Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/01/eurasia-review-150x80.png მაიკლ ჩეჩირე Caucasus Context-ი იქნება Evolutsia.Net-ის ყოველკვირეული ინტერვიუების ციკლი. ჩვენ გააშუქებთ საყურადღებო რეგიონალურ საკითხებს. დღეს Caucasus Context-ი კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელს ლინკოლნ მიტჩელს საქართველოში დემოკრატიის პროგრესზე ესაუბრება. ამერიკულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ Freedom House -მა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნა ახალი დოკუმენტი, რომელშიც შეფასებულია თავისუფლების ხარისხი მთელ მსოფლიოში 2012 წლისათვის. საქართველოს რეიტინგი 2011 წლის შემდეგ არ შეცვლილა – პოლიტიკური თავისუფლებანი შეფასებულია რიცხვით 4, ხოლო სამოქალაქო უფლებანი – 3-ით. შეფასებათა შკალა 1-დან 7-მდეა და 1-ით აღნიშნება ყველაზე მაღალი ხარისხის თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონალური ლიდერია და ყველაზე ქმედითი კავკასიური ქვეყანაა, თბილისის მაჩვენებლები ბოლო ათი წლის განმავლობაში ძირითადად სტაგნაციის მდგომარეობაში რჩება. ერთხელ Freedom House -მა მას ელექტორალური დემოკრატიის წოდება მიანიჭა, მაგრამ 2009 წელს, 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მან ეს სტატუსი დაკარგა. კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელს, ლინკოლნ მიტჩელს, პოსტ-საბჭოთა გარდამავლობის ექსპერტსა და საქართველოში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, Evolutsia.Net-ი იმაზე ელაპარაკა, თუ რაზე მიანიშნებს ეს მაჩვენებლები საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებით დღეს და ზოგადად. Evolutsia.Net: Freedom House-ის ბოლოდროინდელი შეფასებები საქართველოს ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. მას აღარ აქვს ”ელექტორალური დემოკრატიის” სტატუსი. მაშინ, როდესაც საქართველომ აშკარად მიაღწია წარმატებას დანაშაულისა და კორუფციის შემცირებაში, რატომაა რომ საქართველოს მაჩვენებლები ძირითადად სტაგნაციაში იმყოფება? ლინკოლნ მიტჩელი: Freedom House ცდილობს უფრო თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი გაზომოს და არა მართვის. ”ვარდების რევოლუციის” შემდგომი საქართველოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი ისაა, რომ იმ დროს, როდესაც მათ გააუმჯობესეს მართვა, შეამცირეს წვრილმანი კორუფცია, ბიროკრატია და სხვა ამგვარი მოვლენები, მათ ძალიან ცოტა რამ გააკეთეს ხელშესახები დემოკრატიული რეფორმების ჩასატარებლად. საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს, მაგრამ შეცდომაა იმის დაშვება, რომ ამ კარგმა საქმეებმა საქართველო უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად აქცია. მედიის თავისუფლების მუდმივი პრობლემა, სახელმწიფო ძალაუფლებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, აღმასრულებელი ხელისუფლების დომინირება, ოპოზიციის დევნა და სხვა ამგვარ პრობლემებთან დაკავშირებული ვითარება ამ ბოლო წლებში არ შეცვლილა. მე ვეთანხმები Freedom House-ის შეფასებას, საქართველო არც დემოკრატიული ქვეყანაა და არც ავტორიტარული რეჟიმი, ის სადღაც შუაშია. ამიტომაც დაიმსახურა მან ”ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის” რეიტინგი. Evolutsia.Net: ამ წლის ბოლოს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო მომავალ წელს – საპრეზიდენტო. რამდენად რეალისტურია იმის მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებლები ცოტა ხანში გამოსწორდება? ლინკოლნ მიტჩელი: მე ოპტიმისტურად არ ვუყურებ ამ მაჩვენებლების გამოსწორების შესაძლებლობას მოკლევადიან პერსპექტივაში. საქართველოს მთავრობა ისეთი არჩევნების მიმდევარია, როდესაც ისიც კამარა, თუ ეუთოს, ”დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის” და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების ძუნწ დასტურს მიიღებენ, თუმცა არჩევნები ისევ საკმარისად უსამართლო რჩება, რათა მმართველი პარტიის გამარჯვება უზრუნველყოს. ვფიქრობ, რომ 2012 წლის არჩევნებზეც იგივე მოხდება. ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ სცენაზე გააჩნია პოტენციალი იმისა, რომ ვითარება შეცვალოს, რადგან ის უძლიერესი ოპოზიციური ფიგურაა მათ შორის, ვისთან დაპირისპირებაც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მთავრობას მოუხდა და ის არის ერთადერთი ფიგურა, ვისაც მთავრობასთან კონკურირების რესურსი გააჩნია. ვფიქრობ, რომ არასაარჩევნო წელი უფრო წინ წასწევდა საქართველოს Freedom House-ის რეიტინგში, რადგან მთავრობას შესაძლოა უფრო მოენდომებინა ლიბერალიზაცია, როდესაც ამდენი რამ არ იდებოდა სასწორზე. Evolutsia.Net: როგორია ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა დემოკრატიის მშენებლობა სწორ გზაზე დააბრუნოს? ლინკოლნ მიტჩელი: საქართველოს მთავრობა დემოკრატიას სერიოზულად უნდა მოეკიდოს და გააცნობიეროს – იმისთვის, რომ საქართველომ საგარეოპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს, მეტი დემოკრატია აბსოლუტურად აუცილებელია, თუმცა საკმარისი არ არის. თუ ეს არჩევნები და ასევე წინსაარჩევნო პერიოდი, რომელიც უკვე დაიწყო, უფრო დემოკრატიულ კონტექსტში წარიმართება, ეს იქნებოდა სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი,მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ამის ნიშნებს ვერ ვამჩნევთ. ორიგინალი ორიგინალი
  2. Открывая цикл встреч с избирателями, глава ЦИК скромно заметил, что назвать его волшебником со стороны президента Медведева было "большим преувеличением". "Просто он меня похвалил", - решил Чуров и вступился за "1,5 миллиона честных людей", готовящих выборы в РФ. Недовольные результатами их оскорбляют и подрывают российскую государственность. А ролики о нарушениях все-таки смонтированы. newsru
  3. Российская авиационная группа начала работу в Судане в апреле 2006 года. Миротворцы из РФ перевозили военных наблюдателей миссии ООН, доставляли и сопровождали грузы, занимались организацией поисково-спасательных работ. "Российские военнослужащие с честью выполнили поставленные задачи", - рапортует Москва. newsru
  4. Ситуация вокруг фигуранта громкого уголовного дела о взятке следователю МВД Нелли Дмитриевой складывается странным образом. Экс-милиционер Максим Каганский отказался от сделки со следствием и не признает своей вины в посредничестве, однако сразу после своей поимки успел выложить о себе много интересного. Но скандальное письмо Медведеву он не писал. newsru
  5. 24 января 2011 года 21-летний cмертник из Ингушетии подорвался в московском аэропорту, убив 37 человек и ранив свыше 170. Следствие установило причастность к теракту 28 боевиков движения "Имарат Кавказ", 17 были уничтожены еще в марте, четверо арестованы, и им собираются предъявить обвинение в окончательной редакции. Семерых по-прежнему ищут. newsru
  6. Wazuma V8 რომელიც ფრანგულმა კომპანია Lazareth–მა დაამზადა უკვე გაყიდვაშია. მწარმოებლებმა კვადრო ვეპსაიტ jameslist.com–ზე განათავსეს გასაყიდად სადაც მისი ფასი 200 000 ევროს შეადგენს. მას აქვს ფერარის 3.0L V8 ძრავა და BMW-ს დაპროექტებული 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით რომელიც სახელურებიდან იმართება. მისი წონა შეადგენს 650 კგ–ს, ძრავის სიმძლავრე კი 250 ცხენის ძალას. Wazuma V8 არის უნიკალური ნიმუში თუმცა მისი ყიდვა არც ისე მომგებიანია რადგან როგორც Society of Motor Manufacturers and Traders (ავტომებილების მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოება) აცხადებს ამ ტრანსპორტით მოძრაობა დიდი ბრიტანეთის გზებზე არალეგალური იქნება. http://news.bbcimg.co.uk/media/images/57430000/jpg/_57430768_wazumav8f(6).jpg წყარო View the full article
  7. ამ ბმულზე თქვენ შეიტყობთ საფეხბურთო ანგარიშებს და მიმდინარე უფასო სტრიმინგ-ეთერებს ოთლაინ რეჟიმში .ვიდეოების ხარისხი დამოკიდებულია თქვენს ნეტზე . ვსარგებლობთ უცხოური საიტების სერვისებით და ბმულებზე პასუხს არ ვაგებთ View the full article
  8. პენსილვანიაში ყოველწლიურად იმართება ფერმერთა შოუ.წელს ამ ღნისძიების მთავარი მოვლენა 1000 ფუნტი კარაქისაგან დამზადებული სკულპტურა იყო, რომელზეც გამოსახულია ბიჭუნა რომელიც თავის ფერმერთა ფესტივალზე გამარჯვებულ ხბოს სოფელის ბაზრობაზე მიასეირნებს. სკულპტურა ნამდვილად საინტერესო და “ნოყიერი” გახლავთ თუმცა არანაკლებ საინტერესოა მისი ბედი ფესტივალის დასრულების შემდეგ. ავტორი აპირებს რომ რომ ფესტივალის დასრულების შემდეგ სკულპტურა ელექტროენერგიად გადააქციოს. http://s018.radikal.ru/i500/1201/f9/f7f8f9d0b12b.jpg მაინც როგორ მოხდება ეს? პირველ ყოვლისა კარაქის მასას რომელიც სკულპტურის დაშლის შედეგად დარჩება ჩაყრიან ორმოში და შეურევენ ამავე რაოდენობის ნეხვს http://site.alo.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gif გათბობისა და შერევის შემდეგ მიქსტურა გამოყოფს მეთანის გაზს. “ნეხვში შემავალ მიკროორგანიზმები ცხიმის მოლეკულებს და დაშლიან ნაკლებად კომპლექსურ მოლეკულებად, რის შედეგადაც გამოიყოფა აირი რომელსაც მეტანს ვიწოდებთ” აცხადებს პენის უნივერსიტეტის პროფესორი გლენ კაუფმანი. “მეთანის გზაი კარგად იწვის და შეუძლია ძრავის ამუშავება რის შედეგადაც ადვილია ელექტრო ენერგიის გამომუშავება”–განმარტავს იგი. http://s018.radikal.ru/i508/1201/66/9f6db418c723.jpg კარაქის მეთანის გაზად ქცევას დაახლოებით ერთი თვე ჭირდება. ელექტრო ენერგიას რომელსაც 1000 ფუნტი კარაქისა და ამდენივე ნაკელისაგან გამოვიმუშავებთ შეუძლია 3 დღის განმავლობაში უზრუნველყოს ფერმერის სახლი ენერგიით. წყარო View the full article
  9. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ბიბისის ინფორმაცია მეოცე საუკუნის დასაწყისის პროგნოზების შესახებ. ახლა გთავაზობთ ამავე გამოცემის მკითხველების პროგნოზს მსოფლიოს მომავალზე ექსპერტების მოსაზრებათა თანხლებით. ზოგ თეზისს მეც კატეგორიულად არ ვეთანხმები,მაგრამ ყველას გთხოვთ შემობრძანდით პლანეტა ჯის შესაბამის თემაში და საკუთარი მოსაზრებები გამოვთქვათ ,თუ როგორ გვესახება საქართველოს და სამყაროს მომავალი . http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/ocean-150x150.jpg1. ოკეანებში ათასობით ფერმა იარსებებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება სურსათის საწარმოებლად. იან პირსონი (ი.პ): ალბათობა 10დან 10! ჩვენ უნდა გამოვკვებოთ 10 მილიარდი ადამიანი ,ხოლო მიწა არ ფლობს ამხელა რესურსებს .გამოიყენებენ არამარტო წყალს ,არამედ წყლის მცენარეებს. პატრიკ ტაკერი(პ.ტ): სავსებით რეალურია. ნასას კვლევითი ცენტრის წამყვანი სპეციალისტის ,დენის ბუშნელის აზრით, ზღვის წყალმცენარეები გენეტიურად იქნებიან მოდიფიცირებულნი. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/telepat-150x150.jpg 2.ტელეპატია გახდება რეალური ი.პ : ალბათობა 10დან 10. ეს იქნება ტვინის ფუნქციონალურობის გაძლიერების ერთერთი ჩვეულობრივი ფორმა,ისე როგორც არავის გაუკვირდება გონების ინფორმაციის შენახვა კომპიუტერულ ქსელებში. პ.ტ: სავსებით შესაძლებელია. ხელოვნური ტელეპატია ახლა ითვლება ფანტასტიკის სფეროდ, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით სავსებით რეალურია,თუ იგულისხმება ტვინის სიგნალების ელექტრონული გადაცემა. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/genetic-150x150.jpg 3.გენეტიკის განვითარების წყალობით შეიქმნება მაღალი ინტელექტის , უკვდავი ადამიანი ი.პ: ალბათობა 10დან 9. ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირება საშუალებას მისცემს ადამიანებს უკვდავნი გახდნენ , ამავდროულად გენური მოდიფიკაცია გაზრდის ადამიანის ფიზიკურ ასაკს. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/s-150x150.jpg 4. ამინდის პროგნოზის კონტროლს შევძლებთ ი.პ: ალბათობა 10დან 8. უკვე ახლა, ადამიანი ცდილობს ებრძლოს ტორნადოს და წვიმას. შესაძლოა , ახალი მეთოდები იქნება ძალიან ძვირი და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნება გამოყენებული. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/ant-300x284.jpg 5. ანტარქტიდა აღარ იქნება ნაკრძალი ი.პ: ალბათობა 10დან 8. მინერალურ რესურსებზე ნადირობის სურვილი გამოყენების ცთუნებას აძლიერებს ,მაგრამ სავალდებულოა დაცულ იქნეს ეკოლოგიური ნორმები. პ.ტ: ჯერ არქტიკის გაკონტროლების მცდელობის მოწმეეები გავხდებით. უახლოეს ათწლეულების განმავლობაში ჩრდილოეთ ქვეყნები დიდ ბრძოლას გააჩაღებენ იქაური ბუნებრივი რესურსების კონტროლისათვის.თუ პროცესი წარმატებული იქნება, დადგება ანტარქტიდის დრო. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/money_big.jpg 6. შემოიღებენ ერთიან მსოფლიო ვალუტას ი.პ: შესაძლებლობა 10-დან 8. უკვე ახლა ვხედავთ ელექტრონული ფულის გამოყენების თვალსაჩინო მაგალითებს .სავსებით ბუნებრივია, რომ ნელნელა დარჩება მხოლოდ რამდენიმე რეგიონალური , ფიზიკური ვალუტა +გლობალური ელექტრონული ფული პ.ტ: შეუძლებელია, სინამდვილეში საწინააღმდეგო სურათია- ინტერნეტი საქონლის გაცვლის ახალ ფორმებს გვთავაზობს, ამიტომაც მრავალფეროვნება უფრო გაიზრდება. 7.დამყარდება კომპიუტერსა და ტვინს შორის პირდაპირი კავშირი ი.პ: ალბათობა 10დან 10. რეალური გახდება 2050 წლისათვის. 2075წელს კი ადამიანი უკვე შეძლებს გამოიყენოს ტვინის სხვადასხვა კომპიუტერული გამაძლიერებელი. 8.ნანორობოტები ჩვენს სისხლში ცირკულირებას დაიწყებენ , დაზიანებული უჯრედების რემონტისა და ჩვენი ფიქრების ჩაწერის მიზნით პ.ტ: შესაძლებელია,თუმცა სამედიცინო ნანორობოტები მხოლოდ ვარაუდის დონეზე განიხილება… კვლევები კი აქტიურად მიდის. 9. თერმობირთვული სინთეზი გახდება რეალობა ი.პ: თერმობირთვული ელექტროსადგურები გაჩნდება 2045-2050 ან მაქსიმუმ 2100 წელს. ძნელია გავარკვიოთ იქნება ის ძირითადი ენერგიის წყარო თუ არა,რადგანაც გაიზრდება მზის ენერგიის როლიც . http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/globe-253x300.png 10. მსოფლიოში სულ 3 ენა დარჩება- ინგლისური, ესპანური და ჩინური. ი.პ: ალბათობა 10დან 8.სხვადასხვა ენა განიცდის კრიზისს და კვდომის პროცესს, ნაწილი კი უცხო ენების კონკურენციის პირობებშია.ეს პროცესი საუკუნის ბოლოს დასრულდება. 11.ერთსქესიანი ქორწინებები დაკანონდება ი.პ: ალბათობა 10დან 8. დასავლეთის ქვეყნებში ეს პროცესი გარდაუვალია.სხვაგან დამოკიდებულია რელიგიურ შეზღუდვებთან. 12.კალიფორნია იქნება პირველი შტატი,რომელიც გამოვა აშშს შემადგენლობიდან ი.პ: ალბათობა 10დან 8. უკვე ახლა შეინიშნება შესაბამისი ნიშნები,რასაც საფუძვლად უდევს შტატებს შორის სხვაობა კეთილდღეობის მხრივ.მდიდრებს აღარ უნდათ ღარიბი რეგიონების ფინანსირება. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/space-elevator_0_img_assist_custom-300x299.jpg 13. კოსმიური ლიფტი კოსმოსს ყველასათვის მისაწვდომად გახდის ი.პ: ალბათობა 10დან 8.პირველი კოსმიური ამწეები საუკუნის შუა წლებში გაჩნდება და უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე კოსმოსში შესვლის დღევანდელი მეთოდი.ამდენად დაჩქარდება სამყაროს ათვისება, ტურიზმი,თუმცაა მეეჭვება რომ მოგზაურობის ფასი იაფი იქნება. 14. ხელოვნური განაყოფიერება შეცვლის ბუნებრივს პ.ტ:ჭეშმარიტებისაგან შორს არაა . უკვა ახლა, პრაქტიკაში, განაყოფიერების ახალი მეთოდები რეგულარულად გვხვდება . სპეციალიზირებულ კლინიკებში ემბრიონების გენეტიური ანალიზი და სელექცია აქტიურად მიმდინარეობს. მათი სკანირება საშუალებას იძლევა დადგინდეს გენეტიურ ავადმყოფობათა მიზეზები, ხოლო შემდეგ ასწლეულებში მეცნიერები შეარჩევენ 100% ჯანსაღ ემბრიონებს. ი.პ: ალბათობა 10დან 5. 15. ადამიანებისა და ცხოველების ბუნებრივი გარემო განადგურდება და მათ ჩაანაცვლებს ნაკრძალები და მუზეუმები ცალკეული სახეობები გადაშენების ზღვარზეა. გაზრდილი მოთხოვნილებების პირობებში ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა გარკვეულ მ სხვერპლს მოითხოვს . ეკოლოგია გახდება შემდეგი საუკუნის მთავარი გამოწვევა. ი.პ: ალბათობა 10დან 2 http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/post-72-1197916901-300x216.jpg 16. უდაბნოები ტროპიკულ ტყეებად გადაიქცევიან ი.პ: ალბათობა 10დან 7 17. ქორწინება ყოველწლიური კონტრაქტით შეიცვლება ი.პ: ალბათობა 10დან 6 არსებული ურთიერთობის ფორმას ჩაენაცვლება დროებითი ვალდებულებები ,რომელიც სულაც არაა სავალდებულო მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.ცხოვრების გახანგრძლივებასთან ერთად ეს პრობლემა დადგება . 18. სუვერენული სახელმწიფოები საერთოდ გაქრებიან, შეიქმნება მსოფლიო მთავრობა პ.ტ: პირიქით, ეროვნული სახელმწიფოების რაოდენობა გაიზრდება,რადგან მდიდარი კორპორაციები შეეცდებიან იყიდონ მსოფლიო ოკეანის ნაწილები და აქ დააფუძნონ სუვერენული ქვეყნები. ი.პ: ალბათობა 10დან 2 19. ომის წარმოება მხოლოდ დისტანციური საშუალებებით მოხდება ი.პ: ალბათობა 10დან 5 20. ბრიტანეთში რევოლუციაა მოსალოდნელი ი.პ: ალბათობა 10დან 7, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს View the full article
  10. "Кто они? Решают за 100 с лишним миллионов населения 30 тысяч человек", - негодует глава Чечни. Кстати, на Форуме народов Юга России он признался, что не претендует на новые более высокие руководящие посты в стране и предполагает в перспективе уйти из политики. newsru
  11. მამაკაცები ქალებს ბაძავენ, ცდილობენ მათი სტილის სურათები გადაიღონ. რუსულ საიტზე მოვკარი თვალი და ალოზე დავდევი. [show as slideshow] http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0002.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_edeb79381d2c.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_631d6670a2d8.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_6c05505a323e.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_1d05923800f5.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_0a855b68710e.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0004.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0005.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0006.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0007.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0008.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0009.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0010.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0011.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0012.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0013.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0014.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0015.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0016.jpg http://site.alo.ge/wp-content/gallery/mamrebi/thumbs/thumbs_gerl-0017.jpg 12► View the full article
  12. 15:59 23.01.2012 "ღია ბოქლომი" გთავაზობთ მედია–კავშირ "ობიექტივის" მიერ საქართველოს დიდ ქალაქებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს. მოქალაქეებმა სულ 20 კითხვას უპასუხეს. ამჯერად, „ობიექტივი“ ავრცელებს პასუხებს პირველ ოთხ კითხვაზე: http://2.bp.blogspot.com/-I-ijtEjwDDI/Tx1MGZtVabI/AAAAAAAAF_I/bYR_PnRkcXw/s200/qartuli%2Bocneba.jpg1. „არის თუ არ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო?“ - გამოკითხულთა 17.0%–ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი გარემოა, 72.66%ფიქრობს, რომ ასეთი გარემო არ არის, 9.62%–მაარ იცის, 0.64%–მა კი შეკითხვას არ უპასუხა. 2. 15.29% მხარს უჭერს დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას 150–დან 190–მდე, 69.1% – მხარს არ უჭერს, 15.26%–მა არ იცის, მხარს უჭერს თუ არა, 0.33% –მა შეკითხვას არ უპასუხა. 3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს 81.33%, 8.15% არ აპირებს, 9.86%-ს არ გადაუწყვეტია, 0.61%-მა შეკითხვას არ უპასუხა. 4. შეკითხვაზე - „2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ მიეცეს ყველა პარტიას და საზოგადოებრივ მოძრაობას,გთხოვთ დაასახელოთ რომელს დაუჭერდით მხარს?“ – პასუხები ასე განაწილდა: 1. „ქართული ოცნება“ (ბიძინა ივანიშვილი) – 62.12% 2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (მიხეილ სააკაშვილი) – 13.37% 3. „წინააღმდეგობის მოძრაობა“ (დავით თარხან-მოურავი) – 4.81% 4. „თავისუფალი დემოკრატები - ჩვენი საქართველო“ (ირაკლი ალასანია) – 3.34% 5. „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ (გიორგი თარგამაძე) – 3.12% 6. „ახალი მემარჯვენეები“ (დავით გამყრელიძე) –2.35% 7. „ლეიბორისტული პარტია“ (შალვა ნათელაშვილი) – 2.23% 8. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (გოგი თოფაძე) – 1.28% 9. „ეროვნული ფორუმი“ – 1.07% 10.„სახალხო კრება“ – 0.92% 11. „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო“ (ნინო ბურჯანაძე) – 0.79% 12. „მწვანეთა პარტია“ (გია გაჩეჩილაძე) – 0.77% 13. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა) – 0.73% 14. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ (დავით უსუფაშვილი) – 0.73% 15. „ქართული პარტია“ (ირაკლი ოქრუაშვილი) – 0.33% 16. „კონსერვატიული პარტია“ (ზვიად ძიძიგური) –0.27% 17. „საქართველოს გზა“ (სალომე ზურაბიშვილი) – 0.24% 18. „ხალხის პარტია“ (კობა დავითაშვილი) – 0.24% 19. „ქართული დასი“ (ჯონდი ბაღათურია) – 0.15% 20. „ტრადიციონალისტთა კავშირი“ (აკაკი ასათიანი) – 0.06% შეკითხვას არ უპასუხა გამოკითხულთა 1.08%-მა. სულ გამოიკითხა 3 263 ადამიანი. მათგან – 49% მამაკაცი, 51% – მანდილოსანი. გამოკითხულთა 36% 18–30 წლამდე ასაკისაა, 47% - 30–60 წლამდე, 17% 60 წელს აღემატება. გამოკითხულთა 21% მუშაობს, 37% უმუშევარია, დანარჩენებმა არ გაამხილეს, მუშაობენ თუ არა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  13. Активисты протестов в Сети призывают за два дня до новой массовой акции заполонить все станции метро с плакатами и листовками, призывая всех участвовать в ней. Шествие стало бы тотально массовым, если бы не "информационная блокада на ТВ", считают они. Ради массовости либералы даже готовы временно "объединиться" с националистами. newsru
  14. План Лиги арабских государств основан на успешном "йеменском сценарии" и предполагает добровольный отказ от власти президента Башара Асада. Тот его с негодованием отверг, назвав "частью заговора и вопиющим вмешательством". Одновременно Дамаск покупает у России партию военных самолетов. А эксперты предупреждают: Москва может крупно прогадать. newsru
  15. Центризбирком завершил первую проверку подписных листов самовыдвиженцев. Губернатор Мезенцев, видимо, заканчивает борьбу. У Явлинского нашли 23% брака - сплошные ксерокопии - но у него в запасе много "страховочных подписей". "Будем бороться. На нашей стороне жизнь", - комментирует лидер "Яблока". newsru
  16. დღეს ჩემთვის ვიჯექი და ვიდეო კურსებს ვწერდი საღამოსკენ რაღაც უცნაურ უცნაურ შეცდომებს ვაწყდებოდი Filesonic-ზე http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/filesonic-sharing-disabled.jpg როგორც ვხედავთ FBI-ის შესაძლებელია ახალი სამიზნე ქონდეს და ეს Filesonic-ია. შეცდომა ფაილის გადმოწერისას http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/Capturar1.png თარგმანი: ყველანაირი გაიარების ფუნქცია გათიშულია.სერვისის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი ფაილების ჩასაწერად ან ასატვირტად. თუ ეს ფაილი თქვენ გეკუთვნით შედით და გადმოწერეთ ფაილ მენეჯერიდან. სიახლე: Filesonic-ის გვერდი facebook-ზე გაქრა. <p style="text-align: left;">მგონი დროა თქვენც ამ ადამიანს მიბაძოთ http://site.alo.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ) <p style="text-align: left;">http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/downloadwww.jpg View the full article
  17. Кандидат в президенты припомнил лозунг "Хватит кормить Кавказ" и припугнул Россию развалом по образцу СССР. При этом пообещал бороться с бесконтрольной миграцией и вызывающим поведением мигрантов, пообещав им "жесткий ответ". Это уже вторая статья Путина. Восторга у россиян она не вызвала: "Джигурда какая-то писала". newsru
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/01/neurope_logo2-150x30.jpg SES-ი, ლუქსემბურგში მდებარე მთავარი ევროპული DTH თანამგზავრული ოპერატორი, და ”მაგთიკომი”, მობილური კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების ქართული კომპანია ”მაგთისატის”, პირველი ქართული DTH (direct-to-home – ითარგმნება ”პირდაპირ შინ”) თანამგზავრული პლატფორმის ამოქმედების შესახებ განცხადებას აკეთებენ. ოპერატორი ეთერში გადის ”ასტრას” მეშვეობით. ეს ფასიანი ტელემოსმსახურება ხელმისაწვდომი ხდება 2012 წლის 23 იანვრიდან. SES-ი ფლობს და მართავს თანამგზავრს ”ასტრა”. ”მაგთისატი” მაყურებელს შესთავაზებს 75 არხს, რომლებიც მაუწყებლობენ, როგორც ყველაზე გავრცელებულ SD ფორმატში, ანუ სტანდარტული გარჩევადობის ფორმატში, ასევე მაღალი გარჩევადობის, ანუ HD ფორმატში. საწყის ეტაპზე ”მაგთისატი” მაყურებელს შესთავაზებს სამ პაკეტს, ესენია: სასტარტო, ძირითადი და HD. ”მაგთისატის” პაკეტები მაუწყებლობის პირველივე დღიდან ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ”მაგთიკომსა” და SES-ის გრძელვადიანი შეთანხმების თანახმად, ”ასტრას” რამდენიმე ტრანსპორდერი, აღმოსავლეთის ორბიტული პოზიციის 31.5 გრადსუზე, გამოყენებული იქნება პირველი ქართული DTH სატელევზიო პლატფორმისათვის. აღმოსავლეთის ორბიტული პოზიცია 31.5 გრადუსზე განვითარების ბრწყინვალე შესაძლებლობებს სთავაზობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მაუწყებლებს. მას შეუძლია დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა რეგიონში SD და HD მომსახურებაზე. ოპერატორი იმაუწყებლებს DVB-S2 სტანდარტში და MPEG-4 კოდირებით. დევიდ ლიმ, ”მაგთიკომის” გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: ”მაგთისატის” ამოქმედებით ”მაგთიკომი” საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას დააჩქარებს. DTH პლატფორმის ამუშავება მთელი ქვეყნის მასშტაბით ქართველი მომხმარებლის ციფრული ტელემაუწყებლობით უზრუნველყოფის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ამ პროექტის გაშვება მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვისაც, რადგან ის სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას შესაძლებლობას უჩენს ისარგებლოს თანამგზავრული მაუწყებლობის ფართო და ძალიან მიმზიდველი მომსახურებით.” ორიგინალი ორიგინალი
  19. ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი" 21:52 22.01.2012 მედია-კავშირ “ობიექტივის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა გობეჩიას, რომელიც ამავდროულად “წინააღმდეგობის მოძრაობაშია“ გაერთიანებული, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გობეჩიას ბრალი ხულიგნობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედება. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა 24 იანვარსაა დანიშნული. http://2.bp.blogspot.com/-8AzaDToD2hE/TxxMtAojvRI/AAAAAAAAF-w/XGACzYnhtGU/s200/mamuka%2Bgobechia.jpgსაქმე ეხება ხუთი თვის წინ - 2011 წლის 11 აგვისტოს, ფილარმონიასთან არსებულ გაჩერებაზე ავტობუსის ყვითელფორმიან კონტროლიორთან მომხდარ ინცინდენტს. წინამდებარე სტატია ეყრდნობა საქმის მასალებს, რომელსაც თავიდან ბოლომდე გულდასმით გავეცანი. ადვოკატობა და იურიდიული განათლება არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქმის მასალებში სიცრუის შემცველი ცნობები აღმოაჩინო და დარწმუნდე იმაში, რომ გამოძიება ყვითელფორმიანი კონტროლიორის სასარგებლოდ მიმდინარეობდა. მაგალითად, თუ არა სიცრუე, მაშინ რა ჰქვია იმას, რომ ვერის ბაღთან, გაჩერებაზე მყოფმა ერთმა ყვითელფორმიანმა დაინახა როგორ ჩამოვარდა ავტობუსიდან მეორე ყვითელფორმიანი კონტროლიორი?! მნიშვნელოვანია ის, რომ კონტროლიორებმა ინცინდენტის დროს საპატრულო პოლიცია კი არ გამოიძახეს?! არამედ, პრობლემის გადაწყვეტის ქუჩურ მეთოდს მიმართეს - ერთმა მეორეს დაურეკა მომეშველეო. ამასობაში მათთან პოლიციაც მივიდა მამუკა გობეჩია ყვითელფორმიანი კონტროლიორების ოცმეთაურ პაატა დოლიძესთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს. ზემოხსენებული ინცინდენტის დროს დაზიანებები კონტროლიორმაც მიიღო და მამუკა გობეჩიამაც, მაგრამ გამოძიებამ დაზარალებულად შპს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ოცმეთაური პაატა დოლიძე ცნო. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მამუკა გობეჩიას აღენიშნებოდა: “სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის შუა მესამედში, გარეთა გვერდით ზედაპირზე; ნაჭდევები - მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში“. რაც შეეხება პაატა დოლიძის დაზიანებებს, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ოცმეთაურს დაუზიანდა: “მარცხენა ფეხის კოჭის არე და მარჯვენა ხელის ნეკა თითი“ და მიიღო ტვინის შერყევა. დოლიძეს მოწმედ უდგებიან მისივე ასე ვთქვათ ხელქვეითები - დავით შენგელია და ჯემალ შერმადინი, რომელთა ჩვენებები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. გამოძიებამ მომხდარიდან სამი თვის შემდეგ დაკითხა ავტობუსის მძღოლი, რომელიც ამ კონკრეტულ ინცინდენტზე არაფერს ამბობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მსგავსი ინცინდენტები ხშირად ხდება და გამომდინარე აქედან, 2011 წლის 11 აგვისტოს მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს. მოწმეები (შენგელია, შერმადინი) და დაზარალებული აღნიშნავენ, რომ ინცინდენტს უამრავი ადამიანი შეესწრო, მაგრამ საქმის მასალებიდან ჩანს, რომ კონტროლიორს მოწმედ, არც ერთი მათგანი დაუდგა. ჩემი აზრით, ალბათ, იმიტომ რომ ფილარმონიასთან არსებულ ავტობუსების გაჩერებაზე კონტროლიორების უმეტესობა გამორჩეულად უტაქტოდ და აგრესიულად იქცევა; ისინი ავტობუსებში ადიან და სანამ ყველა მგზავრს არ შეამოწმებენ, მძღოლებს წასვლის უფლებას არ აძლევენ; როცა ეკითხები რატომ აფერხებენ მოძრაობას, ამაზე ვერაფერს გპასუხობენ. დადგენილებაში პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ, რომელიც 2011 წლის 15 აგვისტოთია დათარიღებული, მამუკა გობეჩიას “ქმედება გამოიხატა შემდეგში“: “...ავტობუსში ავიდა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი, კონტროლიორი პაატა დოლიძე და მამუკა გობეჩიას მოსთხოვა მგზავრობის ბილეთის ჩვენება. ამ უკანასკნელმა პაატა დოლიძეს უმიზეზოდ, ხულიგნური ქვენაგრძნობით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, მამუკა გობეჩიამ პაატა დოლიძეს ძალადობით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. კერძოდ, დაარტყა ხელი სახის არეში. შექმნილი ვითარების გამო მამუკა გობეჩიას ძალადობრივი ქმედებით უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ვინაიდან მამუკა გობეჩიას ხულიგნური ქმედებით შეჩერდა ავტობუსის მოძრაობა და დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი“. დაახლოებით იგივეს იმეორებს თავის ჩვენებაში დაზარალებული პაატა დოლიძე - ბილეთი ვთხოვე, მაგრამ გობეჩიამ ბილეთი ჯიბეში ჩაიდო, მითხრა, არ მაქვს ბილეთი, არც ავიღებო და შემდეგ შეურაცხყოფაზე გადავიდაო. “ამის შემდეგ მე ამოვიღე მობილური ტელეფონი და დასახმარებლად უნდა დამერეკა ჩემი თანამშრომლისთვის და თან კიდევ ერთხელ მოვუწოდე მოქალაქეს რათა აეღო ბილეთი... უცნობი მამაკაცისათვის რაიმე სახის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მას ვთხოვდი, რომ აეღო ბილეთი, რაზეც ის გახდა აგრესიული, მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც უცნობმა მამაკაცმა ხელი მკრა და ჩამოვარდი ავტობუსიდან, დაცემისას მივიღე მარცხენა ფეხის კოჭის არეში დაზიანება. ასევე დაცემისას დავარტყი თავი და დამიზიანდა მარჯვენა ხელის ნეკა თითი“, - წერს ჩვენებაში დაზარალებული პაატა დოლიძე. საქმის მასალების მიხედვით, შსს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნიკა თავხელიძე 2011 წლის 11 აგვისტოს ინციდენტს თავის თანამშრომელ ნიკოლოზ არევაძესთან ერთად შემთხვევით შეესწრო, რის შემდეგაც მამუკა გობეჩია და პაატა დოლიძე, “სიტუაციის გარკვევის მიზნით“ ძველი თბილისის მე-3 განყოფილებაში გადაიყვანეს. მაშინ, როცა ინცინდენტი მოხდა, კონტროლიორი დავით შენგელია სამსახურებრივ მოვალეობას ქუჩის გადაღმა, ვერის ბაღთან ასრულებდა, საიდანაც N51 სკოლასთან არსებულ გაჩერებაზე ასეთი რამ დაინახა(!): “დავინახე მოპირდაპირე მხარეს არსებულ მელიქიშვილის ქუჩაზე არსებულ გაჩერებაზე როგორ ჩამოვარდა ავტობუსიდან ჩემი სამსახურის ჯგუფის უფროსი პაატა დოლიძე. მალევე შევხედე, რომ პაატას, რომელიც იყო ასფალტზე წაქცეული, ჩემთვის უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ზემოდან დაუწყო ცემა. მე წავედი მათი მიმართულებით და გადავკვეთე კოსტავას ქუჩა“. სანამ დოლიძესთან შენგელია მივიდოდა, მანამდე მას შერმადინი მიახლებია. ასე ამბობს შენგელია თავის ჩვენებაში, რომელშიც ჩემი აზრით ერთი დიდი ტყუილი წერია - როგორ შეიძლებოდა დაენახა ვერის ბაღთან არსებულ გაჩერებაზე მყოფ ადამიანს, ქუჩის მეორე მხარეს ავტობუსიდან ადამიანის გადმოვარდნა?! ავტობუსის კარი ხომ სკოლის მხარეს უყურებს და არა ვერის ბაღს?! შენგელია ხელმეორედ გასული წლის 13 დეკემბერს დაკითხეს, მაგრამ ამჯერად გადმოვარდნის ამბავი აღარ გაუმეორებია; მეორე ჩვენებაში მხოლოდი ის თქვა, რომ ასფალტზე დავარდნილი ოცმეთაური დაინახა, რომელსაც “ზემოდან აჯდა ვიღაც ჩემთვის უცნობი მოქალაქე, რომელსაც პაატასთვის ხელი ჰქონდა მოჭერილი და ურტყამდა...“ ვნახოთ, შენიშნავს თუ არა მოსამართლე ამ მნიშვნელოვან დეტალს. იმის დასადასტურებლად, რომ მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს ჰგავს, ერთ მაგალითს მოგივყვან - კონტროლიორი ჯემალ შერმადინი (ისევე, როგორც შენგელია) აღნიშნავს: “ჩემი თანამშრომელი პაატა დოლიძე იყო დავარდნილი ასფალტზე და ზემოდან აჯდა ვიღაც ჩემთვის უცნობი მოქალაქე, რომელსაც პაატასთვის ყელზე ჰქონდა მოჭერილი ხელი და ურტყამდა“. გამოძიებამ მამუკა გობეჩია სამჯერ დაკითხა - 2011 წლის 11 და 18 აგვისტოს მოწმის სტატუსით, ხოლო 2011 წლის 15 დეკემბერს - ბრალდებულის. გობეჩია აცხადებს, რომ უდანაშაულოა და შესაბამისად, თავისი უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებს. ჩვენებაში ამბობს, რომ ბილეთი აღებული ჰქონდა და რომ ინცინდენტი კონტროლიორის პროვოცირებულია: “კონტროლიორმა დაახლოებით მეტრანახევრის მანძილიდან მომთხოვა სამგზავრო ბილეთი, რომელიც ვაჩვენე, ისე, რომ მისთვის აღნიშნული ბილეთი არ გადამიცია. ამის დანახვაზე მითხრა, რომ აღნიშნული ბილეთი იყო ძველი. მე კონტროლიორის ამ განცხადებით გავღიზიანდი და თავი ვიგრძენი შეურაცხყოფილად, რაზეც მე ბილეთი ჩავიდე ჯიბეში და ვუთხარი, რომ ბილეთს მას არ წარვუდგენდი; მოვუწოდე რომ მას გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია და მხოლოდ ამის შემდგომ წარვუდგენდი ბილეთს. ამის შემდგომ მე მივუახლოვდი სალარო აპარატს, რა დროსაც მე კონტროლიორმა მითხრა, რომ თავი დამენებებინა ძველი ბილეთებით სიარულისათვის. მე მას ვუთხარი, რომ რომ მიცნობდე, ასეთ შეურაცხყოფას არ მომაყენებდი-მეთქი და კონტროლიორის თვალწინ ავიღე კიდევ ერთი სამგზავრო ბილეთი. ამის შემდეგ კონტროლიორმა მითხრა, რომ აღნიშნული ავტობუსის ბილეთი, რომ გქონოდა, ახალს აღარ აიღებდიო და ყურში ჩამჩურჩულა “გაგიცნობ კი არა ისეთს აირტყავო“... აი, ამის შემდეგ დაიწყო ინცინდენტი, რაშიც გობეჩიას განმარტებით მონაწილეობა ოცმეთაურთან ერთად სხვა ყვითელფორმიანებმაც მიიღეს - “დამიწყეს ცემა, ზოგმა ფეხით, ზოგმა ხელით. მირტყამდნენ სახის, ზურგისა და მუცლის არეში...“ მამუკა გობეჩია უფლებებს მედია-კავშირ “ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის წევრი ჯუმბერ მილორავა იცავს, რომელმაც ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის, გიორგი შაფათავას გამომძიებლის აცილების შუამდგომლობით მიმართა, რაც პროკურორმა არ დააკმაყოფილა; ყველაფერი რიგიანად და ლაზათიანად გამოიძია, თქვენი შუამდგომლობა უსაფუძვლოაო, - მიწერა ადვოკატ ჯუმბერ მილორავას. ახლა ჯერი მოსამართლეზეა - რამდენად რიგიანი და ლაზათიანი იქნება მის მიერ წაყვანილი სხდომები და ბოლოს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამას თვალ-ყურს მივადევნებ და აუცილებლად გაცნობებთ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/faster_times.jpg ლინკოლნ მიტჩელი ამერიკის საელჩომ საქართველოში, ცოტა ხნის წინ ქვეყანას მოუწოდა, ამა წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნები ”მაქსიმალურად სამართლიანი კამპანიის პირობეში” ჩაატაროს. აშშ-მ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ამ მცდელობაში დაეხმარება. ამ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერია, იგი შეიძლება ისეთ ქვეყნებში გაკეთებულიყო, რომლებშიც დემოკრატიისა და თავისუფლების სხვადასხვა დონეა. კითხვა იმაში მდგომარეობს, იცის თუ არა როგორ, ან შუძლია თუ არა აშშ-ს საქართველოში, და სხვა მსგავს ქვეყნებში, არჩევნები უფრო სამართლიანი გახადოს. ისიც დასაშვებია, რომ აშშ-ს სულაც არ უნდა კარგი არჩევნები საქართველოში და ასეთი განცხადება მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ აშშ-სგან ყველა ამას მოელოდა. თუმცა, ალბათ ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც თავისუფალი არჩევნების ჩატარება და უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ აშშ-მ თავისი ინტერესები გაატაროს. ამერიკას მიზნად საქართველოს ნატოში გაწევრიანება აქვს დასახული და ამ არეულ რეგიონში საქართველოს, როგორც ამერიკის სტაბილური მოკავშირის როლის განმტკიცება, ბევრად უფრო იოლი იქნება, განსაკუთრებით ევროპის თვალში, თუ ქვეყანა დაამტკიცებს, რომ იგი დემოკრატიისკენ მიიწევს. აშშ-ს, მათ ევროპელ და სხვა დემორატიულ მოკავშირეებს ორი მთავარი მიდგომა აქვთ იმისათვის, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ანუ ქვეყნებში, სადაც არც დემოკრატიაა, არც ტოტალიტარზიმი და რომლებიც დასავლეთსაც არ ემტერებიან, საარჩევნო გარემო გამოსწორდეს. პირველი არჩევნების მონიტორინგია. მეთოდები და ინსტიტუციები, რომლებიც არჩევნების მონიტორინგისთვის გამოიყენება, პროფესიონალური და დახვეწილია. მათი მეშვეობით არა მხოლოდ იმის განსაზღვრა შეიძლება თუ რა დონზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, არამედ კონკრეტული არჩევნების სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენაც შესაძლებელია. თუმცა, ამ ორგანიზაციებს მხოლოდ არჩევნების მონიტორინგის უფლება აქვთ, ხოლო ჩარევისა და გამოწორების საშუალება – არა. მარგამ ხშირად საერთაშორისო, თუ შიდა მონიტორინგის ჯგუფებისთვის, რომლებსაც დასავლეთის დონორები აფინანსებენ, მთავარი მიღწევა ისაა, რომ დაადგინონ კარგად ჩატარდა არჩევნები თუ არა. ხშირ შემთხვევაში ეს ორგანიზაციები ადასტურებენ იმ სურათს, რომელიც არჩევნებამდეც კარგად იყო ცნობილი, ან დოკუმენტურად აღნუსხავენ იმას, თუ რეალურად რამდენად ცუდად ჩატარდა არჩევნები, რომელთა ცუდად ჩატარებასაც ისედაც ელოდნენ. მეორე მომენტი კი ტექინკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც არჩევნებს ატარებს. მაგალითად, აშშ-ს განცხადებას საქართველოს თაობაზე ის დაპირება მოჰყვა, რომ საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ამომრჩეველთა სიის დასაზუსტებლად აშშ 1 მილიონ დოლარს დახარჯავს. მსგავსი პროექტები სხვადასხვა ქვეყნებში ტექნიკურ საკითხებზე ახდენს ფოკუსირებას, ისეთებზე, როგორიცაა მარკირების მელნით უზრუნველყოფა, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთების შესყიდვა ან საარჩევნო კანონის გადახედვის თაობაზე გამართული, უსასრულო დისკუსიების დაფინანსება. ამ ორი მიდგომის მინუსი ისაა, რომ ისინი ისეთი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ, რომლებიც ხშირად ძალიან თვალში საცემი არ არის და გარდა ამისა, ცდილობენ ტექნიკური გადაწყვეტა მოუძებნონ ისეთ პრობლემებს, რომლებიც ბევრ შემთხვევაში, ძირითადად ტექნიკური კი არა, პოლიტიკურია. საქართველოს მგავსი ქვეყნებისთვის სამართლიანი არჩევნების ჩასატარლად მთავარი წინაღობა არც სუსტი ამომრჩეველთა სია და არც ხარისხიანი საარჩევნო დანადგარების უკმარისობაა, თუმცა ზოგი ქვეყნისთვის ხადახან ესეც პრობლემას წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ მთავრობები ხშირად მზად არ არიან ისე წარმართონ არჩევნები, რომ არჩევნებში მათი დამარცხების შესაძლებლობა გაჩნდეს. შესაბამისად ტექნიკური პროლემების მოგვარებას, მსგავს ქვეყნეში არჩევნების სამართლიანობაზე მხოლოდ მცირედი გავლენა თუ ექნება. მაგრამ ქვეყნები ამგვარ დახმარებას ითხოვენ, რადგან მათი დაფინანსება და რეალიზება იოლია და იშვიათად თუ შეუქმნის პრობლემებს ქვეყნის მთავრობას არჩევნების მოგებაში. გაურკვეველია შეუძლია თუ არა აშშ-ს არჩევნების სამართლიანობის დონეზე ზეგავლენის მოხდენას ქვეყნებში, სადაც ფესვგადმული ნახევრად დემოკრატიული ან ნახევრად ავტორიტარული რეჟიმებია, მაგრამ აშკარაა, რომ პრობლემისადმი ამჟამინდელი მიდგომა საკმარისი აღარაა. ქვეყნების უკეთესი არჩევნებისკენ მისამართად აუცილებელი მეთოდები ახალა უკვე მხოლოდ საარჩევნო სიების დახვეწითა და სხვა მოწინავე ტექოლოიგიური ტაქტკით ვეღარ შემოიფარგლება. შედგებისათვის ახლა უკვე კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლაა საჭირო. უნდა მოინდომონ და საქვეყნოდ მოუწოდონ უცხოელ ლიდერებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ; უფრო ხშირად უნდა ჩაერიონ პროცესებში, თუ მთავრობა წინა საარჩევნო პერიოდში ზეწოლას ახდნეს. ასეთი პოლიტიკის გატარება მოკავშირე ქვეყნებში ძალიან რთულია. მაგალითად ნაკლებ სავარაუდოა, რომ აშშ-ს მთავრობა (ვაშინგტონში ან თბილისში) თავის დახმარებას საქართველოსადმი, ქვეყნისადმი, რომელსაც 1.000 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი ავღანეთში, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას დაუკავშირებს. ისიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამერიკის მოკავშირეების ლიდერებს საქვეყოდ დატუქსავენ მაგალითად იმისთვის, რომ ოპოზიციის აქტივისტებს აპატიმრებენ, ან ოპოზიციის მხარდამჭერებს ემუქრებიან. მაგრამ თუ აშშ ამ ზომების გატარებას არ მოინდომებს, მისი შესაძლებელობები ქვეყანაში უკეთესი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ძალზედ შეზღუდული იქნება. ორიგინალი ორიგინალი
  21. ავტორი ნინო მიქიაშვილი | „ობიექტივი“ 18:02 22.01.2012 “სვანეთთან ერთად დატბორვა აჭარის სოფლებსაც ემუქრება, თუ ამ რეგიონებში გიგანტურ ჰესებს ააშენებენ“, - გვითხრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ. ხუთი დღის წინ მან ხელვაჩაურის რაიონში თავად ნახა ის ადგილი, სადაც თურქული მხარე თავისი მუშა-ხელისთვის კოტეჯებს აშენებს. ამასთან დუმბაძე სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გამოხსნილ ქართველ მეზღვაურებსაც შეხვდა. http://3.bp.blogspot.com/-Y9kRUR_TtdE/TxwWxKbU5sI/AAAAAAAAF-k/VTFVsB8EqOg/s200/murman%2Bdumbadze.pngიმაზე, თუ რა გაფრთხილება მისცა კუდ-მა მეზღვაურების ოჯახის წევრებს; აჭარის რომელი სოფლები დაიტბორება; რას მივიღებთ გიგანტური ჰესების აშენების სანაცვლოდ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ზიანი არ მიადგეს, მურმან დუმბაძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ. რა ინფორმაცია გაქვთ მეზღვაურების გათავისუფლებაზე? მურმან დუმბაძე: მოხარული ვარ, რომ ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან, მაგრამ ვწუხვარ იმის გამო, რომ ტყვეობიდან მათი გამოხსნის საქმეში ქართული სახელმწიფოს წვლილი მინიმალურია. გათავისუფლებული15 მეზღვაურიდან რამდენიმეს შევხვდი, რადგან მათთან პირადი ურთიერთობა და ნაცნობობა მაქვს. პირდაპირ გეუბნებით და შეგიძლიათ შავი შრიფტით დაბეჭდოთ - მეზღვაურების ოჯახებს კუდ-მა აუკრძალა იმის თქმა, თუ როგორ ჩააღწიეს სომალიდან სტამბულამდე. მათ უთხრეს, რომ კრინტი არ უნდა დაეძრათ იმაზე, თუ ვინ მივიდა გემთან, როგორ მოხდა მათი გათავისუფლება, როგორ გადასცეს 15 ქართველი მეზღვაური და მათთან ერთად 3 თურქი ერთი გემიდან მეორეზე, რომელ ქვეყანაში ჩაიყვანეს და ასე შემდეგ. მეზღვაურების ტყვეობისას თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი სომალიში იმყოფებოდა, რასაც მიხეილ სააკაშვილი გორის ცნობილი კადრების შემდეგ ვერ გააკეთებდა. სომალიში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო ჩასული. მკითხველი დამეთანხმება, რომ სომალიში ვერც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა. სომალიში სტუმრობის მიზეზი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოხსნა, რომ იყო, ეს ერდოღანმა ოფიციალურადაც განაცხადა. პლუს ამას, მე მაქვს ლონდონიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმად დიდი ბრიტანეთის დედაქალაში მეზღვაურების საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. თქვენ ოფიციალური ინფორმაცია გაქვთ? -ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია - მეზღვაურების გათავისუფლების ამბის გახმაურებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლონდონში მოღვაწე ჩვენმა თანამემამულეებმა შემატყობინეს, რომ დატყვევებულების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მიდიოდა. საქმე იმაშია, რომ გემთფლობელი ბერძენია და გემი, მისი ეკიპაჟი და ტვირთიც დაზღვეული გახლდათ. ბერძნული მხარის აქტიურობით სადაზღვევო კომპანიები შეიკრიბნენ და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ეს ხალხი უნდა გათავისუფლებულიყო. მეზღვაურებს ადენის ყურეში ბულგარულმა სამხედრო გემმა მიაკითხა. ეკიპაჟშიც ბულგარელები იყვნენ. ჩვენი მეზღვაურები ბულგარული გემით კენიაში ჩაიყვანეს, კენიიდან სტამბულში და ამას მოჰყვა სააკაშვილის ზარ-ზეიმი. ვინ გადაიხადა მეზღვაურების გამოსახსნელი თანხა, რა თქვეს ამაზე მეზღვაურებმა? -თანხის ანაზღაურების საკითხში თურქეთი სადაზღვევო კომპანიებთან გარანტორად გამოვიდა. ერთი კვირით ადრე დატყვევებულ მეზღვაურებს მეკობრეებმა უთხრეს, რომ მათ გემი მოაკითხავდა და წაიყვანდა. ანუ სანამ ხალხი გაიგებდა, მანამდე ერთი კვირით ადრე იცოდნენ მეზღვაურებმა, რომ ათავისუფლებდნენ. ასე რომ როცა სტამბულში ერდოღანმა და სააკაშვილმა განცხადებები გააკეთეს, იქ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილს მადლობა გადაუხადა, არა ამ ტყვეების გამოხსნისთვის, არამედ ტრანსპორტირებისთვის - გათავისუფლებული მეზღვაურების ტრანსპორტირება სააკაშვილმა უზრუნველყო, ოღონდ სტამბულიდან ბათუმამდე. ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდამხოლოდ აი, ეს არის ქართული სახელმწიფოს წვლილი. რა სიახლეებია აჭარაში გიგანტური ჰესების აშენების კუთხით? -მდინარე მაჭახელაზე ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენების შესახებ ახალი ტენდერი ენერგეტიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. თითოეული ჰესის სიმძლავრე 20-დან 25 მეგავატამდე უნდა იყოს. ამ ტენდერის გამოცხადება ფორმალურად მოხდა, რადგან პრაქტიკული სამუშაოები დაწყებულია. 5 დღის წინ ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ აჭარისწყალში ვიყავი. ეს ის ადგილია, სადაც 3 მდინარე: მაჭახელა, აჭარისწყალი, ჭოროხი ერთდება და ჭოროხად გადაიქცევა. სოფელ აჭარსიწყალს, ისევე, როგორც ხერთვისს და მირვეთს დატბორვა ემუქრება, თუ გიგანტურ ჰესებს ააშენებენ. სოფელ აჭარისწყალში გარკვეულ ადგილას, მინდორზე, სადაც ადრე რუსის ჯარი იდგა, ახლა თურქული მხარე თავისი მუშა-ხელისთვის კოტეჯებს აშენებს. მოკლედ, იქ, სადაც 70 წელი რუსის ჯარი იდგა, ახლა თურქი დადგება - გამალებული მშენებლობა მიდის; ე.წ. სენდვიჩის ტიპის მასალისგან საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ სახლებში იცხოვრებენ, საპროექტო სამუშაოებს შეასრულებენ და შემდეგ გეგმის განხორციელებას დაიწყებენ. თურქული მხარე 2008 წლიდან აქტიურად მუშაობს ჭოროხზე, მაჭახელასა და აჭარისწყალზე გიგანტური ჰესების ასაშენებლად, რაც რეგიონის მოსახლეობას ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის. მოგეხსენებათ, აჭარა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თვალსაზრისით მცირემიწიანია, მოსახლეობა ძირითადად ამ მდინარეების გასვწრივ ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით გიგანტური ჰესების აშენების საქმეში ნორვეგიელებიც ჩართულები არიან, ჯამში 300 მეგავატი სიმძლავრის ჰესებს აშენებენ. ამას ემატება თურქების მიერ მდინარე ჭოროხზე 120 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰესის აშენება, მდინარე მაჭახელაზე 2 ჰესის აშენება, რომელთა სიმძლავრე ჯამში 50 მეგავატი იქნება და მთლიანობაში ჯამურად სადღაც 500 მეგავატამდე გამოდის. ამ საქმეში 700 მილონამდე დოლარის ინვესტირებას აპირებენ. ანუ უზარმაზარ ტერიტორიას, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მდინარეებს ხელში ჩალის ფასად უგდებენ. რას ჰპირდებიან ადგილობრივ მოსახლეობას? -მათ უთხრეს, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე 8-დან 12 ლარამდე გადაუხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ განზრახულობა სისრულეში მოსაყვანად მზადდება. მაგალითად, ჭოროხის მდინარეზე ჰესის აშენების შედეგად 250 ჰექტარი მიწა დაიტბორება. ეს არის ორნახევარი კვადრატული კილომეტრი. ნამდვილი ბათუმი (შემოერთებების გარეშე) 5 კვადრატული კილომეტრია და ორნახევარი კილომეტრის დატბორვა ნახევარი ბათუმის დატბორვას ნიშნავს. რა სარგებელს მიიღებს საქართველო ამ გიგანტური ჰესების აშენებით? -ერთადერთი პირობაა - გიგანტური ჰესების აშენების შემდეგ საქართველოს 10 წლის განმავლობაში 4 თვით (ყოველი წლის ოქტომბრიდან თებერვლამდე) საბაზრო ფასებში მიღებულ ელექტროენერგიას გამოიყენებს. დანარჩენი თვეებში მოხდება ამ ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთის და სხვა ქვეყნების მიმართულებით და ესეც მხოლოდ 10 წელი! ინვესტორი ექსპორტის გადასახადს არ გადაიხდის, რადგან ქართული კანონმდებლობით ექსპორტი არ იბეგრება. ასე რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას კატასტროფული შედეგი ექნება. მიგრაცია დაიწყება, ხელვაჩაურის რაიონში ტყეები, სოფლები (მარადიდი, კირნათი, მირვეთი აჭარისყალი, ერგე) დაიტბორება, მდინარეში თევზი გაწყდება. ნორვეგიელები, რომლებიც აჭარისწყლის მიმართულებით 2009 წლიდან საპროექტო სამუშაოებს ასრულებენ, ქედისა და შუახევის რაიონების სიღრმეში შევიდნენ. აჭარისწყალზე დაახლოებით 300 მეგავატი სიმძლავრის 4 ჰესის აშენებაა დაგეგმილი! ხედავთ თუ არა პოლიტიკურ ინტერესს, ჰესების მშენებლობის მიღმა? -ცხადია ვხედავ, განსაკუთრებით თურქეთის მხრიდან - უცხო სახელმწიფო აჭარის ტერიტორიას, საქართველოსთვის მნიშვნელოვან მდინარეებს ხელში იგდებს და ჩვენ რა გავლენა გვექნება და როგორ მოვიხმართ ამ მდინარეებს, კაციშვილმა არ იცის. თურქეთი ბათუმს ეკონომიკურად უკვე დაეპატრონა და ახლა აჭარის ტერიტორიის სიღრმეშიც შედის. არჩევნები ახლოვდება და საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ უეცარი, ერთჯერადი თანხის მიღებაზე ფიქრობს. გამოსავალს რაში ხედავთ? -სვანეთთან ერთად დატბორვა აჭარის სოფლებსაც ემუქრება, თუ ამ რეგიონებში გიგანტურ ჰესებს ააშენებენ. ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი გიგანტური ჰესების აშენების პროექტი უნდა გავაპროტესტოთ - ერთადერთი ბერკეტი ამ პრობლემის გახმაურებაა. და ხმაურით როგორ შეაჩერებთ გიგანტური ჰესების მშენებლობას? -მაგალითად, ხმაურით შევაჩერეთ ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა ბათუმში. დარწმუნებული ვარ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაგვიჭერს. იმ დეტალების ირგვლივ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ხალხი ინფორმირებული არ არის. ბათუმში ჩასვლისთანავე დავიწყებ კარდაკარ სიარულს, მოსახლეობას საქმის ვითარებას გავაცნობ - წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ, ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ და გიგანტური ჰესების აშენების პროექტი ჩავშალოთ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  22. О визите к президенту сообщил главред "Эха Москвы" Алексей Венедиктов: на встречу были приглашены 15 главных редакторов печатных СМИ, три агентства и он - "маленькая радиостанция". Руководителей телеканалов в Красной Поляне не было. newsru
  23. У республиканцев США вновь сменились предпочтения по поводу того, кто должен представлять партию в качестве противника Барака Обамы на предстоящих выборах президента. Считающийся фаворитом Митт Ромни уступил Гингричу в Южной Каролине почти 13% и признал, что впереди долгая борьба. newsru
  24. 1900 წელს ამერიკელმა ინჟინერ-მშენებელმა ჯონ ელფრით უოთქინსმა ქალთა ჟურნალში დაწერა გასართობი წერილი, თუ რა მოხდებოდა შემდეგი ასი წლის განმავლობაში. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/John-Elfreth-Watkins-171x300.jpg ეს წერილი Saturday Evening Postის ისტორიული განყოფილების რედაქტორმა აღმოაჩინა და გადაწყვიტა მისი ხელმეორედ დაბეჭვდვა. ბევრია აბსურდი , აუხდენელი ზღაპარი, მაგრამ ავტორმა რამდენიმე მომენტი დაახლოებით ან ზუსტად გამოიცნო . იხილეთ გაზეთის ფოტოასლი: http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/gazeta_2-165x300.jpg სწორი პროგნოზები: 1.ციფრული ფერადი ფოტოგრაფია http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/PHOTO-229x300.jpg უოთქინსმა მართალია არ გამოიყენა შესაბამისი ტერმინები“ , მაგრამ ზუსტად იწინასწარმეტყველა ფერადი სურათების გადაღების და ციფრული გავრცელების ალბათობა. „თუ სადმე მოვლენა მოხდება, გაზეთში უკვე ერთი საათის განმავლობაში სურათის დადება იქნება მოსახერხებელი. არადა უოთქინსის დროს სურათის ადგილამდე მისვლას ერთი კვირა უნდოდა. ფოტოგრაფია ეგზოტიკურ იშვიათობად განიხილებოდა, ხოლო ფერადი სამეცნიერო ექსპერიმენტების სტადიაზე იყო. 2.მობილური კავშირი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/mobile-300x284.jpg „უსადენო სატელეფონო და სატელეგრაფო ქსელები მსოფლიოს მოიცავს. . ნებისმიერ მამაკაცს თავისი მეუღლესთან დაკავშირება შეეძლება ნებისმიერი წერტილიდან. იმ პერიოდში საერთაშორისო ხაზები ჯერ ყალიბდებოდა. 3. ტანკები, თვითმფრინავები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/TANK-300x285.jpg მართალია ტანკებისა და თვითმფრინავების პირველი ნახაზები და სურათები ჯერ კიდევ ლეონარდო და ვინჩიმ ივარაუდა,მაგრამ უოთქინსმა ზუსტად აღწერა სამხედრო ოპერაციებში მისი გამოყენების მეთოდები ი,აგრეთვე დაახასიათა ტელესკოპიანი თვითმფრინავები, რომლებსაც შეეძლებათ სერიოზული სადაზერვო ოპერაციები ჩააატარონ. მართვადი საფრენი აპარატი პირველად 1903წელს ძმებმა რაიტებმა გამოიყენეს, ხოლო ტანკები ბრძოლებში 1916 წლიდან ჩანს. 4.ნახევარფაბრიკატები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/%D0%97%D0%A9%D0%94%D0%93-300x285.jpg უოთქინსმა ზუსტად გამოიცნო ნახევარფაბრიკატების განვითარების ალბათობა, მაცივარში ასეთი პროდუქტების ხანგრძლივი შენახვის შესაძლებლობა. 5.სათბურები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-300x285.jpg „ბოსტნეული ხელოვნური შუქის მეშვეობით უფრო სწრაფად იქნება გამოყვანილი…. დიდ, ფანჯრიან პლანტაციებში მიწაში ჩაიდება ელექტროგაყვანილობა და ზამთარი შესაძლოა იქცეს ზაფხულად ,ხოლო ღამე დღედ. ეს ვარაუდი მხოლოდ ნაწილობრივ ახდა- თანამედროვე სათბურების დიდი ნაწილი ელექტროგათბობის გარეშე არსებობს. სამაგიეროდ პრროდუქტების თვითმფრინავით გადაზიდვის ვარაუდი კი რეალობად იქცა. 6. ტელევიზია და ვებ-კამერები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/active-webcam-4-300x256.gif ადამიანს შეეძლება დააკვირდეს მთელ მსოფლიოს ათასობით მილის დისტანციით. 7. კონდიციონერები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/conditioner2-273x300.jpg „ჰაერის გამოშვებდა რეგულაცია ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც დღეს ვიყენებთ ცივ და ცხელ წყალს….. მისი აზრით , მეოცე საუკუნეში, თბილი და ცივი ჰაერი სპევციალური მსხვილი სადგურებიდან იქნება მოწოდებული . .ეს არ მოხდა,მაგრამ ჰაერის კონდიცირების პრინციპი კი მთლიანად გამართლდა. 8.სინთეზატორი http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/Sintezator-300x288.gif უოთქინსმა აღწერა მოწყობილობა , რომლითაც მუსიკოსები შეასრულებენ ნაწარმოებს შორეული მანძილიდან . სიგნალი იქნება გადმოცემული ელექტრობის მეშვეობით და შესაძლებელი გახდება მისი დაკვრა სხვა ქალაქში. ინსტრუმენტებს დაემატებათ აპარატი , რითაც მოხდება ხმის ეფექტის გაძლიერება. 9. გიგანტური ხილი. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/fruit-300x260.jpg უოთქინსმა დაუშვა ასეთი ხილის გამოყვანის ვარაუდი. ფაქტია, დღეს ხერხდება ხელოვნური ჯიშეების გამოყვანა. 10.სწრაფი მატარებლები http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/%D0%95%D0%9A%D0%A4%D0%A8%D0%A2-300x255.jpg „მატარებლის სიჩქარე იქნება 2 მილი წუთში, ხოლო ექსპრესები ივლიან 150 მილის სიჩქარით“-მართალია საშუალო სიჩქარე ჩამოუვარდება უოთქინსის ოპტიმისტურ პროგნოზებს, მაგრამ 2007 წელს ფრანგულმა მატარებელმა TGV 578 კმ/სთ განავითარა. არასწორი პროგნოზები უოთქინსი არ იყო წინასწარმეტყველი.მისი პროგნოზების დიდი ნაწილი არ ახდა და ახლოსაც არაა ჭეშმარიტებასთან. მექსიკა და ნიკარაგუა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დარჩნენ, ბუზები და კოღოები კვლავინდებურად გვაწუხებენ. სამყარო ისეთი სპორტული და ეკოლოგიის აპოლოგეტი არაა, როგორც ეს ინჟინერს ეგონა. წყარო ეს კი ერთი გერმანული კომპანიის გამოშვებული ბარათებია. სპეციალურად არ დავადევი ახსნა. შეადარეთ რეალობას. თემას კი კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით. [[show as slideshow]] View the full article
×
×
  • შექმენი...