planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მამის სიკვდილის შემდეგ ბრიტ რეიდი ხდება მამის დიდი კომპანიის მემკვიდრე, მისი დაღუპული მამის ასისტენტთან ერთად ის ქმნის შენიღბულ გუნდს დანაშაულთან საბრძოლველად... გამოშვების წელი: 2011 ჟანრი: სათავგადასავლო, ტრილერი , გახმოვანებ: რუსული რეჟისორი: მაიკლ გონდრი. View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/13-300x194.jpgბორჯომიდან თბილისისკენ მომავალი მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ინციდენტი სოფელ ტაშისკართან დღეს დილით მოხდა. შემთხვევის გამო მგზავრებს საფრთხე არ დამუქრებიათ და შესაბამისად, არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. Share View the full article
-
მშვენიერი დასვენება , საშინელებად ექცევა ახალგაზრდა წყვილს , მას შებდეგ , რაც მათ მძევლად აიყვანს ოთხი თავზე ხელ აღებული ბანდიტი , რომლებიც ციხიდან გაიქცნენ .. View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/etikis_qartia-255x300.jpgთბილისში, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რიგით მეორე საერთო კრება მიმდინარეობს. როგორც GeoTopNews-ს მეტეხიდან აცნობეს, საერთო კრებაზე ქარტიის საბჭოს 3 ახალ წევრს აირჩევენ, წარმოადგენენ ქარტიის საბჭოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს, ასევე ფინანსურ ანგარიშს. შეათანხმებენ ქარტიის წესდების ცვლილებების პროექტს, რომელიც გამოქვეყნებულია ქარტიის საბჭოს ვებგვერდზე www.qartia.wordpress.com ქარტიის საერთო კრება 17.00 საათისათვის დაასრულდება. ქარტიის ხელმომწერებმა კრებაში მონაწილეობის სურვილი, უახლოესი 3-4 დღის განმავლობაში, უნდა დაუდასტურონ ორგანიზატორებს ელექტრონული ფოსტის მისამართზე iag@ethicscharter.com Share View the full article
-
გთავაზობთ გუშინდელი მატჩის ვრცელ მიმოხილვას… http://www.myliverpool.ru/_nw/58/56369038.jpg ესაც ჩვენი ლაინს”ვუმენი” View the full article
-
http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs074.snc6/168475_498668036381_174509431381_5895053_4512154_n.jpg გთავაზობთ ფერნანდო ტორესის ფოტოებს Molineux-ის სტადიონიდან, სადაც მან დუბლი გაიფორმა. http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs260.snc6/180867_498668126381_174509431381_5895054_8037169_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs276.snc6/180428_498668176381_174509431381_5895055_7802148_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs752.ash1/164363_498668241381_174509431381_5895057_5811357_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs776.ash1/166639_498668326381_174509431381_5895059_7125884_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs020.snc6/167059_498667921381_174509431381_5895049_4073754_n.jpg http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs036.snc6/166611_498668001381_174509431381_5895050_7543907_n.jpg http://cache3.asset-cache.net/xc/108243399.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E69771667F535AF8E95A6D629B9DFEE80C699E5EDBE6FD198A http://cache1.asset-cache.net/xc/108243397.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6C2C9A82F4EE5B5F35A6D629B9DFEE80C54F62DDFE795C5B4 http://cache2.asset-cache.net/xc/108243950.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6476C93905F3112005A6D629B9DFEE80C9BB44D32A4885E5F View the full article
-
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება, ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქებისას მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ფაქტს საერთაშორისო კომისია გამოიძიებს. პრეზიდენტი ყველა იმ ჩინოვნიკის დასჯას მოითხოვს, რომელიც მინდელის სახელობის მაღაროში უსაფრთხოების ზომებზე არის პასუხისმგებელი. "პირველი დასკვნა გააკეთეს და, როგორც ყოველთვის, მოვისმინე, რომ ყველაფერი იმ მაღაროელის ბრალი იყო, რომელიც ბურღავდა და რომელიც დაიღუპა. გამახსენდა, რომ წინა აფეთქების შემთხვევაშიც ზუსტად ასეთივე დასკვნა გაკეთდა - ყველაფერი მაღაროელებს დააბრალეს. მაშინ პროკურატურამ გამოიძია საქმე და იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს, დასტურდება, რომ წინა აფეთქება, რომელსაც რამდენიმე მაღაროელი ემსხვერპლა, იყო არა მათი დაუდევრობის, არამედ მაღაროს ხელმძღვანელობის უშუალო დანაშაულებრივი ქმედების შედეგი. მაღაროს ხელმძღვანელობამ ვენტილაციის სისტემა გამორთო და საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე დაზოგა ფული. შემდეგ ზედამხედველობის სამსახურებმა, რომლებსაც ამაზე დასკვნის გაკეთება ევალებოდათ, დასკვნა „ხელი ხელს ბანს" პრინციპით დაწერეს, სწორედ ისე, როგორც მაღაროს ხელმძღვანელობასა და ამ ბიზნესის მფლობელებს უნოდათ",-მიხეილ სააკაშვილის ციტატას პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ნანობს მაღაროში წინა აფეთქების (27 აგვისტო) სისხლის სამართლის საქმე ლოგიკურ დასკვნამდე რომ არ მივიდა, რათა კონკრეტულ ადამიანებს ეგოთ პასუხი. აგვისტოში მაღაროში მომხდარ აფეთქებას პრეზიდენტი ასე ეხმაურებოდა: "მე დავავალებ მთავრობას, აქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა, რომ მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლონ“. დღეს პრეზიდენტი ამბობს, რომ აგვისტოს აფეთქებაში დამნაშავეებს სასამართლოს წინაშე რომ ეგოთ პასუხი, შესაძლოა ახალი აფეთქება არ მომხდარიყო. სააკაშვილმა გადაწყვიტა, საქმის გამოძიება "სერიოზულ ხალხს" მიანდოს. "ეს საქმე უნდა გამოვაძიებინოთ სერიოზულ ხალხს, მათ შორის, უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებს, ყველას მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი და დამნაშავეები დავსაჯოთ". სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ერევანში, პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი დელეგაციები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სომეხ კოლეგას მოლაპარაკების დაწყება და საზღვრების კიდევ უფრო გამჭირვალეობასა და ბიუროკრატიული ბარიერების გაუქმებაზე მუშაობა შესთავაზა,-წერს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი. „ამ ვიზიტის შემდეგ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ ჩვენი საზღვრები გახსნილი იყოს. მანქანებმა ისე უნდა გაიარონ, რომ, პრაქტიკულად, გაჩერება არ მოუწიოთ, როგორც ეს შვეიცარიასა და საფრანგეთში ხდება. საზღვრები ისეთივე გამჭვირვალე უნდა იყოს, როგორიც – ევროკავშირის ქვეყნებში. ხალხს არ უნდა აჩერებდნენ და ბარიერები არ უნდა იყოს. საქართველოს მხრიდან საზღვრები შეიძლება 2 -3 წუთში გადაკვეთო, მაგარამ ასევე უნდა იყოს თქვენი მხრიდანაც. საჭიროა ინფორმაციის გაცვლა და ერთიანი ბაზის შექმნა, რათა ეს პროცედურა ორმხრივად დაჩქარდეს. ჩვენ არ გვაქვს განსახილველი პრობლემური და რთული საკითხები და მხოლოდ სასიამოვნო თემებზე ვსაუბრობთ. აუცილებელია, რომ გავაერთიანოთ ორი ქვეყნის ეკონომიკა და ძალა. ბიუროკრატია არ უნდა იყოს. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყნები ვართ, ამიტომ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.გამჭვირვალე საზღვრებთან ერთად, საუბრის მთავრი თემა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავება და სომხეთში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება იყო. ოფიციალურმა ერევანმა სურვილი გამოთქვა, რომ გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. გარდა ამისა, საუბარი ახალ საინვესტიციო და ენერგეტიკულ პროექტებსაც შეეხო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
თამაშობთ პოკერს და აშიშვლებთ ლამაზმანს 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs051.snc6/168125_190378830988943_100000504828541_645750_5124747_n.jpg აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა უტრეხტთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ლუის სუარესის ტრანსფერზე ისაუბრა… ფრანკ დე ბურმა თავი ვერ აარიდა ლივერპულის და სუარესის სატრანსფერო თემას და საკმაოდ კონკრეტული განცხადებების გაკეთებაც მოუხდა… “სუარესის დარჩენა იდეალური იქნება, რადგან მისი შეცვლა ძალიან რთულია” – განაცხადა აიაქსის ბოსმა – “მაგრამ გეგმა B ნამდვილად გვაქვს და მისი წასვლის შემთხვევაში აუცილებლად მოვძებნით მის ალტერნატივას. თუმცა გარწმუნებთ რომ ლუისი აიაქსს 31 იანვირს ღამის 11 საათსა და 55 წუთზე არ დატოვებს, რადგან ჩვენ მას შემცვლელის პოვნის გარეშე არ გავყიდით…” ფრანკ დე ბურის განცხადებით მათ უკვე აქვთ სავარაუდო სამიზნეთა სია, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ეიდურ გუდიონსენი და ბაზ დოსტი ლიდერობენ. თუმცა არც რაიან ბაბელის ტრანსფერია გამორიცხული აიაქსში, რადგან მას ჯერ არ გაუფორმებია პირადი კონტრაქტი ჰოფენჰაიმთან და თუ აიაქსმა და ლივერპულმა შეთანხმებას მიაღწიეს ამ ფეხბურთელების გაცვლაზე და ამავდროულად წითლების მხრიდან თანხის დამატებაზე, მაშინ როგორც ლივერპულის პრობლემა (ტორესის მეწყვილე), ისე აიაქსის პრობლემაც (სუარესის შემცვლელი) მოგვარდება… ვიდრე ლივერპული და ჰოფენჰაიმი ბაბელის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებას მიაღწევდნენ, რაიან ბაბელმა ღიად განაცხადა, რომ მზად იყო სუარესის ტრანსფერში მიეღო მონაწილეობა და თავის მშობლიურ აიაქსში დაბრუნებულიყო. არაა გამორიცხული, რომ ჰოფენჰაიმთან პირადი მოლაპარაკებების დროში გაწელვა, სწორედ სუარესთან და აიაქსთან იყოს დაკავშირებული… ფაქტი კი ერთია. ზუსტად 1 კვირა რჩება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, წითლების კი ჯერჯერობით არავინ შეუძენიათ და რაც დრო გადის, უფროდაუფრო მცირდება შანსი მეგა-ტრანსფერისა… View the full article
-
181 ხელმომწერი ჟურნალისტი, 9 საჩივარი და 5 განხილული საქმე - ეს არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთი წლის მუშაობის შედეგი. 23 იანვარს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეორე საერთო კრება გაიმართება. კრებაზე ჟურნალისტები გასულ წელს შეაჯამებენ, ქარტიის საბჭო კი მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ხელმომწერი ჟურნალისტები კი, კენჭისყრის შედეგად, გადაწყვეტენ – ქარტიის საბჭომ უნდა განიხილოს თუ არა საჩივრები იმ ჟურნალისტთა წინააღმდეგ, რომლებიც ქარტიის წევრები არ არიან. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა და მას პირველივე დღეს ხელი 138-მა ჟურნალისტმა მოაწერა. ჟურნალისტებმა იმ დღესვე სხვადასხვა ვადით აირჩიეს ქარტიის საბჭოს 9 წევრი და სარევიზიო კომისია.ქარტია შედგება 11 პრინციპისგან, რომელიც დასავლურ ჟურნალისტურ სტანდარტებს ეფუძნება. მათ შორისაა ისეთი ეთიკური ნორმები, როგორიცაა: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია; ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს პლაგიატი, ქრთამის აღება; ფაქტის განზრახ დამახინჯება; სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სარეკლამო მასალებისაგან და ა.შ. (ქარტიის ნახვა შეგიძლიათ აქ). ხელმომწერი ჟურნალისტები ქარტიის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოში შეტანილი პირველივე საჩივარი ხმაურიან და რეზონანსულ საქმეს უკავშირდებოდა. ასევე, ხმაურიანი გამოდგა ქარტიაში მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. 2010 წლის 18 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში მოქალაქე რ.ფ.-მ ქარტიის დამფუძნებლისა და წევრის – ჟურნალისტ ნათია კობერიძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ ნათია კობერიძემ „პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რითაც დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი“. ნათია კობერიძე იმ დროისთვის ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანად მუშაობდა. 2010 წლის 13 მარტს, „სპეციალურ რეპორტაჟში“ გადაიცა „მოდელირებული ქრონიკა“ - იმიტირებული საინფორმაციო გამოშვება, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას რუსეთ-საქართველოს ახალი ომის დაწყების თაობაზე აუწყა. მოდელირებულ საინფორმაციო გამოშვებას თან არ ახლდა წარწერა, რომ ის მოდელირებული იყო. ქარტიის საბჭოში შეტანილი საჩივრის ავტორი ნათია კობერიძეს სწორედ მოდელირებული ქრონიკისა და მის შემდეგ „სპეციალურ რეპორტაჟში“ გამართული თოქ-შოუს გამო ადანაშაულებდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაში. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნათია კობერიძემ მართლაც დაარღვია ჟურნალისტთა ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილება სამოტივაციო წერილით დაასაბუთა. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ნათია კობერიძემ ქარტიას დატოვა. ნათია კობერიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი ქარტიის საბჭოს მიკერძოებული გადაწყვეტილება გახდა: „საბჭომ გადაწყვეტილება ჩემთან ინტერნეტით და სატელეფონო კავშირის შედეგად მიიღო. მე მზად ვიყავი შევხვედროდი ეთიკის ქარტიის საბჭოს, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა. საბჭომ ძალიან ცუდი პოზიცია დაიკავა. არ გამაფრთხილეს, რომ ისინი ჩემთან შეხვედრას კამერების თანდასწრებით აპირებდნენ. მე ამის შესახებ საკმაოდ გვიან გავიგე. მე საბჭოს სხდომაზე მიბარებდნენ და არ მაფრთხილებდნენ, რომ იქ დამხვდებოდა კამერები. მე ეს, ზოგადად, მიმაჩნია ჩემი უფლებებისა და ქარტიის პრინციპების დარღვევად,“ - უთხრა ნეტგაზეთს ნათია კობერიძემ. მისივე თქმით, „საბჭოს მიზანი იყო სიმართლის დადგენა, სიმართლის დაცვა და პირველივე საქმეში, რომელიც ხმაურიანი იყო, მათ გამოამჟღავნეს საკუთარი მიზანი, რომ აქედან კიდევ უფრო მეტი ხმაური მიეღოთ და არ დაედგინათ სიმართლე. სიმართლე რომ დაედგინათ, ამისთვის კამერების დაბარება საჭირო არ იყო, არამედ, ჩემთან პირისპირ და ღია საუბარი კამერების გარეშე.“ ქარტიაზე ხელმოწერის დროს კობერიძეს მოლოდინი ჰქონდა, რომ ეთიკის ქარტიის საბჭო, პირველ რიგში, აუცილებლად დაიცავდა ჟურნალისტების უფლებებს და ასევე, იქნებოდა ჯანსაღი მექანიზმი იმისათვის, რომ ჟურნალისტებს დაეცვათ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები. ის ამბობს, რომ ქარტიაზე ხელმოწერიდან მალევე მას ეს იმედები გაუცრუვდა. ნათია კობერიძის დამოკიდებულებას საკუთარი არგუმენტებით პასუხობს ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძე. ის ამ თანამდებობაზე ჟურნალისტებმა ხმათა უმრალესობით ქარტიის დაფუძნების დღეს აირჩიეს. „მე მას (ნათია კობერიძეს) ყველანაირი პირობა მივეცი, რომ ქარტიის საბჭოს სხდომაზე ამბის გასაშუქებლად მოსული ჟურნალისტები მას ზედმეტ სიტყვას ვერ ეტყოდნენ, რომ მას არავინ „ჩაქოლავდა“. დავპირდი, რომ მანქანასთან დავხვდებოდი და წამოსვლის დროსაც გამოვაცილებდი, რომ ის ზედმეტად არ შეეწუხებინათ,“ - ამბობს ეთერ თურაძე,-"საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმესთან მიმართებაში იყო ძალიან მაღალი. „მოდელირებული ქრონიკის“ ამბებს მთელი მსოფლიო აშუქებდა. ქარტიის საბჭოს სხდომა არის ღია და მე ჟურნალისტებს იქ ყოფნას ვერ დავუშლიდი.“ ეთერ თურაძე ამბობს, რომ ნათია კობერიძეს გააჩნია საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულება და ის ამ საკითხზე კამათს არ აპირებს. ქარტიის საბჭო ტენდენციურობასა და მიკერძოებულობაში დაადანაშაულა კიდევ ერთმა ხელმომწერმა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ საჩივარი ქარტიის საჭოში 2010 წლის ნოემბერში შეიტანა. „მწვანე ალტერნატივა“ მას ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე მუხლების დარღვევაში სდებდა ბრალს. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გელა მთივლიშვილმა ქარტიის მხოლოდ პირველი და მესამე მუხლები დაარღვია. გელა მთივლიშვილის საქმესთან დაკავშირებით ქარტიის საბჭომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მალევე გამოიტანა, სამოტივაციო წერილი კი რამდენიმე კვირის შემდეგ, 2011 წლის 21 იანვარს გამოაქვეყნა. „ეთიკის საბჭო არის არაობიექტური და ტენდენციური, განსაკუთრებით კი ის წევრები, რომლებსაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის აქტიური მუშაობა არ მოსწონთ და სხვადასხვა გზით ცდილობენ მის დისკრედიტაციას,“ - გვითხრა გელა მთივლიშვილმა. ის, ასევე, ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდება "ამის შემდეგ ეთიკის იმ საბჭოსთან თანამშრომლობა, რომლის წევრებიც ორმაგი სტანდარტებით მუშაობენ და გადაწყვეტილებებს დისკრიმინაციული მიდგომით იღებენ.“ „არასწორად მიმაჩნია ისიც, რომ ერთი და იგივე მედიასაშუალებიდან, ვგულისხმობ შპს "გაზეთ ბათუმელებს", ოთხი ადამიანი იყოს წევრი ეთიკის საბჭოს ცხრაკაციან შემადგენლობაში, არაფერი რომ აღარ ვთქვა იმაზე, რომ არ ვიცით, ვინ როდის გადიან და შედიან საბჭოში,“ - გვითრა გელა მთივლიშვილმა. დღეისათვის შპს "გაზეთ ბათუმელების“ ოთხი თანამშრომელი ნამდვილად არის ქარტიის საბჭოს წევრი, მათ შორის: ეთერ თურაძე – "გაზეთ ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, თედო ჯორბენაძე - ამავე გაზეთის ჟურნალისტი, მაია მეცხვარიშვილი - „გაზეთ ბათუმელების“ ნაციონალური ვებ–გვერდის netgazeti.ge-ს რედაქტორი და კონსტანტინე სტალინსკი, რომელიც, ასევე, ნეტგაზეთში მუშაობს. ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძე გელა მთივლიშვილის პრეტენზიებს ასე პასუხობს: „სანამ ქარტიას ხელს მოაწერ, მის წესდებას კარგად უნდა გაეცნო. თავდაპირველად ქარტიის წევრები ვიყავით მე და თედო ჯორბენაძე. ჩვენ აგვირჩია უმრავლესობამ ქარტიის პირველ საერთო კრებაზე. რაც შეეხება მაია მეცხვარიშვილს, ქარტიაზე ხელმოწერის დროს ის ქუთაისში გამომავალი „ახალი გაზეთის“ რედაქტორი იყო. მან ნეტგაზეთში მუშაობა ქარტიის საბჭოს წევრობიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 2010 წლის შემოდგომაზე, საბჭოს წევრი ლიკა ჩახუნაშვილი გავიდა საბჭოდან. წესდების შესაბამისად, იგი ჩაანაცვლა კონსტანტინე სტალინსკიმ, ვისაც, 4 დეკემბრის არჩევნების მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა მიღებული ლიკა ჩახუნაშვილის შემდეგ. სტალინსკის ნაცვლად 23 იანვარს სხვა წევრი უნდა ავირჩიოთ. შესაბამისად, კარგად თუ წავიკითხავთ ქარტიის წესდებას, მსგავსი პრეტენზიები არავის გვექნება.“ სხვა საქმეები ერთი წლის მანძილზე ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოში სულ 9 საჩივარი შევიდა: მოქალაქე რ.ფ. ჟურნალისტ ნათია კობერიძის წინააღმდეგფონდი “ინკლუზივი” ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ~ლეიბორისტული პარტია” სააგენტო “პირველის” წინააღმდეგელისო ჯანაშია თეა აბსარიძისა და სოფო ჭულუხაძის წინააღმდეგ[/url]თორნიკე თევზაძე შორენა შავერდაშვილის წინააღმდეგ“მწვანე ალტერნატივა” ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ“მწვანე ალტერნატივა” გელა მთივლიშვილის წინააღმდეგელისო ჯანაშია ლაშა ზარგინავას წინააღმდეგ“ქართული პარტია” ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას წინააღმდეგქარტიის საბჭომ არ განიხილა შემდეგი საჩივრები: 1. „ქართული პარტია“ ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ, 2. „ლეიბორისტული პარტია“ სააგენტო „პირველის“ წიანააღმდეგ. 3. "მწვანე ალტერნატივა" ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ. პირველ ორ შემთხვევაში საჩივრის არგანხილვის მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნული ჟურნალისტები ქარტიის ხელმომწერები არ იყვნენ. მესამე შემთხვევაში, საბჭომ გამოარკვია, რომ ელისო ჩაფიძე არ იყო "რეზონანსის" იმ ნომრის რედაქტორი, რომელთან დაკავშირებითაც შევიდა საჩივარი. რაც შეეხებაა საჩივარს „ელისო ჯანაშია ლაშა ზარგინავას წინააღმდეგ“, ის თავად საჩივრის ავტორმა უკან გაითხოვა. საქმეზე – თორნიკე თევზაძე შორენა შავერდაშვილის წინააღმდეგ – საბჭომ ჟურნალისტის გამამართლებლი გადაწყვეტილება გამოიტანა. ქარტიის საბჭომ ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა. ალეკო ელისაშვილი ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა, თუმცა ბოლომდე მაინც არ დაეთანხმა. „იმის გამო, რომ მე ვარ ამ ქარტიის წევრი და მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი ჟურნალისტიკისთვის და ჟურნალისტური ეთიკისთვის, მე ქედს ვიხრი ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების წინაშე. თუმცა, შინაგანად არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ სრულიად არამართებული გადაწყვეტილება იყო ჩემს წინაშე. ამის მიუხედავად, მე ჩემს პრეტენზიებს გვერდზე გადავდებ. ვინაიდან სულ მეორე საქმე იყო, რაც საბჭომ განიხილა, იქ ბევრი ხარვეზი იყო. მიმაჩნია, რომ ყველა ვსწავლობთ და ადამიანები ვართ. გულწრფელად რომ ვთქვა, ქარტიისგან უფრო მეტს ველოდებოდი და ველოდები,“ - უთხრა ნეტგაზეთს ალეკო ელისაშვილმა. მისი აზრით, ქარტიის საბჭო უფრო ქმედითი, უფრო საყოველთაო და უფრო ეფექტური უნდა გახდეს. „საუკუნეში ერთხელ არ უნდა ხდებოდეს საქმის განხილვა. შეიძლება, ინფორმაცია აკლია საზოგადოებას. საზოგადოებამ უფრო აქტიურად უნდა ადევნოს თვალყური ჟურნალისტთა ეთიკას. 3-4 საქმე წელიწადში არ არის ეფექტური. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს არის კეთილშობილური იდეა და ამიტომაც ვრჩები ქარტიაში,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი. ქარტიამ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ (ფოთი) საინფორმაციო სამსახურის უფროსის თეა აბსარიძისა და ამავე არხის ჟურნალისტის სოფო ჭულუხაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თეა აბსარიძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი. „მე-9 ტალღის“ ჟურნალისტმა, სოფო ჭულუხაძემ კი – ქარტიის პირველი პრინციპი. თეა აბსარიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას, განაცხადა, რომ მას პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსს. სადაო სიუჟეტი კი „მეცხრე ტალღისთვის“ ჟურნალისტმა ლანა სალაყაიამ მოამზადა, რადგან ის ჟურნალისტთა ქარტიის ხელმომწერი არ იყო, პასუხისმგებლობა ავტომატყრად გადავიდა თეა აბსარიძეზე - საინფორმაციო სამსახურის უფროსზე. მისი თქმით, გადაწყვეტილების გამოტანისას საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ საქმე ეხებოდა რეგიონულ ტელევიზიას, სადაც ცენტრალურ ტელეარხებთან შედარებით, გაცილებით ცოტა გადამღები ჯგუფი მუშაობს. „ქარტიის საბჭო გვედავებოდა, რომ ჩვენს მიერ არჩევნების დღეს მომზადებული სიუჟეტი არ იყო ამომწურავი. ჩვენ არჩევნების დღეს არასტანდარტულ რეჟიმში გვიწევდა მჲშაობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სადაო სიუჟეტში ამბის ყველა მხარე წარმოდგენილი იყო. ეს რომ არ ყოფილიყო დღის ნიუსი და მასზე მუშაობისთვის უფრო მეტი დრო გვქონოდა, მასალა უფრო ამომწურავი იქნებოდა. ასეთი სიუჟეტები ყოველ დღე გადის ნაციონალური ტელეარხების ეთერში,“ - ამბობს თეა აბსარიძე. იგივე არგუმენტები აქვს სოფო ჭულუხაძესაც. მიუხედავად ამისა, ორივე ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი პატივს სცემენ საბჭოს გადაწყვეტილებას და მას გაგებით ეკიდებიან. თეა აბსარიძის თქმით, ქარტიის საბჭო გახდა ჟურნალისტებისთვის ანგარიშსწორების საშუალება. თუმცა, ის ამ ამბის შემდეგ გაცილებით ყურადღებით აკონტროლებს ჟურნალისტთა მუშაობას, რათა სამომავლოდ თავიდან აიცილოს მსგავსი საჩივრები. „ყველა ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ“-ამბობს „მეცხრე ტალღის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი. სკეპტიციზმი ეთიკის ქარტიასთან დაკაშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შექმნამდე, 2005 წელს დაფუძნდა მედიასაბჭო, რომელიც მედიასაშუალებებს გარკვეული პროფესიული პასუხისმგებლობის აღებას თავაზობდა. პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დაფინასებით განხორციელდა, თუმცა დღესდღეობით ის პრაქტიკულად არ მუშაობს. დღევანდელი ეთიკის ქარტიისგან განსხვავებით, მედიასაბჭოს სტანდარტებს ხელს მედიასაშუალებები აწერდნენ და პასუხისმგებლობა არა კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ მედიასაშუალებას ეკისრებოდა. მედიასაბჭოს პროექტის მენეჯერი, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ მედიასაბჭოს შექმნის დროს, პროექტის ავტორები ბევრ პრობლემას გადააწყდნენ. მისი თქმით, მედიასაშუალებები იმ დროს ფიქრობდნენ, რომ მედიასაბჭო გახდებოდა ცენზურის ბერკეტი ხელისუფლებისთვის, ამიტომ ხელი არ მოაწერეს მის მიერ შეთავაზებულ ეთიკის ნორმებს. ეკა კვესიტაძეს ახლაც არ აქვს წარმოდგენა, მედიასაჭო როგორ შეიძლება გამხდარიყო ასეთი ბერკეტი ხელისუფლების ხელში. მისი აზრით, მედიასაბჭომ რომ იმუშაოს, ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ის ორ მათგანს გამოჰყოფს: 1. მედიას უნდა ჰყავდეს აქტიური მომხარებელი, რომელიც ეთიკის დარღვევის ყოველ ფაქტზე რეაგირებას მოახდენს და 2. ეთიკის ქარტიას ხელს უნდა აწერდეს (ან მედიასაბჭოში გაწევრიანებული უნდა იყოს) მედიასაშუალებების უმრავლესობა. ეკა კვესიტაძე ეთიკის ქარტიის მსგავსი სისტემისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგან, მისი აზრით, საქართველოში მკითხველს არა აქვს მოთხოვნა, კონკრეტულმა მედისაშუალებამ დაიცვას ჟურნალისტური ეთიკის ნორმები. ის ფიქრობს, რომ დღეს ყველაზე მეტად სწორედ ის პრესა იყიდება, რომელიც ჟურნალისტურ სტანდარტებს ყველაზე მეტად არღვევს. შესაბამისად, ეთიკის დაცვის მოტივაცია არც მედიასაშუალებას გააჩნია. მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთშიც კი, სადაც მედიასაბჭოს მუშოაბის დიდი ტრადიცია აქვთ, საზოგადოების ნდობა მის მიმართ დაბალია, რადგან საბჭოში შედის ბევრი საჩივარი, რომელთა დროული და ადეკვატური განხილვა არ ხდება. აქედან გამომდინარე, მას არ ჰგონია, რომ ეთიკის პრობლემა საქართველოში ერთი ნახტომით მოგვარდება. „ისიც კარგია, თუ კუს ნაბიჯებით ვივლით. ჩვენი გზები აქამდე არასდროს გადაკვეთილა, თორემ დიდი სიამოვნებით მოვაწერდი ხელს ეთიკის ქარტიას. მივესალმები ნებისმიერ ოირგანიზაციას, რომელიც მედიის ეთიკის განვითარებაზე იზრუნებს და მონიტორინგს განახორციელებს,“ - უთხრა ნეტგაზეთს ეკა კვესიტაძემ. ქარტიის საბჭოს სამომავლო გეგმები ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს, ეთერ თურაძეს მიაჩნია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეთიკის ქარტიამ გაამართლა. მისი აზრით, ქარტიის საბჭოს მთავარი პრობლემა იყო დაფინასნების არქონა, რაც 2011 წლიდან გამოსწორდება. „ქარტიის 6 წევრი არის რეგიონიდან. ისინი საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე ჩამოდიოდნენ საქმეების განსახილველად და ამას ხშირად ვერ ახრხებდნენ,“ - ამბობს ეთერ თურაძე. მისივე თქმით, გვაინდებოდა ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნება, რაც, ასევე, გამოსწორდება. მისი აზრით, ასევე, პრობლემა არის ქარტიის ცნობადობა. ბევრ რედაქციაში ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ არ იციან ქარტიის შესახებ. ეს, ძირითადად, ისევ ფინანსების არქონით აიხსნება. „2010 წლის ბოლოს მივიღეთ გრანტი. მოვამზადეთ საიმიჯო კლიპები, დაგეგმილია შეხვედრები რედაქციებში ჟურნალისტებთან, რათა ეთიკის ქარტიის შესახებ მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ და შესაბამისად, ხელი უფრო მეტმა ჟურნალისტმა მოაწეროს,“ - ამბობს ეთერ თურაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
1 თებერვლიდან აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ დოკუმენტებში სიტყვები „დედა“ და „მამა“ გაქრება. მას შეცვლის ტერმინები „მშობელი №1“ და „მშობელი №2“. ამ ცვლილებების მიზეზი გახშირებული ერთსქესიანი ქორწინებებია. გაზიარება [23:36 21-01-2011] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTsxq_1_aQI/AAAAAAAAEXg/CPvoe4JHyjM/s400/mshobeli.gif„ბავშვი დაჩაგრულად არ უნდა გრძნობდეს თავს იმის გამო, რომ მშობლები, მაგალითად, „მამა“ და „მამა“ არიან, ― ასე მიაჩნიათ სექსუალურ უმცირესობათა ამერიკელ წარმომადგენლებს. დღევანდელი მდგომარეობით, ერთსქესიან ამერიკულ ოჯახებში ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მესამე ქალური და ყოველი მეოთხე მამაკაცური წყვილი აშშ–ში ერთ ბავშვს მაინც ზრდის. გადაუწყვეტელი რჩება საკითხი: ვინ იქნება „მშობელი №1“ და ვინ ― „მშობელი №2“? ტრიბუნა.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
გთავაზობთ პროექტს, რომელსაც საკმაოდ გამოჩენილი ადგილი უჭირავს ფოტოგრაფიის ისტორიაში. 1975 წელს ნიკოლას ნიქსონმა დაიწყო ფოტოგრაფირება მისი ცოლის და მისი დების ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ. ყოველთვის ერთი და იმავე წესით: ჰიზერი, მიმი, ბებე და ლაური ეს პროექტი აშკარად შესანიშნავია, მაგრამ ნამდვილი ხელოვნება ძირითადად შეიცავს ტექნიკას და ოსტატობას. გარდა ფოტოგრაფირებისა მისი არსი სავსებით ... View ucnauri.com
-
ჯინსები, დიდი თეთრი ფერის ბოტასები და დაახლოებით ისეთი მანტო, 90-იანებში რომ ღირსეულ კონკურენციას უწევდა „ვარიონკა” ქურქებს ბაზრობაზე... ასეთ უშუალო ფორმაში წარდგა ქართველი მაყურებლის წინაშე ჰოლივუდის ყველაზე ძვირადღირებული რეჟისორების ხუთეულში შემავალი ყაზახი ტიმურ ბეკმამბეტოვი, იხილეთ tabula.geზე
-
გლადიატორი (ლათ. gladius — «ხმალი», «გლადიუსი») — მებრძოლთა სახელი ძველ რომში, რომელებიც ერთმანეთს ან ცხოველებს ებრძოდნენ მაყურებელთა განწყობის ასამაღლებლად.ლეგენდარული რომაელი გლადიატორები სიცოცხლეს წირავდნენ იმისთვის, რომ მაყურებლები ცირკიდან კარგი განწყობით წასულიყვნენ. რომის იმპერიისთვის ეს სისხლიანი სანახაობა, ნარკოტიკების მსგავსი იყო.ეს ეტრუსკული წეს-ჩვეულება რომაელთა ცხოვრებაში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის შედეგად დამკვიდრდა. ამის მიზეზი შესაძლოა ... View ucnauri.com
-
თავის წიგნში აღმოსავლეთმცოდნეობის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ოცდაათი წლის წინ, ედვარდ საიდი თვლიდა, რომ დასავლეთის მიერ აღმოსავლეთის აღქმა ევროცენტრულ ცრურწმენას ეფუძნებოდა, რაც ევროპის კოლონიზატორულ და იმპერიულ ამბიციებს კვებავდა. 21-ე საუკუნეში, ამგვარი დასავლური ამბიციები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ რამდენად შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება “აღმოსავლეთის მიმართ”? იხილეთ tabula.geზე
-
ამბობენ, მომავალში მანქანები იფრენენო, ჩვენ უდიდეს ცათამბჯენებში ვიცხოვრებთო, ტექნისა სახეს იცვლისო და დაიხვეწებაო. კიდე ათას რამეს ამბობენ, მაგრამ სხვა რამეებს შევეშვათ და ცალი თვალით გადავიხედოთ მომავალში. როგორი მობილურები შეიძლება ქონდეთ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს… რავი, ჩვენც. View ucnauri.com
-
როდესაც ორი ადამიანი გადაწყვეტს,რომ მათ ოჯახს უკვე მესამე წევრიც ესაჭიროება, აი მაშინ იწყება მთელი აურზაური.. ჯერ ერთი რა თქმა უნდა ბავშვის ,,გაკეთებისთვის” მზადება უნდა მოვიხსენიოთ: )) მერე მეორე, უკვე პატარას დასახვედრად სათანადოდ მომზადებაც გვესაჭიროება, ამაში შედის იქ ტანსაცმელის ყიდვა, იქ ოთახის შესაბამისად მორთვა და ა.შ. მაგრამ ამ მეორე ეტაპზე ... View ucnauri.com
-
ფელიქს ვარლამიშვილი იყო მსოფლიო დონის ქართველი მხატვარი ,რომლის ნამუშევრებიც უამრავ პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზში არის წარმოდგენილი.ფელიქს ვარლამიშვილი (1903-1986) დაიბადა ქალაქ ქუთაისში.თავდაპირველად მან სწავლა დაიწყო თბილისის სახელიმწიფო უნივერსიტეტში და ძირითადად შეხება არ ჰქონია ხელოვნებასთან,მაგრამ საქართველოში სამხატვრო აკადემიის გახსნისთანავე ის გადავიდა ამ აკადემიაში და გახდა მისი პირველი სტუდენტი.ფელიქსთან ერთად იყვნენ გიგო ... View ucnauri.com
-
GMG – ფეხბურთიდან მსოფლიო კინომდე
planetanews posted a topic in ქართველი ბლოგერების ჩანაწერები
პირველმა ქართულმა ფასიანმა ტელევიზიამ მუშაობა დაიწყომნიშვნელობა არ აქვს, რამდენად აქტიური ტელემაყურებელი ხართ – ინფორმაციის მიღების ამ საშუალებას ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურობაში გარკვეული ადგილი უჭირავს. სხვა საქმეა, რამდენად სრულყოფილი და, მარტივად რომ ვთქვათ, საინტერესოა ის თქვენთვის. თუმცა დღეს შეუძლებელი არაფერია, თითოეულ თქვენგანს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია, მხოლოდ საკუთარ გემოვნებასა და მოთხოვნილებებზე მორგებული. ... View ucnauri.com -
http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2010/2/4/1265314324171/Steve-Bull-001.jpg როგორც ვულვზის ლეგენდა “სტივ ბული” აცხადებს მას ძალიან უყვარს ლივერპული და ძალიან დიდი იმედი აქვს რომ კენი დალგლიში ენფილდს დაუბრუნებს ძველ დიდებას. 45 წლის სტივი ბული ვულვზის ისტორიის საუკეთესო ფორვარდად არის აღიარებული, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ის ვულვზის ფეხბურთელი იყო იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ლივერპულის მიმართ უდიდესი სიყვარულით. “მე ყოველთვის ვიყავი ლივერპულის ფანი, ამ კლუბს მთელი ცხოვრებაა უდიდეს პატივს ვცემ”. “1970-1980 წლებში ლივერპული უყოყმანოდ იყო პლანეტის საუკეთესო კლუბი ამის უარყოფა არავის შეუძლია, ამას კლუბი მიღწევებიც ადასტურებს”. “იან რაში რომელიც ლივერპულის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირია, ის ყოველთვის იყო ჩემი კერპი, მე სულ ვცდილობდი დავმსგავსებოდი მას”. “მე რამდენიმე წლის წინ მასთან ერთად ვითამაშე რამდენიმე საქველმოქმედო მატჩში, და ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში”. “ლივერპულს ძალიან რთული პერიოდი უდგას, მაგრამ სულ მალე ლივერპული ისევ იქ დადგება სადაც იგი წლების განმავლობაში იდგა მოწინავე პოზიციაზე”. “დალგლიშს კლუბი ძალიან უყვარს მან იცი ამ კლუბზე ყველაფერი, იცის თუ იგი ამჟამად სად იმყოფება იგი კლუბს დაეხმარება”. “ვფიქრობ მიუხედავად ყველაფრისა ლივერპულში თამაში უდიდესი სიამოვნებაა, კენი ლივერპულში მივიდა რადგანაც ფეხბურთელებს ახალი იდეები შთააგონოს”. “ლივერპულში ერთმა მწრთვნელმა ვერ გაამართლა და იგი დაითხოვეს, მაგრამ კენის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება დარწმუნებული ვარ იგი ლივერპულში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება”. “კენის მხარში უდგანან მოთამაშეებიც და ფანებიც, აი ამ ხალხის ერთობლიობა უდიდეს შედეგს გამოიღებს”. View the full article
-
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება… ფსკერზე ანკესს რო ამოყვეს რომელიმე ხო გავანებე თევზაობას თავი.. View ucnauri.com