planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2011/1/13/1294917148284/Charlie-Adam-007.jpg ლივერპული არ ეშვება ბლექპულის კაპიტანს … იან ჰოლოვეი არ დათანხმდა ლივერპულის მიერ 4.5 მილიონიან შემოთავაზებას და როგორც ჩანს წითლები აპირებენ, რომ ახალი შეთავაზებით მიმართონ ბლექპულის ხელმძღვანელობას. ჰოლოვეის განცხადებით, ის თანხა რაც ლივერპულმა შესთავაზა ბლექპულს “უსამართლო” იყო. მისი განცხადებით ადამის სატრანსფერო ფასი 14 მილიონს შეადგენს. ეს არარეალური თანხაა და როგორც პრესა იუწყება ლივერპული ადამს 7 მილიონის ფარგლებში იყიდის. თვითონ ფეხბურთელს ძალიან უნდა ენფილდზე გადმოსვლა და მისი აგენტიც აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ბლექპულის ხელმძღვანელობასთან. View the full article
-
http://www.totalfoot3.com/wp-content/uploads/2010/06/Luis-Suarez-Uruguay-v-Sou-0061.jpg“ლივერპულმა” ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. კლუბის სპორტული დირექტორი დამიენ კომოლი დილით ჰოლანდიაში გაემგზავრა ოფიციალური შეთავაზებისთვის… ლუისის ტრანსფერი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის პირველივე დღიდან დაიწყო და დღემდე გაურკვეველი სიტუაცია იყო. “წითელი” მხარე მხოლოდ £18 მილიონს სთავაზომდა მეორე მხარეს, მაშინ როცა ფეხბურთელი £30 მილიონად იყო შეფასებული, დათმობას კი არავინ ცდილობდა. კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ თუკი მათ ნამდვილად დასჭირდებოდათ ნებისმიერი ფეხბურთელი, აუცილებლად შეიძენდნენ და სავარაუდოდ ეს მომენტიც დადგა: დღეს, ორშაბათ დილით კომოლი გაემგზავრა ჰოლანდიაში ოფიციალური მიმართვისთვის. როგორც ჩანს, ორივე მხარე შეთანხმდა საბოლოო ფასზე, რომელიც £20 მილიონს მოიცავს. თავად სუარეზმაც არაერთხელ გამოთქვა სურვილი კლუბის დატოვებისა და პრემიერ ლიგაში გადმოსვლა, აქ კი მხოლოდ “ლივერპული” ელოდება. მოგეხსენებათ დღეს-დღეისობით მთავარია ფეხბურთელის სურვილი და ტრანსფერიც დგება… წყარო: The Sun, Sport.co.uk View the full article
-
„ქართული პარტიის“ ლიდერები - სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და ეროსი კიწმარიშვილი - საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს შეხვდნენ. „ქართული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ერთი საათი გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, სოზარ სუბარმა ფილიპ დიმიტროვთან გამართული მოლაპარაკებების ძირითად ასპექტებზე ისაუბრა. „ქართული პარტიის“ თავმჯდომარის განცხადებით, მან და მისმა თანაგუნდელებმა საპატიო სტუმარს გააცნეს პარტიის მიზნები, გეგმები და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები, აგრეთვე, საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა. „ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა. ევროპისკენ სვლას დემოკრატია სჭირდება. მმართველი ძალა ევროპულ ღირებულებებზე მხოლოდ ლაპარაკობს, რეალურად კი ქვეყანაში ავტოკრატიას ნერგავს“, - აცხადებს სოზარ სუბარი. მისივე თქმით, ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო დევნილების უკანონო გამოსახლებასთან, მედიის მდგომარეობასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საკუთრების ხელყოფისთან დაკავშირებით. სუბარის განცხადებით, ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში დღეს შექმნილი მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ კარგად არის ინფორმირებული. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღევანდელი რეზონანსის “მთელი კვირა” გუშინ საღამოს ჩატარებული ეთიკის ქარტიის სხდომის შესახებ წერს. სტატიის სათაურია – “ეთიკის ქარტიას 3 ახალი წევრი და ახალი თავმჯდომარე ყავს”. სტატიის თანახმად, წლევანდელი ქარტიის რიგით მეორე სხდომას 66-ი წევრი ესწრებოდა. სხდომაზე ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს-ზვიად ქორიძე, გელა მთივლიშვილი და ია მამალაძე. ამასთანავე, ქორიძემ ქარტიის თავმჯდომარე ეთერ თურაძე შეცვალა, რომელიც ერთი წელი უძღვებოდა ქარტიის საბჭოს. გარდა ამისა, კრებაზე ქარტიის წესდებაში შესატანი ცვლილებების განხილვაც მოხდა, რომელმაც ყველაზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. “რეზონანსის” თანახმად, საბჭოს წევრები გამოვიდნენ ინიციატივით წესდებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საბჭომ ქარტიაზე არახელმომწერი ჟურნალისტების შესახებ შესული საჩივრებიც უნდა განიხილოს. ამ საკითხის ირგვლივ, რეზონანსის სტატის თანახმად, უთანხმოება იყო თავად ქარტიის წევრებს შორის. საბჭოს ახალი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე "მთელ კვირასთან ინტერვიუში" აცხადებს, რომ ძალიან ცდება ყველა, ვინც მიიჩნევს, რომ ქარტია სადამსჯელო ორგანიზაციაა. “ჩვენ ყველამ ეთიკურ დილემაზე უნდა ვისაუბროთ ღიად, შეეხება ეს ხელმომწერ თუ არახელმომწერ ჟურნალისტს”- განუცხადა ქორიძემ რეზონონანს. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, მედიასაშუალებამ, რომლის რედაქტორიც ქარტიაზე ხელმომწერია, უნდა აიღოს ვალდებულება, რომ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თავის მედიასაშუალებაში გამოაქვეყნებს. "მთელი კვირის" ინფორმაციით, ორივე ინიციატივა ღიად რჩება, სანამ საბჭოს შეხვედრას 120 ჟურნალისტი არ დაესწრება. გაზეთი “კვირის ქრონიკა” საპატრულო დეპარტამენტის შეფის, გოგა გრიგალაშვილის თანამდებობის დატოვების შესახებ წერს. “ქრონიკის” ინფორმაციით, საპატრულოს შეფი რამდენიმე თვით სასწავლებლად ლონდონში მიემგზავრება და ამისთვის იგი სპეციალურად თავად შსს-დან დააფინანსეს. “ქრონიკის” ინფორმაციით, გრიგალაშვილის პოსტს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით თბილისის საპატრულოს სამმართველოს უფროსი გიორგი გეგეჭკორი დაიკავებს. სტატიის თანახმად, გრიგალაშვილის “კვალიფიკაციის ამაღლება” “ზემოდან” მოსთხოვეს. ქრონიკის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი საპატრულოში არსებული შიდა ინტრიგებით დაინტერესებულა და აღმოუჩენია, რომ შიგნით ერთგვარი კლანური ბრძოლა ყოფილა. დაპირისპირების მიზეზი კი, გამოცემის ინფორმაციით, საპატრულო დეპარტამენტის ხაზინის შევსების აქტიურ წყაროდ ქცევას უკავშირდება. ამ მიზეზის გამო, გრიგალაშვილმა ეჭვიანობა დაიწყო გეგეჭკორზე და ჩუმ-ჩუმად გამოუცხადებელი ომიც ყოფილა მათ შორის-წერს დღევანდელი “კვირის ქრონიკა”. დღევანდელი “კვირის პალიტრა” ახალი მემარჯვენეების ლიდერ დავით გამყრელიძესთან ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს, სადაც პოლიტიკოსი ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. გამყრელიძე 2010 წელს ოპოზიციისთვის მარცხიანად აფასებს და ამის მიზეზად, ერთის მხრივ, “ალიანსის” დაშლას და, მეორეს მხრივ, “სახალხო კრებაზე” დამყარებულ გადაჭარბებულ მოლოდინებს მიიჩნევს. მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერობისა და სხვების ჩაძირვისთვის უფრო იბრძვის, ვიდრე საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვბისა და ხელისუფლებაში მოსვლისთვის. "ახლების" ლიდერის თქმით, ეს ყველაფერი ოპოზიციაში თავის წარმოჩენისა და ოპოზიციის გამყარების მცდელობა უფრო უნდა იყოს. გამყრელიძეს მიაჩნია, რომ ამ დაუნდობელი დაპირისპირების შემდეგ უნდა დასრულდეს ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი, რადგან დაპირისპირებული ძალები ხვალ რომ ერთად გამოჩნდნენ, საბოლოოდ დაკარგავენ ამომრჩევლის ნდობას. ახლების ლიდერი ხელისუფლების ახალ ინიციატივასაც ეხმიანება, რომელიც ითვალისწინებს ვიდეო-კამერებით კაფე-ბარებისა და აფთიაქების აღჭურვას, და აცხადებს, რომ საზოგადოება იმდენად აღარ ენდობა ძალოვან სტრუქტტურებს, რომ ნებისმიერი ინიციატივა უჩენს ეჭვს და იმედს გამოთვქამს, რომ სახლებშიც არ დაგვიყენებენ კამერებს, ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის მიზნით. ვიდეო-კამერების დამონტაჟების თემას ეხმიანება ჟურნალი "ლიბერალის" სტატიაც. ჟურნალისტი ნინო რობაქიძე აფთიაქებთან, კაზინოებთან, პურის მაღაზიებთან კამერების დაყენების ინიციატივასა და ამ კამერების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წვდომასთან დაკავშირებით რიტორიკურ კითხვას სვამს, თუ რატომ უნდა იგებდეს 17 იანვარს საზოგადოება 7 დეკემბერს ძალაში შესული ბრძანების შინაარსს, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება. “ნუთუ ჩემს საძინებელში კამერის დამონტაჟება რომ გადაწყდება, ამასაც 1 თვის მერე გავიგებ”- სვამს კითხვას ჟურნალისტი "ლიბერალში" დაბეჭდილ სტატიაში. დღევანდელი “24 საათი” აფრიკელი ბურების საქართველოში ჩამოსახლების შესახებ წერს. სტატიის თანახმად, ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში 40 ათასი ბურის ჩამოსახლების შესახებ არ დასტურდება. ინტერვიუში, დიასპორის საკითხებში სახელწმიფო მინისტრ პაპუნა დავითაიას თქმით, ბურების გადასაწყვეტია, თუ რა რაოდენობით ჩამოვლენ საქართველოში. სტატიის თანახმად, რამოდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება სამხრეთ აფრიკის ეროვნული აგრარული კავშირის წარმომადგენელი ბენი ვან ზილი. ბურები საქართველოში 100 ფერმის შექმნას აპირებენ, რაც საქართველოს სოფლის განვითარების დიდ შესაძლებლობას მისცემს. ბურების გადმოსახლების თემას ეხმიანება გაზეთი “ვერსია” და მკითხველს ამ საკითხთან დაკავშირებით ექპსერტის მოსაზრებებს სთავაზობს. ექსპერტი გია ხუხაშვილი “ვერსიასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ბურები არც ისე შრომისმოყვარენი არიან, რადგან სამხრეთ აფრიკაში მიწები, ძირითადად, ებრაელებს და ინგლისელებს ეკუთვნით. ხუხაშვილი შიშობს, რომ არავითარი ეფექტი მათ ჩამოსახლებას არ მოჰყვება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ამ წუთებში პარლამენტთან დევნილებისადმი სოლიდარობის გამოსახატავად 100-მდე ადამიანია შეკრებილი. დევნილები ამბობენ, რომ თავშესაფრის მოთხოვნით ისინი საელჩოებს მიმართავენ. მათი თქმით, თუ საელჩოები მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, საპროტესტო აქციებს საელჩოებთანაც გამართავენ. პარლამენტთან დევნილები, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, ,,კონსერვატიული პარტიის" წევრები და უბრალო მოქალაქეები იმყოფებიან. დევნილთა სოლიდარობის აქცია პარლამენტთან ყოველდღე 2 საათზე იმართება. აქციის მონაწილეები დევნილთა გამოსახლების პროცესს უკანონოს უწოდებენ და მათთვის თავშესაფრის უზრუნველყოფას მოითხოვენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54700.jpgსაფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და რუსეთის ვიცე-პრემიერი `მისტრალის` შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელს ხვალ მოაწერენ. საბრძოლო ხომალდის რუსეთისთვის მიყიდვაზე... View the full article
-
საახალწლო სიჩუმე აფხაზეთში რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარის სერგეი სტეპაშინის ვიზიტმა დაარღვია. თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი ბომბის აფეთქებას დაემსგავსა შესაბამისი შედეგებით. ამ საკითხს აფხაზეთში უკვე ყველა გამოეხმაურა, ვისაც არ დაეზარა. ალბათ უფრო ადრეც უნდა გამოვხმაურებულიყავით ამ სიტუაციას, მაგრამ მთელ ამ სპექტაკლს თითქოს მარილი აკლდა. და აი 22 იანვარს მარილიც მოაყარეს... თუმცა, მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით.11 იანვარს სოხუმში რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრივი და ყაირა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54698.jpgინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 6 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას მენინგოკოქცემია დაუდგინდა. ბავშვი თბილისში ორი დღის წინ გორიდან ჩამოიყვანეს. მდგომარეობის გარკვევამდე მას ჟვანიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ... View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54696.jpgსტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. სესიაზე საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოში... View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/europe/eu_flag.jpgევროკავშირი ამაყობს იმით, რომ „რბილი ძალაა“ (როდესაც თქვენ ადამიანებს აკეთებინებთ იმას რაც გსურთ და ამისთვის იყენებთ მოხიბვლის და არა იძულების მეთოდებს). მას ასევე მიაჩნია, რომ ეს ძალის დემონსტრირების ყველაზე დახვეწილი და ნაყოფიერი გზაა (ანუ პოსტმოდერნისტული მიდგომა). შესაძლოა, ეს მართლაც ასეა, თუმცა გარედან თუ შევხედავთ, რბილი ძალის ლოგიკა სხვებისთვის შეიძლება არც თუ მიმზიდველი ჩანდეს. სინამდვილეში, თუკი თქვენ დუშანბეში, კარაკასში ან კარაჩიში ხართ, ვიღაცის რბილი ძალა რატომ უნდა გაინტერესებდეთ? polity.ge
-
მაგარი კარიკატურები პატრიკ სტროგულსკისაგან ჯაბა გიორგი ცეცხლაძეს მოსწონსBatumi Projects View ucnauri.com
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/saakashvili-kocharyan.jpgპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთ-საქართველოს საზღვრის სრულად გახსნის ინიციატივით გამოდის. პრეზიდენტის თქმით, საზღვრები გახსნილი უნდა იყოს და მანქანებმა ისე უნდა გაიარონ, პრაქტიკულად, გაჩერება არ მოუწიოთ, როგორც ეს შვეიცარიასა და საფრანგეთში ხდება. საზღვრები ისეთივე გამჭვირვალე უნდა იყოს, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია. polity.ge
-
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, იმ ტერიტორიების სიაში, სადაც უცხოელებს ეკრძალებათ მიწის ნაკვეთების ყიდვა, შევიდა რუსეთის ფედერაციის 380 დასახლებული ქალაქი და რაიონი, მათ შორის ირიფის, ალაგირის და პრიგოროდნის მუნიციპალური წარმონაქმნები ქალაქ ვლადიკავკაზის ჩათვლით. ამ რაიონებში განთავსებულია სამხედრო ნაწილები და საინჟინრო კომუნიკაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის უშიშროების დაცვას.უცხოელებს შეუძლიათ თავის მფლობელობაში აიღონ მიწის ნაკვეთები, მხოლოდ რუსეთის კანონმდ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დაღესტნის საინფორმაციო პოლიტიკის სამმართველოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც დაგმობილია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერის ვლადიმერ ჟირინოვსკის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების მიმართ, სადაც ნათქვამია: „კავკასიელებმა არ იციან და არც უნდათ მუშაობა და სწავლა. ყველაფერი ჩაიგდეს ხელში. პატივს არ სცემენ რუსეთის კანონმდებლობას“.დაღესტნის ხელისუფლება თვლის, რომ ასეთმა გამოხდომებმა შეიძლება ახალი ბიძგი მისცეს ისეთ ნაციონალისტურ-ექსტრემისტულ გა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ამ პოსტში ვეცდები დავამსხვრიო 3 პოპულარული მითი პროგრამირებაზე…1. “მათემატიკის ექსპერტი უნდა იყო რომ პროგრამირებაში რამეს მიაღწიო”კიდევ კარგი ეს მითია და არა რეალობა! წინააღმდეგ შემთხვევაში ათასობით ადამიანი უმუშევარი იქნებოდა. კომპიუტერები იქნებოდნენ ელიტალური მოწყობილობები რომელთა გამოყენება მხოლოდ ინჟინრებსა და მეცნიერებს შეეძლებოდათ. ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ის უბრალოდ წარმოუდგენელი იარაღი იქნებოდა, რომლითაც მხოლოდ მეცნიერები სარგებლობენ ... View ucnauri.com
-
1. ერთ-ერთი ინგლისური კომპანიის მფლობელმა თავის ოფისში გამოაკრა გარკვეული შინაარსის ლოზუნგი, რის შემდეგაც მისმა მოლარემ ასი ათასი გირვანქა სტერლინგი მიითვისა და გაიქცა. მთავარმა ბუღალტერმა მიატოვა ცოლი და უფროსის მდივანთან გააბა რომანი. მბეჭდავმა ქალმა ფანჯრიდან მოისროლა საბეჭდი მანქანა და უკლებლივ ყველა თანამშრომელმა მოითხოვა ხელფასის გაზრდა.კითხვა: რა ეწერა ლოზუნგზე?2. “ჭამაში ზომიერებას მე ... View ucnauri.com
-
ჩემმა მეგობარმა რომელიც ცხოვრობს ‘Hougang’_ის ქუჩაზე ერთხელ გადაწყვიტა წასულიყო ქალაქში თავის მეგობრებთან კინოს საყურებლად. მან ძალიან იხალისა მგრამ ბოლოს მიხვდა , რომ სახლში წასვლის დრო იყო.გზაზე სახლისკენ მან შეამჩნია ერთი კაცი რომელიც წიგნებს ყიდიდა, კაცს მთელი სახე თმებით ქონდა დაფარული მხოლოდ თვალები უჩანდა. უცებ ამ კაცმა შემოხედა ჩემს მეგობარს , ... View ucnauri.com
-
სომხური პრესა გასულ კვირას პრეზიდენტ სააკაშვილისსომხეთში ვიზიტს ეხმიანება. სომხური გამოცემა “პანარმენიან.ნეტ” საგაზეთო სტატიას აქვეყნებს სათაურით ”ოფიციალურმა თბილისმა თავისთვის ახალი როლი უნდა მოიფიქროს”. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში სტრატეგიული შემუშავების ცენტრის ხელმძღვანელი გრანტ მელიკ-შახნაზარიანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დასავლეთის პოლიტ.საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ მისი ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სომეხი ექსპერტის თქმით რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველო რეგიონში დასავლეთის მოკავშირიდან მის თავის ტკივილად იქცა, რამაც დაასუსტა მისი რეგიონში მნიშვნელობა. მელიკ–შახნაზარიანის თქმით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ოფიციალურმა თბილისმა თავის თავს ახალი როლი უნდა მოუფიქროს და აი ამა წლის 17 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა შუამავლის როლი იკისროს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაში. ექსპერტი ინტერვიუში მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ეს ვიზიტი ერევანში რეგიონში თავის როლის ხაზგასმის კონტექსტში უნდა იქნას განხილული. ამ არგუმენტის გასამყარებლად გრანტ მელიკ-შახნაზარიანს პრეზინდეტ სააკაშვილის ახლანდელი ამერიკაში ვიზიტისას გაკეთებული ფრაზა მოჰყავს, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა რეგიონში. რადიო “თავისუფლების” ქართული ბიურო და “ეხოკავკაზას” გამოცემა ამა წლის 20 იანვარს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე წერს. “ეხოკავკაზას” სტატიის თანახმად რეზოლუცია შავი ზღვის რეგიონზე არის პირველი ევროპარლამენტის დოკუმენტი, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რეგიონების სტატუსით დაფიქსირდა. მანამდე ეს ტერმინი რამოდენიმეჯერ ჩავარდა ევროპარლამენტის კომიტეტების მიერ შემუშავებულ შავ დოკუმენტებში ტერმინზე შეუთანხმებლობის მიზეზით. რაც შეეხება თავად დოკუმენტის განხილვას, “ეხოკავკაზას” ჟურნალისტი დეტალურად აღწერს დოკუმენტის მიღების პროცედურას. სტატიის თანახმად დებატები დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით საათნახევარი გრძელდებოდა. დიდი ბრიტანეთის დეპუტატმა განაცხადა, რომ ერეოდნენ იმ რეგიონში, რომელიც ისტორიულად რუსეთის გავლენის სფეროშია. ამ იდეას შეეწინააღმდეგენ მისი კოლეგები აღმოსავლეთ ევროპიდან და ამ თვალთახედვას უსაფუძვლო სკეპტიციზმი უწოდეს. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, ეხოკავკაზას სტატიის თანახმად, იგი 4 ნაწილისგან შედგება და კონფლიქტების თემა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების პრობლემის კონტექსტშია განხილული. აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის კონფლიქტები მთავარ გამოწვევებადაა მიჩნეული შავი ზღვის რეგიონისთვის. რეზოლუციაში ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში წამყვანი როლის აღებაზე. ნდობის აღდგენის განტკიცების ღონისძიებების კონტექსტში ევროპარლამენტარებმა გააკეთეს შეთავაზება შავი ზღვის რეგიონში ყველა შეიარაღების შესყიდვისა და სამხედრო გადაადგილების ინფორმაცია გასაჯაროებაზე. რაც შეეხება ტერმინს “ოკუპაცია”, “ეხოკავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტერმინი იქცევა კოზირად იმ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მოუწოდებენ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას აღიაროს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაცია. მეორე ქართველი ექსპერტი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე კი ტერმინ ოკუპაციასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ ასეთი ტერმინების დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში რიტორიკიდან პრაქტიკულ საქმეზე გადასვლას ნიშნავს. მისივე შეფასებით, საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში ამ ტერმინის დაფიქსირებისათვის ევროპას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა. მაგრამ მოსალოდნელი შედეგი ამ მოლოდინად ღირს. ფხალაძის თქმით, სიტყვის-ოკუპაცია და, საერთოდ, ამ შინაარსის შეფასებების დაფიქსირებამ დოკუმენტებში უნდა გამოიწვიოს ის საერთაშორისო სამართლებრივი შედეგები, რაც უნდა დადგეს ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და საერთაშორისო დანაშაულის პირობებში. რაც შეეხება რეზულიციის შედეგს, თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მსგავს რეზოლუციებს მყისიერი შედეგი, როგორც წესი, არ მოჰყვება, თუმცა დიპლომატიური ფრაზეოლოგიის უკან ხშირად სხვა დიპლომატიური ბერკეტების მთელი არსენალი იგულისხმება. თეონა აქუბარდია სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მილიონობით წიგნმა, ასევე ფილმებმა, როგორიცაა “2001: კოსმოსური ოდისეა”, “ვარსკვლავური ომები”, “უცხო”, “მტაცებელი” და ა.შ. უამრავ ადამიანს ჩაუსახა იმედი, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში სადმე არსებობს ჩვენი მსგავსი ცივილიზაცია, პლანეტა, რომელიც დასახლებულია ჭკვიანი და ინტელექტუალური არსებებით. მაგრამ რაც დრო გადის და რაც მეტი ახალი პლანეტის აღმოჩენა ... View ucnauri.com