planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
პირველი ინფო ამ სიმღერაზე იხილეთ ამ პოსტში (2006) სოხუმის დაცემის დღიდან 18 წელი გავიდა. მინდა წარმოგიდგინოთ სიმღერა, რომელიც დაიწერა ხუთი წლის წინ და დღემდე არ ეღირსა ნორმალური რელიზი, შესაბამისი ტექნოლოგიების ნაკლებობის გამო. ინფორმაცია სიმღერაზე, კრედიტები და ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ამ პოსტის პირველ ხაზში მოყვანილ ლინკზე. აქ კი მხოლოდ სიმღერის მოსასმენ პლეიერს გთავაზობთ. და აქვე ყდა: [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2147&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
2010 წლის 5 ნოემბერს კავკაზუს ონლაინის რებრენდინგის პრეზენტაციაზე მოვხვდი და საოცარი შოუ ვიხილე. დღემდე არ ვიცი რა ჰქვია ამ ტექნოლოგიას თუ ხელოვნებას, მაგრამ რომ მიგახვედროთ დაახლოებით ასე მუშაობს: მოცეკვავეების ჯგუფი დგას სცენაზე და ხელით ატრიალებს ჯოხის მსგავს ხელსაწყოს რომელიც ორივე ბოლოთი ანათებს. ეს ტრიალის სიხშირე და ნათების ფერები ისეთი სიზუსტითაა გამოთვლილი, რომ ტრიალის დროს განათებები სხვადასხვა გამოსახულებებს ქმნიან. თავად დატკბით ფოტოებით. თუ ვინმემ იცით რა ეწოდება ამგვარ შოუს გთხოვთ კომენტარებში დამიტოვოთ პასუხები. http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/CO-1.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/CO-2.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/CO-3.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/CO-4.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/CO-5.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/CO-6.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/CO-7.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/CO-8.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/CO-9.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/CO-10.jpg http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/W9Vu8jybi5g ეწვიეთsweet.ge
-
http://zvigena.files.wordpress.com/2011/09/308814_10150375968388688_340586913687_10082746_980653205_n.jpg?w=300&h=168რვაწლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ტოპ–ნაკრებს ისევ შევხვდით და ჩვენი გუნდის წინსვლა თვალშისაცემია – მსოფლიოს ერთ–ერთ ლიდერ ნაკრებს ლამის ტოლ–სწორად ვეთამაშეთ და ანგარიში ბოლომდე ობიექტურად არც ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. თამაშის დასაწყისში მალევე ინგლისმა ჩვენი ხაზის შეცდომით ისარგებლა და ლელოთი დაწინაურდა – ამას არ დავუბნევივართ და მასიური შეტევა მოვუწყეთ მოწინააღმდეგეს. ინგლისელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მაგრამ ამით ვერ ვიხეირეთ – მეკოს აშკარად ნერვებმა უმტყუვნა და სამი დარტყმული ჯარიმა გააფუჭა, აქედან ორი წესით იოლად გასატანი. ინგლისმა შეცდომები არ გვაპატია და პასუხად კიდევ ერთი ლელო დაგვიდო – ბურთს ხელდახელ ლაღად ათამაშებდნენ და რაქის შემდეგ ჩვენ დაცვაში სამწუხაროდ გასაქცევ ხვრელსაც პოულობდნენ. მანამდე კი ჩვენ სულ მცირედი დაგვაკლდა, რომ ასევე ლელოთი გვეპასუხა. აბუსერიძემ იომა ლომივით – მეტოქის შერკინების შემდეგ ბურთი ინგლისელთა ცხრა ნომერს ააწაპნა, კიდემდე კარგად ჩაათამაშა და მაჩხანელმაც სალელოოდ გაირბინა – მაგრამ როგორც ვიდეოგამეორებამ აჩვენა, მან ლელოს დადებამდე აუტის ხაზს შეახო ფეხი და შესაბამისად ხუთი ქულის აღების შანსიც მოგვესპო. მერე თითო თითო გარდასახული ჯარიმა გავცვალეთ (მეკომ როგორც იქნა გაიტანა) და ტაიმის მიწურულს კარგადაც შევუტიეთ – მეტოქე კვლავ დაჯარიმდა საკუთარ ოცდაორში (კაციც გაუსიმბინეს), ჩვენებმა შერკინებით განაახლეს თამაში, ბასილაიამ ბურთი კარგადაც აიტაცა და ლელოს დადებაც მოახერხა. ანგარიში 17–10 გახდა და ტაიმი ასეც დასრულდა. თუმცა ომით და დიდი ჯაფის ხარჯზე მიღწეულმა ამ შედეგმა თავისი უკუეფექტი გამოიღო – ბევრი მოთამაშე დაგველეწა და შეცვლების კეთება პირველ ტაიმშივე მოგვიწია. ხოლო მეორე ნახევრის ბოლო ფაქტიურად შეცვლების გარეშე ვითამაშეთ, რამაც თავის ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი გუნდის თამაშზე. ტერიტორიას და ბურთს ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვფლობდით, არ იყო ინგლისის მასიური შეტევები, ჩვენ ოცდაორში ბურთი თითქმის არ ტრიალებდა. მაგრამ კლასმა მაინც თავის ქნა – გადაღლილი და ტრამვებით შესუსტებული ჩვენი გუნდის დაცვას ოთხჯერ უპოვეს სუსტი წერტილი და ანგარიშის სხვაობა სოლიდური გახადეს. ორჯერ ისევ რაქში შევცდით და მეტოქეს ადვილად გაქცევის საშუალება მივიცით. ინგლისი თუ გვიტევდა, ბევრი დარტყმითი ფაზის გაკეთების გარეშე ახერხებდა ლელოს შეტანას. ჩვენი გუნდი კი ბევრს ცდილობდა, იყო რამოდენიმე კარგი შეტევა. ბურთი ისევ ინგლისის ნახევარზე უფრო ტრიალებდა, მაგრამ კიდევ ერთი ლელოს გასატანად ძალა აღარ გვყოფნიდა. სამწუხაროდ მეკომ კიდევ ორი ჯარიმა გააფუჭა, ერთი კარგ დასარტყმელ პოზიციიდან და ვერც ასე მოვიპოვეთ ქულები. შედეგ 10–41 მივიღეთ. მთავარია ამ მატჩმა დაგვანახა, რომ ბობოლა ნაკრებებთანაც შეიძლება ბრძოლა და თუ სწორად განვაგრძეთ განვითარება, შეიძლება ის დროც მოვიდეს,როცა ასეთ ნაკრებებზე გასამარჯვებლადაც გავიწევთ.. მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის, იმედია ტრამვები სერიოზული არ აღმოჩნდება, ხოლო მეკომ ეს შეხვედრა და მისი ხუთი გაფუჭებული ჯარიმა უნდა დაივიწყოს და შემდეგი თამაშისთვის მოემზადოს – ხდება ხოლმე, არ წაუვიდა დარტყმები. შემდეგი შეხვედრა რუმინეთთან არის, ჩვენ ოდინდელ მეტოქესთან – დიდი ბრძოლა გველის. გამარჯვებაა საჭირო, ჩვენი ძალა რომ დავამტკიცოთ! http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/463/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/463/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/463/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/463/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/463/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/463/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/463/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=463&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
Pink.ge ჩემი ახალი წამოწყებაა. ეს არის ონლაინ ჟურნალი – ქალებზე, ქალებისთვის, ქალებისგან (და არა მარტო http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_wink.gif ). ვებ-გვერდი ოფიციალურად 2 კვირაა რაც გაეშვა და უკვე ყოველდღიურად 300-ზე მეტ უნიკალურ ვიზიტორს მასპინძლობს! რაც მთავარია, მასში მონაწილეობა ყოველ თქვენგანს შეუძლია! ამისათვის უბრალოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო. ჩემი ღრმა რწმენით, Pink.ge ნიჭიერ ავტორებს და ბლოგერებს საშუალებას აძლევს გამოაქვეყნონ საკუთარი სტატიები ჯანმრთელობის, სილამაზის, სიყვარულის, სექსის, კარიერისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ. Pink.ge-ს ავტორობა სასარგებლოა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში (და ვინ იცის, რამდენი გამომრჩა!): თუ თქვენი ბლოგი ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვისაა და ცოტა მკითხველი ჰყავს, თქვენ კი მეტის მოზიდვა გსურთ;თუ თქვენ დამწყები/სტუდენტი ჟურნალისტი ხართ და გსურთ ფეხი მოიკიდოთ გასართობ-შემეცნებით ჟურნალისტიკაში;თუ გჭირდებათ გამოქვეყნებული პუბლიკაციები რეზიუმეში მისათითებლად;თუ გსურთ მკითხველის გემოვნებაზე და მოთხოვნებზე დაკვირვებების წარმოება;თუ ორიგინალური იდეები გაქვთ და მათ გასახორციელებლად ფართო აუდიტორია გჭირდებათ;თუ გსურთ პოპულარული გახდეთ სასარგებლო სტატიების ავტორობით;თუ ოდესმე ჟურნალის რედაქციაში გსურთ მუშაობა (ან რედაქტორობა);თუ წამახალისებელი პრიზების მოგება გიყვართ;თუ საინტერესო იდეებისთვის ჰონორარის მიღება გსიამოვნებთ;თუ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ და თვითგამოხატვის სურვილი გკლავთ;Pink.ge-ზე შესაძლებელია გახდეთ ავტორი, რედაქტორი, მესვეტე, ბლოგერი, ფოტოგრაფი, ფოტორეპორტიორი, მხატვარი, ვიდეობლოგერი, ან ის, რაც თავად გსურთ, რომ გახდეთ და აკეთოთ ის, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გეხერხებათ. Pink.ge ძალზედ ახალგაზრდა წამოწყება, მაგრამ გულწრფელად მჯერა მისი მომავლის. მისი განვითარების უამრავი გზაც მოფიქრებული მაქვს. მათ განხორციელებას კი თქვენი დახმარებით შევძლებ. შემოგვიერთდით და ერთად გავავითაროთ ქართველი ქალების მომავალი საწყისი გვერდი ინტერნეტში. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/back2.jpg http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/l1Pks6qzjQA ეწვიეთsweet.ge
-
მას შემდეგ რაც ჩემს ხელთ არსებული სავიზიტო ბარათების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ძვირფასი კონტაქტები ყველა უჯრაში ყველგან ეყარა, გადავწყვიტე რამე მეღონა. მოუწესრიგებელი უჯრები და მით უმეტეს, საჭირო ხალხის საკონტაქტო ინფორმაცია იმდენად უსარგებლოა, რომ ჯობია საერთოდ არ გქონდეს, ადგილს მაინც არ დაიკავებს. http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/P1010039.jpg ამიტომ ორი კვირის წინ Ebay-ზე ვიზიტკების ალბომების თვალიერება დავიწყე და სასურველ ვარიანტს წამსვე მივაგენი. ბრენდი – ROLODEX ფერი – ვარდისფერი მოცულობა – 72+ ფასი – US $13.99 Ebay-ს აუქციონი – ლინკი http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/P1010034.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/P1010037.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/P1010036.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/P1010035.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/P1010038.jpg http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/Kb3kW5YPhWo ეწვიეთsweet.ge
-
არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი ცოდნები. შეძენილი ცოდნა ისაა, რომელსაც სკოლაში, უმაღლესში, მეგობრების წრეში ან წიგნებიდან ითვისებ. თანდაყოლილი ცოდნა კი შენი ხასიათისგან განუყოფელია, სავარაუდოდ დაბადებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ილექება შენში, შესაძლოა დაბადებამდე ან სულაც გენეტიკურად გადმოგეცემა. ჩემი შეძენილი ცოდნა რეალობასთან ადექვატურია, მაგრამ თანდაყოლილს ვერაფერს ვუშვები: ვერ ვეგუები, როცა ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ. შეძენილი ცოდნა მკარნახობს, რომ შეუძლებელია ყველას ერთმანეთი უყვარდეს და ბოროტებას არ უკეთებდნენ. ვიცი, უტოპიურია იმაზე ოცნება, რაზეც ჯონ ლენონი , მაგრამ ხანდახან მაინც ვბრაზდები ადამიანებზე, რომლებიც ირგვლივ აგრესიას, სიძულვილს და ინდიფერენტულობას აფრქვევენ. ჩემში სადღაც პატარა კოდი დევს, რომელიც სულ რეალობას ეჯახება. რამდენჯერმე გულისტკივილამდე მიდარდია იმაზე, რომ ადამიანებს რომლებიც მე მომწონს ან მიყვარს, შესაძლოა საერთოდ არ მოვწონდე და ვძულდე კიდეც. ვერ ვისწავლე, როგორ უნდა ამოვიგდო თავიდან მსგავს ადამიანებზე ფიქრი და განსაკუთრებით შეკითხვები: - რატომ? რა დავუშავე? http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/09/nutopia_02_800.jpg http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/DcYGehb98Zo ეწვიეთsweet.ge
-
მუშაობას დაიწყებ და ჯერ ისწავლეო. http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/08/confused-sweet.jpgმიატოვებ და უსაქმური ხარო. სწავლას გააგრძელებ და სტუდენტი როდემდე უნდა იყოო. არ გააგრძელებ და ცხოვრება წინ მიდის, ჩამორჩიო. გათხოვდები და რატომ გათხოვდიო. არ გათხოვდები და რატომ არ თხოვდებიო. ბავშვის გაჩენას დააპირებ და რა გეჩქარებაო. არ გააჩენ და რას ელოდებიო. მანქანის ყიდვას დააპირებ და არ გჭრდება, ტყუილად უნდა დახარჯო ფულიო. გადაიფიქრებ და როდემდე უნდა იწანწალო ფეხითო. მღერი და რა შეგვაწუხეო. არ მღერი და რატომ ხარ მოწყენილიო. ბლოგზე წერ და ნუ ამზეურებ პირად ცხოვრებასო. არ წერ და რატომ მიატოვეო. რა რთულია ცხოვრება, ვერავის ასიამოვნებ… ფუცკ. http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/xfgLBuELW8c ეწვიეთsweet.ge
-
http://zvigena.files.wordpress.com/2011/08/2004_09_30_wisla_dinamo.jpg?w=300&h=200 2004 წელი იყო, როცა გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა დინამომ ვისლას მოუგო და უეფას თასის ჯგუფური ეტაპისკენ გაიკვალა გზა.. მაშინ მეგობრები საუბრისას შევთანხმდით, რომ არსებული პრობლემების ფონზე ეს დიდი წარმატება იყო, როგორ შედეგსაც შეიძლება წლები გასულიყო და ვეღარ მოვსწრებოდით. მართლა დიდმა დრომ ჩაიარა და აი დადგა მორიგი ევროპული სეზონი და ჩვენმა გუნდებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს. გაგრამ დებიუტანტის კვალობაზე კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზა და საბოლოო ჯამში ბევრად სახელიან ანართოსისთან მხოლოდ 2–3 დამარცხდა. იბრძოლა მეტალურგმა, ორი ეტაპი გაიარა თავის ტოლ–სწორ გუნდებთან ჭიდილში და მერე ფრანგულ რენთან რომ განადგურდა, ეს მოსალოდნელიც იყო. რამხელა სხვაობაა ფრანგულ და ქართულ ფეხბურთს შორის, ყველამ კარგად იცის. და აგერ, დღეს ჩვენი ორი, ევროპულ ტურნირს შემორჩენილი გუნდი შეეცდება გაიმეოროს 2004 წელს ნაჩვენები შედეგი. ზესტაფონი სულაც ნახევარ ნაბიჯში იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე თამაშისგან – მაგრამ მართლაც რომ უიღბლობით ავსტრიულ შტურმს დაეჩაგვრინა და ასე გადაინაცვლა უეფას ლიგაზე (შემდეგი მეტოქე ბატე იქნებოდა, ვისთანაც გამკლავება სავსებით რეალურ პერსპექტივად მოჩანდა). ერთი უსიამო ფაქტი მოყვა ამ მარცხს – როგორც 2004 წლის დინამოს წარმატების, ასევე დღევანდელი ზესტაფონი რომ გამართულ და საამოდ საცქერ ფეხბურთს გვთავაზობს, ამ ყოველივეს შემოქედი გია გეგუჩაძე თანამდებობიდან წავიდა და გუნდი ბრუგესთან საბრძოლელად მის გარეშე გავიდა (როგორც პირად საუბრებში გამოიკვეთა, ამის მიზეზი მას და კოკაიას შორის არსებული არც თუ სასიამოვნო ურთიერთობა იყო). ყოველივე ამის ფონზე, უმწვრთნელოდ დარჩენილმა გუნდმა ბრუგესთან თვალსასეირო ფეხბურთი შემოგვთავაზა, მსაჯის მიკერძოების ფონზე 0–2 წაგებულ პირველ ტაიმს, მშვენიერი მეორე ნახევარი მოაყოლა და საბოლოოდ 3–3 ითამაშა. ძნელია შანსებზე საუბარი, როცა საკმაოდ დალაგებულ მეტოქესთან გასვლაზე მოგება თუ გაწყობს. წელს ერთხელ ეს ზესტაფონმა უკვე ვერ მოახერხა, როცა შტურმთან გასვლაზე ანალოგიურ მიზნით ითამაშა. ხომ უნდა შეძლოს ეს გუნდმა როდესმე?! იმედია მეორე ცდა სწორედ რომ წარმატებული იქნება! მეორე ჩვენი გუნდი, ვინც დღეს უეფას ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს, დინამოა და თანაც ზესტაფონთან შედარებით უკეთეს პოზიციაშიც იმყოფება. გასვლაზე წაგებული 0:1–ის შემდეგ სულაც არ მოჩანს ბერძნული აეკი გადაულახავ ბარიერად. დღეს პაიჭაძე სანახევროდ მაინც შეივსება, აგვისტოს დაცარიელებული ქალაქის ფონზე. და იმედია იქიდან წამოსულ ხალხს საზეიმოდაც გვექნება საქმე!! წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ორივე გუნდს და მოვიცადოთ თამაშამდე დარჩენილი ის რამოდენიმე საათიც, შვიდი წლის წინ მომხდარი ფაქტის განმეორების იმედით… http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/459/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/459/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/459/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/459/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/459/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/459/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/459/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=459&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
<img src = "img/multimedia/a4254.jpg" > უტოიას ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა. ანდერს ბრეივიკის მიერ დახოცილ ახლაგაზრდებს შორის ქართველი გოგონა, თამთა ლიპარტელიანიც იყო. "დრონი.ჯი" კიდევ ერთხელ მიაგებს მის ხსოვნას პატივს და უტოიას ტრაგედიაზე შარშან მომზადებულ მასალას კიდევ ერთხელ გთავაზობთ. droni.ge
-
ავტორი ნინო მაისურაძე 16:26 01.08.2011 ქართული პარტიის" ყოფილი წევრი კახა მიქაია აღშფოთებას ვერ მალავს ზუგდიდის ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედების გამო და იმ ზუგდიდელი "ზონდერების" სიას აქვეყნებს, რომლებიც 26 მაისს აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ. http://4.bp.blogspot.com/-1g9igyE4iE4/TjaaZh5pPfI/AAAAAAAAEws/GbUYKcz8KN0/s200/zonderebi.gifკახა მიქაიამ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების შეფასებით დაიწყო: - ლევან გაჩეჩილაძე დღემდე რჩება მთავარ პოლიტიკურ სამიზნედ. ხელისუფლებამ იცის, რომ გაჩეჩილაძეს შეუძლია ჩამოაყალიბოს "ნაცმოძრაობის" ალტერნატიული მოძრაობა, ამიტომაც აგორებენ მის წინააღმდეგ უამრავ უსაფუძვლო ბრალდებას. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას 5 მილიონად მიჰყიდა მისი სამოქმედო გეგმა, რის გამოც ვეღარ ჩამოვიდა საქართველოში. - ჩვენ არ ვიცოდით, რა გეგმები ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა მალე გაირკვა, რომ მას არავითარი გეგმა არ ჰქონია და რომც ჰქონოდა, ჩვენ ამ გეგმის განხორციელებაში ხელს ვერ შევუშლიდით. ოქრუაშვილის ნათქვამი - ლევან გაჩეჩილაძემ და ნინო ბურჯანაძემ გეგმა ჩამიშალეს და ამიტომ ვერ ჩამოვედი საქართველოშიო, მისი მხრიდან თავის გამართლების უსუსური მცდელობაა. ადრე ამბობდნენ, გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას 2 მილიონი გამოართვაო, ახლა - ხუთი მილიონიო. ერთ კითხვას დავსვამ: 26 მაისის საზარელ ღამეს, შვილების, რატის და გაგას დასახიჩრებისთვის, თავისი ძმის, "უცნობის" ფეხების მომტვრევისთვის, ჩემზე, ბიძინა გეგიძეზე და მის სხვა უამრავ მეგობარზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც იმ ჭ####ტასა და ხოცვა-ჟლეტაში მოვყევით, ამ ყველაფერში რამდენი მილიონი აიღო ლევან გაჩეჩილაძემ? ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, 26 მაისს თბილისში მომიტინგეებს ზუგდიდელი "ზონდერბრიგადის" წევრები არბევდნენო და დაგვპირდით, რომ მათ ვინაობას დაადგენდით... - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიას, პროკურორ როლანდ ახალაიას და ზუგდიდის გამგებელ ქობალიას ჰყავთ საკუთარი "ზონდერჯგუფები". ლევან კონჯარია, ვიდრე "ნაცმოძრაობის" წევრი გახდებოდა, იყო სუნამოების დისტრიბუტორი და ამიტომ მას ზუგდიდში მეტსახელად "დუხის" ეძახიან... მე ახლა გადმოგცემთ იმ "ზონდერების" სიის ნაწილს, რომლებსაც 26 მაისს ქართველი ხალხის სისხლის ღვრაში დიდი წვლილი მიუძღვით. ესენი არიან: თემურ მალანია, მეტსახელად "ფიფიტო", ლაშა ხარძიანი, მიშა ახვლედიანი, გია, იგივე გუდუნა თოლორაია, ლაშა თოლორაია, გიორგი გოგოხია, ჩემი მოგვარე თემურ, მეტსახელად "ხრუშა" მიქაია, გოგა ლაშხია და საკო ჯიქია. აღსანიშნავია, რომ 26 მაისის შემდეგ ზუგდიდში ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო გაძლიერდა ზეწოლა უბრალო მოსახლეობაზე და მათ წინააღმდეგ კიდევ უფრო აღვირახსნილად მოქმედებენ. კონკრეტულად რა ჩაიდინეს? - 24 ივნისს ზუგდიდის პოლიციამ დაიჭირა არასრულწლოვანი ნიკა დაგარგულია. მან რაღაც მოიპარა და დანაშაულიც აღიარა. თუმცა შემდეგ ექვსმა პოლიციელმა ისე სასტიკად სცემა, რომ ბავშვმა გონება დაკარგა, ხოლო როდესაც გონს მოვიდა და თვალი გაახილა, სახეში მუშტი სთხლიშა კოხტა კოდუას და ყბა გაუტეხა. კოხტა კოდუა არის ცნობილი პოლიციელი და "ზონდერი", რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. რატომ დაარტყა? - როდესაც ბავშვს სცემდნენ, კოხტა კოდუამ ბრძანება გასცა, დამიჭირეთ ეს ნაძირალა, უნდა გავაუპატიუროო. ამიტომაც სთხლიშა ბავშვმა ყბაში მუშტი. ამჟამად ეს არასრულწლოვანი ციხეშია და ღმერთმა იცის, რას უზამენ. მეორე ამბავსაც გიამბობთ, რომელიც ასევე 26 მაისის შემდეგ მოხდა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის ქვეგანყოფილების უფროსმა ლაშა ექონიამ, თავის ხელქვეით პოლიციელებთან ერთად, ტყეში წაიყვანა სოფელ ზედაეწერის მკვიდრი ალექსანდრე სართანია და ისე სცემეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. ლაშა ექონიას მეუღლე სტომატოლოგია, რომელთანაც მკურნალობდა ალექსანდრე სართანია. მას ღრძილი გაუსივდა და ექონიას მეუღლეს მისწერა მესიჯი, სადაც რჩევას ეკითხებოდა. ეს მესიჯი ნახა ლაშა ექონიამ, იეჭვიანა და ამიტომაც სცემა სართანიას. ექონიას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის გაათავისუფლეს და ახლა გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც არ ითვალისწინებს სასჯელს განზრახ ზიანის მიყენებისთვის. ცნობილია, რომ ექონიას მფარველობენ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შეფი თენგიზ გუნავა და პროკურორი როლანდ ახალაია. ისინი ცდილობენ, ექონიას მსუბუქი განაჩენი გამოუტანონ. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, სამეგრელოს ხელისუფლებამ საჯარო პირებს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალაო... - გიკვირთ, ასე რომ იქცევიან? იმდენ დანაშაულს სჩადიან ყოველდღიურად, რომ თავიანთი კრიმინალური მოქმედების გამოაშკარავება არ სურთ... და კიდევ - ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ლტოლვილები ცხოვრობენ, იქ მრავალსართულიანი სახლების სარდაფები სავსეა დამყაყებული წყლით, სადაც გველები, ბაყაყები და მღრღნელები ბუდობენ. ვინაიდან სასმელი წყლის გაყვანილობა დაჟანგული და მოშლილია, ბინძური წყალი სასმელ წყალს ერევა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმდენი ვერ მოახრეხა, რომ ეს წუმპე ამოტუმბოს. მოსახლეობა მათ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. კარგი არაფერი ხდება სამეგრელოში? - (იღიმის) რა გითხრათ, რით გაგახაროთ? "ყველა სიახლე"ambebi.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
13:50 02.08.2011 განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის შენობის წინ ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერის მოსახლეობა საჯარო სკოლის დახურვას აპროტესტებს და მისი აღდგენის მოთხოვნით გამოდის. ოქტომბერის #1 საჯარო სკოლის დახურვის შესახებ მშობლებმა რამდენიმე დღის წინ გაიგეს. ამ სკოლას თარგამულის უბანში მდებარე, ყოფილ საბაზო სკოლას უერთებენ. http://1.bp.blogspot.com/-DLSi8EPo8nY/TjaEZWU7LKI/AAAAAAAAEwk/eb-pARDbjEc/s200/797.jpgთარგამულის სკოლაში მხოლოდ 30 მოსწავლეა, ოქტომბერის სკოლაში კი 150–მდე მოსწავლე სწავლობს. „ჩვენს შვილებს თარგამულის სკოლამდე 7–10 კილომეტრის გავლა მოუწევთ, სკოლის ავტობუსზეც უარი გვითხრეს. 150 ბავშვი რომ არ ვატაროთ 30 ბავშვიან სკოლაში მათ იარონ ჩვენთან. ეს სკოლა 100 წელზე მეტს ითვლის.“ ამბობს livepress.ge–სთან საუბარში მშობელი ასმათ როგავა. აქციაზე უფროსკლასელებიც იმყოფებიან, ოქტომბერის #1 საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლე ნათია ყურუა ამბობს,რომ მასწავლებლები დაშინე ბული არიან და აქციაზე არ გამოდიან, თუმცა ფარულად ყველა მათგანი უკმაყოფილებას გამოხატავს. „სკოლას შარშან რემონტი ჩაუტარდა გადახურეს, მეტალო პლასტმასის კარფანჯრები ჩასვეს და ახლა რატომ ხურავენ იქნებ ვინმემ აგვიხსნას?! თუ შედეგს ვერ მივაღწიეთ ცაიშის ცენტრალურ გზას გადავკეტავთ და ყველას გავაგებინებთ რაც ხდება. ეს მხოლოდ დღევანდელი პრობლემა არ არის, სოფელს სკოლა სჭირდება და როცა კონტიგენტი ჰყავს ის უნდა არსებობდეს,“ ამბობს ნათია ყურუა. კომენტარისთვის livepress.ge-მ განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსს აზა ჯოჯუას მიმართა. თუმცა აზა ჯოჯუამ განაცხადა, რომ ეს აქცია არ არის და კომენტარისთვის განათლების სამინისტროსთვის მიგვემართა. ჩვენი ჟურნალისტი ამ წუთებში განათლების სამინისტროს პრესსამსახურს უკავშირდება, რომლის შესახებაც მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში სოფელ ოდიშის და ხეცერას საბაზო სკოლებიც დაიხურა. სკოლები ოდიშის პირველ და ურთის საჯარო სკოლებს შეუერთდა. სკოლების დახურვას აზა ჯოჯუა მაშინ მოსწავლეების მცირე კონტიგენტით ხსნიდა. livepress.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/america/kirk-kyl.jpg27 ივლისს რუსმა მაღალჩინოსანმა სენატორებს ჯონ კაილს (რესპუბლიკელი, არიზონას შტატი) და მარკ კერკს (რესპუბლიკელი, ილინოსის შტატი) „ცოვი ომის მონსტრები“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები დაინგრევა, თუკი ხელისუფლებაში რესპუბლიკელები მოვლენ. polity.ge
-
ავტორი თეონა ხარაბაძე 01:30 01.08.2011 საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ანძის გასხვისებასთან დაკავშირებით განმარტეტებს პირადად ეკონომიკის მინისტრს სთხოვს. ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა ქობალია ახლადშექმნილი ფრაქციის სხდომაზე, მაგრამ ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ არმისვლა „ფრაქციის, როგორც პარლამენტის სტრუქტურის უპატივცემულობა“ იქნება და იმედოვნებს, რომ მთავრობა პარლამენტს პასუხისმგებლობით მოეკიდება. http://1.bp.blogspot.com/-jlIpJeFhlcA/TjXJRLOZAXI/AAAAAAAAEwM/KsTQhtaR8Ao/s200/sheeshvit%2Bmedias.gifაღსანიშნავია, რომ ფრაქციის სხდომაზე მინისტრის მისვლა-არმისვლის საკითხი იმ მიზეზით დაისვა, რომ რეგლამენტის ერთი ჩანაწერის მიხედვით, ცაგარეიშვილის ფრაქცია შექმნილად ითვლება, რადგან მათ მიღებული აქვთ წესდება და არსებობს წევრთა თანხმობა. თუმცა, რეგლამენტის მეორე ჩანაწერში იმაზეც არის საუბარი, რომ ფრაქციას არეგისტრირებს ბიურო. ბიურო კი, ამ ფრაქციის შექმნის შემდეგ არ ჩატარებულა და, შესაბამისად, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ჯერ დარეგისტრირებული არ არის. თუმცა, როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ამ შემთხვევაში დარეგისტრირებას მისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ფრაქცია შეიქმნა. ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, სათანადო შეტყობინება მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს ხათუნა კაპანაძეს უკვე გადასცა და სთხოვა, დღესვე აცნობოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას, რომ პირველ აგვისტოს ფრაქციის სხდომაზეა დაბარებული. ცაგარეიშვილის თქმით, სხდომაზე მიწვეულები იქნებიან მედიაკოალიციის წარმომადგენლები და მინისტრისთვის კითხვის დასმის საშუალება მათაც ექნებათ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას თბილისის ანძის მფლობელი კომპანია „ალფა-კომი“ ელექტრონულ აუქციონზე გააქვს. კომპანიის მართვის უფლების მოპოვების ღირებულება 100 000 ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებულია, მას პროფილი შეუნარჩუნოს და 4 წლის განმავლობაში 12 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. ელექტრონული აუქციონი პირველი აგვისტოსთვის არის დაგეგმილი. ამასთან, ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სატელეკომუნიკაციო ანძის კერძო კომპანიაში გადასვლით საფრთხე ექმნებათ იმ ტელევიზიებსა და რადიოებს, რომლებსაც, ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მედიის წარმომადგენელთა ამ შეშფოთებას გია ცაგარეიშვილიც იზიარებს და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს. „ერთ-ერთი წამყვანი კითხვა იქნება, რატომ გადაერქვა სახელი და თან, აუქციონის გამოცხადებამდე 2 კვირით ადრე? უნდა აგვიხსნან, ეს რა მიზნით მოხდა. ასევე გვაინტერესებს, რატომ ხდება გასხვისება მაინცდამაინც ახლა, შუა ზაფხულში. რატომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და საერთოდ, გვაინტერესებს, ეს საწარმო მომოგებიანია თუ წამგებიანი. რატომ ყიდის მას სახელმწიფო. ვინც მართავს, მას რაიმე პრობლემები ჰქონდა თუ არა,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი. ამ კითხვებიდან, მისი თქმით, მთავარი არის ანძისთვის სახელის გადარქმევა, რადგან, როგორც ვარაუდობს, ეკონომიკის სამინისტრომ „საქართველოს ტელერადიო ცენტრს“ „ალფა-კომი“ მხოლოდ იმიტომ დაარქვა, რომ მოსახლება შეცდომაში შეეყვანა და მისი გასხვისება მოეხდინა. „საზოგადოებამ და, პირველ რიგში, მედიამ ვერაფრით დაადგინა, რატომ შეეცვალა სახელი ამ იურიდიულ პირს, რომლის დამფუძნებელი არის სახელმწიფო. სახელი აუქციონის გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე შეეცვალა და მაინტერესებს, ეს რატომ მოხდა. სახელი „ალფა კომი“ ინვესტორებს უფრო მოიზიდავს? შპს „ნარგიზა“ ან რაიმე ნებისმიერი სახელი რომ ყოფილიყო, უფრო გაიყიდებოდა? ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ნამდვილად თვალშისაცემია ის, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის არის გაკეთებული. ეტყობა, მინისტრი და მისი ქვეშევრდომები იმასაც ნატორობენ, რომ გამოქვეყნების ვალდებულება არ ეკისრებოდეთ და ისე გაყიდიდნენ ყველაფერს, რომ კაციშვილი ვერ გაიგებდა. მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ, ეს ვალდებულებები ეკისრებათ და იძულებულნი არიან, რომ ათასგვარ ხრიკს მიმართონ,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი. გარდა ამისა, როგორც იგი აღნიშნავს, გაუგებრობს იწვევს პრივატიზირების განცხადების ტექსტი. „განცხადების მიხედვით გაუგებარია, რისი პრივატიზება უნდა მოხდეს. იყიდება სარელეო ხაზები თუ რესტორნების ქსელი. აქ წერია, რომ იყიდება 358 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართი და 91 შენობა-ნაგებობა. რა სახის შენობა-ნაგებობებია, როგორი პროფილის არის, აქ არ ჩანს. წერია, რომ ობიექტის მართვის უფლების გადაცემის შემდეგ, 4 წლის განმავლობაში პროფილი უნდა იყოს შენარჩუნებული. თუმცა, შენობა-ნაგებობას რა პროფილი აქვს, ვერ გავიგე, რადგან აქ არ არის მითითებული. მე ვფიქრობ, ეს იმიტომ არ არის მითითებული, რომ საზოგადოება ვერ გარკვეულიყო, ამასობაში აუქციონის ჩატარებისთვის აუცილებელი ვადა გასულიყო და დაინტერესებულ სუბიექტს აუქციონში მონაწილეობის სურვილი ვერ დაეფიქსირებინა,” - აცხადებს ცაგარეიშვილი. როგორც იგი აღნიშნავს, მას ამ ეჭვს ისიც უძლიერებს, რომ აუქციონი ტარდება შუა ზაფხულში, როდესაც ადამიანების უმტესობა ისვენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აუქციონის ჩატარებისთვის განსაზღვრულია 2 კვირიანი ვადა, 18 ივლისიდან 1 აგვისტომდე, მაშინ, როდესაც სხვა აუქციონები ერთი თვის ვადაში იმართება და, ცხადია, ეს საკითხიც ეჭვებს აჩენს. ცაგარეიშვილი კი ამ ყველაფერს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. „მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეგნებულად ხდება იმიტომ, რომ მედიის ბოლო თავისუფალი კუნძულები სააკაშვილმა საბოლოოდ მოსპოს და გაანადგუროს. ერთია „იმედში“ შეჭრა და ტელეკომპანიის პატარკაციშვილის ოჯახისთვის „ახევა“ და მეორეა ეკონომიკური და საფინანსო საშულებებით მედიის მოხრჩობა. ეს უფრო ცივილიზებული მეთოდებია და მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს პუტინის რუსეთიდან არის გადმოღებული. გაგახსენებთ რუსული ტელეკომპანიების ბედს, აქ წილები ხელისუფლებამ როგორ დაისაკუთრა და მერე მისთვის სასურველ პირებზე როგორ გაასხვისა. ზუსტად იგივე სცენარი ვითარდება აქაც. ხელისუფლება იტყვის, რომ ეს ობიექტი სასურველი პირობებით გაყიდა და ხელები დაუბანია. ვფიქრობ, ხელისუფლებას უნდა, რომ მედიასაშუალებებზე გარკვეული კონტროლი დააწესოს და მხოლოდ ორი ტელევიზია არ არის ჩართული. დამოუკიდებელ ტელევიზიებს და რადიოებს დახურვის საშიშროება ემუქრება. საუბარია იმ რადიოებზე, რომლებიც ქვეყნის მთელი მასშტაბით ფუნქციონირებს,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი. აღსანიშნავია, რომ, მისივე ინფორმაციით, ამ ობიექტის კუთვნილებაა 36 ანძა, თბილისის ანძის ჩათვლით, ამ ანძით სარგებლობს 16 ტელეკომპანია და 30 რადიოსადგური. აუქციონის პირობები ობიექტისთვის 4 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნებას კი ითვალისწინებს, მაგრამ ცაგარეიშვილი შიშობს, რომ პროფილის შენარჩუნება ტელეკომპანიების და რადიოსადგურების უეჭველ ფუნქციონირებას არ განაპირობებს. „პროფილს, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს, მაგრამ ფასს გაზრდის, რაც მედიასაშუალებების გაკოტროებას გამოიწვევს. თუკი ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ გარიგების უკან დგას ხელისუფლებასთან დაახლოვებული რომელიღაც ბიზნესჯგუფი, რა თქმა უნდა, დაავალებენ მედიასაშუალებების გაკოტრებას. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. არჩევნების წინ თბილისის ანძის გასხვისება მხოლოდ იმიტომ დაიგეგმა, რომ ახალმა მფლობელმა გადასახადები ისე გაზარდოს, რომ ტელეკომპანიებს „კავკასიას“, „მაესტროს“ და ხელისუფლებისთვის სხვა არასასურველ მედიის წარმომადგენლებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას... სააკაშვილი გადაულახავი, თავისუფალი მედიის პრობლემის მოგვარებას, ასე ცდილობს,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი. როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემები საკმაოდ ბევრია. ძნელია იმის თქმა, ეკონომიკის მინისტრის ფრაქციის სხდომაზე მისვლა რაიმეს თუ შეცვლის, მაგრამ ფაქტია, რომ კითხვები არსებობს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა, ჯერჯერობით, თავად მინისტრის ფრაქციაზე მისვლის საკითხი დგას კითხვის ქვეშ. presage.tv http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
01:00 31.07.2011 "პეპსი საქართველოს მიერ დაწყებული კიდევ ერთი გათამაშება მომხმარებლების მოტყუებით დასრულდა" – ასე აფასებენ მსოფლიო ბრენდის წამოწყებას ინტერნეტმომხმარებლები. კომპანიამ აქცია ივლისის პირველ რიცხვებში დაიწყო და ტელეკომპანიების მეშვეობით საზოგადოებას აუწყა, რომ თითოელი ბოთლის მყიდველს საშუალება ჰქონდა მოეგო 100 ველოსიპედი, 200 როლიკი და 20 000 უფასო პეპსი. გათამაშების პირობების თანახმად პრიზის მფლობელი გახდებოდა ის მყიდველი, რომელიც საცობის ქვეშ პრიზის ლოგოს აღმოაჩენდა. http://2.bp.blogspot.com/-5_cUJe9yjaA/TjRrmd1mHrI/AAAAAAAAEvs/ugQxfV9NqsY/s200/pepsi.gifგათამაშებას, რომელში გამარჯვებული ვერ ვიპოვეთ, სოციალურ ქსელებზეც არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. facebook-ზე რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად "ექსტრემალურ ზაფხულში" ერთი ბოთლი სასმელიც კი ვერ მოიგეს: ნანა: "საერთოდ არაფერი მომიგია. წლებია პეპსის ვყიდულობ." გუკა: "ერთი თვეა ყოველ დღე თითო ბოთლს ვყიდულობ, მაგრამ არაფერი მომიგია. ადრე მოვიგე ფოტოაპარატი და წუნიანი აღმოჩნდა." ნან: "მე არასდროს არაფერი მომიგია." ილია: "წელიწადზე მეტია ყოველდღიურად ვყიდულობ პეპსის და არცერთ გათამაშებაში არ მომიგია არაფერი. კოკა–კოლაც ატარებდა ხოლმე გათამაშებებს, არც იქ გამმართლებია მაინცდამაინც, მაგრამ ერთ ბოთლ სასმელს მაინც ვიღებდი საჩუქრად. რაც უნდათ ის ქნან, ვის რაში უნდა მათი საჩუქრები, მაგრამ ნუ გვატყუებენ!" ჰყავს თუ არა რეალურად გათამაშებას მოგებულები? – ამ კითხვით ჩვენ კომპანიას მივმართეთ. როგორც პეპსის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს თითოეული იღბლიანის და მათთვის გადაცემული პრიზის შესახებ ინფორმაცია საიტზეა განთავსებული. pepsi.ge–ზე მართლაც არის გამოქვეყნებული რამდენიმე მცირე ხარისხის ფოტო, მაგრამ იქ აღბეჭდილი პირები ქართველები არიან თუ აფრიკის რომელიმე ფერადკანიან ტომში მცხოვრებლები ვერ გაარკვევთ.... http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ავტორი "ახალი 7 დღე" 18:49 30.07.2011 თბილისში გრძელდება გაზის მრიცხველების გამოცვლის პროცესი. ამ დღეებში ეს პროცესი დიღმის მასივის მესამე კვარტალში დაიწყო. „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მერიის სამსახურისგან აქვთ მიღებული მკაცრი გაფრთხილება იმი9ს თაობაზე, რომ თუ რომელიმე ოჯახი არ გამოცვლის მრიცხველს, მას გაზის მიწოდება შეუწყვიტონ. http://4.bp.blogspot.com/-cE0IPCvDuj8/TjQZ11KmaqI/AAAAAAAAEvk/BqumjpRoJqM/s200/gmirta_moedanze_prezidenti__6__758812526.jpgსაქარტველოში ყოველი ახალი გაზის კომპანიის შემოსვლა მოსახლეობის ზურგზე გადადიოდა, რადგან ახალი კომპანია ახალ მრიცხველს ითხოვდა ხარჯის კონტროლისთვის. თბილისელებმა ამასობაში სამჯერ გამოცვალეს მრიცხველები და ყველა ჯერზე – საკუთარი სახსრებით. მრიცხველის გამოცვლა ამჯერად 125 ლარი დაგიჯდებათ. ბრიგადები, რომლებიც მოვლენ თქვენს სახლებში გადმოგცემენ მერიის შემონათვალს, რომ თურმე მერია თქვენი თანადამფინანსებელია, რადგან ის ისე ხვრეტს თქვენს კედლებს, რომ ამაში ფულს ღ გახდევინებთ. დიღმის მოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავს. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ არ აქვს მრიცხველის გამოსაცვლელი ფული. მარინა ჩიჯავაძე: არ მაქვს და არც მექნება. ეს უკვე ტერორია. იციან, რომ ხმის ამომღები აღარავინ არის და თავზე დაგვასხდნენ – დასუფთავება დენზე გადააბეს, გაზის მრიცხველები გამოაქვთ და ამაში ამხელა თანხას გვახდევინებენ. თამაზ სანიკიძე: ფეხებით რომ დამკიდონ, ვერსაიდან მოვიტან ამხელა თანხას. აეც პოლიტიკა მაინტერესებს და არც ის, ვინ იქნება პრეზიდენტი. თავი დაგვანებონ, ისედაც შიმშილით წყდება ხალხი, ფულს ნუღარ გვაწერებენ. ნინო ჯანიაშვილი: მერისთან აქციას გავმართავთ. უბრალოდ, გვითხრან, საიდან მოვიტანოთ უმუშევრებმა და შემოსავლის გარეშე მყოფებმა ამხელა ფული. შერმადინ შერმადინი: ეს უკვე ნამეტანია. აღარაფერს ჰგავს. უგულავა ერთ რამეს აკეთებს_ ასეთი სოციალური ტერორით გადარეული ხალხის რისხვა იცის, რომ საქართველოს პირველ პირს დაატყდება თავს, ეს კარგი გზაა მისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ამ წუთებში დიღმის მასივის მესამე კვარტალში ხალხის ჯერჯერობით შეუმჩნეველი მღელვარებაა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ავტორი დაჩი კვიკვინია 15:26 02.07.2011 ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად. http://4.bp.blogspot.com/-1QpWcRK5Cx8/TjMv6OvW9BI/AAAAAAAAEvU/wrKf2zVwQEU/s200/blog.gifბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე (photoblog), ვიდეო მასალაზე (vlog), მუსიკაზე (MP3 blog), აუდიო მასალაზე (podcasting). მიკრო-ბლოგი ბლოგის განსხვავებული ფორმაა, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისგან. 2011 წლის მონაცემებით, ბლოგების ძიების სისტემა Technorati ითვლიდა 150 მილიონამდე ბლოგს. საქართველოში, დღეის მდგომარეობით საშუალოდ 5 000 ბლოგია რეგისტრირებული. თანამედროვე, ევროპული ღირებულებების მქონე ახალაზრდები საკუთარ ინტერნეტ–გვერდებზე სულ უფრო და უფრო მეტ თამამ პოსტს აქვეყნებენ. ბევრი ბლოგერი ინტერნეტში დაუფარავად საუბრობს საკუთარ სქესობრივ ცხოვრებაზე, ბევრიც საკუთარ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მსოფმხედველობას უზიარებს მეგობრებს და უბრალო მკითხველებს, მაგალითისთვის გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო პოსტს: თბილისური LOVE ბლოგი: "მოკლედ, ჩემი X სამუდამოდ დავივიწყე და გადავწყვიტე ახალი ურთიერთობა დამეწყო. წყნეთში ვიყავი მეგობრებთან ერთად ასული. იქ ერთი ბიჭი შემხვდა, მომეწონა, იმასაც მოვეწონე. ნამდვილი ”ტესტოსტერონის საბადო” აღმოჩნდა. ისე ცდილობდა ჩემს მოპოვებას, თავი როგორ შევიკავე მაშინ დღემდე მიკვირს. რაღაც ზედმეტად რომანტიული სიტუაცია შეიქმნა. თან მისი სუნი.. ზოგიერთ კაცს ისეთი თავისებური, ”რაღაცნაირი” სუნი აქვს, რომ მით უფრო რთულია უარი თქვა მასთან სექსზე. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით იმ მომენტში ყველაფერი მხოლოდ ჩახუტებით და რომანტიული საუბრებით დამთავრდა. წყნეთიდან გამოვიქეცი.. თუმცა აჟიტირებული, მოხიბლული და რაღა დაგიმალოთ და საკმარისად აღზნებული ვიყავი. სახლში რომ მოვედი უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ტანსაცმელი გამოვიცვალე და სერიალ ”დეტექტივებს” ჩავუჯექი.. ამ დროს სახლის ტელეფონმა დარეკა.. (მობილური გამორთული მქონდა). ვუპასუხე. ჩამოდი შენს სახლთან ვარ – მითხრა მან და გამითიშა. – როგორც ჩანს, ჩემი სახლის მისამართი და ნომერი ანას ბიჭისგან გაიგო.. სარკეში ჩავიხედე.. გავიფიქრე გადავაგდებთქო.. სახლში ხომ არ ამომივარებამეთქი.. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც შემოსასვლელ ოთახში უკვე ფეხსაცმელებს ვიცვამდი.. ამ ფიქრებითვე ჩავჯექი ლიფტში და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მენახა და ისევ გამოვქცეულიყავი. - ჩაჯექი მანქანაში – მითხრა მან. - არ მაქვს დრო.. ჩემებს ვუთხარი, რომ ორი წუთით ჩავდივართქო. - ჩაჯექი მანქანაში. - თორნიკე… უკმაყოფილო ტონით ვეუბნები მეც და ვჯდები მანქანაში.. დაიძრა.. მივხვდი, რომ ისევ წყნეთში მივდიოდით. - თორნიკე.. არ მინდა შენთან სექსი. და საერთოდ წამიყვანე სახლში.. - (სიჩუმეა) - თორნიკე, როგორც კი წყნეთისკენ გადაუხვევ კივილს დავიწყებ. - (სიჩუმეა) - თორნიკე, მანქანიდან გადავხტები! - (სიჩუმეა) - თორინეკეეე ნუუუუ! – და რაღაცნაირად ვინაზები და ნერვები მეშლება საკუთარ თავზე. - მალე იქნები სახლში. მოკლედ, სასტუმრო კოპალაში მივედით. აქ ვერ გიხსნით და ალბათ ვერც თქვენ ვერ ვხვდებით, რა ემოციები გროვდებოდა მთელი დღის განმავლობაში.. ამის გადმოცემა ყველაზე მეტად გამიჭირდა საკუთარ დაქალებთანაც კი. ეს იყო რაღაც სიგიჟე, სპონტანურობა, თავგადასავალი, რისკი, ვნება, არ ვიცი კიდევ რა სიტყვებით გადმოვცე ჩემი ემოციები. სასტუმროში მივედით. ნომერში შევედით და ერთმანეთს სახეში შევხედეთ. ცოტა ხანი ვდუმდით და უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს. შემდეგ ზუსტად არ ვიცი რომელმა მოასწრო წამის მეათასედში პირველი ნაბიჯის გადადგმა და ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოცნა იყო მას შემდეგ, რაც ჩემს X-სს დავშორდი. და მე მივხვდი, რომ ისევ შემიძლია სიყვარული, ისევ შემიძლია ასე ძლიერად აღვეგზნო, ისევ შემიძლია, რომ თვალები მიბრჭყვიალებდეს, ისევ შემიძლია, რომ დავიბრუნო სადღაც დაკარგული საკუთარი თავი, მე ისევ მთავარ როლში ვარ საკუთარ ცხოვრებაში და უკვე შემიძლია, რომ აღარ ვიცავდე თავს გამუდმებით, – მე ახლა მის მკლავებში ვარ და სულაც არ მინდა დაცული ვიყო... ისეთი აღზნებული ვიყავი მეგონა რომ სანამ რამე მოხდებოდა მანამდე გავათავებდი... მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს მაგივრად, ეს მას დაემართა და პირდაპირ ჩემი იდეალური მამაკაცის იდეალურ პორტრეტს შეასხა სახეში. ჩავიცვი და უხმოდ წამოვედი. ცოტა შემეცოდა კიდეც ისეთი სასოწარკვეთილი იყო, თუმცა მე მისი დანახვა აღარ მინდოდა.. ვიფიქრე ტაქსით წავალთქო, მაგრამ თავი გაიგიჟა მე წაგიყვანო. თბილისისკენ მოვდიოდით მისი ახსნა განმარტებებით, რომ ასეთი რამ არასოდეს დამართნია, და რომ.. და რომ… ცოლიც ყავს მაგრამ… ცოლი… - ო.. ღმერთო.. რა უბედური ვარ. - მე უბრალოდ, ჩახუტება მინდოდა, მიპასუხა მან და ცრემლები წამოუვიდა. - არა, თორნიკე, შენ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, არავისგან არაფრით განსხვავებული…" magicbluehair.blogspot.com: "ხო მოკლედ დღეს დავმრგვალდი. გუშინ გადავიხადე თუ რაღაც.. რავი ნარმალნი გამოვიდა მგონი ყველაფერი. ლოლ, 20 ის ვარ, კაშმარ ერთ რუსულ ფორუმზე იყო თემა, წერდნენ ვინ რამდენი წლის არის და რა მოასწრო ამ დროში. ანუ ვთქვათ "მე ჩემს 25 წელში ავიღე 3 დიპლომი, ვისწავლე სამეჯლისო ცეკვები, ხუთჯერ მომსტ***ეს" და რაღაც ეგეთები.." ანინას ბლოგი: "ყველაზე ძნელი მაშინაა ჭამის ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, როცა სახლში ვბრუნდები და კართან მდგომს შემწვარი კარტოფილის სუნი მცემს. ასეთ დროს ერთი სული მაქვს, შევძახო: მადლობა დედა, მადლობა ამერიკა და მადლობა ღმერთო, რომ დედამიწაზე და კონკრეტულად ჩემს სამზარეულოში არსებობს ისეთი საოცარი საჭმელი, როგორიც შემწვარი კარტოფილია.და მერე სწრაფად შევდივარ სახლში, ოჯახის წევრებს არც კი ვესალმები, ვიცვლი ტანსაცმელს, ვიბან ხელებს და რამდენიმე წუთში შემწვარ კარტოფილს კეტჩუპითა და მაიონეზით მივირთმევ". Candy Says: ქვეყანაში კიდე, სადაც მე ვცხოვრობ, სადაც მანანა არ ცხოვრობს და სადაც ყველაფერი ყირამალაა, დიდი არეულობაა. უნიჭო მწერლები და პოეტები, სხვადასხვა ლიტერატურის მუზეუმების და დაწესებულებების ფონდის ფულით წიგნს რომ წერენ, ასევე უნიჭოს, რათქმაუნდა, საერთო ძალებით, იაფფასიან ეპატაჟს აწყობენ, ამ ეპატაჟზე გამოდიან ქალები და რას ქვია, ქალაქში შეურაცხყოფას გვაყენებთო - ქუთაისელ მანდილოსანს თეთრ ზამთრის მოსასხამში თავი სიმონეთელ მანდილოსანზე ზრდილი გონია, და ამაყია. მერე, ქვეყნის პირველი პირიც აკეთებს ამ ყველაფერზე განცხადებას, დაუზარლად, ოპერატიულად, თვითმფრინავიდან, ესარჩლება ქალაქელ მანდილოსანს (აბა სოფლელებს რა გამოასარჩლებდა, თუმცა ვინ იცის, ყველაფერი ხდება). ჩემს გარშემო კიდე უძრაობის ხანაა. თავისუფალი სიტყვის ბლოგი: "1990-იანი წლების დასაწყისი იყო. დაახლოებით 5-6 წლის ვიქნებოდი. იმ დროს აბაშაში ვცხოვრობდით. მახსოვს, რომ იმ წლებში მაღალმთიანი აჭარიდან ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი ეკომიგრანტი ჩამოასახლეს. უმრავლესობა მაჰმადიანი იყო. წლების განმავლობაში რამდენიმე ოჯახმა მეგრულ სოფელში ინტეგრაცია ისე შესანიშნავად შეძლო, რომ მას ”აჭარლებს” არც კი ეძახიან ახლა და ”მეგრელებად” – თავისიანად მიიჩნევენ. მათ ისწავლეს მეგრული, მოინათლნენ მართლმადიდებლური წესით. სანამ ეს მოხდებოდა, ჩვენს სოფელში ”აჭარელი” ლამის სალანძღავი სიტყვა იყო – თურქებს, ბინძურებს, უჯიშოებს და კიდევ ვინ იცის რას არ ეძახდნენ. ეს ყველაფერი კი მეგრულის სწავლამდე და მონათვვლამდე გრძელდებოდა. რამდენიმე ოჯახმა ჩვენი სოფელი ჩამოსახლებიდან მალევე დატოვა. ზოგმა – ნებით, ზოგი კი გააგდეს. ჰო, გააგდეს!" ზაზა გაბუნიას ბლოგი: "მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში სახელმწიფოთა მხრიდან გარანტირებული და უზრუნველყოფილია რელიგიათა მიმართ პარიტეტულობის, თანასწორობის და პლურალიზმის პრინციპი, ყველა ქვეყანაში არსებობს ერთი პრივილეგირებული და განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ეკლესია. გნებავთ მას “თანასწორთა შორის პირველი”, ყველაზე მნიშვნელოვანი ან დამსახურებული უწოდეთ, მაგრამ ფაქტია რომ დანიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, ირლანდიაში, შევედეთსა და ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს ცალკეული ეკლესიები, რომლებიც ინდივიდუალურ ფორმატში, ექსკლუზიური მხარდაჭერითა და განსაკუთრებული პატივით სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან. ეს არ გახლავთ პარიტეტის ან ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევა, ეს დიდი როლის მქონე ეკლესიებისადმი მადლიერების გამოხატვის დემონსტრირებაა. აღნიშნული სრულიად სწორი, ევროპული, სრულყოფილი დემოკრატიებისათვის დამახასიათებელი ტრადიცია სამწუხაროდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა “საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქმედებით, რომლის საფუძველზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი საპატრიარქოს როგორც ქვეყანის უმთავრესი რელიგიური ცენტრის ინტერესი (ანუ ჩვენი მოსახლეობის დაახლობით 90%-ის ინტერესი), პოზიცია და თხოვნა უგულებელყოფილი, უფრო სწორად კი იგნორირებული იქნა რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღებით, რომლითაც ყველა რელიგიურ გაერთიანებას შესაძლებლობა ეძლევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირდეს." როგორც ვხედავთ ბევრმა ბლოგერმა საერთოდ დაკარგა სირცხვილის შეგრძნება. გაუგებარია რატომ უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას ახალგაზრდას იმის საჯაროდ გაცხადება თუ როგორ დაამყარა სქესობრივი კავშირი საპირისპირო სქესის პიროვნებასთან. ბლოგებზე მცირეა პოლიტიკური და რელიგიური სახის პოსტები, რაც ამტკიცებს, რომ იმ ბლოგერებს, რომელთა უმტერესობაც ახალგაზრდაა მხოლოდ საკუთარი ტყავი ადარდებს და ნელ–ნელა მეორეხარისხოვანი ხდება რელიგია (ღმერთი) და სახელმწიფო (სამშობლო). http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ავტორი სალომე ლილუაშვილი 17:26 29.07.2011 ... და იხილა (იესომ) ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“(მთ. 21,19). http://4.bp.blogspot.com/-eq8fk6yNZOo/TjQLQ172sSI/AAAAAAAAEvc/BjLOJ2Un0us/s200/68859_156579867708787_100000703243348_331398_2691984_n.jpgვაზი და ლეღვი აღიქმებოდა არა მარტო სასოფლო-სამეურნეო კულტურად, ძველ აღთქმაში ისრაელი სახელდებული იყო „"უფლის ვენახად" ან "ლეღვის ხედ". ლეღვის ხე ასევე სამყაროსა და ებრაელი ერისადმი უფლის კეთილგანწყობის სიმბოლო იყო. ლეღვის ფოთოლი იყო პირველი შესამოსელი სამოთხეში მყოფი ადამისა და ევასი. ინდოეთში ლეღვი ითვლებოდა შემეცნების წმინდა ხედ - ანუ ამ ხის ქვეშ ბუდამ შეიმეცნა ჭეშმარიტება. კარაბადინში წერია: "კაცი თუ ბევრს ლეღვსა სჭამს, მუწუკებს გამოასხამს და სტომაქ მხურვალსა კაცსა ცხელებასა აუგდებს". ლეღვი თანამედროვე გაგებით... ბათუმი ედემია საქართველოსი.ბათუმი პრეზიდენტ სააკაშვილის ქალიშვილიც გახლავთ... (საინტერესოა, მომდევნო პრეზიდენტიც თუ განაცხადებს პრეტენზიას მის შვილობაზე. ან იქნებ სქესიც შეუცვალოს და ვაჟად აქციოს). ბათუმი კურორტია - ზღვა, მზე და ბევრი ფული თუ გაქვს, კარგი ნამზეური და დასვენება გარდაუვალია, მაგრამ... (ოჰ, ეს "მაგრამ" რომ არ არსებობდეს, სამყაროში ყველაფერი სრულყოფილებამდე იქნებოდა, მათ შორის - ჩვენს ქვეყანაშიც.) ... მაგრამ, თუ ბევრი ფული არ გაქვთ და "ედემში" ვერ წახვალთ, მადლობა ღმერთს, გვაქვს არაერთი საზღვაო კურორტი, სადაც შეგიძლიათ შედარებით იაფად, მაგრამ ჯანსაღად დაისვენოთ. ხაზს ვუსვამ - ჯანსაღად. ... მაგრამ, თუ ზღვაზეც ვერ ახერხებთ წასვლას, არსებობს მთა, მდინარე, ბოლოს და ბოლოს, ქალაქთან ახლოს ან ქალაქში არსებული ხელოვნური ტბები, წყალსაცავები... ალტერნატივა მრავალგვარია. ... მაგრამ, თუ ამასაც ვერ ახერხებთ, ბოლოს და ბოლოს, მომრავლებულ საცურაო აუზებს ესტუმრებით. ... მაგრამ გოგონების (თურმე ბიჭებისაც!) უმეტესობა ნამზეურის სურვილით მაინც სახლის სახურავებზე, აივნებსა და ფანჯრის რაფებზე წამოწოლას არჩევს. ხომ გაგიგიათ, "მზე მანახე და კარგ "ზაგარს" განახებო"? ჰოდა, საზოგადოება მიეჩვია მიწისგან შორს და მზესთან ახლოს გასარუჯად გაწოლილი "მანანების" ხილვას. ყველაზე მეტად კი ის მაინტერესებს, რომელმა მშვენიერმა ალქიმიკოსმა გადაწყვიტა, მიეღო ლეღვის ნახარშისგან ჯადოსნური სითხე, რომლითაც ცდებს საკუთარ მეგობრებსა და შოკოლადისფერ კანზე გახელებულ თანატოლებზე ჩაატარებდა? და ისიც მაინტერესებს, ტელევიზორში მოსმენილი საგანგაშო ინფორმაციის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ლეღვის ფოთლების ნახარშის კანზე წასმისა და მზეზე გაწოლის შედეგად დადაგულ-დაფუფქული გოგონა რეანიმაციაში მოათავსეს, როგორღა გაუჩნდა აზრი და სურვილი ახალგაზრდებს, საკუთარ თავზე (კანზე) გამოეცადათ იგივე მაზოხისტური მეთოდი? ისიც საინტერესოა, ვისი ან რისი ბრალია ეს ყველაფერი? პრეზიდენტის, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქალიშვილი-ბათუმის მორთვა-მოკაზმვაზე ფიქრობს და ამ დროს დანარჩენი ქალიშვილები მძიმე ეკონომიკურ-სოციალური პირობების გამო კურორტის გარეშე დარჩენილნი თავს (ტანს) კორპუსების სახურავებზე სასიკვდილოდ დებენ? იქნებ მშობლების, რომელთაც სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეს მოზარდებს ან უბრალოდ, თავის დროზე იმდენი ვერ ასწავლეს ან წააკითხეს, რომ მსგავსი უმეცრება არ ჩაიდინონ? ან იქნებ ტელევიზიის, რომელმაც პროპაგანდა გაუწია ლეღვის ფოთლების არასწორად გამოყენებულ ნახარშს და თან არ დაურთო სრულყოფილი, კომპეტენტური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეღვის ფოთოლის ნახარში კანის ქიმიურ დამწვრობას იწვევს? ან იქნებ სოციუმის დაბალ ინტელექტუალურ დონეზე მიუთითებს ეს ფაქტი? საით მივექანებით, ხომ არ არის ეს ევოლუციური რეგრესი? იმის გასაგებად, რა ხდება დამწვრობის ცენტრში, ცენტრის დირექტორის მოადგილეს სამკურნალო დარგში გუგა ქაშიბაძეს დავუკავშირდით: "ეს ნახარში მზის სხივების გარეშეც იწვევს კანის ქიმიურ დამწვრობასა და ქსოვილის დაზიანებას. შარშან-შარშანწინ მსგავსი შემთხვევა ერთეული იყო. წელს კი, როდესაც გავიდა პირველი სიუჟეტი ამ ნახარშით მიღებული მძიმე დამწვრობის შესახებ, მსგავსი დიაგნოზით პაციენტები მომენტალურად მომრავლდნენ(?!). როგორც ჩანს, სიუჟეტმა უკურეაქცია გამოიწვია, საზოგადოების ამ ნაწილის პროვოცირება მოახდინა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ იმ 15 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლის ცხელი ნახარში გამოიყენა და ამიტომაც დაშავდა, თავად კი გაცივებული წაისვეს... დღეში სამი-ოთხი პაციენტი შემოდის მსგავსი დამწვრობით. ოთხმოცდაათი პროცენტი ამბობს, რომ ტელევიზიაში გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტეს, ნახარში გამოეყენებინათ. დანარჩენი ათი პროცენტი კი ინფორმაციის წყაროდ მეგობარს ასახელებს. ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება იწვევს შეშუპებას, კანის აჭრელებას, ქიმიურ დამწვრობას, დისკომფორტს... ორი კვირა მაინც სჭირდება დაზიანებული კანის შეხორცებას, მერე კი დიდი ხნის განმავლობაში დაზარალებული მზეზე ვერ გავა, თორემ პიგმენტაცია გარდაუვალია. გარდა დისკომფორტისა, ეს გახლავთ ეკონომიკური ზარალიც, როგორც ვიცი, არც ერთი სადაზღვევო კომპანია მსგავს შემთხვევაში მკურნალობას არ ანაზღაურებს, რადგან ეს თვითნებურად მიყენებული, დაგეგმილი დაზიანებაა. პაციენტთა ასაკი თოთხმეტიდან ოცდაერთ წლამდეა. დაზარალებულებს შორის მხოლოდ ერთია ბიჭი. ის დღემდე ვერ მალავს გაოცებას, რატომ მიიღო მძიმე დამწვრობა, როცა გაცივებული ნახარში წაისვა? აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მზით დამწვრობამ წინა წლებთან შედარებით სტატისტიკურად მოიმატა. იმის თქმა, მიზეზი რა არის, მზე გაცილებით მცხუნვარე და აგრესიულია წელს თუ უფრო მოუახლოვდა დედამიწას, ჩემი კომპეტენცია არ არის და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ამდენი პაციენტი არასდროს გვყოლია". დაბოლოს, მოდას აყოლილებს ერთი "სვეტსკი" რჩევა მინდა მოგცეთ: - ნამზეური მოდური აღარ არის. გადახედეთ მსოფლიოს ულამაზესი ქალების რჩევებს - არც ერთი მათგანი მზეს აღარ ეფიცხება - ბუნებრივად შეფერილი და დაუბერებელი კანი გაცილებით ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურება. ჯანსაღად ცხოვრება კი დღეს მსოფლიოში ყველაზე მოდური ტენდენციაა. გირჩევთ, ნუ გამოლეღვდებით. აჰყევით მოდას! "კვირის პალიტრა" ambebi.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ავტორი მერაბ ბრეგაძე 15:26 29.07.2011 „ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება“, – ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონელ კოლეგა ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. http://2.bp.blogspot.com/-B4z6_Y745u4/TjKzNEs1HBI/AAAAAAAAEvE/PaoO0sNqmDo/s200/mishiko.gifპრეზიდენტის თქმით, პირადად მას არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემობრუნება იყო ის, რომ რამდენიმე კვირის წინ ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება მოხდა, საარჩევნო კოდექსის რეფორმირების თაობაზე: „ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინცდამაინც გულზე არ მეხატება. ეს საკითხი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნი სისტემის შეცვლა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მე ვიცი, რომ ჩვენი მეგობრის, ჩემი კოლეგის პარტია, პოლონეთში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას ითხოვს. სამწუხაროდ, საქართველოში მოხდა პირიქით... ამიტომ, თუ თქვენ შეამცირებთ, ჩვენ მხოლოდ შეგვშურდება, მაგრამ ეს იყო ჩვენი კომპრომისი ოპოზიციასთან, რადგან ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნებში მონაწილეობით რეზულტატი იყოს ლეგიტიმური და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს საქართველოს საზოგადოების მთელი სპექტრის ინტერესებს“. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოპოზიცია თანაგუნდელებისგან ვერ გაურჩევია. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, თუ პრეზიდენტი ვინმეს რამეზე გაურიგდა, ეს მმართველი პარტიისა და ფსევდოოპოზიციის პრობლემაა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა ძირითადი ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნა იყო: „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არასდროს თავისუფალ დემოკრატებს მსგავს შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. იგივე შემიძლია გითხრათ ექვსიანში შემავალ პარტიებზე. თუ ამგვარი რამ არსებობს, იქნებ ხელისუფლებამ ან გზააბნეულმა ოპოზიციამ წარმოადგინოს“. რაც შეეხება „ქრისტიან-დემოკრატებს“ და „ახალ მემარჯვენეებს“, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ისინი რაზე და რის ფასად გაურიგდნენ ხელისუფლებას, ეს ძალიან მალე გამოჩნდება მას შემდეგ, რაც პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა დაიწყება. მისი თქმით, 40 მანდატი ერთგვარი ფეშქაშია იმ პარტიებისთვის, რომელთათვისაც მიხეილ სააკაშვილის გარეშე არსებობაც კი შეუძლებელია: „მათი გათვლა საკმაოდ პრიმიტიულია. ჰგონიათ, რომ ჩაყრილი ხმების შედეგად მომავალ პარლამენტში რამდენიმე მანდატი შეხვდებათ“. „როგორც ჩანს, მეფე არა მხოლოდ შიშველია, არამედ ტყუის კიდეც“, - აცხადებს თავის მხრივ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დასჩემდა თვისება, რომ სჭირდება თუ არა, მაინც იტყუება. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 8 ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხი ხელისუფლებასთან ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე არ დაუყენებია: „პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხი თავად ხელისუფლებამ დასვა ჩვენს წინაშე მარტის თვეში, როდესაც მათ საპასუხო წინადადებები მოგვიტანეს. ჩვენ ამ წინადადებებზე უარი ვთქვით ბევრი მიზეზის გამო. ბოლო ერთი თვის თუ თვენახევრის განმავლობაში ვის რაზე შეუთანხმდა სააკაშვილი, ამაზე მე ვეღარ ვისაუბრებ“. უსუფაშვილის თქმით, სააკაშვილმა იცის, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილებაა და პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებას ცდილობს: „ეს არ არის პირველი და არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლების არასრულფასოვან წინადადებებს დათანხმდა, სახელისუფლო პიარის მეშვეობით ასეთი თემები უკან შემოუბრუნდება. რაოდენობის გაზრდაც ნაციონალურ მოძრაობას უფრო სჭირდება, რადგან მათი გაზრდილი მადა მანდატების იმ რაოდენობაში ვერ ეტევა, რომელიც დღესაა განსაზღვრული“. presage.tv http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ. http://3.bp.blogspot.com/-yxquCnQtrrU/Ti62Z7tjN5I/AAAAAAAAEu0/2B4jGItk0Uk/s200/764.jpgსტრუქტურულ ჰომოფობიაზე ("უფლება არ გაქვს იქორწინო") სწორს პასუხს ინტერნალიზებული ჰომოფობია (შენ ნორმალური ხარ, მეც მინდა შენსავით ნორმალური ვიყო) ვერასდროს გასცემს. თუ გწამს, რომ ავადმყოფი ხარ, იურიდიული ფურცელი საწინააღმდეგოში ვერ დაგარწმუნებს. სისტემის მიერ არანორმალურად მიჩნეული ყველა "განსხვავებული" მწყერი ვერ იქნება, რა თქმა უნდა. რატომ? სექსუალური, ემოციური და გონებრივი თავისუფლება ორიენტაციისა და იდენტობების საზღვრებზე არ გადის. არ შეიძლება სექსუალური ორიენტაციის თუ იდენტობის საფუძველზე განსაზღვრო, რას უნდა მოელოდე ადამიანისგან, რა არის მისი მისწრაფებები. ადამიანებს სხვადასხვა (წარმოსახული) ინტერესები აქვთ. ერთ გეის შეიძლება ლამის ტრადიციული ოჯახის აწყობა სურდეს, სურდეს მოერგოს საზოგადოებისა და საკანონმდებლო სივრცის მიერ მოცემულ სტრუქტურებს, არაფერი ახალი და სხვებისთვის უცხო არ შექმნას და განორმალურდეს (ევფემიზმი: ინტეგრაცია); სურდეს რომ ჩაჯდეს იმ ოჯახის ინსტიტუტში, რომლის საფუძვლებშივეა გენდერული ჩაგვრა (მიზოგინია და ჰომოფობია) და რომლის საფუძვლებში ის ყოველთვის იქნება. ამ დროს, მეორე ადამიანს, თუნდაც სთრეითს, შეიძლება საერთოდ არ იზიდავდეს ეს პატრიარქალური ძველი გადმონაშთი და საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრების მოთხოვნილება თუ აქვს, მას კარიკატურული ფორმალური სახე არ მისცეს, საკუთარი თავი, ისევე როგორც საყვარელი ადამიანი, უღელში ჩართულ ხარს არ მიამსგავსოს, რომელსაც სიყვარულის ნაცვლად სხვისთვის ხვნა და პატარა წიქარების ჩაბარებაღა ევალება. ამიტომაც ვამბობ ხოლმე – ქვიარი არ არის ‘გაურკვევლობა’ და მოდა, ქვიარი სწორედ ის არის, როცა იცი, რა გავნებს და რა – გილამაზებს ცხოვრებას. ქვიარი ნიშნავს, შეინარჩუნო საკუთარი მეობა და ავტონომია და გააცნობიერო, რომ ამისთვის თუნდაც პასიური ბრძოლაა საჭირო (სასაცილო მიმიკრიაზე უარის თქმა), მიუხედავად იმისა, საკუთარი სქესი გიზიდავს თუ საპირისპირო… თუ ორივე… თუ საერთოდ არცერთი (რა შუაშია!). ეკლესიის, სკოლის, ინტელიგენციის, მასკულტურის თუ მშობლების მიერ ნაკარნახევი და სახელმწიფოს მიერ გაფორმებული ყალბი მონოგამიისადმი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ადამიანურად სრულიად გასაგებია, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი თუ ტრანსგენდერი “ქორწინებისკენ” მიისწრაფოდეს. გასაგები და ახსნადია – ყველას აქვს უფლება, ბრმა იყოს იმ სტრუქტურებისადმი, რომელიც მას მთელი ცხოვრება აუბედურებს და ვერასდროს მიიღებს, მაქსიმუმ – შეიწყალოს, მოითმინოს, აიტანოს… ისიც მესმის, რომ რიგ ქვეყნებში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებით თითქოს ამ ინსტიტუტის შინაარსის სუბვერსია ხდება. ესეც სრული ილუზია და გადმოგდებული ანკესია, თუმცა სათავეს რომ დავუბრუნდეთ: როდესაც არის აკვიატება… …სისტემა დაარწმუნო, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და კაცს შორის შემდგარი ცუდი კავშირი არ არის, მჩაგვრელი ინსტიტუტები და რეპროდუქცია თურმე არაფერ შუაშია, სიტყვა გათხოვება, დედა, მამა და ბარე მამამთილიც არ არსებობს და იქნება და კლუბში მიგიღონ. …და ამ მარაზმის მაგივრად არ გიჩნდება კანონზომიერი სურვილი: - შექმნა ახალი სტანდარტი რომანტიკული თანაცხოვრებისა, რომელსაც ძველი სახელი ბუნებრივად ვერ დაერქმევა. - უფლებრივად გაათანაბრო ეს ახალი სტანდარტი და თავადაც ამით გათანაბრდე სხვასთან ისე, რომ ჰეტერონორმატიულ რელიკვიებს ‘ქორწინებას’ და ‘ოჯახს’ არ წაეპოტინო… მაშინ მაპატიე, მაგრამ ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად – ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვს. პრობლემა გაქვს, რადგან გინდა გაღიაროს იმ სისტემამ, რომელიც არა მხოლოდ უფლებრივად, არამედ მორალურადაც უპირატესი მიგაჩნია, საკუთარი თავი კი – უარესი. უპირატესი და უფრო გონიერი რომ მიგაჩნდეს თავი, ეკლესიისა და ჰეტეროსექსისტური ნორმების სტანდარტი ვერ მიგიზიდავდა, ემოციურად შეუძლებელია. — როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანებს სრული უფლება აქვთ, იბრძოლონ ამ მარაზმისთვის ან მოიწონონ ის – ეს მათი არჩევანია, თუმცა ერთსქესიან ქორწინებას იმდენივე აქვს საერთო სექსუალურ და გენდერულ გათავისუფლებასთან, რამდენიც სამარხვო კატლეტს – ხორცთან. მეორე გვაქვს ქვეყანაში და პირველით თუ არ გავაფორმებთ ქართული ლგბტ მოძრაობა თავს, მხოლოდ მომგებიანი იქნება. ეს ის შეცდომაა, რასაც ვიწროდ ჩაკეტილი, ‘იდენტობაზე’ დაფუძნებული ინტერესთა ჯგუფების ჩალიჩი იწვევს, რომლისთვისაც თანმდევია გეების ლესბოსელებისგან გაუცხოება, ამ ორივესი – სთრეითებისგან, ხოლო ყველა ამათის – მემარცხენე განმათავისუფლებელი ტრადიციისგან. თვითმფრინავის ნაწილი თავისით მარტო ვერ ფრინავს. livepress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
02:10 26.07.2011 ორშაბათის ნომერში, მამა ელისბარის სენსაციურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი", სადაც საეკლესიო პირი გახმაურებულ სინოდის სხდომაზე საზოგადოებას დაწვრილებით ინფორმაციას აწვდის . უკომენტაროდ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს სტატიიდან: http://1.bp.blogspot.com/-XHi3MXOE1NY/Ti8oP0w0FzI/AAAAAAAAEu8/MtMa_L5gFX0/s200/asavali.gif"პატრიარქმა სინოდის სხდომაზე ტირილი დაიწყო და ეს ბრძენი მოხუცი იმდენად დათრგუნული იყო, რომ ორად ორი სიტყვის გარდა, ვერაფერს ამბობდა: "სირცხვილია" "უხერხულია!" "რუის ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრებაა სასწრაფოდ მოსაწვევი, ოღონდ ეს კრება ხელისუფლებამ და სინოდმა არ უნდა მოიწვიოს!" "პატრიარქის ცრემლებზე ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა მის პირად მდივანს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს, რომელმაც სინოდის იმ 20 მოღალატე წევრს მიმართა, უწმინდესის ცრემლებს არ შეგარჩენთო!" ინტერვიუს სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ გაზეთ "ასავალ დასავალის" 25–31 ივლისის ნომერში, რომლის შეძენაც შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ყველა საგაზეთო ჯიხურში. „ის, ვინც ეკლესიაში განხეთქილების შეტანას ლამობს, მოწამებრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება!“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2011 წლის 24 ივლისს წმიდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. თავის ქადაგებაში ილია მეორე წმიდა სინოდის ახლახან ჩატარებულ სხდომას შეეხო. „რამდენიმე დღის წინათ წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა. ჩვენ განვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობანი. სხდომაზე ერთი ექსპერტის თვალსაზრისი უნდა გაჟღერებულიყო, თუმცა უმაღლესი სასულიერო პირების აზრი მის მოსმენასთან დაკავშირებით გაიყო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მოგვიანებით იმ ადამიანებს, ვინც უმეტესობას არ ეთანხმებოდა, მოღალატეები უწოდეს. ეს სრულებით დაუშვებელია. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რაც, ღვთის ნებით, უკვე 33 წელია, გახლავართ, მსურს განვაცხადო: მე არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, მოღალატე ეპისკოპოსი! ამიტომ მოგიწოდებთ, ფრთხილად იყოთ და არ იტვირთოთ ასეთი ცოდვა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და წმიდა სინოდი იყო და დარჩება ერთ მთლიანობად, ერთ ძალად და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამსახურს სწორედ ასეთი სულისკვეთებით!“ – განაცხადა პატრიარქმა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/erdogani_02.jpgანკარა ყველა პოლიტიკურ შეღავათს გაითვალისწინებს, რომელიც თავის დროზე, გაეროს ეგიდით 2004 წელს, წარუმატებელად დარსულდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ერდოღანმა ისარგებლა შემთხვევით და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, ორდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ ტერიტორიას ეწვია. იგი თურქეთის კუნძულზე შეჭრის 37-ე წლისთავს აღნიშნავდა. polity.ge
-
http://www.polity.ge/images/catalog/position/expert/cennet-yalovic.jpg„საქართველოს ძალიან ესაჭიროება პასუხისმგებლობით სავსე ოპოზიცია, როგორც მმართველი პარტიის რეალური ალტერნატივა“. ბატონი კენეტ იალოვიცი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად 1998-2001 წლებში მსახურობდა. 2001 წლის 30 სექტემბერს მან დიპლომატიური კარიერა დატოვა და სამეცნიერო-ანალიტიკური საქმიანობაზე გადაერთო. polity.ge