planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/a13155-300x225.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი ოპოზიციას ურჩევს, არა ქვეყნის, არამედ ხელისუფლების ოპოზიცია იყოს. ამის შესახებ გაბაშვილმა გაზეთ “პრაიმ თაიმის” პრეს-კლუბში სააკაშვილი-ობამას შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული შეფასებების კომენტირებისას განაცხადა. გაბაშვილის განცხადებით, ნებისმიერ არჩევნებზე, სახელისუფლებო მანდატის ხალხიდან მის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე გადაცემაა. „ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ოპოზიციური გუნდი იმდენს მოიფიქრებდა, რომ ამ წარმატების თანამონაწილე გამხდარიყო და ამას არ დაპირისპირებოდა. ჩვენი ოპოზიციის ნაწილს იმდენი გამჭრიახობა არ ეყო, რომ ასე მოქცეულიყო, ან მათთვის იმდენად მიუღებელია, რაზეც იყო საუბარი, რომ ეძებენ იმას, რაც არ თქმულა“,- განაცხადა გაბაშვილმა. მისივე თქმით, თუ ოპოზიცია გადაეჩვევა იმას, რომ არა ქვეყნის, არამედ ხელისუფლების ოპოზიცია იყოს, ეს პირველ რიგში, მათთვის იქნება კარგი. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, საქართველო ახლა სწორ გზაზე დგას. ესაა დასავლეთთან ინტეგრაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობა. „იმის ილუზია, რომ საქართველოს მომავალი პუტინის რუსეთთანაა დაკავშირებული და რუსეთს “ოკუპანტი” არ ვუწოდოთ – ეს არის დამღუპველი მცდელობა, რომელიც საქართველოს ოლიგარქიულ ჭაობამდე მიიყვანს”, – დასძინა გაბაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
ავტორი თეონა ისაშვილი 15:47 01.02.2012 რამდენიმე დღეა დედაქალაქის კორპუსებში აღწერა მიმდინარეობს. უცნობი პირები ინტერესდებიან რამდენი ადგილობრივი თუ მდგმური ცხოვრობს კონკრეტულ უბნებში. მოსახლობა ეჭვობს, რომ ეს შემოწმება საგადასახადო კოდექსის იმ მუხლს უკავშირდება, რომელიც ბინის გამქირავებელს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდას ავალდებულებს. http://4.bp.blogspot.com/--Vo5ghOrQ40/TykmHrgSj9I/AAAAAAAAGGI/gwCpVWHBLZM/s200/mdgmuri.jpgგამქირავლებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ გადასახადის დაწესებით ხელისუფლება მათი ჯიბიდან დამატებით შემოსავალს მიიღებს. ამიტომ, ისინი დამქირავებლებს აფრთხილებენ, შემოწმების შემთხვევაში განაცხადონ, რომ ბინის მესაკუთრეების ნათესავები არიან და იქ უფასოდ ცხოვრობენ. შეგახსენებთ, საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელიც ბინის გამქირავებლებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდას ავალდებულებს, 2011 წელს შევიდა. ამავე კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ გამქირავებელი გადასახადს თავს აარიდებს, კანონის თანახმად, მას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. თუკი დეკლარირებული უძრავი ქონება ქირავდება, მისი მეპატრონე ვალდებულია, საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს. საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი 12 პროცენტის ნაცვლად, 20 პროცენტით იბეგრება. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტული რეჟიმი აპირებს გაათავისუფლოს 5 საქართველოს მოქალაქე. ისინი კი 25 იანვარს , რუსმა მესაზღვრეებმა პირობითი საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს. დაკავებულების საქართველოს მხარისთვის გადაცემა სოფელ ერგნეთში მოხდება . 25 იანვარს , საქართველოს ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს: ძმები მურაზ და დავით თოკაძეები, ნოდარ მაღალაძე, შალვა პაპიაშვილი და მურმან ტატიაშვილი. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/goka_gabashvili-300x168.jpg„ნაც.მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერის, დეპუტატ გოკა გაბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა საქართველოსთვის 100%–ით პოზიტრიური იყო. ამის შესახებ, პარლამენტის უმრავლესობნის წევრმა გაზეთ „პრაიმ–თაიმის“ პრეს–კლუბში ისაუბრა. მისი თქმით, თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ კონკრეტული შედეგები უკვე მოიტანა. „კონკრეტული შედეგია ის რომ, უკვე დაიწყო საუბარი ორ ქყვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს ხელშეკრულება აძლევს ყველას საშუალებას ბიზნესი განავითაროს, ასევე საექსპორტო პოტენციალის და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის საშუალება იქმნება,“– განაცხდა გაბაშვილმა. მისივე თქმით, ის პროცესები, რომელებიც ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარდა ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი 30 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაქ ობამას შეხვდა. იხილეთ epn.ge
-
დღეს, 1 თებერვალს, ერგნეთის საგუშაგოზე ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს საქართველოს 5 მოქალაქე გადასცა. ძმები მურაზ და დავით თაყაძეები, ნოდარ მაღალაძე, შალვა პაპიტაშვილი და მურმან ტატიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბლის მცხოვრებლები არიან. ერთი კვირის წინ ისინი სოფლის მიმდებარე ტყეში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. სოფელი კირბალი ღრომის ხეობის ოსურ სოფლებს ესაზღვრება, იქვე ტყეში კი რუს და ოს მესაზღვრეებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი. სოფლის რწმუნებულის, ილია ოქროაშვილის განცხადებით, დაკავებულთა შორის ორი მათგანი ხანშიშესულია, ისინი ტყეში შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასულები, როცა რუსებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. „შეშის გულისთვის იქვე ახლოს გავიდნენ, არც გადასაულან იმათ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, თან ორი კაცი 75 წელს მიღწეული მოხუცია. ძალიან კარგი ადამიანები არიან. ეს სოფელი მაგ ტყით საზრდოობდა, ადგილობრივები მიჩვეულები არიან, რომ შეშა მანდედან უნდა გამოიტანონ, ხშირად ქვემოთა სოფლების მცხოვრებლებიც მათგან ყიდულობდნენ. ეს იყო მათი შემოსავლის მთავარი წყარო და ახლაც ზოგი ცდილობს, რომ როგორმე მოჭრას და ხანდახან ეს გამოსდით, ხან კი აკავებენ,“ –აცხადებს "ნეტგაზეთთან" საუბარში ილია ოქროაშვილი. ერთი კვირის განმავლობაში ოსური მხარე დაკავებულთა ვინაობის დადგენას ცდილობდა. საქმის კურსში როგორც ქართველი სამართალდამცავები, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იყვნენ. მათ გასათავისუფლებლად პოლიცია ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შექმნილი ცხელი ხაზის მეშვეობით აწარმოებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ წელს დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე ოსურმა მხარემ ოპერატიულად გაათავისუფლა. „გათავისუფლება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოხდა. წელს ვინც დააკავეს, ყველა თავისუფალია, ვნახოთ, თუ ასე გააგრძელეს, კარგი იქნება,“– ამბობს შოთა უტიაშვილი. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, იანვარში ოსურმა მხარემ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 15 მოქალაქე დააკავა, მაგრამ მათი უკან დაბრუნება სწრაფად ხდებოდა. ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე იხდის სასჯელს. მათი გათავისუფლების საკითხი ქართულმა მხარემ იანვრის ბოლოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე–19 შეხვედრაზეც დააყენა, რომელიც სოფელ დვანში გაიმართა. ოსური მხარე, თავის მხრივ, საქართველოს სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ოსი პატიმრების გაცვლას ითხოვს. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სოფელ კირბლის მიმდებარე ტყეში კი ეს ადამიანების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. ტრადიციულად, ამ სოფლის მოსახლეობა მიმდებარე ტყით სარგებლობდა და ახლაც კირბალელები რისკის ფასად შეშის დასამზადებლად ოკუპირებულ ტყეში მაინც შედიან. ბოლო წლებში კონფლიქტის ზონაში ყველაზე სახიფათო ზონად კირბლის მიმდებარე ტერიტორია გამოცხადდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ სოფლიდან ადამიანების დაკავების 20-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. ყველაზე დიდი დრო ბიძა–ძმისშვილის, ვაჟა და ბექა თაყაძეების, გათავისუფლებას დასჭირდა. ისინი 2010 წლის თებერვალში დააკავეს და ცხინვალის ციხეში თითქმის ერთი წელიწადი დაჰყვეს. მაშინ საქმეში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგიც ჩაერთო. ადგილობრივი პოლიციელები კირბალელებს ხშირად აფრთხილებენ, რომ ტყეში არ გავიდნენ, მაგრამ ადგილობრივები რისკის ფასად იქ მაინც მიდიან. რადგან ეს ტყე მათთვის როგორც გათბობის, ისე შემოსავლის წყაროდ ითვლება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
კანადა კიდევ ორმა რუსმა დიპლომატმა დატოვა, – იტყობინება ინტერნეტ–საიტი svobodanews.ru კანადის მასმედიის მტკიცებით, მათი ქვეყნიდან გამგზავრება დაკავშირებულია იმასთან, რომ ჯაშუშურ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ისინი persona non grata–დ დაასახელა. კერძოდ, გამომცემლობა Globe and Mail–ის მონაცემებით, საუბარია ოტავაში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეზე სერგეი ზიკოვზე და ტორონტოში საკონსულოს თანამშრომელზე დმიტრი გერასიმოვზე. მაგრამ რუსეთის საელჩო კანადაში კატეგორიულად... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Scientists are urging people to help them track the rise of a relatively new species of squirrel - the black squirrel. planetanews
-
Москва продала сирийскому режиму тяжелое вооружение и 36 учебно-тренировочных самолетов. Россия не хочет, чтобы беспорядки в Сирии перекинулись на район Кавказа.
-
As Arab and Western states confronted Russia over its refusal to sign on to a call for President Bashar al-Assad to leave power, violence continued without pause in Syria.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
-
Australian Ken Grenda may have sold his bus company, but his staff of almost 2,000 are smiling. planetanews
-
ფიჯის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციამ , ფიჯის რესპუბლიკას ჩვენს ქვეყანაში წარმოებული 200 ნეტბუკი გადასცა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ფიჯის რესპუბლიკაში, საქართველოს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ფიჯის მთავრობამ დაიწყო განათლების სისტემის რეფორმირება და საქართველოს დახმარება ამ პროცესს წაადგება, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს ცნობითვე, მასპინძელმა მხარემ ინტერესი გამოხატა როგორც საქართველოს განათლების სფეროსადმი, ისე მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი. იხილეთ tabula.geზე
-
ავტორი ბენ ბირნბაუმი | Washington Times - ორიგინალი 15:01 01.02.2012 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს უარი თქვა იმის გამორიცხვაზე, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს და განაცხადა, რომ მას არ უნდა საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად აქციოს (lame duck) იმ დროს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა. http://2.bp.blogspot.com/-71arJpPkmms/TykadiG8R_I/AAAAAAAAGF8/hMH2FwEI4Os/s200/svaneti.gif”იმდენი რამეა, რამაც შიძლება ბევრი თაობის სიცოცხლე შეცვალოს მომავალი ათწლეულების განმავლობაში, რომ ყველაზე ნაკლებად ის მინდა ჩემს მომავალზე სპეკულაციებით თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად ვაქციო (lame duck)”, უთხრა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში. 44 წლის პრეზიდენტს, რომელიც 2004 წელს აირჩიეს თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ”ვარდების რევოლუცია” მოხდა, აკრძალული აქვს მესამე ვადით თანამდებობაზე დარჩენა. სააკაშვილმა 2010 წელს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, რამაც გააჩნია ვარაუდი, რომ ის წლევანდელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერობას შეეცდება. მან კომენტარი გააკეთა მისი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის შედარებაზე. პუტინი 2000-2008 წ.წ. რუსეთის პრეზიდენტი იყო და მარტში შეეცდება კრემლში მესამე ვადით მოვიდეს. ”ხანდახან ხალხი მეკითხება, ”შენ პუტინად ყოფნას აპირებ?” განაცხადა სააკაშვილმა. ”საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება ჰყავდეს პუტინი იმიტომ, რომ საქართველო რუსეთი არ არის – ა, და ბ- ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც სამუდამოდ გამორიცხავს პუტინის მსგავსი მოვლენების არსებობას საქართველოში.” ქართული ოპოზიციის ლიდერები მოითხოვდნენ, რომ სააკაშვილს გაეცხადებინა მისი განზრახვანი. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გასულ თვეში Washington Times-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, ”პრეზიდენტი იმოქმედებს ჯორჯ ვაშინგტონივით: ორი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ წავა და საქართველოს მოსახლეობას ახალი ლიდერის არჩევის შესაძლებლობას მისცემს”. სააკაშვილი ორშაბათს შეხვდა პრეზიდენტ ობამას, რომელიც განიხილავდა საქართველო-აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობას. foreignpress.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
В списке стран, которые не следует путать с бывшей советской республикой Грузией, Россия, безусловно, занимает одно из первых мест. Однако именно этот промах совершил Обама, сидя рядом с грузинским президентом Михаилом Саакашвили. Впрочем, Обама сразу же поправился, чтобы не усугублять свою дипломатическую ошибку.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images2.jpegთურქეთის სანაპიროსთან ტვირთმზიდი ხომალდისმ „VERA“–ს ჩაიძირვის შედეგად დაღუპული ქართველი მეზღვაურის ვინაობა ცნობილია. ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური მურმან დარსაძეა, რომელიც ფოთში ცხოვრობდა და გემზე მოტორისტად მუშაობდა. კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი VERA თურქულ პორტ ალიაგასთან ჩაიძირა. მასზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე, ხოლო ცხრა უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ბოლო მონაცემებით, მაშველებმა მხოლოდ სამი ადამიანის – მზარეულის, მეორე და მესამე კაპიტნების გადარჩენა მოახერხეს. გემი VERA რუსეთიდან თურქეთის ალიაგას პორტში მიცურავდა და ჯართი გადაჰქონდა. წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო. იხილეთ epn.ge
-
##image#7389#1#’სიტყვებს არასდროს აქვთ ის მნიშვნელობა, რა მნიშვნელობაც ჩვენ გვინდა რომ მათ მივანიჭოთ’ – ჯონათან საფრან ფორი “ის გამხდარი და ცოტათი ფერმიხდილია, სერიოზული და ჩაფიქრებული სახე აქვს, ხანდახან ბავშვივით მორცხვია. როცა იღიმება, კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ზამთრის ამ ნაშუადღევს, ფორი მეტალის დასაკეც სკამზე იჯდა, ჯინსებში და საშინაო ფეხსაცმელებში გამოწყობილი, სათვალე ეკეთა და ხელები გულმკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული, ისე თითქოს რაღაცისგან თავის დაცვას ცდილობდა.| – დებორა სოლომონი 25.02.2005 (The New-York Times Magazine) ჯონათან საფრან ფორი – 34 წლის ამერიკელი ნოველისტი 1977 წელს, ვაშინგტონში დაიბადა. მისი პირველი ნოველა (Everything Is Illumunated–2002 წ.) გამოჩენისთანავე ბესტსელერი გახდა, ფორის ჰონორარმა დაახლოებით 500 000 ამერიკული დოლარი შეადგინა, რამაც ჯონათანი 30 წლამდე მწერლებს შორის, ერთ–ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ნოველისტად აქცია. პრინსტონის უნივერსიტეტის პირველკურსელი ჯონათანი მწერალმა ჯოის კეროლ ოუტსმა შენიშნა. ოუტსმა დიდი ინტერესი გამოიჩინა ფორისადმი და სასარგებლო რჩევებიც მისცა მას. „ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დამაფიქრა, რომ უნდა მეცადა და სერიოზულად მომეკიდა ხელი მწერლობისთვის, ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა.“ 1999 წელს ფორმა ფილოსოფიის განხრით პრინსტონის უნივერსიტეტი დაამთავრა და გადაწყვიტა უკრაინაში გამგზავრებულიყო, რათა დისერტაცია დაესრულებინა. მისი დისერტაცია, საბოლოოდ ნოველაში გადაიზარდა. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა ჯონათან საფრან ფორის სადებიუტო წიგნი. „ერთი კვირა დამჭირდა პირველი წინადადების დასამთავრებლად – ჰყვებოდა მოგვიანებით „Houghton Mifflin Harcourt“–ისთვის მიცემულ ინტერვიუში – ხოლო იმავე თვეში 280 გვერდის დაწერა მოვახერხე. ჩემს გონებას უნდოდა ფიქრებში გადავარდნილიყო და უფრო თვალით დანახული სურათის, ვიდრე ფერებით წარმოდგენილი გამოსახულების მეშვეობით შეეთხზა, გამოეგონებინა. მაგრამ გამიჩნდა ##image#7391#1#კითხვა, ნუთუ ჰოლოკოსტი ის თემაა, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია? რა არის ადამიანის პასუხისმგებლობა „ჭეშმარიტი“ ისტორიის წინაშე და რა არის ჭეშმარიტება? შეიძლება ისტორიული სიზუსტე წარმოდგენილი სიზუსტით შეიცვალოს? და თვალთახედვა გონების თვალთახედვით?“. „Everything Is Illumunated“ ახალგაზრდა ამერიკელი ებრაელის მოგზაურობაზეა უკრაინაში, სადაც ის უცნობ ქალს ეძებს, რომელმაც ბაბუამისს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ნაცისტების მიერ ტრაჩიმბროდის (სოფ. უკრაინაში) ლიკვიდაციის დროს. ჯონათანის (მთავარი გმირი) თავგადასავლები მისი ასაკის უკრაინელთან, ალექსანდრ „ალექს“ პერჩოვთან ერთად იწყება. ალექსი აღფრთოვანებულია ამერიკული პოპ–კულტურით, რომელიც თავად შეერთებულ შტატებში პოპულარულობით აღარ სარგებლობს. მან ინგლისური უნივერსიტეტში ისწავლა, იმისდა მიუხედავად რომ მაინცდამაინც გამართულად ვერ საუბრობს, ალექსანდრი ჯონათანის თარჯიმანი ხდება. ალექსანდრი, მისი უცნაური „ბრმა“ ბაბუა (რომელიც მანქანას მართავს) და ძაღლი სემი დევის II უმცროსი, ჯონათანის თანამგზავრები ხდებიან. ნაწარმოების რთულმა სტრუქტურულმა აგებულებამ და ფორის წერის განსაკუთრებულმა სტილმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ფორმა მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად „National Jewish Book Award“ და „Guardian First Book Award“ მიიღო. წიგნი შეიძლება ითქვას , რომ ორი ნაწილისგან შედგება: პირველი – ჯონათანის მიერ მაღალი დონის ინგლისურით მონათხრობი და მეორე – ალექსის დამტვრეული ინგლისურით, ძალიან უბრალოდ და გულღიად მოყოლილი ტრაჩიმბროდის ძიების ისტორია. სხვათაშორის, ამ ნოველის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს 2005 წელს, სადაც ჯონათანს ცნობილი მსახიობი ელაიჯა ვუდი თამაშობს. ფილმის რეჟისორი კი, ლივ შრაიბერია. ორშაბათს დილით 8 წლის ჯონათან ფორი ჩვეულებისამებრ სკოლაში წავიდა. დღე ქიმიის პროექტით დაიწყო, სადაც ცდას ატარებდნენ. ფორს მოსწყინდა და საჭირო ოთახში გასვლის ნებართვა აიღო – ცოტა დრო გავიყვანე, წყალი დავლიე რომელიც მაინცდამაინც არ მინდოდა და კლასში დავბრუნდიო. როდესაც ჯონათანი თავის მაგიდას უახლოვდებოდა, უცბად გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, რაღაც აფეთქდა, ოთახი გაიბუღა, სიტუაცია აირ-დაირია, ბავშვების ყვირილი ისმოდა… რაღაც მომენტის შემდეგ ფორმა თავისი მეგობარი დაინახა დერეფანში, რომელიც კედელზე იყო მიკრული „ძნელი იყო შემეხედა მისი გასისხლიანებული სახისთვის, მაგრამ უფრო ძნელი იყო არ გამეხედა მისკენ, სათვალე ნაწილებად დაფშვნოდა, სახეზე კი კანი ჰქონდა აგლეჯილი.“ ოთხი ბავშვი დაშავდა აფეთქების შედეგად, ორი მძიმედ, ფორი კი შედარებით მსუბუქად. „ამის შემდეგ, რაღაც ნერვიული აშლილობის მაგვარი დამეწყო, რაც დაახლოებით სამი წელიწადი გაგრძელდა, სახლიდან იშვიათად გავდიოდი, სკოლაში ვერ დავდიოდი და ხალხის წინაშე ლაპარაკის ძლიერი, ინტენსიური შიში ჩამომიყალიბდა.“ ამ აფეთქებას ფორმა დროთა განმავლობაში სხვა თვალით შეხედა – ამ შემთხვევამ პიროვნებად ჩამომაყალიბაო. მისი მეორე ნოველა (Extremely Loud and Incredibly Close–2005), რომელიც ნახევრად ავტობიოგრაფიულია, ნაწილობრივ სწორედ აფეთქების შემდგომ პერიოდს ასახავს. წიგნის მთავარი გმირი 9 წლის ბიჭი ოსკარ შელია. ის ცნობისმოყვარეა, თავისი ასაკისთვის ინტელექტუალურად ##image#7390#0#საკმაოდ განვითარებული, პაციფისტი, ვეგეტარიანელი, ათეისტი, მეცნიერ–გამომგონებელი, „პერკუსიონისტი“, გატაცებულია ფრანგული ენით და საოცარი წარმოსახვის უნარი აქვს. ოსკარის მამა, ტომას შელი, როგორც შემდეგ ირკვევა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის დროს დაიღუპა (ნიუ–იორკის “ტყუპი თაუერები”). „ლიტერატურული სამყაროს, შეიძლება ითქვას, სამწლიანი დუმილის შემდეგ ჯონათან საფრან ფორი ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც გაბედა და თავის მხატვრულ ნაწარმოებში ამერიკის ისტორიაში მომხდარი, ამ ყველაზე ტრაგიკული, ტერორისტული შეტევის მნიშვნელობა და შედეგი კონკრეტული პერსონაჟების მაგალითზე დაგვანახა.“– ედუარდ უაიეტი (The New-York Times Magazine) “Extremely Loud and Incredibly Close” –ის მიხედვით ოსკარზე არაერთგზის ნომინირებულიმა სტივენ დოლდრიმ ფილმი გადაიღო (2011). მონაწილეობენ: ტომ ჰენკსი, სანდრა ბულოკი, ტომას ჰორნი, მაქს ფონ სიუდოვი, ჯეფრი რაითი, ჯეიმს განდოლფინი. ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართება, 2012 წელს, თებერვალში. ფორი ისე ოსტატურად ახერხებს ორი პარალელური ისტორიის შეკავშირებას და სიუჟეტის განვითარებას, რომ გაკვირვებული და აღფრთოვანებული რჩები. სენტიმენტალიზმი კი, თავისებური და ნაკლებად გამაღიზიანებელია. სახასიათო პერსონაჟების და უაღრესად საინტერესო სიუჟეტთან ერთად საფრან ფორს გამოყენებული აქვს ისეთი არასტანდარტული და შეიძლება ითქვას ინოვაციური წერის მეთოდები, რომლებმაც შეუძლებელია უბრალო, თუნდაც ზერელე თვალის შევლებით გულგრილი დაგტოვოს. ასევე დიდ ყურადღებას იქცევს წიგნის უცნაური გაფორმება, მრავალფეროვანი და შეუსაბამო ფოტოები, სხვადასხვანაირი „შრიფტი“, წითლად გადახაზული ტექსტები, გადღაბნილი წერილები და კიდევ უამრავი სხვა “ფორისებურებანი”. ამ მწერლის შემოქმედება მხოლოდ ბელეტრისტიკულ ნაწარმოებებს არ მოიცავს, მისი ერთ–ერთი ბოლო ნამუშევარი 2009 წელს გამოცემული წიგნი Eating Animals–ია, რომელიც ვეგეტერიანიზმზე, ცხოველებთან სასტიკ მოპყრობასა და იმ უპასუხისმგებლო საქციელზეა, რომლის შედეგადაც ისეთი ვირუსული დაავადებები ვითარდება, როგორიც H1N1–ა. „ჯონათან საფრან ფორის Eating Animals–მა ვეგეტერიანელად მაქცია“– აღნიშნა ნატალი პორტმანმა – ფორის სრულიად ეთიკური ბრალდება ცხოველების ჭამის წინააღმდეგ, თამამად გადადგმული ნაბიჯია, არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს არაპოპულარული თემაა, არამედ იმიტომაც, რომ ფორმა ამ ქმედების წინდაუხედაობაზე დაგვაფიქრა და ამ ქმედების არაჰუმანური მხარე ნათლად დაგვანახა.“ Tree of Codes ფორის ეს ბოლო წიგნი, რომელიც 2011 წელს გამოიცა, „ვიზუალური წერის“ გამოყენებით შექმნილი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია. Tree of Codes, პოლონელი მწერლის, ბრუნო შულცის The Street of Crocodiles- ის (1934) მიხედვითაა აგებული. ##image#7392#0#ფორმა სიტყვების და ასოების გადაადგილებით, ამოჭრა–ჩაწებებით სრულიად ახალი ნოველა შექმნა. საოცრად საინტერესო გაფორმების, ორიგინალური და განსხვავებული შინაარსიის მქონე ნამუშევრის გარდა, წიგნი თავსატეხებით და მინიშნებებით სავსე გამოცანაა. საფრან ფორის შემოქმედება სრულიად სხვადასხვაგვარად შეუფასებიათ, ბევრი კრიტიკული წერილიც დაუწერიათ მასზე და მისი თხზულებებისთვის უფერულობის სახელიც დაურქმევიათ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯონათან საფრან ფორი თანამედროვე ამერიკული მწერლობის შესამჩნევ, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და ეს თავისთავად ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ევროპული მწერლობით იყო შთაგონებული, მაგალითად მოდერნიზმის ისეთი წარმომადგენლებისგან, როგორებიც არიან ფრანც კაფკა, ჯეიმზ ჯოისი, ბრუნო შულცი… როგორც ხელოვნების კრიტიკოსმა, ჟურნალისტმა დებორა სოლომონმა თქვა თავის სტატიაში ფორზე – „ჯონათან საფრან ფორი „ევროპელი“ ნოველისტია, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს“. ამჟამად ჯონათან საფრან ფორი არის პროფესორი ნიუ–იორკის უნივერსიტეტში. თავის ცოლთან ნიკოლ კრაუსთან (ასევე მწერალი) და ორ შვილთან ერთად ბრუკლინში, ნიუ–იორკში ცხოვრობს და მუშაობს ახალ ნოველაზე. „…რატომ ვწერ? არა იმიტომ რომ ჩემზე იფიქრონ ჭკვიანიაო და არც იმიტომ, რომ მინდა ეგონოთ, რომ კარგი მწერალი ვარ. ვწერ, რადგან მინდა ჩემს სიმარტოვეს თავი ავარიდო. წიგნები ადამიანს ნაკლებად მარტოსულს ხდის. ისინი გვაჩვენებენ, რომ ურთიერთობა, წიგნის მეშვეობით, შესაძლებელია მანძილის სიშორისდა მიუხედავად.“ იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/glonti-irma-300x199.jpgმედიაგაერთიანებაში “სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის” 30 მედიასაშუალება გაწევრიანდა. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შედგა, მედიაგაერთიანების „სოლიდარობა მედიის თავისუფლებითვის“ მემორანდუმს ხელი მოეწერა. მედიაგაერთიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მამუკა ღლონტის თქმით,გაერთიანების მთავარი ამოცანა უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლაა. „მედიაგაერთიანების მთავარი ამოცანაა, უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩამოყალიბდება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოემსახურება ამ მედიასაშუალებების ქმედებებს, როგორიცაა საპროტესტო აქციები, წერილები და სხვა. თუ ნებისმიერ პატარა მედიასაშუალებას შეექმნა რაიმე პრობლემა, ის დაწერს განცხადებას და შემოიტანს ჩვენს გაერთიანებაში, შემდეგ ყველა ეს ორგანიზაცია მას გვერდში დაუდგება და პრობლების მოგვარებაში დაეხმარება“,-აღნიშნა ღლონტმა. მისივე თქმით, როდესაც დაიწერება მიმართვა, იგივე საერთაშორისო ორგანიძაციებისადმი ჩვენი პრობლემების შესახებ და 30 სუბიექტი განცხადებას ხელს მოაწერს, დოკუმენტს ბევრად მეტი დამაჯერებლობა ექნება, ვიდრე აქამდე ჰქონდა. მემორანდუმს სულ 30 მედიასაშუალება შეუერთდა. 1. “ალია ჰოლდინგი”; 2. “რეზონანსი”; 3. “ობიექტივი”; 4. “მედიაპალიტრა”; 5. რადიო კომპანია “საქართველოს ხმა”; 6. ტელეკომპანია “საქართველოს ხმა”; 7. გაზეთი “ვერსია”; 8. ინტერნეტ გამოცემა “პრესაგე.ტვ”; 9.ჟურნალი “ღია ბოქლომი”; 10. გაზეთი “ბანკები და ფინანსები”; 11. “მესსენგერ”; 12.რადიო “მაესტრო”; 13. ტელეკომპანია “მაესტრო”; 14. მედია კორპორაცია “ასავალ-დასავალი”; 15. გაზეთი “ბორჯომი”; 16. ჟურნალი “ქვაკუთხედი”; 17. გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”; 18. “გლობალ.ტვ”; 19.”საქართველო და მსოფლიო”; 20. საინფორმაციო სააგენტო “ივერიონი”; 21.ჟურნალი ” ბიზნესი და კანონმდებლობა”; 22.გაზეთი “დღეს და ხვალ”; 23; სააგენტო“თბილისი“; 24. სტუდია „ჯი-ენ-ეს“; 25. ტელერადიო კომპანია „თრიალეთი“; 26.საინფორმაციო სააგენტო „პირველი“;27. ტელეკომპანია „იგრიკა მე-9 არხი““,28. გაზეთი „რუსთავის ამბები“; გაზეთი „ლანჩხუთი +“ ამიერიდან მსურველთა გაწევრიანება, ყველა მანამდე გაწევრიანებული ორგანიზაციის თანხმობით მოხდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images1.jpegსაპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა და ფრაქციის მდივანმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაკავებული თანამდებობები ოფიციალურად გადაცვალეს. როგორც პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა და ლორთქიფანიძემ აღნიშნეს, დღეიდან ფრაქციის თავმჯდომარე – დიმიტრი ლორთქიფანიძე, ხოლო მდივანი გია ცაგარეიშვილი იქნება. “ფრაქციამ ხუთი თვის განმავლობაში 12 თემატური შეხვედრა ჩაატარა. გარდა ამისა, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და “საარჩევნო კოდექსის” იმ სახით მიღებას, რომელიც პარლამენტმა ერთი თვის წინ დაამტკიცა” – განაცხადეს დეპუტატებმა. ფრაქციაში “ერთობა სამართლიანობისთვის” მომხდარი ცვლილება ფრაქციის შექმნისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა, რომლის თანახმად, ფრაქციის თავმჯდომარე როტაციის პრინციპით ხუთთვიანი ვადით ინიშნება. შესაბამისად, ამ პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძე 1 ივლისამდე იქნება. იხილეთ epn.ge
-
დღეს, 18 საათსა და 30 წუთზე კატარის ავიახაზების პირველი რეისი შესრულდება. პირველი რეისით თბილისს კატარის ავიახაზების აღმასრულებელი დირექტორი აკბარ ალ ბაკერი, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად ეწვევა. კატარის ავიახაზები ფრენებს A320 ეირბასით ასრულებს. ეარბასში 12 ადგილია ბიზნეს-კლასში და 132 ადგილზე მეტი ეკონომ-კლასში. განურჩევლად მგზავრობის კლასისა, ავიახაზები ყველა მგზავრს სთავაზობს პორტატულ ტელევიზორს, ინტერაქტიული გართობის სისტემით, 700 აუდიო და ვიდეო ფაილით . დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების საქართველოში შემოსვლა ზაფხულში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას კატარში ვიზიტის დროს გადაწყდა. კატარის ავიახაზებს გააჩნია თანამედროვე პარკი 114 თვითმფრინავით, რომლებიც ფრენებს ასრულებენ 112 მიმართულებით ასრულებენ. მათ შორის, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სამხრეთ ამერიკაში. იხილეთ tabula.geზე
-
The academic world is dismayed, but not quite surprised, by news that Claremont McKenna fudged its numbers.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
-
Еврокомиссия не дала разрешения на сделку по слиянию NYSE Euronext и Deutsche Boerse, говорится в сообщении немецкой биржи. Ранее объединение было одобрено акционерами обеих бирж, а также регулирующими органами трех стран. В результате должна была быть создана крупнейшая в мире биржа по объему продаж и чистой выручки. lenta.ru
-
Храм Христа Спасителя в Москве будет частично отремонтирован. Мэр Москвы Сергей Собянин подписал распоряжение о проведении детального обследования и проектно-изыскательских работ по стилобатной части (ступенчатая часть цокольного этажа здания) храма с балюстрадой, чтобы избежать разрушения этой части здания. lenta.ru