planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/download-21.jpgსაქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით, სოციალური სამუშაოს მიმართულების სტუდენტებისთვის, სასწავლო სტიპენდია დაწესდა. როგორც პირველმა ლედიმ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა, სტიპენდიები სამ – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს კატეგორიად იყოფა. აღნიშნული ჯილდოები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური სამუშაოს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 6 სტუდენტს გადაეცემა. პირველი ლედის ინიაციატივა საქართველოში მოღვაწე ჩინური კომპანია HUAWEI-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეში გამართულ ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და ჩინეთის ელჩი საქართველოში ჩენ ძიანფუ დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე, იმყოფებოდნენ ჩინური კომპანია HUAWEI-ის წარმომადგენლებმა და სოციალური სამუშაოს მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები. იხილეთ epn.ge
-
30 იანვარს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში, ცნობილი ქართველი ავანგარდისტი მხატვრის, კარლო კაჭარავას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე, 5 დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კარლო კაჭარავას ოჯახის კოლექციიდან, მათ შორის ნახატები, რომლებიც ფართო საზოგადოებას არასდროს უნახავს. ქართველ დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, ნახოს კარლო კაჭარავას ბოლო, დაუმთავრებელი ნამუშევარი „სიბნელის ხელოვნება“, რომელსაც მხატვარი 11 დღის განმავლობაში, სანთლის შუქზე ხატავდა. სწორედ ამ ნახატზე მუშაობისას 1994 წლის, 9 აპრილს, 30 წლის ასაკში, ის ანევრიზმით გარდაიცვალა. გამოფენა პროექტ „ქართული მხატვრობის“ ფარგლებში იმართება. გამოფენის პარალელურად შედგება პროექტის მეოთხე ალბომის „კარლო კაჭარავა“ პრეზენტაციაც. იხილეთ tabula.geზე
-
Все предостережения, по-видимому, не дали никаких результатов. Погоня за арктическими ресурсами продолжается и даже ускоряет темп, несмотря на предупреждения ученых и природоохранных организаций, которые говорят об айсбергах, бурях и разливах нефти. Норвегия, Россия, Канада и США заявляют о планах по бурению новых скважин.
-
ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს ეჭვი არ ეპარება, რომ პუტინი გაიმარჯვებს 2012 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში. როგორც მთავრობის პრეს–სამსახური იტყობინება, ამის შესახებ მან განაცხადა პრეს–კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა რუსეთის სამხრეთის ხალხთა ფორუმის დასრულების შემდეგ ქ.კისლოვოდსკში.„ვის შეუძლია კიდე რუსეთის პრეზიდენტობა? ვინ არის ამ ადგილის ღირსი? რა თქმა უნდა, რომ პუტინი!“, – მთელი პათოსით განაცხადა კადიროვმა და გამოთქვა იმედი, რომ რესპუბლიკის ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დღეს, 25 იანვარს, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის წინ, ვეტერანმა მფრინავებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი კუთვნილი კომპენსაციის მიღებას და პენსიის გაზრდას ითხოვენ. ”ვეტერან მფრინავთა ასოციაციის” პრეზიდენტმა, ალბერტ ნურბეკიანმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამჟამად სულ 3 მფრინავი შიმშილობს, დანარჩენები კი აქციაზე მათთან ერთად იმყოფებიან. ნურბეკიანის თქმით, ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის სამინისტროს ვეტერანი მფრინავებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ”2004 წლიდან მე მოგებული მაქვს ხუთი სასამართლო პროცესი, რისთვის სჭირდება საქართველოს სასამართლო სისტემა, თუ არ სრულდება მისი გადაწყვეტილებები? მე ვარ ინვალიდი, შემიწყვიტეს პენსია და ამ პენსიას ვითხოვ,” - განუცხადა ”ნეტგაზეთს” ვეტერანმა მფრინავმა ალბერტ ნურბეკიანმა. მისი თქმით, პირადად მან საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებას წლების მანძილზე 300-მდე წერილი გაუგზავნა, აქედან 43 - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია. მოშიმშილე ვეტერანებთან არც შიმშილობის დაწყების შემდგე მისულან ხელისუფლების წარმომადგენლები. ყოფილმა მფრინავების თქმით, მათ პასუხი მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღეს, რომელშიც ეწერა, რომ კომპენსაციების გასაცემად სამინისტროს ფული არა აქვს. ”სომხეთში 850 ლარია ყოფილი მფრინავების პენსია, აზერბაიჯანში 1000-მდე, უკრაინაში კი –უფრო მეტი. მხოლოდ ჩვენ გვაქვს 100 ლარი, ჩვენ ბოლომდე ვიქნებით აქ,” - ამბობს ”ვეტერან მფრინავთა ასოციაციის” პრეზიდენტი. ასოციაცია ამჟამად 200-მდე ყოფილ მფრინავს აერთიანებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/image16-300x153.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია შეიკრიბა და 95 პრობაციონერისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა განცხადებები განიხილეს, რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი. საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღება ინდივიდუალური მიდგომის შედეგად გამოვლენილ რისკ-ფაქტორებს ექცევა. კომისიის შემადგენლობაში შედიან: სამინისტროს ცენტრალური აპარატის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიცის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 5 წევრიანი კომისია პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხს სასამართლო რგოლის გარეშე წყვეტს. პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა კომისიის სხდომა თვეში ერთხელ იმართება. აღნიშნული სიახლე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დანერგილი ინდივიდუალური მიდგომის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/maswavlebeli-300x248.jpgსაქართველოში ყოველი მეოთხე მოსწავლე რეპეტიტორთან ემზადება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან USAID აცნობეს, საქართველოში რეპეტიტორობის გავრცელების საკითხზე 2011 წლის ივლისი-დეკემბერის პერიოდში კვლევა განხორციელდა. კლევა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. კვლევამ აჩვენა, რომ დღეისთვის საქართველოში რეპეტიტორთან ყოველი მეოთხე მოსწავლე ემზადება. მასშტაბები განსხვავებულია ცენტრსა და რეგიონებში, ისევე როგორც მაღალ შემოსავლიან და დაბალ შემოსავლიან ოჯახებში. დედაქალაქში მცხოვრები, მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახის დამამთავრებელ კლასში მყოფი თითქმის ყველა მოსწავლე რეპეტიტორთან ემზადება. კერძო რეპეტიტორობის აუცილებლობას გამოკითხულთა მთლიანი რაოდენობის 90% ადასტურებს. გამოკითხულთა ის 60%, რომელიც არ ემზადება, ამის მიზეზად მხოლოდ ფინანსების სიმცირეს ასახლებს. რეპეტიტორებზე მოთხოვნის გამომწვევი ორი ძირითადი მიზეზი, გამოკითხულთა აზრით, სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების მოთხოვნებთან შეუსაბამობაა. განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი კერძო რეპეტიტორობის თემაზე 2003 წლიდან მუშაობს. კვლევის მესამე, 2011 წლის ივლის-დეკემბერში, განხორციელებული ეტაპის ძირითადი მიზნები იყო: საქართველოში კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტის გავრცელების შესახებ განახლებული მონაცემების შეგროვება; ამ ინსტიტუტის უკეთესად რეგულირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და ამ საკითხთან დაკავშირებით ღია დისკუსიის ინიცირება. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სტრასბურგში ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტთან ფრანსუა მინიონთან და ევროკავშირის გენერალურ მდივანთან ტორბენ იანგლედთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი განიხილა. ”ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ არ შეიძლება ითმენდე და დამშვიდებით უცქერდე, თუ 21 - ე საუკუნეში როგორ არსებობენ ოკუპირებული რეგიონები, სადაც ადგილი აქვს ადამიანთა უფლებების დარღვევების მასობრივ ფაქტებს, - უთხრა ჟურნალისტებს ვაშაძემ. - უნდა შემუშავდეს გეგმა იმი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/somxuri-eklesia2-199x30011.jpgსაერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სომხური ეკლესიის “სურბ ნშანის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ქართულ და სომხურ მხარეებს ცალმხრივი ნაბიჯებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას მიესალმება. “საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოუწოდებდა ხელისუფლებას, ამ ძეგლის დაცვისათვის შესაბამისი ზომები მიეღო. ეკლესიის შენობის დაუცველობის გამო ხანძარს იქ ადრეც ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც უნიკალური ფრესკული ფერწერა განადგურდა. მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე ძეგლის დაზიანებისაგან დასაცავად რაიმე ზომა არ მიღებულა. როგორც ცნობილია, ქართულ-სომხურ ურთიერთობებში კულტურული მემკვიდერეობის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს და მისი გადაწყვეტა, მხარეების მცდელობების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. ორივე ქვეყნის ეკლესიის მხრიდან რამდენიმე ეკლესიისა და სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებასთან დაკავშირებით შესაბამისი არგუმენტები და ინტერესები არსებობს. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომ პრობლემის საბოლოო მოგვარებამდე ამ ძეგლების სათანადო მოვლისათვის, აუცილებელი საკონსერვაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისათვის ზომები მიეღო, რათა ამ ძეგლების მდგომარეობის გაუარესება გამორიცხულიყო. ამასთან, ვთვლით, რომ როგორც ქართულმა, ასევევ სომხურმა მხარეებმა ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმისგან თავი უნდა შეიკავონ და ამ ძეგლებთან დაკავშირებული ყველა ქმედება ორი ეკლესიის წარმომადგენელთა მონიტორინგის ქვეშ განხორციელდეს”, – ნათქვამია განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შემდგომ განცხადება სომხურმა სამოციქულო ეკლესიამაც გააკეთა და საქართველოს ხელისუფლებას ძეგლის გადასარჩენად გადაუდებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. “მისასალმებელია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ქალაქის მერიას მიმართავს, “სურბ ნშანში” გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები განახორციელოს. ვთვლით, რომ ეს ნაბიჯი ჯანსაღ ვითარებას შექმნის და ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიურ როლს ითამაშებს. “მრავალეროვანი საქართველო” ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რიგი აქტივობებისა პოლიტიკური ძალების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ვფიქრობთ, ამ პროცესში დადებით წვლილს შეიტანს”, – აღნიშნულია საერთო-სამოქალაქო მოძრაობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ “ექსპრესნიუსმა“ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული ტაძრის სავალალო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც „ექსპრესნიუსს“მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ განუცხადა, ტაძარი რამდენიმე დღის განმავლობაში იწვოდა, მასში საბჭოთა კავშირის დროინდელი წიგნები ინახებოდა. რამდენიმე ხანი ეკლესიაში ბიბლიოთეკაც იყო განთავსებული. „ხანძარი 3 იანვარს შუადღისას გაჩნდა, სულ 6 სახანძრო მანქანა იყო გამოძახებული,დაიწვა ყველაფერი რა ეკლესიის შენობაში იყო, ასევე ჩამოინგრა ერთი ბოძი. წყალმა გაანადგურა ყველაფერი რაც ცეცხლს გადაურჩა. “,–განაცხადა ვერცხლის ქუჩაზე მაცხოვრებელმა ტიგრან ავეტისიანმა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ–ჯერობით დაუდგენელია. შენობა სასწრაფოდ გასუფთავებას და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. სურბ-ნშანი თბილისელმა სომხებმა1701 წელს ააშენეს. ტაძარი ამჟამად, საქართველოს კულტურის სამინისტროს ბალანსზეა. იხილეთ epn.ge
-
თურქეთი ნატო-ს მისი ტერიტორიის ირანზე დარტყმისთვის გამოყენების შესაძლებლობას არ მისცემს.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ახმეტ დავუთოღლუს განცხადებით, “თურქეთი, რომელიც ნატო-ს წევრია, ალიანსს საკუთარ ტერიტორიას ირანზე სამხედრო დარტყმისთვის არ დაუთმობს”.“თურქეთს არასოდეს მიუცია მისი ტერიტორიის გამოყენების უფლება და არ უმუშავია მათთან, ვისაც მისი მეზობელი ქვეყნისთვის რაიმე ზიანის მიყენება სურდა. ნატო-ს ფარგლებში ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად გამოვდიოდით იმის წინააღმდეგ, რომ თურქეთის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Россия позиционирует себя как анти-Америку, и ее политика призвана усиливать чувство собственной ценности: когда мы были СССР, мы вгрызались Америке в горло, и вот, пожалуйста, в постсоветскую эпоху мы делаем то же самое! Мы остаемся важной империей! Действительно, Россия – это единственное государство в мире, которое способно уничтожить Америку, потому что она унаследовала советский арсенал.
-
В Приднестровье задули ветры перемен. Жители этой самопровозглашенной республики на территории Молдавии никак не могут поверить в то, что произошло в последние недели.
-
Links to http://www.videokonferenz.net/. liberali.ge
-
სკანდალური საიტის Wikileaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი ტელეკომპანია Russia Today-ს ეთერში გადაცემას წაიყვანს.ამის შესახებ ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა საკუთარ Twitter -ზე დაწერა. ასანჟი, რომელემაც საკუთარ საიტზე პენტაგონის , სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ს სხვა სახელმწიფო უწყებების საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა დიდ ბრიტანეთში, ამ ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით იმყოფება. Russia Today-ს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტო აფინანსებს. ამ ინგლისურენოვან არხზე ჯულიან ასანჟი გაუძღვება გადაცემების ციკლს სახელწოდებით – The World Tomorrow. ტელეკომპანიის პრეს-სამსახურის ცნობით ათ გადაცემაში , გადაცემის სტუმრები იქნებიან: პოლიტიკოსები და რევოლუციონერები, ყველა ის ადამიანი, რომელთა შეხედულებებიც მნიშვნელოვანია მსოფლიოს ხვალინდელი დღის ფორმირებაში. მომავალ კვირაში ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლო განიხილავს ასანჟის ბოლო აპელაციას სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად Wikileaks -ის დამფუძნებელი შვედეთს უნდა გადასცენ. შვედეთში კი ის ეჭვმიტანილია სექსუალურ დანაშაულში. იხილეთ tabula.geზე
-
ამ პოსტში ჩამოგიწერთ რამდენიმე რჩევას და ნიშანს, რომლებიც გამოგადგებათ გოგოებთან ურთიერთობაში. უფრო მოკლედ რომ გითხრათ, ამ პოსტის დახმარებით გაიგებთ მოსწონხართ თუ არა გოგოს. წინასწარ გეუბნებით მოწოდებით ბაბნიკებს, რომ ნუ წაიკითხავთ ამ გრძელ პოსტს იმ იმედით რომ გოგოს გამოყენების რაიმე საშუალებას ისწავლით.1.პირველადი საუბრები. საუბარი ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ გოგოს კარგად არ ... View ucnauri.com
-
Запад вводит эмбарго на поставку нефти из Ирана, но пытается сделать это в облегченном варианте: так, чтобы Европа не осталась все же без топлива и Россия не смогла монополизировать нефтяной экспорт. Смогут ли в таком случае санкции заставить Тегеран отказаться от ядерной программы, и как поведет себя Москва в сложившейся ситуации?
-
ლოს-ანჯელესში დასახელდა ნომინანტები, რომლებიც 26 თებერვალს ამერიკული კინოაკადემიის რიგით 84-ე დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესოს ტიტულისათვის იბრძოლებენ. ნომინაციაში „საუკეთესო სურათი“ გასული წლის ათი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი მოხვდა, რომელთაგანაც რამდენიმემ უკვე მიიღო ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოებებზე – სტივენ სპილბერგის „საბრძოლო ცხენი“, მიშელ ჰაზანვიჩუსის “არტისტი”, რომელმაც „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა საუკეთესო მუსიკალური ფილმის კატეგორიაში, ბენეტა მილერის “Moneyball”, ალექსანდრე პეინის „შთამომავლები“ – „ოქროს გლობუსის“ პრიზიორი დრამატული ფილმისათვის, ტერენს მალიკის “სიცოცხლის ხე” – 2011 წლის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი, ვუდი ალენის “შუაღამე პარიზში”, ტეიტ ტეილორის “მოსამსახურე”, მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო“, რომელმაც რეჟისორს საუკეთესო რეჟისურისათვის „ოქროს გლობუსი“ მოუტანა და სტივენ დოლდის „Extremely Loud and Incredibly Close“. სწორედ ამ ფილმების შემქმნელები, პეინი, ჰაზანვიჩუსა, ალენი, სკორსეზე და მალიკი მოხვდნენ „საუკეთესო რეჟისურის“ ნომინაციაშიც. „ოსკარის“ ქანდაკებისათვის „მსახიობი მამაკაცი მთავარი როლისათვის“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბრედ პიტი ფილმისათვის “Moneyball”, ჟან დუჟარდინი “არტისტი”, გარი ოლდმენი „Tinker Tailor Soldier Spy“, დემიან ბიჩირი „უკეთესი ცხოვრება“ და „ოქროს გლობუსის“ წლევანდელი გამარჯვებული ჯორჯ კლუნი ფილმით „შთამომავლები.“ ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის კი წარდგენილნი არიან წლევანდელი „ოქროს გლობუსის“ მფლობელები მიშელ უილიამსი და მერილ სტრიპი, ახალბედა მსახიობი რუნი მარა, ვიოლა დევისი და გლენ კლოუზი. მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო“ და მიშელ ჰაზანვიჩუსას “არტისტი” მთლიანობაში 11 და 10 ნომინაციაში არის წარდგენილი და სწორედ ეს სურათები სახელდება „ოსკარის“ ფავორიტებად. ამერიკული კინოაკადემიის 84-ე დაჯილდოების ცერემონიალი 2012 წლის 26 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება და მას კომიკოსი ბილი კრისტალი წაიყვანს. იხილეთ tabula.geზე
-
გთავაზობთ სახალისო სურათებს.შეიძლება ზოგი ნანახი გქონდეთ მაგრამ მთლიანობაში კარგად იხალისებთ ;)))წყარო: ჩემი კომპიუტერი )) View ucnauri.com
-
/get_img?ImageId=6022 “ვინმე თუ ამიხსნის, რა საგზაო ნიშანი ხატია ამ ფოტოზე, მადლობელი ვიქნები. ხედავთ ნიშნებს? – ასეთი ნიშანი საერთოდ არ არსებობს,“ – ამბობს თბილისში, ერთ–ერთ ავტოსკოლაში, მომუშავე მასწავლებელი და სამეცადინო ოთახში, კედლებზე, საგზაო ნიშნებით გამოკრულ მუყაოს დაფებს გვიჩვენებს. მსგავსი საგზაო ნიშანი არც შსს–ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე მოიძებნა, იმის მიუხედავად, რომ ამავე გვერდზეც და სახელმძღვანელოების ბილეთებშიც, რომლითაც მართვის მოწმობის აღების მსურველები ემზადებიან, არსებობს. „ასეთი ხარვეზები საგამოცდო ბილეთებში ერთი და ორი არაა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოცდაზე არ ჩავიჭრებით, რადგან ასეთ ბილეთებს და სწორ პასუხებს, როგორც წესი, ვიზეპირებთ," – ამბობს ავტოსკოლის მოსწავლე ნანა ბერიძე. /get_img?ImageId=6023 ამ ბილეთზე მოცემულ საგზაო ნიშანს "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი" ჰქვია. აღნიშნული ნიშანი მძღოლებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელის შესახებ აფრთხილებს. დაუსახლებელ პუნქტში აღნიშნული ნიშანი იდგმება გადასასვლელამდე ორჯერ: პირველად – 150-300 მ–ში და მეორედ - 50 მეტრში. "ამ სურათზე მოცემული მანძილი კი აბსოლუტურად შეუსაბამოა ამ ნიშნის დადგმის წესთან,"–ამბობს ავტოსკოლის მასწავლებელი. ილია მეკოკიშვილი საქართველოში პირველი საგამოცდო ტესტების შემდგენელია. რამდენიმე წლის წინ მის მიერ შედგენილ 500 ტესტს დაახლოებით ამდენივე დაემატა და დღეს მათი რაოდენობა 1000–ზე მეტია. ილია მეკოკიშვილს დღეს საკუთარი ავტოსკოლა აქვს და მოსწავლეებს, როგორც სხვა ავტოსკოლებში, ისიც ორმაგი პრინციპით ასწავლის – მოსწავლეებს აფრთხილებს, რომ ზოგიერთი ტესტი არასწორადაა შედგენილი,ან პასუხი არ შეესაბამება რეალობას, თუმცა გასაგამოცდო ტესტებში მაინც უნდა შემოხაზონ ის პასუხი, რომელიც შსს–ს მომსახურების სააგენტოსა და საგამოცდო ტესტების სახელმძღვანელოს ავტორებს აქვთ მითითებული. "დამატებული 620 ტესტის გასწორებას დღემდე ვუნდებით. ბევრი ხარვეზი გასწორდა, თუმცა დღესდღეობით მაინც რჩება დაახლოებით 30 ტესტი, რომელიც ისეა შედგენილი, ან მასში არასწორი პასუხია შემოსახაზი, რომ მოსწავლეებს დაზეპირების გარდა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ რჩებათ,"– ამბობს ილია მეკოკიშვილი. თეორიული გამოცდის ნაწილში გამსვლელი ვალდებულია 30 სხვადასხვა საკითხისგან შემდგარ ტესტს 30 წუთში უპასუხოს. 30 საკითხიდან გამსვლელს 4 შეცდომის დაშვების უფლება აქვს. გამოცდაზე გასვლის საფასური კი 40 ლარით განისაზღვრება. კითხვით, რატომ არ სწორდება არსებული სასწავლო ტესტები, სახელმძღვანელოს ერთ–ერთ ავტორს, გურამ გახოკიძეს მივმართეთ, თუმცა წიგნის ავტორმა ტესტებში არსებულ შეცდომებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ სასწავლო ტესტები და საგამოცდო ტესტები სრულ შესაბამისობაშია. "შსს–ს მომსახურების სააგენტომ შეისყიდა ეს ტესტები ჩვენგან, შესაბამისად, ხარვეზებზე საუბარიც არ ღირს,"–ამბობს სახელმძღვანელოს ერთ–ერთი ავტორი. ის, რომ საგამოცდო ტესტებში ხარვეზები აქამდე არ შესწორებულა, ილია მეკოკიშვილს, პირველი საგამოცდო ტესტების შემდგენელს, საკუთარი მოსაზრება აქვს: "შსს–ს პატრონაჟით გაკეთდა ეს ტესტები, დიდი ტირაჟით იყო გამოცემული, რომელსაც ჭირდება რეალიზება." ავტოსკოლების მოსწავლეთა ნაწილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ საგამოცდო ტესტების ნაწილი გაუგებარია მათთვის და ძირითადად, გამოცდისთვის იზეპირებენ. "ხშირია, როდესაც აზრზე არ ვარ, რას მეკითხება ტესტი, ან სურათია შეუსაბამო, ან პასუხია აბსურდული, მაგრამ მაინც ვიზეპირებ," – ამბობს ავტოსკოლის მოსწავლე ლევან სამხარაძე. ილია მეკოკიშვილის თქმით, ის აპირებს შსს–ს მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართოს, რომ არსებული ხარვეზები ტესტებში ჩასწორდეს. "თუ მაშინაც არ იქნება რეაქცია, განცხადებას უკვე მინისტრის სახელზე დავწერ,"–ამბობს მეკოკიშვილი. საგამოცდო ტესტების ხარვეზების აღმოფხვრის საკითხებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შეეცადა შსს–სთან დაკავშირებას, თუმცა უწყების პრეს–სამსახურმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ახალი კომისარი აირჩია. ეს თანამდებობა ნიდერლანდების წარმომადგენელმა ფრანს ტიმერმანსმა დაიკავა. იგი ამ თანამდებობაზე თომას ჰამარბერგს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 31 მარტს ეწურება. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი იყო წარდგენილი. საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, ტიმერმანსის კანდიდატურასთან ერთად, ლატვიელი ნილს მუნიექსის და ბელგიელი ივ მონეს კანდიდატურები განიხილებოდა. ადამიანის უფლებათა კომისარს საპარლამენტო ასამბლეა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წარდგინებით, ექვსი წლის ვადით ირჩევს. ნიდერლანდების მუშათა პარტიის წევრი ფრანს ტიმერმანსი 2007-დან 2010 წლამდე ევროპის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, შვიდი წლის განმავლობაში საპარლამენტო ასამბლეაში ნიდერლანდების დელეგაციის წევრი იყო. ასევ ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის მრჩევლად მუშაობდა. იხილეთ tabula.geზე