Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/06/5049-300x250.jpgსაქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 5 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.6477 შეადგინა. ასევე, მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი ერთ კომერციულ ბანკზე გაიცა 15 000 000 ლარის ოდენობით. 7-დღიანი მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი წლიურ 9.00 პროცენტად. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/06/18503-300x199.jpgსაქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, სატყეო რეფორმების საკითხებზე გუბერნატორებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. მინისტრი იმერეთის რეგიონს ესტუმრა. დღეს იგი გურიის რეგიონში იმყოფება, ხოლო 17 ივნისს რაჭაში გამართავს სამუშაო შეხვედრას. შეხვედრებზე ასევე განიხილება “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ რეგიონებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების მიმდინარეობა. აღნიშნული სახის შეხვედრებს მინისტრი მომავალი კვირიდან დანარჩენ რეგიონებშიც გამართავს. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/06/sshot-4181-300x235.pngსაგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ლორი ბრისტოუ საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღო. ასევე გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან თორნიკე გორდაძესთან.შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/06/parlamenti-ceesko21-300x2401.jpgპარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილბების პროექტთან დაკავშირებული შეკითხვების, წინადადებებისა და შენიშვნების სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენის ვადა ხვალ იწურება. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა დღეს გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა პარლამენტის ქუთაისში გადატანასა და ამ საკითხის ირგვლივ სახალხო განხილვების დროს გამოთქმულ მოსაზრებებზე იმსჯელეს. კომისიის შემაჯამებელი სხდომა 20 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც, საკითხის განხილვა პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/06/123.jpgოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე განრიდების ინსტიტუტის ამოქმედებისას ადვოკატის მონაწილეობის სავალდებულოებას ითხოვს. როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ლორთქიფანიძემ განაცხადა, თუ ადვოკატის მონაწილეობა პროცესში არ იქნება სავალდებულო და არ იქნება შესაბამისი დათქმა კანონში გაკეთებული, ეს შეიძლება იმის საფრთხედ იქცეს, რომ ადამიანი პროკურორის მსხვერპლად იქცეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის დიმიტრი ძაგნიძის განცხადებით, განრიდებისას დამნაშავე პირი ისარგებლებს ყველა იმ უფლებით, რაც ბრალდებულს აქვს. მისი თქმით, ეს გარანტიას იძლევა, რომ ბრალდებულს ადვოკატის მომსახურებით სარგებლობაც შეეძლება. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
  6. საქართველოს კანონში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" შესატანი ცვლილებების მიხედვით, აქციების გაამრთვისას სხვადასხვა შენობებიდან 20 -მეტრიანი რადიუსის დაცვა კვლავ სავალდებულო გახდება. გარდა ამისა, ხელიუსფლებას უფლება ეძლევა, „განსაკუთრებულ შემთხვევაში“ მანიფესტაციაში ჩაერიოს. კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები საპარლამენტო უმრავლეობიდან: ჩიორა თაქთაქიშვილი, პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშილი. კანონპროექტის მიხედვით, აქციის მონაწილეებს მოუწევთ, სამომავლოდ გაითვალისწინონ აქციის ჩატარების ადგილზე მცხოვრები და მომუშავე ადამიანების ინტერესები. ამ ინტერესის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კი შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილები ხდებიან, მათი უფლებების დაცვა უზრუნველყონ, აქციის მონაწილეებთან კი მანიფესტაციის სხვა ადგილზე და სხვა დროს ჩატარების შესაძლებლობას განიხილონ. სამომავლოდ ასევე იკრძალება ავტომაგისტრალების გადაკეტვა, თუ ამას მანიფესტაციაში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელია გზების გადაკეტვა ავტომობილებით, ბარიკადებითა თუ სხვა ნივთებით. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ამიერიდან აქციის ორგანიზატორებმა უნდა მიმართონ ქალაქის თვითმმართველობას(მერიის ნაცვლად საკრებულოს) და მინიმუმ 5 დღით ადრე უნდა გააფრთხილონ აქციის გამართვის შესახებ. აქციის ჩატარებაზე პასუხისმგებელი არ უნდა იყვნენ 18 წლამდე პირები და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ადამიანები. მანიფესტაციების ჩატარება აკრძალულია შემდეგი შენობებიდან ოცი მეტრის რადიუსში: საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, პოლიციის, პროკურატურის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცველი სტრუქტურები, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და პორტები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის ვადაში ვალდებულია, განიხილოს ეს განცხადება და აქციის ორგანიზატორებს აცნობოს აქციის სხვა ადგილზე გადატანის და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ, თუ ორგანიზატორების მიერ მოთხოვნილი აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, ორგანიზაციებისა თუ დაწესებულების მუშოაბას, აგრეთვე, თუ იმავე ადგილზე იმავე დროს აქციის ცატარების შესახებ სხვამ უფრო ადრე შეიტანა გაფრთხილება. მანიფენსტანტებს კანონპროექტის მიხედვით ეკრძალებათ ისეთი ნივთების თან ქონა, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათსავე ან სხვის ჯანმრთელობას. ასევე არ შეიძლება აქციაზე ფეთქებადი, ან რადიოაქტიური ნივთიერებებისა და ცივი იარაღის მიტანა. გარდა ამისა, დაუშველებლია ცრემლდენი ნივთიერებებისა და ალკოჰოლის თან ქონა. კანონის სხვადასხვა პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზატორები ვალდებულები არიან, მანიფესტაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას უფლება ეძლევა, მანიფესტაციის დასაშლელად გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმების მიხედვით დადგენილი საშუალებები. თუ თვითმმართველო ორგანოს წარმომადგენლები ორგანიზატორებს აქციის მოსალოდნელი დაშლის შესახებ გააფრთხილებენ, ხოლო ორგანიზატორები მანიფესტანტებს დაშლისკენ უახლოეს 15 წუთში არ მოუწოდებენ, მაშინ აქციაზე პასუხისმგებელ პირებს სმაართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება კი აქციის ორგანიზატორებს სასამართლოში უახლოესი სამი დღის მანძილზე შეეძლებათ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ბრაიან ვაითმორი ფატი მანაგაძეს გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილი დემური ციხეშია. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მანაგაძე თავის 21 წლის შვილს ეძებდა, რომელიც 25-26 მაისს თბილისში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ დაიკარგა. მას ყველაზე უარესის ეშინოდა, როდესაც დემურის გვარს პოლიციის მიერ დაკავებულთა სიაში ვერ პოულობდა. ქალაქის პოლიციის განყოფილებებში მრავალდღიანი ძებნის შემდეგ, საბედნიეროდ მანაგაძე ოპოვეს. „ჩემს შვილს ექვსი დღე ვეძებდი, 25 მაისის შემდეგ, და როგორ იქნა ვიპოვე“, – ამბობს იგი. „თბილისის მთავარ საქალაქო სასამართლოში წავედი და სწორედ იქ მითხრეს, რომ ის დააკავეს და მისჯილი აქვს ორთვიანი [წინასწარი] პატიმრობა“. „როდესაც გავიგე, რომ ცოცხალი იყო, აღარაფერი მანაღვლებდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი როდესაც ეს ამბავი გავიგე. თქვენ ალბათ ვერ ნახავთ მსოფლიოში სხვა დედას, რომელიც ბედნიერი იქნება იმის გაგებით, რომ მისი შვილი დაპატიმრებულია“. მანაგაძის საქმე გამონაკლისი არ არის. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით საქართველოს დედაქლააქის ცენტრში ბოლოდროინდელი ძალადობის შემდეგ 50-ზე მეტი ადამიანია დაკარგული. პოლიციის ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ არანარი უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანები არ არსებობენ და რომ ყველა აღრიცხულია. ისევ ძველი მეთოდები? დაკარგული ადამიანები, თბილისში ბოლოდროინდელი ძალადობის ირგვლივ დაწყებული დავის ერთადერთი თემა არ არის. უფლებადამცველი ჯგუფები პოლიციას ძალის გადამეტებაში, მთავრობას კი გამოძიების ბლოკირებაში ადანაშაულებენ. მაისის არეულობა და მისი შედეგები ქართული პოლიტიკის მოშლილობის ერთგვარი მიკროკოსმია, აცხადებენ ანალიტიკოსები. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ბრძოლები ქუჩაში გადადის, რადგან პარლამენტი, სასამართლოები, მედია და დემოკრატიის ფუნქიონირებისთვის აუცილებელი სხვა ინსტიტუტები სუსტი და განუვითარებელია. „თითქოს 20 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნით – ძალადობა, მსხვერპლი, ძალადობა, მსხვერპლი, გლოვა“, – ამბობს ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და ოპოზიციური პარტიის „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, რომელიც არ მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში და პირიქით, მთავრობის მოლაპარაკებებში ჩართვას ცდილობს. „ეს ძველი სტილის ქართული პოლიტიკის გაგრძელებაა“. „ის თავს უყრის იმ ყველაფერ ნეგატიურს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გვჭირს. ეს პოლიტიკის კეთების არასწორი გზაა“. ხუთდღიანი საპროტესტო აქციების დროს, ისეთმა ოპოზიციურმა ლიდერებმა, როგორიც ნინო ბურჯანაძეა, არც მეტი არც ნაკლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ისინი აშკარად მზად იყვნენ ძალადობის პროვოცირებისთვის, აქეზებდნენ რა საკუთარ მხარდამჭერებს ჯოხებით და პლასტმასის მილებით პოლიციელებზე თავდასხმისკენ. თავის მხრივ პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. მას შემდეგაც კი, რაც ყველაზე მოძალადე ელემენტები გაუვნებელყოფილნი იყვნენ, პოლიციამ შეკრებილთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრელმსადენი გაზი განურჩევლად გამოიყენა და რამდენიმე დემონსტრანტს და ზოგიერთ ჟურნალისტს სცემა. თბილისის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორის გია ნოდიას თქმით, ყველა მხარე ცუდად გამოიყურება. „ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის სრული დისკრედიტაცია მოხდა“, – ამბობს ნოდია. „რთულია მომავლის განსაზღვრა, მაგრამ ჩვენ აღარ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ადგილი ექნება ხელისუფლების შეცვლის მცდელობას სახალხო ბრაზის მობილიზების გზით. მაშინ, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის მთავრობამ გაიმარჯვა? არც ამაში არ ვარ დარწმუნებული“. ის აცხადებს, რომ „დემონსტრაციის დაშლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების კანონიერებაში ეჭვი არ ეპარება“, თუმცა დასძენს, რომ „გზა, რომლითაც ეს გაკეთდა მთავრობის პოპულარობას ხელს ვერ შეუწყობს. რატომ დასჭირდა პოლიციას იმ ადამიანების ცემა, რომლებიც წინააღმდეგობასაც კი არ წევდნენ?“ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ შეტაკებებში ორი ადამიანი დაიღუპა. ერთი პოლიციელი და ერთი ყოფილი პოლიციელი დემონსტრანტი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ოპოზიციონერების ავტოკოლონა დაეჯახა, რომელიც ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა და სწრაფად ტოვებდა ტერიტორიას. თუმცა შემაშფოთებელ გარემოებებში აღმოაჩინეს კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც საპროტესტო აქციების ადგილის მეზობლად მაღაზიის სახურავზე ხელფეხშეკრულები ელექტროდარტყმისგან გარდაცვლილები იყვნენ. პოლიცია ამბობს, რომ იძიებს მათი დაღუპვის მიზეზებს, თუმცა ამ ფაქტის კავშირს შეტაკებებთან არ ადასტურებს. ქუჩა პეროდული ქუჩის ძალადობა საქართველოსთვის დამახასიათებელ მოვლენად იქცა მას შემდეგ, რაც დაახლოებით ოცი წლის წინ ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. სსრკ-ს კოლაფსის შემდეგ ქვეყანას სამი პრეზიდენტი ჰყავდა, მაგრამ ხელისუფლების გადაცემა აქ მშვიდობიანად არჩევნების გზით არასდროს მომხდარა. „სინამდვილეში, ბოლო 20 წელიწადზე მეტია საქართველოში მოვლენათა მთავარი ეპიცენტრი თბილისის ცენტრალური რუსთაველის გამზირია“, ამბობს თომას დე ვაალი, ვაშინგტონის Carnegie Endowment-ის სამხრეთ კავკასიის სპეციალისტი. „ეს არ არის პარლამენტი ან ტელევიზია მაინც. ეს არის ქუჩის საპროტესტო აქციები“. პოლიტიკური ძალადობა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე დაიწყო. 1991 წლის შემოდგომასა და ზამთარში, თბილისის ცენტრი საომარ ზონას გავდა – არაფორმალურმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის პირველ პოსტ-საბჭოთა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გაქცევა აიძულეს. პერიოდული შეტაკებები გამსახურდიას მხარდამჭერებსა და პროსამთავრობო ნახევრად გასამხედროებულ ჯგუფებს შორის 1992-93 წლებში გრძელდებოდა. როგორც პრეზიდენტი გამსახურდიას მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძე სამ შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩა. 2003 წლის ნოემბრის პროდასავლურ „ვარდების რევოლუციას“, რომელმაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება დაამხო და ქვეყნის სათავეში არჩევნებში გამარჯვებული სააკაშვილი მოიყვანა, თითქოს ქუჩის ბრძოლები უნდა დაესრულებინა და საქართველოში ახალი დემოკრატიული ეპოქის დასაწყისი გამხდარიყო, რომელშიც სხვაობები არჩევნებში და პარლამენტში უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მალევე სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის დროინდელი მოკავშირეები ჩამოიშორა, რადგან ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრაცია დაიწყო, უხშობდა რა ხმას ოპოზიციას და მრჩევლების ძალიან ახლო წრეს დაეყრდნო, განსაკუთრებით თავის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს. ორი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკურ სხვაობებს ქუჩაში გადადინების ტენდენცია ახასიათებთ ის არის, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ და ოპოზიციური ძალები ამტკიცებენ, რომ არჩევნები ყალბდება. გარდა ამისა, არსებობს ფართოდ გავრცელებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი მას შემდეგ რაც 2013 წელს მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება და პრემიერ-მინისტრი გახდება. სააკაშვილი ამ ვერსიას აქტიურად უარყოფს. შეთქმულებები და გეგმები ნიუ-ორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი და ავტორი წიგნისა „არამდგრადი დემოკრატია: აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ვარდების რევოლუცია“ ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, რომ მისთვის ცხადია ის, რომ „ეს მთავრობა უფრო მეტადაა დაინტერესებული ძლიერი სახელმწიფოს, ძლიერი ბიზნეს გარემოს იდეით, ვიდრე დემოკრატიით“. „ასე იყო საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში და ეს უკვე ცხადია“, ამბობს მიტჩელი. „ეს გახდება დაბრკოლება არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, არამედ საბოლოო ჯამში ის პრობლემებს შექმნის ამერიკასთან ურთიერთობაშიც“. 2007 წლის ნოემბერში, პოლიციამ სასტიკად დაარბია ანტისამთავრობო გამოსვლები თბილისის ცენტრში, რაც მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო. საპროტესტო აქციების ბოლო რაუნდი 21 მაისს დაიწყო, როდესაც ბურჯანაძე, ჯერ სააკაშვილის მოკავშირე ვარდების რევოლუციაში, დღეს კი მისი სასტიკი მეტოქე, სათავეში ჩაუდგა ქუჩის აქციებს, რომელიც, მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებას „რევოლუციურად“ დაასრულებდა. ხელისუფლებამ დემონსტრანტებს თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე აქციების ჩატარების უფლება 25 მაისს დღის ბოლომდე მისცა, შემდეგ მათ უნდა გაეთავისუფლებინათ ტერიტორია სამხედრო აღლუმისთვის, რომელიც ამ ადგილას მეორე დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისს) უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლებამ მომიტინგეებს ალტერნატიული ადგილი შესთავაზა პროტესტის გაგრძელებისთვის, მაგრამ ბურჯანაძემ ეს შეთავაზება უარყო. ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა დაშალაზე უარი განაცხადეს და დაჯგუფებულები პოლიციას ჯოხებით თავს დაესხნენ, რასაც სასტიკი საპასუხო რეაქცია მოჰყვა. მას შემდეგაც კი, რაც მოძალადე ელემენტები გაუვნებელყოფილნი იყვნენ, პოლიცია განაგრძობდა თავდასხმას დემონსტრანტებზე, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ და ჟურნალისტებზე, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. თავის მხრივ, სააკაშვილის მთავრობა ამბობს, რომ დემონსტრაციები რუსეთის მხარდაჭერილი გეგმის ნაწილი იყო და მის დამხობას ისახავდა მიზნად. ბურჯანაძემ მართლაც ბევრჯერ იმოგზაურა მოსკოვში და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, პუტინს რამდენადაც არ უნდა სურდეს სააკაშვილის დამხობა, საუკეთესო შემთხვევაში მას ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. „დღეისთვის რუსეთს საქართველოში ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. ქართულ პოლიტიკაზე მათი გავლენა ძალიან მწირია“, – ამბობს ვაალი. „მათ შეიძლება მცდელობები ჰქონდეთ – ინციდენტები მოაწყონ, ცოტა ფულიც გადაიხადონ – მაგრამ იმის თქმა, რომ მათ დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკურ სივრცეზე, ძალიან საეჭვოა“. არანაირი სწრაფი გამოსწორება სააკაშვილის მთავრობისა და რადიკალური ოპოზიციის ფონზე, ოპოზიციის ზომიერ ფრთას ახლა საკუთარი დღის წესრიგის წარმოჩენის შანსი გაუჩნდა. „ვფიქრობ ამ ტრაგედიის ფონზე ერთი რამ გაირკვა“, ამბობს ოპოზიციონერი ალასანია. „ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა ეს ძველი სტილის პოლიტიკა. ვფიქრობ გაჩნდა შესაძლებლობა ჩვენთვის, ანუ მათთვის ვინც ცდილობს დაამკვიდროს ახალი სტილის პოლიტიკური კულტურა, ის რომ შენი პოლიტიკური ოპონენტი შენი მოსისხლე მტერი არ არის; რომ შეგვიძლია ერთმანეთს მოვუსმინოთ და დრო და დრო დავეთანხმოთ ერთმანეთს“. რვა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც ქუჩის აქციებში მონაწილეობაზე უარი თქვეს (მათ შორის ალასანიას „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“, „რესპუბლიკური პარტია“ და სხვები) მიისწრაფვიან საარჩევნო სისტემის რეფორმირებისკენ, იმისთვის, რომ მომდევნო პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ სურს რეფორმებზე დათანხმება, რომელიც მმართველ პარტიას პარლამენტზე კონტროლს დააკარგვინებს. დე ვააალი ამტკიცებს, რომ მანამ სანამ მთავრობა უარს ამბობს ნებისმიერი შეცდომის აღარებასა და კრიტიკაზე, გარდატეხის მიღწევა შუძლებელია. „ამ კათარზისული მომენტისთვის თქვენ გჭირდებათ არა ერთმანეთის დადანაშაულება, არამედ დანაშაულის აღიარების განცდა ორივე მხრიდან, რომ „ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და ეს უნდა გამოვასწოროთ““, – ამბობს იგი. „ქართული პოლიტიკა ძალიან ემოციურია. ენა ექსტრემალური. სამწუხაროდ ამ კათარზისული მომენტის მოახლოვებას ვერ ვხედავ“. თანაავტორები: მზია ფარესიშვილი, დავით ჩაგანავა და სალომე ასათიანი „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროდან. ორიგინალი ორიგინალი
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif შონ ვოლკერი რუსეთი ყველა ჯურის ვარსკვლავისთვის დამატებითი ნაღდი ფულის საშოვნელად ნაყოფიერი ადგილია, იქნება ეს ოლიგარქი, რომელიც თავის საყვარელ მომღერალს გამოიწერს, თუ ჰოლივუდის ვარსკვლავების დესანტი, რომელმაც წვეულება უნდა გამოაცოცხლოს მაგრამ ერთი ადამიანი ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად ჩნდება და ეს ადამიანი შერონ სტოუნია. ნებისმიერ სიტუაციაში რომელიც რუსეთს უკავშირდება, მისი მომღიმარი სახე ისე ჩნდება, როგორც მრავალჯერ ნანახი კოშმარი – მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რის გამო გაიმართა ესა თუ ის წვეულება – ის ყველაფერში მონაწილეობს. ერთმა სარწმუნო წყარომ რუსეთში უცხოელი „წამყვანების“ ჩამოყვანის ფასები გამანდო – სტოუნი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია, ამბობენ რომ ის ყველა ჩამოსვლაზე $250 000 იღებს. გადაუხადე ამდენი და თუ განრიგიც ხელს უწყობს დიდი შანსია რომ გეწვიოს. ერთი კვირის წინ სტოუნი მოსკოვში მუსიკალური პრიზების გადაცემას დაესწრო. „მე მიყვარს რუსეთი, მე მიყვარს ეს ქვეყანა. რუსეთთან დაკავშირებული ყველაფერი მიყვარს“ – იკრიჭებოდა ის გიჟური აპლოდისმენტების ფონზე. ორი დღის შემდეგ კი თბილისში ჩავიდა, საქართველოს დედაქალაქში, 2008 წლის რუსულ-ქართულ ომზე პროპაგანდისტული ფილმის პრემიერაზე, არადა ამ ფილმში მისი საყვარელი რუსების არც თუ ისე სასიამოვნო (და ხანდახან არც თუ ისე სარწმუნო) პორტრეტია დახატული. მან მოსკოვის N1 პირველ მტერთან, მიხეილ სააკაშვილთან წახუმრების დროც გამონახა. იმედი მაქვს იმას არ მოუყვებოდა, როგორ უყვარს ყველაფერი რუსული. ეს ბოლო ამბებია იმ ქეიფების გრძელ ნუსხაში, რომელთაც სტოუნი დასწრებია. ის იმ ყბადაღებულ „საქველმოქმედო“ აუქციონზეც იყო გასულ დეკემბერს პეტერბურგში, რომელზეც ვლადიმერ პუტინმა „ბლუბერი ჰილის” საძაგელი ინტერპრეტაცია წარმოადგინა, ხოლო როდესაც კამერები გამოირთო, რუს პრემიერ-მინისტრთან ერთად იმღერა კიდეც. როდესაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაარკვია, რომ კიბოთი დაავადებულმა იმ ბავშვებმა, ვის გამოც მოეწყო კონცერტი ერთი კაპიკიც კი არ მიიღეს, ორგანიზატორმა (პუტინის ძველმა მეგობარმა) განაცხადა, რომ რეალურად მთელი ამბავი პრობლემის გარშემო „ინფორმირეაბა“ იყო და არა თანხების მოზიდვა. მარტში სტოუნმა უცნაური წინადადება მიიღო – როიალ ალბერტ ჰოლში კევინ სფეისისთან ერთად მიხეილ გორბაჩოვის 80 წლისთავისადმი მიძღვინილი საღამოს წაყვანა შესთავაზეს. იქ თავისუფლებაზე რამდენიმე ბანალური გამონათქვამი და მერე რამდენიმე საზარელი კალამბური წარმოსთქვა და მერე კევინ კეისისთან უცნაური, ცუდად ინსცენირებული და ყალბი ფლირტი გააბა. დარწმუნებული ვარ სულ ოდნავ მეტი ფანტაზია რომ ჰქონოდათ, ორგანიზატორები გორბაჩოვის დიდ დღეზე წამყვანად ვინმე უფრო გულწრფელის მოძიებას შესძლებდნენ, ვინმეს ისეთისას რომელსაც 1980-იანი წლების რუსეთთან მართლა რაღაც აკავშირებს. შესაძლოა ამისთვის ფულიც კი არ გადაეხადათ. ნაძლევის ჩამოსვლას რომ ვაპირებდე, სტოუნის შემდგომი დანიშნულების პუნქტად გროზნოს დავასახელებდი. იქაურმა დიქტატორმა რამზან კადიროვმა ერთხელ უკვე გამოიწერა რობერტო კავალი იმისთვის, რაც ფეშენ შოუს არ ჰგავდა და აგრეთვე ფეხბურთის ჩამქრალი მსოფლიო ვარსკვლავების მთელი გუნდიც ჩამოიყვანა, რათა მათთან ამაოების მატჩი ეთამაშა (რობი ფოულერო და სტივ მაკმანამან, ჩაქინდრეთ თავები სირცხვილის ნიშნად). დარწმუნებული ვარ შესაბამის ფასად სტოუნი სიხარულით შესცინებს კამერებს და ილაპარაკებს მშვიდობასა და სტაბილობაზე, რომელზეც ჩეჩნეთი დგას. რამდენიმე რჩევა კადიროვს – სანამ სტოუნის ხელში ჩაგდებას გადაწყვეტთ, ჯერ მას რუქა აჩვენეთ, რადგან აშკარად ვერაა ძალიან მაგარი კავკასიის გეოგრაფიაში. „აზერბაიჯანი? ეს რაღას ნიშნავს?“ – იკითხა მან ორი წლის წინ, აშკარად დაბნეულმა, როდესაც სუფლიორზე მისი მასპინძლის, თურქეთში ახლად გახსნილი სასტუმროს მფლობელი მილაიარდერის გვარი დაიწერა. „ამას ვერ წარმოვთქვამ! ჩაკა ხანი, ჩაკა ხანი!“ არყის კოქტეილს სხვა ამაზე ლამაზ ადგილას ვერ მოწრუპავთ არის რაღაც ძალიან რუსული პეტერბურგის ჩრდილოურ კლიმატში – ან ყველაფერი, ან არაფერი. ზამთარში ძირითადად ბნელა, ყველაფერი მოყინულია და საშინელი, ხმაურიანი ქარებითაა გაუკაცრიელებული. ზაფხულში მზიანი ცხელი დღეები გრძელ, ნათელ საღამოებში გადადის და ორიოდე საათის ბინდის შემდეგ ისევ ამოდის მზე, თუმცა ღამის ცხოვრება ჯერ კიდევ დუღს. მოქეიფე პუბლიკა არხებში ნავებით მოგზაურობს, მერე კი ნავები მდინარე ნევას სანაპიროზე ჩერდებიან. თვალდაბინდული ადგილობრივები, ტურისტებთან ერთად სვამენ და ყველაფერი ეს ერთი დღიდან მეორეში უცვლელად გადადის. რუსეთი არაა ცნობილი თავისი სასიამოვნო ურბანული სივრცეებით. თითქმის მთელი რუსეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირი მაქვს მოვლილი, ჰოდა ასეთი ჩვევა გამომიმუშავდა, საუკეთესო ქალაქებს ასე აღვწერ: „არც ისე ცუდი რეგიონისთვის“, ან „საკმაოდ სასიამოვნოა“, მაგრამ ამ კვირას სახურავზე წამომჯდარი არყის კოქტეილს ვსვამდი, გადმოვყურებდი ტაძრებსა და სასახლეებს, რომლებიც ღამეში მოვარდისფროთ ანათებდნენ და მივხვდი რომ პეტერბურგზე ივნისში ვერ იტყვი ასე - რეგიონისთვის არა უშავს რა. ამ დროს ის მსოფლიოს ულამაზეს ქალაქებს უტოლდება. ნუ ასწავლით სასტუმროების რუს თანამშრომლებს ამერიკელების მიბაძვას ბედმა გამიღიმა, რომ უიქენდი პეტერბურგში ახლად გახსნილ W-ში გავატარე, კომფორტული სასტუმროების ქსელის ბოლოდროინდელ ნაგებობაში, რომელიც სულ უფრო გლობალურ სახეს იძენს. ყველაფერი ძალიან კარგი იყო, ფუფუნების სათანადო ხარისხი და დეკადენტური წვეულებები. მაგრამ ერთმა რამემ შემაწუხა. ერთხელ ნომერში სადილს ვუკვეთავდი და ხალისიანმა ხმამ ყურმილში ასეთი კითხვა დამისვა – ხომ არ ინებებდით „ვეტია უიზლის“. (უიზლის ისე ჟღერს, როგორც სინდიოფალა). უკაცრავად – ვუპასუხე – მე არა ვარ დარწმუნებული, რომ მესმის ის რასაც მეკითხებით, მაგრამ სინდიოფალასთვის ალბათ დამაჯარიმებდნენ, გმადლობთ. „ვეტია უიზლი“ – იმეორებდა ის. ბოლოს მორცხვად მკითხა, წყალი ხომ არ გინდათო. აღმოჩნდა, რომ წყალს W-ს ოტელებში ასე გთავაზობენ – ყელს ხომ არ გაისველებდით და საწყალ რუსებსაც, როგორც სჩანს უთხრეს, რომ ასევე უნდა მოქცეულიყვნენ. სასტუმრო სავსე იყო ასეთი პატარა ფრაზებით. როგორც სჩანს ისინი ნიუ-იორკის ოფისში ამერიკელმა ბრენდ-დირექტორმა გამოიგონა – მომსახურე პერსონალი, რომელიც მუდმივად წარმოსთქვამს „როცა გნებავთ, რაც გნებავთ“. მომღიმარი სახეები და მანიაკალურად შემსრულებლური განწყობა, რაღა თქმა უნდა ნამდვილად განსხვავდება ჩვეულებრივი საბრალო რუსული მომსახურებისგან, მაგრამ მე იმის განცდა არ მტოვებდა, რომ როდესაც სასტუმროთა ქსელს უნიფიცირებას უკეთებდნენ, W-მ სასურველის საპირისპიროს მიაღწია – დამახასიათებელი და უცნაური იძულებით და შაბლონურ მოვლენად აქცია. ორიგინალი ორიგინალი
  9. /get_img?ImageId=4024 „საქართველოს ქალები“ პარლამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. მიმართვაში „სპეციალური კომისიის შექმნას, 26 მაისს მომხდარი ძალადობის ჩამდენი პირების დასჯას, უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, დაკარგულ პირთა მოძებნასა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას“ მოითხოვენ. დღეს დაახლოებით 150–მდე ქალი ლოზუნგით– „საქართველოს ქალები ღირსების და სიცოცხლის გადასარჩენად“ სხვადასხვა არასამთავრობო და ქალთა ორგანიზაციების („ქართული აკადემია“, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, საზოგადოებრივი დამცველი მანანა კობახიძე, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრი“, „გადაარჩინე სიცოცხლე, ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი ქეთი ბექაური, მსახიობი ნანა შონია, „ქალთა პარტია“) თაოსნობით პარლამენტთან ამ მოთხოვნებით შეიკრიბა. „მოძალადე ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს იმდენი აკადრა, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო –ქალთა პროტესტს მიაღწია. ეს პროტესტი ძალადობის, სისასტიკის, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისკენ არის მიმართული. არა აქვს მნიშვნველობა, რომელი ოპოზიციური ჯგუფის წინააღმდეგ გამოიყენა. ეს პირველ რიგში ქართველი ხალხისკენ მიმართული სისასტიკე იყო. 26 მაისს სამართალდამცავთა მხრიდან აქციის დარბევისა და მსხვერპლის გამო საერთაშორისო საზოგადოების, კერძოდ, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაეროს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესმენების, ასევე საერთაშრისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ოფიციალური გაკეთებული განცხადებებით მოთხოვნილი იყო კომისიის შექმნა და ობიექტური გამოძების ჩატარება. ჩვენ –საქართველოს ქალები მივიჩნევთ, რომ მხოლოდ სამართლის უზენაესობას და კანონისადმი პატივისცემას შეუძლია უზრუნველყოს პიროვნების თავისუფლება და ადამიანთა თანაარსებობა ძალადობის გარეშე“,–ნათქვამია მიმართვაში, რომელიც დღეს ასზე მეტი ხელმოწერით პარლამენტში შეიტანეს. „ის, ვინც პარლამენტშია, არ უნდა ჭირდებოდეს ქუჩაში, წვიმაში ამდენი ადამიანის დაყენება იმისთვის, რომ ის გააკეთონ, რაც ისედაც ევალებათ“, –ამბობს მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელიც ასევე იმყოფებოდა პარლამენტის წინ შეკრებილ ქალებთან ერთად. „უსამართლობის გამო და ღირსების აღსადგენად მოვედი დღეს აქ. არც შვილი მყავს, არც ოჯახი მაქვს და მაინც მოხუცი ქალი ვერ ვჩერდები სახლში“,–ამბობს 75 წლის აქციის მონაწილე ლალი ბერიშვილი. აქციის მონაწილეთა თქმით, ამით ქალთა შეკრებები არ დამთავრდება. ისინი მომავალ სამშაბათს, ორ საათზე, პარლამენტთან ისევ მივლენ, რომ გაიგონ, განხილვის რა ეტაპზეა მათ მიერ პარლამენტში შეტანილი მიმართვა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg სტივ ლევაინი დაახლოებით სამი წლის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაუაზრებლად იმოქმედა და რუსეთთან ომი წამოიწყო, მაგრამ სააკაშვილი არ ფიქრობდა, რომ გაუზარებლად მოქმედებდა – დარწმუნებული იყო, რომ შეერთებული შტატები ზურგს უმაგრებდა ის შეცდა – აშშ მხარს უჭერდა საქართველოს, როგორც დიდი ნავთობსადენის სტრატეგიულ ბასტიონს, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ვაშინგტონი მზად იყო ყოფილ ბირთვულ სახელმწიფოსთან საბრძოლველად. შედეგად რუსეთმა დაიპყრო ორი რეგიონი, რაც საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედია და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მას შემდეგ სააკაშვილი მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობდა ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას, წერს Carnegie Endowment-ის თანამშრომელი თომას დე ვაალი თავის ყოველმხრივ ანალიზში სააკაშვილის საქართველოს შესახებ. დღეს ვიეტნამი ნამდვილ სახანძრო წვრთნებს ატარებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, ახდენს რა იმის დემონსტრირებას, რომ ის არ შეშინდება ჩინეთის წ####ბთან დაკავშირებული დავით, სადაც სავარაუდოდ ნავთობის უზარმაზარი მარაგებია. ამ შაბათ-კვირას ჰანოი მის ყოფილ მტერს – შეერთებულ შტატებს – არწმუნებდა დახმარებოდა მას კონფლიქტის ესკალაციის პრევენციაში – იუწყება Financial Times-ის ბენ ბლენდი. ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებს გარკვეული ვალდებულება ეკისრება. გასულ პარასკევს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ “შეწუხებულია” დაძაბულობის ზრდით. შარშან აშშ-მ შეასრულა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების თხოვნა და შეეწინაღმდეგა მათი დაცვის ინსტინქტს, თუმცა გასულ ზაფხულს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამბობდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად იყო. შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, როგორი ხისტი იქნებოდა აშშ-ს პასუხი ვიეტნამის მსგავს სიტუაციაში. ვერ ვიტყვით, რომ პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავიამზიდს გააგზავნის სადავო ზონაში – აშშ იარაღის ჟღარუნისგან თავს შეიკავებს, მაგრამ სხვა ნაბიჯებთან ერთად კლინტონმა შეიძლება ახალი მკაცრი გაფრთხილებები წამოაყენოს იმ ვარაუდით, რომ პეკინიც შესაბამისად ალაგმავს საკუთარ ქცევას. საბოლოო ჯამში, ორივე რეგიონი მოწყვლადია (კავკასია მოსკოვისთვის და სამხრეთ-ჩინეთის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიური სახელმწიფოები პეკინისთვის) და მეტ-ნაკლებად თავად უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე. ეს მხოლოდ ერთი ფაქტორია, რომელიც 1990-იანებს დღევანდელი დღისგან მიჯნავს. სამხრეთ-ჩინეთის ზღვის მოვლენები ცხაყოფს, რომ პოტენციური კონფრონტაციიდან უმტკივნეულოდ გამოსასვლელად ჩინეთი ბრძოლაში ვერ დაეყრდნობა ახალ ეპოქაში მისი ადგილის აღქმას. კავკასიაში აშშ პრაგმატულად მზადაა იმისთვის, რომ საკუთარი ლიმიტი მთელ მსოფლიოს აჩვენოს, მაგრამ ეს ასე არ არის სამხრეთ- ჩინეთის ზღვასთან, სადაც სასწორზე ბევრად უფრო მეტი რამ დევს, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით ჩინეთი უკან დახევაზე უფრო მეტს გააკეთებს. ორიგინალი ორიგინალი
  11. თვითნებური დაკავების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე, საქართველოში ჩამოდის გაეროს სამუშაო ჯგუფი სპეციალური მომხსენებლის, ბ-ნ მალიკ სოუს ხელმძღვანელობით. ვიზიტი ფარგლებში 14-25 ივნისს დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებების დამცველებთან და მთავრობასთან. ასევე, მათი მანდატიდან გამომდინარე, დაგეგმილია ვიზიტები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. დელეგაციის მოთხოვნის საფუძველზე, 16 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ეპატიჟება მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც 26 მაისის მოვლენების დროს იყვნენ უშუალო მონაწილეები/თვითმხილველნი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. ერისიმედი აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელია. აქ აჭარელი ეკომიგრანტები 23 წლის წინათ ჩაასახლეს. სოფლის ტერიტორიის ნაწილი დღემდე სადავოა. გაურკვევლობის გამო მოსახლეობის ნაწილი სახლების პრივატიზებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სოფელში არა აქვთ საბავშვო ბაღი, სკოლა კი ავარიულია. ზედ საზღვარზე ცხოვრების გამო მოსახლეობას ათასგვარი პრობლემა ექმნება. როგორც თავად ამბობენ, ნახევარი ერისიმედი უკვე "კრიმინალია", ანუ ციხემოხდილი. ციხეში მათ, როგორც წესი, საზღვრის დარღვევის გამო სვამენ. საზღვარს კი, ძირითადად, გაღმა მხარეს გადასული საქონლის მოსაძებნად არღვევენ. სალმან ქავთარაშვილი, ადგილობრივი: "ერთხელ გადავედი საზღვარზე, ძროხებს გადავყევი და 9 თვე მომცეს, აზერბაიჯანში ვიჯექი. ნახევარი სოფელი ასე ჰყავთ დაჭერილი". მიუხედავად იმისა, რომ სოფელში საზღვრამდე ღობეა, მოსახლეობის ხარ-ძროხა აზერბაიჯანის მხარეს მაინც ხშირად იპარება. გადასულის უკან მობრუნება საკმაოდ ძნელია. ერისიმედელები ამბობენ, რომ საზღვრის გამო საქონელი ხშირად დაკარგვიათ. მედიკო დეკანიძე, ადგილობრივი: "1992 წელს ჩამოგვასახლეს აჭარიდან. მაინც იქ მირჩევნია, ჩემს სამშობლოში. აქაც პირობებით ვერ დავიკვეხნით. საბავშვო ბაღი არ არის, საკუთარი შვილიშვილის ძიძა ვარ. ჩემი შვილი და მისი მეუღლე ორივე მინდორში მუშაობენ, ბავშვს მე ვუვლი. ასეთ პატარა ბავშვს რომ დედა დატოვებს, მაგრამ რა ქნან?! შარშან გვალვა იყო და მოსავალი არ მოვიდა. მთელი ზამთარი ნახევრად ვშიმშილობდით". მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა აყრილი გზაა. სახელმწიფო ტრანსპორტი აქ არ მოძრაობს, კვირაში ერთხელ საკუთარი ფულით სამარშრუტო ტაქსს ქირაობენ. დარეჯან ხოზრევანიძე, ადგილობრივი: "გზა გვინდა, მოწყვეტილები ვართ. სანამ სასწრაფო მოვა...” სალმან ქავთარაშვილი, ადგილობრივი: "გზა არ არის. ერთხელ შემთხვევა იყო, ორსული მანქანით მიჰყავდათ და გზაზე იმშობიარა ქალმა". სიშორისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ერისიმედელი ბავშვების ნაწილი პირდაპირ სახლის პირობებშია გაჩენილი. ამ სოფელს თავისი ბებიაქალი ყავს, თალიკო მახარაძე. მას სამედიცინო განათლება არასოდეს მიუღია, უბრალოდ 1990-ან წლებში გაბედა და მშობიარობა მიიღო. მას შემდეგ თალიკოს ხელში 99 ბავშვი დაიბადა. 10 წლის მარიკა გელაძეც სახლშია დაბადებული. ოჯახში ნაბოლარაა, მეხუთე შვილი. როგორ მისი დედა ამბობს, 400 ჰქონდა წნევა, როდესაც თალიკო მახარაძემ ამშობიარა, "ასეთი პაციენტები ზოგჯერ სამშობიაროებშიც უკვდებათ, მე კი არაფერი დამმართნია". ერისიმედში, ძირიდათად, თავს მიწაზე მუშაობით ან მესაქონლეობით ირჩენენ. თუმცა, შემოსავალი ყველას მაინც არ ჰყოფნის. მადონა დეკანაძე, ადგილობრივი: "შვიდი შვილი მყავს. სოციალურ დახმარებას, 180 ლარს, ვიღებ. არაფერში მყოფნის. ჩემი უფროსი შვილები, მე-11, მე-9 კლასებში არიან და დღეში 15 ლარად მუშაობენ მინდორში. უმცროსი ბიჭი 4 წლისაა, ცერებრალური დამბლით დაიბადა, ვერ დადის. მხოლოდ წელს მოვახერხე, ექიმთან ჩამეყვანა. სპეციალური ფეხსაცმელი გამოუწერეს. ეს ფეხსაცმელი რომ შემეძინა, ძროხა გავყიდე. ექიმმა მითხრა, ყოველ 21 დღეში ჩამოიყვანე ბავშვიო, სამი თვე გავიდა და ვერ ჩამყავს, ფული არა მაქვს. არადა, თუ ვუმკურნალე, ჯოხით მაინც ივლიდა”. ერისიმედში ბავშვები ბევრია, აჭარლები მრავალშვილიანობით გამოირჩევიან. ადგილობრივ სკოლაში ასამდე მოსწავლე დადის და ასივეს ერთი და იგივე პრობლემა აქვს – სკოლა არ უვარგათ. ორსართულიანი შენობა უკვე კარგა ხანია, ავარიულია. ოთახები იმდენაად პატარაა, 4-5 მერხი ძლივს ეტევა. ეს მერხებიც პირდაპირ დაფასთან დგანან, რის გამოც ბავშვების მხედველობას საფრთხე ექმნება. ფანჯრები ალაგ-ალაგ შუშის გარეშეა, ავარდნილია იატაკიც. ამასთან, სოფელში საერთოდ არ არის საბავშვო ბაღი. მცირეწლოვან ბავშვებს ვერსად ტოვებენ. სიღნაღის რაიონის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ სკოლასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში განაცხადი შეიტანეს. ნოდარ კოჭლამაზაშვილი: "ძალიან კარგად ვიცი, ეგ სკოლა რა დღეშიცაა. რამდენჯერმე უკვე შევარემონტეთ. ახლა განათლების სამინისტროში ვითხოვეთ, ან რეკონსტრუქციისთვის გამოყონ თანხა, ან კოტეჯები ჩადგან”. რაც შეეხება ტრანსპორტს, გამგებლის თქმით, გეგმავენ, ხაზზე ერთი ერისიმედელი მძღოლი დააყენონ, რომელსაც სამარშრუტო ტაქსიც აქვს. კოჭლამაზაშვილის თქმით, ეს საკითხი დაახლოებით ერთ თვეში მოგვარდება. /get_img?ImageId=4022 ერისიმედში ბავშვებისთვის სკოლა ავარიულია, საბავშვო ბაღი კი საერთოდ არ არსებობს. ფოტო: გიორგი კუპატაძე სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/06/carnegie-150x36.jpg თომას დე ვაალი საქართველო გარდამავალ პერიოდში შედის მისი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით 2012-2013 წლებში, რის შემდეგაც ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. დღევანდელმა მთავრობამ ფუნქციონირებადი სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რომელიც მოქალაქეებს მომსახურებას სთავაზობს, თუმცა საქართველოს ეკომომიკური სურათი კვლავ ძალიან არადამაჯერებელია მმართველ ელიტას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ ჰყავს სერიოზული შიდა პოლიტიკური ოპოზიცია, თუმცა ის ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, რომ საკუთარი თავი ხელახლა უნდა გამოიგონოს. ის ანგარიშვალდებულების დეფიციტს განიცდის და საქართველოს ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაქცევის საფრთხეს უქმნის. წლების განმავლობაში არაფორმალური და იმპროვიზებული გზით მართვის შემდეგ, საქართველოს მთავრობას სჭირდება ინსტიტუტების აშენება და გრძელვადიანი განვითარების მოდელის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება. სამი იდეა საქართველოს განსხვავებული მიმართულებით ექაჩება. ერთი – კონსერვატიული ტრადიციული კონცეფციაა „ძველი საქართველოს“ შესახებ, რომელიც პატივსაცემია, თუმცა მას როგორც ეკონომიკურ ან პოლიტიკურ მოდელს მცირე პოტენციალი გააჩნია. მეორე იდეას, რომელიც საქართველოს მეორე „სინგაპურად“ მოიაზრებს, გახსნილს მსოფლიო ინვესტიციებისთვის, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, განსაკუთრებით ჯერ კიდევ გავლენიან ლიბერტარიანულ ჯგუფში, რომელსაც მიაჩნია რომ საქართველოს მაქსიმალური დერეგულაცია ესაჭიროება, თუმცა დღევანდელ დღეს საქართველოში უცხოური ინვესტიციების ვარდნაა და ეს მოდელი ვერ გადაწყვეტს ისეთ ღრმა პრობლემებს, როგორიცაა რეგიონებში სიღატაკე და უმუშევრობის მაღალი დონე. ევროკავშირი მესამე გზას სთავაზობს, სავარაუდო ღრმა და ყოველმხრივი თავისუფალი ვაჭრობის სფეროს, რომელიც ინსტიტუციონალური რეფორმების სანაცვლოდ ქვეყნისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარს პრივილეგირებულად ხელმისაწვდომს გახდიდა. ეს გზა მმართველი ელიტისგან მოითხოვს უარის თქმას, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ ძალაუფლებაზე. ევროკავშირმა ეს იდეა არასაკმარისად „გაყიდა“ და ის მეტ უცხოურ ტექნიკურ დამხარებას მოითხოვს იმ მარეგულირებელი ტვირთის შესამსუბუქებლად, რომელსაც ის ქვეყანას დააკისრებს, მაგრამ ეს გზა საქართველოს გრძელვადიან განვითარებაზე იმედისმომცემ პერსპექტივას და ევროპაში დამკვიდრების შესაძლებლობას სთავაზობს. ორიგინალი ორიგინალი
  14. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/06/HRHN.jpg უფლებადაცვითი ორგანიზაციები: ფონდი ”ადამიანთა უფლებების სახლი” (HRHF), ”ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაცია” (FIDH), ”მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ” (OMCT), ”ჰელსინკის ნორვეგიის კომიტეტი” (NHC) გმობენ თბილისში, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით გამოყენებას. ქვევით იხილეთ ამ ორგანიზაციების ერთობლივი წერილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ასლი: შინაგან საქმეთა მინისტრს, ივანე მერაბიშვილს უფლებადაცვითი ორგანიზაციები: ფონდი ”ადამიანთა უფლებების დაცვის სახლი” (HRHF), ”ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაცია” (FIDH), ”მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ” (OMCT), ”ჰელსინკის ნორვეგიის კომიტეტი” (NHC) გმობენ თბილისში, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მშვიდობიანი, ანტი-სამთავრობო გამოსვლის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით გამოყენებას. ჩვენი ორგანიზაციები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ეს შემთხვევა წარმოადგენს კიდევ ერთ მაგალითს იმისას, თუ როგორ არ სცემენ საკმარისად პატივს ქართველი ხელისუფალნი მშვიდობიანი შეკრებების უფლებას. მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც 2011 წლის 3 იანვარსა და 25 მარტს ჩატარდა, ასევე ძალადობრივად დაშალა პოლიციამ. ხელმომწერმა ორგანიზაციებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღეს დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დაშლას. ეს დოკუმენტები იმის ილუსტრაციაა, რომ საქართველო პატივს არ სცემს არც თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, არც კონსტიტუციის მოთხოვნას მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. 2009 წლის ივლისში საქართველოს კანონში შეკრბებისა და მანიფესტაციების შესახებ შეტანილი იქნა ცვილებები, რომლებიც ზღუდავს ოფიციალური შენობების წინ შეკრებების გამართვის უფლებას და აწესებს უფრო რთულ პროცედურებს ნებართვის მისაღებად. მას შემდეგ რამდენიმე შემთხვევამ დაადასტურა ამ ჩასწორებათა ნეგატიური ზემოქმედება შეკრებების თავისუფლებაზე. სულ ახლახანს, 2011 წლის 25 და 26 მაისს, თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციის ასობით მხარდამჭერი ძალადობრივად დაშალეს, მას შემდეგ რაც მათთვის მიცემული ნებართვის ვადა ამოიწურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 8 პოლიციელი, ერთი ჟურნალისტი და 27 მოქალაქე, ხოლო დაპატიმრებულია 105 ადამიანი. მაგრამ თანახმად უფლებადაცვითი ორგანიზაციისა, ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ახორციელებს ”ღია საზოგადოება საქართველოს” პროექტს „შეკრებათა თავისუფლების მონიტორინგი“, დაშავებულია 17 ჟურნალისტი და რამდენიმე დაპატიმრებულია. ომბუდსმენის ქართულმა ოფისმა განაცხადა, რომ 152 ადამიანია დაპატიმრებული და ”პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა (…), სამართალდამცავი სამსახურების თანამშრომლებმა ჟურნალისტებს დაუზიანეს აღჭურვილობა და მათ სიტყვიერად და ფიზიკურად ესხმოდნენ თავს.” უფრო მეტიც, დაპატიმრებულთაგან ზოგიერთს სცემეს ციხეებში და მათ არ აძლევდნენ ნათესავებთან და ადვოკატებთან დაკავშირების საშუალებას. ბევრი მათგანი რამდენჯერმე გადაიყვანეს სხვადასხვა საპატიმროში ისე, რომ არ აცნობეს ოჯახებსა და ადვოკატებს, რაც იწვევდა შეშფოთებას მათი უსაფთხოების გამო. ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ცნობით, ათობით დემონსტრანტი ჯერ კიდევ დაკარგულია. ჩვენი ორგანიზაციები ღრმად არიან შეშფოთებულები ზემოთ ნახსენები მოვლენების გამო და საქართველოს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაამხილოს იმ დაკავებულთა ადგილსამყოფელი, რომლებიც დღემდე დაკარგულები არიან და სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) მიერ, 2010 წლის თებერვლის ვიზიტის შემდეგ, ფორმულირებული რეკომენდაცია. CPT-მ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ის, რომ ადვოკატთან დაკავშირების უფლება ნამდვილად მიეცემა ყველა დაკავებულს და ყველა მათგანს გარანტირებულად ექნება დამოუკიდებელი ექიმის კონსულტაციის მიღების უფლება. ეს ინციდენტები ცხადყოფს იმას, რომ საქართველო როგორც ევროპის საბჭოს წევრი, არ ასრულებს საერთაშორისო საზოგადოებისა და ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ მოვალეობებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მას აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას და გაავრცელოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანებების უფლება, რაც დადგენილია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ECHR) მე-10 და მე-11 მუხლებით. იგივე უფლებებს იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი. საქართველომ 2011 წლის ივნისში უნდა გაიზიაროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაცია 106.52, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ წარმოადგინა („გადახედოს 2009 წლის ივლისის შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონს, რომელიც შეზღუდვებს აწესებს შეკრებებისა და დემონსტრაციების უფლებაზე რათა უზრუნველყოს ამ უფლებით თავისუფალი და დაუბრკოლებელი სარგებლობა“). ბოლოდროინდელი მოვლენების შუქზე განსაკუთრებით სასწრაფოა ამ კონკრეტული რეკომენდაციის მიღება, რათა წინ აღუდგნენ დემონსტრანტთა რეპრესიებს პოლიციის მხრიდან. შეშფოთებულები ვართ რა სიტუაციით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: • უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია ECHR და საქართველოს კონსტიტუციით; • უშიშროების ძალებისთვის გამოსცეს ცხადი ინსტრუქციები, რათა შეიზღუდოს დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მათ შორის ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საბაზისო პრინციპებისა და სამართალდამცავი ძალების თანამშრომელთა ქცევის კოდექსის შესაბამისად; • დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული და დაპატიმრებული მშვიდობიანი დემონსტრანტები და 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიან შეკრებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ გააუქმოს ყველა სახის ადმინისტრაციული ბრალდება და ჯარიმა; • დაუყოვნებლივ დაიწყოს ამომწურავი და მიუკერძოებელი გამოძიება ძალის გადამეტებით გამოყენების, საპატიმროებში დემონსტრანტთა მიმართ ცუდი მოპყრობის გამო და ამ ძალადობაში დამნაშავეები გადასცეს სასამართლოს; • ყველა დაზარალებული უზრუნველყოს კომპენსაციით, რეპარაციითა და რეაბილიტაციით. ECHR-ის მე-5 პარაგრაფის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია გადაუხადოს კომპენსაცია ყველა უსაფძვლოდ დაპატიმრებულს და დაკავებულს; • გაატაროს ეფექტური ზომები, რათა უზრუნველყოს რეპრესიების აღკვეთა: ყველა დაპატიმრებული სწრაფად წარსდგეს სასამართლოს წინაშე, დაპატიმრებისთანავე შეეძლოს დაკავშირება მის მიერ შერჩეულ ადვოკატთან, დამოუკიდებელ ექიმთან და ჰქონდეს ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება. ნებისმიერ დაკავებულს უფლება უნდა ჰქონდეს მესამე მხარეს მიაწოდოს დაკავების შესახებ ინფორმაცია; • კანონში შეიტანოს შესწორებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ისე, რომ კანონი შესაბამისობაში მოვიდეს ქვეყნის საერთაშორისო უფლებადაცვით ვალდებულებებთან. წერილის ასლები გადაეგზავნა: • UN Special Rapporteur on the rights to freedom of peaceful assembly and association, Geneva; • UN Special Rapporteur on the promotion and protection of the right to freedom of opinion and expression, Geneva; • UN Special Rapporteur on torture and other forms of cruel, inhuman or degrading treatment or punishment; • UN Working Group on Enforced or Involuntary Disappearances; • Directorate General of Human Rights and Legal Affairs of the Council of Europe, Strasbourg; • Office of the Commissioner for Human Rights of the Council of Europe, Strasbourg; • The Office for Democratic Institutions and Human Rights of the Organisation for Security and Cooperation in Europe, Warsaw; • Mission of the Czech Republic to the United Nations at Geneva; • Mission of the United Kingdom to the United Nations at Geneva; • Members of the Parliamentary Assembly of the Council of Europe; • Delegation of the European Union in Georgia; • The Subcommittee on Human Rights of the European Parliament; • The Norwegian Ministry of Foreign Affairs; • The Standing Committee for Foreign Affairs of the Norwegian Parliament; • The Public Defender´s Office in Georgia; • Members of the Parliamentary Assembly of the Council of Europe, Strasbourg. ორიგინალი ორიგინალი
  15. განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების ახლოდან გასაცნობად და დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად რამდენიმე თვის წინ თბილისის ერთ-ერთი სკოლაში ისევ დავიწყე გეოგრაფიის მასწავლებლობა. 11 მარტს მეათე კლასში ბუნებრივ კატასტროფებზე, კერძოდ, მიწისძვრებზე, მეწყერებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე ვსაუბრობდით. მოსწავლეებს კადრებიც ვაჩვენე – დამეწყრილი სოფლები, მიწისძვრის შედეგები – დანგრეული ქალაქები და სოფლები. განგება თურმე უფრო შთამბეჭდავ "თვალსაჩინოებას" გვიმზადებდა: სწორედ იმ დღეს იაპონიაში საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა. შემდეგი გაკვეთილისთვის კი, როცა ტექნოგენურ კატასტროფებზე ვსაუბრობდით, იაპონია რადიაციის გაჟონვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. იაპონიაში სტიქიის შედეგაც 25-30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და დაიკარგა, მაშინ, როდესაც ჰაიტის მიძისძვრას ლამის 225 ათასი კაცი ემსხვერპლა. ამჯერად მსხვერპლი უფრო ცუნამის მოჰყვა, თორემ მიწისძვრებს იაპონია მეტ-ნაკლებად მომზადებული ხვდება. სტიქიების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ქვეყანა ბიუჯეტის დაახლოებით 5%-ს ხარჯავს. "ღმერთმა დაგვიფაროს და ასეთი მიწისძვრა საქართველოში რომ მომხდარიყო, ალბათ ცოცხალი აღარავინ დავრჩებოდითო", - გულისტკივილით მითხრა იმ დღეს ერთ-ერთმა მოსწავლემ. *** გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 600-მდე სტიქიური უბედურება ხდება, დაახლოებით 240 მილიონი ადამიანი ზარალდება, ეკონომიკური ზარალი კი 100 მილიარდ დოლარს აღწევს. *** პირველი ოფიციალური ცნობები საქართველოში სტიქიების შესახებ მერვე საუკუნიდან გვაქვს. 735 წელს კოკისპირულმა წვიმებმა უდიდესი წყალმოვარდნა გამოიწვია. სტიქიამ მოიცვა მთელი დასავლეთ საქართველო, თუმცა ამ მოვლენამ ისტორიული როლიც ითამაშა: განადგურდა ცხენისწყალსა და აბაშისწყალს შორის განლაგებული არაბთა 30-ათასიანი ლაშქარი მურვან-ყრუს სარდლობით. იმ წყალდიდობას უკავშირდება მდინარე ცხენისწყლის სახელი, ადიდებულ წყალს ცხენებიც ჩამოჰქონდა... *** მარტო მეწყერებისა და ღვარცოფების შედეგად 1995 წლიდან საქართველომ 2 მილიარდზე მეტი იზარალა, დაიღუპა 100-მდე ადამიანი. *** კლიმატის გლობალური ცვლილებისა თუ სტიქიური პროცესების შეჩერება შეუძლებელია, თუმცა, ექსპერტების განმარტებით, რისკების გონივრული მართვისას, შეიძლება, ზარალისა და მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანა. საქართველოში კი, სამწუხაროდ, კატასტროფების მართვა ძირითადად სტიქიებზე რეაგირებაში გამოიხატება. ჰიოგოს გეგმით (იაპონიის ქალაქ ჰიოგოში კატასტროფების მართვის საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს რეზოლუცია -ჰიოგოს გეგმა) კატასტროფების რისკის შემცირება ყველა დონეზე უნდა ხდებოდეს: დაწყებული თემებიდან - დამთავრებული ცენტრალური ხელისუფლებით. უნდა გაძლიერდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა; შემცირდეს გამომწვევი რისკ-ფაქტორები და გაძლიერდეს კატასტროფებისადმი მზადყოფნა. "ადამიანს უფლება აქვს, მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ", - ნათქვამია საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლში. კონსტიტუციისა და ორჰუსის კონვენციის მიხედვით, ადამიანს, რომელიც ცხოვრობს საშიშ ზონაში, უფლება აქვს, იცოდეს, რა ელის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი უფლებაც სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე. *** საქართველოში სტიქიები, ტრადიციულად, გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში აქტიურდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსის, ემილ წერეთლის განმარტებით, ქვეყანაში გეოლოგიური რისკები საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. სტიქიური მოვლენების (წყალმოვარდნა, მეწყერი, ღვარცოფი, სელური ნაკადი) გააქტიურებას კი ისეთი ფაქტორები უწყობს ხელს, როგორებიცაა, ნალექების სიუხვე, კლიმატის ცვლილება, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა. წელსაც, მოჭარბებული ნალექების ფონზე სტიქიების გააქტიურება, ტრადიციულად, მოსალოდნელია მთიან რეგიონებში: მთიან აჭარაში, დუშეთში, ქვემო სვანეთში, ასევე კახეთში... საქართველოში გარემოს გრძელვადიანი ეფექტური პროგნოზი ჯერ არ კეთდება, რაც მოსალოდნელი სტიქიების პროგნოზსაც ართულებს. 100-ზე მეტი ყოფილი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურიდან დღეს მხოლოდ 13 შემორჩა. აჭარისწყლის მთელ ხეობაში, რომელიც სტიქიური თვალსაზრისით საშიშ ზონად ითვლება, აღარ დარჩა არც ერთი სადგური, მხოლოდ ქედელებშია დარჩენილი ერთადერთი პუნქტი. ეს კი გარემოზე დაკვირვებასა და, შესაბამისად, პროგნოზირების პროცესებს ართულებს. ფაქტია, ადამიანები, თემები და მთლიანად ქვეყანა მოუმზადებელი ხვდება ხოლმე სტიქიურ მოვლენებს. მლეთა - არაგვისა და მეწყერის პირისპირ 2010 წლის 24 აპრილი... რამდენიმედღიანი წვიმის შემდეგ ლომისის მთიდან წამოსულმა მეწყერმა მთლიანად ჩახერგა არაგვის კალაპოტი. წყალს გასაქანი რომ აღარ ჰქონდა, დაგუბდა. სოფელ ზემო მლეთის არაგვის პირას მდებარე უბანი, სადაც გაგაძეები და ნაზღაიძეები ცხოვრობენ, განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. წყალმა სრულად დატბორა რამდენიმე სახლი. "რამის გამოტანას ვინ ჩიოდა. ჩემი სახლიდან 85 წლის დედა და ამ სახლიდან, ორი მოხუცი ძლივს გამოვყვანეთ", - ამბობს ვაჟა გაგაძე და მეზობლის სახლსაც გვიჩვენებს. ორივე სახლი მიწით და ქვებით არის სავსე და აღარ იცხოვრება. მდინარის კალაპოტი უკვე კიბესთან არის მისული. ვაჟა გაგაძემ ოჯახთან ერთად მაღაზიადქცეული ყოფილი "ტეკის" შენობას შეაფარა თავი. ოთახში, რომელიც საძინებელიც არის, სამზარეულოც და სასადილოც, ექვსი სული ერთად ცხოვრობს. შარშან სახელმწიფომ სტიქიით დაზარალებულს ერთჯერადად ერთ სულზე 200 ლარი გამოუყო, ეს იყო და ეს. "ყველა ტელეარხმა გააშუქა ჩვენი ამბავი, იყვნენ გამგეობიდან და გუბერნიიდანაც. ჯერ ვაგონებს დაგვპირდნენ, მერე გუდაურისკენ მიწების გამოყოფას, მაგრამ ყველა დაპირება დაპირებად რჩება", - ამბობს მარო წიკლაური. /get_img?ImageId=4019 ვაჟა გაგაძე თავის ნასახლარს გვიჩვენებს გაგაძეების უბნიდან მხოლოდ ერთმა ოჯახმა შეძლო სხვაგან გადასვლა, თბილისში ქირით ცხოვრობენ. სხვებს კი წასასვლელი არსად აქვთ და საკუთარ სახლებში ელიან პროგნოზირებულ სტიქიას. არაგვის ნაპირებს ამაგრებენ, მაგრამ წლევანდელი წვიმიანი გაზაფხული, სავარაუდოდ, ისევ გამოიწვევს სტიქიას. ემილ წერეთლის განმარტებით, 50 –მილიმეტრიანი ნალექების მოსვლის შემთხვევაშიც კი არსებობს მეწყერის გააქტურების რისკი. ვეძათხევი - ღვთის იმედად დარჩენილი სოფელი ჭონქაძის თემის სოფელი ვეძათხევი ქალაქ დუშეთიდან 12 კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ იქ მისვლა ზამთარ-ზაფხულ ჭირს. რამდენიმე წლის წინათ სოფელი დაიმეწყრა: ბევრი მოსახლე უმძიმეს პირობებში ცხოვრობს და არ იცის, როდის ჩამოენგრევა სახლი! სამანქანო გზაც მაშინ დაზიანდა და დღეს აღარ არსებობს. ჩვენც, სოფელში ასასვლელად, ფეხით ვიარეთ 3-4 კილომეტრი. ერთხელ, თუნდაც ქარსა და თოვლში ამ გზის გავლა კიდევ შეიძლება, მაგრამ ვეძათხეველები სულ ასე დადიან: სოფელში მაღაზიაც არ არის და საჭმელი, ფქვილი, ყველა საჭირო ნივთი ასე დააქვთ. დღეს, XXI საუკუნის საქართველოში, ისევ არიან ბავშვები, რომლებიც უგზოობის გამო ვერ დადიან სკოლაში. ვეძათხევის მეზობელი სოფლის, ოქრუანის დაწყებით სკოლაში ოთხი მოსწავლეა, აქედან ორი - ვეძათხეველი. ვეძათხევიდან სკოლამდე 1,5 კილომეტრია, მაგრამ დიდთოვლობისას ბავშვები ვერ ახერხებენ სამეცადინოდ სიარულს. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ ზოგიერთი მოსწავლე სკოლა-ინტერნატში გადაჰყავთ, ზოგი კი ვეღარც აგრძელებს სწავლას. ჩვენი სტუმრობისას სოფელში ლოგინად მყოფი სამი ადამიანი დაგვხვდა, რომლებიც უგზოობისა და უსახსრობის გამო ვერ მიდიოდნენ ექიმთან. მათ შორის იყო ორი კვირის წინ ფეხმოტეხილი ნინო ქაფიაშვილი, რომელიც ხალხური საშუალებებით მკურნალობდა. მასთან სასწრაფო დახმარების ექიმი მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც რაიონის გამგებელს ვთხოვეთ დახმარება. გინეკოლოგთან ჯერ არ იყო მისული ნინო ქაფიაშვილის ფეხმძიმე რძალიც. ვეძათხევსა და ოქრუანში 18-მდე ოჯახი დაზიანებულ, ზოგი კი საცხოვრებლად საშიშ სახლებში ცხოვრობს. ეს გეოლოგების დასკვნაშიც წერია და ვიზუალურადაც ჩანს. /get_img?ImageId=4021 ასეთ პირობებში ცხოვრობენ ვეძთხეველები ვეძათხეველები ხელისუფლებას გასახლებას სთხოვენ. ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ოჯახის გასახლებაზეა საუბარი, თან აქაურთათვის შედარებით უცხო - კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. არადა, წლების წინ აქაურთა უმეტესობა უკვე იქცა მიგრანტად: ისინი ხევსურეთიდან ჩამოასახლეს, ჯერ კიდევ იმ დროს, მთაში არსებულ ცხოვრების წესს რომ შლიდნენ და მთიელებს ბარში ასახლებდნენ. შარახევი – შიშნარევი მოლოდინი 2010 წლის 24 მაისი... სოფელი შარახევში ფშავში მდებარეობს, თუმცა ადმინისტრაციულად თიანეთის რაიონს ეკუთვნის. შარშან, 24 მაისს, მოულოდნელად წამოსულმა ღვარცოფმა თითქმის მთლიანად ამოავსო სოფლის ხევი. "მეგონა. ღვთის რისხვა დაიწყო, ისეთი ხმაური იყო", - იგონებს შარშანდელ სტიქიას შარახეველი ნიკო მარაული. ყველაზე მეტად ორი ოჯახი დაზარალდა: მარინა წიკლაურის სახლში ცხოვრება შეუძლებელია და მან დედასთან ერთად სოფლის ყოფილ კლუბს შეაფარა თავი. "რამდენიმე დღე ჩვენს ხევში კი მოდიოდა ატალახებული წყალი, მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია. იმ დღეს კი უცებ წამოვიდა ქვა-ტალახი. ნახეთ, რამხელა ხეები წააქცია. კიდევ კარგი, დილა იყო, თორემ შეიძლება, ვერც გამოგვესწრო სახლიდან", - ამბობს მარინა. გეოლოგების განმარტებით, შარახევში ღვარცოფის საშიშროება წელსაც არსებობს. თან ის ფაქტი, რომ ხევი ამოვსებულია და ტალახის მასას წასასვლელი არსად ექნება, კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. დურუჯი - საუკუნოვანი პრობლემა მდინარე დურუჯი ორი - თეთრი და შავი დურუჯის შეერთების შედეგად მიიღება. ამ მდინარის ხეობაში ეროზიულ-დენუდაციური პროცესები ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს. 1899 წლიდან მოყოლებული ღვარცოფის შედეგად ყვარელში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. XX საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დურუჯზე აშენდა დამბა, რომელსაც პერიოდულად სჭირდებოდა გამაგრება. საბჭოთა პერიოდში მდინარე თითქოს "დაიმორჩილეს", მაგრამ პერიოდული "გაგიჟება" მაინც სჩვეოდა. 80 წელს მიტანებული ციალა მაისურაძე ყვარლის ზემო უბანში, ე.წ. "ყაზარმაში" ცხოვრობს. მას კარგად ახსოვს 1949 წელს მომხდარი უბედურება: დურუჯის მოვარდნამ მაშინ "ყაზარმაში" მცხოვრები მფრინავები და მათი ოჯახის წევრები იმსხვერპლა. დურუჯის გამბიონი ახლაც გამორღვეულია და წელსაც, ტრადიციულად, არსებობს საშიშროება. /get_img?ImageId=4015 დურუჯის კალაპოტი ქალაქ ყვარელზე მაღლა მდებარეობს "ქალაქი ყვარელი ქვა-ღორღში რომ არ დაიმარხოს, ზომები სასწრაფოდაა მისაღები. სასწრაფოდ უნდა შეკეთდეს გაბიონის დაზიანებული ადგილები", - ამბობს ემილ წერეთელიც. ზვავს გადარჩენილნი 2011 წლის 7 თებერვალი... წელს მთელ საქართველოში და მთიან აჭარაშიც გვიან დაზამთრდა. ხულოს რაიონის სოფლებში თოვლი მხოლოდ თებერვლის დასაწყისში წამოვიდა, ორ-სამ დღეში კი იმხელა თოვლი დადო, ბევრი სოფელი მიუვალი გახდა. "დიდი თოვლი იცის ჩვენთან, მაგრამ ორ-სამ დღეში რომ მოსულიყო 4-5 მეტრი, არ მახსოვს. თითქმის ათი დღე მოწყვეტილი ვიყავით სამყაროს", - ამბობს მანიაკეთელი ზურაბ საგინაძე. თვენახევრის შემდეგ, სამანქანო გზა დიოკნისიდან მანიაკეთამდე ჯერ კიდევ არ იყო გაწმენდილი და ჩვენც ფეხით მოგვიხდა 6-7 კილომეტრის გავლა. ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა გურამ კახაძემ ზემოთ სოფელი ბეღლეთი დაგვანახა: ზვავსაშიშროების გამო იქიდან 13 ოჯახი უნდა გასახლდესო, თუმცა როდის, არ დაუკონკრეტებია. ბეღლეთში ასვლა ვერც ჩვენ შევძელით. "დილას, ასე 8-9 საათი იქნებოდა, გარეთ გავედი. ვიფიქრე, ეზოს მაინც გავწარბავ-მეთქი. საშინელი ბურუსი იყო. ქალს დავუძახე, ცოცხი მოეწოდებინა. ამ დროს რაღაცამ დაიგრიალა და მეტი აღარაფერი მახსოვს", - იხსენებს ელგუჯა საგინაძე, რომელიც მარტის ბოლოს ჯერ კიდევ დაუძლურებული იწვა ლოგინში... სოფლის საცხობში. მისი სახლი დიოკნისის თემის სოფელ მანიაკეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილმა ზვავმა იმსხვერპლა. მეზობლების რჩევით, ელგუჯა საგინაძის მეუღლემ, მისმა შვილმა და ფეხმძიმე რძალმა საცხობს შეაფარეს თავი. /get_img?ImageId=4017 საგინაძეების ნასახლარი "დავინახე, უცებ როგორ ჩამარხა ზვავმა კაცი. ვიკივილე, ამ დროს მეც ჩამიყოლა. იმხელა თოვლი იყო, მეზობლებმა, აგერ, უახლოესი სახლიდან, ორი საათის მერე ძლივს მოაღწიეს ჩემამდე. მე რომ ამომიყვანეს, ერთი საათის მერე ძლივს იპოვეს ჩემი ქმარი, სავარაუდოდ მივუთითე, სად შეიძლება ყოფილიყო. მე არა მიშავდა და კაცს, სულზე მიუსწრეს, სულ დასისხლიანებული იყო. "სასწრაფო" აქამდე რას ამოვიდოდა? კაცებმა ჩემი ქმარი მარხილზე დაწვენილი ჩაიყვანეს დიოკნისამდე, სადაც დახვდათ ექიმი. კაცი ისე იყო დასახიჩრებული, ხულოდან ბათუმში გადაიყვანეს. მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო, თორემ ჩვენ სად გვქონდა. ახლა წამლები აქვს დანიშნული, მაგრამ ყიდვა გვიჭირს", - ამბობს ელგუჯას მეუღლე, ლილი საგინაძე. კახაძის განმარტებით, სტიქიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახი 5 ათასი ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. მისი თქმით, რაიონს მეტი შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ვაშლოვანში და კიდევ ორ სოფელში 4 სხვა ოჯახსაც დაენგრა სახლი დიდთოვლობის გამო. ორთაბათუმი - დამეწყრილი თემი 2008 წლის 19 სექტემბერი... "რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. 19 სექტემბერს, საღამოს, წვიმას ჭექა-ქუხილიც დაერთო. ღამის ორი საათი იქნებოდა. უცებ გაიელვა და ისეთი ხმაური გაისმა, ვიფიქრე, რომ დიდი მანქანა დაეტაკა სახლს. მერე მივხვდი, რაღაც ჩაინგრა. სინათლე არ იყო და მხოლოდ მეორე დილას ვნახე: აივანთან ერთად სახლის ნაწილიც ჩანგრეულიყო", - ამბობს 52 წლის ნელი ხალვაში, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად ისევ დამეწყრილ სახლში, პირდაფჩენილი მეწყრის თავზე ცხოვრობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორთაბათუმის თემის სოფელ წინსვალში. /get_img?ImageId=4016 ხალვაშების სახლი მეწყერის თავზე იმ დღეს მხოლოდ ხალვაშების სახლი როდი დაინგრა, დაზიანდა გზები, ხიდები, საკარმიდამო ნაკვეთები. იყო მსხვერპლიც: სოფელ მასაურაში ჩავლეიშვილების სახლის ჩამონგრევისას ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა. ორთაბათუმის თემი 7 სოფელს მოიცავს. ფაქტობრივად ყველა სოფელი აქტიური მეწყრული პროცესების ზონაში მდებარეობს. ხელვაჩაურის თემის რწმუნებული ორთაბათუმის თემში, მერაბ ძნელაძე ამბობს, რომ 2008-2010 წლებში მეწყრული პროცესების გამო 2100 სახლიდან სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა 190, აქედან 40 "საცხოვრებლად საშიშია". ასეთია მიხეილ ბოლქვაძის სახლიც, რომელთანაც 20-25 მეტრი სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის მეწყრული უბანი გაჩნდა. 76 წლის მიხეილ ბოლქვაძე მეუღლესთან ერთად 1957 წელს ჩამოსახლდა ქედიდან ორთაბათუმში. სახლს, ეზოს, ტერასებზე გაშენებულ მანდარინის პლანტაციას, ქვაფენილიან აღმართს – ყველაფერს ეტყობა გამრჯე მეურნის ხელი. თუმცა ათწლეულების ნაშრომი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეზოში დღემდე ყრია მეწყერის მიერ ჩამოტანილი ლოდები. სახლს და ეზოს ვინ ჩივის! ოჯახის 8 წევრის სიცოცხლეა საფრთხეში. 2008 წელს განსაკუთრებულად დაზარალებულ 5 ოჯახს, მათ შორის ხალვაშებს და ჩავლეიშვილების ერთადერთ გადარჩენილ წევრს, სახელმწიფომ 23-23 ათასი ლარი გამოუყო. "იმ თანხით მაშინაც ბინის ყიდვა შეუძლებელი იყო და ბათუმში ვიგირავეთ ბინა, ვადის გასვლის შემდეგ სახლები უფრო გაძვირდა და იძულებული გავხდით, დაბრუნებულიყავით. იქნებ აქვე ჩავდგათ ხის სახლი", - ამბობს ნელი ხალვაში. საკრებულოში ვარაუდობენ, რომ ოჯახებმა თანხები არამიზნობრივად გამოიყენეს. 2010 წელს სახელმწიფოს 5-5 ათასი ლარის დახმარება ექვსმა ოჯახმა მიიღო. მევლუდ ბოლქვაძის ოჯახმა მაშინ დახმარებაზე უარი განაცხადა, რადგან ეს თანხა არაფერზე ეყოფოდათ. ახლა ამ თანხაზეც აღარ ამბობენ უარს: სახლს ვერ ვიყიდით, მაგრამ არსებულს ცოტათი მაინც გავამაგრებთო. გეოლოგების აზრით, დამეწყრილ ფერდთან მცხოვრებ ხალვაშების ვერც სახლის გამაგრება უშველით და ვერც ხის სახლის ჩადგმა. გამოსავალი ოჯახის განსახლებაა. "აჭარა მცირემიწიანი კუთხეა და ხშირად გამოსავალი განსახლებაა. ქვეყანაში არსებობს ხედვა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, მაგრამ მსგავსი არაფერი შემუშავებულა ეკომიგრანტების პრობლემის სამართლებრივი რეგულაციისთვის. მეტიც, ეს ადამიანები კანონის მიღმა არიან დარჩენილი. ჩვენ ყველა ვიყენებთ ტერმინს "ეკომიგრანტი", თუმცა, კანონმდებლობაში მისი დეფინიცია არსად გვაქვს. არსებობს გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები, იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფებით გადაადგილებულ პირთა შესახებ. ამ დოკუმენტის შესრულება ევალება საქართველოსაც. ბოლო დროს კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სახელის ცვლილებასთან ერთად ეკომიგრანტებზე ზრუნვის ფუნქციაც დაკარგა", - ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ("სენის") წარმომადგენელი აჭარაში, იურისტი ილია გუჩმანიძე. მისი განმარტებით, გაურკვეველია სტიქიის დროს მიყენებული ზიანის კომპენსაციის თანხის განსაზღვრის კრიტერიუმიც, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებასა და ოჯახებს შორის დაპირისპირებასაც კი იწვევს. *** გარემოს დაცვის სამინისტროს 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს შეფასდა 366 დასახლებული პუნქტი (2750 საცხოვრებელი სახლი), რომელთაგან 143 სოფელი (822 საცხოვრებელი სახლი) "დროულად იქნა გაფრთხილებული სტიქიით გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ". თუმცა, სად უნდა წავიდნენ ადამიანები მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში, რთული სათქმელია. "სენის" პროექტის "ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა" კოორდინატორის, რევაზ გეთიაშვილის განმარტებით, 2006 წლიდან ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული სახლებისთვის კატეგორიების მინიჭება დაიწყო. პირველი-მეოთხე კატეგორიის 35 ათასი სახლია. აქედან 4957-ს I კატეგორია მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ სახლი ან მისი ნაწილი სტიქიის შედეგად დანგრეულია. მეორე კატეგორიის 6 ათასამდე სახლშიც, ცხოვრება შეუძლებელია. "2008-2009 წლებში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ყოველწიურად დაახლოებით 100 ოჯახი გადაჰყავდა სხვაგან. ასეც რომ გაეგრძელებინათ, 11 ათასი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 100 წელი დასჭირდებოდა, მაგრამ ორი წელია, ამ მიმართულებით აღარაფერი გაკეთებულა", - ამბობს გეთიაშვილი. შეკითხვაზე: "რას ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება სტიქიური პრობლემების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განსახლების კუთხით? ან რა პროგრამები განხორციელდა ამ მიმართულებით?" - დიდი ხნის ლოდინის მიუხედავად, ჩვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ. არაერთგზის მცდელობისა და სამინისტროში საათობით ცდის მიუხედავად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა გულუამ პასუხი არ გაგვცა და არც მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი მაზმიშვილი შეგვხვდა. სამინისტროდან არც იმ წერილზე გვიპასუხეს, სადაც ოფიციალურად ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი უწყება ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სხვა სამინისტროებთან. თუმცა, რაში გამოიხატება ეს თანამშრომლობა და ბოლო დროს რამდენ ოჯახს დაეხმარნენ გასახლებაში, ვერ გვიპასუხეს. ეს ინფორმაცია უშუალოდ მათ კომპეტენციაში არ შედიოდა. გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის, ეკა ბენდელიანის განმარტებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება. "სტიქიების თავიდან აღკვეთისა და მოსახლეობის დაცვის მიზნით ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებებს ვახორციელებთ. მოსახლეობისთვის ინფორმაცია სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე ვრცელდება. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის გაფრთხილება მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ", - ამბობს ეკა ბენდელიანი. ჩეხეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობენ "სტიქიების ადრეული გაფრთხილების სისტემის ამოქმედებაზეც". ასეთ სამუშაოს ჰიოგოს გეგმაც ითვალისწინებს. ჰიოგოს გეგმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტემანტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაცია ევალება. დეპარტამენტის ანგარიშით, შექმნილია საგანგებო სიტუაციებზე ეროვნილი და ადგილობრივი რეაგირების გეგმები. გასულ წელს 1074 საგანგებო სიტუაციიდან 184 იყო ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაცია. *** ვეძთხეველები, შარახეველები, მლეთლები, ორთაბათუმელები ხელისუფლების გადაწყვეტილებას დღემდე ელიან, ამ სოფლებში გაფრთხილებით კი აფრთხილებენ მოსალოდნელი სტიქიების შესახებ, მაგრამ პრევენციული სამუშაოები თითქმის არ ტარდება. ადრეულ გაფრთხილების პრაქტიკას საგანგებო ზომების მიღებითა და მობილიზაციით, მოსახლეობის ევაკუაციით ხელისუფლებამ ბოლო დროს მხოლოდ ერთხელ მიმართა. ველისციხე - "გადარჩენილი" სოფელი 2010 წლის 22 აპრილს საღამოს გამოცხადებული განგაში და საგანგებო მდგომარეობა გურჯაანის რაიონის ყველაზე დიდ და ხალხმრავალ სოფელ ველისციხეში 4 დღეში მოიხსნა. სოფელი დატოვეს საგანგებო შტაბის წევრებმა, რეგიონის რწმუნებულმა და მინისტრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა. გახიზნულმა მოსახლეობამ ევაკუაციის შემდეგ სახლებში დაბრუნება დაიწყო. აპრილში თავსხმა წვიმებს კახეთში მდინარეების ადიდება მოჰყვა, დონემ მოიმატა ჭერმის წყალსაცავშიც, სადაც დაზიანებული აღმოჩნდა წყლის გამშვები მილი და დამცავი ჯებირი. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, სოფელი ველისციხე, რომელიც მდინარე ჭერმისხევის პირას არის გაშენებული, სერიოზული საფრთხის პირისპირ აღმოჩნდა. მდინარის ხეობას, რომლიც 8-9 კილომეტრზეა გაჭიმული, შეიძლება ვერ გაეტარებინა მორღვეული წყალსაცავიდან თავდაღწეული დიდი მოცულობის წყალი, ეს კი სოფელს, განსაკუთრებით მდინარისპირა, ე.წ ხევისუბანს, წალეკვით ემუქრებოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ნაპირდაცვის დეპარტამენტის უფროსის ტარიელ ბერიძის განმარტებით, მის სამსახურს წყალსაცავზე არსებული რთული მდგომარეობის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს და ჰიდროტექნიკოსები ჭერმის სათავეზე გაემგზავრნენ. მოგიანებით "საქწყალპროექტის" დირექტორი გეიდარ ფალავანდიშვილი იტყვის, რომ ავარია, რომელიც წყალსატევიდან მთელი წყლის დაცლასა და დასახლებული პუნქტის დაზიანებას გამოიწვევდა, არ შეიძლება მომხდარიყო. ასე იყო თუ ისე, ხელისუფლებამ ოთხდღიანი მობილიზაციის შემდეგ "ერთიანი გუნდის ერთად დგომითა" და წარმატებული ოპერაციით მოიწონა თავი. "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის განმარტებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მორიგი "ნაციონალური პიარი". ხოლო ევაკუაციით გამოწვეულ ქაოსს და პანიკას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რეაგირებამ კატასტროფას დაასწრო, რაც, წინა წლებთან შედარებით, გარკვეულ პროგრესად უნდა ჩაითვალოს. *** პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია. ფაქტია, სტიქიებისადმი მზადყოფნა ყველა დონეზე ძალიან სუსტია. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას რისკის ზონაში მცხოვრებთა დასაცავად არანაირი ზომები არ მიუღია, ახლა კი წვიმიანი დღეები იწყება, გამორიცხული არ არის, წელსაც ახალი სტიქიების პირისპირ აღმოჩნდნენ გაგაძეები, ქაფიაშვილები, მურღოევები, ზვიადაურები, ხალვაშები, ბოლვაძეები... როგორც ჩანს, სასწრაფო ქმედებაა საჭირო მანამდე, სანამ რისკი კატასტროფად იქცევა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/07/logo_stratfor_border2.jpg საქართველომ ოფიციალურად აღიარა გენოციდად 1860-იან წლებში რუსების მიერ ჩერქეზი ხალხის მკვლელობები და დეპორტაცია, რაც აგრესიული ნაბიჯია მისი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა რუსეთს ასეთი აღიარებით და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა, ასევე რუსეთის ქალაქ სოჭისთვის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე უფლების მიცემამ 2010 წელს, თბილისს მოქმედებისკენ უბიძგა. მართალია ეს ნაბიჯი მოსკოვისთვის მკვეთრ დარტყმას არ წარმოადგენს, თუმცა ოლიმპიადის წინ მოსკოვისთვის ეს ძალიან შეუფერებელი დროა და ასეთმა აღიარებამ შეიძლება კავკასიის სხვა ეთნიკური უმცირესობები გაამხნევოს და უბიძგოს მათ იმ კითხვების საჯაროდ დასმისკენ, რაც რუსების მხრიდან სავარაუდო გენოციდთან დაკავშირებით დაუგროვდათ. ანალიზი: 20 მაისს საქართველომ თამამი ნაბიჯი გადადგა მისი ჩრდილოელი მეზობლის რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც ჩრდილოეთ- კავკასიაში მეფის რუსეთის დროს ჩერქეზი ხალხის მკვლელობები და დეპორტაცია გენოციდად აღიარა. საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა ამ მოვლენებიდან დაახლოებით 150 წლის შემდეგ. საქართველოს ასეთი ქმედებისკენ უამრავმა პრობლემამ უბიძგა – დაწყებული რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთებით, დამთავრებული მოსკოვის მხრიდან საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონის მხარდაჭერით. ჩერქეზები რომლებიც საკუთარ ენაზე თავს ადიღეელებს უწოდებენ, ერთ-ერთი იმ უმცირესობათაგანია, რომლებიც არასტაბილურ მრავალეთნიკურ ჩრდილო-კავკასიურ რეგიონში ცხოვრობენ. ჩერქეზთა სავარაუდო გენოციდი 1860-იან წლებში მოხდა და როგორც ამბობენ მაშინდელ ომში, ასობით-ათასი ადამიანი მოკლეს. ჩერქეზების უმრავლესობა ოსმანთა იმპერიაში (დღევანდელ თურქეთში) აღმოჩნდა, სადაც მათი ნაწილი გაიქცა, ან იძულებული გახდა გამგზავრებულიყო. დღეს იქ დაახლოებით ორი მილიონი ჩერქეზი ცხოვრობს, თუმცა არსებული შეფასებით, დაახლოებით 800 ათასი ჩერქეზი ძველებურად რუსეთის კავკასიაში, სხვადასხვა ავტონომიური რესპუბლიკის, კერძოდ ადიღეისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. რუსეთის კავკასიის სხვა მსხვილი ეთნიკური ჯგუფების, მათ შორის ჩეჩნების და დაღესტნელების მსგავსად, ჩერქეზები მოითხოვდნენ თითქოსდა მათ მიმართ განხორციელებელი გენოციდის აღიარებას. კრემლი (ცარისტული, საბჭოთა თუ თანამედროვე) ამ საკითხს იშვიათად განიხილავდა ხოლმე, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ შემთხვევას რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის დროს, რომელმაც 1994 წელს ჩერქეზების მდგომარეობას „ტრაგიკული“ უწოდა. ქართველები დიდი ხნის განმავლობაში იმუქრებოდნენ, რომ აღიარებდნენ ჩერქეზების გენოციდს, იყენებდნენ რა ამ საკითხს რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად. განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და რუსეთის ქალაქ სოჭისთვის 2014 წელს ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების უფლების მიცემის შემდეგ, ყველა ელოდა რომ თბილისი რუსეთის მისამართით მუქარებს შეწყვეტდა და ბოლოს და ბოლოს ოფიციალურად აღიარებდა ჩერქეზების გენოციდს. ადრე საქართველოს მხრიდან გენოციდის აღიარებისთვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას ის მოლოდინი წარმოადგენდა, რომელიც სხვა კავკასიურ უმცირესობებს ჰქონდათ, რომ საქართველო გენოციდთან დაკავშირებულ მათ ბრალდებებსაც აღიარებდა. მართლაც ჩერქეზებთან დაკავშირებული ქართული რეზოლუციის შემდეგ, უკვე ჩეჩნეთიც და დაღესტანიც გააქტიურდნენ იმ მიმართულებით, რომ საქართველომ მათ სტატუსთან დაკავშირებითაც ანალოგიური პოზიცია დაიკავოს, თუმცა შედარებით მშვიდობიანი ჩერქეზების მხარდაჭერა რეგიონში ერთი საკითხია, ხოლო ჩეჩნების და დაღესტნელების სულ სხვა საქმეა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთი სასტიკ ომებს აწარმოებდა ჩეჩნების და დაღესტნელების წინააღმდეგ, ასევე სასტიკი წარსული აქვს რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. მიუხედავად ამისა, ეს სარისკო პრეცედენტია კავკასიურ რესპუბლიკებში სავარაუდო გენოციდების ირგვლივ დისკუსიებისთვის, ისეთ რესპუბლიკებში როგორიც მაგალითად სომხეთია. STRATFOR-ის წყაროები კრემლში ამბობენ, რომ ჩერქეზები მოსკოვისთვის სულ უფრო მზარდი შეშფოთების საგანს წარმოადგენენ. 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის მშენებლობა ჩერქეზულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და წყაროები აცხადებენ რომ ამ ინფრასტრუქტურული პროცესების საბოტაჟი, მაგალითად ახლახანს სათხილამურო გზებისთვის გადაჭიმული გვარლების გადაჭრა, უარი სამუშაოს შესრულებაზე, სამშენებლო მასალების მოპარვა და რუსი მშენებლების დაშინება – ეს ყველაფერი უკიდურესად ართულებს თამაშების დაწყებამდე სამშენებლო პროცესის დასრულების ამოცანას. ქართველების მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ხელს შეუწყობს სიმტკიცის გაძლიერებას ამ სავარაუდო საბოტაჟის მონაწილეებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ამას საქართველოს ფინანსური მხარდაჭერაც დაემატება. ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, ის თუ კონკრეტულად რა დრო აარჩია საქართველომ აღიარებისთვის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის კვლავ ცდილობს იმ პრობლემის ამოთხრას, რომელიც მოსკოვმა დიდი ხნის წინ დამარხა, იმ მომენტში როდესაც ის ცდილობს საკუთარი ძალის და მრავალფეროვნების დემონსტრირებას ოლიმპიადის წინ. ქართველები სულ უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან აფხაზეთის გაძლიერებას, რომელიც ერთ-ერთ იმ სუბიექტად გარდაიქმნება, რომელიც ოლიმპიური ძალისხმევისგან ყველაზე მეტ სარგებელს იღებს. ისევე როგორც ჩერქეზული მიწები, აფხაზეთი ინფრასტრუქტურული მშენებლობის კიდევ ერთი ძირითადი მიმართულებაა, რაც მოიცავს სასტუმროების, სარკინიგზო ხაზების და სავაჭრო ცენტრების მშენებლობას. აფხაზეთის ეკონომიკა ფაქტობრივად ორჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოების აქტიური ფაზა დაიწყო. აფხაზებს და ჩერქეზებს დიდი ხანია ახლო ურთიერთობა აქვთ, ჩერქეზები აფხაზების გვერდიგვერდ იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ 1992-93 წლის ომებში და 2008 წელს. საქართველოს აღიარებამ ამ ჯგუფების ურთიერთობაში შეიძლება პრობლემა შექმნას და აფხაზები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს, როდესაც ის იძულებული გახდება მისი მჭიდრო კავშირები რუსეთთან ჩერქეზებისადმი სოლიდარობას შეუთავსოს. საქართველოს არა აქვს ბევრი ბერკეტი იმისთვის, რომ რუსეთს საპასუხო დარტყმა მიაყენოს ან წინააღმდეგობა გაუწიოს მოსკოვის მხრიდან აფხაზების მხარდაჭერას, მაგრამ თავად რუსეთის უმცირესობებს შორის დაძაბულობის პროვოცირება ტაქტიკაა და ამ კონკრეტული დარტყმისთვის შერჩეული დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს ცალსახად არ არის მკვეთრი და ხელშესახები დარტყმა მოსკოვისთვის, მაგრამ მან შეიძლება კავკასიის უმცირესობები აიყოლიოს, რომლებსაც დიდი ხანია რაც სავარაუდო გენოციდზე კითხვები დაუგროვდათ. ორიგინალი ორიგინალი
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg გევინ ჰიუიტი თანამდებობიდან წასვლამდე თავისი მთავარი ფინალური სიტყვა რობერტ გეითსმა, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ბრიუსელში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე წარმოსთქვა. მან სთქვა, რომ პირდაპირ ილაპარაკებს და ილაპარაკა კიდეც: ევროპამ თავდაცვაზე მეტი ხარჯები უნდა გაიღოს მან განაცხადა, რომ ნატო-ს ოპერაციებმა ლიბიაში სერიოზული ნაკლოვანებები გამოავლინა. სულ რაღაც 11 კვირაში ოპერაციის დაწყების შემდეგ, იმ ოპერაციისა რომელშიც ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი ალიანსი მონაწილეობს, აღმოჩნდა რომ ნატო-ს წევრები შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. მომარაგება აშშ-დან უნდა წამოსულიყო. რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ 20 წელი გავიდა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ და ამერიკის წილი ნატო-ს დაფინანსებაში 75%-მდე გაიზარდა. მას დანამდვილებით არ მიაჩნია, რომ ასე შეიძლება გაგრძელდეს. მხოლოდ ოთხი ევროპული ქვეყანა ხარჯავს თავისი მშპ-ს 2%-ს თავდაცვაზე – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ალბანეთი. ამერიკელები სასტიკად იბრძვიან დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯების შემცირების წინააღმდეგ. 11 სექტემბრის შემდეგაც კი ევროპის თავდაცვის ბიუჯეტი, გასული ათი წლის განმავლობაში, 15%-ზე მეტით შემცირდა. თავდცვის მდივანმა ევროპას აცნობა, რომ ვაშინგტონში ახალი რეალობაა. იქაც თავდაცვის ბიუჯეტი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. „ხისტი რეალობაა ის, რომ“ – განაცხადა მან – „აშშ-ს კონგრესში და ზოგადად ამერიკაშიც იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც აშკარად არ სურთ საკუთარი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი რესურსების გაღება, მოთმინება და ძვირფასი სახსრების გაზრდის მადა აშკარად იკლებს“. ახალი ნარატივი მან თაობათა ცვლაზე ილაპარაკა და სთქვა, რომ 20 წლით უფროსია ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტზე. ის გაიზარდა მეხსიერებით ომის შემდგომ პერიოდსა და ცივ ომზე. მაგრამ ამბობდა ის, აშშ-ს მომავალმა ლიდერებმა, რომელთაც ჩამოყალიბებისას სხვა გამოცდილება მიიღეს, შეიძლება „ჩათვალონ, რომ ნატო-ში ჩადებული ინვესტიციები ამად არ ღირს“. აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყველაზე მკაცრი გაფთხილება ასეთი იყო: მომავალში ამერიკა შეიძლება დაიღალოს ევროპის გადარჩენით მისსავე შემოგარენში. აშშ-სა და ევროპაშიც ხელისუფლებაში ახალი თაობა მოდის, ისეთი რომლისთვისაც მეორე მსოფლიო ომი განმსაზღვრელი ნარატივი არ არის. ისევე როგორც ევროპის შემდგომი გაერთიანება არ შეიძლება დაეფუძნოს ომს, ამერიკელ პოლიტიკოსებსაც აღარ ექნებათ ისეთივე ემოციური და ისტორიული მიჯაჭვულობა ევროპასთან, როგორიც მათ წინამორბედებს ჰქონდათ. თუ თქვენ ძლიერი ატლანტიკური თანამშრომლობა გსურთ „ბოლო 25 წლის ტენდენცია ვერ გაგრძელდება“. მაგრამ მიუხედავად ასეთი გაფრთხილებებისა, ნაკლებად სავარუდოა რომ ევროპელები გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს ეკონომიკური ძნელბედობის დროს. ორიგინალი ორიგინალი
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/06/neiman-150x36.jpg ხანმოკლე რუსულ-ქართული ომის შემდეგ სამი წელი გავიდა და ჯერ კიდევ მბჟუტავ კონფლიქტს, 2012 წელს ორივე ქვეყანაში პოლიტიკური პრობლემის სახით, ხელახალი გაღვივების პოტენციალი აქვს – წერს რეგიონის ექსპერტი თომას დე ვაალი კავკასია მთლიანობაში და კონკრეტულად და საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანნი არიან თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ კიდევ წარმოადგენენ კონფლიქტის პოტენციურ ზონას. ნებისმიერი მომავალი კონფლიქტის ზემოქმედება შორს გასცდება რეგიონს ისევე, როგორც ეს 2008 წელს მოხდა. საქართველო ამავე დროს აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებში პაექრობის მთავარ სივრცეს წარმოადგენს და ახალმა კონფლიქტმა შესაძლოა რუსეთი უფრო ავტორიტარული გახადოს, ხოლო მოსკოვისა და ვაშინგტონის თანამშრომლობას, მთელ რიგ საერთაშორისო საკითხებში ზიანი მიაყენოს. კითხვა: დღეს უკვე ვიცით როგორ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი? - დიახ. სურათი ახლა უფრო ნათელია, ვიდრე იმ დროს იყო. ანგარიში რომელიც ევროკავშირის ინიციატივით შეიქმნა და რომელიც შვეიცარელმა დიპლომატმა ჰეიდი ტალიავინიმ შეადგინა, ორივეს ადანაშაულებს, საქართველოსაც და რუსეთსაც. ანგარიშში ნათქვამია, რომ 7 აგვისტოს ღამეს ”პირველად” საქართველოს მთავრობამ ”გაისროლა”, როდესაც მისმა შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე იერიში მიიტანეს, მაგრამ იქ ისიცაა ნათქვამი რომ ქართველები რუსების მიერ იყვნენ პროვოცირებულები და ძალიან მალე არაპროპორციული ძალით მოახდინეს რეაგირება. საქართველოს მთავრობის განცხადებები იმის შესახებ, რომ მან მოქმედება 7 აგვისტოს ღამით სამხრეთ-ოსეთში რუსული შეიარაღებული კოლონის შემოსვლის საპასუხოდ დაიწყო, დასაბუთებული ვერ აღმოჩნდა. ეს არ არის ნახსენები ომის პირველი დღეების იმ ამერიკულ დიპლომატიურ დოკუმენტებში, რომლებიც „ვიკილიქსმა“ გაავრცელა. კითხვა: შესრულდა ექვსპუნტიანი საზავო შეთანხმება? - 2008 წლის 12 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ იშუამავლა საზავო შეთანხმების დადების პროცესში, რათა დასრულებულიყო ის შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც 7-8 აგვისტოს ღამით დაიწყო. მეხუთე მუხლში ნათქვამია: ”რუსული შეიარაღებული ძალები დაიხევს უკან და დადგება იმ ხაზზე, სადაც შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე იდგა.” ყველა სხვა პუნქტი შეთანხმებისა შესრულდა და მხოლოდ ეს ერთი დარჩა თვალშისაცემ გამონაკლისად. კერძოდ კი რუსული ჯარი დგას ახალგორის მიდამოებში, ქალაქში სადაც ძირითადად ქართული მოსახლეობაა და რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან სულ რაღაც 25 მილის მოშორებით მდებარეობს. ახალგორის სტატუსი სადავოა: რუსები და ოსები მას ძველი საბჭოთა სახელდებით მოიხსენიებენ ლენინგორი, და ამბობენ რომ ის სამხრეთ-ოსეთის საზღვრებში მდებარეობს. ქართველების თქმით ის არ არის სამხრეთ- ოსეთის ნაწილი, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად არ არის სადავო – რუსული ჯარი აქ არ იდგა დაპირისპირების დაწყების წინ და აქედან გაყვანილ უნდა იქნას, თუ საზავო შეთანხმებას პატივს სცემენ. ამის საპასუხოდ რუსები ამტკიცებენ, რომ საზავო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ”ახალი რეალობა” გაჩნდა, რადგან მათ სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. კითხვა: რა ხდება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე? - საქართველოსა და რუსეთს დღემდე არა აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და როგორც სჩანს, აფხაზეთსა და სამხრეთ- ოსეთთან დაკავშირებით მუდმივ დავაში დარჩნენ. ეს რეგიონები რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, მაგრამ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი მათ დე-იურე საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს. თუ ამ ორ რეგიონთან დაკავშირებული კონფლიქტები ოდესმე გადაწყდება, ამას დიდი დრო დასჭირდება. ადგილზე ცოტა რამ შეიცვალა. საერთაშორისო მოლაპარაკებებმა ჟენევაში საზღვრებზე არასტაბილურობის შემცირებას მიაღწია, მაგრამ არც ერთ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ სჩანს. აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დღევანდელი მოსახლეობის გათვალისწინებით, მოლაპარაკების სტიმული მცირეა, რადგან რუსეთმა ”გადაწყვიტა” კონფლიქტი, როდესაც ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო და მათ საქართველოსგან გამოყოფის უფლება მისცა. კითხვა:როგორია საქართველოს სტრატეგია? - საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩევლებისთვის მთავარ საკითხთა ნუსხაში აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი უმუშევრობამ და მზარდმა ფასებმა ჩაანაცვლა. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ მას არა აქვს კონფლიქტი აფხაზეთთან, ან სამხრეთ-ოსეთთან, რადგან ისინი რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული ”ოკუპირებული ტერიტორიებია” და შესაბამისად საქართველოს ახლა კონფლიქტი მოსკოვთან აქვს. საქართველოს მთავარი სტრატეგია ისაა, რომ საერთაშორისო მასშტაბით აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ”დე-ოკუპაცია” მოითხოვოს. ქართველები გახარებულები იყვნენ იმით, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ამ ორ რეგიონს ”ოკუპირებული ტერიტორიები“ უწოდა, მაგრამ ევროკავშირმა მას არ მიბაძა. მისი სტრატეგია ასეთია – ”არ ცნობა და თანამშრომლობა” და ყურადღება ორ რეგიონს შიგნით აქტივობების პოპულარიზაციაზე აქვს გადატანილი. კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ორი დოკუმენტი მიიღო. ერთი მათგანი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ძალიან შემზღუდავია და ცდილობს შეზღუდოს თითქმის ყველა ისეთი აქტივობა, რომელიც უშუალოდ საქართველოს მთავრობის მიერ არ არის დამტკიცებული. მეორე უფრო პროგრესულია და მისი სახელდებაა ”სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით: ჩართულობა თანამშრომლობის გზით”. ის ეთანხმება ადამიანთა უშუალო კონტაქტებს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, თუმცა მოდალობები, რომლებიც მოგვიანებით დაამატეს სტრატეგიას და რომელიც საერთაშორისო პროექტებზე პირობებს აწესებს, აქ საკმაოდ ართულებს თანამშრომლობას. კითხვა: როგორია ცხოვრება სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში? - სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთს ხშირად განიხილავენ ერთად, როგორც საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს, მაგრამ ისინი რეალურად ძალიან განსხვავებულები არიან. სამხრეთ-ოსეთი პატარა, სასოფლო-სამეურნეო რეგიონია და საქართველოს გეოგრაფიული სივრცის განუყოფელი ნაწილია. მას რუსეთისთვის არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა არა აქვს, გარდა იმისა რომ წინ წასწიოს სამხედრო ბაზა და ამით თბილისს დაემუქროს. კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის (International Crisis Group) მიერ 2010 წელს შედგენილი ანგარიში იმ საბრალო სურათს აღწერს, რომელიც სამხრეთ-ოსეთში 2008 წლის შემდეგ შეიქმნა – მოსახლეობა 30 000-მდეა, ფასები იზრდება, ხოლო რუსული არმია სამუშაო ადგილების ერთადერთი პროვაიდერია. ეს იმის ვარაუდს აჩენს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა სამხრეთ-ოსეთმა საქართველოსთან აღადგინოს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები მაშინაც კი თუ მისი სრული რეინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში არ მოხდა. აფხაზეთი ბევრად უფრო წააგავს პროტო-სახელმწიფოს. მას უფრო დიდი პოპულაცია ჰყავს – 200 000-250 000, თუმცა ეს მაინც იმის ნახევარია, რაც 1992-93 წ.წ. ომამდე იყო, რადგან ამ ომის გამო ეთნიკური ქართველები გაიქცნენ, ან გაძევებულ იქნენ. აფხაზეთს შავ ზღვაზე დიდი სანაპირო აქვს, რაც მას მიმზიდველ საკურორტო ადგილად აქცევს ტურისტებისთვის. ის სოჭის მახლობლად მდებარეობს, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების ადგილთან. აფხაზეთისთვის რუსული აღიარება არაერთგვაროვანი სიკეთეა – ამით გადაწყდა საქართველოსთან დაკავშირებული მისი უსაფრთხოების საკითხები, მაგრამ ამავე დროს დააჩქარა რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ანექსია. რუსეთი დღეს აფხაზეთის მთავარ სამეურნეო აქტივებს ფლობს და მხოლოდ რუსეთთან აქვს მას ერთადერთი ღია საზღვარი. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეს იმას ნიშნავს რომ აფხაზეთი უფრო იზოლირებულია დღეს დანარჩენი სამყაროსგან ვიდრე ეს მანამდე იყო, სანამ რუსეთი მის დამოუკიდებლობას აღიარებდა. კითხვა: როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები? - 2005-08 წ.წ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე ჯორჯ ბუშის მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ აშშ-სა და საქართველოს ადმინისტრაციებს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტს ბუშისთვის ”თავისუფლების გავრცელების” მისეული გეგმის ნიმუშს წარმოადგენდა. 2008 წლის ომის იმედგაცრუებების შემდეგ ურთიერთობები გაცივდა, რაც გარდაუვალი იყო. პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებამ, ყურადღება მოსკოვთან ”გადატვირთვის” პოლიტიკაზე გადაეტანა, ბევრი ქართველი დაამწუხრა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ამან დაასტაბილურა სიტუაცია საქართველოს გარშემო. ამჟამად ურთიერთობა ვაშინგტონსა და თბილისს შორის შეიძლება აღიწეროს როგორც მეგობრული, მაგრამ პრაგმატული. საქართველომ დაადასტურა მისი პრო-ამერიკული რეპუტაცია იმით, რომ ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, სიდიდით მეორე სამხედრო შემადგენლობა გააგზავნა, მაგრამ მანვე დააყენა ნიშნული, რომლის თანახმადაც ის უფრო დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას ირჩევს და ირანთან თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი დააწესა. პოლემიკის მთავარი თემა იარაღის გაყიდვაა. ქართველები ამტკიცებენ, რომ მათ არა აქვთ საკმაო თავდაცვითი შეიარაღება, რათა სათანადოდ დაიცვან თავი და მათ შეერთებულმა შტატებმა შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგო არაოფიციალურად დაუწესა. აშშ უარყოფს ასეთი ემბარგოს არსებობა, მაგრამ ოფიციალური განცხადებები იმის ვარაუდს აჩენს, რომ მთავრობა მართალა ფრთხილობს ამ საკითხთან დაკავშირებით და მისი აზრით, რეგიონის უსაფრთხოება უფრო გარანტირებული იქნება, თუ ის ამას არ გააკეთებს. ამის გამო საქართველო იძულებულია სხვა პოტენციური მიმწოდებელი მოიძიოს. ისრაელი, რომელიც 2008 წლის ომამდე საქართველოს ამარაგებდა, ალბათ ამას კიდევ ერთხელ აღარ გააკეთებს მოსკოვის ზეწოლისა და საქართველოსთან არსებული ორმხრივი უთანხმოების გამო. კითხვა: არსებობს კონფლიქტის განახლების რისკი? - არ არსებობს არავითარი რაციონალური მიზეზი იმისა, რომ ახალ რუსულ-ქართულ კონფლიქტს ველოდოთ. საქართველო სუსტია და დასავლელი პარტნიორები მას ახალი სამხედრო ოპერაციის საშუალებას არ აძლევენ. რუსეთი დე-ფაქტო აკონტროლებს აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს და არავითარი მიზეზი არა აქვს იმისთვის, რომ საზღვარი გადმოლახოს და მსოფლიოს 2008 წლის მოვლენები შეახსენოს. მართალია 2008 წელს გაჩნდა შიშები, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ”რუსეთის ნეო-იმპერიალიზმი” გააქტიურდა, მაგრამ რეალობა ერთ რამეს ცხადყოფს – აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი რუსეთისთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო და არა ყველგან შეჭრის პრეცედენტი. მაგრამ რაციონალურობა ყოველთვის არ იმარჯვებს მსოფლიოს ამ კუთხეში და ძალადობის განახლების რისკი ნამდვილად არსებობს. აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 2009 წლის ზაფხულში, სატელეფონო დიპლომატიით მოსკოვთან და თბილისთან მოხერხდა კიდევ ერთი კრიზისის შეჩერება. ორივეს, საქართველოსაც და რუსეთსაც 2012 წელს არჩევნები აქვთ და შეიძლება გაუჩნდეთ ცდუნება იმისა, რომ მთვლემარე კონფლიქტები საშინაო პოლიტიკაში გამოიყენონ. სიტუაცია რუსეთში ძირითადად მუსულმანურ ჩრდილო-კავკასიაში ისევ გართულდა და ეს შეიძლება გახდეს, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის პრაგმატული თანამშრომლობის, ასევე მტრობის გამძაფრების მიზეზი. საქართველოს ბოლოჟამინდელი ინიციატივა ჩრდილო- კავკასიასთან დაკავშირებით რამდენიმე პოზიტიურ ელემენტს შეიცავს, მაგრამ მოსკოვთან კონსულტაციების გარეშე გაკეთდა და რუსების მიერ პროვოკაციად იქნა აღქმული. ორიგინალი ორიგინალი
  19. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif ელენ ბარი მოსკოვი – ხუთშაბათს საქართველომ განაცხადა, რომ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი სთქვას, როდესაც მისი თქმით საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ორგანიზებასთან დაკავშირებული რუსეთის გეგმები გამჟღავნდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ჟენევაში, რომელიც 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ ქვეყნებს შორის კომუნიკაციის მთავარ მოედნად იქცა საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ დააკავა ადამიანები, რომლებსაც იმაში ედებათ ბრალი, რომ ისინი რუსმა სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისთვის დაიქირავეს. ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ თბილისი მოლაპარაკებებს აღარ განაგრძობს, თუკი მსგავსი ეპიზოდები არ შეწყდება. „ამაზე სერიოზული რა შეიძლება მოხდეს“ – სთქვა ბოკერიამ ხუთშაბათს თექვსმეტსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ჟენევაში ჩამოვალთ, რადგან ყოველთვის სჯობს არსებობდეს ადგილი სადაც დავილაპარაკებთ, ვიდრე ის რომ ასეთი ადგილი საერთოდ არ არსებობდეს“. რუსეთი ამ ბრალდებებს უნდობლობით მოეკიდა, თუმცა განაცხადა რომ შეისწავლის მონაცემებს, რომლებიც დაგეგმილ აფეთქებებზე მიუთითებს. ეს მონაცემები მათ ბოკერიამ წარუდგინა. გარდა ამისა, საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მოსკოვის განაცხადის ირგვლივ. როგორც ამ ორგანიზაციის წევრს, საქართველოს უფლება აქვს მასში რუსეთის გაწევრიანებას ხელი შეუშალოს. ბოკერიას თქმით, საქართველო მხარს დაუჭერს რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას, თუკი მოსკოვი „გამონახავს კომპრომისს საზღვრების გამჭვირვალობაზე“, მაგალითად დასთანხმდება დამოუკიდებელი დამკვირვებლების განთავსებას საზღვრებთან რუსეთს და სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს – აფხაზეთს და სამხრეთ-ოსეთს შორის, მაგრამ მსგავსმა ინციდენტებმა მომავალში შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ამ გადაწყვეტილებასაც – დასძინა მან. „თუკი სიტუაცია გაუარესდება, ეს ყველაფერზე აისახება“ – აღნიშნა მან – „თუკი რუსეთი განაგრძობს მოქმედებას როგორც სახელმწიფო, რომელიც ტერაქტებს აფინანსებს, ეს ყველაფერს შეცვლის“. დაგეგმილ აფეთქებებზე ანგარიშები იმ ადამიანების ჩვენებებს ეფუძნება, რომლებიც ქართულმა პოლიციამ ბომბების ამუშავებამდე დააკავა. ქართული მხარის თქმით, გასულ ხუთშაბათს ერთმა მამაკაცმა და ერთმა ქალბატონმა აღიარეს, რომ რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში ისინი ბაზარში აფეთქების ორგანიზებისთვის დაიქირავეს. ორშაბათს დაკავებულმა მამაკაცმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედრომ სამხრეთ-ოსეთში მას 2000 დოლარი შესთავაზა იმისთვის, რომ ამ უკანასკნელს ბომბი აეფეთქებინა თბილისში ნატო-სთან ურთიერთობის ოფისთან. დეკემბერში საქართველომ განაცხადა, რომ შესძლო მცირემასშტაბიან აფეთქებებს შორის კავშირის აღმოჩენა, რომლის კვალიც აფხაზეთში, რუსეთის არმიის ოფიცრამდე მიდის, მაგრამ მაშინ, რუსეთის მისამართით ბრალდებები მალევე მოიხსნა. ხუთშაბათს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ბრალდებები უარყო და დარწმუნებით განაცხადა, რომ ქართული დელეგაცია ცდილობს „საქართველოს ხელისუფლების ყველა მარცხი საშინაო და საერთაშორისო საკითხებში, რუსეთის ინტრიგებს მიაწეროს“. მისი თქმით, საქართველოს „მზარდი აგრესიულობა“ ჟენევაში გამყარებული იყო აფხაზეთში ქართული სპეცდანიშნულების რაზმების რეიდების მთელ სერიასთან. „ეს ქმედებები ბუნებრივად უკავშირდება რუსი აგენტების მანიაკალურ აღმოჩენასთან დაკავშირებულ ანტი-რუსულ კამპანიას, იმის დამტკიცების მცდელობას, რომ საქართველოს შიდა ოპოზიციის ქმედებებს რუსეთის ხელი მართავს“ – განაცხადა ლუკაშევიჩმა და მოუწოდა ევროპელ დამკვირვებლებს „ქართული ძალების მოქმედებები უფრო დეტალურად გააკონტროლოს“. ამ გაზაფხულზე უკვე რამდენჯერმე იფეთქა ძალადობამ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის საზღვრებთან, თუმცა მანამდე ამ რეგიონებში შედარებითი სიმშვიდე სუფევდა სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ. აპრილში, აფხაზეთის საზღვართან სროლებში ორი ქართველი და ერთი რუსი მესაზღვრე დაიღუპა. გასულ თვეში სერიოზულად დაიჭრა საქართველოს ორი მოქალაქე, როდესაც მათი მისამართით ცეცხლი გახსნეს სამხრეთ-ოსეთის მესაზღვრეებმა. ჟენევის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის შუამავალმა პიერ მორელმა სიტუაცია აღწერა, როგორც „სტაბილური, მაგრამ არაპროგნოზირებადი და მოვლენათა სულ უფრო საგანგაშო განვითარების და ინციდენტების ფონზე მას აქვს საშიში ესკალაციის პოტენციალი“. ორიგინალი ორიგინალი
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg სტეფანი ნებეჰეი ჟენევა – სამშაბათს თბილისმა მოსკოვი საქართველოში და გამოყოფილ რეგიონებში ტერორისტული აქტების დაფინანსებაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ მოლაპარაკებები რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო მედიატორების შუამავლობით მიმდინარეობს, კრახით დასრულდება თუკი „აფეთქებების კამპანია არ შეწყდება“ გრიგორი კარასინმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ერთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ თავის ცალკე დაგეგმილ ბრიფინგზე არც კი გამოჩნდა, განაცხადა რომ რუსეთმა ბრალდებები ყურადღებით უნდა შეისწავლოს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა. მან გააკრიტიკა ის, რასაც ქართული დელეგაციის „აგრესიული მოქმედება“ უწოდა და განაცხადა, რომ სწორედ საქართველო მოქმედებდა უკანონოდ – იუწყება „ინტერფაქსი“. კარასინმა განაცხადა, რომ ბოკერიამ მას გადასცა საქაღალდე ქართული ბრალდებებით. „ეს ბრალდებები დეტალურ პროფესიონალურ ანალიზს მოითხოვს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“ – განაცხადა მან. გაერო-ს და ევროკავშირის მედიატორებმა განაცხადეს, რომ ბოლო თვეებში ინციდენტების ტალღა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში, მათ შორის აფეთქებები და სროლები, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო და ასახავდა „სახიფათო ესკალაციის პოტენციალს“. ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ ეს იყო ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების მეთექვსმეტე რაუნდი. შემდეგი რაუნდი 4 ოქტომბერს იგეგმება – ნათქვამია პროცესის თანათავმჯდომარეთა განცხადებაში. „რთულია იმის პროგნოზირება, რომ ქართული მთავრობა შესძლებს რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოებაზე დისკუსიის გაგრძელებას, მათ შორის ჟენევის ამ ფორმატსაც, თუკი ბომბების აფეთქებების ეს კამპანია არ შეწყდება“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი ბოკერიამ. „შეუძლებელია დიალოგში რაიმე ღირებული მცდელობის განხორციელება, თუკი მეორე მხარე აფეთქებს ადამიანებს და უდანაშაულო მოქალაქეებს კლავს, ან ცდილობს ამის გაკეთებას“ – განაცხადა მან. საქართველოს დედაქალაქ თბილისში და „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ აფეთქებები და თავდასხმები გასული წლის ბოლოდან დაიწყო, რასაც პოლიციის ოფიცერის და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა – განაცხადა ბოკერიამ. საქართველომ რუსეთის ხელმძღვანელობას წარუდგინა მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები და ელექტრონული მტკიცებულებები – სთქვა მან. „და ეს დასტურება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დაზვერვის სამსახურების მონაცემებითაც“ – განაცხადა მან, გულისხმობდა რა მათ შორის შეერთებულ შტატებსაც. რუსეთმა ვერ შესძლო ადეკვატური პასუხის წარმოდგენა – სთქვა ბოკერიამ. „თუკი ეს გაგრძელდება, მე ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღოს შემდეგ შეხვედრაში“ – განაცხადა მან. 8 აპრილს რუსეთმა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ოფიცერი და ორი ქართველი, რომლებიც როგორც მას მიაჩნია, სპეცსამსახურების აგენტები იყვნენ, მოკლეს საქართველოს და აფხაზეთს შორის ფაქტობრივ ადმინისტრაციულ საზღვართან. მაშინ საქართველომ განაცხადა, რომ ორი მოკლული ქართველი კრიმინალი იყო. მოლაპარაკებათა პროცესის თანათავმჯდომარეებმა დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა. „დღევანდელი დისკუსიები დიდწილად უსაფრთხოების სფეროში არსებულ სიტუაციაზეა კონცენტრირებული, განსაკუთრებით პოტენციურად ტერორისტული ბუნების ინციდენტებზე რეგიონში“ – განაცხადა ანტი ტურუნენმა, საქართველოს საკითხზე გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა. „ბოლო რამდენიმე დღე და კვირაა ქართული მხარის ტერიტორიაზე აფეთქებები განხორციელდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავებაც, რაც პოტენციურად სხვა შესაძლო აფეთქებებს უკავშირდება. აპრილში აფხაზურ მხარეს ოფიცრები და სხვა პერსონალი დაიღუპა. სროლებს ადგილი ჰქონდა მაისის შუა რიცხვებშიც“ – განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა. „ასე რომ ეს საგანგაშოა. ორი წლის ინტენსიური მუშაობის შემდეგ დაშავებულთა ასეთი დონე – ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალია“ – განაცხადა ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა. ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სამუშაოები, მათ შორის გაზთან და წყალთან ხელმისაწვდომობა, უნდა გაგრძელდეს – განაცხადა მორელმა. „აი რისთვის გვჭირდება ეს მოლაპარაკებები ჟენევაში, რათა ყველა მხარეს ერთად მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ“ – სთქვა მან. ორიგინალი ორიგინალი
  21. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დღეს „მედიაპალიტრას“ ჰოლდინგში გაერთიანებული გაზეთები შეფერხებით მიეწოდა მკითხველს. ამის მიზეზი ის მოულოდნელი შემოწმებაა, რომელიც შემოსავლების სამსახურმა „მედიაპალიტრას“ ექვს სხვადასხვა კომპანიაში 7 ივნისს ერთდროულად დაიწყო.მიგვაჩნია, რომ „მედიაპალიტრაში“ დაწყებული ფინანსური შემოწმება არ უნდა გახდეს დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე რაიმე სახის ზეწოლის საფუძველი. იმედია, ფინანსური შემოწმება არ გახდება ამ ჰოლდინგში გაერთიანებული მედიასაშუალებების მუშაობის შეფერხების მიზეზი და შემოსავლების სამსახური სამართლიანად და ოპერატიულად ჩაატარებს ამ შემოწმებას. ამავე თემაზე: მედიაპალიტრა: შესაძლებელია, 19 გამოცემის დაბეჭდვა შეფერხდეს "მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახური შევიდა სრული ინფო(netgazeti.ge)
  22. შოთა უტიაშვილი, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 26 მაისის აქციის გაშუქების დროს არც ერთ ჟურნალისტს არავითარი დაზიანება არ მიუღია. მედიის ცნობით, დაზუსტებულია 18 ჟურნალისტის ვინაობა, ვინც დარბევის დროს მიიღო სხვადასხვა დაზიანება. "ნეტგაზეთის" ოთხმა კორესპონდენტმა უკვე მიმართა პროკურატურას გამოძიების თხოვნით - ზოგს რეზინის ტყვიებით აქვს სხეული დაზიანებული, ზოგი გაზით არის მოწამლული, თაზო კუპრეიშვილი კი ისე სცემეს, რომ ექიმმა დაწოლა ურჩია. ჩივილს აპირებენ სხვებიც. არიან ისეთებიც, რომლებიც ცემის მიუხედავად ფიქრობენ, რომ მათი უფლება არ დარღვეულა. "ინტერპრესნიუსის" ხელმძღვანელის, ბაია ცანავას თქმით, რომ არა შოთა უტიაშვილი, 26 მაისს მას ძალიან გაუჭირდებოდა თავისი თანამშრომლების მოძებნა და გათავისუფლება: "დაზუსტებით შემიძლია იმის თქმა, რომ უტიაშვილმა იმ ღამესვე იცოდა ჟურნალისტების დაკავების შესახებ. ჩვენი ერთ-ერთი ჟურნალისტი, მალხაზ ჭკადუა სწორედ მისი ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს. მალხაზის დაკავების შესახებ უტიაშვილს და შოთა ხიზანიშვილს თავად დავურეკე. მთელი ღამე მათთან სატელეფონო კავშირი მქონდა... თვითმხილველმა დაგვირეკა, რომ ჩვენი ჟურნალისტი ხელბორკილებით ეგდო მიწაზე, სცემენ და სავარაუდოდ დააპატიმრესო. შემდეგ ისიც შეგვატყობინეს, რომ ფორდის ტიპის მიკროავტობუსით წაიყვანეს; ამ ინფორმაციებს უტიაშვილს ვატყობინებდი და ასე მოვძებნეთ; მალხაზი პოლიციას სულ ეუბნებოდა, რომ ჟურნალისტია, მაგრამ მაინც სცემეს გამეტებით". 26 მაისს სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ორი ჟურნალისტი - მალხაზ ჭკადუა და დარეჯან პაატაშვილი დააკავეს. როგორც ჟურნალისტები ყვებიან, მათ დაუმტვრიეს სამი ვიდეოკამერა და მათ ცემას მას შემდეგაც აგრძელებდნენ, როცა უთხრეს, რომ ჟურნალისტები არიან. ბაია ცანავა: "როგორც ვიცი, სახალხო დამცველი აპირებს სარჩელის შეტანას. სარჩელის მომზადებას აპირებს ასევე მედიის ადვოკატირების კოალიცია. თუ ეს არ გამოვიდა, მერე შევიტანთ ინდივიდუალურად საჩივარს. მომჩივნებში აუცილებლად ვიქნებით..." სცემეს დათო მჭედლიძესაც, რომელიც "მედია.გე"-ს რედაქტორია და აქციაზე ჟურნალისტების მუშაობის გასაშუქებლად მივიდა: "პატარა ფოტოაპარატი მქონდა და ჯიბეში ვიდებდი. მომცხეს ხელჯოხი და წიხლები მითავაზეს; უტიაშვილი ხელზე იხვევს მაგ ამბავს, რომ საჩივარი არ არის შეტანილი, მიუხედავად იმისა, რომ იწერება პრესაში; იმდენად ტოტალურად დაარღვიეს ჟურნალისტების უფლებები, არამგონია ცალკეულმა საჩივარმა რაღაც შედეგი გამოიღოს, მაგრამ მაინც უნდა ვიჩივლოთ, თუ გვინდა, რომ მხოლოდ წუწუნი არ გამოვიდეს.იურისტთა ასოციაციას დავუკავშირდები, საჩივრის მომზადებაში რომ დამეხმარონ. ალბათ უპრიანი იქნება, რომ ეს გავაკეთოთ ყველამ ერთად, შეიძლება კოალიციური სარჩელი დაიწეროს; ეს მოიტანს შედეგს თუ არა, სხვა საკითხია;" ანა გაბუნია სააგენტო "ექსპრესნიუსის", ჟურნალისტი ჩივილს არ აპირებს: "მე, პირადად, სარჩელის შეტანას არ ვაპირებ, რადგან არ მიმიღია გამოკვეთილი ზიანი, ასე ვთქვათ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, ერთი მომენტი თმით წამათრიეს და ეგ იყო, ტელეფონიც დავკარგე, რომელსაც იმედი მაქვს, რომ დამიბრუნებენ. პოლიციის განყოფილებაში ხუთი საათი გავატარე; ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ არ მიჯერებდნენ და მაინც წამიყვანეს განყოფილებაში". ჩივილს არც ხათუნა გაგნიძე - სააგენტო "პირველის" კორესპონდენტი აპირებს: "რეზინის ტყვიები მომხვდა რამდენიმე ადგილას, ფეხები ძალიან მქონდა დაშავებული, ახლა უკვე მირჩება, ექიმი მყავდა სახლში გამოძახებული; სიმართლე გითხრათ, იქ უფრო მეტ მტკივნეულ ფაქტებს ვხედავდი და ტყვიების ტკივილი არ მიგრძვნია. ბოლომდე დავრჩი. სცადეს მობილურის ჩამორთმევა, რომლითაც გადავცემდი ინფორმაციას, მაგრამ შევეწინააღმდეგე და თავი დამანებეს; ვფიქრობ, როცა რეზინის ტყვიებს მესროდნენ, არ იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ახალი დაწყებული იყო დარბევა და დიდი არეულობა იყო; შემდეგ გავაგრძელე გზა თავისუფლებისკენ და როდესაც ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ, აღარ იყო ზეწოლა, აქედან გამომდინარე, არ ვაპირებ ჩივილს". ნატო გოგელია "გურია ნიუსის" ჟურნალისტია. ის ამბობს, რომ არამხოლოდ მუშაობაში შეუშალეს ხელი, არამედ გაძარცვეს კიდეც: "აუცილებლად ვიჩივლებ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამზადებს სარჩელს; საკმაოდ ძვირადღირებული მობილური ტელეფონი წამართვეს, რომლითაც ვიღებდი. წამართვეს ოქროს ბეჭედი, აპარატის ჩიპი და ჟურნალისტობის დამადასტურებელი მოწმობა". "რეზონანსის" ჟურნალისტი, ზაირა მიქატაძე ის ადამიანია, ვინც 9 აპრილის ღამესაც მოიწამლა. ზაირას არ სცალია იმისათვის, რომ სარჩელის მომზადებაზე დახარჯოს დრო, რადგან მის გამო დაკავებულ ოჯახის წევრზე ზრუნავს: "...საჩივრის ინდივიდუალურად შეტანა აზრად არ მომსვლია, მაგრამ იმ დაზარალებულ ჟურნალისტებში ვარ, ვისაც ერთობლივი საჩივარი შეაქვს; ან რომ შევიტანო, ვის დასჯიან? ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მაზლი ვინც დააკავა, მან ჩამარტყა წიხლი და გადამისროლა სხვა მხარეს; იმ პოლიციელს პატაკი აქვს წარდგენილი სასამართლოში - ჩემს მაზლზე წერს, რომ წინააღმდეგობა გაუწია. იმ პატაკიდან გავიგებ, ვინ არის ის სპეცრაზმელი და ვუჩივლებ პირადად მას, ეს უფრო რეალურია;" ზაირა მიქატაძე აზუსტებს დეტალებს, რის გამოც მისი მაზლი აქციაზე მივიდა: "ახალი ნაოპერაციევი ვარ და ძალიან რომ გაწვიმდა, ტანსაცმლის მოტანა ვთხოვე. თორმეტის ნახევარზე მოვიდა, მაგრამ სპეცრაზმი დაინახა და აღარ დამტოვა. ვუთხარი, სავარაუდოდ დაარბევენ, ამიტომ შენ წადი, მე არ შემეხებიან-მეთქი, მაგრამ არ მიმატოვა, რომ წასულიყო, ნამდვილად მოვკვდებოდი... არეულობა რომ დაიწყო, ტრიბუნასთან ვიყავი, ხალხის ნაკადში მოვყევი... შემოგვესივნენ და ხალხის გარეკვა დაიწყეს პარლამენტის კიბეებისკენ; მოგვყვებოდნენ და გვირტყამდნენ. ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ და ნუ მირტყამთ-მეთქი... რამდენიმემ გაზის ყუმბარები ისროლა... ძალიან ბევრი გაზი ჩავისუნთქე, 9 აპრილს მოწამლული ვარ და იმუნიტეტი მაქვს დაბალი, ჩემს მაზლს ვუთხარი, ვეღარ მიშველი, გაიქეცი-მეთქი; ამის შემდეგ გავითიშე. გონზე რომ მოვედი, ჩემი მაზლი და ვიღაც კაცი მიმათრევდნენ პარლამენტის კიბეებზე. რომ დავეტოვებინე სპეცრაზმი გადამთელავდა. გაზი გვესროლეს თავისუფლების მოედანზეც, ისევ ცუდად გავხდი. მოწმობაც მეჭირა ხელში, მაგრამ წიხლი მკრა სპეცრაზმელმა და გადამაგდო. ჩემი მაზლი რომ მიჰყავდათ, იმავე პოლიციელმა სულ დუბინკები მირტყა და ისე გამაშვებინა ხელი; ექიმს ვერ მივმართე ჩემი მაზლის გამო, უტიაშვილი მიმალავდა, დაკავებულებში არ არისო, სასაფლაოებზე, საავადმყოფოებში ვეძებდით, სამკურნალოდ დრო არ მქონდა. ახლაც მისი ამბით ვართ დაკავებული - 35 დღე აქვს მისჯილი. არ ვიცი, ხანდაზმულობის ვადა როდის გადის, იმ სპეცრაზმელის მიმართ მაინც აღვძრავ საქმეს". თამარ კორძაია - საიას იურისტი: "ნეტგაზეთის" ოთხი ჟურნალისტის საჩივარი უკვე შევიტანეთ პროკურატურაში; ასევე გადავეცით 16 ჟურნალისტის საერთო მონაცემი, იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ მოამზადა. ეს არის შეტყობინება, რომლის თანახმადაც პროკურატურა ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება; შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი წყაროდან აქვს მას ინფორმაცია; ერთობლივად მოაწერს ყველა ხელს თუ ცალკ-ცალკე საჩივარს შევიტანთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ყველამ ინდივიდუალურად აღწეროს მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედება და მოითხოვოს გამოძიება." სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. http://zvigena.files.wordpress.com/2011/06/cro-geo-2-1.jpg?w=325&h=440 სპლიტურმა შეხვედრამ კარგად აჩვენა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. გუნდს შეტევაში ძაან უჭირს. საკითხავია რამდენად გამოგვივა თამაში, უკვე პირველ ნომრად რომ მოგვიწევს მალტის და ლატვიის წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლა. ქეცბაიამ ხორვატულ შეხვედრაში ექვსი(!) ნომინალური მცველი გამოიყვანა, გურამ კაშია და ხიზანიშვილი საყრდენად ათამაშა, ასევე არ დაგვავიწყდეს ჯაბა კანკავა, ვისაც ჩამშლელობა უფრო ეხერხება, ვიდრე შეტევაში რამის შექმნა. წინ ეული სირაძე იდგა, ვისაც ფლანგებიდან იაშვილი და კვირკველია უნდა მიშველებოდა. რაღაც საოცრებით 17–ე წუთზე ანგარიში წავიყვანეთ და ამის შემდეგ ჩვენს კარებს მივეჯაჭვეთ. საოცრებები აკეთა ლორიამ. ამ ბიჭს ხშირად ვაკრიტიკებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი–ორი ისეთი ბურთი გამოაძრო, ბუფონსაც შეშურდებოდა მისი რეაქციის. ეს მისი კარიერაში უდავოდ საუკეთესო შეხვედრა იყო და სასწაულით რომ მოგვეგო, გამარჯვებაში ლომის წილი მისი იქნებოდა. ველოდი, რომ ქეცბაია მეორე ტაიმში კვირკველია–იაშვილს, გურული–ანანიძის დუეტით ჩაანაცვლებდა. კანკავა იაშვილის ნაცვლად მარჯვენა ფლანგისკენ უკან დაიწევდა (იდეაში გამთამაშებლის პოზიციაზე იდგა თავიდან) და ბევრად ტექნიკურ ჯანოს დაუთმობდა ცენტრალურ ნაწილში ადგილს. გურული კი მარცხენა ფლანგიდან შეეცდებოდა ხორვატული დაცვა ოდნავ უფრო შეეწუხებინა. ყრუ დაცვაში ჩამჯდრებს ბურთის წინ დაჭერა ჰაერივით გვჭირდებოდა, რომ დაცვას და მეკარეს ცოტა ამოესუნთქათ. მითუმეტეს ხორვატებს უამრავი მოთამაშე აკლდათ და ჩემი აზრით არ იყო ამ კონკრეტულ შეხვედრაში ევროპული სუპერ კლასის ნაკრების დონეზე. ხოდა ჩემი აზრით თემურმა ზედმეტად იფრთხილა, როცა იაშვილი კიდევ ერთი ჩამშლელით – დაუშვილით შეცვალა (სწორედ დაუშვილი არ მიყვა მეორე გოლისას ბოლომდე ხორვატ ფორვარდს და გატანის საშუალება მისცა). დაცვამ ბოლო–ბოლო ვეღარ გაუძლო წნეხს და 74–ე წუთზე გოლი გავუშვით. ნათელი იყო ამ გოლს მალე მეორეც მოყვებოდა, რადგან ხორვატები უფრო გაილაღებდნენ ჩვენი გადაღლილი და უკვე ფსიქოლოგიურად გატეხილი გუნდის წინააღმდეგ. მართლაც ორი წუთიც და მეორე გოლი გავუშვით და მოხდა ის, რისიც ასე მეშინოდა ჩვენი გუნდის თამაშის შემყურეს. წავაგეთ თამაში, რომელიც იყო შანსი სასწაულით, მაგრამ მაინც მოგებამდე მიგვეყვანა. გაშვებულ გოლებამდე ხომ იღბალი აბსოლიტურად ჩვენს მხარეს იყო (გოლისგან სამჯერ ძელმა გვიხსნა). რამდენიც გინდა იმდენი მომხდარა ფეხბურთში ასეთი სასწაულები. ეს მოგება კიდევ უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა ევროპაზე გასასვლელად.. 15 წუთი დაგვაკლდა ზღაპარში თავის ამოსაყოფად.. პ.ს. მინდა გია გრიგალავას დებიუტი ავღნიშნო – უდაოდ ნიჭიერი მცველია, თან სულ ახალგაზრდა და სასიხარულოა რომ მის გარშემო არსებულ გაურკვევლობას წერტილი დაესვა და საბოლოოდ ჩვენი ნაკრების სახელით მოთამაშე ვიხილეთ. აქამდეც მჯეროდა რომ მისი დროებითი არჩევანი (თავის დროზე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა) კარიერის დასაწყისში რუსეთში თამაშისგან გამოწვეული პრობლემებით უფრო იყო ნაკარნახევი, ვიდრე მისი პირადი სურვილებით. ბევრმა ეგ კაცი ლამის მოღალატედ შერაცხა. მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით კაცისთვის რაიმე იარლიყის მიკერება არასწორია. დაველოდოთ, ვნახოთ – შეიძლება წლების მანძილზე ამ კაცმა ბევრად მეტი გააკეთოს ჩვენი ნაკრები გუნდისთვის, ვიდრე უამრავმა სხვა “პატრიოტმა” და მერე შეიძლება შერცხვეს კიდეც რიგ ხალხს, ვინც გია აქამდე ქვეყნის მტრების რიგს მიაწერა.. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/437/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/437/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=437&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  24. http://www.polity.ge/images/catalog/culture/religion/nazareti.jpgახლო აღმოსავლეთში კათოლიკური ეკლესიის მაღალჩინოსანი წარმომადგენლის ცნობით, ნაზარეთში ანუ იმ ქალაქში, სადაც სახარების თანახმად იესომ ახალგაზრდობა გაატარა, სულ მალე არცერთი ქრისტიანი აღარ დარჩება. ნაზარეთის ქრისტიანული უმცირესობის წარმომადგენლების მასიური ემიგრაცია ჯერ კიდევ ათ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ადგილობრივ ისლამისტებთან ურთიერთობების გაუარესება გახლდათ, რაც თავის მხრივ იმით იყო განპირობებული, რომ ისლამისტებმა ქალაქის მთავარ ეკლესიასთან ახლოს მეჩეთის აშენება სცადეს. polity.ge
  25. ქალაქ ქობულეთში ზაფხულობით შესაძლოა წვიმიანმა ამინდებმა იკლოს. ამის მიზეზი არა კლიმატური ცვლილებები, არამედ სპეციალური დანადგარი შეიძლება გახდეს, რომელიც ღრუბლების გაფანტვით ამინდს დაარეგულირებს. იდეა ამინდის მართვის შესახებ ქობულეთში ყველაზე დიდი სასტუმროს, "ჯორჯია პალასის" მფლობელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გაახმოვანა ქობულეთის ტურიზმის ასოციაციის დაარსების დღეს. თუკი იდეა განხორციელდება, ტურისტულ სეზონზე ქობულეთში წვიმიანი დღეების რაოდენობა იკლებს და დამსვენებლებსაც მეტი დრო ექნება პლაჟზე გასარუჯად. თუმცა უღრუბლო და ხელოვნურად მართულმა ამინდმა შეიძლება მიმდებარე დასახლებები დააზარალოს, რადგან ქობულეთში გაფანტული ღრუბელი სხვა ადგილას მოიყრის თავს. "თუ ამინდი ხელოვნურად იცვლება ერთ სოფელში, რეგიონში ან ქვეყანაში, ამან შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები მოუტანოს მეზობელ სოფელს, რაიონს ან ქვეყანას", _ ამბობს ჰიდრომეტეოროლოგი ლაშა სუხიშვილი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში მუშაობს. ლაშა სუხიშვილს პეკინის 2008 წლის მაგალითი მოჰყავს, სადაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის წინ ჩინელმა სპეციალისტებმა სპეციალური რაკეტების საშუალებით გაფანტეს წვიმის ღრუბლები და თავიდან აიცილეს პროგნოზირებული წვიმა. იმავე ღამეს პეკინის გარეუბნებსა და მიმდებარე დასახლებებში დაფიქსირდა ნალექის რეკორდული რაოდენობა _ 100 მმ ღამეში. "პერსპექტივაში ამინდის ფორმირებაში ხელოვნურმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს სოფლის მეურნეობის მოსავლის რაოდენობის დადებითი ან უარყოფითი ცვლილება, დაარღვიოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ციკლი, შექმნას წყლით მომარაგების პრობლემები და ასე შემდეგ", _ ამბობს ლაშა სუხიშვილი. ამინდის მართვა კონკრეტული, მოკლევადიანი მიზნებისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება. ამ მეთოდით ხელოვნურად იწვევენ ნალექს ან კატასტროფულ ნალექებსა და სეტყვას თავიდან იცილებენ, ფანტავენ ნისლს, ღრუბლებს და ა.შ. ამინდი ღრუბლებში ქიმიური ნივთიერებების (რეაგენტების) შეტანით იმართება. ამისათვის იყენებენ ხმელეთზე დამონტაჟებულ გენერატორებს, თვითმფრინავებსა და რაკეტებს. ღრუბლებში ყველაზე ხშირად იოდიანი ვერცხლისწყლის ფხვნილი და ე.წ. მშრალი ყინული ითესება. ასევე ხშირად გამოიყენება იოდიანი ტყვია. ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ დღემდე უცნობია, ამინდის სამართავად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების დოზა რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივ გარემოზე: "მხოლოდ ცნობილია მათი ზოგადი ზემოქმედება. მაგალითად, იოდიანი ვერცხლისწყლის ფხვნილი (თითო ჯერზე გამოიყენება 10-50გ) აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს "გაიდლაინების" მიხედვით რისკის შემცველ ნივთიერებად და ტოქსიკურ დამაბინძურებლად ითვლება. სხეულში მისმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს იოდიზმი, რომელიც ვლინდება ცრემლდენით, ხველით, სურდოთი, ნერწყვდენით, კრუნჩხვებით, კანის დამახასიათებელი გამონაყრით. იოდიანი ვერცხლისწყალი სახიფათოა როგორც ადამიანებისთვის, ისე ძუძუმწოვრებისთვისაც, იწვევს დროებით უუნარობას, დეპრესიას, წონის კლებას, ანემიას. კანზე მისმა პერიოდულმა მოხვედრამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის ფერის სამუდამო შეცვლა. ყველა ქიმიური ნივთიერება, რომელიც ღრუბლებში ითესება, საბოლოოდ, მაინც დედამიწაზე ბრუნდება და აკუმულირდება ნიადაგში, მცენარეებსა და ადამიანზე. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ უცნობია, რა უარყოფით (ან შესაძლოა ზოგ შემთხვევაში დადებითსაც) გავლენას ახდენს ამინდზე ზემოქმედებისას გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების დოზირება ადამიანსა და გარემოზე. ცალსახაა, რომ, ზოგადად, ამინდის მართვის შედეგები ვრცელდება არა მხოლოდ სამიზნე რეგიონზე, არამედ სულ სხვა რაიონებზეც და ხშირ შემთხვევაში, თუ პირდაპირი შედეგი დადებითია, მისი ირიბი გავლენა უარყოფითია". ერთი წლის წინათ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი "მწვანე ორგანიზაციის", "გრინფისის" რუსულმა განყოფილებამ. მოსკოვის მაშინდელ მერს, ლუჟკოვს, სურდა 9 მაისისა და სხვა მრავალრიცხოვანი ღონისძიებების დღეებში ხელოვნურად გაეფანტა ღრუბლები ქალაქის თავზე და ამისათვის რამდენიმე მილიონი დოლარის დახარჯვასაც აპირებდა. "გრინფისი" ამინდის ხელოვნურად მართვის წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან გაფანტული ღრუბელი სხვა ადგილას მოიყრიდა თავს და სწორედ იმ რეგიონში ნალექიანობა მოიმატებდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...