Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს გამრიცხველიანება დაასრულა, რაშიც 351 900 ლარი დახარჯა. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი მრიცხველები 1 173 აბონენტს დაუმონტაჟდა. გამრიცხველიანების პარალელურად, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რაც ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა. ენერგოკომპანია ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დასრულებას 2013 წლისთვის გეგმავს. იხილეთ epn.ge
  2. დაშინებული ახალგაზრდა ბიჭი ახალგაზრდა გოგონა ვამპირს გაუწევს მხარდაჭერას, რომელიც ცხოვრობს საიდუმლოდ მის მეურვესთან ერთად... View the full article
  3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო არაწევრი ჟურნალისტების წინააღმდეგ საჩივრებს კვლავაც ვერ განიხილავს, რადგან საქმის წარმოების წესში შესაბამისი ცვლილებისთვის საჭირო ჟურნალისტების რაოდენობა გუშინ ქარტიის საერთო კრებაზე ვერ მოგროვდა. ცვლილებისთვის აუცილებელი იყო, რომ გუშინდელ კრებაზე ქარტიის წევრთა 2/3, ანუ მინიმუმ 120 წევრი ჟურნალისტი შეკრებილიყო, თუმცა საერთო კრებაზე გუშინ სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ჯამში, მხოლოდ 62 ხელმომწერი ჟურნალისტი გამოცხადდა. ამის გამო ქარტიის საბჭოს მიერ ინიცირებულ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კენჭისყრა არ შედგა. ქარტიის საბჭომ საერთო კრებას ცვლილებების ორი პროექტი წარუდგინა: კერძოდ, ერთ–ერთი პროექტით, საბჭო წინადადებით შევიდა, რომ წევრ რედაქტორებს საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ვალდებულება აეღოთ, მეორე პროექტით კი, საბჭომ მანდატის გაზრდა ითხოვა იმ თვალსაზრისით, რომ არაწევრი ჟურნალისტების მიმართ საჩივრების განხილვის უფლებამოსილება მიეღო. კენჭისყრა არ შედგა, თუმცა ამ საკითხებთან დაკავშირებით საერთო კრებაზე ცხარე დისკუსია გაიმართა. დამსწრე ჟურნალისტებსა და რედაქტორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და კამათი არ გამოუწვევია იმ ფაქტს, რომ წევრმა რედაქტორებმა უნდა აიღონ საბჭოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ვალდებულება. აზრი ორად გაიყო ცვლილებების მეორე პროექტთან დაკავშირებით, რომლითაც: „საბჭოს უფლება აქვს განიხილოს განცხადება, რომელიც ეხება იმ პირთა მიერ ჟურნალისტური ნორმების დარღვევას, რომლებიც არ არიან ქარტიის წევრები.“ ჟურნალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ქარტიამ მხოლოდ იმ ჟურნალისტთა საკითხები უნდა განიხილოს, რომლებმაც ქარტიას ხელი მოაწერეს და მასში ასახული 11 პრინციპის დაცვაზე თანხმობა განაცხადეს. თუმცა, სხვა ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ხელმომწერთა საქმეების განხილვით, ქარტია მოექცევა „მოჯადოებულ წრეში“, რომელსაც ვერასდროს გასცდება, მითუმეტეს მაშინ, როცა ქარტიას საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების მხოლოდ მცირე ნაწილი აწერს ხელს. ამ საკითხთან დაკავშირებით არც ეთიკის ქარტიის საბჭოში არსებობს შეთანხმებული პოზიცია. საბჭოს ერთ–ერთი წევრის – ნინო ზურიაშვილის თქმით, ქარტიის საბჭოში ხშირად შედის საჩივრები იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ქარტიის ხელმომწერები. მაგალითად, გასულ წელს ქართულმა პარტიამ საჩივარი შეიტანა ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ. ასევე, ლეიბორისტული პარტია უჩიოდა სააგენტო პირველს. ეთიკის ქარტიის საბჭოს ეს საქმეები არ განუხილავს, რადგან აღნიშნული ჟურნალისტები ქარტიის ხელმომწერები არ იყვნენ. Media.ge-ს რედაქტორმა, დავით მჭედლიძემ განაცხადა: "ამ შემთხვევაში იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ქარტიის საბჭოს რა უფლებას ვანიჭებთ, არამედ უნდა ვიფიქროთ მედიის მომხამრებლის უფლებების დაცვაზე, მას თავდაცვის რა ინსტრუმენტს ვთავაზობთ.“ დავით მჭედლიძემ „რუსთაველ მანიაკთან“ დაკავშირებული ფაქტი გაიხსენა. მაშინ ჟურნალისტმა მანიაკის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. მისი თქმით, ეთიკის ქარტიის საბჭომ ჟურნალისტთა სწორედ მსგავს გადაცდომებზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, კონკრეტული ჟურნალისტი არის თუ არა ქარტიის ხელმომწერი. დავით მჭედლიძის მოსაზრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა თქვა, რომ მსგავსი გადაცდომა სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება და მასზე ეთიკის ქარტიის საბჭომ არ უნდა იმსჯელოს. მისივე აზრით, ქარტიის საბჭო სადამსჯელო ორგანო არ უნდა გახდეს და სასამართლოს ფუნქციები არ უნდა შეითავსოს. განსხვავებული მოსაზრება აღმოაჩნდა გაზეთ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელ ია მამალაძეს. მისი აზრით, ქარტიის საბჭომ მედიის მომხმარებელს ქარტიის არახელმომწერ ჟურნალისტებთან დაკავშირებით მხოლოდ ანალიზი, მონიტორინგის შედეგი უნდა გააცნოს. მას მიაჩნია, რომ ქარტიის საბჭომ არაწევრებთან დაკაშირებით რაიმე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. ქარტიის კიდევ ერთ ხელმომწერ ჟურნალისტს, ია ანთაძეს მიაჩნია, რომ ქარტიის საბჭომ არ უნდა დაარღვიოს ნებაყოფლობითობის პრინციპი და მან მხოლოდ ხელმომწერ ჟურნალისტებთან დაკავშირებით მიღებული საჩივრები უნდა განიხილოს. თუმცა დარბაზში, ასევე, გაჩნდა მოსაზრებები, რომ ეს ქარტიის საბჭოსადმი მოსახლეობის უნდობლობას გამოიწვევს, რადგან ის ვერ განიხილავს ჟურნალისტების მიერ ჟურნალისტური ნორმების აშკარა დარღვევის ფაქტებს. საბოლოოდ, კითხვა - „უნდა ჰქონდეს თუ არა საბჭოს უფლება, განიხილოს საჩივრები იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ქარტიის წევრები?“ - კვლავ უპასუხოდ დარჩა, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ქარტიის რიგით მესამე საერთო კრება არ გაიმართება და ამ კრებაზე ცვლილებისთვის საჭირო წევრთა 2/3 არ შეიკრიბება. ამავე თემაზე: 1. ჟურნალისტთა ქარტიის წევრების შეკრება მოულკოდნელი ფინალით 2. ჟურნალისტთა ქარტიის ერთი წელიწადი სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/basi-150x150.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯონ ბასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებულ სიტუაციაზეც გაამახვილეს ყურადღება იხილეთ epn.ge
  5. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/Tavdacvis-saministro-150x150.jpgთავდაცვის სამინისტრო ე.წ ღორის გრიპით გარდაცვლილი სამხედროს შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც ,,ექპსრესნიუსს’ სამინიტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ არ აქვთ. შეგახსნებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გორის სახედრო ჰოსპიტალში ე. წ ღორის გრიპით ოთხი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. იხილეთ epn.ge
  6. 2011 წლის რუსული ჰიტები მპ3 ფორმატში View the full article
  7. დღეს, 24 იანვარს ოკუპირებული ცხინვალის მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია რეგიონის მცხოვრებთა საშემოდგომო გაწვევის შესახებ სავალდებულო სამხედრო სამსახურში.კორესპოდენტთან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კომისარმა, მაიორმა ვიტალი ცხოვრებოვმა აღნიშნა, ,,... გეგმის მიხედვით საშემოდგომო სამხედრო გაწვევის შედეგად უნდა იყოს 60 ადამიანი, მაგარმ ჩვენ ჯერ არ მიგვიღია წვევამდელები ძაუსა და ლენინგორის რაიონებიდან. გაწვევის დამთავრებისათვის გეგმას შევასრულებთ. ადრე თუ სამსახურის ვადა იყო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. რამაზ სამხარძეს მიაჩნია, რომ ვერ იქნება ისეთი ადამიანების გვერდით, რომელიც “მარჯვენა და მარცხენა ჯიბეში ფულს ერთად იდებს” გაზიარება [16:40 23-01-2011] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TT1y8Zbe5eI/AAAAAAAAEYA/u1Pioo-yuYA/s400/qartia.gifქარტიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზი სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გახდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერთა დღევანდელ შეხვედრაზე ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი – გელა მთივლიშვილი, ია მამალაძე და ზვიად ქორიძე აირჩიეს. რამაზ სამხარაძეს დღემდე ეთიკის ქარტიის საბჭოში სარევიზო კომისიის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. ხმაურიანი განცხადების გაკეთებისთანავე რამაზ სამხარაძემ დარბაზი დატოვა. მის გამოსვლას ქარტიის საერთო კრებაზე ხმაური მოჰყვა. "ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს პოზიციას დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით"- განაცხადა სამხარაძემ. რადიო "ჰერეთის" ხელმძღვანელმა არ დაასახელა, კონკრეტულად რომელი ახალი წევრია მისთვის მიუღებელი, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი. რადიო "ჰერეთი" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  9. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/wvevamdelebi-150x150.jpgპრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საგაზაფხულოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 3186 წვევამდელს გაიწვევენ. თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1286 წვევამდელით განისაზღვრა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში 600 ახალგაზრდას გაიწვევნ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში, კი 1300-ს. შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა 20 იანვარს დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. იხილეთ epn.ge
  10. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54704.jpgვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის პროგრამის სამოქმედო გეგმის საფინანსო შეთანხმებას მოაწერა ხელი. View the full article
  11. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/beselia553-150x150.jpgმოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერი, ეკა ბესელია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. მისი განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების აღდგენის შესახებ, საპატრიარქოს მოთხოვნის დაკმაყოფილება უმნიშვნელოვანესია. ,,სახელმწიფო ვალდებულია საპატრიარქოს პოზიციის გათვალისწინებით ისტორიული ძეგლების რესტავრაციისა და მისი საკუთრების დაცვის მიზნით მოლაპარაკებები აწარმოოს. მხარს ვუჭერთ საპატრიარქოს მოთხოვნას სამართლიანობის და თანაბარუფლებიანობის დაცვასთან დაკავშირებით,”- აცხადებს ბესელია. მისივე თქმით, ქართული ძეგლები უნდა აღდგეს, მაგრამ შეთანხმება უნდა შედგეს მხოლოდ თანაბარ პოზიციაზე მყოფი სახელმწიფოების დონეზე. როგორც ცნობილია ქართულ და თურქულ მხარეებს შორის, თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების აღდგენის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის მხარე, სანაცვლოდ, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მეჩეთის აღდგენას და ერთის აშენებას ითხოვს. საქართველოს საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ, განცხადება გაავრცელა და გააპროტესტა, რომ საპატრიარქო მოლაპარაკების პროცესში ჩართული არ არის. იხილეთ epn.ge
  12. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54705.jpgგაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა. პეტრიაშვილის განცხადებით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მაღაროს ხელმძღვანელობა წინასწარ იყო გაფრთხილებული, View the full article
  13. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/ugulavagigi1-150x150.jpgთბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, იანვრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით, თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასო იქნება. თბილისის მოსახლეობას 60 პოლიკლინიკა უბნების, ანუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოემსახურება. თბილისის მერია 800-მდე უბნისა და ოჯახის ექიმს ეპიდ-საშიშ პერიოდში თვეში 225 ლარის ოდენობით პრემიას დაუნიშნავს, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, თითოეულ ექიმზე 50 ლარით დააფინანსებს. თბილისის მერიის განცხადებით, პროგრამის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ექიმებს ექნებათ დამატებითი სტიმული, რათა ნებისმიერ პაციენტს უკეთ მოემსახურონ. იხილეთ epn.ge
  14. დევნილები დღეს 185–ე რუსული სკოლიდანაც გამოასახლეს, სადაც 80–მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია ,,კონსერვატიული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა მიაწოდა. 185-ე სკოლა ვარკეთილის მეოთხე მ/რ-ში მდებარეობს. დღეს დევნილები გამოასახლეს, ასევე, ჩხეიძის ქუჩა #8-დან და ზუბალაშვილების #42-დან. ხვალ დილიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დაიწყება სამღერეთის #13-დანაც. გაფრთხილება შენობის დაცლის შესახებ ამ ობიექტზე დევნილებს უკვე მიღებული აქვთ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს დევნილები გორგასლის ქუჩაზე მდებარე შენობიდანაც გამოასახლეს, თუმცა ჩხარტიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. პაკისტანში 17 წლის გოგონა ოჯახის წევრებმა ელექტროშოკის გამოყენებით მოკლეს იმის გამო, რომ უფროსების თანხმობის გარეშე აპირებდა გათხოვებას. უცხოური მედიის ცნობით, საიმა ბიბის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება სოფლის საბჭოს კრებაზე გადაწყდა, რომელშიც მისი ოჯახის წევრები და ნათესავებიც მონაწილეობდნენ. პოლიციის ინფორმაციით, სოფლის საბჭომ მას ”ოჯახის შერცხვენაში” დასდო ბრალი. იხილეთ tabula.geზე
  16. http://b.pix.ge/k/x1oti.jpg კენი დალგლიშის განცხადებით, რაიან ბაბელი ენფილდს არ დატოვებს. წინა კვირაში ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ ჰოლანდიელი გერმანულ კლუბ ჰოფენჰაიმში გადავიდოდა სათამაშოდ, თუმცა როგორც ჩანს ეს არ მოხდება და ბაბელი ლივერპულში დარჩება. მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა მოკლე და კონკრეტული კომენტარი გაუკეთა ჰოლანდიელის გარშემო აგორებულ საუბრებს: “რაიანი ჩვენთან რჩება” – განაცხადა მეფე კენიმ. View the full article
  17. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/devnilebi1-150x150.jpg,,დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა”, დევნილების უკანონო გამოსახლების თაობაზე, სასამართლოში სარჩელის შეტანას და საელჩოებთან მიმართვასს აპირებს ამასთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტის წინ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ომანაძემ განაცხადა, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ აქციებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება: ,,საინფორმაციო შეხვედრები იქნება ყოველდღე – პარასკევამდე, პარასკევს კი გაიმართება აქცია, მერე დევნილები მიადგებიან საელჩოებს (სავარაუდოდ, გერმანიის და ამერიკის) და მათგან მოითხოვენ დახმარებას, ამასთანავე ადვოკატებთან ერთად, მზადდება სარჩელი, რომელსაც შევიტანთ სასამართლოში და მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს,” – აცხადებს დიმიტრი ომანაძე დღევანდელ ბრიფინგზე ისიც ითქვა, რომ არსებობს დევნილებში ინფორმაცია ბაკურციხეში გადაღებული ქალბატონის შესახებ, რომელიც მაღალჩინოსნის – ბესო წერედიანის ნათესავია და ,,აღფრთოვანებით” საუბრობდა სააკაშვილზე და სუბელიანზე. ბრიფინგს ,,კონსერვატორების” და ,,ხალხის პარტიის” წარმომადგენლები, ლაშა ჩხარტიშვილი და ალეკო შალამბერიძეც ესწრებოდნენ. იხილეთ epn.ge
  18. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01002/steven-gerrard_1002287c.jpg კენი დალგლიში ძალიან ბედენიერია კაპიტნის დაბრუნებით, მისი თქმით ჯერარდის გაჩერება მეტოქეს ძალიან გაუჭირდება, კენის აზრით იგი ერთ-ერთი საუკეთესოა ლივერპულის ისტორიაში. წითლების კაპიტანმა სამი მატჩი გამოტოვა მან წითელი ბარათი მიიღო მანჩესტერ იუნაიტედთან, მან გამოტოვა მატჩი ბლექბულთან ევერტონთან და ვულვზთან. წითლებმა ბოლო თამაში 3:0 იმარჯვეს, ამის გამო მელვუდზე შესანიშნავი ატმოსფეროა, დალგლიშის თქმით ჯერარდი კარგ ხასიათზე დაუბრუნდება კლუბს. “გყავდეს სტივი საყრდენად ეს არის ფანტასტიური მოვლენა”. აცხადებს დალგლიში ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. “ჩვენ საოცრად კარგად ვითამაშეთ ვულვზის წინააღმდეგ და კარგი შედეგიც ვაჩვენეთ ტაბლოზე, მაგრამ ფულემთან ტიპიურად განსხვავებული მატჩი გველის”. “ეს კვირა ძალიან ბევრს ნიშნავს ლივერპულისთვის სტივი ამ მომენტში ძალიან გვესაჭიროება”. “მას აცვია წითელი მაისური და იგი ყველა სხვა ფერზე მეტად კაშკაშებს, მე მისგან ველი საუცხოო თამაშს და იმედი მაქვს ჯერარდი ისეთ ტამაშს აჩვენებს რაც მას ჩვევია”. “ის არის ფანტასტიური მისი დახმარებით კლუბი დაუმარცხებელი ხდება”. “ის დიდ გადატრიალებას მოახდენს ლივერპულში გამოტოვებული მატჩების შემდეგ”. როგორც მეფე აცხადებს მას ლივერპულის ტოპ მოთამაშეებთან ერთად უთამაშია, და ჰქონია შეხება მასთან მაგრამ მისი თქმით სტივი საუკეთესოა თავის პოზიციაზე იგი არის ლივერპულის საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი ლივერპულის ისტორიაში. “ლივერპული ყველაფერია სტივისთვის, ის სხვა კლუბში ვერ იქნება ისეთი როგორიც იგი ლივერპულშია”. “ის არის იდეალური ამ კლუბისთვის იცის ამ კლუბის ისტორია, იცის თითოეული დეტალი, ის ფანტასტიური მოთამაშეა”. View the full article
  19. ტყიბულის მინდელის მაღროში 22 იანვარს მომხდარი აფეთქება, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა, მოსალოდნელი იყო და ამ საკითხზე ინფორმაცია მაღაროს მესაკუთრე კომპანიასაც ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გააკეთა. იხილეთ tabula.geზე
  20. დევნილების გამოსახლება ხვალ დილით სამღერეთის ქუჩაზე #13-ში მდებაზე ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობიდან იგეგმება. სამართალდამცავებმა უკვე შეატყობინეს აქ მცხოვრებ დევნილებს, რომ დილიდან მათი გასახლების პროცესი დაიწყება. ერთ-ერთი დევნილი ლიანა ჯონჯუა ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ შემოთავაზება, როგორც ყველგან, აქაც რეგიონებია. მისი თქმით, დევნილები არ აპირებენ შემოთავაზების მიღებას, რადგან, მათი ინფორმაციით, შემოთავაზებულ რეგიონებში საცხოვრებლად უვარგისი პირობებია. სამღერეთის #13-ში კოდორიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. ოთხი წელია, დეტროიტის ჩრდილოამერიკული საერთაშორისო საავტომობილო შოუ პორშეს გარეშე ტარდებოდა და აი, გერმანული კომპანია კობო სენტერის საგამოფენო კომპლექსს დაუბრუნდა. ექსპონატი კი, რომლითაც შტუტგარტელები თავს იწონებენ, რბოლებისთვის მომზადებული კონცეპტუალური ჰიბრიდული კუპე 918 RSR-ია, ავტომობილი, რომელიც ჟენევის შარშანდელ გამოფენაზე წარმოდგე იხილეთ tabula.geზე
  22. ახალგორში ერთ-ერთი ადგილობრივი ქართველის სახლში ოსური ოჯახი შეიჭრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა."მათ თვითნებურად დაიკავეს ქართველის სახლი. როდესაც სახლის პატრონი მივიდა და სახლის დაცლა მოსთხოვა, არ დაემორჩილნენ და განაცხადეს, რომ ყველა დაკეტილ სახლში იგივე მოხდება", - განაცხადეს ახალგორელებმა.მათივე ინფორმაციით, რაიონის ოსურ ადმინისტრაციას აქვს ინფორმაცია ყველა სახლზე, რომელიც თუნდაც, დროებით არის დაკეტილი. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე განლაგებულია ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს "Точка-У"–ს დივიზიონი. ამის შესახებ "ინტერფაქსს" აცნობა წყარომ სამხრეთ ფედერალური ოლქის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელმა."გვარდიული დივიზიონის გარდა, რომელიც შეიარაღებულია სარაკეტო სისტემით "Смерч", სამხრეთ ოსეთში განთავსებულია კომპლექსი "Точка-У", რომლის მოქმედების სიშორე 120 კილომეტრია", – განაცხადა წყარომ.მისი თქმით, "ქართული სპეცსამსახურები ინფო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. ბრიტანელი მეცნიერები გეგმავენ კოსმოსში მობილური ტელეფონი გააგზავნონ, რომ შეიტყონ როგორ იფუნქციონირებს ტელეფონი უჩვეულო პირობებში. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო gazeta.ru ,,ბიბისი’’-ზე დაყრდნობით ავრცელებს. რა მოდელის ტელეფონს გააგზავნიან მეცნიერები კოსმოსში, ჯერ უცნობია. მობილურ ტელეფონს კოსმოსში მსოფლიოში უმსხვილესი თანამგზავრული სისტემების კომპანია ,,Surrey Satellite Technology Limited (SSTL)’’ გააგზავნის. ,,პირველ რიგში, ჩვენ გვინდა შევიტყოთ, როგორ იმუშავებს ტელეფონი კოსმოსში. თუ ეს გამოვა, მაშინ ჩვენ შევეცდებით გავიგოთ როგორ შეიძლება ტელეფონის გამოყენება სატელიტური კავშირისთვის’’, - ამბობს პროექტის მენეჯერი შონ კენონი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  25. მასშტაბური აქციის თარიღს დევნილები 29 იანვარს დაასახელებენ. პარლამენტთან დღეს გამართულ აქციაზე დევნილებმა გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო აქციები პარლამენტთან 29 იანვრის ჩათვლით გამართონ, ხოლო 29 იანვარს მასშტაბური საპროტესტო აქციის თარიღი დაასახელონ. ასევე, დევნილებმა გადაწყვიტეს, რომ საელჩოებს თავშესაფრის მოთხოვნით ხვალ მიმართონ. დევნილთა თქმით, თუ მათ საელჩოები ყურადღებას არ მიაქცვენ, საპროტესტო აქციებს საელჩოებთანაც გამართავენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...