Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. <img src = "img/multimedia/a3719.jpg" > ამ დროისთვის ჩვილი მეთვალყურეობის ქვეშაა, 3,2 კგ-ს იწონის და თავს კარგად გრძნობს.მშობლები მისთვის სახელად Skype-ს დარქმევას არ გამორიცხავენ. droni.ge
  2. http://www.polity.ge/images/catalog/world/europe/ukrainuli_dilema_01.jpgროგორ აფასებთ საქართველოს? 2005-ში, ტრიუმფალისტმა ჯორჯ ბუშმა ქვეყანას „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. თუ დღეს ეს შეფასება გაზვიადებულად გვეჩვენება, უნდა ითქვას, რომ ქვეყანას ახლაც ხშირად აქებენ. შარშან The Economist -მა ხაზი გაუსვა ქვეყანაში მომხდარ „მენტალურ რევოლუციას“ და განცახადა, რომ საქართველომ ყველაზე უკეთ შესძლო საბჭოთა მემკვიდრეობის უკუგდება.გასულ წელს იმაზე ვლაპარაკობდით, რომ ქართულმა პოლიტიკამ ტრანსფორმაცია განიცადა და ქუჩიდან საარჩევნო ყუთებთან გადაინაცვლა. დაახლოებით იმავე პერიოდში ვლადიმერ სოკორმა, Jamestown Foundation-ის ვაშინგტონელმა ანალიტიკოსმა ასეთი რამ აღნიშნა – ბოლო წლებში ქვეყანა „ისე შეიცვალა, რომ მისი ცნობა თითქმის შეუძლებელია.“ polity.ge
  3. 1. პროექტი, რომელსაც თვალს ვადევნებ: მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად პლეხანოვზე გავიზარდე, არასდროს შემიმჩნევია, რა ლამაზი სახლები ყოფილა ამ ქუჩაზე. კარგა ხნის შემდეგ პირველად მომიწია ამასწინათ აღმაშენებელზე გავლა და თვალებს არ დავუჯერე, უცებ ვერ მივხვდი, სად ვიყავი. ძალიან მომწონს, რომ შენობების რეკონსტრუქციას აკეთებენ, ძალიან მომწონს, რომ დიდი ჭადრები მოაშთეს. ამაზე ბევრი დაობს, გამართლებული იყო თუ არა, თუმცა ქალაქის ცენტრში რამდენიმე ხე არ მგონია დიდად ხელს უშლიდეს გარემოს დაბინძურებას, სამაგიეროდ ფესვები საძირკვლებს აფუჭებდნენ, და, როგორც წავიკითხე, დიდი ხეები სათბურის ეფექტს ქმნიდნენ ქუჩისთვის, რის გამოც აქაურობა სულ ჩახუთული იყო. ჭადრების ნაცვლად რაღაც სხვა ხეების დარგვას აპირებენ. ისე, ჭადრების და თუთების დარგვა ქალაქში ვინ მოიგონა თავის დროზე… http://dodka.files.wordpress.com/2011/07/agm11.jpg?w=640&h=480 რა არ მომწონს: ფორუმზე გახსნილ თემაში (რომელსაც რეალითი შოუსავით ვკითხულობ, რადგან მონაწილეები ხშირად დებენ ახალ-ახალ ფოტოებს მიმდინარე სამუშაოებიდან და ძალიან აზარტულია ეს ნგრევა-შენების პროცესი) ბევრმა დაწერა, რომ ერთი და იგივე სახლს რამდენჯერმე აკეთებენ. მაგალითად, გადახურავენ, მერე მოდიან, აყრიან, რამე სხვას დაახურავენ. მერე ისევ აყრიან და მანსარდას დაადგამენ და ა.შ. რატომ? რატომ არ შეიძლება, გაკეთდეს პროექტი ერთხელ და მიჰყვნენ მერე იმ პროექტს. ნერვებისმომშლელია ფულისა და რესურსების ასე უპასუხისმგებლოდ ფლანგვა. გარდა ამისა, ასევე ფორუმზე დევს ბევრი ფოტო, სადაც ჩანს, როგორი მიფინაჩებულია შენობების ზოგი ნაწილი. ძალიან ვბრაზობ. /ფოტოები აღებულია ფორუმზე თემიდან, ბევრჯერ გადაკოპირებულია და ამიტომ პირველწყაროს ვერ ვუთითებ/ http://dodka.files.wordpress.com/2011/07/agma.jpg?w=640&h=480 2. სასარგებლო აღმოჩენა: ფეისბუქზე ჩემი მეგობარი უცხოელებისთვის ჰოსტელს ეძებდა და აქედან აღმოვაჩინე ერთი თბილისური ჰოსტელი – “ბუმბული”. სიამაყით აღვივსე, რევიუებს რომ ვკითხულობდი. არ ვიცი, რატომ მჭირს ხოლმე ასეთი აღტყინება ყოველთვის, როცა უცხოელის დადებით შეფასებას ვკითხულობ რამეზე, რაც საქართველოს ეხება – ადრე ნამდვილად მახსოვს, რომ არ მჩვეოდა ასე, მე მგონი, რაც ასაკი მემატება, უფრო პატრიოტი ვხდები. მოკლედ, თუ დაგჭირდათ უცხოელი მეგობრებისთვის ჰოსტელი თბილისში, იაფი და სტუმართმოყვარე, აი თქვენ ლინკი: http://boombully.com/ 3. ვიდეო, რომელსაც ვუყურებ: Chiti.ge, რომელიც სრული ძალით სექტემბრიდან გაეშვება, თიზერ სიუჟეტს გვთავაზობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ინიციატივა: http://img.youtube.com/vi/r2DBDPH4z0c/2.jpg Filed under: Just, რა Tagged: აღმაშენებელი, აღმაშენებლის გამზირი, თბილისი, რეკონსტრუქცია, საქართველო, ჩიტი, ჰოსტელი, chiti http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1941/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1941/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1941/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1941/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1941/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1941/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1941/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1941&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  4. http://zvigena.files.wordpress.com/2011/07/metalurg-banants-1-1.jpg?w=232&h=117 თამაში ისეთ დროს დაიწყო, ფეხბურთელებს კი არა, ცალმხარეს ჩრდილში მჯომ გულშემატკივარს უჭირდა სუნთქვა. მსაჯმა ორჯერ შეაჩერა თამაში და ფეხბურთელებს წყლით სულის მოთქმის საშუალება მისცა. ხოდა რა გასაკვირი, ჯერ ისედაც ორი უკლასო გუნდის თამაში, საერთოდ ვერაფერი სანახავი რომ გამოდგა. მეტალურგს (ყოფილ ოლიმპს) პირველი შეხვედრის შემდეგ საკმაო ფორა ქონდა და თამაშიც უფრო ყოჩაღად დაიწყო. ჯერ ერთი ერთზე დარჩენილ გეწაძეს მართებდა გატანა, მერე კი მიქაბერიძემ იყოჩაღა, კარგად გაჭრა მეტოქის დაცვა და რიკოშეტით წასული ბურთი მეკარემ ძნელად კუთხურზე მოიგერია. გოლი მაინც მალე გავიდა, მე–18 წუთი მიმდინარეობდა, მაისურაძემ დაკარგულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა, რომელიც მიქაბერიძეს მიუგორდა და მანაც საშუალო დისტანციიდან აუღელვებლად გახსნა ანგარიში. თითქოს ყველა კითვა მოიხსნა, თუ ვინ გავიდოდა შემდეგ ეტაპზე. მეტი არც არაფერი მომხდარა პირველ ტაიმში საინტერესო. დაიწყო მეორე ტაიმი და ნელნელა სომხებმა იძალეს, ჩვენებს დაღლა დაეტყოთ (შარშანდელი აქტობესთან თამაში გამახსენდა). 72–ე წუთზე კი მსაჯიც ცოტა წაეხმარა, როცა არც თუ 100% ჯარიმაზე თერთმეტმეტრიანისკენ გაიშვირა ხელი და ანგარიშიც გათანაბრდა. ნერვიული ბოლო ოცი წუთი გველოდა, სომხებმა მალევე ხარიხას გაგვირტყეს ბურთი, გადავრჩით. მეტოქე ფლანგებიდან ბევრს გვიტევდა და ჩვენი დაღლილი გუნდი ბურთის მოგერიებაზე იყო გადასული. ბოლო ბოლო 1–1 და შემდეგ ეტაპზე გავედით, სადაც რუსთაველებს მორიგი ყაზახური გუნდი ელის. აქამდე ორ ცდიდან ორჯერ ჩვენიანები უშანსოდ დამარცხდნენ აზიელებთან. ასეთი თამაშით კი ვფიქრობ უკეთესი ბედი არც ამჯერად გველის. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/455/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/455/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=455&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  5. ყველა დადებით თვისებას, რაც ადამიანს აქვს, თავისი “ექო” ნეგატიური თვისებაც მოსდევს. რომანტიკული ადამიანია? სურპრიზების გაკეთება უყვარს? – სამაგიეროდ ზედმეტად ემოციურია და მასთან რაციონალურად საუბარი ჭირს. კომპანიის სული და გულია, მხიარული და აქტიური? – სამაგიეროდ ძალიან ძნელია მასთან თავი იგრძნო ექსკლუზიურად და მშვიდად. იცის, როგორ მოგექცეს, როგორც ქალს და დაგახვიოს თავბრუ? – შენ ერთადერთი არ ხარ, სხვებსაც ასევე ექცევა და ახვევს თავბრუს. ბევრ ფულს აკეთებს და საინტერესო საქმითაა დაკავებული? – ნაკლები დრო რჩება შენთვის. ძალიან ყურადღებიანია და შენ გარდა არავინ ადარდებს? – თავს გრძნობ ჩახუთულად და ოცნებობ, რომ რაიმე საქმე იპოვოს, რომ შენც სინდისის ქენჯნის გარეშე გაატარო ერთი საღამო მის გარეშე, მეგობრების წრეში. თან, დიდი შანსია, რომ ბევრი ფულიც არ აქვს. ფული აქვს, მაგრამ არ მუშაობს და ამიტომ დრო აქვს შენთვის? – დედიკოსთან ცხოვრობს მამიკოს ხარჯზე და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. ერთი და იგივე სფეროში მუშაობთ და ბევრი საერთო გაქვთ? – “სამსახურშიც სამსახური, სახლშიც სამსახური…” სხვადასხვა სფეროში მუშაობთ, სხვადასხვა თემები გაინტერესებთ? – სალაპარაკო თემის პოვნა უფრო რთულდება. დილით შენზე ადრე დგება და ყავას გახვედრებს? – ალბათ შენზე ადრე იძინებს და “ტოროლაა”, შენ კი “ღამურა” ხარ და თქვენი აქტივობის ფაზები ერთმანეთს არ ემთხვევა. შეუძლია დაგეგმოს და განახორციელოს ევენთები, რომლებზეც ერთად გაერთობით? – ზოგჯერ არ ითვალისწინებს შენს აზრს, გინდა თუ არა ის კონკრეტული აქტივობა იმ კონკრეტულ დღეს. შენ გეგმავ ყველა თქვენს საერთო აქტივობას, რომელ კაფეში წახვიდეთ ან რომელი კინო ნახოთ დღეს? – ინივიატივის გამოჩენა უჭირს და იღლები. სპონტანური და კრეატიულია? – შეუძლია სპონტანურად გადაწყვიტოს, რომ დღეს საღამოს დაგეგმილი შეხვედრა გაუფრთხილებლად გადადოს და სადმე სხვაგან მიდის. და ასე უსასრულოდ. ჯამში ჩვენ სამეგობროდ/საურთიერთოდ ვირჩევთ ადამიანებს არა მათი დადებითი თვისებების გამო, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეგვიძლია შევეგუოთ ამ დადებითი თვისებების “ექო” ნეგატიურ თვისებებს. http://dodka.files.wordpress.com/2011/07/263484_1405253667568_1719190616_672673_7264386_n1.jpg?w=640 Filed under: Just, რა Tagged: მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობები http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1934/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1934/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1934/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1934/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1934/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1934/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1934/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1934&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  6. <img src = "img/multimedia/a3259.jpg" > იმის გამო, რომ 2012 წლის 5 მარტს "საქინფორმის" მიერ გავრცელებულმა მილოცვის ტექსტმა, რომელიც ვ.ვ. პუტინს ეძღვნებოდა, მწვავე რეაქცია გამოიწვია, "დრონი.ჯი" გთავაზობთ ადრე გამოქვეყნებულ სტატიებს, სადაც ნათლადაა ასახული "საქინფორმისა" და მისი ხელმძღვანელის, ანდრო ხიდირბეგიშვილის პოზიცია. droni.ge
  7. <img src = "img/multimedia/a3257.jpg" > „იმის კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ, თუ როგორ იხდიდნენ რუსი ჯარისკაცები თავიანთი მწირი ხელფასიდან ერთი კილოგრამი ვაშლის, პურისა და ჭაჭის საფასურს, როგორ დაიცვა რუსეთის არმიამ იმ დღეებში საქართველო ჩრდილოკავკასიური ბანდფორმირებებისგან...“ droni.ge
  8. http://zvigena.files.wordpress.com/2011/07/dinamo-milsam-2-0.jpg?w=250&h=296 ბოლო პერიოდია დინამოში დიდი ფული დატრიალდა, ბევრ სიახლეს ესპანეთიდან მოწვეული მწვრთნელ–ფეხბურთლები დაემატა და ამის ფონზე გუშინდელ მატჩს დიდი მოლოდინი ახლდა. სტადიონზე ასეთი დონის შეხვედრისთვის საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მოვიდა. იქნებოდა ასე 12–13 ათასი კაცი. დინამოს კარს ბოლო ხანს მშვენივრად ათამაშებული ლორია იცავდა. დაცვის ცენტრში უკვე სტაჟიანი დინამოელები კაკუბავა–თომაშვილი თამაშობდნენ, ხოლო ფლანგებზე დინამოში უკან მობრუნებული ოდიკაძე და ოლიმპიდან გადმოყვანილი რეხვიაშვილი იდგნენ. საყრდენის როლს კვეკვესკირი ასრულებდა, ცენტრი კი გამოცდილ კოშკაძეს ახალბედა ჯიღაური შეუწყვილდა. ეულ ფორვარდ ფანცხავას კი ფლანგებიდან რობერტიონიო–ლექვთაძის დუეტი ეშველებოდა. თამაში ხეირიანად გახურებული არც იყო, ნაკუთხურალზე ბურთი კვეკვესკირმა რომ მოიხელთა და ათიოდე მეტრიდან კარში მიუჩინა ადგილი. უკეთეს დასაწყისს ვერც ინატრებდა კაცი. ამის შემდეგაც სიტუაციას თითქოს ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, მაგრამ რიგ მომენტებში უყურადღებო პასების გადამკიდე მეტოქეს სწრაფი კონტრიერიშის განხორციელების საშუალებას აძლევდა. ერთ მომენტში თომაშვილმა ლამის ბოლო იმედის ჯარიმა აიკიდა, თორემ მეთოქის თავდამსხმელი უკვე მეკარეს შეეჩეხებოდა ერთი–ერთზე. გადავრჩით, როცა რეფერიმ მხოლოდ ყვითელი უჩვენა ჩვენიანს. ტაიმი ისე მიიწურა, რამოდენიმე ნახევარმომენტი შევქმენით, ეგ იყო და ეგ. გუნდს ეტყობდა უკეთესი თამაშის ჩვენების საშუალება ქონდა. მეორე ტაიმი თითქმის იგივე სცენარით განვითარდა. ერთი ეგ არის მეტოქე სადაც უნარი აღარ ყოფნიდა, უხეშობაზე გადადიოდა და გვარიანად ლეწავდა ჩვენიანებს, მსაჯი კი ცოტა არ იყოს ზედმეტად ლოიალური იყო. ტაიმის ნახევარი მიილია და ისევ კვეკვესკირმა გაიბრწყინა, როცა მოედნის ცენტრიდან მეტოქის მცველებს შორის ისეთი პასი გაჭრა, ბევრ მაღალი კლასის პლეიმეიკერს შეშურდებოდა – ლექვთაძე მეტოქის მეკარეს შეატოვა. მანაც პატარა სულ მცირე პაუზა გააკეთა, თითქოს კარის გასწვრივ საპასედ მოემზადა და ამ დროს მეკარეს ახლო კუთხეში მძლავრად დაურტყა. კარის დარაჯმა ბურთს ხელი კი წაკრა, მაგრამ ის მაინც კარის ბადეში აღმოჩნდა და 2–0. ანგარიში უკვე ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო და ასეც დავასრულეთ შეხვედრა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ კვეკვესკირი იყო. გამოსარჩევია ჯიღაურის თამაშიც – ეს ბიჭი ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და კარგი დაღვინებული ფეხბურთელივით კი მოქმედებდა. ჭკუა, ტექნიკა და თამაშის ჟინი არ დაეწუნება და აკი ტყუილად არ ამოუგდია შემადგენლობიდან მასზე შედარებით გამოცდილი და არანაკლებ ნიჭიერი გიო თექთურმანიძე. არ მომეწონა დაცვის ფლანგელების თამაში – უკან ცოტა არასაიმედოდ იდგნენ და შეტევაშიც ცოტა უფრო გონივრულად მართებდათ ჩართვა. ასევე შედარებით პრობლემური ჩანდა თავდამსხმელის პოზიცია. წესით ამ ეტაპს გავივლით, მერე კი სამი ესპანელი დაგვემატება (ერთ–ერთი განსაკუთრებით ცნობილია, ჩისკო, ვინც შარშან ლევანტეში პრიმერაში 23 თამაში ჩაატარა და თავის დროზე ვალენსიას შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონიცაა). გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ ჯერ შეუთამაშებელია და სეზონშიც პირველი ოფიციალურ თამაშს ატარებდნენ. ამ გუნდს აშკარად მეტის პოტენციალი აქვს, რასაც დიდი იმედი მაქვს ევროთასების მორიგ ეტაპებზე დაამტკიცებენ. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/446/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/446/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=446&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  9. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/eu_georgia_01.jpgსაქართველოს პრეზიდენტის შეცდომები არ უნდა გახდეს უყურადღებობის საბაბი პროდასავლური ქვეყნის მიმართ. polity.ge
  10. 5 წლის წინ აღმოვაჩინე პროექტი Dear me. და 5 წელია ვგეგმავ, წერილი მივწერო საკუთარ წარსულ მე-ს, თუმცა სანამ ნატოშამ არ შემაჯანჯღარა, ვერ მოვაბი თავი. მოკლედ, გადავწყვიტე – 10 წლის წინანდელ, ანუ 15 წლის დოდკას ვწერ წერილს, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ “დოდკა” გახდებოდა. დოდი, დიდი ხანია შენთვის წერილის მოწერას ვაპირებ და აქამდე ვერ მოვახერხე. უცნაურია, ნებისმიერ ადამიანს უპრობლემოდ სწერ წერილს, საკუთარი წარსულისადმი კიდევ ცოტა ჭირს… ვიცი, რომ ვერ გამიგებ მაინც, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. თავს გადააქნევ და იტყვი, რომ “არ მინდა ასეთი ვიყო”. და შეეცდები შეცვლას, მაგრამ ვერაფერსაც ვერ შეცვლი შენ ახლა ჩემში – იმიტომ, რომ მე უკვე აქ ვარ. შენი ყველაზე დიდი ოცნება ახლა ჟურნალისტობაა. რომ იცოდე, მაგაზე სულელური ოცნება არ გქონია არასდროს. მაგაში სადღაც ორ წელიწადში დარწმუნდები, მერე რამდენიმე წელი კიდევ ჭერში ბუზებს დაითვლი და გეგონება, რომ არაფერი გაინტერესებს, გეგონება, რომ ვერასდროს იპოვი შენთვის საინტერესო პროფესიას და გზას ცხოვრებაში. მაგრამ მინდა დაგაწყნარო, იპოვი – ძალიან კარგს, საინტერესოს, სასარგებლოს და თან ეს თავისით მოხდება, შენგან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ჰობი, რომელიც შენს თანამედროვე საქართველოში არც კი გაუგიათ, შენს საქმიანობად იქცევა. თან გულის სიღრმეში ხომ ისედაც იცი, რომ არსად დაიკარგები. აბსოლუტურად არ აქვს აზრი, სად ჩააბარებ და ტყუილად იტეხ თავს. ასევე ტყუილად დააბრალებ ელზას, რომ არასწორი გზა აგარჩევინა – სწორი გზა საერთოდ არ არსებობს შენს შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარი, შენი მომავალი პროფესიის შესახებ შენ კი არა, მსოფლიოში არ სმენიათ. სწორედ ამ წლიდან, როცა ამ წერილს კითხულობ, იწყება ძვრები ამ მიმართულებით და საქართველოში კიდევ რამდენიმე წელი არ ჩამოაღწევს. დიპლომი აგერ 25 წლის ვარ და ჯერ კიდევ არაფერში გამომიყენებია, თუმცა უნივერსიტეტის დამთავრებას იმდენად ცოტა ძალისხმევა უნდა შენგან – უბრალოდ ჩათვლებზე მისვლა, რომ ცუდი არ იქნება, თუ არ მიაგდებ იმ გულისაცრუების პერიოდში. მართლა არაფერში გამოგადგება კიდევ კარგა ხანი, მაგრამ ეგდოს მაინც სახლში. არ ვიცი, რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ შენი შვილი ბიჭი იქნება – ეტყობა მაინც მოვიდა ეს წერილი შენამდე. მართალი ხარ, ბიჭი იქნება, ჯანმრთელი, ჭკვიანი და ძალიან საყვარელი. თუმცა იმაში ცდები, რომ უმამოდ გააჩენ – თუნდაც იმიტომ, რომ ჭკვიანი გოგო ხარ და კონტრაცეპციის ყველა მეთოდის ჩამოთვლა შეგიძლია ძილშიც. შვილს კიდევ ძალიან კარგი მამა ჰყავს. ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი ქმარია, ან შენ ხარ იდეალური ცოლი. შენ ამაზე უკვე იწყებ ფიქრს: გადასარევი ოჯახები, ანუ გადასარევი ქმრები და იდეალური ცოლები ზოგადად არ არსებობენ და მაინც ყველა ოჯახს ერთი ბედი უწერია. მაგრამ მართლა კარგი მამაა. ისე ზოგადად კიდევ უამრავი წარუმატებლობა გექნება ურთიერთობებში. აპ, აპ – ვცდები. წარუმატებლობა კი არა, გამოცდილება. სხვათაშორის, სულაც არ ხარ მახინჯი და რაც მალე დაიწყებ მაგ კომპლექსებთან ბრძოლას, მით უფრო გაგიადვილდება ცხოვრება. შენს ასაკში ყველა გოგოს მახინჯი ჰგონია თავი. არც მსუქანი ხარ. საერთოდ, რამდენი თაყვანისმცემელი უნდა გყავდეს, რომ დარწმუნდე ამაში? ისე კარგი ტიპი ხარ. და სწორი დევიზი გაქვს. “If I fail, if I succeed, at least I lived as I believed.” ნახე, ათი წლის შემდეგ კიდევ მახსოვს ეგ ციტატა ვიტნი ჰიუსტონის სიმღერიდან და კიდევ ასე ცხოვრებას ვცდილობ. ამ წერილს ბაკურიანიდან გწერ. აჰაჰ, არა, აქ არ გავთხოვილვარ, ნუ გეშინია. ტრენინგს ვატარებ. რაში? არ გეტყვი, არ მინდა, დავასპოილო (სხვათაშორის, ეს სიტყვა ჯერ არ იცი). ხომ არ დაგავიწყდა, კიდევ რამდენიმე წელი უნდა თვალო ჭერში ბუზები… უი, წარმოგიდგენია, რომ ოდესმე საქართველოდან წასვლა არ გენდომება? ძალიან ბევრი რამე შეიცვლება ქვეყანაში. თან აქ უფრო საჭირო ხარ, ამიტომ საერთოდ გადაიფიქრებ სადმე წასვლას. ურაპატრიოტიზმი არ მალაპარაკებს (არც ეს სიტყვა გაგიგია). ვირი გინდ ღობის აქეთ დააბი, გინდ ღობის იქით, მაინც ვირიაო – თუ რამის მიღწევა გინდა, აქ უფრო ადვილიც კია. სხვაგან სხვის აშენებულ სახლში უნდა იცხოვრო და მუდამ სტუმარი იყო, აქ კიდევ შენ თვითონ მოგეცემა შანსი, შენი სახელობის აგურებით აშენო სახლები (არა, არც სამშენებლო ბიზნესში არ მოხვდები, ნუ ხარ სულსწრაფი). მოკლედ, არ მოიწყინო. ელზას ბევრი არ ეჩხუბო. და ძალიან, ძალიან ბევრჯერ წაიმტვრიე ცხვირი, საბოლოოდ მაინც არაფერს ინანებ. Filed under: Just, რა http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1928/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1928/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1928&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  11. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/06/preview.php_1.jpegბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს მორიგ შეხვედრაზე რომელიც ადამიანის უფლებებს მიეძღვნება 26 მაისს აქციის დარბევაზეც ისაუბრებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს 20 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ადამიანის უფლებების სფეროში. „ევროკავშირი კვლავაც დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართ და ყურადღებით აკვირდება ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ორმხრივი პროცესია და საშუალებას აძლევს მხარეებს, აღიარონ მიღწეული წარმატება და დააყენონ პრობლემური საკითხები. ევროკავშირი კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგის მორიგი რაუნდის წინ ჩატარდა შეხვედრა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.“-აღნიშნულია განცხადებაში. დისკუსიებისას განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, 26 მაისის მოვლენები და განცხადებები ქართული პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ, ასევე, საქართველოში მედიის მიმართ დამოკიდებულების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი დიდი ინტერესით მოელის ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/06/271-300x1981.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომავალი წლისთვის ამბროლაურს საკუთარი აეროპორტი ექნება. ამის შესახებ განცხადება, სააკაშვილმა ამბროლაურში ყოფნისას გააკეთა. მისი თქმით, მისთვის იმედის ცენტრი ამბროლაურია. “თქვენ ყველაზე შრომისმოყვარე ხალხი ხართ. როცა მოინდომებ, ხელს გაანძრევ, დაიჯერებ, დღე და ღამ იშრომებ მუხლჩაუხრელად, ყველაფერი მიღწევადია. ეს არის ჩემი და თქვენი ერთობლივი გზავნილი საქართველოსთვის”,- მიმართა პრეზიდენტმა მოსახლეობას. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
  13. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამბროლაურში დღეს, ახალი საავადმყოფო გახსნა. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/06/24-213x3001.jpg პრეზიდენტი საავადმყოფოს მედპერსონალს გაესაუბრა და ასევე, ინტერნეტით ქართველ ექიმს ელაპარაკა, რომელიც ამჯერად დანიაში იმყოფება. საავადმყოფოში, რომელიც 25 საწოლიანია დამონტაჟებულია სპეციალური სისტემა, რომლის საშუალებითაც მედიკოსებს ექნებათ შესაძლებლობა, ინტერნეტით დაუკავშირდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და მსოფლიოში მოღვაწე ქართველ ექიმებს და მათგან კონსულტაცია მიიღონ. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/06/kublashvili.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ოპოზიციური “რვიანთან” ინდივიდუალური მოლაპარაკებები და შეხვედრები გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს კუბლაშვილმა განუცხადა, თუ რომელიმე პარტიას აქვს სურვილი, რომ თავისი პოზიცია დააფიქსიროს ამა თუ იმ ნორმასთან დაკავშირებით, უმრავლესობა მზად არის ეს საკითხიც განიხილოს. “აქამდე მოლაპარაკებების პროცესს ხელს ის უშლიდა, რომ მეორე მხრიდან ინდივიდუალური მოლაპარაკებების სურვილი არ იყო, ახლა კი შეხვედრები, აუცილებლად გაიმართება”, – განაცხადა კუბლაშვილმა. “ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკება “რვიანის” ფორმატზე უარის თქმას ნიშნავს. მისი თქმით, ინდივიდუალური მოლაპარაკების ფორმატში მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის ყველა პარტია თავისუფალ სივრცეს დაიტოვებს. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/06/sshot-1810-300x2351.pngსაქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ბრიუსელში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში დიალოგის ფარგლებში 26 მაისს განვითარებული მოვლენები განიხილება. მისი თქმით, ევროკავშირი კვლავაც დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართ და ყურადღებით აკვირდება ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას. დიმიტროვის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ორმხრივი პროცესია და საშუალებას აძლევს მხარეებს, აღიარონ მიღწეული წარმატება და დააყენონ პრობლემური საკითხები. “ევროკავშირი კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგის მორიგი რაუნდის წინ ჩატარდა შეხვედრა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ევროკავშირი დიდი ინტერესით მოელის ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით”, _ ნათქვამია განცხადებაში. დიალოგი 20 ივნისს ბრიუსელშია დაგეგმილი. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...