planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
</p>/get_img?ImageId=6123 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს ჟურნალისტებთან უარყო ოპოზიციის ბრალდება, რომ მას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნება პრემიერ მინისტრის პოსტით სურს. სააკაშვილის მიმართ ოპოზიციის ბრალდებაა, რომ 43 წლის ლიდერს, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს ”ვარდების რევოლუციით” მოვიდა, ძალაუფლების შენარჩუნება სურს და პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებას გეგმავს, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინი რუსეთს მართავს 2000 წლიდან, როგორც პრეზიდენტი და როგორც პრემიერ მინისტრი, და როგორც ჩანს, მარტის საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას აპირებს, მიუხედავად სახალხო უკმაყოფილებისა მისი ძალაუფლების წინააღმდეგ. ”ადამიანები მეკითხებიან, ვაპირებ თუ არა პუტინივით მოვიქცე, საქართველოს არ შეიძლება ”პუტინი ჰყავდეს”, საქართველო არ არის რუსეთი და ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რომ არაფერი ჰქონდეს მსგავსი პუტინთან”. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს საქართველომ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეიცვლება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საპრეზიდენტო სისტემა და 2013 წლისთვის ქვეყანას გაცილებით დიდი ძალაუფლების მქონე პრემიერი და პარლამენტი ეყოლება. ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიხეილ სააკაშვილმა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ედუარდ შევარდნაძე გადააყენა და განაცხადა, რომ ქვეყანას მოსკოვის გავლენიდან გამოიყვანდა. შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლის შემდეგ ქვეყნებს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ”ტექნიკურად” კიდევ ომია, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული. შეგახსენებთ, რომ სააკშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. სააკაშვილი ბარაქ ობამას შეხვდა, პრეზიდენტებმა თვისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები განიხილეს. სააკაშვილმა მსოფლიო ბანკში აუდიტორიას მიმართა და განაცხადა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში. კორუფცია მსოფლიო ბანკის ბოლო წიგნის მთავარი თემაა. მსოფლიო ბანკის თქმით, საქართველოს უნიკალური წარმატება აქვს კორუპციასთან ბრძოლაში, როცა ბევრი ქვეყნისთვის ეს საკითხი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ასევე ითქვა, რომ საქართველოს მაგალითი ანგრევს მითს, რომ კორუფცია კულტურული ფენომენითაც განისაზღვრება. ”საქართველომ აჩვენა, რომ წარმატება მოკლე პერიოდშიც მიიღწევა, როცა ძლიერი პოლიტიკური ნება და ხელისისფლების მხრიდან შეთანხმებული ქმედებები ხორციელდება". სტატიის ორიგინალი სრული ინფო(netgazeti.ge)
-
A new online test is being launched that will help people with asthma gauge to what extent they are at risk from a serious attack. planetanews
-
По мнению экспертов, курс на модернизацию и приватизацию российской экономики угаснет. Его инициатора Дмитрия Медведева уже называют «политическим трупом», а Владимир Путин, в случае победы на мартовских выборах, не поддержит эту линию и вернётся к доминированию госсектора, приводит мнение экономистов телеканал CNN.
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/bidziina-koment.jpgთბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 30 იანვარს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების – ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის – შეხვედრა გაიმართა. ამ ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები სხვადასხვა პოლიტიკურ წრეში. მათ შორის, აღნიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა პირადად მიხეილ სააკაშვილის დამსახურება არ იყო“. საქინფორმი
-
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დღეს ან ხვალ ქართველ სამართალდამცავებს 25 იანვარს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებულ 5 პირს გადასცემს. ინფორმაცია ”ნეტგაზეთს” დაუდასტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა. ინტერნეტ გამოცემა ”კავკაზსკი უზელის” ინფორმაცით, საქართველოს მოქალაქეები რუსმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ კირბალთან დააკავეს. დე-ფაქტო ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მურაზ და დავით თოკაძეებს, ნოდარ მაღალაძეს, შალვა პაპიაშვილსა და მურმან ტატიშვილს საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ. ბოლო ფაქტი 22 იანვარს მოხდა. ამ დღეს დაკავებული 4 პირი ოსმა სამართალდამცავებმა მალევე გაათავისუფლეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gif ბენ ბირნბაუმი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს უარი თქვა იმის გამორიცხვაზე, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს და განაცხადა, რომ მას არ უნდა საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად აქციოს (lame duck) იმ დროს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა. ”იმდენი რამეა, რამაც შიძლება ბევრი თაობის სიცოცხლე შეცვალოს მომავალი ათწლეულების განმავლობაში, რომ ყველაზე ნაკლებად ის მინდა ჩემს მომავალზე სპეკულაციებით თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად ვაქციო (lame duck)”, უთხრა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში. 44 წლის პრეზიდენტს, რომელიც 2004 წელს აირჩიეს თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ”ვარდების რევოლუცია” მოხდა, აკრძალული აქვს მესამე ვადით თანამდებობაზე დარჩენა. სააკაშვილმა 2010 წელს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, რამაც გააჩნია ვარაუდი, რომ ის წლევანდელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერობას შეეცდება. მან კომენტარი გააკეთა მისი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის შედარებაზე. პუტინი 2000-2008 წ.წ. რუსეთის პრეზიდენტი იყო და მარტში შეეცდება კრემლში მესამე ვადით მოვიდეს. ”ხანდახან ხალხი მეკითხება, ”შენ პუტინად ყოფნას აპირებ?” განაცხადა სააკაშვილმა. ”საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება ჰყავდეს პუტინი იმიტომ, რომ საქართველო რუსეთი არ არის – ა, და ბ- ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც სამუდამოდ გამორიცხავს პუტინის მსგავსი მოვლენების არსებობას საქართველოში.” ქართული ოპოზიციის ლიდერები მოითხოვდნენ, რომ სააკაშვილს გაეცხადებინა მისი განზრახვანი. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გასულ თვეში Washington Times-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, ”პრეზიდენტი იმოქმედებს ჯორჯ ვაშინგტონივით: ორი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ წავა და საქართველოს მოსახლეობას ახალი ლიდერის არჩევის შესაძლებლობას მისცემს”. სააკაშვილი ორშაბათს შეხვდა პრეზიდენტ ობამას, რომელიც განიხილავდა საქართველო-აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობას. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/59861.jpgამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შეაფასა ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ. თარგამაძის განცხადებით, ბარაკ ობამამ ამერიკის მხარდამჭერი განწყობა საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გააძლიერა. უმცირესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრის დროს განხილული ყველა საკითხი ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას. `ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არა მარტო გაიმეორა, არამედ გააძლიერა მხარდამჭერი განწყობა საქართველოს მიმართ. ეს ეხება საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების და ეკონომიკური დახმარების და რაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების, დემოკრატიული ტრანსფორმაციის, სამართლიანი არჩევნების და არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საკითხს,`- განაცხადა თარგამაძემ. თარგამაძე შეერთებულ შტატებში შეხვედრებს ატარებს, ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა მან სენატორ ჯონ მაკკეინთან გამართა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/59856.jpgაშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა მსოფლიო ბანკში გამართა. იგი საქართველოს შესახებ წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. წიგნის სახელწოდებაა `ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა`. მისი ავტორი კი მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამია. ეს არის წიგნი საქართველოში გატარებული რეფორმებისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც, როგორც ითქვა მაგალითი უნდა გახდეს სხვა ქვეყნებისთვისაც. წიგნში შესულია ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება ყოფილი და ახლანდელი მაღალი რანგის საჯარო მოხელეების გამოცდილებას. სულ გამოკვლეულია 8 კონკრეტული საჯარო სამსახური, რომლებშიც ანტიკორუფციული ზომები წარმატებით განხორციელდა. წიგნში ნათქვამია, რომ ეს წარმატება ათმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა, პოლიტიკური ლიდერების სურვილი, მთავრობის შიგნით მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო გამოცდილების მორგება რეალობაზე, ასევე ტექნოლოგიისა და კომუნიკაციის სტრატეგიული გამოყენება. მასში აღწერილია ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ვარდების რევოლუციიდან დღემდე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველომ ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა ისეთ მთავარ პრობლემასთან გამკლავება, როგორიც კორუფციაა. View the full article
-
</p>/get_img?ImageId=6133 აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთერთობის დეტალებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ჩვენი ქვეყნის ნატო-ში სწრაფვას. მათ ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებული. შეხვედრას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი, ასევე, სენატორები რიჩარდ ლუგარი, ბენ კარდინი, ტომ უდალი და ჯეინ შაჰინი ესწრებოდნენ. მეორე შეხვედრა მიხელ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯეინ შაჰინთან გამართა, რომელმაც საუბრისას ყურადღება ეკონომიკურ წარმატებებსა და ანტიკორუფციული რეფორმების შედეგებზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს ის მიღწევებია, რომლებიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში აისახა. შეხვედრების დროს ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
</p>/get_img?ImageId=6132 გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, აშშ–ში, ფლორიდის შტატში, გამართულ მორიგ პრაიმერში მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა, “რესპუბლიკელმა” მიტ რომნიმ გაიმარჯვა. აღნიშნულ პრაიმერში მიტ რომნი ხმათა 46,4 პროცენტით პირველ ადგილზე გავიდა. რაც შეეხება მის კონკურენტებს, ნიუტ გინგრიჩმა – 31,9 პროცენტი, ხოლო რონ პოლიმ 7 პროცენტი აიღო. პრაიმერში გამარჯვებული 64 წლის მიტ რომნი გარდა იმისა, რომ მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორია, წარმატებული ბიზნესმენიც არის. მან დააარსა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფირმა „ბეინ კეპიტალი“. რომნი არჩევნებში უკვე მონაწილეობდა 2008 წელს, მაგრამ მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯონ მაკკეინი გახდა. მიტ რომნი არაერთხელ გამოსულა კრიტიკულად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მის რიტორიკაში იგრძნობა ამერიკული კონსერვატიზმი. “დღევანდელი მთავარი უბედურება არის უმუშევრობა, სახლების დაკარგვა და გაკოტრება. ეს არის ობამას უბედურების ინდექსი, რომელმაც უკვე რეკორდულ დონეს მიაღწია. ამერიკელებისთვის სამუშაოს დაბრუნება, ლაპარაკზე უფრო მეტად ქმედება და ახალი პრეზიდენტი სჭირდება,“ – განაცხადა რომნიმ ერთ–ერთ გამოსვლაში. აღსანიშნავია რომ მიტ რომნიმ გამარჯვება თავდაპირველად ნიუ-ჰემპშირის შტატში მოიპოვა, თუმცა 21 იანვარს სამხრეთ კაროლინაში გამართული რესპუბლიკური პრაიმერი წააგო. მან მხოლოდ 27 პროცენტის დაგროვება მოახერხა, ხოლო შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნიუტ გინგრიჩმა ხმების 40 პროცენტი მოიპოვა. მაშინ ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ მიტ რომნი სამხრეთ კაროლინის პრაიმერს ადვილად მოიგებდა, თუმცა მის წინააღმდეგ ძლიერი კამპანია დაიწყო და ამან მიტ რომნის ფინანსური საკითხები ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა ფლორიდის შტატის პრაიმერში გამარჯვებამ მას კვლავ დაუბრუნა ლიდერის სტატუსი. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/59863.jpg`ქართული ოცნების` პრესსამსხური ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუს ავრცელებს. ორწუთიან მიმართვაში ქართველი მილიარდერი მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას შეხვედრას აფასებს. `ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეერთებული შტატები ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია,`- ამბობს ივანიშვილი. მას განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო გაფორმება მოსწონს და დარწმუნებულია, რომ ეს ხელშეკრულება განსაკუთრებულ სარგებლობას ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ მოიტანს. ივანიშვილი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე და იმ სხვა განხადებებზეც საუბრობს რომებიც თეთრ სახლში შეხვედრისას გაკეთდა. `აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ აშშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, რაზეც ჩვენმა პრეზიდენტმა გააკეთა რეაქცია, კარგია, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს, მაგრამ ამერიკა ამას არ წყვეტს და ეს გადაწყვეტილება ნატოში შემავალ სხვა ქვეყნებზეცაა დამოკიდებული. მე არ მეგულება არც ერთი ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულად წინააღმდეგი იყოს. ყველანი ერთხმად გამოკვეთენ, რომ მხარს უჭერენ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც მხარს უჭერს და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ჩვენც მივესალმებით. მე მგონი, ერთადერთი კაცი, რომელიც ამას ხელს უშლის, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც თავისი ქმედებებით, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას გამოკვეთილად ეწინააღმდეგება. ის, რომ ნაციონალური ტელეარხები და ჩვენი სახელმწიფოს იდეოლოგები ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობას აჩვენონ, რომ ეს შეხვედრა პირადად სააკაშვილის დამსახურება იყო, რა თქმა უნდა, ასე არ არის და მარტივი გასაგებია, რომ ეს იყო პატივისცემა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისადმი, თუმცაღა ამ შეხვედრაში შეიძლება მართლაც დავინახოთ რაღაც ქვეტექსტი, რომ ობამა კონკრეტულად სააკაშვილს გულისხმობს, როდესაც მას შეახსენებს, რომ იმედი აქვს, საქართველოში ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული და კანონიერი არჩევნების გზით მოხდება,`- განაცხადა ივანიშვილმა. View the full article
-
გუშინ გალში ჟენევის ფორმატით მიმდინარე კონსულტაციებით განსაზღვრული ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი პრევენციების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ამჯერადაც ვერ შეძლეს რაიმე გადაწყვეტილების მიღება.როგორც ცნობილია მხარეებმა განიხილეს წინა შეხვედრაზე დაყენებული საკითხები დაკავებებთან დაკავშირებით, ასევე განიხილეს რამდენიმე დღის უკან ოკუპირებულ აფხაზეთში გაუჩინარებული ქართველი მღვდელთმსახური მამა იონას სავარაუდო გატაცების ფაქტი.აფხაზურმა მხარემ უარყო ქართველი მღვდ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ეს არსება ეხლახანს აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე პოსტი გამეკეთებინა. ძალიან ლამაზია იმედია მოგეწონებათ.ქორდიანები (Chordata), მეორეულღრუიანი ცხოველების უმაღლესი ტიპი. მათ განეკუთვნებიან გარსიანები, უქალოები, ხერხემლიანები. ქორდიანებისთვის დამახასიათებელია ქორდა, ზურგის ნერვული მილი და ლაყუჩის ნაპრალები. ქორდიანების ერთ ნაწილს ქორდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს, ზოგს კი — განვითარების ადრეულ პერიოდში. ხერხემლიანების ზურგის ნერვული ... View ucnauri.com
-
ალბათ იცით, რომ ნიუ-იორკში ცნობილ თავისუფლების ქანდაკების შიგნით არის კიბეები, რომლითაც შესაძლებელია მის თავზე დადგმულ გვირგვინზე ასვლა და იქედან გადმოხედვა,ქალაქის დათვალირება. ის დროებით დახურული იყო მნახველებისათვის, უსაფრთხოების მიზნით, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. თუმცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ის კვლავ გაეხსნა მსურველებისათვის. არ ვიცი რამდენად გაგიმართლათ, თუ ასულხართ და გადმოგიხედიათ ქანდაკებიდან, მე იმ ... View ucnauri.com
-
საკმაოდ უცნაური ბარი ყოველ ზაფხულს იხსნება ვენაში , ავსტრალიაში. ბარის ასორტიმენტი არც თუ ისე ძალიან გამოირჩევა კონკურენტებიდან. მაგრამ დიზაინი , გაფორმება და ფორმა ბარისა პირდაპირ თვალებში გეცემათ. ბარის სტილი ჰგავს შიგნითა ორგანოებს ზოგადად სწორ ნაწლავს . როგორც სწორ ნაწლავს ახასიათებს მასაც აქვს დასაწყისი და დასასრული. სწორი ნაწლავი – არის კონსტრუქცია ... View ucnauri.com
-
იმედია ყველას წაგიკითხავთ, რობინზონ კრუზოს თავგადასავალი, ვინც არ იცით მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ისტორია მეზღვაურის შესახებ , რომელიც მოხვდა უკაცრიელ კუნძულზე და იქ გაატარა რამდენიმე წელი. ცნობილია ამ ისტორიის მსგავსი რამდენიმე ფაქტი, რომლებზედაც ამ პოსტში მინდა გიამბოთ.ალექსანდრე სელკირკი1704 წლის სექტემბერში სელკირკი იყო შტურმანი გემზე – “წმინდა გიორგი”. ერთხელ გემი ... View ucnauri.com
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/59858.jpgამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ასევე განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთერთობის დეტალებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ჩვენი ქვეყნის ნატოში სწრაფვას. მათ ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. მეორე შეხვედრა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან ჯეინ შაჰინთან გამართა, რომელმაც საუბრისას ყურადღება იმ ეკონომიკურ წარმატებებსა და ანტიკორუფციული რეფორმების შედეგებზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს ის მიღწევებია, რომლებიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში აისახა. შეხვედრების დროს ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე. View the full article
-
Аслан Усоян добровольно пошел под пули, чтобы обвинить в убийстве Япончика и покушении на себя борющийся с ним за влияние клан Тариэла Ониани (Таро), предполагают следователи. Япончика Дед Хасан мог убить из-за воровского "общака". Однако в криминальном мире эту версию считают несостоятельной. newsru
-
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული მთავრობა "უკანონოდ საზღვრის გადაკვეთის" ბრალდებით დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქის გათავისუფლებას გეგმავს.დაკავებულთა შორის არიან: ძმები მურაზ და დავით თოკაძეები, ნოდარ ფალიაშვილი, ნოდარ მაღალაძე და მურმან ტატიაშვილი. ისინი დაკავებული იქნენ ცხინვალის რეგიონში განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლების მიერ, რომლებმაც დაკავებულები შემდგომში მარიონეტული რეჟიმის უშიშროების კომიტეტს გადასცეს. მათი ქართული მხარისათვის გადაცემა ერგნეთშ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გაეროს უშიშროების საბჭომ მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც მოუწოდებს სირიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, შეწყვიტოს რეპრესიები მოსახლეობის მიმართ, გადადგეს და ხელისუფლება გადასცეს მის მოადგილეს. რეზოლუციის პროექტში კატეგორიულად არის დასმული საკითხი სირიის რესპუბლიკაში უცხოეთის ინტეგრაციის დაუშვებლობის შესახებ. მიუხედავად ასეთი შესწორებისა, რუსეთი და ჩინეთი უარს აცხადებენ მის მიღებაზე. გარდა აღნიშნულისა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ ცალკე მოუწოდა მოსკოვს შეწყვიტოს ბაშარ ასადის ხელისუფლების... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
The social network’s stock offering, expected to value the company at $80 billion to $100 billion, is bound to raise even more concerns about privacy and other issues.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
-
This week's cold snap in eastern and central Europe has now killed at least 60 people. planetanews