planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
როგორც ჩანს, "მანჩესტერ სიტი" სერიოზულად არის დაინტერესებული მადრიდის "ატლეტიკოდან" რადამელ ფაკაოს შეძენით. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/junge-welt3.jpg კნუტ მელენტინი საქართველოში ყოფილი მინისტრი დაკავებულია. ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ქვეყანას მძიმე შიდა კონფლიქტები ემუქრება. საქართველოში 2004 წლიდან სახელმწიფოს მეთაურ პრეზიდენტ სააკაშვილსა და ახალ მთავრობას შორის ფეთქებადსაშიში კონფლიქტი ვითარდება. ამით უარესდება ნატოსა და ევროკავშირისთვის სასურველი ხელისუფლების უზადო გადაცემის შანსი. სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, პირველ ოქტომბერს მოულოდნელად ერთმნიშვნელოვნად დამარცხდა არჩევნებში. თავად პრეზიდენტს შეუძლია 2013 წლის ოქტომბრამდე დარჩეს თანამდებობაზე და თავისი ამ უფლებამოსილებებით უჩვეულოდ შეიარაღებულმა, ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობის საქმიანობას. თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ყოფილი ოპოზიცია უარს იტყოდა მხარდამჭერების მოლოდინის გამართლებაზე და ძველ რეჟიმთან იურიდიულ ანგარიშსწორებაზე, თუმცა 7 ნოემბერს 32 წლის ბაჩო ახალაია დააკავეს. ახალაია სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში ჯერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შეფი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი და ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ისევე, როგორც სააკაშვილის მთავრობის ბევრი სხვა პოლიტიკოსი, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ახალაია სამართლებრივი დევნის შიშის გამო უცხოეთში გაიქცა, მაგრამ 5 ნოემბერს საქართველოში დაბრუნდა. ახალაიას დაკავებიდან რამდენიმე საათში დააკავეს გენერალური შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და ქართული შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. სამ მამაკაცს ბრალად ედება 2011 წლის სექტემბერში ექვს ჯარისკაცზე ფიზიკური ძალადობა – ჯერ ახალაიას სამუშაო კაბინეტში და შემდეგ 30 მოწმის წინაშე ყაზარმის პლაცზე. ივანიშვილის მთავრობა ამ ქმედებით სამხედრო ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა, ხელმძღვანელობას, რომელიც ძველ რეჟიმთან უკანონო კავშირებში იყო გახლართული. სააკაშვილმა ბრიგადის გენერალი 32 წლის კალანდაძე არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ გენშტაბის უფროსად დაასახელა და ამ საკონსტიტუციო უფლებამოსილების გამოყენებით თავდაცვის ახალ მინისტრს, ირაკლი ალასანიას შეურაცხყოფა მიაყენა, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა სურდა. პარასკევს სასამართლომ ახალაიას წინააღმდეგ დაპატიმრების ბრძანება გასცა, ორი ოფიცერი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შაბათს პრეზიდენტმა კალანდაძე დიდი პატივით მიიღო და მოვალეობის შესრულების გაგრძელებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ალასანიამ დაიბარა გენერალური შტაბის წარმომადგენლები და მოითხოვა, რომ კალანდაძეს მინიმუმ გამოძიების მსვლელობის დროს შეუჩერდეს უფლებამოსილება. ასევე შაბათს, გენპროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სასამართლოს კალანდაძისთვის უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით მიმართა. ეს გადაწყვეტილება კვირას უნდა ყოფილიყო მიღებული. ახალაიასა და ორი ოფიცრის წინააღმდეგ ბრალდების საგანი უფრო შემთხვევით არის არჩეული. პირველ რიგში ახალაიას, მაგრამ ასევე ძველი რეჟიმის სხვა ფიგურების მიმართ, ბევრად უფრო მძიმე ბრალდებები არსებობს. ამას როგორ მოევლება, პოლიტიკური საკითხია, თუმცა ის დიდ რისკებს შეიცავს, მათ შორის ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ტოლფას საფრთხეს. პარასკევს ნატომ „გადადო“ საქართველოში სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, რომელიც ამ თვეში უნდა ჩატარებულიყო. ეს ალბათ იმის ნიშანია, რომ კონფლიქტში გახვევა არ სურთ და ახალი მთავრობის ქმედებებს არ ეთანხმებიან. ორიგინალი ორიგინალი
-
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფორმერები 4-ზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს პრესაში მაინც ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება. ვიცით, რომ მას კვლავ მაიკლ ბეი გადაიღებს. ასევე ცნობილია, რომ წინა ნაწილებიდან არცერთი “ადამიანი” არ დაბრუნდება და შია ლებოფს (წინა ნაწილების მთავარი პერსონაჟი) შეცვლის მარკ უოლბერგი. დღეს კი ბეიმ ინტერვიუ მისცა TMZ-ს რის შედეგადაც რამდენიმე საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი: “მეოთხე ნაწილში სიუჟეტი [...] The post ტრანსფორმერები 4 – ახალი ლოგო და დეტალები ფილმზე appeared first on კინოსიახლე. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/bne.jpg მოლი კორსო თბილისში სერიოზული დაპირისპირება დაიწყო – ახალმა მმართველმა ძალამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეები მიზანში ამოიღო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სააკაშვილის ახლო მოკავშირე ბაჩო ახალაია 8 ნოემბერს საკუთარ ოფისში უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯარისკაცების უკანონო დაკავებაში დაადანაშაულეს – ნაბიჯი, რომელმაც დაასრულა პოლიტიკური თაფლობის თვე მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ახალაიას, ისევე როგორც ორი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრება და სააკაშვილის ეპოქის რამდენიმე სკანდალური კრიმინალური საქმის გახსნასთან დაკავშირებული გეგმები, იმაზე მიუთითებს, რომ ხუთკვირიანი ზავი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და მიმავალ მთავრობას შორის, საბოლოოდ დასრულდა. მიუხედავად იმ შიშებისა, რომ სააკაშვილი და მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაბრკოლებებს შექმნიდნენ და გაამწვავებდნენ პოსტსაარჩევნო დაძაბულობას, ხელისუფლების გადაცემა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი და დიდწილად პროდუქტიული აღმოჩნდა. თუმცა, ეს სიმშვიდე დასრულდა. როგორც კი ახალმა მთავრობამ ოფიციალურად ჩაიბარა ხელისუფლება და ახალმა მინისტრებმა თავიანთი უწყებები კადრებით დააკომპლექტეს და პრიორიტეტები განსაზღვრეს, მას შემდეგ დაძაბულობა ამ ორ პოლიტიკურ ჯგუფს შორის იზრდება. ბოლო კვირის განმავლობაში, ერთ დროს ძლევამოსილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სრულად დამარცხდა, რადგან მისი ოდესღაც ძლევამოსილი წევრები პატიმრობის და სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ახალაია 8 ნოემბერს, საქართველოს არმიის გენერალური შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად დააპატიმრეს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, დაპატიმრებებს „პოლიტიკური ანგარიშსწორება“ უწოდა. მაგრამ კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დაკავებები ნაწილობრივ მათი დაპირების ნაწილია, რომ ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენდნენ. „თუკი უკანონო ქმედებებს ადგილი ჰქონდა, და მე ვფიქრობ, რომ ჰქონდა, სამართალდამცავი ორგანოები გააგრძელებენ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას“, განუცხადა საინფორმაციო პორტალ Civil.ge-ს ივანიშვილმა. „მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კანონმა და არა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან ძალამ, იბატონოს ამ ქვეყანაში“. მართალია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ახალაიას დაპატიმრებას საგანგაშო უწოდეს, თუმცა ეს დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა. ახალაიამ საქართველო ციხის სკანდალის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო არჩევნების ფონზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად დატოვა. მაგრამ კოლეგებისგან განსხვავებით, ახალაია 5 ნოემბერს დაბრუნდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ „აბსურდი“ იყო და რომ მზადაა უპასუხოს ნებისმიერ კითხვას, რომელიც მის მთავრობაში ყოფნას უკავშირდება. ყოფილი თავდაცვის მინისტრი (ის იყო ასევე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და პენიტენციარული სისტემის მინისტრი) ახალაია გარეული იყო რამდენიმე სკანდალში, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდებოდა, მათ შორის, 2006 წლიდან ციხეებში. სექტემბერში, ის გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, მას შემდეგ რაც ციხეებში სისტემატიური ძალადობა პატიმრებზე საჯაროდ დადასტურდა და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ (იმ დროს ოპოზიციამ) მისი დაპატიმრება მოითხოვა. გარდა ამისა, ახალაიას დაკავებამ მმართველ პარტიას ძვირფასი პოლიტიკური ქულები შესძინა გადამწყვეტ პერიოდში, მაშინ, როდესაც ის წინასაარჩევნო დაპირებების რეალობად გარდაქმნას იწყებს. მოსახლეობის მოლოდინი ივანიშვილის და მისი გუნდის მიმართ მაღალია. ეს გუნდი ხელისუფლებაში ანტისააკაშვილისეულ პლატფორმაზე მოვიდა, უამრავი დაპირებით, რომ პასუხს აგებინებდა ყოფილ ჩინოვნიკებს სავარაუდო დანაშაულებებისთვის. ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში, ამომრჩევლები ახალი მთავრობის დღის წესრიგის ფორსირებას ცდილობდნენ: ქვეყანა გაფიცვებმა მოიცვა, ისეთმა მოწყვლადმა ჯგუფებმა, როგორებიც არიან უსახლკაროები და ომის გამო დევნილი ოჯახები, დედაქალაქში ცარიელი შენობები ძალით დაიკავეს. დაპატიმრებები, იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ბიუჯეტების შემცირებასთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ სააკაშვილის დაქვემდებარებაშია, მათ შორის საპრეზიდენტო რეზიდენცია და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, საზოგადოებამ მოიწონა. 7 ნოემბერს გამოცხადდა საზოგადოებრივი ტელევიზიის შემოწმებასთან დაკავშირებული გეგმები, იმ ტელევიზიის, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე ხელმძღვანელობს; ფინანსთა სამინისტროს თანახმად, სატელევიზიო სადგურს სახელმწიფოს 3.8 მილიონი ლარი (1.8 ევრო) მართებს. 7 ნოემბერს სატელევიზიო მიმართვაში სააკაშვილმა ახალი მთავრობის ქმედებებზე კომენტარი გააკეთა, განაცხადა რა, რომ ის „შეშფოთების“ წყაროა და რომ „ახლა, როგორც არასდროს“ საქართველოს კანონის უზენაესობა სჭირდება. თუმცა, ამ ეტაპზე არანაირი ნიშანი იმისა, რომ დაპატიმრებები მალე შეწყდება, არ არის. „ჩვენ უნდა დავაკავოთ ყველა, ვინც დასაკავებელია და ამ პროცესში ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ…“ განუცხადა ჟურნალისტებს 8 ნოემბერს ახლახან დანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg პრაღა – ნატოს ხელმძღვანელმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეშფოთება გამოხატა ორშაბათს საქართველოს ახალი მთავრობის ოპონენტების დაპატიმრებების ირგვლივ, რაც გასულ თვეში არჩევნებს მოჰყვა, და ხელისუფლებას მოუწოდა ამ ადამიანთა საქმეებში პოლიტიკური ჩაურევლობა უზრუნველყოს. პარასკევს, ქართულმა სასამართლომ ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა, თუმცა გაათავისუფლა ორი სამხედრო მეთაური, რომლებსაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ამ საქმემ წუხილი გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მთავრობა, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, პოლიტიკურ ვენდეტას ახორციელებს. „მე ვარ უაღრესად შეწუხებული მოვლენათა იმ მიმდინარეობით, რომელსაც (არჩევნების) შემდეგ ვხედავთ, და ეს დიდწილად დაკავშირებულია პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებთან საქართველოში“, განაცხადა რასმუსენმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრაღაში. „საქართველოს სამართვლებრივი სისტემისა და სასამართლო სისტემის კომპეტენციაა ამ საქმეების გარკვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებს ძირს არ უნდა უთხრიდეს პოლიტიკური ჩარევები“ „და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარებას ძალიან, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით“, დასძინა მან. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მიიღებდა ზომებს დარღვევებში ეჭვმიტანილი ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ, მას შემდეგ, რაც მისმა კოალიციამ განდევნა ხელისუფლებიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ორიგინალი ორიგინალი
-
თბილი სხეულები (Warm Bodies) ამ ფილმის პრემიერა იქნება 2013 წლის პირველ თებერვალს. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ უყვარს ახალგაზრდა ზომბს გოგონა. ამ ფილმში თქვენ ნახავთ სიყვარულის თაბრუდამხვევ ისტორიას, რომელშიც შეზავებული იქნება დიდი რაოდენობით იუმორი და ძალიან საინტერესო სიუჟეტი. თბილი სხეულები დაფუძნებულია ისააკ მორინის ბესთსელერზე. ფილმში მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან ტერეზა პალმერი, ნიკოლას ჰულტი და ჯონ მალკოვიჩი. ახლა კი შინაარსზე მოგაწვდით გარკვეულ [...] The post “თბილი სხეულები”-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი appeared first on კინოსიახლე. View the full article
-
Предписания Роскомнадзора администрация популярного ресурса не получала, Минкомсвязи и ФСКН пока молчат. Провайдеры блокируют сайт "из самодеятельности, как бы чего не вышло", объясняет владелец. Он объяснил, что технически закрыть сайт очень сложно, а вот резкий наплыв посетителей тормозит работу: "Мы легли под мощнейшей атакой пользователей". View the full article
-
История с молчанием ФБР невольно напоминает российские реалии: глава администрации Кремля признался, что еще в 2010 году знал о коррупции вокруг ГЛОНАСС. Что касается генерала Петрэуса, то, потеряв должность, он вряд ли станет фигурантом уголовного дела: то, что считается преступлением в армии, не является таковым в ЦРУ. View the full article
-
Разразившиеся в последнее время громкие коррупционные скандалы в ряде министерств и ведомств заставили прессу и экспертов доискиваться до причин и связи этих дел между собой. Все происходящее если и относится к борьбе с коррупцией, то во вторую очередь. Основные цели - в другом, убеждены наблюдатели. View the full article
-
სიტი-ტოტენჰემი (პრევიუ) View the full article
-
მოგესალმები ყვავის ბუდის ერთგულო და დაუზარელო მკითხველო და მინდა ეგრევე შემოგთავაზო ერთი კარგი რამ – ჯგუფი თუმანის კლიპი. ამ პოსტის სათაურში რომ 111 წერია, ეგ კლიპის გამოშვების წელს არ აღნიშნავს. სიმღერას ქვია “111 კმ/სთ”, რომლის, ასე ვთქვათ კლიპიც, მინდა შემოგთავაზოთ. კლიპი შარშან გადავიღეთ, მაგრამ ჩემი ვინჩესტერის უძირო სივრცეებში ეგდო, დაუმონტაჟებელი. დროის უქონლობის გამო. ახლა კი, [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2399&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
frontnews.ge 16:03 20.10.2012 მედიაკავშირი „ობიექტივის" პროდიუსერი ილია ჩაჩიბაია თურქი მოქალაქის ალი ალთუნის მიერ „ობიექტივის" დაფინანსების ფაქტს უარყოფს. http://1.bp.blogspot.com/-a_82707K6l0/UIKSzI3EmKI/AAAAAAAAH0g/j0BebXJa6n4/s200/ilia%2Bchachibaia%2B%25E1%2583%2598%25E1%2583%259A%25E1%2583%2598%25E1%2583%2590%2B%25E1%2583%25A9%25E1%2583%2590%25E1%2583%25A9%25E1%2583%2598%25E1%2583%2591%25E1%2583%2590%25E1%2583%2598%25E1%2583%2590.jpg ამის შესახებ მან frontnews -ს ახალგაზრდული გაერთიანება „მიყვარხარ საქართველოს" მიერ მამა ელიზბარ დიაკონიძის ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა. „ინფორმაცია, რომელსაც მამა ელიზბარ დიაკონიძე ავრცელებს, თითქოს ირმა ინაშვილს და მედიაკავშირ "ობიექტივს" ვინმე თურქი მოქალაქე ალი ალფონი აფინანსებს სიცრუეა. მინდა ავღნიშნო, რომ გასული 8 თვის განმავლობაში თანამშრომელთა უმეტეს ნაწილს ხელფასი არ აუღია. წინასაარჩევნოდ გარკვეული მინიმალური თანხები შემოვიდა და დღეს ვიღებთ იმდენად დაბალ და მცირე ხელფასს, რომ ამის გახმოვანებაც კი მრცხვენია. ამიტომ ვინ არის ალი ალფონი ნამდვილად არ ვიცი, პირველად მესმის მისი ვინაობა. თუ მოძღვარი მამა ელიზბარი ამბობს, რომ ჩვენ ის გვაფინანსებს, მაშინ ელემენტარულად შემივიდნენ ჩვენს საეთერო სტუდიაში და მოძრავ კამერას დააკვირდნენ, რომელიც უკვე ძაიან დიდი ხანია გვაქვს და ელემენტარულად ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების არ ქონის გამო ვერ მოვახერხეთ, რომ საეთეროში ყოფილიყო გამართული აპარატურა. აქედან გამომდინარე სრულიად უსაფუძვლოა ეს ბრალდება. მამა ელიზბარი რას გვერჩის ჩვენთვის გაუგებარია და საიდან მოიტანა ასეთი ცნობები. ჩვენს მაყურებელს და მსმენელს მოუწოდებ, რომ ასეთი სახის ინფორმაციებს ნუ დაიჯერებენ. ეს არის სპეციალურად „ობიექტივის" წინააღმდეგ მიმართული კამპანია და ამ კამპანიას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში დარჩენილი ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაის მთავრობის წარმომადგენლები ახორციელებენ", – განუცხადა ილია ჩაჩიბაიამ. მამა ელიზბარ დიაკონიძის განცხადებით, მედიაკავშირ „ობიექტივს" თურქი მოქალაქე ალი ალთუნი აფინანსებს. ამის შესახებ მამა ელიზბარი „ახალგაზრდული გაერთიანება - „მიყვარხარ საქართველოსთან" ინტერვიუში აცხადებს. „ინაშვილი მე ძალიან არაკორექტულად მომექცა. მე სამშაბათობით ერთსაათიანი გადაცემა მქონდა "ობიექტივში", მერე ვამხილეთ თბილისში 5 მეჩეთის გახსნის შესახებ თურქი მოქალაქე ალი ალთუნი, რაც ირმას არ მოეწონა (ალი ალთუნი ქართველია, ალთუნაშვილი იყო და გვარი გადაიკეთა, ქართველობა ისე არ გააჩნია) როგორც გაირკვა ეს ალი ალთუნი აფინანსებს "ობიექტივს". ირმას უთქვამს: "ნეტავი იცოდეთ რა რთულია დაფინანსება და მამაოს მკაცრი ტონი გვიფუჭებს ყველაფერსო" და დაიხურა გადაცემა. ეს მითხრა "წმინდა გიორგის სადროშოს" თავმჯდომარე გიორგი სუბელიანმა", - აცხადებს მამა ელიზბარი. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
Classics never die Filed under: გალერეები, გასართობი, რეალობა Tagged: bigcrow, classic, drink, ussr, vodkahttp://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2388&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
http://zvigena.files.wordpress.com/2012/10/fin-geo.jpg?w=700 მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, კუთხურიდან გამართლების ხარჯზე გოლი გავიტანეთ და ანგარიში გავხსენით. მერე რამოდენიმე წუთში ერემენკო შეცდა – უაზროდ ხელით ითამაშა, მეორე ყვითელი მიიღო და ფინები ათი კაცის ამარა დარჩნენ. თითქოს ყველაფერი იდეალურად აეწყო – ანგარიში გავხსენით, მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ და წესით შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა არ უნდა გაგვჭირვებოდა. მაგრამ კიდევ რამოდენიმე წუთმაც ჩაიარა და ჩვენი დაცვა–მეკარე უხეშად შეცდა. მოკლედ უწყინარ სიტუაციაში ფინებს ანგარიშის გაყაიმების საშუალება მივეცით 1:1. ამის შემდეგ კი ავფაფხურდით, ჯანომ კარგი ჯარიმა შეასრულა, რამოდენიმე ნახევარმომენტიც შევქმენით. მაგრამ ჩვენი შეტევაში თამაში არ იყო ისეთი, თვალს რომ გაახარებდა და შედეგის მომტანიც იქნებოდა. ამ დროს არც ფინები იყვნენ გულზეხელდაკრეფილნი – ფიზიკურად გვჯობნიდნენ და კაცნაკლულებმა პრესინგიც კი დაგვიწესეს – ბურთს იოლად არ გვითმობდნენ. ჩვენი გუნდი მეორე ტაიმში აშკარად დაიღალა, მოძრაობას და სწორ პასებს ვუკელით და ვერ შევირგეთ ის უპირატესობა, რაც გოლის გატანით და კაცის გაძევებით მივიღეთ. ნაკრებს აკლია ლიდერი, ვინც გუნდის შეტევებს წარმართავს და ჭკვიანური პასებით შემტევებს მოამარაგებს. ანანიძე, კობახიძე, თარგამაძე, ოქრიაშვილი ყველა კარგი, იმედისმომცემი მოთამაშეა, მაგრამ ამ ეტაპზე გუნდში აშკარად ვერ წევენ ლიდერობას. კობიაშვილი, რომელიც თან დისკვალიფიცირებულია და თან ქეცბაისთან სავარაუდოდ კომფლიქტი მოუვიდა (ანუ არც მერეა შანსი მისი ნაკრებში დაბრუნების) ჩემი აზრით გუნდისთვის ჯერაც სასურველი მოთამაშეა, თავის თავდადების და გამოცდილების ხარჯზე. სწორედ მისი ყაიდის მოთამაშე აკლია ამ ფორმაციის ნაკრებს. ასევე გაუგებარია მწვრთნელის მხრიდან დვალის იგნორირება, ვინც ეროვნულ ჩემპიონატში გოლს გოლზე იტანს და აშკარად მაღალი დონის ფორვარდია, ვისი თამაშიც ნაკრებს უდაოდ გამოადგებოდა. მაგრამ ქეცბაიას შეხედულებები ხშირ შემთხვევაში ძნელად გასაგები ხდება და თავადაც არ ლაპარაკობს ამ თემაზე, რომ გულშემატკივარმა იცოდეს რას ფიქრობს ეს კაცი სარეთოდ. მოკლედ ჯამში კი იმის თქმა მინდა, რომ შეხვედრაში ისე განვითარდა მოვლენები, ყოველივე ამის შემდეგ ამ ფრეს ნაკრებს აქტივში ვერანაირად ვერ ჩავუთვლით – უფრო რომ ორი ქულა ქარს გავატანეთ და დავკარგეთ. ოთხ დღეში ბელორუსებს ვეთამაშებით და ასეთი ფეხბურთით მინსკში კიდევ უფრო გაგვიჭირდება. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/564/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=564&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
Filed under: გალერეები Tagged: mobile, photohttp://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2380&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
ტატუს ახალი აპარატი რომ ვიყიდე, ეს უკვე ნათქვამი მაქვს, ახლა მინდა ორიოდე ახალი ნაშრომი შემოგთავაზოთ, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინ დავხატე და ერთიც ოდნავ ძველი: Filed under: გალერეები, შემოქმედება Tagged: ალუბალი, ტატუ, ტატუირება, ფერადი ტატუ, bigcrow, colored, dreamcatcher, tattoohttp://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2374&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
18:45 16.09.2012 გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 7 საექტემბერს დაიწყო. მოსამართლის ნატრული აკობიას განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი), რომელიც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ცობეხიას მეგობრის ნიკოლოზ ბაძაღუას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე. http://4.bp.blogspot.com/-w-Vb15wEafE/UFXXhSGvViI/AAAAAAAAHzk/Gi__5oDQ6fs/s200/giorgi%2Bfochxua.jpg გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბექა ცობეხიამ განაცხადა, რომ ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისმა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 13 ივლისს, ანაკლიაში გიორგი ფოჩხუა ცემა და არ მოუკლავს. მისი თქმით, გიორგი ფოჩხუა წყალში დაიხრჩო. ყურაშვილისგან განსხვავებით, ბაძაღუას ადვოკატი მთავრისა ბიგვავა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს. სასამართლომ დღეს, ბრალდების მხარის მოწმეები გიორგი ფოჩხუას მეუღლე და მეგობრები დაკითხა. გიორგი ფოჩხუას მეგობრებმა დეტალურად გაიხსენეს 13 ივლისის ღამე. დაიკითხა ეჭვმიტანილის ნათესავი, მერაბ ცობეხია. მან სასამართლოს განუცხადა, რომ ღამის საათებში მასთან სახლში ბექა ცობეხია მეგობარ ნიკოლოზ ბაძაღუასთან ერთად მივიდა ტაქსით და ფული სთხოვა. მერაბ ცობეხიას თქმით, ბექა ცობეხიამ მას უთხრა, რომ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. მეგობრის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მას ბაძაღუამაც უამბო.“ბაძაღუამ მითხრა ბექას კაცი ყავს მოკლული და სოფელში გავუშვიო. ვკითხე ვინ–მეთქი და მითხრა ფოჩხუაო.“– განუცხადა სასამართლოს ეჭვმიტანილის ნათესავმა. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით გამოცხადებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა სერჟანტმა ლაშა თორდიამ, რომელიც 14 ივლისს, ხურჩის საგუშაგოზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა განაცხადა, რომ ამ დღეს, ბექა ცობეხიამ სამეგრელო–აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. 26 წლის მსახიობის და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას ცხედარი 14 ივლისს ანაკლიის ზღვამ, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, სასტუმრო „ოქროს საწმისის“ ტერიტორიაზე გამორიყა. ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი სახის დაზიანებები სახისა და ყელის არეში, ასევე არ აღმოაჩნდა კუთვნილი ნივთები, ფოტოაპარატი, ძვირფასეულობა და მობილური ტელეფონი. სამართალდამცავებმა გიორგი ფოჩხუას კუთვნილი ფოტოაპარატი ეჭვმიტანილისგან, მას შემდეგ ამოიღეს, რაც ის პოლიციას ჩაბარდა. გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 20 სექტემბერს ჩაინიშნა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
17:35 16.09.2012 რატომ ემალება როლანდ ახალაია ჟურნალისტებს? - ამ შეკითხვაზე პასუხი "ნაციონალების" საარჩევნო შტაბის პრეს-სამსახურს, თამუნა შონიას არ აქვს. http://2.bp.blogspot.com/-fTiju9eWSw4/UFXVSy_bVzI/AAAAAAAAHzY/RRxA0663vXM/s200/rolandis%2Bdzegli.gif ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობა დაამყაროს, შონია ყოველი შეხვედრის დროს, მედიის წარმომადგენლებს გაურბის და მოუცლელობის მიზეზით მანქანაში იკეტება. პრეს-სამსახურის ფუნქცია კი, წესით, მედიასთან მუდმივ კონტაქტში ყოფნაა. ეს თამუნა შონიამ თავადაც უნდა იცოდეს, რადგან ყოფილი ჟურნალისტია. ჟურნალისტებსა და საკუთარ ამომრჩეველს როლანდ ახალაია და მისი გუნდი გუშინ, სოფელ ინგირში გაექცა. "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრა ჟურნალისტების მოულოდნელი გამოჩენის გამო შეწყვიტა. ყოფილი პროკურორი "მეცხრე არხის" გადამღები ჯგუფის დანახვისთანავე მანქანაში ჩასვეს და მასთან მიახლოების საშუალება არავის მისცეს. ახალაიასთან შეხვედრის მსურველებმა განაცხადეს, რომ მათ ვერ მოასწრეს მაჟორიტარობის კანდიდატთან გასაუბრება. "მეცრხე არხმა" ასევე დააფიქსირა მიკროავტობუსები, რომლითაც სოფლის ყველა უბნიდან მოსახლეობა უფასოდ ჩაიყვანეს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
13:21 14.09.2012 დღეს, რუსთავის მე-6 საპყრობილიდან პოლიტპატიმარი ვლადიმერ ვახანია გაათავისუფლეს. http://3.bp.blogspot.com/-R_lVT47Mn_w/UFL0pvwwtvI/AAAAAAAAHzA/jfvg2x3ZA1o/s200/vaxania.jpgპოლიტიკური პარტია "მთლიანი საქართველოს" და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების მიხედვით 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ პოლიტპატიმარი დღეს გაათავისუფლეს. ვლადიმერ ვახანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში პირველი პატიმარია (პოლიტპატიმარი), რომელიც დარეგისტრირდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია სააკაშვილის პოლიციელებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article