Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის მიხაილ პროხოროვის განცხადებით, მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენათ მზადაა… ლინკი მედიანიუსზე
  2. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ახალ ნორმებს აწესებს. სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ … ლინკი მედიანიუსზე
  3. ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით დიდთოვლობისა… ლინკი მედიანიუსზე
  4. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას „ხალხის პარტიის“ ლიდერ კობა დავითაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადება არ… ლინკი მედიანიუსზე
  5. სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი რუს ხალხს მოუწოდებს, არ ენდონ ,,პროვოკატორებს” და ახსოვდეთ, რომ ,,ყველაზე ხმამაღალი ყვირილი” ხშირად… ლინკი მედიანიუსზე
  6. ხვალ თბილისში, გერმანულ სახლში, სამინისტროების, მთავრობის კანცელარიისა და კონტროლის პალატის შიდა აუდიტების უფროსები გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს… ლინკი მედიანიუსზე
  7. По тому, как один из известных информационных порталов России анализирует перспективы вступления Азербайджана в Североатлантический альянс, можно заключить, что вопрос этот волнует Москву не на шутку.
  8. </p>/get_img?ImageId=6146 დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის” თავმჯდომარემ, ლელა გულედანმა, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათის მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. “დევნილ მოსახლეობას ელექტროენერგიის შეღავათი წლების განმავლობაში ერიცხებოდა. სამწუხაროდ, 2012 წლის იანვრის თვიდან ეს შეღავათი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, დახმარების მოხსნა ბინების პრივატიზაციის გამო მოხდა, თუმცა ლტოლვილთა დიდ ნაწილს ბინები საკუთრებაში ჯერაც არ აქვთ და ეს პროცესი წლებია მიმდინარეობს”, – განაცხადა ლელა გულედანმა. 2012 წლის იანვრამდე დახმარებას ის დევნილებიც იღებდნენ, ვისაც ბინა წლებია დაკანონებული აქვს და ისინიც, ვინც ბინის პრივატიზაციას ჯერ კიდევ ელოდება. მათ დახმარების შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ შეიტყეს, რაც გადასახადის ქვითარი მიიღეს, ზოგიერთმა კი ინფორმაცია მხოლოდ მაშინ მიიღო, როცა დენის მიწოდება შეუწყდა. ისანი–სამგორის რაიონში, ქიზიყის #34–ში, მდებარე შენობაში კომპაქტურად 16 ოჯახია ჩასახლებული. ერთ–ერთი დევნილის, ლეო სუბელიანის განცხადებით, ოჯახებს საერთო მრიცხველი აქვთ და აქამდე ყოველთვიურად 3500 კილოვატი ელექტროენერგიის საფასურს სახელმწიფო უფარავდა: “ჩვენ ეს ფართი დაკანონებული გვაქვს 2009 წლის თებერვალში, აქამდე დახმარება ჩვეულებრივად გვერიცხებოდა. 25 იანვარს კი თელასიდან დარეკეს და გვითხრეს, რომ დავალიანება ირიცხებოდა. წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ, შენობაში გაზი ჯერაც არ არის შემოყვანილი, ამიტომ თექვსმეტივე ოჯახი დენით ვთბებოდით. ახლა კი ვადა 3 თებერვლამდე მოგვცეს და თუ დავალიანებას არ დავფარავთ, შუა ზამთარში გათბობის და ყველანაირი ენერგიის გარეშე დავრჩებით. გვყავს მცირეწლოვანი ბავშვები და რამდენიმე ფეხმძიმე და ისიც კი არ ვიცით, საჭმელი რაზე უნდა გავაკეთოთ”. ფართი დაკანონებული არ აქვს ნანა არახამიას, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს. შეღავათით მისი ოჯახიც წლების მანძილზე სარგებლობდა: “თითო სულზე 100 კილოვატი იყო გამოყოფილი. ჩემს ოჯახში 4 სული ვართ, მაგრამ 400 კილოვატი არასოდეს არ დაგვიხარჯავს. იმის გამო, რომ ჩვენ იმასაც კი ვერ ვიყენებდით, რაც გამოყოფილი გვქონდა. გათბობაც დენზე დავაყენეთ. გუშინწინ დენი გაგვეთიშა, ვიფიქრეთ, რომ ზედმეტი დავხარჯეთ და განსხვავება იყო დასაფარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეღავათი აღარ გვერიცხება და ამ სიცივეში გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მით უმეტეს, რომ ოჯახში 2 წლის შვილიშვილი მყავს”. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ ქეთი კრაწაშვილის განმარტებით, ამ საკითხს, ერთი მხრივ, კანონი დევნილთა შესახებ და მეორეს მხრივ, კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ არეგულირებს: “2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 38,39 მუხლებში არის გაწერილი და მითითებულია, რომ ორგანიზებულად განსახლებულ თითოეულ დევნილს დენზე უწესდება შეღავათი. შესაბამისად, იმისი ერთადერთი საფუძველი, რომ დევნილს ეს დახმარება შეუწყვიტეს, შეიძლება იყოს ის, რომ მას ეს ობიექტი საკუთრებაში გადაეცა, ან უახლოეს მომავალში გადაეცემა ”, – განაცხადა ქეთი კრაწაშვილმა. მისივე თქმით, “თუკი დევნილს ხელაღებით შეუწყდება დახმარება და არაფერი გააჩნია იმის დამადასტურებელი, რომ ობიექტი საკუთრებაში გადაეცა, ან გადაეცემა, შეიძლება ითქვას, რომ საქმე უკანონობასთან გვაქვს”. როგორც დევნილები აცხადებენ, დენის გადასახადის გარდა, მათ ნაგვის გაზრდილი გადასახადის გადახდაც მოუწევთ. იმის იმედი, რომ დახმარება აღუდგებათ, არ აქვთ. ისინი მხოლოდ გაუფრთხილებლობის გამო დახარჯული ენერგიის საფასურის გადანაწილებას ითხოვენ. ხოლო დევნილთა ის ნაწილი, ვისაც არც დენი აქვს და არც გაზი, მერიას საცხოვრებლის გაზით უზრუნველყოფას სთხოვს. ლელა გულედანის თქმით, ორგანიზაცია ხვალვე მიმართავს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმ ინფორმაციის მოთხოვნით, თუ როდის დაუკანონდებათ ლტოლვილებს საცხოვრებელი ობიექტები. ისინი ასევე მიმართავენ თბილისის მერიას ობიექტების გაზიფიცირების მოთხოვნით. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთბის სამსახურის თქმით, სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ამ საკითხზე არ აკეთებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. ქართველ იურისტთა ნაწილმა დღეს, 1 თებერვალს, თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის წინ აქცია-ბრიფინგი გამართა. ადვოაკტები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, ჯვრისწერას ისეთივე სამართლებრივი ძალა მიეცეს, როგორც სამოქალაქო ქორწინებას. აღნიშნული მოთხოვნით იურისტთა არასამთავრობო ორგანიზაციების -”სიმართლის რწმენა” და თავისუფალ ასოციაციათა კავშირი” - წევრები თბილისის 24-ე სკოლის წინ არსებულ ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ადვოკატების განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმდა საკონსტიტუციო შეთანხმება - კონკორდატი, საქართველოს ხელისუფლებას არ განუხორციელებია შესაბამისი ცვლილებები. მათი თქმით, კონკორდატის ერთ-ერთ მუხლი სახელმწიფოს მხრიდან აღიარებს ჯვრისწერას, თუმცა სამართლებრივად მას არანაირი ძალა არ გაააჩნია. არასამთავრობო ორგანიზაცია ”სიმართლის რწმენის” წარმომადგენელმა, იურისტმა გაიოზ ჩარკვიანმა დღეს განაცხადა: ”მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება საქართველოს კანონმდებლობაში, რათა სახელისუფლებო ჩინოვნიკებმა საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეს მისცეს კონკორდატის მესამე მუხლის განხორციელების უფლება და ჯვრისწერა გაუთანაბრდეს სამოქალაქო ქორწინებას.” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ლიკა წიკლაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს კონკორდატით არანაირი ვალდებულება არ აუღია, რომ ჯვრისწერა უნდა გათანაბრებოდა სამოქალაქო წესით ქორწინებას. ”კონკორდატში წერია, რომ სახელმწიფო აღიარებს ჯვრისწერას, თუმცა მერე დათქმაა, რომ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს რეგისტრირებული ქორწინება. თვითონ კონკორდატის ერთ-ერთ მუხლშია აღნიშნული დათქმა,” - განუცხადა ლიკა წიკლაურმა ”ნეტგაზეთს.” მისი თქმით, კონკორდატში რომ ყოფილიყო ნაგულისხმევი ჯვრისწერისა და სამოქალაქო ქორწინების სამართლებრივი გათანაბრება, ზემოაღნიშნული დათქმა არ გაკეთდებოდა, ანუ არ ჩაიწერებოდა, რომ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება. ადვოკატი ზაზა ვაშაყმაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჯვრისწერის გათანაბრებას მოითხოვს სამოქალაქო ქორწინებასთან. მისი თქმით, კონკორდატში სახელმწიფოს მიერ ჯვრისწერის აღიარება არაფრისმომცემია, რადგან ჯვრისწერას სამართლებრივი ძალა არა აქვს. ”ქონებრივ საკითხზე დავა რომ დაიწყოს, ჯვრისწერის შედეგად შექმნილ ოჯახის წევრებს არანაირი უფლება არ წარმოეშვებათ. გარდა ამისა, ჯვისწერის საფუძველზე მეუღლეს არა აქვს უფლება, მოინახულოს ციხეში მყოფი მეუღლე,” - აცხადებს ზაზა ვაშაყმაძე. ჯვრისწერისა და სამოქალაქო ქორწინების სამართლებრივად გათანაბრება აუცილებელ საკითხად მიაჩნია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს. ”ჯვრისწერის გათანაბრება ეს იქნება მართლამდიდებელი ეკლესიის როლის გამოყოფა საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ის ღვაწლი, რაც მართლამდიდებელ ეკლესიას მიუძღვის ქვეყნის განვითარებაში. წყვილი როცა შექმნის ოჯახს, მინდა, რომ ეს ოჯახები 2 და 3 კვირაში, 2 და 3 თვეში არ დაინგრეს და საქართველოში არ იყოს ამდენი განქორწინებები. ჯვრისწერის გათანაბრება ქოწინების მოწმობასთან, მე ვფიქრობ, ამას შეუწყობს ხელს,” - განუცხადა ”ნეტგაზეთს” ზაზა ხატიაშვილმა. ჯვრისწერისა და სამოქალაქო ქორწინების სამართლებრივად გათანაბრების იდეას მხარს უჭერს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დირექტორი, გენდერის სპეციალისტი ეკატერინე აღდგომელაშვილი. ”ბოლო წლების სტატისტიკამ როგორც აჩვენა, ადამიანების უმეტესობა კმაყოფილდება მხოლოდ ჯვრისწერით და არ გადიან სამოქალაქო რეგისტრაციას. გაყრის შემთხვევაში დაუცველები რჩებიან ქალები და ბავშები და ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. მე ვფიქრობ, როგორმე უნდა დაიძლიოს ეს პრობლემა. ჯვრისწერას თუ მიენიჭება ეს ძალა, მოქალაქეები უკეთ იქნებიან დაცულები. ამ მხრივ თუ შევხედავთ ამ ინიციატივას, მისასალმებელია,” - უთხრა ”ნეტგაზეთს” ეკატერინე აღდგომელაშვილმა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ სანამ ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაფიქრება ბევრ საკითხზე იქნება საჭირო. ”ჯვრისწერისა და სამოქალაქო ქორწინების გათანაბრება რამდენად მიზანშეწონილი იქნება, ეს შეხედულებებზეა დამოკიდებული. ამ საკითხზე სხვადასხვა ადამიანს, შესაძლოა, სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდეს. ერთი მხირვ, ეს კარგი იქნება, რადგან ჯვრისწერის შემდეგ არ იქნება საჭირო ხელის მოწერა და ეს ერთ სამართლებრივ სივრცეში განხორციელდება. მეორე მხრივ, თუ ეს მოხდება, გამოდის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა უპირატესობაში იქნება საქართველოს მოქალაქე სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან შედარებით. მათაც აქვთ განსხვავებული საქორწინო ტრადიციები. შესაბამისად, ეს კარგად მოსაფიქრებელი სუბიექტური საკითხია,” - ამბობს ლიკა წიკლაური. მისივე თქმით, საჭიროა, ჯვრისწერის პარალელურად, წყვილებმა სამოქალაქო წესით ქორწინებაზეც იფიქრონ, რადგან ამ შემთხვევაში სამართლებრივად უფრო დაცულები იქნებიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. A severe cold snap in Eastern and central Europe has claimed more lives. planetanews
  11. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59862.jpgთურქეთის სანაპიროსთან სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სანაპირო დაცვისგან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაშველები დაკარგულ 8 მეზღვაურს ეძებენ. მათ შორის 7 უკრაინელსა და ერთ ქართველს. წარმოშობით ფოთელი 56 წლის მურმან დარსაძე ჩაძირული გემის მექანიკოსი იყო. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ღელვა და შტორმი აფერხებს. მშრალი ტვირთმზიდი ”ვერა” თურქეთის სანაპიროსთან ამ დილით ჩაიძირა. ეკიპაჟის 11 წევრიდან მაშველებმა სამი გადაარჩინეს - მზარეული და მეორე და მესამე კაპიტნები. View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/xachize.jpegგარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე კასპის რაიონის სოფელ კავთისხევს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიომრავალფეროვნების პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეხვდა. საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე” (Quarry Life Award) „ჰაიდელბერგცემენტის” მიერ გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გააცნო კონკურსის შესახებ ინფორმაცია და პროექტის პრიორიტეტები. „მოხარული ვარ, რომ ამდენი ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას კონკურსში. დიდი სიამოვნებით ვუერთდები ქამ ინიციატივას, ეს არის ახალი სტანდარტი, თუ რა უნდა გააკეთოს თანამედროვე დიდმა წარმოებამ იმისთვის, რომ გარემოზე მიყენებული ზიანის რეგენერაცია მოხდეს”-განაცხადა გოგა ხაჩიძემ. პროექტში მონაწილეობას იღებს 3 კარიერი: კავთისხევის კირქვის, გარდაბნის თიხის და დედოფლისწყაროს კირქვის კარიერი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საპროექტო წინდადადებები წარმოადგინონ 17 თებერვლამდე. 2012 წლის დეკემბერში კომპეტენტური ჟიურის მიერ ეროვნულ და გლობალურ დონეზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 1500-დან 30 000 ევრომდე საპრიზო თანხით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამეცნიერო წრის წარმომდაგენლები. იხილეთ epn.ge
  13. A Herefordshire toll bridge that offers a tax-free income has been bought by two entrepreneurs. planetanews
  14. /get_img?ImageId=6143 ქალაქ გორში არსებული 70 შენობიდან, მხოლოდ ოთხია ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. შეხვედრაზე, რომელიც დღეს გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, გაიმართა და რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მთავარ პრობლემად სწორედ არაადაპტირებული გარემო დასახელდა. ბოლო პერიოდში გორში სხვადასხვა ობიექტებზე სპეციალური პანდუსების გაკეთება დაიწყეს, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის წარმომადგენლის მაია ჯულაყიძის თქმით, ზოგიერთ შენობაზე მიდგმული პანდუსი მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებს და ასეთ შენობებში მოსახვედრად შშმპ-ებს მაინც სხვისი დახმარება ესაჭიროებათ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გორის ცენტრში სულ 675 ადამიანია გაწევრიანებული, აქედან 177 ბავშვია. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნები გაითვალისწინოს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა ხელისუფლებას გაუგზავნეს მიმართვა, რომ 2012 წელი მათ წლად გამოცხადდეს. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ ყურადღება გაიზრდება და გარემოს ადაპტაციისთვის მეტი გაკეთდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. დი­ღომ­ში 5 000 კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობ­ზე ახა­ლი, ოთ­ხსარ­თუ­ლი­ა­ნი ქალ­თა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი „ახა­ლი სი­ცოც­ხლე” გან­თავ­სდა. სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრი პა­ცი­ენ­ტებს მე­ან–გი­ნე­კო­ლო­გი­ის, თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლი­ის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის, მა­მო­ლო­გი­ი­სა და სკრი­ნინ­გის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს. კლი­ნი­კა­ში 80 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. სამ­კურ­ნა­ლო ცენტრს დღეს თბი­ლი­სის მე­რი გი­გი უგუ­ლა­ვა ეწ­ვია და კლი­ნი­კის პერ­სო­ნალს შეხ­ვდა. კლი­ნი­კა­ში მომ­ხმა­რებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ისარ­გებ­ლონ, რო­გორც პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვით, ასე­ვე სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­თაც. სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრში 50 პა­ცი­ენ­ტზე გათ­ვლი­ლი სტა­ცი­ო­ნა­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. “ახა­ლი სი­ცოც­ხლე” ქა­ლაქ­ში ახა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ობი­ექ­ტე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი რე­ფორ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­გლებ­ში აშენ­და. იხილეთ tabula.geზე
×
×
  • შექმენი...