planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
</p>/get_img?ImageId=6115 გამოცემა “Foreign Policy” აქვეყნებს სტატიას სათაურით, "კიდევ ერთი ქართული ლობისტური ძალისხმევის შესახებ ვაშინგტონში", სადაც სტატიის ავტორი ჯოშ როგინი “მილიარდერისა და წამყვანი ოპოზიციური ფიგურის”, ბიძინა ივანიშვილის ფართო ლობისტურ ძალისხმევას მიმოიხილავს. “უამრავი დაიწერა საქართველოს მთავრობის ლობისტურ ძალისხმევაზე ვაშინგტონში, თუმცა ცოტა რამ არის ცნობილი ქართველი მილიარდერისა და წამყვანი ოპოზიციური ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის ლობისტურ ძალისხმევაზე,” – აღნიშნავს სტატიის ავტორი. სტატიაში საუბარია ივანიშვილის ღია წერილზე ბარაკ ობამასადმი, რომელიც, როგინის განცხადებით, ლობისტების ძალისხმევით “ვაშინგტონ პოსტ”–ში გამოქვეყნდა. “ვაშინგტონ პოსტ”–ში გამოქვეყნებულ წერილში ივანიშვილი პრეზიდენტ ობამას მიმართავს და ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკელ კოლეგასთან მართავს შეხვედრებს. „ვარდების რევოლუციიდან“ რვა წლის შემდეგ ჩემი ქვეყანა, სულ რაღაც რამდენიმე წარმატებით, კვლავ ერთპარტიული ავტორიტარიზმისა და რეალური დემოკრატიის გზაჯვარედინზეა. პოსტ-რევოლუციურ წლებში მიღწეული პროგრესი ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული რეფორმის, ეფექტური სამთავრობო სტრუქტურების, წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გაფერმკრთალდა პლურალისტური პოლიტიკური სისტემისა და კანონის უზენაესობის დეფიციტით.” სტატიაში ჯოშ როგინი აღნიშნავს, სააკაშვილის ლობისტური კომპანიების გარდა (Orion Strategies, the Podesta Group, DLA Piper), ვაშინგტონში ივანიშვილსაც აქვს თავისი ლობისტური ფირმები. “ივანიშვილი ლობისტურ ფირმა BGR-ს გასული წლის ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად ყოველთვიურად 25 ათასს დოლარს უხდის, ხოლო BGR-ის თბილისის კონსულტანტს, სემ პატენს – 20 ათასს დოლარს თვიურად. აღნიშნული თანხა გაცემულია ლონდონში დაფუძნებული BGR-Garbara, LTD–ის მიერ. ეს უკანასკნელი კომპანია ასევე უხდის BGR–ს გარკვეულ თანხას, რომ იმუშაოს ირაკლი ალასანიასა და “თავისუფალი დემოკრატების” სახელით. ივანიშვილი ასევე მუშაობს რობერტ ამსტერდამის შვილთან, სემ ამსტერდამთან, კანადელ ადვოკატთან, რომელიც იცავდა დაკავებულ რუს მაგნატს მიხაილ ხოდორკოვსკის,” – აღნიშნულია სტატიაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
##image#7256#1#მისტერ ჯასტინმა 2011 უნდა გაიაროს. წელს ისაა ფოსტალიონი. წერილს, ამანათს ამ წლის ყველა პოპულარული სპორტსმენი, მათი დამქირავებელი მიიღებს. დღეს 2011 წელს ვაჯამებთ. შედეგებით არა, გამორჩეულობით. სლოგანმა – 2011, 11, 11 ვერ გაჭრა, არაპოპულარული იყო. 2011, 11, 11 მაინც აქტუალურია. ჯასტინმა ამ წლის 11 ტოპტიპს უნდა მიაკითხოს, წერილი ან ამანათი ხელიდან ხელში გადასცეს და დროშიც არ უნდა ჩაიწვას. ჯასტინი სტანდარტული ამერიკელი ფოსტალიონია – კარგი ტანი, პირი სულ გაპარსული აქვს, აფლიქშენის კეტები, როარის პერანგი, დიზელის შარვალი. კისერზე, მკერდზე, ოდნავ პერანგზეც ივ სენ ლორანი მიისხა. დეტროიტ თაიგერზის კეპს ეძებს. თაიგერზის კეპზე რონალდი გდია. რონალდი ჯასტინის ბულდოგია. ინგლისური ბულდოგი. ზარმაცი, ასთმიანი სტეიკი, რომელიც სულ დაღლილია. იძინებს და ძილშიც ვერ ისვენებს. ნაკეცებიანი ღიპი მარჯვნივ გამოაგდო, ზედა თათებით და თითებით კეპი უჭირავს და ხვრინავს. მაგრად ხვრინავს. ჯასტინმა კეპი ფრთხილად გამოაცალა, რონალდი მარცხნივ გადაგორდა, თავი საკუთარ ნერწყვში ჩადო, ესიამოვნა, დაამთქნარა. ჯასტინი მიდის და რონალდთან მისი მეზობელი, სექსუალური ხოსე დარჩება. მიჩიგანში ხოსე ერექციოლოგია. აქვს კერძო კლინიკა, კითხულობს ლექციებს. იმ, საინტერესო თემაზე. ჯასტინმა თაიგერზის კეპი შარვალზე ჩამობერტყა. რონალდის სუნი ასდის. რონალდი ჯასტინის ძმაკაცია. რომ დაბრუნდება, დორბლიან კონგრესმენს რამე მაგარ ძვალს ჩამოუტანს. საფრანგეთში მაინც ჩასასვლელია და სუპერძვალს იქ, მარსელის ზოომარკეტში იშოვის. რონალდმა ეს დაიმსახურა. უგო ბოსის შარფსაც წამოუღებს. ჯასტინმა კადილაკს გადახედა. გოლფსტრიმის ფერის, დგას და უბანს აფასებს, ბევრკვირიანი მოგზაურობისთის ემზადება. ხოსემ ერთხელ უთხრა, შენი მანქანა 16 წლის ქალწულის ცრემლის ფერია და არა გოლფსტრიმისო. შეიძლება ასეც არის. ჯასტინს 16 წლის ქალწულები ქვითინის დროს ჯერ არ უნახავს. ჯასტინი დაიძრა. კადილაკ ფლიტვუდიც დაიძრა. ჯასტინთან ერთად. ##image#7254#1#პირველი ამანათი მისტერ სტერნმა უნდა მიიღოს. მისტერ სტერნი NBA-ს კომისარია. წელს NBA არ იქნება და ჯასტინი პისტონზის გასახდელში თავის ძმაკაცს, რიპ ჰამილტონს ვერ ჩააკითხავს. სტერნმა პროვინციულად ივაჭრა, რეგულარული ჩაშალა და დერონ უილიამსი სტამბოლში გაიქცა. ჯასტინს დევიდ სტერნის ბრიფინგები გაახსენდა. მამაკაცი კოსტიუმსა და ჰალსტუხში. არ უხდება. ჯასტინმა მისტერ სტერნის კარზე დააკაკუნა. დევიდმა გაუღო. საცვალში, მარცხენა ხელში ახალი ჰასტლერი ეჭირა. ჰასტლერი ასაკოვანი, დარბილებული ბიძიების საყვარელი ჟურნალია. პირველი წერილი მიმღებმა მიიღო. ჯასტინმა საკანცელარიო ჟურნალში ჩაიხედა. შემდეგი მისამართი მაიამია. ჯასტინმა ფლორიდაში ლებრონ ჯეიმსს, კრის ბოშს და დუეინ უეიდს უნდა ჩააკითხოს. შეხვედრის ადგილი მაიამი ჰიტის ოფისია. „პატარა”, სამოცდაშვიდოთახიანი ოფისი. ჯასტინს წინა ფლეი-ოფი გაახსენდა. ჰიტის ბოსებმა ყველაფერი შეცვალეს. ხუთი წლის წინ, ბუნჩულა შაკთან ერთად ჩემპიონები გახდნენ. მერე შაკმა ჯანმრთელობის ტესტი ჩააგდო და კალათბურთში სამუდამო დისკვალიფიკაცია დაირტყა. შაკი წავიდა და ლებრონი მოიყვანეს. ლებრონისთვის, მოცეკვავე გოგონებს მთელ ტანზე დეკოლტე გაუკეთეს. ლებრონმა ვერჩაგდებული სამიანის ან კიდევ ერთი იდიოტური პასის მერე რომ გამოიხედოს, 20 წლის პემის მკერდის კონტურები დაინახოს და მოინდომოს. ლებრონი რეგულარულის პირველ სამ თვეში მეჯიქ ჯონსონია, რეგულარულის ბოლო სამ თვეში – ჯონ ჰავლიჩეკი. მერე მოდის ფლეი-ოფი და ლებრონი მარტო მოცეკვავე გოგონებს უყურებს. ავიწყდება, რომ კალათბურთით უნდა მოიგოს და კოკო ჯამბოზე დაკუნთული უკანალის ქნევას იწყებს. ლებრონის ამანათში ცნობილი ფსიქოლოგის, ლარი ბერდის რამდენიმე რჩევაა. იქვეა კრის ბოშამდე მისატანი SLAYER-ის Bloodline. ის დისკი სულ ვოქმენში უნდა ეგდოს და კალათბურთი ვოქმენით უნდა ითამაშოს. იმ მუსიკით მოიგებს, აგრესიის დოზას გაზრდის. დუეინ უეიდმა ამანათით მარიო პიუზოს გამოუქვეყნებელი რომანი მიიღო. ზოგადად გამოქვეყნებული და უეიდისთვის გამოუქვეყნებელი. უეიდი პოტენციური დონია. იმ რომანს თუ ჩაუჯდება, მაიამის დონი გახდება. ჯასტინმა წარმოიდგინა, ლებრონი გასახდელში დუეინს ხელზე რომ კოცნის. „ძაან მაგარია”, – გაიფიქრა ჯასტინმა. 7 ამანათი დარჩა. ##image#7257#1#ჯასტინს ვაშინგტონი არ მოსწონს და იქ მაინც უნდა ჩავიდეს. წერილი გაუპარსავმა ხულიგანმა, ახალი რუსების ახალმა სათამაშომ უნდა მიიღოს. ის ბიჭი რუსია და ამერიკაში ამერიკელებზე ამერიკელია. ჰყავდა ლამაზი მეგობარი გოგონა, ქართული სახელით, ნონა. უყვარს სერფინგი და თეთრ სახლში გაუპარსავი, დახეული ჯინსით, დიზელის “ბალეტკებით” მივიდა. ის რუსი ალექსანდრ ოვეჩკინია. ბოლო სეზონში ჰოკეის თამაში დაავიწყდა. ვაშინგტონის მერისგან ქალაქის გასაღები მიიღო. „მის ვაშინგტონისგან” სხვა გასაღები მიიღო. მონრეალის მეკარისგან მონრეალის კარის გასაღები ვერ მიიღო და ვაშინგტონი ფლეი-ოფის მეორე წრეში ზედმეტი გახდა. ვაშინგტონიც მაიამი ჰიტია. იქ ლებრონია ზედმეტი, აქ – ოვეჩკინი. ერთმანეთს იცნობენ და პატივს სცემენ. ოვეჩკინმა ჯასტინს ხელი ვერ ჩამოართვა, ორივე დაკავებული ჰქონდა. ერთში უჭირავს მიქსერი და მეორეში – მეორე მიქსერი. წერილი იღლიით აიღო, ჯასტინს თვალი ჩაუკრა და გაქრა. ჯასტინმა ვაშინგტონში კიდევ ერთი ამანათი დატოვა. გილბერტ არენასის ამანათი, რომელზეც ეწერა: „დანიშნულების ადგილზე ##addon#566#0#მიტანისთანავე გახსენით”. ჯასტინმა გახსნა. ამოიღო კონვერტი. გილბერტ არენასიც გაახსენდა. ეს ბიჭი შარშან ელესდეს დიეტაზე იჯდა, გასახდელში კოლტით დადიოდა და ბევრს ეწეოდა. გილბერტი მერე ფლორიდაში, ორლანდო მეჯიქში დუაიტ ჰოვარდთან გაუშვეს და ძირითადად, მაინც ვაშინგტონში ცხოვრობს. იქ ელესდე უფრო იაფია. თან, ძველ კლიენტებს დიდი დისქაუნთიც აქვთ. გილბერტ არენასს საფოსტო ყუთში დენის, გაზის და ტელეფონის ქვითრები დაუტოვა. ორ დღეში თუ არ გადაიხდის, ჩაუჭრიან. ჯასტინმა პირში კრეკერები ჩაიყარა. დაისვენა. პარიზშია ჩასასვლელი. პარიზში როგორც კი ჩავიდა, ეგრევე ერთ სასტუმროს მიადგა, აიღო ოთახი, ორმაგი ბანანა სპლიტი შეუკვეთა. აბაზანიდან ამოვიდა, გაიმშრალა, ჩაიცვა. ვიღაცამ დააკაკუნა. ჯასტინი გადაღეღილი პერანგით აღებს კარს, იქ დამლაგებელია. გაცვეთილი ინგლისურით უხსნის, რომ რეცეფციის ნომერი ოთახის მომსახურების მენიუში შეცდომით წერია და თან ჯასტინის კრიალა მკერდს უყურებს. ჯასტინს შერცხვა და პერანგი ცერად შეიკრა. „მაპატიე, საყვარელო, მეჩქარება. თან, შენთვის ანაბარი არ მაქვს. სამწუხაროდ”, – გაიფიქრა ჯასტინმა და გოგონას შონ კონერის ღიმილით დაემშვიდობა. პარიზში ანაბარი ამელი მორეზმომ უნდა მიიღოს. ამელი ქალია. ძმაკაცობს კაცებთან. მორეზმომ რამდენიმე კვირის წინ თქვა, საფრანგეთის დევისის თასის ნაკრები (კაცების) ჩამაბარეთ, ეგრევე თასს ავიღებთო. ჯასტინს ხელი ჩამოართვა. ჯასტინი დაიბნა, საცურაო აუზს გადახედა. იქიდან ანარეკლები მოდიოდა. ამელიმ უკანალზე უჩქმიტა, ჯასტინი კინაღამ ატირდა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. ამელის ჯონ მაკენროიმ თავისი მინიშედევრი, როტმანსის კოლოფზე შავი მარკერით დახატული „შიშველი მაკი” გამოუგზავნა. ჯონიმ საკუთარი შედევრი შარშან, აუქციონზე გაიტანა და თვითონვე შეიძინა. ##image#7255#0#პარიზიდან კიდევ სამი ანაბარია მისატანი. ჯასტინმა იმ ტიპების სიას გადახედა. ცოტას დაისვენებს, აზრზე მოვა და ყველას ყველაფერს მიუტანს. ჯასტინი აბაზანაში ჩაწვა, მოცვის წვენი მოწრუპა, თვალები დახუჭა. გაახსენდა რიჩმონდის საერთო საცხოვრებელი. იქ, მესამე სართულზე ადიოდნენ და გოგოების აბანოში მობანავე სტუდენტებს უჭვრიტინებდნენ. გაეცინა. საკუთარ საქციელზე გაეცინა და წვენი მოსვა. ჯასტინმა კიდევ სამი ამანათი დაარიგა. კაუნასში, არვიდას საბონისს ანდრეი კირილენკოსგან მელისალის ხუთი ბოთლი ჩაუტანა. საბონისმა ინფარქტი გადაიტანა. მერე ცსკამ კაუნასში ჟალგირისი მიტყეპა. კირილენკო ცსკაა. მელისალი ბალახებზე დამზადებული დამამშვიდებელია. საბონისი უკეთ გახდა. კიდევ ერთი ამანათი იანიკ ნოას ჩაუტანა. ნოა კარგი ჩოგბურთელი იყო. ნოამ ესპანელი სპორტსმენები დოპინგზე ზიანო, თქვა. ჯასტინმა იანიკი ტყის სიღრმეში, კოცონთან ნახა. რაფაელ ნადალთან და მიგელ ინდურაინთან ერთად მეტანდროსტენელონის ნახარშს სვამს, ფორმაშია. ჯასტინს გაეცინა. მეორე ამანათი იქვე, ნადალს დაუტოვა და ბოლო შეკვრას დახედა. წერილი. ლურჯ, ოდნავ დალაქავებულ კონვერტში. ჯასტინმა კონვერტს ბოლო მოახია, წერილი ამოასრიალა, გაშალა. ბოლო ამანათი ჯასტინმა საკუთარ თავს ჩაუტანა. ბეისბოლისტი ჯასტინ ვერლანდერი სეზონის საუკეთესო პიტჩერი და MVP გახდა. ჯასტინი დეტროიტ თაიგერზის პიტჩერია. მაგარია, გაიფიქრა ჯასტინმა. და ინდურაინთან ერთად მეტანდროსტენელონის ნახარში მოიყუდა. თან შამფური ამოატრიალა. ნადალი ციკნის მწვადს წვავს. ჯასტინი დაიღალა. უნდა დაისვენოს. მალე ახალი სეზონი იწყება. იხილეთ tabula.geზე
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59850.jpgგალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. განხილვის მთავარი საკითხი მღვდელ-მონაზონ იონას გათავისუფლებაა, რასაც ქართული მხარე მოითხოვს. ქართველი სასულიერო პირი რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავეს. მხარეები ასევე იმსჯელებენ გასულ კვირას ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დაკავებული პირის შესახებ, რომელსაც თან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა. ტრადიციულად, შეხვედრაში ქართულ და რუსულ მხარეებთან ერთად გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ეს წელს სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრაა. View the full article
-
Перед голосованием в ООН по сирийской резолюции США заручаются поддержкой членов Совбеза. За документ, предусматривающий отставку Башара Асада, выступят не менее 10 стран. Точно против - Россия. Американцы предупреждают: дружба с Асадом может плохо закончиться. Госсекретарь США сутки безуспешно добивается разговора с министром иностранных дел РФ. newsru
-
/get_img?ImageId=6117 momxmarebeli.ge -ის ინფორმაციით, თბილისში, 51-ე საჯარო სკოლის წინ მდებარე სწრაფი კვების ობიექტში, საკვების გამოშვების თარიღი მისი გაყიდვის თარიღზე გვიან დადგა. "2012 წლის 20 იანვარს მომხმარებელმა www.momxmarebeli.ge-ზე დაგვიტოვა კომენტარი 51-ე საჯარო სკოლის წინ მდებარე სწრაფი კვების ობიექტში მის მიერ აღმოჩენილ დარღვევაზე,- მან მაღაზიაში 11 იანვარს 14:00 საათზე იყიდა საკვები და ყუთს ეწერა, რომ მისი გამოშვების თარიღია 11 იანვარი, 18:05 წუთი. 2012 წლის 25 იანვარს ჩვენც შევისყიდეთ მითითებულ სწრაფი კვების ობიექტში რამდენიმე დასახელების მზა საკვები. პროდუქტის შესყიდვა მოხდა 25.01.2012 -ში დილის 10:40:58 საათზე, ხოლო პროდუქტის შეფუთვის დრო მითითებული შეფუთვაზე არის 25 იანვრის საღამო 18:01; 18:41 და 18:46. გაიგზავნა წერილი მეწარმესთან,"-წერია momxmarebeli.ge-ს ვებ-გვერდზე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
##image#7322#1#2003-2004 8 დეკემბერი • პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბურჯანაძემ მხარი დაუჭირა რუსეთთან ჩარჩო-ხელშეკრულების ხელმოწერას და პრეზიდენტი პუტინი საქართველოში მოიწვია. • რუსეთმა აჭარასთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, გამარტივებული სავიზო რეჟიმი დააწესა. 25 დეკემბერი • ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა და ორმხრივ ურთიერთობებში გარღვევის შესახებ განაცხადა. 10 თებერვალი • პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. მან რუსეთს „მეგობრობის ხელი გაუწოდა” და იქვე, ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. მოგვიანებით გაირკვა – პუტინმა სააკაშვილს უშიშროების მინისტრის პოსტზე ხაბურძანიას დატოვება სთხოვა. დაიგეგმა რუსეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი. 14 მარტი • აჭარის ხელისუფლებამ სააკაშვილს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესვლის უფლება არ მისცა. რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისის მიერ „ძალის გამოყენების მცდელობა” დაგმო და „იარაღის ჟღარუნსა” და შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ცენტრს დააკისრა. სააკაშვილმა რუსეთს ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდა. 16 მარტი • მოსკოვის მერი ლუჟკოვი აბაშიძის მხარდასაჭერად ბათუმში ჩავიდა. 2 მაისი • აჭარის ხელისუფლების ბრძანებით, ადმინისტრაციულ საზღვრებზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქეს. აჭარაში მასობრივი გამოსვლები დაიწყო. 3 მაისი • საქართველოს უშიშროების სამინისტრომ აჭარაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის ხელმძღვანელობაში რუსი გენერალი ნეტკაჩოვი ამხილა. 6 მაისი • ასლან აბაშიძე გადადგა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა იგი მოსკოვში წაიყვანა. 28-29 მაისი • თბილისმა საქართველო-რუსეთის მასშტაბურ ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. 31 მაისი ##image#7323#1#• ხელისუფლებამ ცხინვალთან ქართული საგუშაგოები გააძლიერა. მიზეზი – კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების მეთაურის მუქარა გახდა ქართული საგუშაგოების მისამართით, რომლებიც კონტრაბანდის აღკვეთას ემსახურებოდა. 11 ივნისი • დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც ქვეყანაში კონტრაბანდის ყველაზე დიდი წყარო იყო. მის გამო ბიუჯეტი ყოველწლიურად 120 მილიონ ლარს ზარალობდა. 8 ივლისი • სოფელ ვანათში ოსურმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს 50-მდე ქართველი პოლიციელი. ისინი ცხინვალის ცენტრში ტელეკამერების წინ მუხლებზე დააჩოქეს. რეგიონში ორმხრივ სროლებს მსხვერპლი მოჰყვა. 9 ივლისი • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს დაიცავს. 29 ივლისი • საქართველომ ცალმხრივად გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 4 აგვისტო • სააკაშვილმა რუსებს არ ურჩია აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოსვლა. მისი თქმით, აფხაზეთის წ####ბში საქართველოს საზღვრის დამრღვევ გემებს ცეცხლს გაუხსნიდნენ. კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას უპასუხებდნენ. 18 აგვისტო • პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოში მისი ვიზიტი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე „უადგილო იქნებოდა”. 19 აგვისტო • ქართულმა ძალებმა იერიში მიიტანეს და აიღეს თლიაყანას სტრატეგიული სიმაღლე. როკის გვირაბს რუსეთის შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკის კოლონა მიადგა. სააკაშვილის ბრძანებით, კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოების გარდა, ყველა საპოლიციო ძალა გამოვიდა. 10 სექტემბერი • რუსეთმა აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინა. 7 ოქტომბერი • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთ-საქართველოს თემაზე დებატები გაიმართა. ყველა დელეგაციამ, რუსულის გარდა, მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 23 დეკემბერი • პრეზიდენტმა პუტინმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არსებული ვითარება კოსოვოში არსებულ სიტუაციას შეადარა. 30 დეკემბერი • ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საქართველოში ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო. 2 თებერვალი • გორში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც სამი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცერი ბოიკო დააკავა. იგი რუსულ მხარეს გადასცეს. 2005 ##image#7324#1#18 თებერვალი • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი თბილისში ჩამოვიდა. მან უარი განაცხადა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობაზე. მხარეები ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმების, რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის, კონფლიქტების მოგვარებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხების განხილვაზე შეთანხმდნენ. 10 მარტი • პარლამენტმა მიიღო დადგენილება რუსული ბაზების შესახებ. თუ 15 მაისამდე ვერ შეთანხმდებოდნენ საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ, მათი გაყვანის ვადად 2006 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. გაყვანამდე ამოქმედდებოდა სპეციალური რეჟიმი, რომელიც ვიზების გაცემის შეწყვეტას, საბიუჯეტო დავალიანების ამოღებას, რუსი სამხედროებისთვის გადაადგილებისა და კომუნიკაციების შეზღუდვას ითვალისწინებდა. 30 მაისი • საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების 2008 წლის ბოლომდე გაყვანას ითვალისწინებდა. 11 ოქტომბერი • პარლამენტმა მთავრობას კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გასაყვანად ზომების მიღება დაავალა. 7 დეკემბერი • ეუთოს მინისტერიალზე ორგანიზაციის ყველა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმა, მხარი დაუჭირა ქართულ სამშვიდობო გეგმას. გეგმა ცხინვალის კონფლიქტის მოგვარებაში აშშ-სა და ევროკავშირის ჩართვას, რეგიონის დემილიტარიზაციას და სტატუსზე მოლაპარაკებებს ითვალისწინებდა. 19 დეკემბერი • რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა. 28 დეკემბერი • ენერგეტიკის მინისტრმა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს გაზსადენის პრივატიზაციის შესაძლებლობას Газпром-ის მიერ. 2006 22 იანვარი • ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენისა და ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქების შედეგად, საქართველოს რუსეთიდან გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა საბოტაჟი განახორციელა. კრემლმა თბილისის რეაქციას „ისტერიული” უწოდა. მოსკოვთან დაკავშირება 6-7 დღე ვერ მოხერხდა. ##image#7325#0#8 თებერვალი • ცხინვალის მახლობლად, ქართველმა სამართალდამცავებმა ვიზის უქონლობის მიზეზით, სამი რუსი მშვიდობისმყოფელი დააკავეს. თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალებისთვის ვიზების აღება სავალდებულოა. 15 თებერვალი • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვითარება საქართველოში რუსი მშვიდობისმყოფელების გარშემო, „ყველა საზღვარს სცილდება”. 27 მარტი • რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ონიშჩენკომ საქართველოდან და მოლდოვიდან ღვინის იმპორტი აკრძალა. 31 მარტი • საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს რუსული სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ. 3 მაისი • თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2007 წელს ცხინვალში შეხვდება. 4 მაისი • რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ონიშჩენკომ ქართული მინერალური წ####ბის – ბორჯომისა და ნაბეღლავის – იმპორტი აკრძალა. 13 ივნისი • პუტინი და სააკაშვილი სანკტ-პეტერბურგში შეხვდნენ. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ მკაცრი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს ლიდერმა რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიაში დაადანაშაულა. 8 ივლისი • რუსეთმა რეკონსტრუქციის მიზნით ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტა. 22 ივლისი • კოდორის ხეობის ყოფილმა რწმუნებულმა კვიციანმა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ამბოხის ლიკვიდაცია რამდენიმე დღეში მოხერხდა. კრემლმა კოდორის ხეობაში ქართული შეიარაღებული ძალების შეყვანის გამო შეშფოთება გამოთქვა. კვიციანი ჯერ სოხუმში, შემდეგ კი მოსკოვში გაიქცა. 22 სექტემბერი • გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ანექსიას ეწევა. 27 სექტემბერი • შსს-მ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა საქართველოში მოქმედი ГРУ-ს ოთხი ოფიცერი და მათი თანამზრახველი 11 საქართველოს მოქალაქე. შსს-ს მტკიცებით, 2005 წლის 2 თებერვლის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ГРУ-ს ოფიცრის რუსეთისათვის ნებაყოფლობით გადაცემის მიუხედავად, საქართველოში რუსეთის ჯაშუშური ქსელი გააქტიურდა. 28 სექტემბერი • რუსეთის საელჩომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული ვიზების გაცემა შეაჩერა. მოსკოვმა საქართველოდან ელჩი გაიწვია. დაიწყო დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია. 1 ოქტომბერი • პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მიერ ოთხი რუსი ოფიცრის დაკავებას „სახელმწიფო ტერორიზმი” უწოდა. 2 ოქტომბერი • დაკავებული რუსი ოფიცრები ეუთოს გადასცეს. 3 ოქტომბერი • რუსეთმა საქართველოსთან საავიაციო, საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა. 6 ოქტომბერი • რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის კამპანია დაიწყო – თბილისში პირველი 130 დეპორტირებული ჩამოვიდა. სულ 1 300 ქართველი გამოაძევეს. ორი მათგანი დეპორტაციის მოლოდინში გარდაიცვალა. 6 დეკემბერი • რუსეთის დუმამ ორი განცხადება მიიღო, რომლებშიც ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ მოუწოდა. ##image#7326#0#2007 22 იანვარი • რუსეთის ელჩი კოვალენკო თბილისში დაბრუნდა. 31 იანვარი • სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. 1 თებერვალი • პუტინის თქმით, საქართველოში ელჩის დაბრუნება პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. 6 თებერვალი • რუსეთის ელჩმა კოვალენკომ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს „დამოუკიდებელ, ნეიტრალურ და მეგობრულ სახელმწიფოდ” ხილვა სურს. 28 თებერვალი • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი არ დაუშვებს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას – ამის შესახებ „მკაცრად გაფრთხილებულია” თბილისიც და მისი დასავლელი პარტნიორებიც. 12 მარტი • კოდორის ხეობა დაიბომბა სამხედრო ვერტმფრენებისა და არტილერიის გამოყენებით. მოსკოვმა ინციდენტთან კავშირი უარყო. თუმცა, კრემლის განცხადებით, მომხდარი კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფნის „კანონზომიერი შედეგია”. გაეროს გამოძიებამ დამნაშავე მხარე ვერ გამოავლინა. 9 ივნისი • საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები სანკტ-პეტერბურგში შეხვდნენ. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს „უნდა ჰქონდეს რუსეთთან ყველაზე მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა”. მოსკოვი და თბილისი საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე შეთანხმდნენ. 27 ივნისი • რუსეთმა ქართულ მხარეს ახალქალაქის სამხედრო ბაზა გადასცა. 29 ივნისი • თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ჩარტერული ავიარეისები აღდგა. 19 ივლისი • რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სასწავლო, საქმიანი, სამუშაო და სატრანზიტო ვიზების გაცემა განაახლა. 31 ივლისი • რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები – კავკაზ-2007 – დაიწყო. 7 აგვისტო • რუსეთიდან შემოფრენილმა სამხედრო თვითმფრინავმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან საბრძოლო რაკეტა ჩამოაგდო. კრემლმა ინციდენტთან კავშირი უარყო. საერთაშორისო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იერიში რუსულმა ავიაციამ განახორციელა. 20 სექტემბერი • სვანეთში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე შეტაკება მოხდა საქართველოს შსს-ს სპეცრაზმსა და აფხაზურ დაჯგუფებას შორის. მოკლულია რუსული წარმომავლობის ორი ოფიცერი, შვიდი აფხაზი დაკავებულია. 30 ოქტომბერი • განმუხურის პატრიოტულ ბანაკთან რუსი მშვიდობისმყოფელები თავს დაესხნენ ქართველ პოლიციელებს და სასტიკად სცემეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა, აფხაზეთში რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურს, ჩაბანს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. 12 ნოემბერი ##image#7327#0#• სააკაშვილის განაცხადებით, ერთხელ პუტინი საქართველოში კვიპროსის სცენარის განმეორებით დაემუქრა. 15 ნოემბერი • რუსეთმა ახალქალაქიდან და ბათუმიდან ბოლო სამხედრო ეშელონები გაიყვანა. • რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას „აშკარა ფარსი” უწოდა. 2008 8 იანვარი • მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ინაუგურაციაზე რუსეთის პრეზიდენტი მოიწვია და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა. 20 იანვარი • სააკაშვილის ინაუგურაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დაესწრო. ის პრეზიდენტს, პატრიარქსა და ოპოზიციას შეხვდა. 22 იანვარი • საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად კომპრომისებისათვის მზადაა. 26 იანვარი • სააკაშვილის თქმით, საქართველო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსი მშვიდობისმყოფელების „გაძევებას” არ აპირებს. 4 თებერვალი • დაღესტანში ყოფნისას პრეზიდენტმა პუტინმა ამ რეგიონის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის იდეა გამოთქვა. მისი თქმით, გზაზე სამხედრო ტექნიკამ უნდა გაიაროს. 14 თებერვალი • პუტინმა განაცხადა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევისათვის რუსეთს მომზადებული საპასუხო გეგმა გააჩნია. 17 თებერვალი • კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთისგან გამოყოფილი რეგიონის დამოუკიდებლობა აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ ცნო. 21 თებერვალი • პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინს შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინმა სააკაშვილს NATO-ში საქართველოს გაწევრიანების „შესაძლო შედეგები” განუმარტა. ორივე პრეზიდენტმა მდგომარეობის გამოსწორების იმედი გამოთქვა. 6 მარტი • რუსეთი აფხაზეთის წინააღმდეგ დსთ-ს დაწესებული სანქციების რეჟიმიდან ოფიციალურად გამოვიდა. რეჟიმი, სხვა სანქციებთან ერთად, სოხუმისთვის შეიარაღების მიწოდების აკრძალვას ითვალისწინებდა. 25 მარტი • თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარული ავიარეისები აღდგა. 28 მარტი • სააკაშვილმა აფხაზეთს ფართო ფედერალიზმი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში წარმომადგენლობა შესთავაზა. 3 აპრილი • NATO-ს სამიტზე ბუქარესტში ალიანსის წევრებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს საქართველოსა და უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების თაობაზე. სანაცვლოდ, NATO-ს წევრები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანა „გახდება NATO-ს წევრი”. • პუტინმა წერილობით მიმართა სოხუმისა და ცხინვალის ლიდერებს. მან „გაიზიარა მათი შეშფოთება” საქართველოს NATO-ში შესაძლო გაწევრიანების გამო და მხარდაჭერა აღუთქვა. სააკაშვილმა პუტინის ნაბიჯს საშიში უწოდა. 9 აპრილი • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. 16 აპრილი • რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მთავრობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარება დაევალა. 18 აპრილი • პუტინმა მთავრობას საქართველოსთან სავიზო შეზღუდვების გაუქმებისა და ქართული საქონლის რუსეთის ბაზარზე დაშვების მიზნით, მუშაობა დაავალა. 20 აპრილი • ქართული უპილოტო საფრენი აპარატი აფხაზეთის თავზე რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ჩამოაგდო. გამოქვეყნდა ინციდენტის ვიდეოჩანაწერი. აპარატის ჩამოგდება საკუთარ თავზე აფხაზურმა მხარემ აიღო. გაეროს გამოძიებამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ თავდასხმა რუსულმა ავიაციამ განახორციელა. 21 აპრილი • რუსეთმა საქართველოსთან საფოსტო კავშირი განაახლა. 29 აპრილი • რუსეთმა აფხაზეთში „სამშვიდობო ძალების გასაძლიერებლად” მძიმე ტექნიკა და არტილერია შეიყვანა. 31 მაისი • სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღსადგენად აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარები შევიდნენ. საქართველოს საგარეო უწყებამ ფაქტი ინტერვენციისთვის მზადებად შეაფასა. 6 ივნისი • საქართველოს პრეზიდენტი რუს კოლეგა მედვედევს შეხვდა. მედვედევის თქმით, რუსეთს და საქართველოს პრობლემების შუამავლების გარეშე გადაწყვეტა შეუძლიათ. 10 ივნისი • სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა საქართველოში ტანკების შემოყვანას ემსახურება. 18 ივნისი • ქართველმა სამართალდამცავებმა ზუგდიდში რუსი მშვიდობისმყოფელები დააკავეს. მათ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები გადაჰქონდათ. 27 ივნისი • გაზეთი კომერსანტი აქვეყნებს საიდუმლო დოკუმენტის დეტალებს, რომელიც თბილისმა მოსკოვს წარუდგინა. საუბარია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმაზე. ეს მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა. გეგმა რუსული სამშვიდობო ძალების მდინარე კოდორთან გადაწევას, გალსა და ოჩამჩირეში ერთობლივი ადმინისტრაციების ჩამოყალიბებასა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ითვალისწინებდა. ნოემბერში, საპარლამენტო კომისიის წინაშე გამოსვლისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მედვედევთან შეხვედრის შემდეგ ამგვარი შეთავაზება მას წერილობით გაუგზავნა. თუმცა, რუსი კოლეგისგან უარი მიიღო. 3 ივლისი • დიმიტრი სანაკოევის კორტეჟი ცხინვალის რეგიონში ნაღმზე აფეთქდა. დაშავდა სამი ქართველი პოლიციელი. რეგიონში მდგომარეობა იძაბება. 9 ივლისი • NATO-ში რუსეთის წარმომადგენელმა როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს NATO-ს გაფართოებას „რუსეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ინტერესების” ზონაში. • თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რაისი ეწვია. ამავე დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე ცხინვალის რეგიონში ორმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია. 10 ივლისი • რუსეთის საგარეო უწყებამ აღიარა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული თვითმფრინავები რუსეთს ეკუთვნოდა. მოსკოვის განცხადებით, ამ აქციის მიზანი ქართული მხარის გაფრთხილება იყო. თბილისმა პროტესტის ნიშნად მოსკოვიდან ელჩი გაიწვია. 15 ივლისი • ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს საზღვრებთან რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი წვრთნები – კავკასია-2008 – დაიწყო. ოფიციალური რუსული წყაროების ცნობით, წვრთნებზე კონფლიქტურ რეგიონებში „მშვიდობისათვის იძულების” ოპერაცია მუშავდებოდა. 19 ივლისი • საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი ეწვია. მან სამშვიდობო, სამპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა: 1. შეთანხმებების გაფორმება ძალის გამოყენებაზე უარის თქმისა და დევნილთა დაბრუნების თაობაზე. 2. აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაცია. 3. აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა მოლაპარაკებების გზით. თბილისმა გეგმა მოიწონა, თუმცა ის სოხუმსა და მოსკოვში უარყვეს. აფხაზურმა მხარემ მოლაპარაკებების წინაპირობად კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანა დაასახელა. ლავროვის თქმით, დევნილების დაბრუნება აფხაზეთში ნაადრევია. 25 ივლისი • სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლებმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრაიზასთან შეხვედრისას, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი განაცხადეს. 24 ივლისი • რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღდგენა ვადაზე ადრე დაასრულეს. გეგმის მიხედვით, სამუშაოები 6 აგვისტოს უნდა დაემთავრებინათ. 2 აგვისტო • ცხინვალის რეგიონში ორმხრივი ცეცხლი გააქტიურდა. ცხინვალმა 6 დაღუპულის შესახებ განაცხადა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ##image#7328#1#4 აგვისტო • ცხინვალში რუსეთიდან 300 მოხალისე ჩავიდა. 5 აგვისტო • კონფლიქტის ზონაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ჩავიდნენ. მათ საკუთარი თვალით იხილეს დაბომბილი ქართული სოფლები. 6 აგვისტო • ოსურმა ფორმირებებმა სოფლების, ავნევისა და ნულის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. 7 აგვისტო • ქართული სოფლების დაბომბვა გაგრძელდა. ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. რუსეთის საგანგებო წარმომადგენელი პოპოვი ცხინვალში „დაშვებული საბურავის” გამო ვერ ჩავიდა. ცხინვალმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. სააკაშვილმა ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტა ბრძანა. ოსურ ფორმირებებს ქართული სოფლების დაბომბვა არ შეუწყვეტიათ. საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/images57.jpegკულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას შეფასებით, ობამა–სააკაშვილის შეხვედრა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც რურუამ აღნიშნა, აშშ–სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან შეხვედრაზე ფაქტიურად შეთანხმება მოხდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა – უსაფთხოება, ასევე ობამას მხარდაჭერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს უდიდეს ბაზარს შეძენს. „უსაფრთხობა, ეკონომიკა და დემოკრატიის მხარდაჭერა არის ის ბურჯები, რაზეც მომავალი ძლიერი, თავისუფალი საქართველო უნდა აშენდეს,“– აღნიშნა რურუამ. იხილეთ epn.ge
-
Falling temperatures and heavy snowfalls across Eastern Europe leave at least 36 people dead and major power and transport problems. planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgმიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრას დასავლური მედია აქტიურად ეხმაურება. რამდენიმე საერთაშორისო გამოცემაში სტატიები ობამა-სააკაშვილის შეხვედრის დასრულებისთანავე დაიბეჭდა. რუსეთთან უთანხმოების ფონზე ბარაკ ობამა საქართველოს ლიდერს ხვდება - სტატიას ამ სათაურით "ასოშიეიტიდ პრესი" ავრცელებს. სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოლაპარაკების დროს ორი ქვეყნის ლიდერებმა უსაფრთხოების საკითხებზე და ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. "ასოშიეიტიდ პრესი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბარაკ ობამამ ქართველ კოლეგას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ობამამ შეაქო საქართველო, როგორც დემოკრატიის მოდელი - შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას ასე "ამერიკის ხმა" აფასებს. სტატიის ავტორი მთავარ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიულ პროგრესსა და პოლიტიკურ რეფორმებს, რის გამოც, ობამას თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს. ამერიკის ხმა იმაზეც მიუთითებს, რომ ოვალურ კაბინეტში შეხვედრა ვაშინგტონსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავზე შედგა. `ფრანს პრესი`კი წერს, რომ შეხვედრის დროს ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სააგენტო ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასაც ემხრობა და აქვე დასძენს, რომ ოფიციალური თბილისის ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებები მეზობელ რუსეთს ძალიან აღიზიანებს. შეერთებული შტატები და საქართველო ეძებენ გზებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე - ასე ეხმაურება ობამა სააკაშვილის შეხვედრას სააგენტო როიტერი. `ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია განვაგრძოთ ძლიერი ორმხრივი ურთიერთობის გამყარება ჩვენს ქვეყნებს შორის,`- როიტერს შეერთებული შტატების ლიდერის ციტატაც მოჰყავს. View the full article
-
უცნაურ ბლოგზე ბოლო დროს მომრავლდა სტატიები კლასიკური მუსიკის შესახებ, ჩემი აზრით, ეს კარგი ტენდენციაა. ყველაფერი ,რომ უფრო ადვილად აღსაქმელი იყოს თითოეული მკითხველისთვის შემოგთავაზებთ მამაკაცის უმაღლესი სასიმღერო ხმის, ტენორის მუსიკალურ კლასიფიკაციას.სულ შვიდი სახის ტენორი არსებობს, ესენია:ლუჯერო ტენორი.ლირიული ტენორი.სპინტო ტენორი.დრამატული ტენორი.გმირული ტენორი.მოცარტის ტენორი.ბუფა ანუ სპილტენორი.ამჯერად განვიხილავთ სამ მათგანს: ლირიულ, სპინტო და დრამატულ ... View ucnauri.com
-
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა წინადადება შეიტანა გროზნოს ე.წ. "ძველი" მეჩეთის დანგრევისა და მის ადგილზე უფრო დიდი ახალი ნაგებობის აშენების შესახებ.ვინაიდან მეჩეთის დანგრევა კატეგორიულად იკრძალება და ალაჰის წინაშე ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულად ითვლება, გადაწყდა შეიქმნას სასულიერო პირებისა და საზოგადო მოღვაწეების ერთობლივი კომისია, რომელიც ამ საკითხს გადაწყვეტს.თუმცა სასულიერო პირები აცხადებენ, რომ კომისია ფორმალურად შეიქმნა და მეჩეთს აუცილებლად დაანგრევენ, რადგან რ.კადიროვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ხალხთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მოძრაობის კოორდინატორმა ბესლან კობახიამ განცხადება გააკეთა ადიღეს რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სირიის რესპუბლიკაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის იქ მცხოვრები ეთნიკური ჩერქეზები.უკვე ერთი კვირაა ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფება სირიელი ჩერქეზების დელეგაცია, რომლის წევრები ხვდებიან ხელისუფლებასა და საზოგადოების წარმომადგენლებს ვითარების შესასწავლად და სირიელი თანამემამულეების რეპა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
წარმოგიდგენთ ჩემს მიერ უცნაურ ფრაზებს და შემთხვევებს.1 უცნაური სახელი-Goldenpalacedotcom შilverman-2005 წელს ინტერნეტ კაზინომ გოლდენპელესდოტკომმა 15000 დოლარი გადაუხადა ოჯახს, ბავშვისთვის მისი სახელი დასარქმევად და ბევრად დიდი მოგება მიიღო მედიის ყურადღების მხრივ.2 უცნაური ანეკდოტი,გთავაზობთ ორიგინალშიWhat is the difference between a duck?one of its legs is both the same. (ძალიან ნუ ჩაუღრმავდებით ).What ... View ucnauri.com
-
2011 წელი არც თუ ისე წაარმატებული აღმოჩნდა ფილმების მხრივ. თუმცა მინდა წარმოგიდგინოთ ჩემს მიერ შერჩეული 2011 წლის საუკეთესო ფილმები.1 გაყრა (separation)ჩემი აზრით წლის ფილმია.უამრავმა კრიტიკოსმა ფილმს უმაღლესი შეფასება დაუწერაა.ამ ირანული პროდუქტმა უკვე აიღო ოქროს გლობუსი და ეხლა ოსკარის დასაპყრობადაც ემზადება.ფილმში მსახიობთა თამაში და სცენარი იმდენად მაღალ დონეზეა,რომ გგონიათ კინოს კი ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/TLG-31.1.121-300x199.jpgგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. მოხალისეები არიან კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ლიტვიდან. მათივე ინფორმაციით, მოხალისე პედაგოგთა ახალი ჯგუფი ტრადიციულ ტრენინგს გაივლის და გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელოს საჯარო სკოლებში გადანაწილდება. პროექტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი მასწავლებლები სპეციალურად ამ პროგრამისთვის არიან შერჩეულნი, მათ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და დიდი სურვილი, ჩაერთონ ანალოგიურ ქართულ პროექტში. როგორც სამინისტრო იუწყება, პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება. ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან. წლის ბოლომდე საქართველოში 1500 მოხალისე პედაგოგის ჩამოყვანა იგეგმება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/default10.jpegსახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში თბილისის მერს, გიგი უგულავას რეკომენდაციით მიმართავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახალხო დმცველის ოფისიდან აცნობეს, თბილისის მერს გიორგი ტუღუში მოქალაქე დარეჯან წიკლაურისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე მიმართავს და სთხოვს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. აღნიშნული მიმართვის ტექსტს „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ქ.თბილისის მერს შეისწავლოს ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქე დარეჯან წიკლაურისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. 2011 წლის 23 სექტემბერსა და 16 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებებით მიმართა მოქალაქე დარეჯან წიკლაურმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მას უკანონოდ ეთქვა უარი მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, რის გამოც დაირღვა მისი უფლებები. სახალხო დამცველმა გამოითხოვა და შეისწავლა საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია. ქალბატონმა დარეჯან წიკლაურმა დაბა წყნეთში, გრიშაშვილის ქ. №20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მიმართა ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობას, რომელმაც უარი უთხრა მას (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი) აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ უარის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდებოდა შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული ფართობისა და წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული ფართის იდენტიფიკაცია. 2010 წლის 23 სექტემბერს მოქალაქე დარეჯან წიკლაურმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მერიას და მოითხოვა დიდგორის რაიონის გამგეობის 2010 წლის 17 სექტემბრის აქტის ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მერიის 2010 წლის 1 ნოემბრის განკარგულებით მოქალაქე დ. წიკლაურის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობების საფუძველზე გაცემული წარმოდგენილი ორდერი იყო ზოგადი ხასიათის, მასში არ იყო დაკონკრეტებული საცხოვრებელი ფართის და ბინის ნომერი, რაც მნიშვნელოვანია ფართის იდენტურობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოქალაქე დ. წიკლაურისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა კანონიერი მოსარგებლისათვის საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ ფართობზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე–5 მუხლის მე–4 პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, კერძოდ: თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქე დარეჯან წიკლაურის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი დადასტურებულია მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომლითაც დასტურდება ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების მიხედვით, წარმოშობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს“.- ნათქვამია მიმართვის ტექსტში. იხილეთ epn.ge