planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
</p>/get_img?ImageId=6165 საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ორმხრივ ფორმატში შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გაზარდოს დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, რაც გულისხმობს თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ხარისხში გადასვლას, არსებული პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავებას, კონკრეტული წვრთნებისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას. შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ამიერიდან ამერიკული მხარე საქართველოსთან თანამშრომლობაში განსაკუთრებულ აქცენტებს გააკეთებს არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებისთვის ქართველი სამხედროების მომზადებაზე, არამედ უშუალოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და გაუმჯობესებაზე. აშშ-ის მხარემ ხაზი გაუსვა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. მხარეთა გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები, სადაც უფრო კონკრეტულად იქნება საუბარი ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების განხორციელებასა და მიმდინარეობაზე. თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს “ISAF TOP 10” ფორმატში გამართულ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი ამერიკის თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა იყო. სამუშაო სესიას ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ. ნატოს 10 წევრი და 2 პარტნიორი ქვეყნის კოლეგებთან თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა - კვლავ გააგრძელოს წვლილის შეტანა ISAF -ის ოპერაციაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
2 თებერვალს დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა მაგომედსალამ მაგომედოვმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ოპერატიული ვითარება მოითხოვს ადექვატურ რეაგირებას, რაც ძალისმიერი მეთოდების გამკაცრებაში უნდა გამოიხატოს. მისი თქმით, ერთი წლის მანძილზე დაღესტანში ჩადენილია 12250 დანაშაული. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული გაიზარდა სამჯერ. დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორად კვლავ რჩება შეიარაღებული იატაკქვეშეთის აქტიურობა. დღეისთვის დაღესტან... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Третья из четырех документальных картин так и называется: "Война". В ней рассказывается о событиях, предшествовавших военному конфликту августа 2008 года, а также представлена подробная хроника его начала глазами участников и очевидцев. Саркози буквально умолял Путина прекратить огонь, но ответ был: "Нет!" А Саакашвили переоценил лояльность к нему американцев. newsru
-
Волнения в египетском городе Порт-Саид привели к гибели 79 человек, как минимум 248 человек получили ранения различной степени тяжести. Столкновения начались после футбольного матча. Правительство страны объявило трехдневный траур.
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg ჯოშ როგინი რუსეთის მთავრობა ჰოსნი მუბარაქის და მუამარ ალ-გადაფის დამხობილი რეჟიმების გზას ადგას და თავად ქმნის იმის საფუძველს, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს, განუცხადა ექსკლუზიურ ინტერვიუში The Cable-ს მიხეილ სააკაშვილმა. „მოუსმინეთ იმას, თუ რას ამბობენ თავად რუსეთის ლიდერები. ისინი ამბობენ, „ჩვენ არ ვართ ლიბია, ან ეგვიპტე, რუსეთი ამ გზით არ წავა“, განაცხადა სააკაშვილმა. „მე ეს ადრე სხვა ლიდერებისგანაც მომისმენია, საბჭოთა ლიდერებისგან. და როგორც კი თქვენ ასეთ საუბარს იწყებთ, ის წინასწარმეტყველებასავითაა, რომელიც ახდება, და შემდეგ იწყებთ სწორედ ისეთ მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ამ გზით სვლას [ხელისუფლების დაკარგვისკენ]“. რუსეთი არამხოლოდ უარს ამბობს იმაზე, რომ ყური დაუგდოს საკუთარი ხალხის მოთხოვნებს იმით, რომ ახშობს პროტესტს და ნამდვილ დემოკრატიას, არამედ იმ სახალხო რევოლუციების წინააღმდეგობას უდგას სათავეში, რომლის მოწმეც მსოფლიო ბოლო წლის განმავლობაში გახდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც 2008 წელს ხუთდღიანი ომი ჰქონდა რუსეთთან. მისი თქმით, ამ მხრივ ბოლო და ყველაზე კარგი მაგალითი რუსეთის მხრიდან სასტიკი სირიული რეჟიმის მხარდაჭერაა, რომელსაც სათავეში უდგას პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი. „სირია ახლა სიმბოლოა“, განაცხადა სააკაშვილმა. „[რუსები] საკუთარ თავს ლიბიასთან აიგივებდნენ, მაგრამ ჩათვალეს, რომ ლიბიაში ისინი მოა/შეიტყუეს. ??? ამიტომ ახლა ფიქრობენ, რომ თუკი სირია დაეცემა, ეს არის უკანასკნელი ბასტიონი, რომელიც დარჩა მოსკოვამდე. და სწორედ ეს არის ის დამოკიდებულება, რაც პრობლემებს შექმნის თავად რუსეთში. ეს მიდგომა სირიას არანაირად არ დაეხმარება, მაგრამ რუსეთს ნამდვილად სერიოზულად ავნებს“. წელს, პუტინის მოსალოდნელი დაბრუნება პრეზიდენტად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი შემდგომი ვადისთვის დამახასიათებელი იქნება რეალური რეფორმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მის გარეთ, განაცხადა სააკაშვილმა. „დასავლელებისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის ბრუნდება, საშუალო კლასმა მოსკოვში იცის, რომ ის არასდროს არსად წასულა“, განაცხადა სააკაშვილმა. „საქმე ის კი არ არის, რომ პუტინი პრეზიდენტად ბრუნდება, არამედ ის, თუ რა თქვა მან ამით. მან კი ასეთი რამ თქვა „მე ვბრუნდები, რომ შევაჩერო და ჩავახშო რეფორმების განხორციელების ნებისმიერი მცდელობა და სურვილი“ – ასე გაიგო ეს რუსეთის საშუალო კლასმა“. შეერთებული შტატების თანამშრომლობა მოსკოვთან სასარგებლოა და „გადატვირთვის“ კურსი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ რუსეთიდან მომავალი ყველა სიგნალი იმაზე მიუთითებს, რომ ის გადატვირთამდელ პოლიტიკას უბრუნდება, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი აზრით, რუსეთი მოქნილობას ავლენდა, სანამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ცდილობდა 2011 წელს, მაგრამ ახლა მან მიზანს უკვე მიღწია და კონფრონტაციის პოლიტიკას უბრუნდება. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ რუსეთი მუდმივად აღვივებს ჭორებს იმის თაობაზე, თითქოს შეერთებული შტატები ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსებას საქართველოში გეგმავს, რაც სააკაშვილის თქმით სინამდვილეს არ შეესაბამება. „ვლადიმერ პუტინი მუდმივად ამაზე საუბრობს. ან მას აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია აქვს, ან მიზეზს ეძებს იმისთვის, რომ საძაგელი რაღაცეები თქვას“. The Cable-თან ინტერვიუმდე რამდენიმე წუთით ადრე, ვაშინგტონში, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის (United States Institute of Peace) დარბაზში ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, სააკაშვილმა „არაბულ გაზაფხულთან“ მიმართებაში რუსეთის და თურქეთის რეაქციებს შორის სხვაობაზე ისაუბრა. „რეგიონის ორმა ზესახელმწიფომ, ორი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება შემოგვთავაზა. ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციამ ამას ქაოტური რეაქციით და პანიკით უპასუხა და ცდილობს არსად არ დაუშვას დემოკრატიულ მოძრაობათა მიმართ ნებისმიერი საერთაშორისო მხარდაჭერა. მეორე მხრივ თურქეთი პოზიციონირებს, როგორც პოსტ-რევოლუციური ქვეყნების მოდელი“, თქვა მან. „ერთი მხრივ, ვლადიმერ პუტინის მთავრობა სასოწარკვეთილი ცდილობს ისტორიის წინსვლის შეჩერებას. მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრ ერდოღანის მთავრობა ცდილობს ჩაიხუტოს მსოფლიო რევოლუციები. ორი ძალიან განსხვავებული პრემიერ-მინისტრი“, განაცხადა მან. „შემთხვევითი არ არის ის, რომ რუსეთის გავლენა მცირდება, ხოლო თურქეთის ლიდერობა იზრდება რეგიონში ყოველდღიურად“. სააკაშვილმა ისაუბრა ასევე იმაზე, თუ როგორ იბრძოდა საქართველო მას შემდეგ რაც გამოეყო საბჭოთა იმპერიას, ასევე იმ გაკვეთილებზე, რომელიც მას შეუძლია შესთავაზოს ახალ მთავრობებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ. „საქართველოს გამოცდილება არ არის მისაბაძი მოდელი ბევრი ისეთი ქვეყნისთვის, რომელმაც იცის, ან ადრე თუ გვიან გამოცდის პროგრესულ ამბოხს. ჩვენ არ გვქონდა სახელმძღვანელო, და ჩვენი მეგობრებისთვისაც არასდროს სახელმძღვანელო არ დაწერილა. ნამდვილი რევოლუცია იწყება მაშინ, როდესაც CNN-ის და BBC-ის კამერები ქვეყანას დატოვებენ. ეს რეფორმების ხანგრძლივი და რთული პროცესია“, თქვა მან. „ეს არის გაკვეთილი და იმედის გზავნილი. გლობალურ სახელმწიფოთა ქმედებები საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ, განწირულია“. The Cable-მა სააკაშვილს იმის შესახებაც ჰკითხა, რამდენად მოეწონა მას ენდი გარსიას მიერ შესრულებული მისი გმირი ფილმში „აგვისტოს ხუთი დღე“, რომელიც ეკრანზე 2011 წელს გამოვიდა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ასახავს. „ფილმის მხოლოდ ნაწილი მაქვს ნანახი, მაგრამ ვიცი ის, რომ ჩემი ინგლისური მის ინგლისურზე ოდნავ უკეთესია და ეს ძალიან დამაიმედებელია“, თქვა მან. ორიგინალი ორიგინალი
-
Министр иностранных дел Пакистана опровергла заявления, сделанные афганскими боевиками в секретном докладе НАТО, о том, что Пакистан руководит боями талибов с целью возвращения власти в Афганистане. "У нас нет тайных целей в Афганистане", - заявила Хина Раббани Хар в Кабуле, где она выразила поддержку начинающимся правительственным мирным переговорам с Талибаном.
-
Около 400 человек пострадали в результате разгона демонстрации у здания МВД в Каире, где граждане Египта протестовали против бездействия полиции, которое привело к массовой драке и гибели 74 человек в Порт-Саиде. Демонстранты забрасывали полицейских камнями и выкрикивали антиправительственные лозунги. lenta.ru
-
Анонимность стала настолько обычной вещью во всех вопросах общественного мнения, что мы больше не замечаем ее ложной идеологической нейтральности. На самом деле это условие, которое позволяет получить мнение респондентов, предельно обманчиво.
-
Одну из премий Американской киноакадемии "Оскар" по итогам 2011 года будет вручать актриса Холли Берри. Она сама удостоилась "Оскара" в 2001 году за главную роль в картине "Бал монстров". Церемония пройдет в голливудском кинотеатре Kodak 26 февраля 2012 года и будет транслироваться во многих странах мира. lenta.ru
-
ერთმა ტოსკანელმა ქალბატონმა, ალესანდრო სენორინიმ უჩვეულოდ გააპროტესტა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა . მან უფასოდ უმასპინძლა იმ მომხმარებლებს, ვინც მის დაწესებულებას საცვლებით ეწვია. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება შარვლების გარეშე აპირებს დატოვოს ხალხი. მის მოწოდებას ოცამდე ადამიანი გამოეხმაურა . მათი ნაწილი მხოლოდ გაერთო, ზოგი კი სავსებით სერიოზულად შეუერთდა უცნაური დიასახლისის პროტესტს. http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/02/88.jpg View the full article