Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Watch live video from netgazeti on Justin.tv პრეზიდენტი პარლამენტში – როგორ შეაფასებს არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში გადაცემის სტუმარი პარტია ახალი მემარჯვენეების წევრი, მანანა ნაჭყებია გადაცემის დასაწყისი 22:00 თქვენი მოსაზრებები და კითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სკაიპით netgazeti.ge2 ან მოგვწეროთ აქვე სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. რუსეთის მასმედიის ინფორმაციით, 11 თებერვლის ადრიან დილით ურალის ქალაქ ირბითის საავადმყოფოში, ყუმბარის მრავალი ნამსხვრევით მიყენებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა ადგილობრივი საქალაქო სათათბიროს დეპუტატი.როგორც გახდა ცნობილი, დაღუპული წინა დღით აფეთქდა საკუთარი სახლის ეზოს ჭიშკარზე მოწყობილ "გაჭიმულ" ყუმბარაზე. "დანაშაული დაკავშირებულია დეპუტატის ადრინდელ ბიზნესთან", – იტყობინება "მოსკოვსკი კომსომოლეცი" სვერდლოვის ოლქში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/be2b17c064ae09f8eb7b68552a0c3bb9.jpgსაფრანგეთის მოქალაქის, კომპანია “სისტრას” ინჟინერის, სტეფან კოჰის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს კიდევ ერთი მუხლი დაემატა. ასასრულწლოვანს გამოძიებამ სს კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) წაუყენა ბრალი. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ამჟამად გამოძიება 108-ე (მვლელობა) და 177-ე მუხლებით (ქურდობა) მიმდინარეობს. 17 წლის ეჭვმიტანილი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 27 იანვარს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. იმავე დღეს შსს-მ გაავრცელა არასრულწლოვანის აღიარებითი ჩვენება. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგაზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” ნომერში, დანის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა სტეფან კოჰენს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა სასტუმროს ნომრიდან მოიპარა სამი მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და პორტატული კომპიუტერი. თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი და მოპარული ნივთები. Share View the full article
  4. ევროკომისიის წევრებს ეკრძალებათ შვებულების გატარება ოლიგარქების იახტებზე და მათივე კუთვნილი თვითმფრინავებით სარგებლობა – ასეთ მოთხოვნას უყენებს მათ ქცევის ახალი კოდექსი, რომელიც, „რია ნოვოსტის“ ცნობით, ევროკომისიაში იქნა შემუშავებული. 2005 წელს ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზოს ევროპარლამენტის წინაშე თავის მართლება მოუხდა იმის გამო, რომ 2004 წლის აგვისტოში ის და მისი მეუღლე ბერძენი მილიარდერის – სპიროს ლატსის იახტაზე ისვენებდნენ. ინტერესთა კონფლიქტში დებდნენ ბრალს ვაჭრობის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს პიტერ მანდელსონსაც, რომელიც შვებულების დროს, 2008 წელს, რუსეთის „ალუმინის მეფის“ ოლეგ დერიპასკის იახტაზე იმყოფებოდა. ახალი ქცევის კოდექსის თანახმად, ევროკომისიის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ მესამე პირების მასპინძლობით, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ამას დიპლომატიური თავაზიანობა მოითხოვს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/54963.jpgელექტროენერგიის საფასურის დასაფარავად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 20- ლარიანი ვაუჩერი დღეს ბუნდინების ოჯახს გადაეცა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა ვაუჩერი სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს თავად მიუტანა. View the full article
  6. “ეს იყო რუსეთ-საქართველოს შორის ომი და საჭიროა, ეს კონფლიქტი მოწესრიგდეს” – აღნიშნა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ ვენაში ეუთო-ს მუდმივი საბჭოს წინაშე ტრადიციული საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას.სემნების შეფასებით, “ევროკავშირს 2008 წლამდე ომის თავიდან ასაცილებლად გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, ამჟამად კი მან მშვიდობის განმტკიცებისთვის ძალისხმევა უნდა გაზარდოს, მათ შორის – ფინანსურიც”.მან ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/54962.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა თბილისის №1 ექსპერიმენტულ სკოლაში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. View the full article
  8. გერმანიის მთავრობამ 2019 წლამდე გააგრძელა სახელმწიფო მოხელეების აუცილებელი შემოწმების ვადები ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურ "Штази"– სთან მათ შესაძლო კავშირებზე, – იტყობინება Spiegel–ი.ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ პირთა წრეც, რომლებიც ამ შემოწმებას ექვემდებარებიან – ეხლა მათში ჩართული არიან არჩევითი თანამდებობების პრეტენდენტებიც. გარდა ამისა გაიოლებულია "Штази"– ს არქივებთან დაშვების პროცედურაც როგორც მკვლევარებისათვის, ა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. ბაღაფშის რეჟიმი იაკუბ ლაკობას დევნას განაგრძობს სერგეი სტეპაშინის კრიტიკის გამო. აფხაზი ოპოზიციონერის სტატია „პოლიტიკურ ინტრიგასა და შანტაზე“ მოსკოვიდან გადაცემულია ლინგვისტებისათვის. გამოკვლევების შედეგების მიხედვით სოხუმში უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა ლაკობა პასუხისმგებლობაში ცილისწამებისათვის. თუ პოლიტიკოსს დასჯიან, მაშინ მას მოუწევს ჯარიმის გადახდა ან ემუქრება თავისუფლების ხუთ წლამდე აღკვეთა. საუბარია გახმაურებულ სტატიაზე, რომელშიც ლაკობამ გააკრიტიკა რუსეთის საანგარიშო პალატის თავ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  10. რუსეთი მზადაა განაახლოს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან ანტიტერორისტულ სფეროში, მაგრამ ამისათვის საჭიროა ამ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობის აღდგენა. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა."თუ ბრიტანელი კოლეგები მზად არიან, ფედერალური უშიშროების სამსახურიც მზადაა განაახლოს თანამშრომლობა, მაგრამ ეს საკითხი პროფესიონალებმა უნდა განიხილონ", – გადმოცემს ლავროვის სიტყვებს ВВС – მხოლოდ "ანტიტერორისტული თანამშრომლობის გაგრძელება შეუძლებელია ფედერალუ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  11. ეუთომ უნდა მოძებნოს საშუალება კვლავ დაიწყოს ჰუმანიტარული მისია საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ეუთოს მისის შეწყვეტამ კონფლიქტების დარეგულირირების საკითხებში შექმნა ვაკუუმი, ასევე დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. ამის შესახებ ვენაში განაცხადა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას ევროსაბჭოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში. პიტერ სემნებიმ მოუწოდა ევროსაბჭოსა და ეუთოს წარმომადგენლებს ჩვენს რეგიონში გააძლიერონ ურთიერთქმედებები ერთმანეთს შორის. მა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების მასიურად დარღვევების ფაქტები განიხილა.იგი შეხვდა რუმინეთის სენატის პრეზიდენტს და მირჩე ჯოანესთან ერთად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და სვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარში შეეხნენ რეგიონალური სტაბილურობის, აგრეთვე ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების საკითხებს. ჟოანემ აღნიშნა, რომ რუსეთთან ომის შემდეგ ჩვენმა ქვეანამ წარმატებებს მიაღწია და რუმინეთი მხარს უჭერს საქ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. http://www.polity.ge/images/catalog/blog/tamta_jijavadze/indoeli-studentebi.pngთბილისის ქუჩებში, უმაღლეს სასწავლებლებთან ახლოს საკმაოდ ბევრ უცხოელ სტუდენტსს შენიშნავთ. განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან. polity.ge
  14. საქართველოს პრეზიდენტი ტრადიციული ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს მეშვიდედ წარსდგება. როგორც წესი, ქვეყნის პირველი პირი ყოველი წლის თებერვლის თვეში საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან განვლილ წელს აჯამებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიხეილ სააკაშვილის მოხსენებების მთავარი თემა ხელისუფლების „წარმატებული რეფორმები“ იყო, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ მოხსენებების ფოკუსი შეიცვალა. 2009 წლის თებერვალში პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების განსახლებაზე ისაუბრა და მთავრობის ეფექტურ ქმედებად შეაფასა ის ფაქტი, რომ 5000–ზე მეტი სახლი დევნილებისთვის უმოკლეს ვადაში აშენდა. „ცხვირში ძმრად ამოვადენთ ყველას, ვინც ეს ხალხი გამოყარა,“ – აღნიშნა მაშინ ქვეყნის პირველმა პირმა. იმავე საპარლამენტო მოხსენების დროს მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო რუსეთს და საქართველოს წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებზე საუბარს. მისი თქმით, „საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანობას დიდი და სახიფათო მტერი უპირისპირდება, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს შანტაჟის და დაშინების გზით ელაპარაკება, ემუქრება მის სამეზობლოში მყოფ ყველა თავისუფლების მოყვარე ერს; მტერი, რომელიც წარსული დაპირისპირებისკენ ექაჩება მსოფლიოს.“ ამის საპირისპიროდ და საქართველოს წარმატებული საგარეო პოლიტიკური კურსის საილუსტრაციოდ, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის კონფერენცია და აშშ-სთან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი ერთგული მეგობარი ჰყავს. „ჩვენ მივაღწევთ იმასაც, რომ დავარეგულირებთ ურთიერთობებს რუსეთთან მაშინ, როდესაც რუსეთი მიიღებს და აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს აქვს უფლება, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა და რომ სხვა პერსპექტივა არ არსებობს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ორი წლის წინ გაკეთებული საპარლამენტო მოხსენების დროს. იმავე მოხსენებისას მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად ეკონომიკური კრიზისის და უმუშევრობის დაძლევა დაასახელა და თქვა, რომ „ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, ათი ან მეტი პრიორიტეტი ჰქონდეს“. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებასა და სახელმწიფო დაზღვევის პროექტის დაწყების აუცილებლობაზე. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ პარლამენტის ტრიბუნიდან მოსახლეობას აცნობა, რომ პენსია 5 ლარით, მასწავლებლის ხელფასი კი წლის განმავლობაში 25 ლარით გაიზრდებოდა. მან ისაუბრა სოფლის გზების დაგებასა და საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისთვის სოფლების სუბსიდირებაზეც. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ბიზნეს გარემოს სტაბილურობასა და კერძო საკუთრების დაცვის აუცილებლობაზე. მოხსენების შემდეგ პრეზიდენტმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა: 2009 წელს საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტს გააცნო კითხვები და მოსაზრებები ანტიმონოპოლური სამსახურის აღდგენის აუცლებლობაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ასევე, ენგურჰესთან დაკავშირებით „ინტერ რაოსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ისაუბრეს 1990-ან წლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე, ასევე, ტელეკომპანიებში სარედაქციო დამოუკიდებლობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არარსებობაზე. მთავრობის წევრებთან მცირეხნიანი თათბირის შემდეგ პრეზიდენტმა დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხა: სააკაშილმა თქვა, რომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის პირობებში ახალი უწყების - ანტიმონოპოლური სამსახურის შექმნა დაუშვებელია. ენგურჰესთან დაკავშირებით კი განაცხადა: „ჩვენ მოვახერხეთ, რომ საქართველოში არის ელექტროენერგია.“ მანვე აღნიშნა, რომ „სასამართლო სისტემა ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს, რათა აღიკვეთოს ჩარევა ინდივიდუალური მოხელეების მხრიდან.“ პრეზიდენტი არ დაეთანხმა ოპოზიციის შენიშვნებს ტელეკომპანიების სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მან „უფრო პროფესიონალური და კომპეტენტური“ მედიის არსებობა ისურვა. პრეზიდენტმა 2009 წლის საპარლამენტო მოხსენების ბოლოს თქვა, რომ რუსეთთან ომი არ დასრულებულა და ეს ომი დღესაც გრძელდება. 2009 წლის თებერვალში პარლამენტში გამართული საპრეზიდენტო მოხსენება და დებატები თავად მიხეილ სააკაშვილმა ასე შეაფასა: „დღეს საქართველოს პარლამენტმა მაღალ დონეზე ჩააბარა პოლიტიკური დებატების გამოცდა.“ /get_img?NrArticle=4540&NrImage=3 მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში 2009 წლის მსგავსად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2010 წლის საპარლამენტო მოხსენებისას მთავარი აქცენტი კვლავ ლიბერალური ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, „არც ერთი წელი არ იყო ისეთი დრამატული, როგორც 2008 წელი და ისეთი მძიმე, როგორც 2009 წელი. ომის, მსოფლიო ფინანსური კრიზისის და გასული წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციების გამო - ამ სამივე მოვლენამ ცუნამის ტალღებივით გადაუარა ჩვენს ეკონომიკას.“ სააკაშვილმა ინვესტიციების მზარდ რაოდენობაზე, ბათუმში სასტუმროების საერთაშორისო ბრენდების რაოდენობის ზრდაზე, მცირე ჰესების მშენებლობასა და ელ. ენერგიის ექსპორტზეც ისაუბრა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის ახალ ტალღაზე, რომელიც „განათლების დონის ასამაღლებლად არის მიმართული“. მან თქვა, რომ ჩატარდება მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ატესტაცია, ასევე, უსაფრთხო სკოლის ფარგლებში უფროსკლასელები და უმცროსკლასელები სხვადასხვა ადგილებში განთავსდებიან, მათთან იმუშავებენ პროკურატურისა და პოლიციის წარმომადგენლები. პრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო „დემოკრატიის მეორე ტალღის“ წარმატებით განხორციელებაზე საუბარს. ამის მაგალითად მან დაასახელა ოპოზიციის ჩართვა უშიშროების საბჭოს მუშაობაში, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პოლიტიკურ არხად გარდაქმნა და ტელეკომპანიებისთვის საბიუჯეტო დავალიანების ჩამოჭრა. მან, ასევე, თქვა, რომ აუცილებელია 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ დამარცხებულებმა გამარჯვებულს მიულოცონ. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ერთი წლის წინ მოხსენებით გამოსვლისას რუსეთს მიმართა და თქვა, რომ „ყოველთვის იშოვი ქართველს, რომელიც მოსყიდვადია და რომელსაც ღირსება არ გააჩნია, რომელიც აგილოკავთ სისხლიან ჩექმებს და შეეცდება, ეს სისხლი მოგწმინდოთ“. „ჩვენი გზის ალტერნატივა არის ჩამორთმეული თავისუფლება და ცენტრიდან უფროსების მასპინძლობა - ”თამადა, სულგუნი, სულიკო” - არ არის ეს ჩვენი არჩევანი. ოდესღაც გვექნება თავისუფალი ფრენა მოსკოვთან და ნორმალური ურთიერთობები, მაგრამ დამერწმუნეთ, ჯობია მათ ვუხადოთ ძვირი ფასი, მაგრამ იქ ჩავდიოდეთ როგორც ევროპელები, ვიდრე ვიხადოთ იაფი ფასი და ვიყოთ ვასალები და ამ სტატუსს ვერასდროს ვერ გავცდეთ,“-თქვა მიხეილ სააკშვილმა. მცირეხნიანი შესვენების შემდეგ მან ტრადიციულად უპასუხა დეპუტატთა კითხვებსა და შენიშვნებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 2010 წელს ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითებზე: ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების აუცილებლობაზე, სოციალურად დაუცველი პირების გამოსავლენად მკაფიო კრიტერიუმების არარსებობაზე და სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესების აუცილებლობაზე. დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტს პენსიის 150 ლარამდე გაზრდისა და მართლმსაჯულების სისტემაში „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდა. გია ცაგარეიშვილმა კი პრეზიდენტს 2009 წლის გაზაფხულზე ოპოზიციონერი აქტივისტების ცემის ფაქტების გამოძიება და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გამჭვირვალობა მოსთხოვა. „ქრისტიან-დემოკრატმა“ გიორგი თარგამაძემ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ მარცხზე ისაუბრა და დასტურად საქართველოს არაღიარებულ რეგიონებში გაეროსა და ეუთოს მისიების გაუქმება დაასახელა. მან პრეზიდენტს, ასევე, შესთავაზა პარტიული თანამდებობის დატოვება და თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირება. მიხეილ სააკშვილმა ოპოზიციას უთხრა, რომ მათ უფლება აქვთ, ქვეყანას უყურონ შავი სათვალეებით. მისი თქმით, საქართველოში სიღარიბე 2-ჯერ შემცირდა, ხოლო ღარიბი მოსახლეობა სარგებლობს სახელმწიფო დახმარებითა და დაზღვევით. პრეზიდენტმა, ასევე, თქვა, რომ სანამ თავის გუნდთან ერთად ქვეყანას მართავს, „ნულოვან ტოლერანტობაზე“ უარს არ იტყვის. პრეზიდენტმა 2010 წელს საპარლამენტო გამოსვლა დაასრულა მომავლის იმედით, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს და ის იქნება წარმატებული და განვითარებული სახელმწიფო. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. გაქცეული სერიული მკვლელის ჯეიმს ბენეტის მოსაძებნად "ფბრ"-ი ჯეიმსის ყოფილ ექიმთან იწყებს თანამშრომლობას. ისინი პოულობენ ბერძნულ ფილოსოფიასთან დაკავშირებულ უცნაურ მინიშნებებს, რომლებიც უნდა დაეხმარნონ მათ ჯეიმსის პოვნაში. ჯეიმსი ბრუნდება თავის ბავშვობის სახლში, სადაც ექვსი ახალგაზრდა კოლეჯისთვის იკვლევს მისი ცხოვრების გარემოს. პოლიციამ უნდა იპოვოს მანიაკი, სანამ ის სტუდენტებს დახოცავს. View the full article
  16. ამ ჟანრის კლასიკად ქცეული ფილმი. ნუი-ორკი , მანხეტენი ფუნქციონირაბს დღე და ღამე. სტრიპ ბარები , შავი ფული და სიბილწე. ღამე ეკუთვნის გოგონებს სტიპ შოუდან. მაგრამ ღამის ფერიებს დიდი საშიშროება ელოდებათ ქალაქის უჩებში მათ სექსუალირი მანიაკი დასდევს კვალ და კვალ View the full article
  17. რას მალავენ დიკ მარტი და ანდრეას გროსი... დიპლომატიური ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს და პოლიტიკური თამაშები, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. რუსეთი და საქართველო კიდევ დიდხანს იდგებიან ბეწვის ხიდზე. როგორც ჩანს, საქართველო ამ ომს მოიგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთმინება ეყოფა და პროვოკაციას არ აჰყვება. მოსკოვი კი ნერვებზე თამაშით ცდილობს გამარჯვებულის ტიტულის მორგებას. გაზიარება [01:10 11-01-2011] http://3.bp.blogspot.com/-LTWyJoNDcAc/TVRVlhZKUuI/AAAAAAAAEaE/lg5ZkvB0KDM/s200/98_politic.jpgროგორც ჩანს, პოლიტიკა ისეთი აღარ არის, ჩერჩილის დროს რომ იყო, როცა ღირებულებები და ღირსება ფულსა და ინტრიგებს ვერ წონიდა. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭო სწორედ ჩერჩილის ინიციატივით შეიქმნა ფაშიზმის წინააღმდეგ. რუსეთს ჰგონია, რომ ფაშიზმს მხოლოდ ჰიტლერის სახე ჰქონდა და პუტინის ფორმას ვერ მიიღებს. არადა, ახლა სიტყვა „ფაშიზმს“ სწორედ რუსეთის მისამართით იყენებენ, თანაც თავად რუსეთში. ეგრეთწოდებული სკინჰედების აგრესიამ რამდენად სახიფათო ხასიათი მიიღო არარუსი ეროვნების ადამიანებისადმი, ყველას გვახსოვს. ეს რუსეთს ხელს არ უშლის, სტრასბურგში ამაყად ილაპარაკოს დემოკრატიაზე, დასავლურ ფასეულობებზე და ყველას შეახსენოს, რამდენი ჯაფა დაადგათ მათ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, გენადი ზიუგანოვმა ევროსაბჭოს ეს კიდევ ერთხელ შეახსენა. თავიანთი გამარჯვებების სიაში სხვა ბევრი მოვლენა და ქვეყანა ჰყავთ შეყვანილი, მაგრამ საქართველო მათ შორის ჯერ არ არის. რუსეთს უკვე დიდი ხანია, სურს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დააარქივოს. სურს, დაასრულოს პოლიტიკური დებატები ამ თემაზე და ომს ჰუმანიტარული ჟღერადობა მისცეს. ანუ, თუ აქამდე ამბობდნენ: „ოკუპანტი რუსეთი“, „აფხაზეთი და ცხინვალი – ოკუპირებული ტერიტორიები“, „რუსეთმა მათი აღიარება უკან უნდა წაიღოს“ და ასე შემდეგ, ახლა რუსეთს სურს, აქცენტი გადაიტანოს დიალოგზე, ლტოლვილების მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ამ რეგიონებში და ასე შემდეგ. რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ფრონტის ხაზიც სწორედ აქ გადის. მონიტორინგის კომიტეტის სხდომას, რომელიც სტრასბურგში გაიმართა, სწორედ ეს საკითხი უნდა გადაეწყვიტა. მოგვიანებით დიკ მარტიმ (მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე) 2008 წლის ომთან დაკავშირებით შენიშნა: ჩვენ სპეცმომხსენებელი არ გვეყოლება, მომხსენებლები დაინიშნებიან ცალკე რუსეთში და ცალკე საქართველოშიო. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიპლომატიური ომი ჯერ ისევ გრძელდება. ვერც ერთმა მხარემ გამარჯვება ვერ მოიპოვა. მოსკოვი საკუთარ მოგებად იმას მიიჩნევს, რომ ომის თემაზე სპეცმომხსენებელი არ ეყოლება. ასეთი განცხადებები გააკეთეს ევროსაბჭოში რუსმა დეპუტატებმა. საქართველოს დელეგაციის განმარტებით კი, რუსეთს თავად სურდა სპეცმომხსენებლის დანიშვნა იმისთვის, რომ ევროსაბჭოს, წინა რეზოლუციებთან შედარებით, რბილი და აბსტრაქტული ხასიათის რეზოლუცია მიეღო. ასე რომ, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ომი გრძელდება და ის, როგორც ყველაფრიდან ჩანს, მარტივი არ იქნება არც ფორმით და არც შინაარსით.კუკავა-დავითაშვილი ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაცია ერთხმად მოითხოვს – დროა, ქართველებმა აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკება დაიწყონ. ეს უკვე ახალი რეალობაა, ისინი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და დროა, თბილისი ამას შეეგუოსო. სტრასბურგში ამას აცხადებს როგორც გენადი ზიუგანოვი (ოპოზიცია), ისე კონსტანტინ კოსაჩოვი (სახელისუფლებო პარტია). დიალოგის დაწყება და საკითხის პოლიტიკურიდან ჰუმანიტარულ ჭრილში გადაყვანა უკვე ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. და სწორედ მაშინ, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ფრონტის ხაზი ამ საკითხზე იყო გახსნილი, ევროსაბჭოში კუკავა-დავითაშვილი გამოჩნდნენ. მათ დახურული შეხვედრები გამართეს, მათ შორის, ასამბლეის პრეზიდენტთანაც. დეპუტატებმა მოგვიანებით პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ კუკავა-დავითაშვილი (ანუ საქართველოს ოპოზიცია) მზად არიან დიალოგისთვის. ანუ კუკავამ და დავითაშვილმა სტრასბურგში თქვეს ის, რაც რუსეთის მთავარი მესიჯი იყო – ეს ხელისუფლება არ არის მზად დიალოგისთვის, ჩვენ მზად ვართო. პრინციპში, აქ ახალი და სკანდალური არაფერია. კუკავა-დავითაშვილი ხომ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად იყვნენ ალიანსში. ნოღაიდელს კი რუსეთის სახელისუფლებო პარტია „ედინნაია როსიასთან“ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. მართალია, ალიანსი დაიშალა, მაგრამ კუკავა-დავითაშვილი რუსებმა მაინც გამოიყენეს. გამოიყენეს იმისთვის, რომ ევროსაბჭოში ეთქვათ: ხომ ხედავთ, პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება ქმნის, თორემ ოპოზიცია მზად არის თანამშრომლობისთვისო. ასე რომ, ეს იყო სტრასბურგში მათი გამოჩენის მთავარი მოტივიც და ამოცანაც. საინტერესო მხოლოდ ისაა, რომ ზურაბ ნოღაიდელი არ გამოჩნდა. როგორც ჩანს, კუკავასა და დავითაშვილს კარგად ესმით, რომ კარგ საქმეს არ აკეთებენ, ამიტომაც, ცხარედ უარყოფენ რუსეთთან რაიმე სახის კავშირს. თუმცა, ეს უკვე ფაქტია. კუკავა და დავითაშვილი რომ მალავენ თავიანთ საქმიანობას, ეს გასაკვირი არ არის. რუსეთმა ევროპარლამენტის დეპუტატებიც კი აიძულა, ევროსაბჭოს საკუთარი შეხვედრების შესახებ დაუმალონ. მაგალითად, დიკ მარტი (მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე) აფხაზებსა და ოსებს შეხვდა და მერე იძულებული გახდა, ეს შეხვედრა დაემალა. ასეთივე მდგომარეობაში ჩავარდა ანდრეას გროსიც, რომელიც ერთ-ერთი მომხსენებელია რუსეთის საკითხზე. დუმაში მას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სპიკერები დააყენეს თავზე. რა უნდა ექნა გროსს, ის იძულებული იყო, მათი იქ ყოფნა აეტანა, – მითხრეს რუსმა ჟურნალისტებმა. თუმცა, ამ შეხვედრის შესახებ გროსმაც დუმილი არჩია. საქართველოში მიიჩნევენ, რომ დიპლომატობა მათ დუმილის პრივილეგიას სულაც არ აძლევს. ექსპერტ სოსო ცინცაძის განმარტებით: – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის დიკ მარტის მარიონეტული ხელისუფლებების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფაქტიც ოფიციალურად უნდა გაეპროტესტებინა, ისევე, როგორც ეს ისრაელმა გააკეთა, როდესაც 1979 წელს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი ენდრიუ იანგი პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საერთაშორისო სკანდალს მაშინ ამ პერსპექტიული დიპლომატის, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობასაც უწინასწამეტყველებდნენ, თანამდებობიდან განთავისუფლება მოჰყვა. ბოლო დროს ევროსაბჭოში ყველა აღიარებს მოსკოვის გავლენების გაძლიერებას. ის, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, რომლის შესახებაც მოხსენება ბოლოს 2005 წელს გაკეთდა... ახლა სკანდალურმა გროსმა უნდა გააკეთოს მოხსენება. მოსკოვში ის უკვე რამდენჯერმე იყო. ბოლო ვიზიტის დროს ხადარკოვსკიც მოინახულა და დასავლურ მედიასაც არ დაუმალა საკუთარი დადებითი შთაბეჭდილებები: ხადარკოვსკიმ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინაო. რუსეთში გროსის დადებითი ტონი არ მოეწონათ. ასე რომ, საინტერესოა, მოხვდება თუ არა ხადარკოვსკი გროსის მოხსენებაში და თუ მოხვდება, როგორ ტონში. ptpress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  18. რამდენიმე დღის წინ რუსეთმა ძლივსძლივობით შეაკოწიწა ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურების“ სამიტი მოსკოვში, რომელზეც დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თურმე „საქართველომ ბევრი დაკარგა მას შემდეგ, რაც დსთ დატოვა“. გაზიარება [01:10 11-01-2011] http://1.bp.blogspot.com/-mRcDuiTOiXc/TVRTuo1AX3I/AAAAAAAAEZ8/XZDhUkayQHw/s200/93_dimitri.jpgმაინც, რა დაკარგა საქართველომ ამით? რუსეთის პრეზიდენტი რომ ამ შემთხვევაშიც თაღლითობს, სულ იოლი დასამტკიცებელია: 1991 წელს შექმნილ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას“ ორი უპირატესობა ჰქონდა წევრი სახელმწიფოებისთვის: უვიზო მიმოსვლა და შედარებით შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი. საქართველოს ხელისუფლება (ედუარდ შევარდნაძე) კიდევ იმედოვნებდა, რომ დსთ-ს მეშვეობით აფხაზეთს დაიბრუნებდა, თუმცა ეს მაშინვე სრულიად არარეალური გათვლა იყო. მაგრამ ეს სხვა თემაა. მედვედევს, რა თქმა უნდა, კონფლიქტები არ უგულისხმია. აბა, რა იგულისხმა? სინამდვილეში, საქართველოსთვის დსთ-ში ყოფნამ ყოველგვარი აზრი დაკარგა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთმა სავიზო რეჟიმი შემოიღო (2001 წელს) და სრული ემბარგო დააწესა ქართულ პროდუქციაზე (2006). ესე იგი, ორად ორი პლუსი ჰქონდა ამ ორგანიზაციის წევრობას და ისინიც გაგვიუქმეს. მაშ, რა უნდა დაეკარგა საქართველოს ამ უმაქნისი და ბიუროკრატიული ორგანიზაციიდან გამოსვლით? არც არაფერი! დსთ-ს წევრ ყველა სხვა ქვეყანასთან ხანმოკლე მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება უვიზო მიმოსვლისა და შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შესახებ. ანუ, თუ საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში უვიზოდ გამგზავრება შეუძლია, ეს თავდაპირველად მართლაც დსთ-ს წევრობით იყო განპირობებული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აუცილებელი პირობა სულაც არ ყოფილა: დსთ-დან გამოსვლის მიუხედავად, ქართველებს მაინც უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ კიევშიც და ალმა-ატაშიც იმიტომ, რომ უკრაინამ და ყაზახეთმა მაშინვე გააფორმეს საქართველოსთან ორმხრივი შეთანხმებები. იგივე ითქმის სავაჭრო რეჟიმზეც. მოსკოვში, რასაკვირველია, იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოს გაუჭირდებოდა ამგვარი ხელშეკრულებების გაფორმება სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ეს პრობლემაც მალე გადაწყდა. ანუ, მედვედევი, უბრალოდ, ცრუობს! ცრუობს ჩვეული ურცხვობით და დემაგოგიით, როდესაც ამბობს, თითქოს საქართველომ რაიმე დაკარგა დსთ-დან გასვლით. სინამდვილეში, დაკარგა მხოლოდ ის რამდენიმე ფურცელი, რაც ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად აღმოჩნდა საჭირო, თორემ სავაჭრო რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა ყველა სხვა ქვეყანასთან (რუსეთის გარდა) მთელი იმ პერიოდის განმავლობაშიც არ შეწყვეტილა, რაც ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მედვედევს ამ განცხადებით სურდა მკვდარი ორგანიზაციის გაცოცხლება ან ისეთი ილუზიის შექმნა, რომ ის საჭირო და მნიშვნელოვანია. თორემ, თუ წევრმა სახელმწიფოებმა შენიშნეს, რომ დსთ-ს დატოვება არ არის პრობლემა, მაშინ რუსეთის მიერ ბელორუსის, უკრაინის ან სხვა ქვეყნების მიმართ მორიგი ეკონომიკური სანქციების (გაზის გაძვირებისა და მათი პროდუქციისთვის ბაზრის ჩაკეტვის) პასუხად შეიძლება ისინიც მიხვდნენ, რომ დსთ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის დაფიქსირების საშუალებაა და სხვა არაფერი, ხოლო ამ მართლა უმაქნისი ორგანიზაციიდან გასვლა არავითარ დამატებით პრობლემებს არ შეუქმნით იმაზე მეტს, რასაც რუსეთი უქმნით ეკონომიკური თუ პოლიტიკური შანტაჟით. ptpress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  19. ფერარი თავისი ოთხადგილიანი კუპე სკალიეტის მსოფლიო პრემიერას ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე გეგმავს, მანამდე კი ახალი ავტომობილის რამდენიმე ფოტო და ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებელი ინტერნეტით გაავრცელა. იხილეთ tabula.geზე
  20. ეგვიპტის პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაქი სულ მალე გადადგება. ამის შესახებ უცხოური მედია ეგვიპტის მმართველი პარტიის გენერალურ მდივანზე დაყრდნობით იუწყება. ჰოსამ ბადრავის თქმით, სატელეფონო საუბარში მან პრეზიდენტს უთხრა, რომ ის უნდა გადადგეს „ქვეყნის კეთილდღეობის“ გამო. იხილეთ tabula.geზე
  21. სამეგრელოში პოლიტიკური პროცესები, მუდმივად ცემა-ტყეპის ფონზე რომ მიმდინარეობს ეს თითოეულ ადგილობრივს მოეხსენება, მაგრამ არავინ იფიქრებდა თუ მესტიაში ჩასული, საქართველოს მთავრობის, მაღალი ეშელონის წარმომადგენლები, ხელქვეითებს მიბაძავდნენ და მუშტიკრივს გააჩაღებდნენ. გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 11:55 10-02-2011] http://1.bp.blogspot.com/-2w27OJbYy00/TVOZMHZH77I/AAAAAAAAEZ0/ATzz3OApc-c/s200/sdsdsd.jpegრამოდენიმე დღის წინ სვანეთში, სადაც საკურორტო სეზონი თოვლის გარეშე მაინც გაიხსნა, მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გალახეს. როგორც "ღია ბოქლომს" მესტიიდან აცნობეს, სკოლა-ინტერნატში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჩინოვნიკების საპატივცემულოდ სასტუმრო "თეთნულდში" გამართულ ნადიმზე, დაპირისპირების მიზეზი შემთვრალი გივი თარგანაძის მიერ მოთხოვილი "ნაშები" გახდა. უშიშროების კომიტეტის შეფის მოურიდებელ განცხადებას ვანო მერაბიშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მინისტრმა თანაგუნდელს უყვირა: "სად გგონია ბიჭო შენ თავი, ბორდელში თუ სვანეთში?"-ო. საპასუხოდ, გაბრაზებული თარგამაძე მერაბიშვილს აგინებს... ამის შემდეგ ვანოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, უფროსის ბრძანებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, გივი ჩაალურჯეს. სიტუაციის განმუხტვას მესტიის ყოფილი გამგებელი თეზი ჯაფარიძე შეეცადა, რომელიც სასტუმრო "თეთნულდის" მეპატრონეა, მაგრამ როგორც ირკვევა უმისამართოდ მოქნეული მუშტი მასაც მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი 150-მდე ადამიანის თვალწინ მოხდა, ჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისას "თეთნულდში" მომხდარი ცემის ფაქტი უარყო, მაგრამ მესტიაში მერაბიშვილისა და თარგამაძის ვიზიტები დაადასტურა. ბოლო პერიოდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მსგავსი ინციდენტები საგრძნობლად გახშირდა: 8 იანვარს, მესტიის გამგებელმა თეზი ჯაფარიძემ, სამეგრელოს ღუბერნატორი ზაზა გოროზია პირდაპირი მნიშვნელობით წიხლქვეშ გაიგდო...; 10 ნოემბერს რაიონის გამგებელი ალქსანდრე ქობალია და ღუბერნატორ გოროზიას პირველი მოადგილე ალიკა ახვლედიანი პოლიციის უფროსის გიორგი ნინუას "მსხვერპლი" გახდნენ. ჩხუბში, რომელიც დაახლოებით ღამის 11 საათზე რესტორან "დიარონში" მოხდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. გავლენების გადანაწილებაზე საუბრით დაწყებული კამათი, ხელჩართულ ჩხუბში რომ გადაიზარდა ამას, მაშინ "დიარონის" თანამშრომლებიც ადასტურებდნენ; უფრო ადრე იყო ინციდენტი სამხარეო პროკურატურაში, როდესაც საოლქო პროკურორმა როლანდ ახალაიამ, ურჩ ქვეშევრდომს, ზაზა გოროზიას ყური აუწია და ცხვირ-პირში უთავაზა; გასულ წელს, საზოგადოებამ კიდევ ერთ მუშტი-კრივის შესახებ შეიტყო: ზუგდიდის გამგებელის კაბინეტში ალექსანდრე ქობალიას და ზაზა გოროზიას შორის მომხდარი კამათი გამგებელითვის თვალის ჩალურჯებით, ხოლო გუბერნატორისთვის თავში ლარნაკის მოხვედრით დასრულდა... როგორც ხედავთ, ქართველი ჩინოვნიკები ერთმანეთს ვირთაგვებივით ჭამენ. ამ მუტრუკებმა უკვე იგრძნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გვარიანად მომაგრდნენ და გამკითხავი არავინ ჰყავთ. მაშინ, როდესაც ერთმანეთს დაუნდობლად უბრაგუნებენ, ადვილი წარმოსადგენია როგორ მოექცევიან, მოქალაქეს, რომელიც ამ მთავრობით უკმაყოფილოა...http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  22. დანიშვნიდან ზუსტად ერთ თვეში მესტიის გამგებელს, თეზი ჯაფარიძეს თანამდებობა „ნებაყოფლობით“ დაატოვებინეს. უკვე ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება თავად გააკეთა, რადგან ამ თანამდებობაზე ყოფნა მას „რთულად მოეჩვენა“. გაზიარება [ნანა ფაჟავა. 11:48 10-02-2011] http://1.bp.blogspot.com/-pO0ofk_bv4k/TVOYAD2ziII/AAAAAAAAEZs/OMMbYvzr7hY/s200/svani.gifგამგებლის გადადგომისა და მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხი მესტიის გამგეობის შენობაში წუხელ გვიან, ღამის 2 საათზე გადაწყდა. საგანგებო შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით მესტიის გამგებლის თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას შმაგი ნაკანი შეუდგება, რომელიც ამ ფუნქციას ჯაფარიძის დანიშვნამდეც ასრულებდა. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ როგორ დაუბრუნდა თეზი ჯაფარიძესთან დაპირისპირებული და მის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული გოროზიას კადრი ნაკანი ყოფილ სამუშაო ადგილს, მაგრამ მესტიაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ შიდასახელისუფლებო დაპირისპირება პიკს სწორედ მაღალმთიან სვანეთში აღწევს. „პრესაგე.ტვ“ თეზი ჯაფარიძეს ტელეფონით დაუკავშირდა. ბატონო თეზი, თქვენი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი რა გახდა?- არავის გავუთავისუფლებივარ, ჩემი ნებით დავწერე განცხადება და წამოვედი. ძალიან ბევრი საქმე იყო... რთულად მომეჩვენა და წამოვედი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი გათავისუფლების მიზეზი გოროზიასთან უთანხმოება გახდა, რომ ის თქვენზე ზეწოლას ახდენდა და ნახევარი მილიონი ლარის „გათეთრებას“ გაიძულებდათ. მართლა არ მოაწერეთ ხელი გოროზიას მიერ წარდგენილ დოკუმენტს? - არა, საქმე აქამდე არ მისულა ჯერ...ცოტა ძნელი დასაჯერებელია, თეზი ჯაფარიძე სირთულეებს შეუშინდა და მესტიის გამგებლობა ვერ შეძლოო... - რა ვიცი აბა, რა გითხრათ... ახალი პროექტები იწყება ახლა საბაგირო გზებზე და მაგას მივხედავ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს...„პრესაგე.ტვ“ გუბერნატორ ზაზა გოროზიასაც დაუკავშირდა. ბატონო ზაზა, რა მიზეზით გაათავისუფლეს მესტიის გამგებელი?- გათავისუფლებით, მე როგორც ვიცი, არავინ გაუთავისუფლებიათ და თუ თვითონ დატოვა თანამდებობა, ამაზე თვითონ უნდა გაგცეთ პასუხი, მე აზრზე არა ვარ. ჩემთან არ ჰქონია მას შეხვედრა და არაფერი ვიცი. მე დღეს გავიგე, რომ განცხადება დაუწერია გუშინ. რატომ არ ვიცი... ერთ–ერთ მიზეზად თქვენთან უთანხმოება სახელდება. საქმე ერთ–ერთ დოკუმენტსაც ეხება, რომელსაც ჯაფარიძემ ხელი არ მოაწერა. ამაზე რას იტყვით?- ეს ტყუილია...ის ჩამოვა ალბათ და დამელაპარაკება, თუ რატომ დაწერა განცხადება. მე რატომ მეკითხებით ამას? განცხადებას მე არავინ მაბარებს, საკრებულოში დატოვებდა. მესტიაში განვითარებულ მოვლენებს „სვანეთისათვის ბრძოლად“ აფასებს „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია, რომელიც აცხადებს, რომ „სააკაშვილის მცდელობა, გოროზია–ახალაიას დაპირისპირება გამგებლის თანამდებობაზე მის მიერ შერჩეული კადრის დანიშვნით განემუხტა, კრახით დასრულდა. ცნობილია, რომ ჯაფარიძის დანიშვნას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა როლანდ ახალაია და მას კრიმინალურ წარსულს უხსენებდა. ჯაფარიძის გოროზიასთან დაპირისპირებაც პირველივე დღიდან დაიწყო, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. შემდეგ, ამას მოჰყვა ჯაფარიძის სასტუმრო „თეთნულდში“ მომხდარი ინციდენტი, როცა ვანო მერაბიშვილის დაცვის წევრებმა გივი თარგამაძე უმოწყალოდ სცემეს და სასტუმროს სარდაფში დაამწყვდიეს. ასე გაუსწორდნენ იმ თარგამაძეს, რომელსაც ჯაფარიძესთან დაპირისპირება ლევან პირველის გამო ჰქონდა. აქედან გამომდინარე, სვანეთის გაკონტროლების საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვინ, გოროზია თუ ახალაია?“ presage.tv http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  23. ჩემი ტელეფონისმიერი ტანჯვა-წამება აგვისტოში დაიწყო, როცა ჩემმა ძველმა სამსუნგმა მერვე სართულიდან იფრინა და მიწაზე ისე დაეშვა, ეკრანზე ერთი ნაკაწრიც კი არ დატყობია. ნეტავ დატყობოდა! გავიქცეოდი ეგრევე გოლეთიანში, ვიყიდიდი 50 ლარიან ჯიგრულ ნოკიას და ჩემი ნაცნობ-მეგობრების ამრეზილი სახეების დანახვაზე ვიტყოდი – “რა გინდათ, ხომ რეკავს, მთავარი ეგაა!”-მეთქი. მაგრამ არა! სამსუნგმა არ გამიმეტა 50 ლარიანი ნოკიისთვის და დაუმტვრეველი გადარჩა. ეს ისეთ სასწაულად მომეჩვენა, იმ დღეს დავიფიცე, რომ სამსუნგის გარდა ცხოვრებაში სხვა ტელეფონს აღარ ვიყიდიდი. “გადარჩენილმა” 6 თვე მაწამა. რომ არ ჩავთვალოთ უკანა პანელი, რომელიც ჰაერშივე დაიკარგა და ამის გამო ბოლოს ტელეფონის ჩანთიდან ამოღება მრცხვენოდა, ჯერ დინამიკი გაუფუჭდა, შემდეგ სიგნალის მიღებაზე შეექმნა პრობლემა, მერე ზუსტად ნახევარ კვადრატულ სანტიმეტრიან ფართობზე ეკრანის სენსორები გაეთიშა… ამ დროის განმავლობაში ერთი უცნაური სიზმარიც კი ამეკვიატა, თუ როგორ თამაშობდნენ ჯოკერს “პარებში” აიფოუნი+ბლექბერი და 50 ლარიანი ნოკია+ჩემი პანელ შეღუნული სამსუნგი. იანვარში დამადგა საშველი და ძლივს მოვიკელი სამი კალგოტკის ფული (ოჰ, აბა ახლა ბაკურიანში დასვენებას ხომ არ მოვაკლებდი?!), რომ ახალი ტელეფონის განვადებისთვის პირველადი შენატანი შემეკოწიწებინა. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Laugh.png ვუალა! იმ ღამეს აიფონმა და ბლექბერიმ ჯოკერში წაასხეს და თეთრი Samsung Wave 525 ჩემი გახდა. http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/02/samsung-s5250-wave-525-white-pl.jpg სულ რაღაც 390 ლარად ამ ტელეფონს: შეუძლია ქართულ ენაზე კითხვა და წერა (თვით SMS/MMS-ებისაც!), რაც იმას ნიშნავს რომ შეგიძლია აკრიფო MMS-ში ქართულ ენოვანი ტექსტი, მიაბა ფოტოსურათი, გაუშვა სპეც. იმეილზე და ის დაიპოსტება შენს ბლოგზე. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.pngგააჩნია ქართულ ენოვანი მენიუ, სადაც Setting-ებს ეწოდება “პარამეტრები” ხოლო Message-ებს – “შეტყობინებები”. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.pngშეუძლია გააკეთოს შენი facebook-ის, twitter-ის და gmail-ის სინქრონიზაცია, რაც იმას ნიშნავს რომ ტელეფონის კალენდარში ამოგიხტება facebook-ის ან google calendar-ის მორიგი ივენთი ან facebook-ის მეგობრის დაბადების დღე, phonebook-ში თითოეულ კონტაქტს მიებმება facebook-ის ან twitter-ის პროფილის სურათი, პროფილში მითითებული იმეილი, პროფილის ბმული და ბოლო სტატუსები. იმეილები კი მოგივა პირდაპირ ტელეფონის ინბოქსში. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.pngაქვს wifi ინტერნეტის მხარდაჭერა, უამრავი აპლიკაცია და 3,2 მეგაპიქსელიანი კამერა. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.png(ამ ტელეფონის შეძენა შეგიძლიათ ყველგან, სადაც იყიდება ფანქარი! http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.png ) მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, მორიგი ახალი ტელეფონის ყიდვისას, ძველი – ბებიას მივეცი. თავდაპირველად გავაპროტესტე: “კარგად არ მუშაობს, კონტაქტები გაევსო, ცოტა SMS-ს ინახავს და რად უნდა ბებიას-მეთქი”. დედაჩემმა კი მომიგო, რა გინდა, ხომ რეკავს, მთავარი ეგააო. ეჰ… პ.ს. და რა შეუძლია შენს ტელეფონს? Tweethttp://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/wHv2-qSajEk ეწვიეთsweet.ge
  24. მიმდინარე წელს ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩაატარა. კვიპროსზე ნეიტრალურ მოედანზე ჩვენს მეზობელ სომხებს დავუპირისპირდით და 2:1 მოვუგეთ. თემურ ქეცბაიას თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა ყავდა გამოძახებული, მარტში ხორვატებს ვეთამაშებით და ეს შეხვედრაც ბოლო რეპეტიცია იყო. დაცვის ცენტრში ხუბუტია–კალაძის წყვილი დადგა, ფლანგებზე სალუქვაძე და კობიაშვილი ( ბოლო წლებში პირველად კობი დაცვაში იყო დაწეული ). საყრდენის როლს დაუშვილი–ხიზანიშვილი ასრულებდა, ნახევარდაცვის ფლანგებზე გოგუა–იაშვილი. წინ შეტევაში სირაძე იდგა, ვისაც შედარებით მოედნის სიღრმიდან ანანიძე ეხმარებოდა. შეხვედრა ჩვენი მცირე ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. ტაიმის ნახევარი მიწურული იყო და სულ თითო–თითო სახიფათო მომენტი თუ შეიქმნა აქეთ–იქით კარებთან. ჩვენგან ანანიძეს შეეძლო გატანა, როცა დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშულიდან ბურთი კარს ააცილა. 22–ე წუთი მიდიოდა, ხიზანიშვილმა მოედნის ცენტრში ივარგა – მეტოქეს გაექცა და ფლანგზე გაქცეულ კობიაშვილს კარგად შეაყოლა ბურთი, ვინც კარის გასწვრივ გაგზავნა დაბალი პასი და დასწრებაზე მოთამაშე იაშვილს გაატანინა – 1:0. დიდი დრო არ იყო გასული, მეორეც შევაგდეთ – ჯანომ ფლანგზე იაშკასთან გაათამაშა კომბინაცია, საჯარიმოში კიდიდან შესულმა ბოლომდე იბრძოლა და ბურთი მოედნის სიღმისკენ გაგზავნა, მას კობიაშვილი შეეგება – სიჩქარე აკრეფილმა ბურთს ფეხი მოუქნია და რომ არა მცველი, გოლსაც გაიტანდა – სომეხი მოთამაშე ზედ კარის ხაზზე გადაეღობა დარტყმულს, თუმცა იქვე სირაძემ ითამაშა დამატებაზე და ანგარიშშიც სოლიდურად დავწინაურდით. ტაიმიც ასე მიიწურა. შესვენებაზე ქეცბაიამ ნახევარი გუნდი გამოცვალა, რაც თამაშსაც დაეტყო – ჩვენები აირივნენ, ბურთს ვეღარ იჭერდნენ. სომხები უპირატესობას დაეუფლენ და ძირითადად საშუალო დისტანციიდან დარტყმებით ცდილობდნენ გოლის გატანას. რამოდენიმეჯერ კარგადაც გამოუვიდათ, მაგრამ მეკარემ მოგვევლინა მშელელად. ტაიმის შუაში მაინც გავუშვით – მსაჯი აშკარად შეცდა, როცა მცირე დარღვევაზე თერტმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. სომხების თავდამსხმელს ბურთი უკვე საკმაოდ შორს ქონდა გაშვებული, კვირკველიამ ხელი რომ უბიძგა, ასეთ რამეზე პენალტი არ ინიშნება ხოლმე. მოკლედ მეტოქემ საჩუქარი შეირგო და ანგარიში გაქვითა. თამაშის შინაარსი ამის მერეც არ შეიცვალა. მეტოქე გვიტევდა და ჩვენ ბურთის მოგერიებით ვიყავით დაკავებულები. და რა ვქენით მეორე ტაიმში საერთოდ ღირებული?! მცირე რამ. ჯერ შეხვედრის მიწურულს კუთხური მოვიპოვეთ, რომლის ჩამოწოდების შემდეგ სომეხმა მცველმა ლამის საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი – მეკარემ ივარგა, დამატებაზე კი ანანიძე ურტყავდა, მაგრამ ამჯერად უკვე მცველებმა მოიგერიეს კარისკენ წასული ბურთი. მერე კი ცოტახანში სირაძე დარჩა მეკარესთან ერთი–ერთზე, მაგრამ ბურთი ძაან ცერად გაექცა და გოლის გატანის კარგი შანსი გაანიავა – თუმცა მან ბურთი რბილად ისევ საჯარიმოს ცენტრისკენ ჩაკიდა, სადაც მას ანანიძე დახვდა და შეეძლო კიდეც გოლის გატანა, ცოტა ხეირიანად რომ მოექნია ბურთისთვის ფეხი. ბოლოს ისევ სომხებმა გაიფაფხურეს და შეხვედრაც საბოლოოდ ასე მორჩა 2:1. გრძელდება ჩვენი ნაკრების დაუმარცხებელი სერია. ჩვენ მოთამაშეებზე რომ ვთქვა ერთი–ორი სიტყვით – განსაკუთრებულად ვერავის გამოვარჩევ, ნორმალური იყო დაცვის ცენტრში კალაძე–ხუბუტიას დუეტი. ხიზანიშვილი შეტევაში უფრო სასარგებლო იყო ვიდრე თავის უშუალო მოვალეობის შესრულებისას – ჩამშლელობას კარგად ვერ თამაშობდა და იყო კიდეც გარკვეული წნეხი სომხებისგან – ცენტრიდან ბევრი თავსატეხი გაგვიჩინეს. იმედია კანკავა აღიდგენს ფორმას და მაგ პოზიციაზე პრობლემას მოგვიხსნის. ტრადიციულად საზიზღრად ითამაშა შეცვლაზე შემოსულმა მერებაშვილმა – ერთი სასარგებლო რამეც, უბრალოდ კარგი პასით ვერ გააკეთა მთელი ტაიმის განმავლობაში. ნორმალურად ითამაშეს კობიაშვილმა, ანანიძემ, სირაძემ. მოკლედ წინ ხორვატებთან თამაშია… http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/408/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=408&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  25. http://www.polity.ge/images/catalog/world/qairo.jpgდღეს მილიონობით ადამიანი ითხოვს თავისუფლებას ახალო-აღმოსავლეთში, ისევე როგორც ითხოვდნენ ამას აღმოსავლეთ-ევროპაში. ოცი წლის წინ დასავლეთი მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ დღეს ის საკუთარ ღირებულებებს ღალატობს, რითაც საკუთარი მტრის, მებრძოლი ისლამიზმის წისქვილზე ასხამს წყალს. polity.ge
×
×
  • შექმენი...