჯა; მეგობრის სათამაშო თუ გატეხა მეორე მეგობრის თანდასწრებით, ის აუცილებლად ერტყვის სათამაშოს პატრონს მან გატეხაო, თავი რომ დაიცვას და თვითონ არ დაბრალდეს. თუ ლახტზე გადახტომისას შეეშალა, მეორეს უხარია, მისი ჯერი დადგა და ეხლა შეუძლია საკუთარი თავი წარმოაჩინოს , რაშიც აქამდე მეგობარი უშლიდა ხელს და ასე უსასრულოდ. ნელ–ნელა იზრდებიან და სწავლობენ, როგორ გაალამაზონ გარეგნულად მეგობრის ღალატი. ქების, მხიარულიების, დახმარების შავ ფარდას აფარებენ და მერე შეუძლიათ თავისუფლად აკეთონ ის, რაც მათ ცხოვრებას წაადგება, მიდიან წინ. ფარდა კი თავის მოვალეობას ასრულებს. ძალიან დიდი დროა საჭირო, რომ გახუნდეს და შესამჩნევი გახდეს რა ხდება მეორე მხარეს. ზოგიერთი კი იმდენად წინ წასულა და ფარდა უკან ჩამოუტოვებია , რომ აღარ ჩანს რა ხდებოდა ფარდის მიღმა, თუნდაც ისე გახუნდეს , რომ გამჭირვალე გახდეს . მაინც ვერ ხედავ რა ხდება მის მიღმა, მაგრამ თუ დაინახე მაშინ ხვდები , რომ აზრი არ აქვს ფარდის ჩამოხსნას, მისი მკერავის მხილებას. საინტერესოა იდეალური მეგობარიაო რომ ამბობთ რას გულისხმობთ. ალბათ იმას, რომ ყოველთვის გულისყურით გისმენს, როცა რაღაც ამბავს უყვებით საკუთარ თავზე. მერე ამას იმახსოვრებს და ნებისმიერ შესაძლო მომენტში, როცა მისი „პიროვნული ღირსების“ ზარი ჩამოჰკრავს გამოიყენოს ის. შენ კი გეგონა იმიტომ ისმენდა , რომ შენი სევდა თუ სიხარული გაეზიარებინა. ალბათ დახმარების ხელიც გამოგიწოდა, სწორედ მაშინ როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდა. რატომ? იმიტომ რომ შენ გადაერჩინე? თუ იმიტომ, რომ გახუნებული შავი ფარდა ისევ შეემოსა და საშუალება ჰქონოდა მშვიდად „ემუშავა“ მის მიღმა. დაუჯერებელია?! . . აბა შენს თავზე დაფიქრდი. შენც ხომ „იდეალური მეგობარი“ ხარ. არასოდეს გითქვამს ტყუილი მეგობრისთვის იმიტომ, რომ სიმართლე შენს ინტერესებს საფრთხეს შეუქმნიდა. არასოდეს გაგიტარებია კრიტიკის ქარცეცხლში იმის გამო , რაც მან გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ შენ მისი ეს საქციელი არანაირ ზიანს არ გაყენებდა, არა უბრალოდ ამ კრიტიკით შენ საკუთარ პოზიციას უსვამდი ხაზზს, იმას რომ შენ მასზე უკეტესი ხარ და ამას არასოდეს ჩაიდენ. არასოდეს დახმარებიხარ იმიტომ, რომ ამ დახმარებით და „კარგი საქციელით“ მომავლისთვის ნიადაგი შეგემზადებინა, თუ რამეს ცუდად გააკეთებდი მის მიმართ, თავის დასაცავი „კარგიც“ ხომ გექნებოდა შენს ანგარიშზე. ნებისმიერი ჩვენგანი დიადი „იდეალური მეგობარია“, თუმცა საფრთხეს თუ იგრძნობს მგელი ხდება და შეუძლია მეორე მგელი შეჭამოს, მიუხედავად იმისა რომ წინათ ერთმანეთს ეხმარებოდნენ ცხვრების ფარის „დალქაშქვრაში“. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/1325795535_megobroba-siyvaruli.jpg კატეგორიები: საზოგადოება View the full article
-
Местные долго терпели то, что ради гастарбайтеров их "выдавливают" с птицефабрики, и то, что мигранты начали устанавливать свои порядки. Но после того как была избита и изнасилована женщина, шедшая на ночное дежурство, жители устроили стихийный митинг, всполошив правоохранителей. Теперь губернатор даже задумался о введении должности шерифа. View the full article
-
В начале Игр традиционно стоят плавание, стрельба и фехтование, но в этих видах россияне обычно выступают не особенно хорошо, сказал глава ОКР. Стоит, впрочем, напомнить, что надежда на стрелков и фехтовальщиков у России была, и немалая. Первые прогнозировали ни много ни мало 28 медалей, вторые - шесть. А в итоге от катастрофы спасло "президентское" дзюдо. View the full article
-
ლივეს მეორე შენაძენი View the full article
-
ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს საშუალება კარგი ბიბლიოთეკა მოაწყოს, ვფიქრობთ აუცილებლად უნდა გააკეთოს ეს. ბიბლიოთეკის ქონა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლები აუცილებლად ბევრ წიგნს წაიკითხავენ, მაგრამ ეს რამოდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო. 1. ვისაც აქვს კითხვის სურვილი, ექნება საშუალება უფრო მეტი იკითხოს. ბიბლიოთეკის ქონა ასეთი ადამიანების დანახვის და უკეთ დაფასების საშუალებასაც იძლევა. 2. კარგი ბიბლიოთეკა თვითონ შეიძლება გახდეს იმის სტიმული, რომ თანამშრომლების ნაწილი დაინტერესდეს რამე წიგნი აიღოს და კითხვა დაიწყოს. 3. ბიბლიოთეკა იძლევა ისეთი არაფორმალური შეხვედრების უფრო მყუდრო და კომფორტულ გარემოში ჩატარების საშუალებას, რომელსაც ვერც რესტორანში და ვერც რომელიმე სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ვერ ჩაატარებ. 4. თვითონ კარგი ბიბლიოთეკის ქონა თავისთავად არის ორგანიზაციის ავტორიტეტისთვის კარგი, ვინიადან ის მიუთითებს მენეჯმენტის დამოკიდებულებაზე უწყვეტი სწავლის მიმართ, ინტელექტზე და გრძელვადიან ხედვაზე. 5. ბიბლიოთეკის მუდმივი განახლების პროცესში თანამშრომლების ჩართვა, მათი სურვილების და პრეფერენციების გათვალისწინება უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა მათი კმაყოფილების ზრდისათვის. მომზადებულია საკონსულტაციო კომპანიის სინერჯი ჯგუფის სპეციალისტების მიერ; წყარო : insight.ge პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/A%20Synergy%20Insight%20Logo%20-%20GEO_58_2_16.jpg ტეგები: ბიბლიოთეკა ორგანიზაციაში კატეგორიები: ბიზნესი View the full article